დღე სასწაული
0 ხმა
თამარ გოგებაშვილი
მოგესალმებით , მე ვარ თამარი . დავიბადე საქართველოს უხვ და ლამაზ კუთხეში , კახეთში . ტრადიციისამებრ , სკოლის დასრულების შემდეგ გავეშურე დედაქალაქში . თბილისმა , როგორც მრავალფეროვანმა ქალაქმა , მომცა საშუალება მესწავლა საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტში (იბსუ) , მონაწილეობა მიმეღო უამრავ პროექტში , კერძოდ : 1. იბსუს პროექტი ,, ბეღურები ‘’ 2.საქართველოს სტუდენტური პარლამენტი 3.ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი 4. აზროვნების აკადემიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ,, საჯარო ლექციები ‘’ და საბედნიეროდ პირველობა მოვიპოვე რამდენიმე პროგრამაში , მაგალითად : 1. ერთ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამა ვარშავაში 2.ერთ წლიანი მოხალისეობრივი პროგრამა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში . აღნიშნულის პარალელურად აქტიურად ვესწრებოდი საქართველოში არსებული დასების სპექტაკლებს , განსაკუთრებით თავისუფალი თეატრის შედევრებს . სწორედ თეატრის დამსახურებით გამიღრმავდა ინტერესი ხელოვნების მიმართ , ამიტომაც განმეორებით ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის , რათა გავხდე ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი . ახლა კი , მიყვარს და ვაფასებ ჩემს წითელ დიპლომს , რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების დარგში დავიმსახურე .უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დასრულდა ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრება და დავბრუნდი ვაზის სამშობლოში . და აი , მეც კიდევ ერთხელ შევაბიჯე ჩემს წარმოსახვით სამყაროში , დიახ , ზუსტად ჩემს , ჩემს საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ანუ წიგნის დაწერა გადავწყვიტე .ვმოგზაურობდი - ვწერდი , წარმოვიდგენდი - ვწერდი , ვფიქრობდი - ვწერდი , ვგრძნობდი - ვწერდი და აუცილებლად ! ვკითხულობდი ( სხვას ) - ვწერდი . ვფიქრობ , ჩემი რომანი იმსახურებს გამარჯვებულის სტატუსს . სხვა რა დამრჩენია ,მოვიცდი და ვეცდები ღირსეულად გავართვა თავი საკუთარ გამოწვევას და ერთი წლის განმავლობაში შევძლო ასი წიგნის წაკითხვა . მშვიდობით აღსრულებულიყოს ყოველივე ! მსურვს ყველამ იცოდეს , რომ განვითარება შეიძლება ყველგან და ყოველთვის !
რომანი ორი პატიმრის , კიაზოსა და გახას შესახებ მოგვითხრობს . მკითხველი ეტაპობრივად ეცნობა პატიმრების წარსულს , სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის ისტორიებსა და სხვა მთავარ პერსონაჟებს .წიგნში ასევე შეხვდებით ციხის მზარეულად ქცეულ მასწავლებელს , რომელიც თავისუფლება აღკვეთილთა ერთადერთ მანათობელ წერტილად იქცა . შვილებისაგან მიტოვებულ ნათელა მასწავლებელს მოხუცთა თავშესაფარში დაუდია ბინა . რომანის გმირებისთვის კარგადაა ცნობილი ომის , ქუჩის , შიმშილისა და მომაკვდინელები ავადმყოფობის გამომწვევი სიბინძურის უბედურება . ტირანი ბადრაგისა და ერთადერთ , გულითად მეგობრად ქცეული პატიმრის დაკარგვის შიში . ,, დღე სასწაული ‘’ -ში კიდევ ერთხელ ვიგებთ სიკეთის ძალას და როგორც კიაზო ამბობს - ,, სამყაროში არაფერი იკარგება , შენი ერთი კეთილი ფიქრიც კი ირიბად გასროლილი კენჭივით ისხლიტება და უკანვე გიბრუნდება ‘’ . ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული მეგობრები საკუთარ ლექსიკონ ქმნიან . მათთვის მნიშვნელოვან სიტყვებს არჩევენ და განმარტავენ . რომანი ნათლად გვიჩვენებს ოჯახის არსს და მნიშვნელობას , ვხედავთ დანგრეული ბავშვობის ტრამვებსა და მის შედეგებს . მრავალი საინტერესო ამბავი გადაიშლება მკითხველის თვალწინ . იმოგზაურებს გმირების ბავშვობასა და აწმყოში , დაფიქრდება მათ მომავალზე და მიხვდება , ,, უნდა მოასწრო , ენერგიის / ძალის დახარჯვა უნდა მოასწრო ‘’ .მკითხველისთვის ერთგვარ თავსატეხად გადაიქცევა წიგნი ,, დღე სასწაული ‘’ . პასუხგაუცემელი კითხვები და იდუმალი გმირები . რომანის ბოლო გვერდი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მარადიულ კითხვას
-კიაზო , სამყაროს ბოროტი დასასრული აქვს თუ კეთილი ?
მიმდინარე ტური არ არის აქტიური