დღე სასწაული
დღე სასწაული
-მ-ი-წ-ა
- რა გამოვიდა ?
-მიწა !
-ყოჩაღ გახა , უკვე შეძელი , ამ რთული სიტყვის წაკითხვა .
-რთული ? კი , მაგრამ , რატომ ? აბა , კარგად დააკვირდი , ის მხოლოდ 4 ასობგერისგან შედგება
-მიწა ... კაცი მისგან მოდის , არის და მასვე უბრუნდება .
-კიაზო , შენ გინდა თქვა , რომ მე მიწისაგან შემქმნა ღმერთმა ?
-ღერთმა ?
-დიახ , მან . ღმერთმა ანუ უფალმა , აი , იქ ზემოთ რომ არის .
-მაშ , შენ გგონია , რომ ის ზეცაშია ?
-ზეცაშია ! იცი , თურმე დიდ , თეთრ ტახტზე დაბრძანებულა და ყველას ზემოდან დაგვცქერის .ჩვენგან ძალიან , ძალიან , ძალიან შორს არის .
-მაშ , შენ ამბობ რომ უსამართლო ყოფილა ის ერთადერთი.
-რატომ ? მე მსგავსი არაფერი მითქვამს - გაოცებით წამოიძახა გახამ
-ჩვენ , კაცნი მიწისგან ვართ , მიწავე გვაცხოვრებს , ჩვენი ბოლო და მარადიურლი მასპინძელიც ისაა და თვითონვე გვჭამს . შენკი გჯერა , რომ ღმერთი თვითონ ტახტრევანზე დაბრძანებულა , ჩვენკი მიწისთვის გავუჩენივართ . აბა , როგორაა ეს საქმე ...
-იქნებ , იქნებ ისიც აქაა , ჩვენს გვერდით ?
-დიახ , ის ჩვენთანაა
-კიაზო , ერთხელ ელიოზმა , ჩემმა ძმამ მითხრა :
***
- გახა , თუ გინდა , რომ უფალთან მიხვიდე , უამრავი , უთვალავი კიბე უნდა აიარო .იქ ,ზემოთ ყველაფერი კაშკაშა და ნათელია. თურმე ჭიანჭველაზე პატარაა ისიც კი , ვინც აქ ყველაზე დიდია .
-ელიოზ , მეც მინდა კიბეზე ასვლა . გთხოვ , მითხარი , სად არის ის ? მასზე ჯერ არაფერი მსმენია
-გახა , მისი მოძებნა არ გჭირდება , მას ვერსად ვერ იპოვნი , რადგან ის უკვე არსებობს .
-ვერაფერი გავიგე -დამწუხრებული სახით თქვა გახამ
-გახა , ის კიბე შენი ცხოვრებაა , საფეხურები კი განვლილი და გასავლელი წლები .ყოველი საფეხური უფრო და უფრო დამძიმდება ....
-ელიოზ , სიმძიმე არ მინდა , გთხოვ შენ მაინც დამეხმარე , როგორ შევამსუბუქო ?
-გახა , მამამ ხომ ბევრი შოკოლადი მოგვიტანა გუშინ ?
-კი , ამდენი ჯერ არასდროს უყიდია
-და მაინც რომელი გიყვარს ყველაზე მეტად ?
-აი , ის ვარდისფერ ყუთში რომ არის ცისფერი და მწვანე ბრჭყვიალა ქაღალდებით .
-თქვენ ის ბატონი ბრძანებით ხომ , ყოველი ახალი საფეხურის შემსუბუქება რომ უნდა ?
-დიახ , მე ვარ ! -სიხარულით წამოიძახა გახამ
-ბატონო , ხვალ ადგებით , ტანთ ჩაიცვამთ , დედას მიერ გამზადებულ სანოვაგესთან ერთად თქვენ საყვარელ შოკოლადებსაც აიღებთ და აბრანების გაჭირვებულ ოჯახში წაბრძანდებით .
-ელიოზ , მე ხომ ყველაზე მეტად ვარდისფერი ყუთი მიყვარს , მათ ლურჯს წავუღებ , ვარდისფერს კი ჩემთვის დავიტოვებ , არაფერი დაშავდება
-კი , მაგრამ დაგავწყდა შენი მისია ? გახა , უფლისაკენ მიმავალი გზის შემსუბუქებას მხოლოდ მაშინ შეძლებ თუ სხვისთვის იმას გაიღებ , რაც საკუთარი თავისთვის გემეტება , თორემ ზედმეტი ნივთვის გაცემა , ღმერთს დიდ სიკეთედ არ ჩაუთვლია .
***
-გახა , ელიოზს მართალი უთქვამს , სხვისი დახმარება დიდად წაადგება შენ სულს , მაგრამ ღმერთი ზეცაში არ არის და არც უთვალავი კიბის გავლა არ არის საჭირო მასთან მისასვლელად . ის ჩვენშია და სიკეთეც იმიტომ სჭირდება კაცს , რომ იგი , ჩვენი დროებითი კი არა მუდმივი სტუმარი იყოს , სამუდამო და შეუცვლელი .
-კიაზო , შეიძლება ერთი რამ გითხრა ?
-ბრძანეთ ბატონო
-თუ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ , ღმერთიც სადმე შორს კი არა , არამედ ჩევნშია , ის თვითონ მოვიდა თუ ჩვენ მოვიყვანეთ ? რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მას , რატომ უნდა იყოს ჩვენთან ? ან ვინ შეიძლება შეცვალოს ?
-ის ჩვენთან ერთად დაიბადა , მას უნდა , რომ ყოველთვის მასთან ვიყოთ .
-და შეიძლება რომ წავიდეს ?
-თუ ჩვენ დავუშვებთ , ყველაფერი ცუდი შეიძლება შემოვიდეს ჩვენში და ის შესუსტდება , ოღონდ მხოლოდ შენს , ჩემს და სხვის არსებაში და არა სამყაროში . წასვლით კი არასდროს წავა
-ნუთუ მე შემიძლია მისი გაძლიერება ?
-რა თქმა უნდა - დაბეჯითებით მიუგო კიაზომ
-როგორ ? ეგ ხომ სასწაული იქნება
-ზამთარში , იანვრის ღამის ყინვისაგან გათანგული და შეციებული თუ შენს ერთადერთ , თბილ წინდას გასცემ სხვის გასათბობად , ის თვითონ მოგიცავს შენ და ვერასდროს იგრძნობ სუსხს , ზამთარს რომ მოაქვს ადამიანებთან.
კოაზოს მჭერმეტყველება თითქოს გადაფარა კიდეც ბადრაგის ყვირილმა
-დაწექით ! პატიმრებისათვის დღე დასრულებულია .
***
კიაზო - პატიმარი N09
კიაზო თუ პატიმარი ? კიაზო არის პატიმარი თუ პატიმარი ნ09 არის კიაზო ? ალბათ , ჯერ იყო კიაზო , რომელიც გახდა პატიმარი , მაგრამ ვინ არის კიაზო ? დამოუკიდებელი ადამიანი თუ ღვთის შვილი ? ვინ იწოდება ღვთის შვილად ანდაც ადამიანად ? და თქვენ ? ვინ ხარ შენ , საიდან მოდიხარ ან რისთვის ? ვისთან მოხვედი , ვინ გელოდა ამ დედამიწაზე.
კიაზოს მთელი ცხოვრება ელოდნენ , დედა და მამა . მთელი ცხოვრება ? ნეტავ , რამდენია მთელი ცხოვრება ? ალბათ , ყველასთვის იმდენია , ვისაც რამდენი კიბე ერგო ...
დიდხან ელოდნენ , როდის შემოიჭრებოდა მომავალი მშობლების ერთფეროვან ცხოვრებაში და როდის ეწეოდნენ იმ ბედნიერებას , მიუწვდომელი ვარსკვლავივით რომ კაშკაშებს ცაზე და მისი მოწყვეტა დროსთან ერთად უფრო და უფრო რთულდება . ერთ ბედნიერ დღეს ვარსკვლავი მათ თავზეც ჩამოვარდა .კაშკაშა და ოთხკუთხედი მარტო არ ყოფილა , მას პატარა , ხუჭუჭთმიანი და ოქროსფერთვალება ბიჭუნა მოყვა საჩუქრად , ბიჭუნას კი თეთრი ანგელოზი , ღვთაებრივი ნათელით გაცისკროვნებული და გაბრწყინებული .როგორც იქნა დასრულდა მელანოს და ერეკლეს ყოფა და დაიწყო ახალი ცხოვრება . დიდი ხნის წინათ შეუღლებულმა წყვილმა , განგების ძალით შეაბიჯა ახალ , ფერად და მრავალფეროვან სამყაროში , სამყაროში , სადაც მარტობაა არ ელოდათ და ბიჭი სახელად კიაზუ იქნებოდა მათი ნაწილი , წამალი და შვება .
ვინ არის შენი მშობელი ?
ვინც გაგზარდა თუ ვინც აღგზარდა ?
გამჩენი გღზრდის თუ სამყარო , სადაც მოევლინე .
კიაზუ იზრდებოდა და მშვენდებოდა ,მისი სილამაზე არავის გამოპარვია . ქუჩაში მოსეირნე მელანო ხშირაად შეუჩერებიათ კომპლიმენტის სათქმელად , სრულიად უცხო ადამიანებს სურვილი უჩნდებოდათ , პატარა ხუჭუჭთმიან ბიჭს მოფერებოდნენ და თითო თბილი სიტყვით მეასედ , მეათასედ გაეხარებინათ დედის გული , თანაც ისეთი დედის , რომლის თავზეც ვარსკვლავმა მხოლოდ ერთხელ ინათა. ადამიანს , როგორც მშობელს მეტი რა უნდა სრულყოფილი ბედნიერებისთვის თუ არა კარგი შვილი და მოსიყვარულე მეუღლე . ერეკლე სწორედ ის კაცი იყო მცირედიც რომ აკმაყოფილებდა . მისი ცხოვრებისეული მიზანი არასდროს ყოფილა ტიტულისა და დიდების მიღება , მთავარი სწრაფვა ყოველთვის ღირსეული ოჯახის შექმნისკენ იყო . ოჯახი ყოველგვარი ბედნიერეის საწყიად წარმოედგინა და დაესახა .ადამიანი სადაც არ უნდა იყოს , ვისაც არ უნდა მოეტმასნოს , ბედისწერამ სადაც არ უნდა გადაისროლოს , ის მაინც ოჯახური კერისკენ მოიწევს . სული ეწურება როდის დაასრულებს მისიას საზღვრებს გარეთ , მოითავებს სამუშაოს მეზობელ სოფელში , როდის შეასრულებს საქმეს რომ გულაჩქარებული გაიქცეს ოჯახად წოდებული თბილი კერისაკენ . განა ყველა სულიერს მიეცა ეს ბედნიერება ? არა , რა თქმა უნდა , არა . სიტყვა ოჯახით გამოხატული ჭეშმარიტი ბედნიერება , მხოლოდ ერთეულების ხვედრია . ოჯახი ხომ შენი საწყისის საფუძველია .
ვინ განაგებს შენს ბედ-იღბალს ?
აი , თქვენ , დიახ თქვენ თუ შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ და დაფიქრდეთ .
რამდენი ქალი ხვდება სასურველ მამაკაცს , ქორწინდებიან და იწყებენ ოცნებებით სავსე ახალ ცხოვრებას .უყვართ , ნატრობენ, ოცნებობენ . რა სურთ , რისთვის შრომობენ დაუღალავად ? მათ მიზანს ხომ სანუკავრი შვილი წარმოადგენს . შვილი , რომელსაც უკვე დაკისრებია პასუხისმგებლობა - მშობლის აუსრულებელი მიზნების მიღწევა , თანაც აუცილებლად .მაგრამ ასე ადვილია ამ ქვეყნად მოვლინება ? სიყვარულით გატენილი ღამეების შემდეგ , ქალში ისახება ახალი არსება , მაგრამ ის მალევე ქრება . უმწეო ჩაისუნთქავს სამყაროს ჰაერს , შეიგრძნობს მის სიმძიმეს , ვერ უძლებს და ,, შემოსწრებული სტუმარივით ‘’ მალევე გაბრუნდება უკან .სხვაც ბევრი ისახება , მაგრამ მშობელი კლავს . ზოგიც ევლინება , მაგრამ ვერ ხვდება , ვინ არის , რატომ და რისთვის .
ჩვენც ვისახებით , ვჩნდებით და ვცოცხლობთ.... ვართ უმოწყალოდ უმადურნი ... თუკი სამყაროში ათასობით ბავშვი ნადგურდება დედის ხელით , თუკი სამყაროში მილიონობით ჩანასახი ქრება საშოში , მაგრამ ჩნდები შენ , შენ და არა ის , რატომ ხდება ასე ? რატომ შენ და არა სხვა ?
კიაზოც ასე მოევლინა სამყაროს , დედის საშონად პირდაპირ დედამიწაზე .
არა ის , მაგრამ შენ ! ეს ფაქტი ხომ განსაკუთრებულ მოვალეობა-პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს , თითქოს , ყველა არმოვლენილის ვალით დატვირთული მოხვედი სამყაროში , სადაც შენი კვალი უნდა დატოვო , როგორც მადლიერმა და მისიით მოვლენილმა ადამიანმა .
კიაზოც მძიმე დაიბადა , სურვილებით , ოცნებებით , მიზნებითა და ვნებებით .ბავშვობის წლები ფერადი და ყველასათვის სანატრელი ჰქონდა , არ არსებობდა მიუწვდომელი მატერია და აუსრულებელი ნატვრა . ვნება მასშიც იყო , ყველაფერი მის (ვნების) ზრდას უწყობდა ხელს , ხელისშემშლელი ძალა კი დუმდა , დუმდნენ შვილზე შეყვრებული მშობლები .
***
გახას და კიაზოს დიდი დრო გაუტარებიათ ერთ საკანში . რისთვისაა საკმარიის ეს დრო ? ადამიანის შესაცნობად თუ ცხოვრების შესასწავლად ? მათთვის სწორედ , ის დრო აღმოჩნდა , როდესაც კითხვებს სვამ , ფიქრობ და პასუხს სცემ შენს ნააზრევს . ამ დროში ადამიანი 7 საათზე ადგომასა და წყლით დაპურებასაც სწავლობს , მორჩილებასაც და თანადგომასაც და მწუხარების და ბედნიერების დაფარვასაც . მათ საკანში მაინც რჩებოდა ერთადერთი ვარამი , რომლის გაქრობაც დრომ ვერ მოახერხა , ანდაც როდის გამქრალა სევდა ადამიანის ბუნებიდან , სევდა ხომ თანდაყოლილი ნიჭია , გამწუხრებს მაგრამ ბედნიერი ხარ , რატომ ? იმიტომ რომ გრძნობ ,რადგან გრძნობ ხვდები ,რომ ცოცხალი ხარ და შენ ადამიანი ხარ . საიდან მოდის გრძნობდა სახელად სევდა , რომელიც ასე ააფორიაქებს ხოლმე ადამიანის სულსა და ბუნებას , განა ერთი იყო მათი სევდა ?
-კიაზო , ახალი წელი გიყვარს ? - მოილოდნელად წამოიძახა გახამ
-მიყვარდა
-ახლა აღარ გიყვარს ?
-ძველის დასასრული დ ახლის დასაწყისი , გგონია სხვებს არ უყვართ ?
-ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი ? ეს ხომ ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს
-შესაძლოა , თუმცა ახალი წლის ტრადიცია საუკუნეებია მოსგამს სამყაროს . ნუთუ აღარ გახსოვს , როგორი სიხარულით ვხვდებოდით ნაძვის ხის ქვეშ დადებულ საჩქრებს , გადაგავიწყდა ეს უბედნიერესი წამები ?
-მახსოვს კიაზო , როგორ არა , მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი ბედნიერება , მე ყოველთვის მათზე ვფიქრობდი , რას გრძნობდნენ ისინი
-და ვინ არიან ,, ისინი ‘’ ? - გაკვირვებით ჩაეძია კიაზო
-შენ რა დაგავიწყდა ? ჩვენი მეზობლები , აბრანების ოჯახი , მათ ხომ არაფერი გააჩნდათ , ტკბილი ნამცხვრები და სათამაშოებიც კი არ ჰქონდათ .ჩემი ახალი წელი ბედნიერებაც იყო და წუხილიც , სიხარულიც და მწუხარებაც , მე ყოველთვის მათზე ვფიქრობდი.
-გახა , კარგი ბავშვი ყოფილხარ თუკი სხვისი ბედნიერებაც გინდოდა . მეც მახლდა სევდა , ოღონდ ეს სულ სხვა რამ იყო . ჩემი მტანჯველი სევდა , რაც შენ ადამიანად გზრდიდა
-შენ არ გიყვარდა სხვები ? - დაიბნა გახა
-არასდროს ... მქონდა , მაგრამ კიდევ მინდოდა , ვაშავებდი და ვერავინ ხედავდა , მძულდა , მაგრამ არავინ მაყვარებდა . ბრმა ვიყავი სამყაროში და წინ არავინ გამიძღვა , არავის უჩვენებია სწორი გზა ,არავის გაუცხადებია ჩემი ბოროტება . დაიჯერებ ? არ არსებობდა სულიერი რომელიც ჩემი ვნებიდან წამოზრდულ ყლორტს ამოძირკვავდა ანდაც გადაჭრიდა , დროებით მაინც რომ შეეჩერებინათ ზრდა , სულიდან წამოსულ ბინძურ ტოტებს ორი არსება გადაეფარა და ძე ხორციელს არ უშვებდნენ ახლოს , ისინი კი გაკაჭვის ნაცვლად წყალს მისხამდნენ და მისხამდნენ , უფრო და უფრო რომ განოყიერებულიყო ჩემი ბოროტება , შური და ღვარძლი .
-კაზიო , ბოროტი , შუარიანი და ღვარძლიანი იყავი ნამდვილად შენ იყავი ?
-არა , თავისთავად ცუდი და კარგი არ არსებობს , თავად გქმნიან ასეთს .
-მაგრამ , მშობელზე გაბრაზება შეიძლება ?
-გახა , არ აქვს მნიშვნელობა , მშობელი ხარ , მუშა თუ პრეზიდენტი , უპირველესყოვლისა შენ ხარ ადამიანი და მერე დანარჩენი სხვა .
-ესეიგი , მეც ადამიანი ვარ და მერე პატიმარი ?
-ნამდვილად ასეა - უკმეხად მიუგო კიაზომ
-მაგრამ , შეიძლება პატიმარი ნამდვილი ადამიანი იყოს ?
-რატომაც არა , სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს .
-ყველაფერი ? აბა ისე რატომ არ მოხდა , რომ შენ კეთილი ყოფილიყავი ?
-ეს მათი დანაშაულია . აი , წარმოიდგინე არა ორჯერ , სამჯერ და ასჯერ , არამედ მხოლოდ ერთხელ რომ შევენიშნე ჩემს მშობლებს ისეთი , როგორიც ვიყავი , მხოლოდ ერთხელ რომ მიეთითებინათ სწორი გზისკენ , ეგებ მეც დამეწყო სხვაზე ფიქრი და ზრუნვა .
-შენ რა არასდროს დაუსჯიხარ მშობლებს ?
-საუბედუროდ , არასდროს . ჩემი ასაკი თავადაც კარგად იცი , შეგიძლია დაითვალო ?
-დიაც , მე ვიცი თვლა .
-დაიწყე
-1,2,.3., 5, 6, ,7 ,8 ,9 ...... , უფ , ცოტა დავიღალე .
-ხედავ ? მე იმდენი წელი გავატარე მათთან და ვერცერთხელ ვერ შემამჩნიეს , მათ ვერ ამომიცნეს , ვინ ვიყავი მე . ერთხელაც რომ მომეხადა ბოდიში , პატიება მეთხოვა დაჩაგრულისთვის , ერთი წამით მაინც რომ გაეღვიძებინათ ჩემში სინანულის გრნობა , იქნებ ერთით მეტი ადამიანი ყოფილიყო ახლა დედამიწაზე ?
-იქნებ ...-ამოიხრა გახამ და თავზე ხელი შემოიდო -კიაზო , შენ ამოიცნობდი შენს შვილს ?
-ალბათ ...
დიალოგის შემდეგ ორივე ჩაფიქრდა
საკანი 87 ყოველთვის მდუმარედ იდგა სხვათა შორის .პატარა ნაცრისფერ ოთახს სამკუთხა სარკე და ნიჟარა ამშვენებდა , იქვე იდგა დახაწული მაგიდა თავისი სკამით და მაღალი ორსართულიანი საწოლი . კარგად თუ დააკვირდებოით მაღალყელიან ხელსაბანთან ფირუზისფერ დახეულ ჩანთას შეამჩნევდით , გატენილსა და დამძიმებულს .ყველაზე დიდი სიმდიდრე , არამხოლოდ ნ87-ში , არამედ ციხეშიც სწორედ ეს დაფლერთილი ნაჭერი იყო , შემოხვეოდა ფერად-ფერად სქელტანიან წიგნებს , თითქოს სიცივისაგან იცავსო , თითქოს ეშინოდა ვინმეს არ მოეპარა და უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ გახა და კიაზო .წიგნი და პატრონი ? როგორ შეიძლება მაგარი ყდით შეკრული ათეულობით ფურცელი იყოს ადამიანის , სამყაროს ყველაზე დიდი არსების პატრონი ? მაგრამ წიგნიც ხომ ასეთი ადამიანების მიერაა შექმნილი , წიგნშიც ხომ ადამიანები არიან , წიგნი გვაჩვენებს ვინ არის ადამიანი . გახაც და კიაზოც ხომ პერსონაჟებს გვანან . დამაფიქრებელია , საიდან იქმნებიან გმირები თუ მწერლები მათ რეალურ ცხოვრებაში ვერ ხვდებიან ? თქვენ იცით ვინ არის მწერალი ? სხვისგან არაფრით გამორჩეული პირი , როგორ ხდება მწერალი ? როგორ ქმნის გმირს და ანტიგმირს , როგორ კლავს და როგორც შობს , როგორ გაყვარებს და როგორ გაზიზღებს ? როგორ ახერხებს ამას ? ვინ არის მწერალი თუ არა ნამდვილი ადამიანი , რომელმაც დაინახა , ისწავლა , გაიგო და ყველაფერ იმაზე მაღლა დადგა რაცა სჭამს ადამიანს .
თქვენც გინდათ იყოთ ადამიანი ? გაიგეთ ვინ ხართ !
-კიაზო , დაასრულე ?
-პასუხი დადებითია
-კიაზო , ამდენს რატომ ფიქრობ ?
-იმისთვის , რომ გავიგო
-გაიგო ? რა უნდა გაიგო ?
-გახა , მინდა სამყაროს გავუგო , შენ გაგიგო და ჩვენს ბადრაგს , რომელიც დაუმორჩილებლობის გამო სჯის პატიმრებს , კვირების განმავლობაში აშიმშილებს , სცემს საწყალ ხალხს , მის სახეს კი არაფერი ეტყობა , მისი სულიერი განწყობა სცდება გამომეტყველებას .რა უცნაურია ადამიანი , სამსახურეობრივ მოვალეობას მოიხდის და სახეგაბრწყინებული წავა სახლში , მეუღლის დაწინაურების გამო გახარებული ცოლი აღტაცებით გაუღებს კარს , ქმარიც კარგად მოეხვევა გემრიელი პასტის მომზადებისთვის , იქვე მდგარ ტელეზვიზრთან მიჩერებულ ბავშვებსაც მიეალერსება , ხელებს გადაიბანს და ისე მიუჯდება ვახშამს , თითქოს რამდენიმე დღის წინ შიმშილით გარდაცვლილი პატიმრის სიკვიდი მის კისერზე არ იყოს . გესმის ? მე მინდა თქვენ შეგისწავლოთ , მინდა უთვალავ პერსონაჟს შევხვდე და დავწერო წიგნი , სადაც შენც იქნები , მეც და ჩვენ ყველანი , როგორც სხვა წიგნებში ხდება .
-მე ხომ კეთილი პერსონაჟი ვიქნები ?
-შენ ? თქვენ , ბატონო გახა , მხოლოდ ყველაფერ კარგთან ასოცირდებით , თქვენ მართლა ღმერთს შეუქმნიხართ და თავისი წილი სიკეთეც კი თქვენთვის უბოძებია .
-მართლა ასე ფიქრობ ?
-აზრი და შეხედულება რა მოსატანია , ეს მოცემულობაა.
***
თქვენ გყავთ მეგობარი ? რატომ ის და არა სხვა ?
კიაზომ ცხოვრებაში პირველად იგრძნო თანადგომა , ერთგულბა და მეგობრობა . კიაზო ყოველთვის განიცდიდა მარტოობასა და უიმედობას , ვინ ჩაიხედავდა მის უკუნით სულში , ვინ გამოაცლიდა გიშერს ან ვინ ააგებდა მის სულს მარგალიტებით . ნათქვამია , განგება ბოლომდე არავის სწირავსო . კიაზომ იგრძნო ბედის უკუღმართობა და ახლა მისი სიკეთეც გამოსცადა , დიდი მარტოობის დასასრული დაინახა , ბოლოში მდგომი ბიჭუნათი. იგი მართლაც ბიჭუნა იყო , ალისფერი თმითა და ჭაობისფერი თვალებით , მაღალი , ლამაზი აღნაგობითა და ოდნავ კეხიანი ცხვირით , მისი მშვიდი გამოხედვა კი ყოველგავრ კეხსა თუ ნაკლს აქრობდა პირისახიდან . ეს ის ბიჭი იყო , რომელიც მრავალრიცხოვან , ბედნიერ ოჯახში დაიბადა , ჭეშმარიტი სიყვარილის ნახვა თუ გინდოდათ , აუცილებლად მათ უნდა ხლებოდით სტუმრად . ვინ იყო ოჯახში მთავარი ? არავინ ! არ არსებობდა მთავარი და შემდგომი , მეორე და მესამე ,იქ ყველა მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო , ალბათ , ამიტომაც შენატროდა მათ ბედნიერებას მთელი სოფელი . დედა საუკეთესო დიასახლისი გახლდათ, საშობაო ნამცხვრები ყველა ოჯახში ერთნაირად გემრიელი და ლამაზი იყო , რადგან ქალბატონი მედეას რეცეპტი შეუცვლელი რჩებოდა . ბატონი ქიშვარდი წარჩინებულ ქიმიკოსად ითვლებოდა და ახალი შენაერთის მიღებაზე მუშაობდა , მისი აზრით , არავის და არაფერს არ აქვს უფელბა სამყაროს შემეცნებაში შეგიშალოს ხელი , შენ ქვეყნად მოვლენილი დამოუკიდებელი ინდივიდი ხარ , რომელიც მუდამ განვითარებისაკნე უნდა მიისწრაფვოდეს . სწორედ ამ ჭეშმარიტების ძიებაში შეხვდნენ ერთმანეთს დოდო და ქიშვარდი , წლების შემდეგ გზად ორი ყმაწვილი შემოხვდათ , უფროსი ელიოზი და რიჭა ბიჭი , სახელად გახა .
***
შენ ადამიანო , განა დაფიქრებულხარ ვინ გმართავს დედამიწაზე ობლად გაჩენილს . რა ძალგიძს და რისთვის ?საინტერესოა , სად ვლინდება ადმაიანის ნებელობა ? თავისუფალი ნების ქონა ? თუკი ორი ადამიანი ბედმა შეახვედრა , მაშ ეს მათი ნება არ ყოფილა ? გამჩენს ყოველვარი თავისუფლება წაურთმევია და იძულებით შეუერთებია მათი სულები . დიახ , სწორედ ამას ვუწოდებთ ბედს . მოიცა , კიდევ ერთხელ განვმარტავ . ბედი - თავისუფლება წართმეული , მარიონეტად გადაქცეული ადამიანის ზემოდან მართული ყოფა . მაგრამ , განა დაიჯერება ? გადაშალე სახარება და ნახავ , ნახავ , რომ ღმერთს ადამიანი არჩევანის უფლებით ანუ თავისუფლებით გაუჩენია . მაგრამ , გზად გამვლელ ნებისმიერ ქრისტიანს რომ ჰკითხო , შენს ცხოვრებაში ესა თუ ის მოვლენა რატომ მოხდაო , მხოლოს ერთ პასუხს მიიღებ : - ჩემო კარგო , ბედია ყველაფერი , ბედი . მოდით , იყოს პასუსის პასუხი ! მაშ , შენ ქრისტიანი არ ყოფილხარ . ქრისტე თავისი მოძვრებით ყველაზე თავისუფალია. აი , შენ კი გამოდიხარ და სახალხოდ აცხადებ რომ ჭეშმარიტი მართმადიდებელი ხარ , რომელსაც ბედის სწრამს . თუმცა , არა , სწამს ერთია და ეთაყვანება მეორე . ესეიგი ამბობ , რომ ღმერთს მოუტყუებიხარ . მას წინასწარ განჭვრეტილ სამყაროში მოუვლენიხარ , თავისი ნების აღსასრულებლად ანუ ყოველგვარი უფლება წარუთმევია შენთვის . ხედავ ? საკუთარ მახეში აღმოჩენილ ბოროტ მონადირეს დაემსგავსე , რომელიც გამალებით ცდილობს მისივე შექმნილი სამყაროდან თავის დაღწევას , მაგრამ ვერ .... აი , ნათელია .... სადაა ქრისტე და შენ . მას არა , შენვე აღგიმართავს კედელი თქვენ ორს შუა . მაგრამ , ნუ შედრკები , განა არსებობს საიდუმლო , რომელი არა გაცხადდეს ? განა არსებობს კედელი რომელი არა გაირღვეს მახვილითა ქრისტესითა ?
ხომ იცი , ღმერთს ტალანტების გამრავლება უბრძანებია . მაშ , რას დამდგარხარ ადამიანო , სხვისი აზრების წასაკითხად . მიჰყევ შენს გონებას და იაზროვნე .
თუკი , ბედისწერა არ არსებობს , ესეიგი ყველაფერი ჩემს ხელთაა , განა ასე არაა ?
მივყვეთ და საქმე თვითონ გამოგვარკვევს
კაცმა თქვა : ჩემს ცხოვრებას ბედისწერა წყვეტსო
კაცმა თქვა : მაშ , რანაირი ქრისტიანი ვარ თუ ზეციდან მონიჭებულ თავისუფლებას უარყოფ და ყველაფერს , განვილი გზების შეცდომებსა და სიკეთეებს შუბლზე დაქსაქსულ ხაზებს გადავაბრალებო
მოდით ჯერ პირველ კაცსა ვკითხოთ
ბატონო , რატომ შეგყვარებიათ ბედი , აგრერიგად ?
- ადამიანს უყვარს ის რაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება ? განა მე ამირჩევია , ჩემი სიგრძე - სიგანე , თვალისა და ტუჩ-კბილის მოყვანილობა ? დაბადების თვე და ადგილი ? არა , ყველაფერი გამჩენს დაუწესებია .
აი , თავისუფლების მოყვარულმა კაცმა კი თქვა :
-ცოდვებისაგან გაწმენდილი მხოლოდ ერთი არსებობს , სწორედ ამიტომ არის ის ღმერთი . აი , თქვენ კი გინდათ , რომ მას ცილი დავწამო , კერძოდ კაცობრიობის მოტყუებაში დავდო ბრალი . განა ადამიანობა აღარაა ? ღმერთს უთქვამს : აიღე ჩემგან ბოძებული გონი , ტალანტი და თავისუფლება . გაუყევი გზას , დათესე სიკეთე და კიბის თავთან ჩვენს შეხვედრას ნუ დაელოდები .
-ეჰეი , გესმით ჩემი ? მეც აქ ვარ , თქვენი გულითადი მსმენელი .ბატონებო , ჩემი პატივისცემა თქვენ , მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ვერ დამიდგენია . აი , შეხედეთ . კაცის ცხოვრებაში ბევრი რამ მისგან დამოუკიდებლად ხდება , ბევრზეც პასუხი მხოლოდ მას მოეკითხება , როგორც არჩევანის უფლების მქონეს , მაშ , რომელს დაგიჯეროთ ? გთხოვთ , ჭეშმარიტი პასუხი მე მომანდეთ .
რა არის ჩვენი სამყარო ?
ადამიანებისაგან გადაჭედეილი პლანეტა დედამიწა
ვინ არის ადამიანი ?
ღმერთისგან გაჩენილი არსება
რა გააჩნია ადამიანს ?
თავისუფლება
ვინ მართავს მას ?
უფალი
მაშასადამე , ადამიანს მართლაც ჰქონია საკუთარი ნებელობა , მაგრამ მას ღმერთი იცავს , სწორედ ამ დაცვის სისტემას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას . ყველაფერი ძალზედ მარტივია : წარმოიდგინეთ საკუთარ თავთან მებრძოლი ადამიანი , მისი სული ორ ნაწილად გახლეჩილა და ვერ გადაუწყვეტია ბოროტებისკენ აიღოს გეზი თუ სიკეთისაკენ . არა , თქვენ ცდებით ... ზღაპრის გმირივით კეთილშობილი არ აღმოჩნდება თქვენ გარშემო მყოფი ყოველი სულიერი , მან შეიძლება ბოროტის , უფსკრულისაკენ მიმავალი გზა აირჩიოს , მაგრამ მერწმუნეთ , ის უფრსკრულის მსხვერპლი არ გახდება . თქვენ , ალბათ , გაოგნებული იკითხავთ , რატომ ? მას ღმერთი იცავს .
-ნუთუ ვერ მიმიხვდით ?
-მარჯვნივ თუ მარცხნივ , ეს თქვენი გადასაწყვეტია , სწორედ აქ ვლინდება თქვენი თავისუფლება . პასუხი ზემოთ აისხლიტება , იქიდან კი თითქოსდა შეუმჩნეველი დასტური იგზავნება , ესეიგი ღმერთის ნება იწყებს გამოვლინებას . მერწმუნეთ , რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს განაჩენი , მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ .
სამეცნიერო კვლევებში როგორც წერია ხოლმე : ,, ზემოთ აღნიშნულის მიხედვით ‘’ გახას და კიაზოს შეხვედრა ბედის ამბავი ყოფილა . არა , მე მაპატიეთ , განა ტყუილად გაიმართა ამხელა სჯა-ბაასი ? ახლავე გამოვასწორებ . გახას და კიაზოს შეხვედრა ღმერთს დაუშვია .
***
ცა მოღრუბლულია , თითქოს ზემოდან შვილზე განრისხებული , ბრაზისაგან თვალებამღვრეული მამა იყურებაო . ციდან , წვიმის წვეთები ვარდება , როგორც შვილდაკარგული დედის თავიდან ცრემლი .ფოთლების შრიალი კი , პატარა , შეყვარებული გოგონას აშრიალებულ გულს მოგაგონებთ , სატრფოს დანახვისას მისი თვალები ვარსკვალვებით გადაჭდეილ , გაბრწყინებულ ცას რომ ემსაგვსება . ჩვენი საყრდენი - მიწაც ინამება და სველდება . სველდება და მძიმდება , გეგონება კაცობრიობის სიმძიმე მისი სათრევი გამხდარიყოს .ციხის კედლებიც ამ მიწიდან იღებდნენ საძირკველს .
ნისლიან ამინდში კიაზო და გახა გულმოდგინებით მეცადონეობდნენ . ტრადიციისამებრ გახა თავის ძვირფას და ერთდაერთ ნივთს , ლექსიკონს დასჩერებოდა და მისთვის საყვარელ სიტყვებს დედის დატოვებულ ბლოკნოტში იწერდა . ერთი შეხედვით მარტივი საქმე , მისთვის მთელი ძალ-ღონის მოკრებას მოითხოვდა . სიტყვების არსის გარკვევაში , ხშირად დასთენებია კიდეც . ოხ ,ღამით როგორ უჭირდა კიაზოს გარეშე .უნდოდა , მაგრამ ერიდენოდა . ვერ გაებედა გულითადი მეგობრის გაღვიძება . არა , არ გეგონოთ მასე კითხვა უჭირდა . როგორ გეკადრებათ ! ის ხომ კიაზოს მოსწავლე იყო . ასობგერებისგან შემდგანი სიტყვის წაკითხვა ? ეს რთული საქმე არ გახლდათ , მაგრამ გაგება ჭირდა . ამოკითხული სიტყვის არსის გაგება . თითოეულ სიტყვას ხომ თავისი სათქმელი აქვს . გგონიათ , მწერალი ქმნის სიბრძნეს , რაიმე ღირებულს ? არამც და არამც . მას სიტყვების სწორად შერჩევის უნარი მისცემია , ესაა და ეს .
-კიაზო , კიდევ ერთი სიტყვა უნდა ამოვიწერო , შენ რას მირჩევ ? გახარებულმა შესძახა გახამ
-და რომელია შენი რჩეული ? სითბოჩაღვრილი ხმით იკითხა მეგობარმა
-ახლავე ! ძალა , წამოიყვირა გახამ და მომლოდინე სახე მიაჩერა კიაზოს
- ძალა .... ჩაფიქრდა მეგობარი
- განა არ მოგწონს ჩემი შერჩეული სიტყვა ?
-რა თქმა უნდა , მომწონს . მაგრამ ძალიან რთული სიტყვა ამოგირჩევია . იცი , თავად სიტყვა ( თავისი არსით ) ზუსტად შეესაბამება შენს რჩეულს - ძალას . გახა , კარგად უნდა დაიმახსოვრო
- რა ? ახლავე მითხარი და ჩავიწერ , სულსწრაფვით თქვა გახამ და კალამი და ფურცელი მოამზადა .
- სიტყვა ძალაა . დიად სიტყვებს კი მოპოვება სჭირდება . მოპოვებისთვის შრომაა საჭირო. ლიტერატურის კითხვა სჭირდება კაცს , რომ სიტყის ძალმომრეობა იგრძნოს , ენა მშვილდად , სიტყვა კი ისრად გამოოიყენოს .
გახა გაოცებული შეჰყურებდა მეგობარს , არ იცოდა რა ეთქვა , მის თავში დიდი ქარიშხალი დატრიალდა . კიაზოს სიტყვებმა , ტორნადოსავით დაატრიალა გონებაში დალაგებული აზრები და ვერ გაეგო , რომლისთვის მიენიჭებინა უპირატესობა , სიტყვა სიტყვისთვის თუ ძალისთვის . კიაზოს გამოსვლის შემდეგ ჩამოვარდნილი დუმილი დიდხანს გაგრძელდა , თითქოს თავიდან ცდილობდნენ არსებულის გაგებას . წესისამებრ მოსწავლემ გაარღვია ჩამოვარდნილი დუმილი
-და მე რა ვქნა ახლა ? რომელი უნდა ავარჩიო ?
ბატონო გახა , თქვენისთანა განსწავლულ კაცს არ ეკადრება მსგავსი კითხვები , რაღა თქმა უნდა , ორივე . ორივე იმსახურებს თქვენს ბლოკნოტში სამუდამოდმ გამოკეტვას . მაშ მოდი , უკეთესად აგიხსნით . ხომ გახსოვს შენი მშობლები ? დედა და მამა . ქალბატონი მელანო , როგორც ღმერთისგან გამომგაზვნი ქალი , თავის სათქმელს აუცილებლად იტყოდა , მაგრამ , განა ისეთივე ძლიერი იქნებოდა , როგორიც მამაშენთან ერთად იყო ? განა მარტო შეძლებდა შენს მოვლინებას ? სწორედ ასეა , სიტყვა და ძალა , ერთად ბევრად მეტს აკეთებს , ვიდრე თითოეული ცალცალკე .
-ააა , ამოიოხრა მოსწავლემ . ახლა ყველაფერი ნათელია . იცი , მგონი მართლა მივცვდი რისი თქმაც გინდოდა
-მგონი ? ირიონიული ღიმილით შეხედება გახას
- ზუსტად მივხვდი , ზუსტად ! ემოციამორეულმა წამოიძახა გახამ , წამოხტა და სამ ფეხზე შემაგრებულ მაგიდას მიუჯდა . უმალ ბლოკნოტი გადაშალა და ახალო სიტყვების ჩაწერა დაიწყო . წერის პარალელურად თავში საზეპიროსავით იმეორებდა კიაზოს სიტყვებს , თითქოს უნდოდა სამუდამოდ ჩაბეჭდვოდა მისი ფრაზები .
***
მოსაღამოვდა ნ15 საკანში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა , თითქოს რაღაც ცუდის მოლონდში გასუსულიყვნენ პატიმრები , ბადრაგები და ზედამხედველები . გახა ვერ , მაგრამ კიაზო კარგად ხვდებოდა , სიწყნარის მიზეზს . წინა პარასკევის მსგავსად ახლაც სადღაც გაკრეფილიყვნენ კეტმომარჯვებული ბადრგები და საკნებიც საგრძნობლად დაცარიელებულა . აღნიშნული მხოლოდ ერთს მოსწავებდა . რიგითმა პატიმარმა თავის გადასარჩენად უდანაშაულო პატიმარი გაწირა და ნამდვილ ჯალათებს ჩაუგდო ხელში . სულ რამდინე საათში გაირკვევა გადარჩენა თუ არა მსხვრპლი . კაცს რომ მოუყვე , მაშინ ამოიხვნეშებს და დააყოლებს
-ვაიჰ , აბა მე რა შემიძლია , ღმერთა გადაარჩინოს და გამოაჯანმრთელოს -ო
მაგრამ აბა თავად ჰკითხეთ , ეგება სიკვდილი არჩიოს შიშსა , ფიიზიკურ და სულიერ წამებაში ცხოვრებას . რავიცი , ბევრიც არ კარგავს გადარჩენის იმედს . რას გაიგებ , კაცია და გუნება . თუმცა , გამართლება აქაც საჭიროა , ცემისაგან სიკვდილისათვის განწირულს რომელ საკანში შეაგდებენ გადასარჩენად . განა ყველას სწყალობს ბედი ? გგონიათ გახას მსგავსად ყველა ნ15 საკანში ხვდება ? რა თქმა უნ