ორ ჯოკერში გახიშტული
ორ ჯოკერში გახიშტული
წინასიტყვაობა
არ მიწყინოთ, ძალიან მინდოდა, წინასიტყვაობა დამეწერა, ამიტომაც მას, რაც შეიძლება, პატარასა და გაწელილს შემოგთავაზებთ.
ჯერ ეს ერთი, ტრადიციულად, არ მინდა, ღვაწლი დავუკარგო, და ვახსენებ ადამიანს, რო-მელმაც მთელი ეს რაღაც წაიკითხა, დაარედაქტირა და წერისას მუდმივ ემოციურ მხარდაჭე-რას მიწევდა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ვწერდი და მაინცდამაინც რაზე იქნებოდა ეს წიგნი.
მართალია, წიგნს დიდი ხანი ვწერდი, მაგრამ ფრიად პატარა გამოვიდა, თუმცა, ეს რამდე-ნადაც მაწუხებს, იმდენად მახარებს, რადგან წერის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი-დანვე გაგებით მოვეკიდე კეთილშობილი ბუკოვსკის სიტყვებს, რომ, თუ წერ, უნდა დაწერო იმიტომ, რომ გინდა, რომ დაწერო და არა ვინმესთვის, რამისთვის, ან ასე შემდეგ, ი ტაკ და-ლეე, ი ტამუ პადობნოე...
დალშე კიდე ერთი მომენტია, რა. სანამ კითხვას დაიწყებდე(თ), მინდა, იცოდეთ, რომ ამ წიგნს, ისევე, როგორც ბევრ უშობს, მაგრამ გონებაში უკვე მრავალგზის შობილსაც და გასრუ-ლებულსაც, თავისი პროლოგი და პატარა, მაგრამ დიდი ემოციური ჭვალი უძღვება წინ, რო-მელიც მრავალ ადამიანს აერთიანებს. არაა აქ კერძოდ ვინმე მოყვანილი ანდაც ვინმეა ამ წიგ-ნის მთავარი გმირი - მამენტ, როგორ იქნება, როცა წიგნს ნამდვილი გმირი ისედაც არ ჰყავს.
ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვები, რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი და არა - განსხვავებული?! რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება, და არა - ისე, როგორც არ ხდება?! რატომაა, რომ ხანდახან ისეთი რამ მოხდება და სრულ ეიფორიაში გაგვხვევს, რასაც საერთოდ არ მოველოდით?! რატომაა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ხდება, რო-მელთა სტუმრობიდან დიდი ხნის ანდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, სადღაც ჩუმად მიკუნ-ტულები საკუთარ თავს ვეკითხებით, ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა, ნეტა, სად ვიქნებოდიო, და პასუხის ძიების თავადვე გვეშინია, რადგან, უბრალოდ, გვეშინია?! რატომ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები, რომლებიც ერთიანად გაგვაცლიან ყველანაირ ძალას, საუბრის უნარს, იმედებსა და სასოებას და აღარ ვიცით, ცხოვრება როგორ გავაგრძელოთ, მერე კი ვკით-ხულობთ, თუ მაინცდამაინც ახლა რატომ დამემართა ესო, პასუხი კი არ გვაქვს.
ალბათ, ამაზე ფიქრის გამო, და კიდევ ბევრი რამის გამო, მომინდა ამ წიგნის დაწერა, მაგრამ ხელი არ მიტოკდებოდა, სანამ იმ გენიალური ადამიანის ის გენიალური ლექსი არ წამაკითხა ერთმა ჩემმა მეგობარმა, სერგეი ესენინის რომაა და „შავი კაცი“ ჰქვია, და ცხოვრების იმ თანამგზავრს, რომელსაც ბედს უწოდებენ, შედარებით სხვანაირად დავუწყე ყურება.
მინდა, კიდევ ბევრი გიამბოთ, ბევრზე და კიდე უფრო ბევრზე, ფიქრებზე ადამიანისა, მაგრამ განცდათა გადმოცემა წიგნშიც მეყოფა. უბრალოდ, იმას გეტყვით, რატომ გიღირთ, თვალი მაინც გადაავლოთ ამ დიდი ამბის პატარა ჩანახატს.
კი, გვაქვს მომენტები, როცა ყვირილი გინდა და ამის გეშინია, ზედმეტად აკვიატებულად გგონია, რომ ეს შენი პრობლემაა და შენივე სათრევი ჯვარია, რომ მარტო ხარ და ამას ვერც ვე-რავინ ვერასდროს ვერ ხედავს და ვერც დაინახავს - და საკუთარივე თავისთვის თქმული ეს ტყუილი ყველაზე ძლიერია, თუ ყველაზე სუსტი არაა. რატომღაც მომინდა, დამეწერა პატარა რამ სწორედ ამაზე და აღმეწერა ის, თუ რაც ადამიანებისა და ადამიანობის ყველაზე ღრმა წყვდიადებში მინახავს და შეიძლება, ჩემი თავიც გამიიგივებია ანდაც, პირიქით, გაუცხოების შეგრძნებაც დაეტოვებინა. ხო, შედეგია, ალბათ, ადამიანებზე ჩემი არც ისე დიდი ხნის დაკვირ-ვებისა, და იმ გულის შლაკისა, რომლის მოშორებაც, დიდი ხანია, საკუთარი თავისთვის მინდოდა, მაგრამ, ბევრი, ბევრი ადამიანივით, სხვისი გულის ხეხვას გადაყოლილს, ალბათ, საკუთარი მავიწყდებოდა, და, დიდ იმედს ვიქონიებ, რამდენადაც მომაშორა და ჩამომხსნა წერამ და ამ არარაობამ, რომელსაც წიგნს ვეძახი, გონებიდან ძლიერ უარყოფითი ნაკადი, ისევე მოგაშორებთ თქვენც და ნაკლებად შეგაძულებთ იმას, რაც, დიდი ხანია, შეგიძულებიათ და ხანდახან წაგწიწკნით ხოლმე სადღაც იქ და არსად აქეთ. არ მინდა, შეგპირდეთ რაიმე კარგსა და იდეალურს, კეთილსა და პოზიტიურს. დიახ, მთლიანი წიგნი ცარიელი ნეგატივია, ტანჯვა-წამებასაც დაარქმევთ ბევრნი, უბრალოდ სხვის ომში ყველანი ბრძენნი ვართ და ხანდახან ჩვენსაშიც გვადგება ხოლმე ეს სიბრძნე. პატარა ამბავია, თუ როგორ შეიძლება, თავი ბოლომდე მოვინე-ლოთ და თავიდან დავბადოთ. ამბავია დიდი პატარა შიშებისა და რეალობის განსხვავებულად დანახვისა.
ვიცი, სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა, ამ წინასიტყვაობით უკვე მეორედ ვინმეს რამეს შეგპირდეთ ან საერთოდაც შეგაშინოთ და თავი მოგაბეზროთ, უბრალოდ რამდენ ადამიანსაც ხვდები, იმდენი ცხოვრებითვე ცხოვრობ და მინდა, ყველას გითხრათ სიტყვა, რომელსაც ყო-ველ ახლად გაცნობილ ადამიანს უნდა ვეუბნებოდეთ - მადლობა.
(პროლოგი მიწერია, მაგრამ ზედმეტად არარელევანტურად მეჩვენა ამ ამბავში ჩასაკვე-ხებლად და მოსახვედრად, ამიტომაც მას გადავახტები და, როდესაც მართლა კარგი პროლო-გის იდეა გამიჩნდება (რაც მეეჭვება და, იმედი მაქვს, ბოლომდე ასე გაგრძელდება), მანამდე ამ ადგილს ცარიელსა და ვაკანტურს დავტოვებ).
მაშ, ასე, აბა, ჰე!
I
ნუ, მოყოლა რითი დავიწყო? მამენტ, თვითონაც არ ვიცი. არა, კაცო, ხო, ვსო, ვიცი. ჩემი უახლოესი მეგობრის აზრით, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები, ჩემი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა ისაა, რომ დავიბადე და, გაგიკვირდებათ და, გავიზარდე კიდეც. ჰო-და, მეც ჩემი უდიდესი მიღწევით, ანუ ბავშვობის ყველაზე იდიოტური მოგონებით დავიწყებ.
გავჩნდი ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში, ხო, უსაყვარლესში, არა, უმაგრესში, მეტი რომ არ შეიძლება. ქვეყანაში, წარსულს რომაა გადაყოლილი და წარსულითვე რომ ცხოვრობს. აწმყოს, ნუ, ალბათ, გაურბის, ხოლო მომავალს, რომელიც მისია... ნუ, რასაც უშვრება, ყველამ კარგად ვიცით. ქვეყანაში, რომელიც უაღრესად უპერსპექტივოდ პერსპექტიულია. მგლების მხარეში; ოღონდ, რაღაცნაირი მგლების. არა, მთლად აძინოკი ვოლკებისა არა; ხო, ტრამალის მგლები უკეთ წავა, რადგან, ციტატას ვისესხებ, „თუ ვართ თავისუფლები, ვართ მგლები.“
უხ, ნადირები, ტყიდან გამოვარდნილები, მაგრამ, თუ ასე არაა, მაშინ მარტივად თვი-ნიერნი ვხდებით და მორჩილ ძაღლს უფრო ვემსგავსებით.
ესეა ეს, ასეთია ქართველთა ბუნება, უდარდელი ბევრი სადარდებლით, ფიქრს გადაჩვე-ული და მუდამ ჩაფიქრებული, ენერგიულად ზარმაცი და კარტოფილის სუნით გაჟღენთილი, ხორცს მონატრებული, მადიანად უმადური. ნუ, სხვისი არ ვიცი და ძალიან ქართველიც გა-მოვდივარ. მავანნი კი იტყვით, ქართველი კი არა, ვიცით, შენ რაც ხარო, მარა მაცალეთ, რა, რაც ვარ და რამხელაც, ნელ-ნელა გაჩვენებთ.
თავს არ ვიქებ, მაგრამ პატარაობიდანვე მაგარი ჩათლახი ვიყავი. ხო, საყვარელი ჩათლა-ხი. ნიჭიერი, იმენა ყველაფერი გამომდიოდა, ათებზე ვსწავლობდი, ბოლოს და ბოლოს. აბაა, რა ბიჭი ვიყავი, უჰ. ერთფეროვან მრავალფეროვნებაში ვიზრდებოდი და ბანალურობის ჰაი-ლეველში ვიყავი. ფეხი ავიდგი, ენა ავიტლიკე და ნახუი სკოლაში. წერა ვისწავლე, კითხვა ვის-წავლე და ნახუი მაღალ კლასებში. მერე ჰორმონები გიჩუჩუნებს და იზვერები აქეთ-იქით. პირ-ველი ქრაში, მეორე ქრაში, მესამე, მეოთხე... მაღალვადიანი კრედიტებივით მყავდნენ, რა, ერთს იშორებ და მეორე გიკაკუნებს. უნივერსიტეტელი მეგობარი მეხუმრებოდა ხოლმე, რა იყო, ჟინვალზე გყავს მიერთებულიო? აბა, მე რა უნდა მეთქვა იმ ადამიანისთვის, ხო იცი, ფიქ-რებში მაგრები ვართ, ისე კი მშიშრები, ხოდა, გვეწელება-თქო? აი, იცით, როგორ გავიზარდე? აი, თავი რომ განსაკუთრებული გგონია და მერე რომ ხვდები, დიდი არაფერი ხარ. რო იცი, რომ მაინც ყველა ერთ ქვაბში იხარშება, პროსტა, რო უნდა იცურავო, რა, თორე ჩაძირვა არ გა-მოდის, ხო აზზე ხარ, ქვაბის ფსკერისკენ ხო უფრო ცხელა. აი, ცურვა ვის როგორ გამოსდის, ხუი ივო ზნაეტ. ხო, სკოლა და ცაკალელი თორმეტი წელი შოკია, უჰ, ბოლო ოთხი მით უმეტეს, იმენა, პიკი, პანიკა. ბევრის მიერ რაღაც უაზროდ აზრიანი და მნიშვნელოვანი გამოცდების „წარმატებით“ ჩაბარებად რომ არის აღქმული. მე? მეე? მე ჩავაბარე, მოვეწყვე და გრანტიც ავირ-ტყი, ჩემზე არ ინერვიულოთ.
და მაინც, კაროჩე. ოდესღაც იმდენად ბევრი აქვს ვიღაცას იდეალებზე, მორალზე, ღირსე-ბაზე, კარგსა და ცუდზე ნაფიქრი, რომ ჩემი წილიც წაიღო. ხოდა, მეც იმას ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდნენ, იყო ეს დიდი ასოებით ნაწერი საშინაო დავალება თუ საკითხების ხან რაციონა-ლურად, ხანაც ირაციონალურად განსჯა. რასაც იდეალურად მიხატავდენენ, მეც ეგ აღმაფრ-თოვანებდა. სხვისი რწმუნებულებები, აი, რა (მ)ქმნის ადამიანს. მერე კი გარდატეხის წლები გაქვს და პატარა რებელა ეძრობი. ვითომ შენი აზრი გაქ და ამბები. მარა, ჰა, რა იდეოლოგიის სოციუმშიც აღიზარდე, იმავე შეხედულებების ხარ, რა სიმრუდის წრეშიც ჩავარდი, იგივე დაქ-ნეული რომბი ხარ, რა ნაგავშიც მოხვდები, იმავე სუნადვე ყარხარ.
ნუ, ერთია, რაღაც ჩვენებური სუნი მაინც ყველას დაგვკრავს და, მწამს, ასე იცვლებოდა, დიდი ხანია, კოლექტიური არომატი, ასე განვითარდა კაცობრიობა და ასე იქნება მარად, პროს-ტა ძალიან ცოტა ხანს ვცოცხლობთ, ეს პროცესი სრულებით რომ შევისისხლხორცოთ. ხოდა, ისღა დაგვრჩენია ჩაი ყავას ვამჯობინოთ და იმაზე ვიფიქროთ, ერთ კოვზ შაქარს ჩავიყრით, ორს, სამს თუ საერთოდ უშაქროდ მოვხრუპავთ. აი, ამას კი ჩვენს თავისუფალ აზრს ვეძახით.
სიმართლე ვთქვა, იღბლიანი ვიყავი. დედა არის, მამა არის, ტანსაცმელი არის, ჭერი არის, განათლება არის, თუმც, კიდევ ერთხელ: ამ სიტყვის სრულფასოვანი მნიშვნელობა ყველას ჩვე-ნებურად გვესმის. მეტი რა გინდა სრული ბედნიერებისათვის? ვაბშე, რა გინდა ამ ცხოვრე-ბისგან? ნუ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა სტიმული მაინც არაა საკმარისი, ოცნებებიც კი არაა შენი. ყველა ჭკუას გარიგებს, ცხოვრებას კი ისე მაინც ვერავინ გასწავლის, როგორც საკუთარი თავი გამოცდილების ხარჯზე. მერე ეს გამოცდილება, ვალდებული ხარ, მატერიალურ თუ სოციალურ სიკეთეებზე დახარჯო. კი არ გამოიყენო, არამედ გაასაღო, მეგობრების შესაძენად, საზოგადოების პატივისცემისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, კარგი სამსახური, საშუა-ლოზე მაღალი ხელფასი, ოჯახი და მრავალი სხვა.
აუ, ხომ არ მოგაწყინეთ? უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებას თუ არ გამოაწვრთ-ვნევინე თავი, ის მრავალ წელს ნანატრი ატესტატი და მრავალღამენათევი დიპლომი შეიძლება ერთ დღესაც უკან გაგიკეთონ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ და რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ამა სოფლის ამაოებაზე, როგორც ვთქვი, ყველანი მაინც ერთ დიდ რუტინაში ვართ ჩაბმულნი. ხო, მეც, სკოლა მოვრჩი, უნი მოვრჩი, თან - „წარმატე-ბით“. ძაან მაგარი სამსახური მქონდა, მაგარ კაცადაც ვითვლებოდი, ლამაზი შეყვარებული - ალბათ, მალე ცოლადაც მოვიყვანდი, მერე ოჯახი და ამბები. ალბათ, ესაა ის იდეალური ცხოვრება, რასაც ადრე მიხატავდნენ და რისთვისაც პატარაობიდან მამზადებდნენ.
ხო, ხო, მეც მტენიდნენ დიდი ილია მართლის უფრო დიდ სიტყვებს ადამიანის მუხთალ თვისებაზე, რომ კაცი ძირგავარდნილი ქვევრია და, რაც არ უნდა ჩაასხა და ჩააყარო, არ აივსება, რა, თუ როგორცაა - აბა, რა მახსოვს. ხო, მაშინ ამას უმადურობით გვიმარტავდნენ, მაგრამ რომ დაფიქრდე, ადამიანს ყველა მოთხოვნილება რომ დაუკმაყოფილო და ახალი არ გაუჩინო, არც ოცნება ექნება ახალი და მოძრაობასაც შეწყვეტს, განვითარებას აღარ განაგრძობს და, ხუი ივო ზნაეტ, რად გადაიქცევა. მე კი, მე კი ყველა ოცნება ბავშვობაშივე შემიქმნეს და ავასრულე კიდეც. საქმე ისაა, რომ მე პირმთელი ქვევრი გამოვდექი. არ მქონდა ახალი ოცნებები და ცხოვრებაც ერთ დიდ რუტინაში ჩაჯდა. ჭაობს დაემსგავსა, უბრალოდ არაფერი არ მინდოდა. მერე? იმ სიმღერაში როგორაა? მერე ყველაფერი გრძელდება, მერე ყველაფერი გბეზრდება. ხო, ნამ-დვილად გაგრძელდა და მომბეზრდა. სახლიც, ოჯახიც, სამსახურიც, შეყვარებულიც და ვაბშე, ცხოვრებაც. კაროჩე, იქამდე მივედი, რომ თავის მოკვლა გადავწყვიტე.
სტოპ! სტოპ!
ახლა ფიქრობთ: ესა ვინაა, შენ ხომ არ ანგრევ? რა სუიციდი? რა თვითმკვლელობა? ყველა-ნაირად კაი პონტში ხარ. ახალი შეგრძნებები გჭირდება, ახალი გამოცდილება, ბოლოს და ბო-ლოს, თუ ვინმე გიყვარს, მის გამო მაინც არ იზამდი ამას. მათზე მაინც იფიქრებდი, დამელაპა-რაკებოდით ათას პასუხისმგებლობაზე და ა.შ. მეტყოდით, შენ ხომ არ გამომზეურდიო და მარ-თალიც იქნებოდით. უბრალოდ, უბრალოდ მოძრაობის სურვილი დავკარგე და ვსო. ახალი არაფერი არ მინდოდა.
ნატაზე რა ვთქვა? ხო, ჩემს შეყვარებულს, ჩემს საყვარელსა და ბილწ გოგონას ნატა ერქვა. დარწმუნებული ვარ, სიგიჟემდე ვეყვარებოდი... აჰ, არა, ვუყვარვარ. უბრალოდ, მე დამავიწყ-და, სიყვარული რა არის. ნატას აზრად ვერ გავიხდი, რადგან ხელმეორედ ფიზიკურად ვეღარ შევიყვარებ. იგი უკვე მიყვარს და ამიტომ, ეს, უბრალოდ, თეორიულად ვიცი. პრაქტიკაში, პრაქტიკაში კი ყველაფერი გამუქდა, გავცივდი და გაიცვითა. ვეღარაფერს ვგრძნობდი, საჭმ-ლის გემოსაც კი. იცით, ეს რა აუტანელია? ცხოვრება თქვენთვის წარმოუდგენელ ტკივილს მა-ყენებდა. დილით იღვიძებ და გაღვიძება არ გინდა, ჭამ, მაგრამ მექანიკურად, სექსი გაქვს, მაგ-რამ სიამოვნებას ვერ იღებ. სასმელს ეტანები, მაგრამ არ თვრები და ბოლოს მიწაზე ფორთხავ. სამსახურში რობოტივით ხარ და სახლში კასტრაცია გასაკეთებელი კატასავით რაღაცა გაწუ-ხებს, რაღაცა გღრღნის, მოსვენებას არ გაძლევს და შიგნიდან გჭამს. მეგობრებში, დიდი ხანია, ზრდილობის გულისთვის იცინი, ძალით ჰყვები მათ ხუშტურებს. ერთადერთი, რაზეც ვფიქ-რობდი, იყო თვითმკვლელობა ან უბრალოდ სიკვდილი. სადმე ლამაზ ადგილას, უმტკივნეუ-ლოდ, სკრუპულოზურად. იმდენი მიტრიალა თავში, სანამ ბოლომდე არ გადავწყვიტე. ალბათ, ეს იყო ჩემი უკანასკნელი სურვილი, ჩემი ნამდვილი ოცნება.
II
ხო, ვიცი, ყველას გვაქ ოცნებები. ზოგს რა უნდა, ზოგს - რა. ხო, ხოდა, მთელი სამყარო თქვენია. მიდით, ბლინ, რას ელოდებით, აასრულეთ. ხო, ვიცი, გინდათ, მარა არ ალი. ვერ შვრებით, იმენა არ გაქვთ. რა არ გაქვთ, ფული? დრო? რესურსები? სისულელეა, ბოდვა! გეტ-ყვით, რა არ გაქვთ. ტრაკი არ გაქვთ ნაბიჯების გადადგმის, რუტინის მოშორების, კომფორტის ზონიდან გამოსვლის, გარისკვის, ეგოიზმის და საკუთარი თავის ძლიერ სიყვარულის. თქვენ ვაბშე იცით, ოცნება რა არის? აშკარად არ იცით. ოცნება მხოლოდ „მინდა“ არაა, ეს გრძნობაა, ლამაზი გრძნობა, რომელსაც უნდა მოუფრთხილდეთ, და მისთვის ყველაფერი გააკეთოთ, სიკვდილისას გულდაწყვეტილს ცრემლი რომ არ მოგადგეთ. ამისთვის კი ტრაკის აწევაა საჭი-რო. და მე? ამდენ სისულელეს რას ვიმოძღვრები? ალბათ, იმას, რომ სიტყვაში „თქვენ“ საკუთარ თავს მოვიაზრებ. რატომ? იმიტომ. მე არ მქონდა ტრაკი, ოცნება ამესრულებინა. მე არ მქონდა ამის შესაბამისი გამბედაობა, სიმამაცე. ვის ვუწევდი ანგარიშს, დედას? მამას? ხო, ალბათ, მარ-თლებიც იყავით. ნუ, თავს ამით მაინც ვიტყუებდი, მაგრამ თავს, აბა, როგორ მოატყუებ?! სიკვ-დილი მინდოდა და ამაზე ვოცნებობდი, ამას კიდე არ ვაკეთებდი, ვოტ ტუგადუმ, ბლინ. ალ-ბათ, ალბათ, საკმარისად არ მიოცნებია და საკმარისად არ მნდომებია, სანამ, სანამ... მანქანაზე ვზივარ და ბათუმში მივდივარ სამსახურის საქმეზე.
ხოდა, მოლთან ტიპი ჩავისვი. ცერი ჰქონდა აწეული ავტოსტოპის ამბავში. მეთქი, წამო, წაგიყვან. ნუ, მგზავრი გარეგნულად დიდი არაფერი, ნაჭრის შორტები, უბრალო წითელი მაი-კა, პატარა ჩანთა, გრძელი თმა და ზომიერად მოშვებული წვერი. დასავლეთისკენ გამიყოლეო და, მეთქი, პაჟალუსტა.
- რა კარგი ამინდია, არა?
- ჰა?
- რა კაი ამინდია-მეთქი.
- ა, ხო, ალბათ, ლიხს იქითაც ასეა.
- ხო, ქარი არაა და მასე იქნება.
- ეჰ, მიყვარს დასავლეთი, ძალიან ლამაზია, ყველაფერი, რაც გინდა, სულო და გულო.
- თქვენ იქ დასასვენებლად?
- აჰ, არა, მე იქ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საქმისთვის გეახლებით. მართალია, სახლი მაქვს იქ, მაგრამ ის ახლა დაკეტილია. არა უშავს, ახლა მისთვის არც მცალია. ერთი სკრუპუ-ლოზური რამ უნდა გავაკეთო... „სკრუპულოზური!“ როგორ მიყვარს ეს სიტყვა!
- ბოდიში, რას აპირებთ? - გაკვირვება ვერ დავმალე.
- იცით, მე ხედს ვეძებ.
- ხედს?
- დიახ, ხედს. ფონს, რა. იცით, მე მხატვარი გახლავართ - ძალიან ღრმა და სათნო ხმით მესაუბრებოდა, 35 წელს ზემოთ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეგონა, მთელი ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ამას მისი თვალებიც მეტყველებდნენ.
- და რის დახატვას აპირებთ, ჩემო ბატონო?
- დიდ ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ამას ვერ გაგიმხელთ, არ შემიძლია.
- ჰაჰა, და რატომ?
- ისევ ბოდიში, მაგრამ ჯერ შესაბამის ადამიანად არ მიმაჩნიხართ, მზად არ ხართ.
- მართლა?
- დიახ - ჩემმა მგზავრმა გამახალისა. აბა, რა ვიცოდი ყველაფერი თუ წინ მქონდა.
შემდეგი თხუთმეტი წუთი ჩუმად ვიმგზავრეთ. დუმილი მხატვარმა დაარღვია.
- და თქვენ რას საქმიანობთ?
- მე ინჟინერ-არქიტექტორი ვარ.
- ოჰო, თითქმის კოლეგა ბრძანდებით. რას აპროექტებთ ხოლმე?
- ხან რას, ხან რას. აი, ძირითადად ხიდებს, და კერძო კორპუსებს.
- კარგად გიხდიან? არა, არა, თავხედობაში არ ჩამომართვათ, უბრალო პროფესიულ ინტე-რესს მიაწერეთ.
- საკმარისად კარგად იმისთვის, რომ თავს უამრავი ფუფუნების საგნის უფლება მივცე. და თქვენ? თქვენ თუ გაქვთ ნორმალური შემოსავალი?
- არ მოგატყუებთ, არა. 10 წელი არც იქნება, რაც სკოლა დავამთავრე, და მაგის მერე ასე დავძრწი, ხან სად, ხან სად. იმდენს კი ვშოულობდი, რომ საარსებოდ მყოფნოდა, მაგრამ ეს უმ-ნიშვნელოა, რადგან მე მატერიალისტი არ გახლავართ.
- ვახ, ნუთუ, მართლა? არ განაღვლებთ, როგორ იცხოვრებთ? როგორ გამოიყურებით, რო-გორ პირობებში იცხოვრებენ თქვენი ახლობლები?
- რა თქმა უნდა, უბრალოდ, მე დიდი პრივილეგია მაქვს, საქმე იმაშია, რომ ობოლი ვარ და ახლობელიც აღარავინ აღარ მყავს.
- აუ, ისე, მოდით, ახლა მე არ ჩამომართვათ თავხედობაში და, აბა, რა გაცოცხლებთ, თუ ასე მარტოდმარტო ხართ? თქვენი ცხოვრების აზრი რაღაა?
- ოჰო, კარგი შეკითხვაა. თქვენ თუ იცით, დედამიწას რა ატრიალებს?
- უკაცრავად, კითხვის არსს ვერ ჩავწვდი - არადა, მშვენივრად ვიცოდი, რასაც გულისხ-მობდა. ჩემს ნებისმიერ სხვა ნაცნობს გაეღიმებოდა, არიქა და, ნაკითხი ვარო და სხვამ ის არ იცის, რაც მე ვიციო. ჩემს მგზავრს კი სახეზე შეეტყო, რომ გულწრფელად დამწუხრდა.
- სიყვარული, სიყვარული, ჩემო ბატონო, აი, რამ გამაძლებინა ამდენ ხანს. სიყვარული იმ ღმერთისადმი, რასაც ხელოვნება ჰქვია. მხოლოდ ჩემმა საქმემ გამაძლებინა და მომიყვანა აქამ-დე. ტილოზე სულს ვტოვებ და მეც დარდისგან დაცლილს ცხოვრების გაგრძელება არ მიჭირს.
გამეღიმა.
- რატომ გაგეღიმათ? არა, მართლა...
- იცით, სულ მაინტერესებდა, თუ როგორ ახერხებდნენ ხელოვანები სულის ტილოზე და-ტოვებას. ცოტა არ იყოს, აი, რაღაცნაირად ჟღერს, აბსურდულადაც კი, ვიტყოდი.
- ოჰ, არა, არა, ჩემო ბატონო, ყველაფერი სრულებით სხვანაირადაა, თქვენნაირ პრაქტი-კოსს რომ არ გაუჭირდება გაგება, ისე.
- და მაინც?
- ჭეშმარიტი ხელოვანისათვის მხატვრობა - ეს ლოცვაა, სიმშვიდის წყარო, ხომ გესმით?
- სავსებით.
- ლოცვა გულში იბადება, საკმარისია, გონებაში სასურველი ფორმა მისცეთ და ის გრძნო-ბად გარდაიქმნება, აი, გრძნობა კი შეგიძლიათ, გამოხატოთ - ისევ დუმილი, ჩემი მგზავრი კი სულ უფრო და უფრო მომწონდა, რაღაცნაირად მიზიდავდა და აღფრთოვანებაში მოვყავდი. უფრო მეტად მინდოდა მასთან საუბარი... არა, სიჩუმე ძალიან უადგილოდ და ხანგრძლივად ისადგურებდა.
- ცხოვრებაზე თუ გაქვთ თქვენებური წარმოდგენა?
- რა თქმა უნდა.
- გამიმხელთ?
- კი, ბატონო. იცით, ჩემი შეხედულებით ცხოვრება ერთი დიდი ოცნებაა, ოცნება კი - ეს წმინდაა.
- ნუთუ?
- დიახ. ოცნებას უნდა მოუფრთხილდე, არსად არ დაგეკარგოს, არ წაბილწო და, რაც მთა-ვარია, არ უნდა ჩაკლა.
- ჩაკლა?
- დიახ, არ უნდა ჩაკლა იგი, არ უნდა შეინახო იგი გულის რაღაც მიუწვდომელ კუნჭულ-ში. კაცი ოცნების გარეშე ვერაგია ან ბრიყვი. მაგრამ კაცი, რომელიც სხვის ოცნებებსაც არ სცემს პატივს, ის უკვე ბოროტია და საშიში.
- და, დავუშვათ, ყველა ოცნება ავისრულეთ, მაშინ ხომ ჩვენც...
- არა, ჩემო ბატონო, საქმე ისაა, ამას როგორ იზამ და როგორ შეძლებ შეძენილი სარგებ-ლისაგან სიამოვნების მიღებას. მარტივად რომ შევხედოთ, ყველა სურვილი სარკესავითაა, რომელშიც ჩვენი პიროვნების გამოძახილიც ირეკლება. და თუკი დავუშვებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ადამიანმა თავის ოცნება აისრულა, მაშინ საკუთარი ანარეკლიც უხილავს ამ სარკეში. ხოლო სადაც საკუთარ თავს დაინახავს, იქვე იხილავს თავის სხვა ოცნებებსაც, თუ ჭეშმარიტად რა უნდა. მაგრამ ვაი, რომ სარკეში ყურებისას ხშირად ან, უფრო სწორედ, ყოველთვის, ჩვენს ყურადღებას არა ჩვენი ანარეკლი, არამედ გარშემო არსებული ლანდები იპყრობს. ჩვენს ცხოვრებისეულ მიზანსაც ეს წარმოადგენს, გამოვარჩიოთ ჩვენი თავი გარშემომყოფებისგან, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვიპოვოთ საკუთარი თავი, ხოლო მან, ვინც იპოვა საკუთარი თავი, გაბრიყვებისა და გავერაგების საფრთხე აღარ ემუქრება.
ჩემი აწ უკვე იდუმალი მგზავრის მჭევრმეტყველება და აზრთა წყობილება, იმასთან ერ-თად, რომ მაოცებდა, მზაფრავდა კიდეც.
- თქვენ თუ გაქვთ ოცნება?
- ის, რაც მე მეწადა, ის იყო, რომ ცხოვრება მხატვრობისათვის მიმეძღვნა, ახლა კი სხვისი წადილის ასრულებას ვცდილობ.
- მოიცა, ანუ?
- ანუ მე სხვისი ოცნებებისთვის მინდა ხორცის შესხმა, რადგან მას ეს უკვე აღარ შეუძლია - სახე მოეღუშა.
- ვწუხვარ, გარდაიცვალა?
- არა, არა, სავსებით საღსალამათია.
- ააა.
- დიახ, მე თუ ეს ნახატი დავხატე, ამით ყველაფერს წერტილი დაესმევა.
- ჰაჰ, რის დახატვას აპირებთ, მაინც არ მიმხელთ, ხო?
- მალე გაიგებთ - დავიბენი - ესაა ოცნება ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ადამიანისა. უკანასკნელი სურვილი, ასე ვთქვათ, ჩემი ჩრდილის ნათელი მხარისა.
უცნაური ინტერესი დამეუფლა, თითქოს განზრახ ამბობდა თითოეულ სიტყვას, თითოე-ულ წინადადებას და ეს საუბარი რაღაც სხვა რამისკენ მიჰყავდა, ვიდრე მხოლოდ აზრების გაც-ვლა იყო.
- უკანასკნელი?
- დიახ.
- აბა, საღსალამათიო?
- სრულებით.
ხასიათი იდეალური მქონდა, ისევ ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი, მომწონს უცნაური საუბრები, მაგრამ ყურებმა წუილი დაიწყეს. ცივმა ოფლმა დამასხა.
- ვერ მივხვდი,
- დიახ, თქვენ ვერა, ვერ გრძნობთ, მაგრამ თქვენი სული მიხვდა, მინდა, მისი უდიდებუ-ლესობა სიკვდილი დავხატო - სარკეში ვხედავდი, ჩემი მგზავრი თვალს არ მაცილებდა.
- იცით, გიჟი ხართ.
- არა, მე არაპრაქტიკული მეორე ნახევარი ვარ.
- ვისი?
- იცით.
უკვე შემეშინდა. მექანიკურად გაზზე დავაჭირე, სარკეში რაღაც ამოუცნობს ვუმზერდი. დიახ, მთელი არსებით. გზას საერთოდ აღარ ვუყურებდი, სრულებით მხატვარს შეეპყრო ჩემი მზერა.
- ვისზე მესაუბრებით? - უნებლიედ ვიღრიალე.
- მე მას ახლაც ვუცქერ.
ავარია.