თავხედი პოლიციელი
0 ხმა
ბორის დავითაია
დავიბადე სამეგრელოში. დავამთავრე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტი. გარკვეული წლები ვიმუშავე შ/ს სამინისტროს სისტემაში კრიმინალური განხრით . მივიღე გარკვეული პრაქტიკა ოპერატიული საქმიანობაში ,რაც შემდგომ გამომადგა დეტექტური სერიალის „ გამომძიებელი ქალი შორენას .“ შექმნაში. (16 რომანი.) ეს სერიალი გამოიცა დიდი ტირაჟებითა და საკმაო ინტერესით მიიღო მკითხველმა.
ძირითადად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას .საკუთარი სახსრებით გამოვეცი მივიწყებული პოეტის, გ. ჭალადიდების ლექსების კრებული „ რჩეული “ . ვაქვეყნებ საგაზეთო წერილებს სხვადასხვა საკითხებზე .
ვარ მშობლიური სენაკის საპატიო მოქალაქე.
მყავს ოჯახი. მეუღლე და ორი შვილი.
ორნაწილიან დეტექტურ რომანში „ თავხედი პოლიციელი “ მოთხრობილია ახალგაზრდა პოლიციელის რისკიანი და ფათერაკებიანი მოქმედებები თბილისში ფარულად მოქმედი სერიული მკვლელობის მონაწილეთა მხილების საქმეში. ალღო, თამამი და თავხედური ქცევები სჭირდება ხიფათიანი გზის გასაკვლევად, როცა ის საშიშ დამნაშავეთა ,, ბუნაგში “ აღმოჩნდება. რომ არა საზრიანი ჟურნალისტი ქალის აქტიური მხარდაჭერა ვერ მოახერხებდა მიზნის მიღწევას.
პოლიციელისა და ჟურნალისტი ქალის ერთობლივი, გააზრებული ქმედებები , მათი ლაღი და მშვენიერი ურთიერთდამოკიდებულება ქმნის ნაწარმოებს საოცრად საინტერესოსა და მიმზიდველს.
მეორე ნაწილში იგივე პოლიციელის პროფესიონალური და გააზრებული ქმედებებია მოთხრობი , მოულოდნელი პირადი ცხოვრების წარსულთან შერწყმული.
დეტექტური რომანი გახლავთ სახიფათო და რომანტიკული მოვლენების ერთობლიობა. ქალისა და მამაკაცის ფიქრი და განცდა სამართლიანობამ იზეიმოს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური