ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ადამის ვაშლი

0 ხმა

ანა სანებლიძე

ბიოგრაფია

მე ვარ ანა სანებლიძე, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, არ შემდგარი მსახიობი და მწერალი. თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დავამთავრე. ყველაფერს მივედ-მოვედე და ბოლოს უკან დავბრუნდი.

ჩემი პირველი (სადებიუტო) წიგნის („ლურჯი ვარდები“) პრეზენტაცია 2016 წელს შედგა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ეს იყო ნოველათა კრებული. მანამდეც და მას შემდეგაც რამდენჯერმე გავიმარჯვე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლიტეატურულ კონკურსებში, მათ შორის „მერანშიც“, ჩემი ნოველები ხშირად იბეჭდებოდა როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო ჟურნალ „დურუჯშიც“.  ამჟამადაც ვმუშაობ ერთ წიგნზე, რომლის სახელიც იქნება „თარს’ნი“. (თუმცა, ეს კონკურსს არ ეხება) ძალიან მიყვარს მისტიკურ ფანტასტიკური ჟანრის ნოველების წერა, ბოლო დროს თეატრის სიყვარულიდან გამომდინარე პიესებსაც შევეჭიდე.

ქართული სახელოვნებო და კულტურული სფეროს მიმართ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, ამიტომ ბოლო წლებში ხშირად ვერიდებოდი კონკურსებსა თუ წიგნის პრეზენტაციებს.

ძალიან მიყვარს კითხვა, ვფიქრობ, შეუძლებელია გახდე კარგი მწერალი, თუ არ ხარ მკითხველი. ჩემი აზრით, ადამიანმა ყველაფერი უნდა წაიკითხოს, რომ ისწავლოს კარგი და ცუდი წიგნის გარჩევა.

შეპყრობილი ვარ იაპონიით, მათი კულტურით, კონკრეტულად კი კიოტოთი.

იმედი მაქვს, ოდესმე წავალ... საკურას ყვავილობისას.

მეორე ქვეყანა, სადაც სიამოვნებით წავიდოდი ირლანდიაა. მისი ბუნება ჩემთვის მომაჯადოებელია, ლეგენდები კი - ზღაპრული...

ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ იურისტი გავხდებოდი, მე ვფიქრობდი, რომ სცენიდან ვერავინ და ვერაფერი მომწყვეტდა და მსახიობი ვიქნებოდი.

ყველანი შევცდით.

როდესაც ხელოვნებათმცოდნე გავხდი, ვფიქრობდი რომ მუზეუმში ვიმუშავებდი, გამოფენებს მოვაწყობდი. ცოტა ხანს გასტანა.

ოდესღაც ბევრი რამის მწამდა და მჯეროდა, ახლა კი მხოლოდ ალკოჰოლით სავსე ბოთლის მწამს, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც პირდაპირ ტუჩებში ვკოცნი!

სინოპსისი

ჩემი რომანი „ადამის ვაშლი“ ეხება ორი პროვინციელი გოგონას ცხოვრებას უცხო ქალაქის საუნივერსიტეტო კამპუსში და რაც მთავარია, მათ არასტანდარტულ, საზოგადოებისთვის მიუღებელ და აკრძალულ სიყვარულს. რომანი კარგად ასახავს სხვადასხვა კატეგორიის, ხასიათის და ფასეულობების მქონე გოგონების ურთიერთობას მამებთან, ნათესავებსა თუ მეგობრებთან. ასევე საინტერესოა, რომანის კიდევ ერთი პერსონაჟი - ერთ-ერთი გოგონას ძმა, რომელიც თითქოს ამ ურთიერთობის მფარველი ანგელოზი და აჩრდილია, მაგრამ უნებლიედ სასიყვარულო სამკუთხედს ქმნის. 

მიმდინარე ტური არ არის აქტიური