მებადური
0 ხმა
ალექსანდრე შენგელია
ალექსანდრე შენგელია, 25 წლის.
დავიბადე ქალაქ თბილისში, გავიზარდე ქარელში, სადაც საშუალო განათლება მივიღე. ამჟამად ისევ დედაქალაქში ვმოღვაწეობ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხელოვნებასთან კავშირი ღრმა ბავშვობიდან მაქვს. გამომდინარე იქედან, რომ თითქმის მთელ ოჯახს მუსიკასთან საკმაოდ ახლო კონტაქტი აქვს,მეც ბავშვობიდან ვცდილობდი შემესწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტი, ახლა კი ვცდილობ მუსიკა ჩემს მთავარ პროფესიად ვაქციო. პირველი ჩანაწერები 8-9 წლის წინ გავაკეთე. პროცესმა კი ისე მომხიბლა, მუსიკის კეთებასთან ერთად წერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. მიყვარს კითხვაც. საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძეა, საყვარელი ნაწარმოები კი მისი „მარადისობის კანონი“. კონკურსებს რაც შეეხება, ეს ჩემი პირველი მცდელობაა და ვიმედოვნებ წარმატებული იქნება.
კრებული აერთიანებს მოთხრობებს, რომლებშიც ერთი შეხედვით ქაოტურად მიმოფანტული წინადადებები სადღაც საერთო ხაზს მაინც პოულობენ და გვიყვებიან ისტორიას საკუთარი თავის ძიების შესახებ, რომელიც ერთი მხრივ, ტკივილიან, რთულად გასავლელ გზას, ხოლო მეორე მხრივ, ზღაპრულ, დაუჯერებელ მოგზაურობას მოიცავს. საკუთარი თავის და საზრისის ძიების პროცესში კი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ზეციურის რწმენა და სიყვარული - ქალის ღვთიური, იდუმალი სახება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური