გაპატიე
გაპატიე
გაპატიე! იცი ? - მე წიგნს დავწერ ჩემს ცხოვრებაზე. ჰო, დავწერ ყველაფერს და მჯერა, რომ ის არ იქნება ჩვეულებრივი. - მეც ხომ დამითმობ ადგილს შენი ცხოვრების წიგნში, თუნდაც ნახევარ გვერდს? -კი ალბათ, თუმცა არ ვიცი რამდენს.. - როგორი დასასრული ექნება? - მკითხე ყოვლისმცოდნე გამომეტყველებით... - ჩემი წიგნის მთავარი გმირი მოკვდება!.. - რატომ? - მიეცი ბედნიერი დასასრული. - საინტერესო წიგნში ისევე, როგორც ცხოვრებაში ყოველთვის კვდება 'მთავარი! - გითხარი და უცნაურმა ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა სხეულში -ჰო, მაშინ არცერთმა არ ვიცოდით, რომ ნახევარი გვერდის ნაცვლად მთელი წიგნი დაიწერებოდა ჩვენზე, უბრალოდ ორივემ ვიცოდით, რომ ის, არ იქნებოდა ჩვეულებრივი... ისრაელი - იერუსალიმიიერუსალიმის მზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ჰორიზონტს გადასცდება და ცეცხლის ალში გახვევსხოლმე ადამიანთა ცოდო-მადლს ცამდე აზიდულს. სასტუმროს მაღალი სართულიდან უცხო ფრინველივითშემკრთალი ქალი ფანჯრიდან გადაჰყურებდა ქალაქს. ერთ დროს ოცნება, ახლა უკვე მის თვალწინ წიგნივით გადაშლილიყო, რომლის ფინალის წინასწარ წაკითხვაც არ უნდოდა მას, რადგან, როცა დადგება დასასრული, თავისი მოლოდინით იყოს მოულოდნელი და ყველა მანამდე განცდილს გასცდეს განცდებით. ელენს წიგნის წაკითხვის უცნაური ჩვეულება ჰქონდა. გადაშლიდა თუ არა წიგნს, ეპილოგი უნდა წაეკითხა. ეს განსაზღვრავდა იყო თუ არა წიგნი მისი. ახლა კი რატომღაც, უპირატესი პროლოგი იყო, პროლოგი. რომლიდანაც გააცოცხლებდა თავის გმირს და მისგან შექმნიდა იდეალს. -იდუმალებით მოცული ქალი შორს მიჰყვებოდა ფიქრებს, გრძნობდა მოწყენასაც და ახლის დასაწყისსაც. თურმე, იერუსალიმის ცას მისი ოცნების ცისფერი ჰქონია. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა... -მე ვარ, შეიძლება შემოვიდე? - იკითხა მშვიდი ხმით მამაკაცმა. - რა თქმა უნდა შეიძლება, შემოდი,- თავაზიანად უპასუხა ქალმა და კარისაკენ წავიდა. - გამარჯობას არ გეტყვი, გულში ჩავიდე პირველად რომ არ მომესალმე, იხუმრა მიშელმა. როგორ ხარ, თავსროგორ გრძნობ? - იკითხა ცნობისმოყვარედ და მიუახლოვდა იმ ფანჯარას, საიდანაც ცოტა ხნის წინ ქალი გადაჰყურებდა ქალაქს. ელენი ახლა უკვე სავარძელში მოკალათებულიყო და შეფარვით ადევნებდა თვალს ახალგაცნობილს. მამაკაცი იდგა დინჯად ფანჯარასთან და უცნაურად, დარდშეფარული მზერით გაჰყურებდა სივრცეს. ერთი, რაც თვალსაჩინო იყო, იყო ის, რომ ტოლს არ უდებდა მისი თვალების ლაჟვარდი ცისას.რამდენი ხნით რჩები? - სიჩუმე მიშელმა დაარღვია. -არ ვიცი, მაგრამ, ალბათ ცოტა ხნით, მე უნივერსიტეტში ვსწავლობ, მე-4-ე კურსზე. ასე რომ, შევეცდები მალე დავბრუნდე და დავასრულო ჩემი სადიპლომო ნაშრომი, რომელსაც ახლა ვწერ სათაურით - "საერთაშორისო საზოგადოება და მსოფლიოს უფრო მეტი მშვიდობა", - ყველა შესაძლო კითხვას ერთდროულად უპასუხა ელენმა, რადგანაც, როგორც კი გაამხელდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ადამიანების არაერთგვარ რეაქციას იწვევდა მაშინვე. ზოგი მის სტუდენტობას არ იჯერებდა, ზოგი კი, - მის ასაკს. - გამონაკლისის სახით შეგეკითხები, - რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა დაბალი ხმით მიშელმა და პასუხს ინტერესით დაელოდა. - ოცდათხუთმეტის... -მე ოცდახუთის მეგონე. კარგი რადგან ისევ სწავლობ, იყავი თვრამეტის... და ორივემ გულიდან გაიცინეს.-კარგი, შენ ხომ ხარ თვრამეტის, ეს უკვე ბევრს ნიშნავს, - მოდი, მოდი ყავა დავლიოთ, თორემ განწყობის გამოკეთება გვჭირდება ორივეს ნამდვილად.-კარგი დავლევ შენი ხათრით...-არა, ჩემი ხათრით არაფერი გააკეთო, უბრალოდ შემიძლია გემრიელი ყავა მოგიმზადო...- გატყობ იუმორთან რიგდები, კარგი, დავლევ შენთან ერთად, - უთხრა მიშელმა და დასძინა, - სხვათაშორის, მეც მეოთხე კურსზე ვსწავლობ, ასე რომ, გამოვნახავთ ინტერესის საერთო სფეროს. მოდი ბარემ ერთმანეთის პროფესიებიც დავადგინოთ, - ხალისობდა მიშელი. - სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობებია ბოლო, - უთხრა ელენმა მრავლისმომცველად და დაელოდა რას იტყოდა მიშელი. - ბიზნესის მართვის ადმინისტრირებაა ჩემი პროფესია, - უთხრა მიშელმა და მალევე დახურა თემა, რადგანაც ქალზე მისი პირადი ცხოვრების დეტალები გაცილებით საინტერესო იყო მისთვის, ვიდრე პროფესიების გარკვევა> -იშვიათი დამთხვევითობა,... ელენმა ყავის ფინჯანი მიაწოდა, იქვე საფერფლეც მიართვა და კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტიც შესთავაზა. მიშელი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ყავის დალევა დაიწყო, ისე რომ, თვალი და ყურადღება არც ქუჩისთვის და არც ელენისთვის არ მოუკვლია. მის ხელებს, კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა თითებშუა მოქცეული სიგარეტის ღერი. მაღალ შუბლზე გადაწეული თმა უზადო იერს სძენდა მის მამაკაცურ გამოხედვას და საინტერესოდ იდუმალი ხდებოდა პირველივე შეხედვისას, როგორც კი, თავის ზღვისფერ თვალებში ჩაკარგულ ტალღების პეიზაჟი მოეფინებოდა ირგვლივ. მიშელმა ყავის ფინჯანი კუთხეში მიდგა, მერე სიგარეტი ნერვიულად ჩააქრო საფერფლეში და ფეხზე წამოდგა. ახლა კი გეტყვი იმას, რასაც ყველა მამაკაცი გეტყოდა... მხრები გაშალა, შუბლზე ჩამოყრილი თმა თავის მოძრაობით გადაიყარა უკან და თავდაჯერებული ტონალობით დაიწყო, - საოცრად ლამაზი მკერდი გაქვს, მე მინდა შენთან სექსი. მიშელი მიუახლოვდა ქალს, მხრებზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და ყელს ვნებააღძრული კოცნით აუყვა. - არა, წადი !.. მამაკაცის ხელებიდან მკლავები გაინთავისუფლა ელენმა და წამოდგა. მიშელს წინააღმდეგობა არც უცდია, უბრალოდ დაემორჩილა ქალის ნებას. -დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში ?- ჰკითხა ოდნავ მკაცრი ტონით მიშელმა ელენს, რაც მეტად მომნუსხველი აღმოჩნდა ქალისთვის...- და რა იქნება ხვალ?- კითხვა მიუბრუნა ელენმა თავის არც ისე კარგად გაცნობილ, მაგრამ ძალიან სასურველ მამაკაცს და პასუხს გამომწვევი მზერით დაელოდა.-მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ზეგ და არც მის მერე. არასოდეს ვდებ პირობებს. პირობები ვალდებულებებად იქცევიან ხოლმე. იქ, სადაც ჩნდება ვალდებულება - ქრება ყველაფერი დანარჩენი, მოდი იყოს ყველაფერი - ვალდებულებების გარდა და ის იქნება ნამდვილი.-წადი... გაუცნობიერებლად, თითქმის ხმამაღლა წარმოთქვა ქალმა და სიგარეტს მოუკიდა. ამით ფაქტობრივად ხელი შეუწყო საუბრის გაგრძელებას.- ვიცი, რასაც გრძნობ და ფიქრობ ახლა. შენ გონებაშიც კი არასოდეს დაუშვებდი ასაკით შენზე პატარა მამაკაცთან ურთიერთობას, მაგრამ შენ ის არ იცი, როგორ არაფერს ნიშნავს ურთიერთობაში წლები. თანაც, დავამატებ იმასაც, რომ ყოველთვის ასაკით ჩემზე უფროსი ქალები მხიბლავდნენ. და ასეც იყო კიდეც. თუ ვინმე მყოლია, - ყველა ჩემზე უფროსი..-წადი... არ თმობდა თავის პირვანდელ პოზიციას ელენი, თუმცა გრძნობდა, როგორ იცვლებოდაის.-ამჯერად ბოლოჯერ გეკითხები, - დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში?-დიახ...-ხვალ შეიძლება ინანო,- დარწმუნებით უთხრა მამაკაცმა და ნელი ნაბიჯით კარისკენ წავიდა.-არც მე ვდებ პირობებს დღეს, ხვალინდელ განცდებზე, ასე რომ, ხვალაზე ვისაუბროთ ხვალ.- ოდნავ დაბნეულად, მაგრამ მაინც მედიდურად უპასუხა ქალმა და სავარძლის სახოლოზე ჩამოჯდა. - ღამენებისა ელენ, - დაემშვიდობა მიშელი და ოთახიდან გავიდა... დიდხანს ვერ დაიძინმა ელენმა, მაგრამ ვერც რეალურად გაიაზრა ეს ყველაფერი. რაზეც არ უნდა მეფიქრა, ალბათ არასოდეს ვიფიქრებდი ისეთ ურთიერთობაზე, რომელსაც გაზრდა და განვითარება არ უწერია. არც ახლა ვფიქრობ, თუმცა ვგრძნობ, რომ რაღაც უხილავი მიზიდავს მისკენ. ურთიერთობის ხარისხი მის სიღრმეში იზომება, სიღრმეს კი, მხოლოდ და მხოლოდ დრო და მისი განვითარება ზომავს, რომელსაც წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავ ალბათ. არა, არა,- ვერ ვუძებნი ამ შესაძლო ურთიერთობას განვითარების ფუნდამენტს. სულ მახსოვდა მოძღვრება,- "არასოდეს თქვა არასოდეს". სწორედ ეს იქნება ჩემი ცხოვრების - "არასოდეს", - და აღარ გააგრძელა ფიქრი ელენმა. შეეცადა ჩასძინებოდა. მეორე დღეს ჩვეულებრივზე უფრო თბილად მიესალმა ელენი მიშელს. ეს ქალების ამოუხსნელი თავისებურებაა. ყველასგან სიამოვნებთ ყურადღება, თუმცა, მიშელი მისთვის უკვე "ყველა" აღარ იყო. მამაკაცს, რომელსაც შეუძლიან აკონტროლოს ვნებები, არ წავიდეს ქალის ნების წინააღმდეგ, მიუხედავად ძლიერი სურვილისა, ეს უკვე ფაქტობრივად განსაზღვრავს ქალის შემდგომ დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს მის ძლიერ სექსუალურ ლტოლვას მამაკაცის მიმართ. -კარგად, გმადლობ, შენ? - მეც, იცი? - არ ვნანობ არაფერს, სინანული ცუდი თვისებაა, განწყობას აფუჭებს, მაგრამ შეიძლება თავიდან დაფიქრება- უთხრა ცოტა დაბნეულმა ელენმა მამაკაცს მანამ, სანამ მიშელი ჰკითხავდა რამეს. - მაგალითად? -მაგალითად, ნამდვილი მამაკაცი და ნამდვილი ქალი ვერასოდეს იქნებიან ერთად, ორივე ამაყი და მედიდურია, ორივე საკუთარ პრინციპებს დაიცავს. პირველი არ სთავაზობს ორჯერ,- ხოლო ეს უკანასკნელი ვერ დაეთანხმება მეორედ... ასე რომ, გვრჩება ვისკი, სიგარეტი და...-აღარ დაასრულებინა სათქმელი მიშელმა. შენ უსათუოდ მოსმენა გჭირდება. გამომყევი ჩემთან. არაფერს გთავაზობ ორჯერ, ყოველთვის ყველაფერი ახლიდან იქნება. ხელი ჩაკიდა ქალს და თავის ოთახისკენ წაიყვანა. არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია გავუბრაზდე. თან ძალიან მამაკაცური და თან ისეთი ბუნებრივია, რომ ყველაფერი ვნებად მოდის მისგან. ყოველი მისი შეხება აფეთქებასავით იგრძნობა სხეულში, - გულში ფიქრობდა ელენი და არ უნდოდა ამის შემჩნევა, თუმცა შეუმჩნეველი არ დარჩენია მიშელს. ოთახში შესვლისთანავე მიშელმა ხელში აიყვანა ელენი და საწოლზე სათუთად გადაშალა წიგნივით. თხელი, თავისუფალი კაბა, რომელიც ვერ მალავდა ქალის მკერდის სიმრგვალეს, ერთი ხელის აწევით გახადა და ერთიანად მუჭში მოიქცია ქალის ქათქათა ძუძუები. ხან კერტებს ულოკავდა და ხან ტუჩებს ეწაფებოდა მიშელი. ქალი ვნებისგან იწურებოდა. მიშელი დაეუფლა ქალის მხურვალე სხეულს და კიდევ უფრო აანთო ის. მამაკაცი ბობოქარი ტალღებივით ირწეოდა ქალის სხეულზე და ვნებისა და ნეტარების ჟრუანტელით ავსებდა მას. ქალმა ხმამაღლა დაიგმინა და მიყუჩდა. ერთხანს ჩუმად, უსიტყვოდ იწვნენ. ძლიერი ორგაზმით ღონემიხდილები. მხოლოდ დროდა დრო დაცურავდა მიშელის თითები ქალის თმაში და სიტყვებს ჩურჩულით ამბობდა, - ძალიან მაგარი ქალი ხარ ელენ, დღეს უხილავი ძალით შევიგრძენი ქალი. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში ასეთ საქციელს არავის აპატიებდი,- ვიცი, ახლა ამაზე ფიქრობ, მაგრამ შენ ხომ ის ქალი არ ხარ, ვინმემ გაიძულოს რამე, ვგრძნობ, რომ ძალიან ჩემი ხარ. სავსე და საოცარი ქალი ხარ ელენ. ახლა დარწმუნებით გეტყვი, რომ მე მინდა შენთან ურთიერთობა. - უთხრა მიშელმა და სიგარეტი მიაწოდა ელენს. არ ვიცი, მიშელ არ ვიცი, არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, ერთის გარდა, - მინდა შენთან ყოფნა. თუმცა ვერ ვფიქრობ "ხვალაზე". - აიღე ცხოვრებისგან ის, რაც გეძლევა დღეს. "ხვალა" თვითონ იტყვის თავის სიტყვას. ახლა ნამდვილად იყო უჩვეულოდ მშვიდი დილა, სამუშაო ორივეს ელოდებოდა, თუმცა, არცერთს აღარ ახსოვდა ის. დილით ებრაულად ესალმებოდნენ ნაცნობების უმრავლესობას, მხოლოდ რამოდენიმეჯერ თუ მოიკითხავდნენ ერთმანეთს დღის განმავლობაში და ელოდებოდნენ სამუშაო საათების დასრულებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევდათ და მეორე, და მნიშვნელოვანი, - ერთად იქნებოდნენ. უცხო ქვეყანაში, მაშინ როცა, საკუთარი მეტად თბილი და აუცილებელი ხდება შენთვის, როცა უცხო გარემო ყოველდღიური გაძლებისა თუ გამძლეობის ნებისყოფას მოითხოვს, იმდენად დიდია და არსებითად მნიშვნელოვანი, როცა ვინმე შენზე ზრუნავს, როდესაც არსებობს ადამიანი, ვისაც ადარდებს თუ, როგორ ხარ, ხომ არ გტკივა და ასე შემდეგ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში იმაზე კი არ ფიქრობს ქვეცნობიერი, რა იქნება ხვალ, არამედ იმაზე, თუ, როგორ ხარ დღეს. ჰო, როგორ ხარ დღეს... მთავარი საზრუნავი უცხოობაში, მაშინ, როცა გადარჩენის შიში ბნელი ღამესავით გეპარება სულში. მერე, თუ გასაქანიც მიეცა, მეტასტაზებივით მოედება ხოლმე მის კედლებს და მიუხედავად ძლიერი მცდელობისა, რომ დაამარცხო, უმალვე დაასნეულებს, ისედაც ნაგვემ სულსდა თუ იფიქრებ, თავს ვეღარ დავაღწევო ამ სენს, მაშინვე ნებდები უნებლიედ და საკუთარი ნებით აძლევ სასოწარკვეთილებას მთელს შენს არსებას. როცა, გაღვიძებისთანავე უცხო სიტყვებს ისმენ, ვერ აცნობიერებ სად ხარ, ვინ ხარ, ან აქ რატომ ხარ. "დილამშვიდობის", - ვალივით აბრუნებ უკან და ვერც კი იაზრებ სინამდვილეში, სად არის ან "დილა" და ან "მშვიდობა". მთელი შენი არსებით ინსტინქტებს ეყრდნობი და ცდილობ ეს ყველაფერი თავაზიანი ღიმილივით სასიამოვნოდ წარმოაჩინო. მაგრამ უნდა იბრძოლო, როგორც დანარჩენი ყველა. ზოგჯერ იფიქრებ კიდეც, - მოდი არ მივესალმები ადამიანებს, რომ არ წავართვა მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ერთი წუთი. არ წავართვა, რადგან ხედავ თუ, როგორი თავგანწირვით იბრძვიან ადამიანები "არსებობისთვის ომი" რომ ჰქვია. უნდა იბრძოლო ელენ, უნდა გადარჩე... ბრძოლას ყოველთვის აქვს ორი მხარე. პირველი, - თუ გაიმარჯვებ და აღზევდები, ესე იგი, მიზანი მიღწეულია, ან, თუ დამარცხდები და გადარჩები, მაინც გამარჯვებული ხარ, იმიტომ რომ, გადარჩი და გაქვს შესაძლებლობა ბრძოლა კიდევ ერთხელ დაიწყო თავიდან. და მეორე,- სიკვდილი ტანჯვის დასასრული და უფალთან გადასახლება. მაგრამ, ხომ არსებობენ ისეთებიც, ვინც უბრძოლველად დაიდგა თავზე გამარჯვების შარავანდედი?- კი, რა თქმა უნდა არსებობენ, მაგრამ ვისაც დაუმსახურებლად მიეცა, წაერთმევა, - ეს უფლის სამართალია. ასე რომ, მთავარი არსი "დამსახურება"-ში მდგომარეობს. - არ აყოვნებდა საკუთარ თავთან პასუხებს ელენი. რამდენჯერ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თავიდან ელენ, რამდენჯერ?- ედავებოდა საკუთარი სულის ამოძახილს ქალი და, როგორც ბრძოლაში დაღლილი მხედარი, ძალას კარგავდა.- არაერთხელ ელენ! არაერთხელ შეიძლება დაიწყო ცხოვრება თავიდან, სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საჭიროება დადგება. იბრძოლე და გადარჩები! რა იქნებოდა ცხოვრება ბრძოლის გარეშე. ან ვინ იქნებოდი მაშინ? - უნარმიხდილი უმწეო ორგანიზმი, ვისთვისაც სიცოცხლე მხოლოდ შეგრძნებაა და არა აღტკინება. ასე სულსაც უსპობ დედამიწაზე სიცოცხლის უნარს, რადგან არაფრის მაქნისი ხარ სულს აკიდებული უსიცოცხლო სხეული, რომელიც სიკვდილის გარეშე მოკვდა და სულის ჯვარცმის ხარჯზე ცხოვრობს. არა, არა, არაფრად ღირს ასეთი ყოფა. უფრო მეტიც, ამაზრზენიც კია. ამიტომ ბრძოლა, მხოლოდ ბრძოლაა ინტელექტუალური მანევრი საინტერესოდ ცხოვრებისთვის - უპასუხა ელენმა საკუთარ ექოს და უცნაური ენერგიითაივსო, არსებობს უცვლელი დებულება, - თუ, ადამიანი ხარ შიგნით, ადამიანი ხარ გარეთაც. უცხოობაშიც შეიძლება მოიპოვო ადამიანების სითბო და სიყვარული, და ეს დასაფასებელია ფრიად. თუმცა, ამ მდგომარეობამდე მისვლას დიდი ძალისხმევა ჭირდება. ერთგულება, წესიერება და, - ნდობა შენია. ჰო კიდევ, ამისათვის სამართლიანიც უნდა იყო. უნდა განსაჯო მოვლენები ნდობის კონვენციიდან. თუ ნდობა მოიპოვე, ესე იგი, დაიმსახურე და თუ, ნდობა დაიმსახურე ესე იგი, ადამიანი ხარ. მაგრამ მაინც, სულ ეჭვქვეშ აყენებ შენს არსებობას. ვერც ეჭვის გარეშე ვერ იცხოვრებ, რადგან ის განმსაზღვრელია შენი თვითმყოფადობის. ეჭვებით ბევრი რამის სწორად შეცნობაა შესაძლებელი. თუმცა, ეჭვის თვალით უყურებდე ყველაფერს, ართულებს შეგუების სიმარტივეს. უცხო ქვეყანაში სულ გგონია, რომ სხვისი ცა თენდება შენთვის და ამისთვის სულ ვალში ხარ სხვასთან. მუდამ გგონია, რომ მზე, რომელიც ჩაგეხუტა რომ გადაგარჩინოს, სხვისია და ამისთვის დაისჯები. არა და ვის შეუძლია მზის გაყოფა ერთი ცისქვეშ? ეს არ გვესმის ადამიანებს, ამიტომ არის შენ - ჩემობა. მაგრამ, მეც ხომ ასე ვარ, საკუთარი მზისა და მიწის მიმართ? ამიტომ ვეძახი ყველაფერს ან უცხოს, - ანდა ჩემსას. აქ, უცხოობაში ვინც არ უნდა გახდე, და რაც არ უნდა მოიხვეჭო, სულს მაინც "რაღაც" გიფორიაქებს. მაინც სულ დანაკლისის შეგრძნება გაქვს და მუდმივად დაეძებ იმ "რაღაც"-ას, რაც სულს შეგივსებს. გგონია სამსახურის ან ადგილსამყოფელის შეცვლით იპოვი იმას, რასაც ეძებ, მაგრამ ამაოდ. შენ შენი სახლის კედლების სუნი გამოგყოლია შორეული წარსულიდან და სწორედ ის შეგრძნება გიკარგავს მოსვენებას. შენ წახვედი, მაგრამ ვერ წაიღე თან შენი სამშობლო. წახვედი, მაგრამ ვერ მოერიე იმას, რაც დაგრჩა ზურგს უკან. წახვედი და გგონია, რომ სხვისი მზე და მიწა დაიჩემე და მხოლოდ ამიტომ ხარ დამნაშავე, თორემ კეთილია შენი ზრახვები. იმაზე კეთილი და საიმედო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველა იმისთვის იბრძვის, რაც არა აქვსო. ჰოდა, მუდმივად იბრძვი იმისთვის, რაც არა გაქვს და ასე, უნებლიედ აღმოჩენილი ბრძოლის პოლიგონზე, სწავლობ ყველაფრის დაფასებას, სწავლობ სიყვარულს, მათ შორის სიყვარულის სიყვარულსაც კი. ნეტა მიშელი მოვიდეს, თორემ გადავყევი ცხრამთას იქით ჩემს ამბოხებულ ფიქრებს, რას ვერჩი საკუთარ თავს, რას? - გაიფიქრა ელენმა და კარზე კაკუნიც გაისმა. ელენმა კარი გააღო თუ არა, მიშელს უთხრა, - იცი? მე გელოდებოდი. -როგორ ხარ?- მე ჩემთან გელოდებოდი ელენ, - უთხრა მიშელმა და ოთახს თვალი მოავლო. -ეს ესაა მოვხსენი ჩემს თავს ყულფი. - ღიმილით მიუგო ელენმა. -ანუ გიხსენი საკუთარი თავისგან?.. -ჰო, ასეა. არ დავიტოვები საკუთარი თავის ამარად, - ღიმილით უპასუხა ელენმა. სიმშვიდე ვიგრძენი შემოსვლისთანავე, მაგრამ ჩემთან ჯობია. შენთვის ფილმი მოვამზადე, ოთახიც საკმაოდ მყუდროა. აბა, რას იტყვი? - გამომცდელად გახედა მიშელმა, მერე ხელი ჩაკიდა და თავისთან წაიყვანა. ისტორიული ჟანრის ფილმი, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ელენისთვის. ორივე გულიანად უყურებდა ფილმს. დასასრულს ფილმის მოცემულობიდან გამომდინარე ჰკითხა ელენმა მიშელს. - მიშელ, რა არის შენთვის იერუსალიმი? -ცხოვრების შესაცნობად მოცემული შესაძლებლობა, ვისწავლო დაფასება იმის, რასაც იერუსალიმამდე ვერ ვაფასებდი, - უპასუხა მიშელმა და თითქოს სუნთქვას გული ამოაყოლაო. -და ცხოვრება? ცხოვრება რა არის შენთვის მიშელ? - ხმაში ელენის გულწრფელობა იგრძნობოდა. - ღირსება ელენ. ცხოვრება ღირსებაა და ღირსება - ადამიანი მთლიანად. ბოლოს გაირკვევა ცხოვრებაში ადამიანი იყავი, თუ არა. - უპასუხა მიშელმა და ჩვეული სიდინჯით სიგარეტს მოუკიდა. - ბოლოს, მაშინ როცა, ვეღარაფერს შეცვლი, მაშინ დგება შედეგი. ესეც ცხოვრების ერთგვარი ხიბლია. იცხოვრე ისე, როგორც გსურდეს, მაგრამ შეგაფასებს ისე, როგორც თავად სურს ცხოვრებას.- დანანებით თქვა ელენმა. თითქოს არასასურველი შეფასების ფურცელი იდო ცხოვრებისგან მის წინაამღდეგ. - შენ ახლა ფილოსოფოსობ. აიღე მარტივად {TAKE IT EASY} - ინგლისურად უთხრა მიშელმა და სიგარეტი გაუწოდა ელენს. სანთებელაც შეაშველა და ამით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცხოვრების სიმარტივეს. უფრო სწორედ, რთული ცხოვრებიდან მარტივად აღებულ სირთულეებს. მიშელი და ელენი მალე საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ყოველ დღე საუბრობდნენ ძალიან ბევრს. თითქმის ყველა თემაზე,- შემოქმედებაზე, სპორტზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, დიპლომატიაზე, ცხოვრებისეულ სიხარულსა თუ ტკივილზე და ამით ივსებდნენ სიშორეს მშობიური გარემოსგან. საათობით შეეძლო ესაუბრა ელენს უახლეს ისტორიასა და ლიტერატურაზე. ძალიან უყვარდა მიშელის მოსმენა. მიშელის აზრები და იდეები ყოველთვის სიახლეების აღმოჩენას უკავშირდებოდა. მისი მათემატიკური უნარები ხაზს უსვამდა მის ნოვატორიზმს. ასე საუბრებში მოივლიდნენ ხოლმე მსოფლიოს. მერე, მიშელი ეტყოდა,- როგორც ყოველთვის, შენთან დროს ვერ ვგრძნობ. სადაცაა გათენდება. დავიძინოთ ცოტა, თორემ დილით შენი გასაღვიძებელი ვიქნები. -ჰო, თითქმის გათენდა, დაისვენე მიშელ, - მზრუნველობით ეყოდა ხოლმე ელენი და ტკბილ ძილს უსურვებდა. . . . -მომიყევი ცოტა რამ შენზე,- უთხრა მიშელმა ერთ საღამოს, როდესაც სამუშაოდან დაბრუნდნენ. თან ორი ღერი სიგარეტი მოიმარჯვა, პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ელენს მიაწოდა და მოუკიდა. -კარგი მოგიყვები, არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ შენ გეტყვი ჩემზე გულწრფელად ყველაფერს. ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი, იმაზე ფიქრს და გარჯას, თუ როგორ, შემექმნა უკეთესი ხვალინდელი დღე. ჩემი ცხოვრების წესი და წყობა უმთავრესად ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარებოდა. ბავშვობიდანვე გადაწყვეტილებებს რაციონალურად ვიღებდი. ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი, რამაც ძალიან მატკინა, ეს იყო, ჩემი ცხოვრების უჩემო გადაწყვეტა,- ჩემი ქორწინება ადრეულ ასაკში. ეს ძალიან დიდი სინანული და იმედგაცრუება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ მას მერე, თავად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და მერე, აღარასოდეს ვნანობდი მათზე. განა იმიტომ რომ, აღარაფერი მეშლებოდა, არამედ, იმიტომ რომ, საკუთარი ნებით დაშვებული შეცდომები ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ჩემთვის, რომლებიც კი არ მტკენდნენ, არამედ მკაცრი მასწავლებელივით მსჯიდნენ და მასწავლიდნენ რომ, ერთიდაიგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა დამეშვა, ის კი არადა, დღითი დღე იზრდებოდა მათი როლი ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ავდექი და წამოვედი. წამოვედი, მაგრამ არ მინანია, არცერთხელ არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა არაერთხელ ვინანე ვალდებულებებით ცხოვრება. იძულებითი სიყვარული არ არსებობს მიშელ, და სადაც სიყვარული არარსებობს, იქ წლები ვერაფერს აშენებენ. პირიქით, წლები მეტად აჩენენ ნაპრალს, რომელიც დღითი დღე უფრო ღრმავდება შენსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც სულ რაღაც, ერთი მტკაველის გაწვდენაზე წევს შენს გვერდით. წლები ანგრევს და ანადგურებს იმას, რაც წარმოსახვითია. იძულებით არ იბადება ურთიერთობა, მეგობრობა და საბოლოოდ მძიმდება შენი ვალდებულებების ტვირთი. მძიმდება იმდენად, რომ იხსნი უღელს და გამოდიხარ მისგან. იცი, რომ არც წასვლა არ არის ადვილი, მაგრამ მიდიხარ ჰაერივით მსუბუქი და გგონია რომ, არც არასოდეს ყოფილა ის, ვისთანაც წლები იცხოვრე. სიყვარული ორი ადამიანის სულიდან გამოსულმა ძაფებმა უნდა მოქსოვოს მიშელ. ისე უნდა ჩააგვირისტონ ერთმანეთი, რომ ვერასოდეს, ვერცერთმა ცხოვრებისეულმა კვანძმა ვერ ახლართოს მათი შემოქმედება. ჰო, შემოქმედება... სწორედაც, რომ შემოქმედებაა უპირველესად ურთიერთობა, რომელსაც მყარად დიდსულოვანი და შორსმჭვრეტელი ადამიანები აშენებენ მხოლოდ. ურთიერთობა მეგობრობაა, მეგობრობა - სიყვარული, სიყვარული - ნდობით, დათმობით, პატივისცემითა და ერთგულებით მიღწეული საუნჯე. მე ვიბრძვოდი, ან საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ მქონოდა ეს საუნჯე, თუმცა არ მყვარებია. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ბრძოლით სიყვარული არ მოდის, მაგრამ სიყვარულიდან იწყება ნამდვილი ბრძოლა და ის არის აზრი ყველაფრის. - გულიდან უყვებოდა ელენი და მიშელიც მთელი გულით უსმენდა ქალს. -როგორ შეიძლება არ მესმოდეს ეს ყველაფერი, უბრალოდ არ შემიძლია იმის გაგება, რომ საერთოდ, ვინმეს შეეძლო შენი დათმობა,- თანაგრძნობით უთხრა მიშელმა და მოერიდა კიდევ რაიმეს თქმას, თავი ჩაღუნა და სიგარეტს მოუკიდა. -ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება მიშელ. სულგრძელი ადამიანები მუდამ სულის ასავსებად იბრძვიან, რადგანაც უკიდეგანოა ის და რთულია მათი სიღრმეებთან წვდომა,- თქვა ელენმა და სურდა საუბარი სხვა, უფრო მხიარულ თემებზე გადაეტანა. -და რას აკეთებებ სამაგისოდ?- გულში ჩასწვდა მიშელს ელენის მოწყენილი ხმა და დააფიქრა თუ, რაოდენ მარტოსული შეიძება იყოს ქალი, თუ, მას არ ეყოლება მეგობარი გვერდით, რომელიც არ მისცემს მოწყენის უფლებას. - არ ვიცი, ვაკეთებ თუ არა საამისოდ საერთოდ რამეს, მაგრამ მინდა გავახასხასო ჩემი სულის მიმქრალი ფერები. - მთავარი ხომ სურვილია ელენ, სურვილიდან მოქმედება იბადება და მოქმედებიდან რეალობა,- უთხრა მიშელმა და გეგმაზე გადავიდა. ხვალ მოვრჩებით თუ არა მუშაობას, კალათბურთის სათამაშოდ მივდივათ. - სად არის აქ კითხვის ნიშანი? - და გაუგებარიც არაფერი ! ხვალ კალათბურთის სათამაშოდ მივდივართ. - დაუმარცვლა სიტყვები მიშელმა და კიდევ, შენ ხარ ძალიან ლამაზი ქალი სულით და სხეულით. მათგან პირველი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ყოველ დილით, ათი წუთი დადგები სარკის წინ და საკუთარ თავს ეტყვი, რომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ. ეს დავალებაა, რომელსაც შეასრულებ. ასე ღიმილსაც ისწავლი და საკუთარ თავსაც,- უთხრა მიშელმა ისე, რომ უარის თქმის შანსი თითქმის არ დაუტოვებია ქალისთვის.. -ჰო, მაგრამ მეგონა მკითხავდი, რადგან გადაწყვეტილებებს ჩემს მაგივრად შენ იღებ, მე უბრალოდ დაგემორჩილები. და მაინც,- მადლობელი ვარ მიშელ, - თავმდაბლურად უპასუხა ელენმა. -არ ინანებ, აი ნახავ.. -ვიცი, არ ვინანებ, მაგრამ განანებ... მოგებული დაიძინებს ტკბილად, წაგებული კი მთელი ღამით იფხიზლებს მოგებულის სასარგებლოდ და საბანს გაუსწორებს ჩემპიონს. - მაშინ მზად იყავი ღამის გასათევად. ჩვენს შორის წაგებული მხოლოდ შენ იქნები, - და ოქროს თასის მფლობელივით გაიცინა მიშელმა. -ნუ ხარ დარწმუნებული, რომ მერე, მე არ ვიცინო, - ასევე დარწმუნებით უპასუხა ელენმა. -ოღონდ შენ გნახო გაცინებული და მე არაფერი მინდა. ისე თბილად უთხრა მიშელმა, იფიქრებდით, რომ ელენისთვის ყველა დაკარგული სიხარულის დაბრუნებას აპირებსო.... -ჰო, ასეა, იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. იმედია ჩემი დროც მოვა. ოდესმე. ანუ, გვიან ვიცინებ, მაგრამ გულიდან. -იცინებ ელენ, შენ აუცილებლად იცინებ, მთავარია შენც გინდოდეს ეს,- უთხრა მიშელმა და ხელი ძლიერად ჩაკიდა. . . . ელენ გავდივართ, - მიშელი უკვე ბურთით ხელში ელოდებოდა კართან. ელენი საგულდაგულოდ გამოეწყო კალათბურთის სათამაშოდ, ფორმა ჩაიცვა და გამარჯვებაში დარწმუნებული სიხარულით გაჰყვა მიშელს. ვიდრე კალათბურთის მოედანთან მივიდოდნენ ნახევარი იერუსალიმის ქუჩები გაიარეს ფეხით, ისე რომ, მანძილი ვერც კი იგრძენეს. მოგება უდავოდ ჩემი იყო, ასე რომ, ღამე შენ უნდა გაგეთენებინა ჩემზე ზრუნვაში, მაგრამ ბურთი, რომელიც შენ ისროლე კალათს ასცდა და შორს გაფრინდა. ბურთის მოსატანად წასულმა კი ფეხი იტკინე, რომ ჩემი გამარჯვება არ გეღიარებინა. ეს ყველაფერი განზრახ ჩაიდინე. მე კი ისე მეტკინა შენი ფეხი, რომ ოღონდ ჩაგძინებოდა, ოღონდ ტკივილს არ შეეწუხებინე და სამ ღამეს გაგითევდი გადაბმულად,- საყვედურობდა მეორე დილით ელენი. თან უვლიდა საწოლზე ფეხგაჭიმულ მიშელს და თან ენანებოდა მისმა თავგანწირულმა მოგებამ უამბოდ რომ ჩაიარა. ვალად გადებ ამ ღამეს,- ასე რომ ერთი რამე გმართებს ჩემი... -შენ რომ არ შემხვედროდი,- სიმღერით გამოხატა მადლიერება მიშელმა. -ფეხი არ გეტკინებოდა, - წაიღიღინა ელენმაც. შეგხვდებოდა ვინმე სხვა და კალათბურთის ნაცვლად სხვა გასართობებს აირჩევდა. როგორი მდიდარია სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რამდენი ისეთი ჟრუანტელი მოაქვს, რომელსაც სხვა ვერაფერი მოგცემს. -აი რატომ მიყვარს ჭკვიან ქალთან ურთიერთობა,- ჩვენ შეგვიძლია სიმღერაც ჩავწეროთ. - ჯერ ლექსი მაქვს დასაწერი, მეტ შეკვეთას ვერ მივიღებ, ჯერჯერობით, ვოტ ტაკ. - უთხრა ელენმა და მგზნებარე კოცნით აუყვა მიშელს ყელს. . . . ელენ, ელეენ... იდეა მაქვს, მოდი ზღვაზე წავიდეთ, მაგრამ ერთი პირობით. - ჩვენ ხომ უპირობოდ ვთამაშობთ მიშელ? - ღიმილით უპასუხა ელენმა, მაგრამ იგრძენო, როგორ ეტკინა საკუთარი სინამდვილე, ზოგჯერ გვიჯობს ადამიანებს თვალახვეულები გავყვეთ ჩვენი ცხოვრების მატარებელს, ისე რომ, სულაც არ გვადარდებდეს რელსებიდან ხანმოკლე გადასვლები... კარგი წავიდეთ, სევდა აღარ შეიმჩნია ელენმა და მიშელს მიმართა,- მზად ვარ გავეცნო პირობებს. მოკლედ, პირობა ასეთია,- ვინც ლამაზად გაცურავს გამარჯვებულიც ის არის, ჰოდა ვინც ვერ გაცურავს ლამაზად {იცოდა, არც ისე კარგად ცურავდა ელენი} გამარჯვებულის სასარგებლოდ იწინასწარმეტყველებს, გამოიცნობს და უგულშემატკივრებს ვინ და რამდენ გოლს გაიტანს რეალი- ჩელსის თამაშში ამაღამ, ამასთან ერთად დაწერს ბილეთს და მოამზადებს ყველა აუცილებელ პირობას მატჩის საყურებლად. ანუ სიგარეტი, ვისკი და ჩახუტება. აბა, როგორია? -გენიალური!.. თუკი, ვერ გავცურე ლამაზად, ჩამეხუტე და მასწავლე მერე, ეს კიდევ არაფერი, მარსელო რომ ჩააწოდებს ბურთს რონალდუს და ისიც გაიტანს საუკუნის გოლს, მე რატომ უნდა ჩაგეხუტო? მარსელო ჩაგეხუტოს,- და თუ, ყველა შემთხვევაში მე უნდა ჩაგეხუტო, რაღად მინდა ამდენი ბრძოლა და ჭიდილი?- მოვალ და ჩაგეხუტები. - ჩამოუყალიბა ელენმა. - მიზანი, მიზანი უნდა ამოძრავებდეს ადამიანს და არა ინსტინქტები, როცა შენს გვერდით აღარ ვიქნები, შენი ბრძოლის მიზანი იქნება ჩემი ჩახუტება - ამას გასწავლი, - არანაკლები აღმზრდელობითი ზრუნვით დაუბრუნა პასუხი მიშელმა. -კი, მაგრამ ჩახუტება ხომ მე გასწავლე? -შენ ჩახუტება მასწავლე, მე კი გასწავლი, როგორ მოიპოვო ის. -მე ხომ უკვე მოვიპოვე ის? - არ თმობდა ქალი. -არა, შენ ის უბრალოდ მოგეცა, როცა ძალიან მოგენატრება და შენი ბრძოლის მიზანი ჩემი ჩახუტება გახდება აი მაშინ, მაშინ მოიპოვებ მას... -ანუ ადამიანი მუდმივად უნდა იბრძოდეს, არადა, მე არასოდეს ვიბრძოდი ბედნიერების მოსაპოვებლად. ის, რაც თავისთავად მოდის სუფთა, უანგარო და ძვირფასია ჩემთვის. -შენარჩუნებას მეტი ბრძოლა და მოფრთხილება ჭირდება, ვიდრე მოპოვებას. ეს სულ გახსოვდეს ელენ. - უთხრა მიშელმა და სიგარეტს მოუკიდა. -კარგი, თანახმა ვარ , წავიდეთ ზღვაზე, ამჯერად წინასწარ დამარცხებული ვიქნები, მაგრამ ბრძოლის ტაქტიკას ვისწავლი. დამარცხებაში ახალი, ზუსტი სტრატეგია ვლინდება ხოლმე. წამოვალ ხმელთა შუა თუ, შუა ხმელეთის ზღვაზე. წამოვალ, როგორც ბრძოლის პოლიგონზე. მოდი რაა, მოდი ჩაგეხუტო და ნახავ, რომ ზოგჯერ, უბრძოლველადაც გვეძლევა ადამიანებს ღვთიური რამეები და ელენი ძლიერად მიეკრა მკერდში მიშელს. - ბრძოლის სასწავლი კი არა და, ტკივილის მოთმენის სასწავლი ნამდვილად იყო ეს ჩახუტება,- ფილოსოფოსობა არ დააყოვნა ელენმა. -მიყვარს დასკვნების შენეული ფილოსოფია, - შეაქო მიშელმა ელენი, რომელიც ზურგიდან ყავდა ჩახუტებული. შენი გულის ძგერა ჩემი გულისას უტოლდება და თითქოს ერთდროულად გამოსცემენ ბორგვის ხმებს. როგორ შეგიძლია კაცს გრძნობდე ჩახუტებული ქალის გულის ძგერას შენივე მკერდით და არ ცდილობდე მთები გადადგა მისთვის. . . , მიშელ ყავას დავლევ, მაგრამ არა ბარში. იქვე, პლაჟზე ბარში მუსიკა უკრავდა. ელენი საოცარ განწყობაზე იყო. არ მინდა ბარში,- ელენმა ქოშები გაიხადა და ფეხშიშველი წავიდა ქვიშაში. -ორი ყავა,- დაუძახა მიშელმა ბარმენს. ყავა აიღო, იქვე სილაში ბავშვებივით ჩასხდნენ და გემრიელად შეექცნენ. -ელენ უჩვეულოდ ლამაზი მანერა გაქვს სიგარეტის მოწევის და საერთოდაც, ასეთი თითები ფორტეპიანოზე უნდა თამაშობდნენ მხოლოდ. ჯერ ქალის ხელებს დაჰყურებდა მიშელი, მერე ცას ახედა და რაღაცას შიგნიდან განიცდიდა. -მიშელ სად ხარ, ცაში? დღეს საღამოს ფორტეპიანოს დავუკრავ შენთვის. -რა? მართლა? - გაოებისგან ფეხზე წამოიჭრა მიშელი. ეს უკვე ყოველგვარ მოლოდინს სილდება. -კი, ფორტეპიანოზე ბავშვობაში ვუკრავდი. შვიდწლედი დავამთავრე სამუსიკო სკოლის. წლებია არცკი შევხებივარ ინსტრუმენტს, მაგრამ შენთვის შევძლებ ... - ლექსს დამიწერ, წიგნს დაწერ და მე ვიქნები შენი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდში, ახლა უკვე ფორტეპიანოზე დაუკრავ ჩემთვის, გარდა ამისა ზუსტად იცი როდის, როგორ მესაუბრო, რომ ჩემი სული აავსო განცდებით. არც მე ვარ სიხარულით სავსე ელენ. ცხოვრება არავისთვის არ არის მხოლოდ ლხინი. ამიტომ, როცა ჩემი სული იღრუბლება შენთან მოვდივარ, ზუსტად ვიცი, მომხედავ ისე, რომ ის გამზიანდეს, - როგორი ქალი შეიძლება ინატროს კაცმა შენზე უკეთესი?- მადლობა ელენ, მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა იერუსალიმს, მან შენი თავი მაჩუქა. -შეჯიბრის დროა მიშელ,- ელენმა ხელი ჩაკიდა მიშელს და აზვირთებულ ტალღებში გაუჩინარდნენ. გთხოვ დავბრუნდეთ, ემუდარებოდა ელენი. ისინი ნაპირიდან ალბათ, აღარც ჩანდნენ. მეშინია მიშელ, დავბრუნდეთ... და წყალმა ერთიანად დაიტანა ელენი. მიშელი მიხვდა, რომ ელენს წყალი აშკარად ჯაბნიდა და სასწრაფოდ ნაპირისკენ გამოცურა, თან ხელჩაკიდებული მოყავდა ელენი. ჩემი გმირი ხარ მიშელ, ან იქნებ სამაგიეროს გადახდა გინდოდა ჩემთვის?- სამშვიდობოზე გამოსული ელენი აღარ ჩიოდა წაგებას. -გაპატიე ყველა წყენინება და გადაგარჩინე მაინც, - გამხიარულდა მიშელიც მას შემდეგ, რაც შეჯიბრში გამარჯვებული გამოვლინდა, ელენი კვლავ ქვიშას დაუბრუნდა რუჯისთვის და სიამოვნებით გაჰყურებდა სანაპიროზე ბავშვურად აცელქებულ მიშელს, რომელიც იქვე, ბურთით მოთამაშე ახალგაზრდებს შეუერთდა. ხანაც, შევიდოდა ტალღებში და დაიმალებოდა მათ ღელვაში. სასიამოვნო საყურებელი იყო ელენისთვის მიშელის ასეთი ლამაზი მანევრები. ნეტავ სულ ასეთი მხიარული იყოს - ფიქრობდა ქალი. ამ ფიქრებიდან ერთმა უკრაინელმა გოგომ გამოარკვია ელენი, რომელიც იქვე, ახლოს იწვა ქვიშაზე და ირუჯებოდა. - გამარჯობა, შეიძლება ერთი ღერი სიგარეტი გთხოვოთ?- რუსულად მიმართა მან ელენს. -ინებეთ, გაუწოდა ელენმა სიგარეტი და სანთებელაც შესთავაზა. უკრაინელი იქვე ჩამოჯდა და საუბარი გაუბა ელენს. ვინ არის ის ბიჭი შენი? - ის ჩემი მეგობარია,- სიამაყით უპასუხა ელენმა. უკრაინელი მიზანმიმართულად მივიდა ელენთან, რადგან ის უყურებდა მათ ასეთ თბილ და საინტერესო დამოკიდებულებას მთელი ამ ხნის განმავლობაში. მოიხიბლა მიშელით და ინფორმაციისთვის მიადგა ელენს. -აა მეგობარი? თქვენ ერთად ცხოვრობთ? - ცდილობდა დეტალებში გარკვევას უკრაინელი, თუმცა ელენი მას თავსაც არ უტოლებდა, რადგან პირველივე წინადადებაში მოისმინა მისგან, რომ ცხოვრობდა მდიდარ მამაკაცთან, მაგრამ შვილს გააჩენდა მხოლოდ მისგან, ვინც ეყვარებოდა, ანუ ეძებდა სიყვარულს და ამჯერად მისი სამიზნე მიშელი იყო. ესე იგი, არ უყვარდა ის, ვისთანაც ცხოვრობდა. ამის გაგებამ მოსპო ყველა ის დადებითი განწყობა, რაც შეიძლება უცხოსთან საუბრისას გაუჩნდეს ადამიანს. მით უმეტეს ელენს, რომელსაც არც ისე ხიბლავდა ზედმეტი საუბრები და თუ, ღირებული ვერაფერი დაინახა ადამიანში მარტივად იშორებდა თავიდან. მიშელი თავის მხივ ძალიან მოზომილი და დინჯი იყო შინაგანად და ნამდვილად არ გამოეკიდებოდა არავის.ეს კარგად იცოდა ელენმა, თუმცა მიშელთან წაჩხუბება მაინც ვერ აირიდა თავიდან. უკრაინელმა მიშელს სთხოვა გაეცილებინა პლაჟიდან. თითქოს და უჭირდა გზის პოვნა. მიშელმა ჩვეული სიდინჯით უპასუხა უკრაინელს, რომ პლაჟიდან გაღწევა მარტივი იყო. - გააცილე მიშელ, მე ნუ მომეხათრები, მე შემიძლია უბრალოდ ერთი ღერი მოვწიო და დაგელოდო. - უთხრა ელენმა მიშელს. თან უკრაინელი გოგოს ნათქვამს უთარგმნიდა. მიშელი ინგლისურად კარგად საუბრობდა. რუსული კარგად ესმოდა. უბრალოდ, მაინც მიეშველებოდა ხოლმე ელენი, ისევე როგორც, მიშელი ინგლისურში ელენს. მიშელს უკრაინელი არ გაუცილებია, ის კი არა და, ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. ელენზე კი ნაწყენი დარჩა. რატომ გამომცადე ელენ, რისი გაგება გინდოდა ამით? - გულჩათხრობით უთხრა მიშელმა. - მსგავსი არაფერი მიფიქრია მიშელ, უბრალოდ ადამიანური მომენტია, როდესაც ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს,- სულ ეს არის, - მშვიდად მიუგო ქალმა და სიტუაციის განსატვირთად მიშელს უთხრა,- მაგას ჯობია წყალში ლამაზად მანევრი მასწავლო. -არაფერსაც არ გასწავლი, მაგრამ აგიშენებ ქვიშის სასახლეს და ის იქნება პროტოტიპი შენი სამომავლო სასახლის, თანაც პირველი საჩუქარი ჩემგან.- უთხრა მიშელმა ელენს, რომელიც იქვე, ახლოს მოკალათდა ქვიშაში და შეუდგა ქვიშის სასახლის მსენებლობას.ელენი უყურებდა თუ, როგორი მონდომებით აშენებდა მიშელი სასახლესმისთვის და ფიქრობდა,- მაინც, რა არის ასეთი უხილავი, ასე რომ შემაჩვია მიშელს. იქნებ ბავშვობაში დამაბრუნა? - ჰო, მან თავისუფლება მასწავლა, ბავშვური თავისუფლება. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი, ჰო, დიდი ბავშვი. სხვები, რომ "დამალობანას" თამაშობდნენ, მე დეტექტივებს ვკითხულობდი. ამას ჩემი ნაადრევ ასაკში გათხოვებაც დაემატა და სრულიად მომწყვიტა ბავშვობას. რასაც ბავშვობაში კარგავ, მერე სულ დაეძებ, მთელი ცხოვრება დაეძებ მას, რომ როგორმე, რაიმე ფორმით შეივსო შენი ცხოვრების გამოტოვებული ზაფხულები. ჩაჰყვები სიღრმეებს და იქ, სადღაც სულის კუნჭულში ჩარჩენილი ბავშვობის ვერნაცელქები დღეები, მუდმივად გექაჩებიან თავისკენ, მერე რა, რომ უკვე დიდი ქალი ხარ. ცხოვრებამ ბევრი წარმატებული დღეებიც არ დაიშურა შენთვის და ვიღაცას შორიდან ენატრება კიდეც, შენს ადგილზე ყოფნა. სულის დანახვა კი შეუძლებელია მათთვის. თუ, როგორ გამოტოვე წლები, რომლებიც უკვე საგულდაგულოდ მიაძინე მოგონებებად და სადმე, თუ ერთი ნაპერწკალიც კი გაჩნდა ამ მოგონებების ფერი, მაშინვე ხანძარივით მოედება მთელ სხეულს, აგანთებს, აგაბრდღვიალებს და მაინც ითამაშებ ქვიშაში ბავშვურად. მაინც შეტოპავ ტალღებში გულადად. მოაგროვებ ფერად ქვებს და ისე, თითქოს გადარჩენა გჭირდებოდეს, დაუძახებ ვინმეს საშველად. მაინც ვინ არის მიშელი ჩემთვის?- იქნებ ჩემი დაკარგული ბავშვობის გმირი, რომელიც ცხოვრებამ დამიმალა, ან იქნებ ჯადოქარი ზღაპრიდან,- მოვიდა მომნუსხა და უნდა გაქრეს?- არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად არის ის, ვინც ჩაწვდა ჩემს სულს, იქ მიძინებული განცდები გააშიშვლა, სააშკარაოზე გამოიტანა და... რატომ? ღმერთო რატომ სრულდება ყველაფერი ლამაზი?- ოდესმე ყველაფერი სრულდება ელენ, ისევე, როგორც შენი ბავშვობა, - გამოესარჩლა საკუთარ თავს ელენი და დააბრუნა ქვიშის სასახლესთან. მიშელი ქვიშის სასახლის აშენებას ასრულებდა. ელენ მოდი შევრიგდეთ. ეს სასახლე შენია. ნახე, რამდენი გზა მიდის მისკენ? ერთხელ, ერთი გზა მე ისევ მომიყვანს შენთან და ინგლისის დედოფალი რომც იყო, მაინც ჩაგეხუტები. იცი შენ კარგად რომ, რაც შენთან ვარ, სხვა უბრალოდ არარსებობობს ჩემთვის. შენ კი, როგორ მიფასებ ამას? - ეჭვიანობით. - დანანებით უთხრა მიშელმა და ქვიშის სასახლე აჩუქა ელენს. - არ მინდა მე ინგლისის დედოფლობა,- გაბუტული ტუჩებით უპასუხა ელენმა და დამნაშავე ბავშვივით ჩაღუნა თავი. - ანუ არც ჩემი ჩახუტება?- გულზე მიიხუტა მიშელმა ქალი, ისე რომ, პასუხს არც დალოდებია. - მიშელ სიცილი მინდა. ხმამაღალი სიცილი. აი ისეთი, ცას რომ მისწვდება. ნახე რა ახლოსაა ცა ჩვენგან? - ქვიშა და ცა შუაში გვიმწყვდევენ უმწეო ბეღურებივით. ჰოდა, სანამ ბეღურა თავის უმწეობაზე დაფიქრდება ბედნიერია. მეც მინდა ბედნიერება, მოდი, ვიცინოთ მიშელ. - რატომ ვიცინოთ ელენ, თუკი ბეღურებივით უმწეოები ვართ? - ჩაეკითხა მიშელი, თან ძლიერად იხუტებდა ელენს მკერდში. - თუ, სიცილის მიზეზი მეცოდინება, ბედნიერი აღარ ვიქნები მიშელ. რასაც მიზეზი ჭირდება ან გააჩნია, ყველაფერი წინასწარ განზრახულია. მე კი ვადიადებ იმას, რაც თავისით მომეცა. განა ამას არ მიქადაგებდი სულ? უმიზეზოდ მინდა შენთან ერთად სიცილი მიშელ. - ჰო, მაგრამ უმიზეზოდ სიცილის დიაგნოზი შეიძლება ჭკუიდან შეშლაც კი იყოს ელენ... - მართალია, უმიზეზოდ სიცილი ჭკუიდან შეშლის ან ცამდე ასული ბედნიერების მიზეზი შეიძლება იყოს მიშელ, თუმცა არავინ იცის, რომელია მათ შორის ბედნიერება. ან სულაც, იმ ადამიანთან ყოფნაა ბედნიერება, ვისთანაც შეგიძლია ჭკუაშეშლილივით იცინო და გიხაროდეს ყოველი ასეთი ლამაზად დაღამება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს სანაპირო აქ იყო და სულ აქ იქნება მიშელ. მთავარი ბედნიერებაა. განცდილი ბედნიერება. დაკარგულია ყოველი დაღამებული დღე ამის გარეშე. ისევე, როგორც ამ უსასრულო ზღვაში ნასროლი ფერადი ქვები.- ხმადაბლა საუბრობდა ელენი, თან თითებშუა ჩარჩენილ ქვიშის მარცვლებს დაჰყურებდა და მათ დაბნევაში სიცოცხლის დღეებს ან სულაც წლებს თვლიდა. ერთი ადამიანიც თუ გაჩუქა ცხოვრებამ, რომელთანაც ბავშვდები და გულწრფელი სიცილი ან, სულაც ტირილი შეგიძლია, მაშინ ამაზე უფრო დიდ საჩუქარს ნუღარ დაელოდები. ის, უბრალოდ აღარ მოგეცემა ელენ. - უთხრა მიშელმა და ცას ახედა. მზე ცეცხლისფრად წაეკიდა ჰორიზონტს და სადღაც, ზღვის გადაღმა გაუჩინარდა. -იმ ღამით გამართლდა ელენის წინასწარმეტყველება გოლებზე. მარსელოს ნაცვლად კი მან მოიპოვა ტიტული - ვანგა, უტყუარი წინასწარმეტყველი! ამ ყველაფრისთვის ვიშრომე ჰოდა, მარტო ტიტულებზე ვერ გადამატარებ, ჩამეხუტები და ისე დამაძინებ. თანაც ვალი გაქვს ჩემი,- შეახსენა მედიდურად ელენმა და ტუმბოზე დადებულ წიგნს დახედა. რემარკი- გენიალურია რემარკი, საუკეთესოდ გადმოსცემს ქალის გრძნობებს,- ჩაილაპარაკა ელენმა. -გიყვარს ფრანგული ლიტერატურა?- კითხა მიშელმა და მიანიშნა, რომ ჩანიშნული გვერდი არ დაეხურა. - ბალზაკს ვკითხულობ "გამქრალი ოცნებანი" - უპასუხა ელენმა და გონების თვალი გადაავლო წიგნის შინაარს. ოდიდგან არსებულან არათანაბარი ურთიერთობები, მართალი იყო მიშელი, არაფერშუაშია წლები ურთიერთობაში, სადაც ნამდვილია ყველაფერი,- ვნება, სურვილი, სადაც ანგარებას არაფერი ესაქმება იქ, წლებსაც არაფერი ესაქმებათ,- გაიფიქრა ელენმა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს. მთელი არსებით მიეხუტა მიშელს და მშვიდად ჩაეძინა. უსასრულოა ასეთი ღამეები თავისი შინაარსით. რა უბრალოა ადამიანი, რა ცოტა ყოფნის ბედნიერებისთვის. არასოდეს დასრულდება ის ქალი, რომელიც უყვართ და უფრთხილდებიან, მაგრამ საამისოდ უნდა გყავდეს ადამიანი, -ღმერთის ტოლი ადამიანი გვერდით, რომელიც გაგაბრწყინებს და შენი შუქი მოიცავს ყოველ ნათელს დედამიწაზე და შენ იბრწყინებ უჭკნობი სილამიზით. ბედნიერების ფერი თვალები გექნება. - და ელენმა მაშინ პირველად დაიჯერა იმ ზღაპრის არსებობა, რომელიც ბავშვობაშიც კი, არასოდეს წაუკითხავს ალბათ.... . . . დღეს რა გეგმა გაქვს? მოდი ძველ ქალაქში წავიდეთ. მოსამზადებლად გეძლევა თხუთმეტი წუთი ! - უთხრა მიშელმა ელენს და თავის ოთახში შევიდა. რთული სამუშაო დღის შემდეგ საკმაოდ დაღლილი ჩანდა მიშელი, მაგრამ მას თვითონვე სიამოვნებდა ელენის კარგ გუნებაზე ყოფნა. ამიტომ მოერეოდა ხოლმე დაღლას და ელენის სიხარულზე ზრუნვას იწყებდა მაშინვე, როგორც კი სამუშაო საათები დასრულდებოდა. - შევთანხმდით, მოვალ - მიაძახა ელენმა ისე, რომ სიარული არ შეუყოვნებია და თავის ოთახისკენ გასწია. ელენი მუდამ პუნქტუალური იყო. წამის მეასედითაც არასოდეს იგვიანებდა. ამ თვისების გამო მიშელი მაშინვე ხოტბას შეასხამდა ხოლმე, რადგან თვითონ წინააღმდეგობაში მოდიოდა პუნქტუალობასთან. როდესაც ელენმა ისევ არა მზად ფორმაში დაინახა მიშელი უკმაყოფილოდ უთხრა.- ორჯერ თხუთმეტი შენ გჭირდება და მე რატომ მარბენინებ სულ?- ეს ფსიქოლოგიური ტერორია მიშელ. მე სულ ვჩქარობ, განვიცდი, შენ კი,- უბრალოდ დგახარ აუღელვებლად და მშვიდად უყურებ ჩემს ქაოსს,- ამ სიკეთისთვის გმადლობ ბატონო მიშელ. ვითომ ჩხუბობდა ელენი, მაგრამ გრძნობდა რამხელა სითბო ეღვრებოდა სულში. მას ხომ არასოდეს ჰქონია იმის განცდა, რომ ელოდებოდნენ, რომ არ უნდა დაეგვიანა, ამას ჰქვია კმაყოფილებით ჩხუბი, როცა ის გაქვს, რაზეც ჩხუბობ ვითომ. - კარგი, კარგი, გავდივართ... ხელი ჩაკიდა მიშელმა. ეს უკვე ჩვევად ჰქონდა, გავიდოდნენ თუ არა გარეთ, მაშინვე პატარა ბავშვივით ჩაკიდებდა ხელს ელენს და ასევე მოიყვანდა უკანაც. ხელიხელჩაკიდებულებმა მოიარეს იერუსალიმის ძველი ქუჩები. საათობით საუბრობდნენ, საუბრობდნენ ყველაფერზე და საუბრით დაღლილებს, მაინც ბევრი რჩებოდათ სათქმელი. მეორე დღეს იქიდან იწყებდნენ, სადაც წინა საუბარს ასრულებდნენ. აღმოაჩინეს ბევრი საერთო ინტერესი. მათი შერწყმაც და შეჯახებაც. მუდმივად კამათობდნენ, არჩევდნენ, არკვევდნენ და ბოლოს თანხმდებოდნენ ერთ რამეზე, რომ ერთმანეთის კეთილისმსურველები იყვნენ და მათ დავებს სწორედ ეს გარემოება იწვევდა, თორემ აბა რა ჰქონდათ ერთმანეთში ან გასაყოფიდა ან სადაო? ისინი ყველა წყენაზე მაღლა აყენებდნენ მეგობრობას და ბოლოს მაინც, ერთად ყოფნას ირჩევდნენ. ჩვენ ხომ უპირობო პირობის შესრულება მოგვიწევს, რომელიც ცხოვრებამ უკითხავად დაგვიდო. - დაბალი ინტონაციით საუბრობდა ქალი და მის ხმაში სინანული თავს ვეღარ მალავდა. დადგება დრო და ორივე ჩვენ ჩვენს გზას გავუყვებით. შენ გჯერა ბედისწერის მიშელ? მე დღემდე სულ ვამბობდი, რომ ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ქმნიანთქო. როცა, რაღაც უნებლიედ ხდება ბედისწერას არქმევენ. მაგრამ ალბათ, მართლა არსებობს ბედისწერა თავისი უხილავი ფუნჯებით. არავინ არ იცის, ვისთან ყოფნის წერას დაგასვამს შუბლზე. შენ ჩემი ბედისწერა ხარ მიშელ, იმიტომ რომ, თავისით მოვიდა ყველაფერი, ყოველგავრი მცდელობისა და ყოყმანის გარეშე. ლამაზად დაწყებული ლამაზად უნდა მთავრდებოდეს ყოველთვის. დასასრული ყველაფერს აქვს მიშელ, მათ შორის ჩვენს სიცოცხლესაც. ალბათ, ამიტომ მთავრდება ყველაფერი სამყაროში, რომ თვით ადამიანია მოკვდავი, თავად ადამიანი მთავრდება ადრე, თუ გვიან. მხოლოდ სული, სული არ მთავრდება არასოდეს . ის ერთადერთი ჯაშუშია დედამიწაზე, რომელსაც ღმერთთან მიაქვს ამბები. ამიტომ ვუფრთხილდები ადამიანებში სულის სიფაქიზეს. სულს მხოლოდ სუფთა ხელებით უნდა შეეხო მიშელ, რადგან ის თოვლივით ქათქათაა და მასზე ყოველნაირი შეხება ნათითურებს ტოვებს. სული და თოვლი ხომ იმით ჰგვანან ერთმანეთს რომ, ზუსტად ისეთ კვალს იტოვებენ, როგორც შეეხები. მიშელ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე შენი ლამაზი თვალების გამო არ ვარ შენთან. შენი სულის და არა თვალების სილამაზე იყო ის, რამაც შენთან დამაკავშირა. არასოდეს დაგიზიანებ სულს. არსებობს წყენა, კამათი, მსჯელობა, მაგრამ ჩახუტებაც ხომ არსებობს პატიებისთვის?! ამიტომ, არაფერი არ მიღირს იმად, რომ არ ჩაგეხუტო,- ბავშვური სიწრფელით უთხრა ელენმა და მიშელმაც მკერდში ჩაიხუტა უმალ. . . . მოუთმენლად ელოდებოდა ელენი მიშელს და სიტყვებს წინასწარ ალაგებდა, რადგან როდესაც ელენი მართლა გაბრაზებული იყო, ვერ ამბობდა ხოლმე სათქმელს სრულად. მანამდე, ყავა მოიმზადა და სიგარეტსაც მოუკიდა. მათი ჩხუბის საგანი ამჯერად ერთი უდავოდ ლამაზი არაბი ქალი გახდა, რომელსაც შორიდან უყვარდა მიშელი და ცდილობდა მასთან დაახლოებას. მიშელი, რაღა თქმა უნდა, ჩვეული სიდინჯით იცავდა დისტანციას არაბთან. ის, არც ახლოს უშვებდა, მაგრამ არც ხელს კრავდა ქალს, რომელსაც ამგვარი დამოკიდებულება, კიდევ უფრო მეტად უმძაფრებდა გრძნობას. არაერთხელ შესწრებია მათი შეფლირტავების სცენას ელენი და წამიერ ეჭვსაც გადაუვლია მის გულზე, თუმცა, არ სურდა შეემჩნია ეს ყველაფერი და ღიმილით მიესალმებოდა ხოლმე მეტოქეს. ამჯერად კი საქმე უფრო რთულ სიტუაციაში მდგომარეობდა. მიშელი სამუშაოზე არ ყოფილა. თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდა და გადაწყვიტა მთელი დღე თავის ნებაზე გაეტარებინა. ელენი გულში ფორიაქობდა მიშელის შეუძლოდ ყოფნაზე. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მალე მისულიყო მასთან, რომ თავისებურად ეზრუნა მიშელზე. მიშელ, - დაიძახა ელენმა და კარი შეაღო, ისე რომ, მიშელის პასუხს არ დალოდებია. ნახევრად შეღებულ კართან არაბ ქალს შეეფეთა ელენი. მიშელმა იგრძნო ელენის გულში დატეული წყენა და თვალებით გააცილა არაბი. თუმცა, არაბზე წინ ელენი წავიდა თავის ოთახში და შესვლისთანავე კარი გამეტებით მოიხურა. ელენი დარწმუნებული იყო, რომ მიშელი მივიდოდა და მშვიდი საუბრით იჩხუბებდნენ. ორივე საკმარისად დიპლომატი იყო საიმისოდ, რომ წყენა და გაბრაზება ცივილური ფორმით - ხმადაბლა და გარკვევით გადმოეცათ. და თუ, მოსარიგებელი იყო მორიგდებოდნენ, და კიდევ, ორივე საკმარისად ამაყი იყო საიმისოდ რომ, თუ საპატიებელი არ იყო მათი ქმედება, თავმოყვრეობა ყველაფერზე მაღლა დაეყენებინათ და დამშვიდობებოდნენ ერთმანეთს. ელენმა რამდენიმეჯერ პირდაპირი გამონათქვამიც არ დაიშურა მიშელის მისამართით, - ვისაც ჩემთან არ უნდა წავიდეს, მე არაფერი დამიწყიაო.მიშელი ნამდვილად იყო თვალშისაცემად სიმპატიური, განათლებული და ალბათ ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცი. ფაქტი ნამდვილად იყო ის, რომ სამი ეროვნების ქალების გარემოცვაში მიშელი უდავო ფავორიტი იყო. მაგრამ არანაკლებ უდავო ფაქტი იყო ისიც, რომ ელენიც იყო ძალიან დახვეწილი, განათლებული და სასურველი ქალი ალბათ, ყველა მამაკაცისთვის. მის თაყვანისმცემლებში ნამდვილად იყვნენ ყველა ასაკის წარმომადგენლები და ესეც ფაქტი იყო. საოცრად დახვეწილი საუბრის მანერა ჰქონდა ელენს და ამით ყველასთვის საინტერესო ხდებოდა მასთან სიახლოვე. ეს თვითონ მიშელსაც არაერთხელ უთქვამს მისთვის,- შენთან დროს ვერ ვგრძნობ, იმდენად საინტერესოა შენი საუბარიო. მიშელის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იხსენებდა ელენი და სიგარეტს გამეტებით აბოლებდა. მიშელმა ცოტა დაგვიანება ამჯობინა და ათი წუთის შემდეგ, ელენის გაქცევიდან კარი ნებართვის გარეშე შეაღო. - აი, ერთად ვიყავით დღეს,- იხუმრა მიშელმა არაბზე. მგონი საშიშია არაბი ქალის გადამტერება არა? - ხუმრობას არ იშლიდა მიშელი,- "ჰიჯაბი" ვერ მოვახდევინე თავიდან, ვუთხარი თმის ფერი მაინტერესებსთქო. მან კი თავსაბურავიც არ მოიხადა. წერილი დადო მაგიდაზე და გავიდა. სულ ეს არის. პრაგმატულად მიუგო მიშელმა. -იცი რაა? არ მინდა საუბარი, რას ნიშნავს იყო ჩემთან და სხვებს თუნდაც ეფლირტავებოდე. ამის უფლება იქნებ გაქვს კიდეც, უბრალოდ მე ახლა უფლებეზე არ ვსაუბრობ, უფრო იმაზე ალბათ, როგორიც მე ვარ შენთან. ან სულაც რას გერჩი, ვისაც გინდა იმას დაპატიჟებ საკუთარ საძინებელში. რა ვქნა, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, როცა ვხედავ ლამის სახლში გაატანო თვალები ამ ქალს, - დანანებით ამბობდა ელენი. - ჩხუბი თუ გინდა იჩხუბე, მაგრამ მე ჩემს ლამაზ თვალებს არავისაც არ გავატან ელენ. ჰო, მართლა, ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, ერთი ქალი კიდევ მაგ თვალებისთვის გეკუთვნისო. - მიშელი ცდილობდა იუმორში გადაეტანა საუბარი. -მიშელ გავიგებ, რომ წასასვლელი ვარ და წავალ, უბრალოდ მითხარი რასაც გრძნობ. და კიდევ, შეგიძლია იფიქრო კიდეც, იმ ერთ ქალზე. არასწორად ვირჩევ ადამიანებს, რომლებიც არასწორად პასუხობენ ჩემს გულს და მტკივა. არა, უფრო სწორედ, მათი ღალატი კი არა, ჩემი ერგულება მტკივა ყოველთვის.. - შევეცდები გაპატიო ეგ სიტყვები, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, ანუ მე შენი ცხოვრების არასწორი არჩევანი ვარ?!. აღარ მინდა შენთან საუბარი და საერთოდ რაიმე თუ მინდა კიდევ შენგან, ეგეც აღარ ვიცი.... და საერთოდაც, არ მომიცია მე შენთვის განწყობის გაფუჭების უფლება,- გაბრაზებით და მტკიცედ უთხრა მიშელმა და კარი ძლიერად გაიხურა. -არც შენ გაქვს ყველაფრის უფლება, - ხმამაღლა მიაძახა ელენმა ოთახიდან უკვე გასულ მიშელს და იგრძნო როგორ დაეწვა გული თავისივე სიტყვებით. არ უნდა მეთქვა, არ უნდა გაეგო, რომ ვიეჭვიანე. რა გემართება ელენ, შენ ხომ ის ქალი ხარ, მუდამ რომ ყურადღებით განებივრებდნენ მამაკაცები? უბრალოდ ფლირტი არ ნიშნავს ურთიერთობებს ელენ, რამ შეგცვალა ასე?- ანუ მიშელი მართალი იყო, შენ გონებაშიც კი, არასოდეს დაუშვებდი ასაკით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობას. ასეთ საქციელს ტრაგიზმს დაარქმევდი და ვერაფრით დაიჯერებდი, რომ შეიძლებოდა გრძნობაც გასჩენოდა ასეთ შემთხევაში მამაკაცს და არა მხოლოდ სურვილი. ჰოდა, მუდამ ქაოსობ საკუთარ თავთან. ეძებ ნამდვილ მიზეზს მიშელის შენდამი ინტერესის. თუმცა ამის საბაბიც კი არ გაქვს. ასე რომ, პრობლემა შენშია და არა მასში, რადგანაც ის სრულფასოვანია ურთიერთობაში. რა მოხდა მერე? ის ყოველთვის მოეწონებათ. როგორი მშვიდია ხოლმე მიშელი, როცა ანალოგიური შემთხვევებია. მის გვერდით არაერთხელ მოსწონებიხარ სხვას, მაგრამ მიშელს არც კი შეუმჩნევია ეს. მთავარი მისი დამოკიდებულებაა შენდამი, რომელიც მართლაც, რომ სარწმუნოა. ან დაიჯერე ეს სინამდვილე, ან დაასრულე, როგორ შეგიძლია ზოგჯერ ისეთად წარმოაჩინო საკუთარი თავი, როგორიც სინამდვილეში არ ხარ, როგორ შეგიძლია სულ ერთი სიტყვით ატკინო გული ადამიანს, რომელიც მოგენდო და თავის აზრს აკვიატებული ბავშვივით, მარტო შენთან ყოფნა უნდა. მერე რა, არაბი ქალი შევა დაუკითხავად მასთან საძინებელში თუ, ნებისმიერი სხვა რომელიმე. - ასე კიცხავდა საკუთარი სიტყვით ნატკენი ელენი თავის თავს. . . . ის ღამე, როგორც იყო გათენდა იმაზე ფიქრში, რომ რამენაირად შემოერიგებინა მიშელი. ელენს არაერთხელ უცდია რომ დაესრულებინა ეს ურთიერთობა. მორჩა, ფიქრობდა ის, რომ ეს ბოლო კამათი იყო, აქ წერტილს დასვამდა და დაიწყებდა მშვიდ ცხოვრებას. მაგრამ ყოველი ჩხუბი უფრო მეტ ვნებასა და ერთად ყოფნის სურვილს აღძრავდა. მთავარი მიზეზი ამ ჩხუბის და ნერვული შემოტევების ელენისთვის იყო ის რომ, რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად ხდებოდა დამოკიდებული ამ ურთიერთობაზე და მით მეტად ღვივდებოდა ერთად ყოფნის ეგოიზმი. იგივე ჭირდა მიშელსაც. - რა მჭირს, არასოდეს მიფიქრია პირად ურთიერთობებზე მიზანმიმართულად. უკვე ბევრი წელია მარტო ვცხოვრობ და საკმაოდ მშვიდადაც. უამრავი თაყვანისმცემელი. უამრავი დაჟინებული მზერა და უამრავი უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა, ყველანაირი თვალსაზრისით, რომ განვიხილოთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მაგრამ მაინც, ყოველთვის სიმარტოვეს ვირჩევდი. ახლა რა მჭირს? - ნუთუ იმდენად ვეღარ ვიხედები თვალებიდან, რომ არ მაინტერესებს ჩემს წინ დანახული ჩემი მომავალი. ჰო, ასეა, არ მაინტერესებს და არ ვხედავ.- საკუთარი თავს უკმაყოფილოდ ესაუბრებოდა ელენი. სამი დღე აღარ უნახავს მიშელი. დილით ლიფტთან შეხვედრისას არ შეიმჩნევდა ხოლმე, რომ ნაწყენი იყო, დილამშვიდობისას უსურვებდა და შორს იჭერდა თავს მისგან. საღამოს ჩაიკეტებოდა ოთახში და იძინებდა. ასე იყო თუ ისე - ეს ის შემთხვევა, თუ თანხვედრა იყო, როცა ორი განსხვავებული სქესის ადამიანი საოცრად ერთნაირები არიან მთელი თავისი განსხვავებულობით. მათი განსხვავებები ისე ავსებდნენ ერთმანეთს, რომ უწყვეტი მთლიანობა იქმნებოდა. ეს განსხვავებები იყო მათი დაკვირვებებისა და აღმოჩენების ულევი საბადო. მუდმივად სწავლობდნენ ერთმანეთს, ადარებდნენ და გამოჰყავდათ რაღაც, უცნაური ჩანასახი, რომელსაც თუ გაზრდი და განავითარებ უსათუოდ მიიღებ ახალს, კრეატიულს, რომელიც ორივეს შრომის შედეგი იქნება. სწორედ ასეთი იყო მათი ურთიერთობა, რომელიც უსათუოდ უნდა დასრულებულიყო, თორემ დღითი დღე უნაპირო ხდებოდა. ვინ გაუგებდა ასეთ ურთიერთობას? - ვერავინ. ჩვენ ჯერ კიდევ, ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში მორალის ჩარჩოში რომ მოგითავსებენ შენს ცხოვრებას,- უსამართლოდ სასტიკი, თავად ამორალური ადამიანები. შენ ხომ მათთვის დაიბადე და არა საკუღთარი ცხოვრებისთვის. მათ მასკარადში უნდა ჩაერთო, სადაც თვითონ, საკუთარი გემოვნებით მოგარგებენ ბედნიერებით მბრწყინავ ნიღაბს და უნდა იტრიალო მათთან ერთად წრიულად. ო, ღმერთო, რატომ ანდე შენი სული ადამიანებს, მას მერე, დაამდაბლეს და ჯვარსაცვეს ჭეშმარიტი სიყვარული, რადგან ვერ ჩასწვდნენ შემეცნებით, შეურაწყვეს ის. შენს მერე, ღმერთო ვის დაინდობენ. ადამიანებისთვის სიყვარული ზედმეტი ტვირთია, ვერ ზიდავენ სხისი ცხოვრებით დატვირთულები და სამაგიეროდ, მარტივად ამზადებენ ეკლის გვირგვინს მათთვის, ვინც ნამდვილი სიყვარული შეიცნო. ოღონდ ბედნიერება არ გიდგეს თვალებში და მერე რა, ხომ დაიბადე, გაიზარდე, წარმატებული ხარ სხვათა შორის. და ბედნიერი რატომ უნდა იყო? განა ბედნიერებისთვის დაიბადე? რატომ გავიწყდება მოვალეობები? აი რატომ შეწყვიტა სიცოცხლისუნარიანობა ადამიანმა. ის გამოფიტა სხვისი აზრების გავლენამ საკუთარ ცნობიერებაზე. გამოაცარიელა უსიყვარულობამ და მან საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავის შეცნობის სურვილიცა და შესაძლებლობაც. ცხოვრობენ საკუთარ ფიტულში ჩამარხული გვამებივით. არა და ღმერთო, სიყვარული იყო მათი დაბადების თვითმიზანი. რატომ დაიხოცნენ ცოცხლებად?- ამგვარი ფიქრები კიდევ უფრო მოღრუბლულს ხდიდა ელენის სულის ამინდს და ისიც წერდა, წერდა იმ ტკივილზე, რასაც ის მკაცრად ემიჯნებოდა. სხისი აზრები ელენისთვის უკვე იყო მწარე გაკვეთილი და მართალი ბედნიერება უნდოდა ცხოვრებისგან, ყველაფრისგან დამოუკიდებელი ბედნიერება. ... მიშელმა კარზე დააკაკუნა შემოდი,- ელენი სცნობდა მის ხმაურს და სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა მტელს სხეულში. ამდენი ხნით გაბუტულები არასოდეს ყოფილან. ამიტომ ორივე ჯიუტად იცავდა საკუთარ პრინციპებს. -უნდა ვისაუბროთ!- უთხრა მიშელმა ისე, როგორც დასჯილ ბავშვს ეტყვიან ხოლმე. -დაიწყე, მე გისმენ.- ელენმა სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში მოწყვეტილივით ჩაეშვა. -რატომ ფიქრობ, რომ მე გული არ მაქვს?- შენთან სიამოვნებით ვარ და ეს უნდა დაიჯერო. შენც ხომ მიყვები არაბს ცოლად?- თუმცა, დღეს არსადაც არ გიშვებ,- ხელი მოკიდა, კალთაში ჩაისვა და მკერდი მოუშიშვლა ქალს უმალ... ზოგჯერ ისეთ მძაფრ შეგრძნებებს იწვევს ჩხუბის მერე სექსი, რომ მიფიქრია,- ხომ არ შევთანხმდეთ პერიოდულად ჩხუბებზე მეთქი, - უთხრა მიშელამა ელენს და სიცილით დასძინა, - თუმცა, არასოდეს მაკლებ არც ჩხუბს, -არ ვიმსახურებ, გეფიცები არ ვიმსახურებ, - გულწრფელი იყო მიშელი. შენთან ჩხუბიც კი საინტერესოა. დამნაშავე ყოველთვის მე ვარ, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რომ ყოველთვის მე, ანუ დამნაშავე გპატიობ. თუ ცოტაა მისატევებელი, ესე იგი მცირეა სიყვარული, ასე რომ, თუ მე მეტი შევცოდე ე. ი. დიდია ჩემი გრძნობა. შენ კი ყოველთვის "მართალს" არაფერი გაქვს საპატიებელი გრძნობის სიმცირის გამო,- უთხრა ელენმა და შუბლზე აკოცა. სექსი შერიგების საუკეთესო საშუალებაა, თორემ ათასი ბოდიშიც ვერ გადამარჩენდა ალბათ. საოცარი ქალი ხარ ელენ. ვერ ხდები საკმარისი ვერასდროს ჩემთვის, მიუხედავად "ზე" განცდების, სულ მინდა, რომ დავეუფლო შენს სხეულს. ასეთი რამ არასოდეს მქონია ქალთან,- უთხრა მიშელმა და მიიხუტა ძლიერად. -მიშელ შენ მითხარი რომ არაერთი ქალი გყოლია. თუ დარჩნენ ისინი შენს მეხსიერებაში? - ჰკითხა ელენმა და პასუხს ისე თავდაჯერებული დაელოდა, თითქოს წინასწარ იცოდა პასუხიო. - როგორც პიროვნებები, ყველა მათგანი მახსოვს, მაგრამ როგორც ქალი, - ყველა არა. ყველა ქალი ვერ ტოვებს კვალს მამაკაცის ცნობიერში ელენ, მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც ვერასოდეს წაშლი. არიან ისეთებიც, ძალიან მთვრალი რომ დაიძინებ მათთან და გაღვიძების რომ შეგრცხვება, თუმცა, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ასეთი სიტუაციების პრაქტიკა არ მაქვს. სექსს დიდი ადგილი უკავია სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ის ნახევარი ცხოვრებაა თითქმის. ამიტომ სწორად შერჩეული პარტნიორი ფუფუნებაა. ამ თვალსაზრისით აშკარად მიმართლებს. -უპასუხა მიშელმა თავდაჯერებით. - ალბათ, ერთხელ მაინც, ასეთი გაღვიძებაც გინანია, კარგი, გადავდივართ საუბრის შემდეგ თემაზე. - სულ მჯეროდა, რომ სექსი სიყვარულიდან იწყებოდა და არა სექსიდან სიყვარული, -და ორივე ინტელექტიდან. მამაკაცი ინტელექტის გარეშე სექსუალურ ლტოლვას ვერ იწვევს ჩემში. მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ სექსიდან დაწყებული სიყვარული უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს. დაგესესხები სიტყვებს და, რადგან სექსი ნახევარი ცხოვრებაა, შესაბამისად, პარტნიორების ხანგრძლივად ერთად ყოფნის ძირითადი განმსაზღვრელი სექსუალური გემოვნებაა. სიყვარული კი ვერ განსაზღვრავს პარტნიორების სექსუალურ კონსტიტუციას წინასწარ. - მომწონს შენი მსჯელობა. მართალია, გიყვარდება და სულაც არ იცი, როგორი სექსუალური გემოვნება ექნება მას. თუ სექსიდან შეგიყვარდა, ე. ი. თანხვედრაა სექსუალურ კონსტიტუციაში. - უთხრა მიშელმა და ჩაფიქრდა. -ერთხელ ერთ ნაცნობს და სხვათა შორის, საკმაოდ სექსუალურ ქალს ვედავე ამ საკითხზე. ის მეუბნებოდა რომ,- სად სექსი და სად ინტელექტი. მე ვამბობდი, რომ ინტელექტს წვლილი შეააქვს სექსუალური კონსტიტუციის ხარისხში. გემოვნებაზე არ დაობენ,- ჰოდა, ყველამ თვითონ განსაზღვროს საკუთარი ორგაზმის სიმძაფრე. მაგრამ ჩემში "მამაკაცი ინტელექტის გარეშე" ვერ იწვევს სექსუალურ ლტოლვას. ამიტომ ჩემთვის ორივე,- სექსიც და სიყვარულიც ინტელექტიდან იწყება... ასე რომ, გაღვიძებას არასოდეს ვინანებ თუკი, ვინმესთან დაძინებას გადავწყვეტ, რადგანაც ინტელექტი ყველა შემხვევაში მექნება.- ნიშნის მოგებით უთხრა ელენმა და სიგარეტის კვამლი გამომწვევად გაუშვა ჰაერში. - ზოგჯერ შეიძლება ინტელექტი და დაბალი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცი შეგრჩეს ხელში, ასე რომ, ფრთხილად,- იხუმრა მიშელმა, თუმცა ეს აბსოლუტური სიმართლე იყო. -ანუ, ინტელექტი, სიყვარული და სექსი ქმნიან იდეალიზმს, მაგრამ ვერ განაპირობებენ მას. - იდეალიზმი ბუნებაში არ არსებობს ელენ, ამიტომ მოგიწევს გამორიცხვის მეთოდით მსჯელობა. მოგიწევს კომპრომისებზე წასვლა.- ესეც ასე. ხომ ჩამოგიყალიბე. ახლა მითხარი რომელს დათმობდი ჩემთან მიმართებაში.