ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიკვდილმისჯილი წერილები

0 ხმა

გურამი ჩხეიძე

ბიოგრაფია

მე ვარ გურამ ჩხეიძე, 21 წლის. ვცხოვრობ ქალაქ გარდაბანში. პატარა ასაკიდან მომწონდა წერა თუმცა სერიოზულად და დიდი ინტერესით არ მომიკიდია ხელი, კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა და კითხვის დროს განცდილი სიამოვნება ყოველთვის მომწონდა, შემდეგ კი დავფიქრდი ასეთი წიგნების წერის პროცესზე და დამაინტერესა, მომინდა განმეცადა წერის პროცესი შემდგომ კი შემედარებინა კითხვის დროს განცდილ სიამოვნებას, 19 წლის ასაკში სერიოზულად მივუდექი წერას და დავწერე პირველი წიგნი რომელიც არ გამოვაქვეყნე, წერის პროცესი არამქვეყნიურად მომეწონა რადგან წერის დროს შეგიძლია შექმნა შენი პატარა სამყარო, მოშორდე ყოველდღიურ ერთფეროვნებას და ნებისმიერ დროს როდესაც კალამს აიღებ შენს სამყაროში გაემგზავრო. შემდეგ დავწერე მეორე წიგნი რომელიც გამოვაქვეყნე და სურვილი გამიჩნდა გამეზიარებინა ადამიანებისთვის ჩემი ნაწერი.

სინოპსისი

ისტორია ვითარდება ძველ დროში, ეს არის ამბავი სიკვდილმისჯილზე რომელიც ისეთ დროში ცხოვრობდა როდესაც ადამიანის ჩამოხრჩობა სხვა ადამიანებს სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებდა, მას დაიჭერენ იმის გამო რომ ადამიანების ასეთ საქციელს აპროტესტებდა თავისი ნაწერებით და ხმამაღლა გამოთქმული აზრებით, მას ციხეში ჩასვავენ და ოცდამეათე დღეს უპირებენ ჩამოხრჩობას, თუმცაღა გავლენიანი ადამიანები მას არჩევნის საშუალებას მისცემენ, ან მის გვერდით მყოფი მესაკნე უნდა ჩამოახრჩოს საკუთარი ხელით და გადაირჩინოს თავი ან საკუთარი თავის ჩამოხრჩობა არჩიოს და გადაარჩინოს მესაკნე. ისტორიას თავად სიკვდილმისჯილი წერს რადგან წერის პროცესი მას აწყნარებს, ის ხშირად მოიხსენიებს თავის საყვარელ ადამიანს, გოგოს რომელიც უყვარდა, თუმცა როგორც მის სიყვარულში ისევე ყველაფერში, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური