ისევ შენზე ვფიქრობ
0 ხმა
ანა ჭიჭიკოშვილი
ვარ თავდაჯერებული, პასუხისმგებლიანი, მეოცნებე,მაგრამ ამავე დროს რეალობას არ გაურბივარ არასდროს და ჩემი სახელია ანა ჭიჭიკოშვილი. დავიბადე 1997 წლის 26 მარტს. რაოდენ ცვალებადიც არის მარტის თვე იმდენად ცვალებად ხასიათი მაქვს . დავამთავრე ველისციხის საჯარო სკოლა 2015 წელს, ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის ფაკულტეზე. ალბათ ყოველთვის მომწოდა ეს პროფესია, რადგან მაგისტრატურაში სწავლას განვაგრძობ, იგივე სპეციალოთ. სწავლის პარალელურად მეორე წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს ბანკში. სადაც ყოველდღე სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან მიწევს კომუნიკაცია, მათი პრობლემბის მოსმენა, თუ სხვადასხვა საკითხში დახმარება. შრომატევადი და ხშირად რუტინულ სამუშაოდაც შეიძლება იქცეს, მაგრამ ცვლილებების განხორციელება ნებისმეირ პროცესში თავად შეგვიძლია, სწორედ ამიტომაც მუდმივად ვცდილოდ განვავითარო საკუთარი თავი, არ შევუშინდე გამოწმევებს და ბევრი ვისწავლო.
საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ: შემიძლია მეტი გავაკეთო, ჩემი მიზნების მისაღწევად. იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიო აუცილებელია, ჯერ ისინი შევქმნა ჩემს გონებაში, დავსახო მათი მიღწევის გზები და შემდეგ ვიბრძოლო მათ მისაღწევად.
რაც შეეხება, წერას ბავშობიდან მიყვარდა, თუმცა მაშინ მხოლოდ სტატიების წერით ვიყავი დაკავებული. ნაწარმოების შექმნის სურვილი ბაკალავრში სწავლის დროს გამიჩნდა. ეს იმდენად ძლიერი სურვილი აღმოჩნდა სამ თვეში შევქმენი ნაწარმოები. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო,სწორედ ამ რომანით გადავწყვიტე მონაწილება კონკურსში. ამ დროისთვის დაწყებული მაქვს მორე ნაწარმოების შექმნა, თუმცა პირველი რომანი ჩემთვის შეუცვლელი დარჩა, ის სიხარული და ემოცია, რაც წერის პოცეს ახლდა თან. ეს კონკურსი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. გამოწვევა, რომელიც მინდა წარმატებულად გადავლახო .
რომანის ,,ისევ შენზე ვფიქრობ’’ მიზანია მკითხველი ამოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზეს და ისტორიული კუთხში, წარმოაჩინოს ის ისტორიები, რომელიც ნებისმიერ ადამინას შესაძლოა გადახდეს თავს. რომანის მოქმედებაც სწორედ ამ მხარეში იწყება და აქ მთავრდება.
ნაწარმოების მთავრი პერსონაჟი, ქეთი სტუდენტია, ის გადაწყვეტს ზაფხულის არდადაგები გაატაროს ხევსურეთში, სწორედ იქ ჩასვლის პირველივე დღეს გაიცნობს ადამიანს, რომელითაც ერთი შეხედვით მოიხიბლება. აქედან იწყება ქეთის გულისა და გონების ბრძოლა სიყვარულისთვის. გონება, რომელიც მოუწოდეს არ მიყვეს მის გრძნობას, გაექცეს ნიკას, ხოლო გულს კი მასთან დარჩენა სურს. რა საინტერესოა, როდესაც ადამიანი გული და გონება იწყებენ ბრძოლას, სამართლიანობისთვის, სიკეთისთვის, სიყვარულისთის. და მაინც როგორ დასრულდება ,,ბრძოლა’’, რომელი იმძლავრებს ქეთის ცხოვრების გარდატეხაში გული თუ გონება?!
მიმდინარე ტური არ არის აქტიური