აუსრულებელი ოცნება
0 ხმა
ეკა ქუშაშვილი
მე, ეკატერინე ქუშაშვილი დავიბადე ქ. ვლადიკავკაზში 1985 წლის 26 სექტემბერს, ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. 2003 წელს დავამთავრე 155-ე საშუალო სკოლა. დამთავრებული მაქვს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - აუდიტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნამუშევარი მაქვს სხვადასხვა სამსახურებში, ძირითადად ბუღალტრის თანაშემწედ. ძალიან მიყვარს კითხვა, გადავწყვიტე მე თვითონაც მეცადა რაიმეს დაწერა, მელაპარაკა იმაზე რაც დავინახე გარშემომყოფებში… ახალბედა ვარ ამ სფეროში, გამოქვეყნებული არაფერი არ მაქვს… თუ დაინტერესდებით ჩემი ნაწარმოებით და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მომცემთ, ვისურვებდი ჩემი ვინაობა დაფარული დარჩეს, ჩემი ფსევდონიმია ევა… მოთხოვნისამებრ სურათს გიგზავნით, მაგრამ არც სურათის ატვირთვას ვისურვებდი, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია და კონკურსის წესებს არ ეწინააღმდეგება...
ახალბედა, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა თავისი ნაწერი, შემთხვევით ბიცოლას წააკითხებს, ამ, მის მიერ ერთი წლის წინ დაწერილ ნაწარმოებს. ბიცოლა გადაწყვეტს დაეხმაროს და აცნობს, თავის მეგობარ ჟურნალისტს, რომელიც ასევე წერს კიდეც, მაგარმ აღიარებული მწერალი არაა… ამ ნაწარმოებში აღწერილია მათი ერთკვირიანი ურთიერთობა, რომელიც მიმდინარეობს სოციალურ ქსელში მიმოწერის სახით. გოგო უფრო ახალ თაობას მიეკუთვნება, კაცი უფრო ძველს, აღწერილია მათი გახსნილი საუბარი, რომელსაც დაჰყვება ძველი თაობისთის დამახასიათებელი შებოჭილობა და კაცის მხრიდან აღვირახსნილობაში გადაყვანის მცდელობა, მაგრამ გოგო არ უშვებს ბოლომდე, ზღვარს იცავს… ეს ყველაფერი დაიწყება პროფესიონალურად და ნელ-ნელა ფლირტში გადაიზრდება… თავიდან გოგოსთვის იმედის ჩასახვა, სწორი დარიგებების და შენიშვნების მიცემა, მცდელობა ნაწერის გამოსწორების, მაგრამ ბოლოს ვეღარ გარკვევა, საქმიანი ურთიერთობაა თუ ფლირტი… კაცს შეგრძნებები ერევა, ვერ იგებს რა უნდა, რედაქტორობა თუ ფანტაზიებში წარმოდგენილი ინტერნეტ-ურთიერთობა და აფუჭებს ყველაფერს… გოგო წყვეტს მასთან კავშირს…
მიმდინარე ტური არ არის აქტიური