ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ისევ შენზე ვფიქრობ

ისევ შენზე ვფიქრობ

                                       ,, ისევ შენზე ვფიქრობ’’                                      

                                                                                                      წვიმის წვეთების ხმები მესმოდა

                                                                                                     სევდამ იმატა, ისევ ჩემს გულში

                                                                                                     მონატრების ხმა აღმნოჩნდა ისევ

                                                                                                         მონატრების ხმა,ცივი და ურჩი.......

 

I                              

 

   სცენაზე გასვლამდე სულ რამოდენიმე წუთი რჩებოდა, ვიდრე ჩემი მეგობრები კულისებში ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. მე ფიქრებმა გამიტაცეს. პირველი ჩემი გამოჩენა საზოგადოების წინაშე სწორედ ამ დარბაზს უკავშირდებოდა. მაშინ ისეთი პატარა ვიყავი, ნაკლები შიში მქონდა. ეს ხდებოდა 7 წლის ასაკში, და სწორედ ამ წლებთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშობის საუკეთესო წლებიც. მოგონებები, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს წაშლიც, დროც კი. ეს ჩემს მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი.

  დათვლაც კი მიჭირს რამდენჯერ აჟღერებულა ჩემი ხმა ამ სცენიდან. ოვაციები, ტაში აღტაცებული მაყურებელი და ჟიური, არაერთი გამარჯვება თუ მარცხი განვიცადე. მაგრამ ყოველელი მარცხი უფრო მაძლიერებდა და ძალას მმატებდა უფრო მეტი მეკეთებინა. მაშინ ამას ნაკლებად ვხვდებოდი.

   კრიტიკის ქარცეცხლში ხშირად ვხვებოდი არა ჩემი სიმღერის არამედ, ხშირად გაკვეთილებიდან დათხოვის ან სკოლის გაცდენის გამო. მასწავლებლები ჩემი სიმღერის განსაკუთრებული დამოკიდებულებისადმი მაკრიტიკებდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ არ უნდა დამეთმო არდენი დრო. მათთვის ეს შესაძლოა სულელურადაც კი მიაჩნდა თუმცა, ჩემთვის არა მხოლოდ ბავშვობის ჰობი ან გატაცება იყო არამედ უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი ბავშობის წლების ,,სავიზიტო ბარათი’’. ,,სავიზიტო ბარათი’’ ვინაიდან ყველა სიმღერის წყალობით მიცნობდა.

   ზოგიერთი მასწავლებელი მათი ამგვარი დამოკიდებულებით დღესაც ცუდ მოგონებას ტოვებს ჩემში. ვფიქრობ ნებსმიერი ადამიანის არჩევანს მასწავლებელი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი პატივი უნდა სცეს და მისი განსჯის საგანი არა უნდა გახდეს.

  ამიტომაც ვფიქრობ, რომ სასკოლო განათლებში მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. აქ იგულისხმება, არა მხოლოდ სწავლების სისტემა, არამედ მასწავლებელთა დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი.

  დღევანდელ დღეს ბავშვობის წლებს ვემშვიდობებით, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც, ყველას გული გვწყდება და თან გვიხარია ახალი ცხოვვრების ეტაპის დაწყება.

  ნათიას ხმა მომესმა და ფიქრებიდან რეალობას დავუბრუნდი.

-        შენი გამოსვლის დროა მოემზადე.

-        წამყვანმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა და მიხმო სცენაზე.

-        მე როგორც ყოველთვის მომღიმარი სახით გავემართე.

 სიმღერა დავასრულე და მაყურებელს მადლობა მოვუხადე. ბოლოჯერ გადავხედრე დარბაზს. ბოლოჯერ რადგან, ვიცოდი რომ ეს ჩემი ბოლო გამოსვლა იქნებოდა ამ სცენაზე. არც შემცდარვარ. ამიტომ ვიმღერე მთელი გულით, ვფიქრობ ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო.

   ზეიმი გრძელდებოდა. სცენაზე მასწავლებლები მოვიხმეთ, რომელთაც ცრემლები ვერ შეიკავეს, გზა დაგვილოცე და წარმატებები გვისურვეს.

   ჩემო მკითხველო, იმისთვის რომ გაუგებრობაში არ იყო გეტყვი, რომ ბოლო ზარია და ტრადიციულად ჩვენი სკოლა დიდი ზეიმით აღნიშნავას ამ ფაქტს, გარკვეული ტრადიციის სახეც კი მიიღო აღნიშნულმა. სკოლაში მისვლის და ბოლო ზარის დარეკვის შემდეგ, იმართება ტრადიციული გასეირნება და ფოტოსესია და შემდეგ კონცრეტი, რომელში მთელი 12 წლის განმავლობაში დაგროვებულ ისტორიებს გადმოვცემთ.

   დასრულდა კონცერტი, დარბაზში ჩამოვედი და ჩემი ბავშობის მეგობარი ეკა დამხვდა. მომილოცა სკოლის დასრულება, მეც მივულოცე და ერთად სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

   ეკას გაცნობაც სიმღერას უკავშირდება. პირველად სარეპეტიციო დარბაზში შევხვდით ერთმანეთს. ორივე დედის კალთას ამოფარებულები ვიყავით, მელე დავძლიეთ ბავშური ბარიერები, გავიცანით ახლოს ერთმანეთი და დავმეგობრდით. არც ერთი ფესტივალი და კონცერტი არ მიმდინარეობდა ჩვენი ჟიამულის გარეშე, კულისებში თუ სცენაზე. დრო გავიდა, ორივემ სხვა გზა ავირჩიერთ. არჩეულმა გზამ სცენა ჩვენი ცხოვრების მიღმა დატოვა. რაღაცნაირად გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია.

   დღე ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. იმდენი ემოციით ვიყავი სავსე, რომ ძილიც არა მინდოდა. ამიტომაც ჩემს დასთან საუბარი გადავწყვიტე. 

- თაკო გძინავს ?

- არა ქეთი არა მძინავს

- როგორ მოგეწონა ჩემი დღევანდელი გამოსვლა ?

- შთამბეჭდავი იყო და ყველას მოეწონა. ვინც ვერ გიცნო ყველა კითხულობდა ვინ იყავი.

- ძალიან კარგია. იცი არ მეგონა თუ შევძლებდი ასე მეცეკვა მაყურებლის წინაშე.

- მართლაც მეც გამიკვირადა. ორ დღეში გამოცდა მაქვს ფარმაკოლოგიის და ხვალიდან უნდა დავიწყო მომზადება, თუ არა დამეზარა.

- გამეცინა მის სიტყვებე.

- რა იყო რა გაცინებს.?

- ვიცი, რომ ხვალ დაგეზარება მეცადინეობა და ზეგისთვის გადადებ. ზოგადად ხომ ასე ხდება ყოველთვის. საქმის დასრულება არ გვსურს არასდროს დროულად. გინდა მოგიყვე ცხოვრებისეულ ,,კვადრატებზე,, ?

- უარი რომც გითხრა ვიცი მაინც მომიყვები ამიტომ დაიწყე.

 კარგია, მაშ ასე ყურადღებით მისმინე, სულ არსებობს ცხოვრებისეული ოთხი ,,კვადრატი’’. პირველს კრიზისი; მეორე- მომზადება, პრევენცია; მესემე- სხვისი პრიორიტეტები, შენზე თავსმოხვეული და მეოთხე- ტრივიალური საქმიანობა.

   ახლა შენ იმყოფები პირველ კვადრატში, მას მეორე ნაირად ,,ხანძარსაც’’ უწოდებენ, სადაც მოიაზრება გადაუდებელი საქმეები, ,,დედლაინები’’, ფორს-მაჟორული სიტუაციები და ა.შ. რა თქმა უნდა ასეთი სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად იქნება. უფრო კარგად, რომ აღიქვა იმის მაგივრად ხვალ ან ზეგ დაიწყო მეცადინეობა გამოცდის წინა დღეებში, უმჯობესი იქნებოდა ადრე გესწავლა მასალა. ცხადია შესაძლოა კარგადაც ჩააბარო გამოცდა, თუმცა სტრესისა და ნერვიულობის ფონზე.

   ის ადამიანები, რომლებიც პირველ ,,კვადრატში’’ არიან ყოველთვის წუწუნებენ დროზე, როგორც ხშირად შენ. მეგონა ამ სიტყვებზე თაკო გაბრაზდებოდა, თუმცა შევცდი, შევხედეთ ერთმანეთა და სიცილი აგვიტყდა. ოღონდ რაზე ვიცინოდით ვერ გავაანალიზეთ. ამ დროს დედა შემოვიდა ოთახში.

-        რამ გაგამხიარულათ ასე ?

-        ლექციას მიკითხავდა ქეთი მეცადინეობაზე, არადა დაავიწყდა თვითონაც, არა იყო სკოლაში კარგი მოსწავლე.

  ისევ სკოლა ახსენეთ დღეს ძლივს დავასრულე, მართალია სკოლაში არაც თუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა ბოლო ორი წელი მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე და სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, სიმღერასაც კი დავანებე თავი.

-        დედა: ქეთი მართალია ამჯერედ, დროულად უნდა დაიწყო მეცადინეობა. ისე დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, მეგონა დაღლილი იქნებოდა და მალე ჩაგეძინებოდა....

-        დაღლილ კი ვარ თუმცა ვერ დავიძინე, ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა. ახლა კი უკვე ძლიც მომერია.

-        დედა: ტკბილი ძილი გოგონებო.

 

                                                                     II

 

   მზიანი დილა ჩანდა, ძილ ბურანში ვიყავი. მზის სხივებს შემოენათებინათ ჩემს ოთახში თვალი სწორედ მათ გამახელინეს. გვერდით ოთახიდან მოისმა ფეხების ხმა და ჩუმი ლაპარაკი ჩემი მშობლების.

-         ტელევიზორს დაუწიე, არ გააღვიძო. ხომ იცი ისედაც ნერვიულობს

-        სპორტს მოვუსმენ და დაუწევ.

-        დედაჩემი უფრო გაბრაზდა, როგორც კი სპორტის მიმოხილვა დაიწყო. მას არა უყვარად სპორტის ყურება და ყოველთვის გვაკრიტიკებდა.

-        რით ვერ მორჩი არ სპორტის ყურებას. ვერ ხედავ ბავშს სძინავას.

-        მამაჩემს თითქოს არ ესმოდა და დიდი სიამოვნებით უსმენდა. 

-        ყოჩაღ ამათ.......

ბოლომდე ვერ გავიგე რას ამბობდა წამყვანი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ წინა დღისით რაგბი უნდა ყოფილიყო და მაშინვე ვივარაუდე მათი გამარჯვება.

  საათს დავხედე და უკვე ცხრა სრულდებოდა მართალია დღეს არ მეჩქარებოდ ადგომა, თუმცა უკვე ვეღარ ვისვენებდი და გადავწყვიდე ავმდგარიყავი.

  ტანსაცმელი სწარაფად ჩავიცვი და ჩემი ოთახიდან გავედი.

დედა- უკვე გაიღვიძე ქეთი.

მე - კი დედა

დედა - როგორ გეძინა ? იმედია არ ნერვიულობ ? ლიკა უკვე დაიწყებდა წერას?

  იმდენი კითხვები მომაყრა დედაჩემა ცოტა დავიბენი და აღარ ვიცოდი რომელზე მეპასუხა.

მამა- დააცადე ბავშვს გამოფხიზლდეს . რამდენ კითხვებს უსვავ ამ დილიდან

დედა - ძილი შენ გამო დაუფრთხა ალბათ.

 დედა დავამშვიდე და ვუთხარი, რომ ტელევიზორის ხმაურის გამო არ გამიღვიძია და უკვე დრო იყო ჩემი ადგომის და მამას ვთხოვე სპორტის მიმოხილვა ჩაერთო ხელახლა.

  ვიდრე დედა საუზმეს მიმზადებდა, მე დიდი სამოვნებით ვუყურები ტელევიზორს. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება იმართებოდა და ყოველთვის დიდი ინტერესი მქონდა ასეთი მატჩების მიმართ.

  როგორც ყოველთვის ახლაც დაძაბული შეხვედრა აღმოჩნდა და გული დამწყდა, რომ ვერ ვუყურე.         

 დედა - ძლივს დამთავრდა ეს სპორტის ამბები. მოდი ახლა და ვისაუზმოთ.

 ქეთი, ქეთი, არ გესმის

 ვერ გავიგე დედა მაპატიე. ნუ ნერვიულობ ყველაფერს კარგად დაწერ. ახლა მაგაზე ნუ იფიქრებ და ჭამა დაიწყე .

 დედა არ ვნერვიულობ არაფერზე. სინამდვილეში დედას ვატყუებდი არადა ამ ბოლო დროს ძალიან მშიშარა გავხდი. არ მინდოდა, დედას ენერვიულა უფრო მეტად ჩემს მდგომარეობაზე.

-        დედა: რაზე ფიქრობდი არ მეტყვი?

-        გუშინდელ თამშზე.

-        დედა: რა დროს ეგ არის

-        რატომაც არ არის. არადა რა საინტერესოა. გინდა აგიხსნა რატომ მივიჩნევ ასე.

-        დედა: ხომ იცი, რომ საერთოდ არა მაინტერესებს სპორტის სახეობები, მაგრამ კარგი გისმენ.

-        ისინი ერთ გუნდად არიან შეკრულნი და მათი მთავარი მიზანი არის გამარჯვება. აი ერთი -ერთი მიზეზი თუ რატომ მომწონს.

-        დედა: ეგ კარგია მაგრამ. შიგნით გუნდში ხომ არსებებს მუდმივად დაპირისპირება და კონკურენცია. მთლად ასეთი კარგიც ვერ იქნება ასეთი გუნდურობა.

-        შიდა კონკურენცია რა თქმა უნდა არსებობს. მაგარამ, როდესაც მწვთნელი აძლევს რაგბისტებს შანს, რომ გამოვიდეს და ითამაშოს მოედანეზე ეს მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. აჩვენოს საკუთარი ძლიერი მხარეები მწვთნელს და მოხიბლოს მაყურებელი.

-        და კიდევ ჯანსღი კონკურენცია ყველა ადამიანისათვის სასარგებლოა, თუნდა ეს იყოს რაგბში

-        კიდევ იცი რატომ მომწონს სპორტის ეს სახეობა, ისინი სინერგიულად მოქმედებენ.

სინერგია მიიღწევა მაშინ, როდესაც ორი ან მეტი ადამიანი ერთად მუშაობას. მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური, როდესაც ორი ან მეტი ადამიანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის საუკეთესო გუნდს, რომელთა მიღწეული შედეგი შთამბეჭდავია.

-        დედა: ქეთი მგონი დღევანდენი დღე დაგავიწყდა.

  რა დამავიწყებდა დღევანდელ დღეს, ამას ხომ დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი. ერთ სული მქონდა როდის დასრულდებოდა. ალბათ დაგაინტერესათ რის დასრულებას ველოდი ასე ძალიან. ეს ერთიან ეროვნული გამოცდებია, ანუ როგორც მიხვდით აბიტურიენტობის ბოლო დღეა.

  გადავწყვიტე ჩემი მეგობარი ლიკასთვის მიმწერა, რომელსაც გამოცდა დილით ქონდა.

 მანაც არ დააყოვნა და მომწერა საკითხები, რაც ახსოვდა და დაამატა, რომ ცოტა გაუჭირდა. ამან შემაშინა კიდევ უფრო ვიანაიდან ლიკა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო ჩემს კლასში.

  გამოცდამდე 2 საათით ადრე გავედი სახლიდან. მანქანში სიჩუმე სუფევდა, მათელი გზა ხმა არავის ამოუღია. მხოლოდ გზას ვუყურებდი და მანქანებს, რომლებიც სისწრაფით მიდიოდნენ.

  გამოცდა 3 საათზე დაიწყო. როგორც ჩანდა არც ისე ძლიერ ჯგუფში ვიყავი ყველა აქეთ-იქით იყურებოდა და ღრმად სუნთქავდა. ეს შესაძლოა ღელვის ბრალიც იყო, თუმცა ძალიან ცხელოდა იმ დღეს. ივლისის შუა რიცხვებში კახეთში ძლიერი სიხე არის ხოლმე . ამიტომ ეს არც გამკვივებია.

  ტესტის წერა კარგად მიმდინარეობდა, ვიდრე კარიკატურებამდე არ მივედი. კარიკატურებს სხვაგან სად უნდა შევხვდეთ თუ არა ისტორიის გამოცდაზე. დავიწყე ფიქრი ორი ვარიანტი მქონდა და ვერ გადამეწყვიტა, რომელი იქნებოდა სწორი. გვერდით გავიხედე. ბიჭი მეჯდა და ჩემ ტესტს უყურებდა. აინტერესებდა რას დავწერდი მასაც ვერ გაეგო ალბათ, ან მელოდა რომ პასუხი გადაეწერა ჩემგან . ბოლოს მოთმინება აღარ მეყო დავწერე პასუხი და გამოვედი ოთახიდან. ძალიან უკმაყოფილო გამოვედი, ვიდრე გრძელ კოლიდორს მივუყვებოდი ვფიქრობი. ვფიქობდი, რაღა თქმა უნდა ტესტზე და მივხვდი, რომ არასწორი პასუხი დავწერე. ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. რამდენიმე წამით გავჩერდი ვფიქრობდი იქნებ შევსულიყავი უკან და მომეთხოვა ნაწერი, მაგრამ ეს ხომ ძალიან არალოგიკური იქნებოდა ვინ დამიბრუნებდა ნაწერს უკან, უფრო დავიმცირებდი ამით თავს და გამოსვლა ვარჩიე.

    შენობიდან გამოსულს უამრავი ადამიანი მომიახლოვდა,  ყველას აინტერესებდა რა საკითხები იყო, როგორ დავწერე.

  იმას ვიაზრებ რა საკითხები იყო შესაძლოა აინტერესებდათ , მაგარამ სრულიად უცხო ადამიანებს რატომ აინტერესებდათ მე როგორ დავწერე გამოცდა. რა ცნობისმოყვარე ხალხი არსებობს ვფიქროდი ამაზე და როგორც იქნა თავი დავაღწიე მათ. ვთხოვე ჩემს მშობლებს, სწრაფად წავსულიყავით იქედან.

 

                                                              III

   ზაფხული იწურებოდა, 26 აგვისტო იყო. ყოველ დღე ველოდებოდი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს. მართალია ქულები ვიცოდი თითოეული საგნის, თუმცა მაინც ვნერვიულობდი.

   დასასვენებლადაც წასვლაზე უარი განვაცხადე, ფაქტობრივად მთელ ოჯახს არ ვაცადე არდადეგების შერგება.

  ვიცოდი, რომ შედეგები 12 საათისთვის უნდა ყოფილიყო, ვეღარ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, ამიტომაც გადავწყვიტე წიგნი წამეკითხა. თითოეულ სიტყვას და სტიქონს რამოდენიმეჯერ ვკითხულობდი, მივხვდი აზრი აქ ქონდა გაგრძელებასა და თავი დავანებე.

  ვიფიქრე ველოსიპეტით გამესეინა, თუმცა გადავიფიქრე არა მინდოდა გზაზე ვინმე შემხვედროდა და რამე ეკითხა. არ ვიცი რატომ ვუფრთხოდი ხალხს, თითქოს რაღაცას ვუმალავდი, მაგარამ რას? არაფერი მქონდა დასამალი.

   საბოლოოდ გადავწყვიტე მუსიკისთვის მომესმინა.

   როგორც იქნა შედეგები გამოქვეყნდა, პროგრამა საშინლად ჭედავდა და ვერ შევდიოდი ამან უფრო გამანერვიულა.

      ჟურნალისტიკის სტუდენტი ვარ შევკივლე, ძალიან გამახარა ამ ფაქტმა. თუმცა ჩემ მშობლებს არ ესიამოვნათ. მათ არა უმდოდათ ამ პროფესიაზე ჩამებერებინა, ამიტომაც პირველი ორი ფაკულტეტი მეწერა მათი სუვილისამებრ და შემდეგ ჟურნალისტიკა. მაგრამ აშკარად იღბალი ჩემ მხარეს იყო. ფაკულტეტმა კი გამახარა თუმცა უნივერსიტეტი, რომ დავინახე ტირილი დავიწყე.

-        რა იყო რა გატირებს, ხომ ჩაირიცხე სადაც გინდოდა?

-        კი მაგრამ ეს უნივერსიტეტი არა მინდიოდა

-        სად მოხვდი არა იტყვი?

-        საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 აღნიშნულ უნივერსიტეტზე ცუდი შთაბეჭდილება მქონდა, შექმნილი იყო გარკვეული სტერეოტიპიც,( მოსაზრება, რომელიც მოძველებუკლია და ხშირად მცდარია) ყველა ცუდს ამბობდა და მეც მათი გავლენის ქვეშ ვიყავი მოქცეული.

   მაგრამ დღეს როდესაც ამ რომანს ვწერს მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებები და მოგონებები მაკავშირებს უნივერსიტეტთან და ყოველთვის, როდესაც მოიხსენიებენ გეპეით ვცდილობ თვითოეულ ადამიანს შეუსწორო და მისი სრული დასახელება ვუთხრა. დავაჯერო ადამიანები იმაში, რაც არა უნახავთ არა შეიძლება შეფასება გააკეთონ.

 არ ვიცი რამ დამაწყნარა, ალბათ იმ ფაქტმა, რომ სტუდენტი ვიყავი და ორი წლის ჩემი წვალება დამიფასდა.

                                                                          IV  

    სექტემბრის 28 რიცხვი იყო სწავლის პირველი დღე, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდი. ვფიქრობდი ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო, ახალი მეგობრები, ახალი გარემო და რაღაცნაირად მიზიდავდა ეს ფაქტი. არ მივეკუთნებოდი ადამინთა იმ რიცხვს, რომელსაც ცვლილებების ეშინია.

 პირველივე დღეს დავაგვიანე უნივერსიტეტში და დაგვიანებით შევედი პირველ ლექციაზე. ეს ფაქტი თავად არ მომეწონა, ვინაიდან სხვებს ყოველთავის ვაკრიტიკებდი როდესაც ადგვიანდებოდათ თუნდაც რეპეტიტორთან და ეს პირველად მეც გამოვცადე, რაც არ მომეწონა .

 კარზე დავაკაკუნე და ისე შევედი. ლექტორი ხანში შესული ადამიანი იყო და იმდენად იყო გართული მასალის ახსნაში ვერც კი შემამჩნია ჩემი შესვლა. თავისუფალი ადგილი პირველივე მაგიდასთან აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე იქვე დაჯდომა.

-        მინდა ახალი შემომატებული ბავშვებისთვის განვმეორდე და ვთქვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საგნის შესწავლა. მე იმაზე მეტს აგიხსნით ლექციაზე ვიდრე საჭიროა, თუმცა ამ ყველაფერს არ მოგთხოვთ, ეს უბრალოდ თქვენი ზოგადი ერუდიციისთვის იქნება საჭირო.

 ჩემი ფიქრი მცდარი აღმოჩნა , იმის შესახებ თითქოს ლექტორმა ვერ შეამჩნია ჩემი იქ შესვლა. მათ თითქოს ათი თვალი და ათი ყური ააქვთ, ეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, რადგან როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი თვალი და ყური ჰქონდეს.

   ლექცია მალე დასრულდა და შესაძლებლობა მომეცა გამეცნო ახალი ადამიანები. ახალი ადამიანების გაცნობის დროს გაცილებით ყურადღებით ვიყავი და მის თითოეულ ქცევას, მანერას და სიტყვებს ვაკვირდებოდი. მინდოდა ამომეცნო მათი ისტორია, ყველა ადამიანი ხომ სრულიად განსხვავებულ ისტორია ქმნის. ისტორის შექმნა თავად მასზე დამოკიდებული. ისტორია იქნება ის, თუ როგორ გამიხსენებენ რამოდენიმე წლის შემდეგ ადამიანები და რას იფიქრებენ, ისიც კარგი იქნება საერთოდ თუ ვემეხსოვრები ვინმეს.

  ისტორიას ადამიანები მაინც ორნაირად შემორჩებიან, კეთილი და ბოროტი საქმით. დღევანდელ ცხოვრებაში კი მეორე გაცილებით უფრო მეტია ვიდე პირველი. კეთილის და ბოროტის დაჯახება, გადაკვეთა ხდება ინტერესების და მხოლოდ მაშინ იღებს ის ნამდვილი ბრძოლოს ველს. გამარჯვება უფრო ხშირად ბოროტებს რჩებათ, ისინი ყველა ხერხით, რაოდენ ბინძურიც არ უნდა იყოს ცდილობენ გამარჯვებას და ეს გამოსდიც კიდეც. თუმცა ჩემს ბრძოლაში და ისტორიაში მინდა მხოლოდ სიკეთე იყო. ამისი გაკეთება რთული იქნება თუმცა არა შეუძლებელი .

     სიყვერულდან სიძულვილამდე ამბობენ ერთი ნაბიჯია, ისევე როგორც სიკეთიდან სიბოროტემდე.

     ეს არასოდეს არ გამომიცდია და არ მინდა ოდესმე გამოვცადო. გაბოროტებულ და სიძულვილით აღსავსე ადამინაზე საშიში არაფერია, მათ შორის მოსკიტებიც კი. ალბათ გგონიათ, რომ ეს რაღაც საშინელი დიდი ცხოველია, თუმცა ასე არ არის და იმედი უნდა გაგიცრუოთ. მოსკიტო პატარა კოღოს მაგვარი მწერია, მაგრამ გაცილებით უფრო საშიშები არიან. ყოველწლიურად მისი ნაკბენით 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე სრულდება. ისინი პარაზიტები არიან და წოვენ არა მხოლოდ ადამიანის სისხლს, არამედ უმეტესი ხერხემლიანი ცხოველებისაც. ისინი სხვადასხვა ვირუსის მატერებლები არიან და შეუძლიათ ისეთი დაავადება გადაიტანონ, როგორიცაა მალარია, ყვითელი ცხელება და სხვა.

 პირველივე დღეს ჩემი განსაკუთრებული ყურადღებაა მიიქცია გოგონამ, რომელიც გამუდმებით წასვლაზე საუბრობდა. იმ დროს მასზე არსც თუ ისე კარგი წარმოდგენა შემექმნა, როგორ შეიძლებიოდა პირველივე დღესვე მხოლოდ წასვლაზე გეფიქრა. ყოველთვის როდესაც ადამიანს შევხვდებით მხოლოდ მისი რაღაც საქციელით ან საუბრით არ უნდა შევიქმნათ მასზე უარყოფითი წარმოდგენა და არა უნდა განვსაჯოთ ისინი. ადამიანები კი რელურად რომ გავიცნოთ ამაისათვის წლებია საჭირო.

  ისეც ხდება ხოლომე პირვველივე შეხვედრისაც ადამიანები გვაგრძნობინებენ, როგორი კარგები არიან ისინი, ეს საბოლოოდ ფარსი აღმოჩნდება ხოლმე.

 

* * *

  პირველი ორ კვირაში ბევრი ცვლილება განხორციელდა ჯგუფში. მოხდა ბავშვების გადმოყვანა ჩვენ ჯგუფში. ზოგს ეს არც გაუხარდა იმდენად შეგუებული იყო ჩვენთან. განსაკუთრებით ასეთი იყო სალომე, რომელსაც მთელს ჯგუფში ნებისმიერ ადამიანი განასხვავედა. ის თითქმის არ ლაპარაკობდა და თუ ლაპარაკს დაიწყევდა ყოველთვის სურდა საკუთარი შეხედულება დაემტკიცებინა თუნდაც მცდარი ყოფილიყო და სხვებს არაც კი უსმენდა. ხშირად ხდებოდა ეს ფაქტის მის მიმართ დაცინვის ან კრიტიკის მიზეზი. თუმცა ის სხვებისგან განსხვავებით კეთილი მაინც იყო და ღია გამოთქვავადა თუ რაიმეზე დაიწყებდა საუბარს.

   

* * *

 

   ერთ საათიანი შუალედი გვქონდა ლექციებს შორის. ყველა აუდიტორია დაკავებული აღმოჩნდა ამიტომაც გადავწყვიტეთ კომპიუტერების ოთახში შევსულიყავით, ასე მოვიხსენიებდით ჩვენ ამ ოთახს.

     ვსაუბრობდით შემდეგი დღისათვის მოსამზადებელ მასალაზე.

-        ხვალ სამი სემინარი გვაქვს და სამივეში სასწავლი გვაქვს

-        კარგი ქეთი ისევ ეგ გაგვახსენე მითხრა ნუკიმ.

-         ამ ფაქტს მაინც ვერსად გავექცევით , მაინც ჩვენი სამეცადინოა.

-        ხო ეგ მასე.

ჩემი ყურადღება კუთხეში მჯდომმა ადამიანმა მიიპყრო, რომლიც ჩემ ჯგუფში იყო და არ ვიცნობდი.

  ის კუთხეში იჯდა, ყურსასმენები ქონდა ყურში დამაგრებული და აშკარად ჩანდა ჩვენ საერთოდ არა გვისმენდა. გადავწყვიტე მასთან უფრო ახლოს დავმჯდარიყავი. შავგვრემანი გოგო იყო არც ისე გრძელი თმა ქონდა, ვარისფერი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა.

   ის სხვებისგაან რაღაცით გამოირჩემოდა, მაგრამ რით ამის გაგება მოვინდომე. მივედი და გავეცანი.

-                 გამარჯობა, მე ქეთი მქვია, შენს ჯგუფში ვარ.

-                 გამარჯობა, სასიამოვნოა, მე ელენა.

-                 საინტერესო და იშვიათი სახელია.

-                 კი საქრთველოში იშვითს ჰქვია ეს სახელი.

-                 ბერძნული წარმოშობის სახელია სავარუდოდ.

-                 კი სწორად მიხვდი და გამიღიმა.

-        როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ელენა სპარტელი დედოფალია. საბერძნეთის ისტორიისა და მითოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა ტროას ომია. ბერძენთა ბრძოლა ტროელთა წინააღმდეგ , რომელიც მეცნიერებმა ძვ.წ XIII საუკუნით დაათარიღეს, პირველი ავტორი, რომელიც ამ ომზე მოგვითხრობს ჰომეროსია. მისი პოემები, ,,ილიადა’’ და ,,ოდისეა’’, გვაწვდიან მდიდარ ინფორმაციას, როგორც ბრძოლებზე , ასევე მასში მონაწილე გმირებზე.

-         მითების თანახმად ტროას ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ტროას მეფისწულმა, პარისმა, მოიტაცა სპარტელი მეფის, მენელაოსის მეუღლე, შვენიერი ელენა. 

-                 ამ დროს ზარი დაირეკა და ლექციაზე შესვლის დროც დადგა. საინტერესო ისტორია მოგიყევი არა. წარმოგიდგენია შენს გამოც, რომ ომი დაიწყო.

-                 მასაც გაეცინა. საინტერესო ადამიანი ჩანხარ.

-                 სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობის ისტორია.

                                          

                                                           * * *

      ივნისის 12 რიცხვში ბოლო გამოცდის დღე. ერთი სული გვქონა, როდის დავასრულებდით და დაიწყებოდა ჩვენთვის ნანატრი არდადაგები. გამოცდა კომპიუტერულ ცენტრში გვიტარდებოდა, სადაც უამრავი სტუდენტი იყრიდა თავს, ამიტომ ყოველთვის ადრე მერჩია მივსულიყავი და რეგისტრაცია გამევლო.

 შენობა ძალიან უცნაური იყო ვინაიდან შესვლისთანავე 4 სართულზე აღმოჩნებოდი, ხოლო გრძელ დერეფანს, რომ გავუყვებოდით კიბით უკვე ქვედა სართულებზე ჩავდიოდით. ერთგვარი ლაბირინთი იყო ჩვენთვის ეს შენობა, რომელსაც უამრავი გასასვლელი ჰქონდა და რომელშიც ასევე მარტივადაც დაიკარგებოდი. რაც შეეხება საგამოცდო ცენტს, ის  შენობის 6 სართულზე მდებარეობდა.

   ერთგვარი ტრადიცია გვქონდა ჯგუფს, გამოცდის დაწყებამდე შესასვლელ ფოიეში ვიკრიბებოდით. საუბარი იმის შესახებ მიმდინარეობდა, ვინ როგორ იყო მომზადებული და რა ქულა ესაჭიროებოდა საგანი, რომ არ ჩარჩენოდათ, სტუდენტების ენაზე არ შეტენოდათ.

     დღევანდელ დღეს ზოგიერთი ჩანთითაც კი მოსულიყო გამოცდის შემდეგ რაიონებში აპირებდნენ წასვლა. ბედნიერიერი სახეები ქონდა ყველას, ვინაიდან მინიმალური გამსვლელი ქულაც კი საკმარისი იყო. თუმცა ჩემი მიზანი, როგორც ყოველთვის მაღალი ქულის აღება იყო. სკოლისაგან განსხვავ