ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მთვარეული

მთვარეული

ავტორისგან   თუ ამ მითითებებს მიჰყვებით, კითხვის პროცესი თქვენთვის ბევრად სასიამოვნო და ვიზუალურად ადვილად წარმოსადგენი გახდება.     v ყველგან, სადაც შეგხვდებათ სამი წერტილი, წინადადებები წაიკითხეთ ნელა და სამწერტილთან გააკეთეთ პაუზა...  v *ფიფქებში ჩასმული ტექსტი წაიკითხეთ სწრაფად, ამოსუნთქვის გარეშე*  v მუქად დაწერილი ტექსტი ნიშნავს, რომ მოქმედება ხდება ღამით ან ადგილზე, სადაც პერსონაჟების გარშემო სიბნელეა.  v დახრილი ასოებით დაწერილი ტექსტი ნიშნავს, რომ პერსონაჟები ფიქრობენ.გვირილების მინდორი... მზე... თბილი ნიავი... ჭრელი კაბა და ყვავილების გვირგვინი... სიმშვიდე… მაგრამ … რაღაც საშინელი სისწრაფით უახლოვდება გოგონას და…*სიბნელე - ჭექა-ქუხილი - უცნაური ბუტბუტი - სისხლი - შეშინებული თვალები - საშინელი ტკივილი* - არა! - უეცარი წამოძახილი გაისმა სიბნელლეში და სიჩუმე აჩქარებული სუნთქვის ხმამ დაარღვია. - ისევ ეს სიზმარი... ისევ ეს სიზმარი..., - განუწყვეტლად იმეორებდა გოგონა. კარის ხმა... ვიღაცამ ჯაჭვი გახსნა და მსუბუქად ჩამოიარა ხის კიბეები.         - მეორე!-გაისმა ქალის ხმა და სიბნელეში ჩირაღდნის შუქი შემოიჭრა.  უზარმაზარი მიწისქვეშა საპყრობილე... უამრავი ხის საკანი... ისედაც პირქუშ სანახაობას ცეცხლის ალზე წარმოქმნილი ჩრდილები კიდევ უფრო საშიშს ხდიდა.   შავებში ჩაცმული გამხდარი ქალი ხის საკნებს შორის სწრაფად მოაბიჯებდა. მუდმივად სევდიანი სახე...  ცეცხლის ალზე მოელვარე ჭაღარანარევი შავი თმა... სიგამხდრისგან ჩაცვენილი ლოყები... - მეორე! - წარმოთქვა ხმამაღლა და ჩირაღდანი მოიმარჯვა, გოგონა უკეთ რომ დაენახა. მეორეს მისი მისვლა არც შეუჩნევია. შეშინებული იყურებოდა სივრცეში. - მეორე! - უფრო ხმამაღლა გაიმეორა ქალმა, - ისევ სიზმარი? - ეს იმდენად რეალურია, რომ სიზმარი ვერ იქნება, - მზერის შეუცვლელად უპასუხა მეორემ.  დუმილი...  - ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ... ისე თავისუფლად ვსუნთქავ... მაგრამ, მერე ყველაფერი იცვლება. მთელი სხეულით ვგრძნობ მათ ტკივილს... მათ შიშს... თითქოს იქ ვარ და ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება... რატომ ვხედავ ყოველთვის ერთსა და იმავეს ? ან რატომაა ასე რეალური?  ისევ დუმილი...  - ნანი, იცი რაზე ვფიქრობდი? - თითქმის ჩურჩულით თქვა მეორემ, - ბიბლიოთეკაში დაცული ყველა ჩანაწერი წაკითხული მაქვს. იქ ამ ადგილის შესახებ არაფერი წერია. გვეუბნებიან, რომ აქ უსაფრთხოა და ასე სამეფო ჩვენ გვიცავს, მაგრამ... წინა მეფის სიკვდილის შემდეგ ომი არ ყოფილა. რამდენიმე ათეული წელია, არ ყოფილა არც მცირე ბრძოლა, არც აჯანყება. მეზობელ სამეფოებს სამშვიდობო ზავი აქვთ. მაშინ ვისგან გვიცავენ?  და ისევ დუმილი…   - როგორ ფიქრობ, აქედან გასვლა მართლა შეუძლებელია?  ეს სიტყვები ისე მტკიცედ თქვა მეორემ, ნანის ჟღუანტელმა დაუარა. თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა ... მაგრამ გადაიფიქრა. - როგორც ხედავ, ჩირაღდნით მოვედი. - ესე იგი, მაღლა ასვლის დროა!ნანიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ორივემ დატოვა საპყრობილე.    დღის სინათლეზე მეორეს შეხედვას არაფერი  სჯობდა - საშუალო სიმაღლე... კარგი აღნაგობა... წელამდე ჩამოზრდილი და გახუნებული, წაბლისფერი თმა... ჭუჭყი ვერ ფარავდა მისი სახის მშვენიერებას. თაფლისფერ თავლებში კი იმდენი სიცოცხლე იგრძნობოდა, თითქოს, მთელი თვე ბნელი საკნის ნაცვლად სამეფო დარბაზში გაეტარებინა. - ზემოთ საერთოდ არაფერი შეცვლილა, - თქვა მეორემ, როდესაც ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და სივრცეს გახედა.ჰორიზონტზე ისევ სქელი გალავანი და კბილებამდე შეიარაღებული ათობით დარაჯი ჩანდა.  - ნეტა, ვინ დაარქვა ამ ადგლს სიცოცხლის სახლი? - გაეღიმა, - ეს სახელი ყველაზე ნაკლებად შეეფერება აქაურობას. - წადი, იბანავე და გამოიცვალე, - ეშმაკურად ჩაიცინა ნანიმ, - დღეს სამივე აბანოში მორიგეობს. - მართლა? - წამოიძახა სიხარულით მეორემ და უკანმოუხედავად გაიქცა. აბანო სინამდვილეში ერთი დიდი ოთახია - ცარიელი კედლები... უფორმო, პატარა ფანჯრები... შუაში ამოშენებული უზარმაზარი ღუმელი... სამივე მართლაც აბანოში იყო. ანას შარვალი ქონდა აკეცილი და მუხლებზე დამდგარი, ხის იატაკს წმენდდა. მისი წითური ნაწნავის ბოლო იატაკს ეხებოდა და ჭუჭყიან წყალში სველდებოდა. სახეზე ალმური ასდიოდა დაღლილობისა და სიცხისგან, მაგრამ საქმეს მაინც გულმოდგინედ აკეთებდა. თვალწარმტაცი გარეგნობითა და შრომისმოყვარეობით ყველასგან გამორჩეეული რონი ღუმელში შეშას უკეთება. ღუმელიდან წამოსული მხურვალება ოფლის წვეთებად ეღვრებოდა შუბლზე. მისი ღამესავით შავი თმა ცეცხლის ალზე გახურებული ნახშირივით ელავდა. რონი უფრო მეტად გამხდარიყო, ვიდრე მეორეს ახსოვდა. ლია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხუთი წლის, სამფეხა ხის სკამზე იჯდა, ფეხებს ჰაერში იქნევდა, ხელში საპონი ეჭირა და მისგან წარმოქმნილი ქაფით თამაშობდა. მისი პატარა, ოქროსფერი კულულებიც გაზრდილიყო და უკვე მხრებამდე სწვდებოდა. - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მომენატრეთ! - თქვა მეორემ. - მეორე! - ერთდროულად დაიყვირეს გოგონებმა და გახარებულები გადაეხვივნენ. - როგორ ხარ? - სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა რონიმ. - ჩახუტებამდე ხომ არ იბანავებ? - თქვა ანამ შეწუხებული სახით. - ანა! - შეუბღვირა რონიმ.მეორემ გახდა დაიწყო. - ნეტა, შენს ზურგს შეგახედა, - გაბრაზდა ანა, - სულ პატარა ადგილიც კი არ გაქვს, იარა რომ არ გქონდეს. საშინელი სანახავია. - კარგია, რომ ვერ ვხედავ, - გაიღიმა მეორემ. - შენი აზრით, სასაცილოა? - კიდევ უფრო გაბრაზდა ანა, - ამდენ ხანს ჭკუა რატომ ვერ ისწავლე? ხომ შეიძლება, დანარჩენებივით მოიქცე. აუცილებელია, ყოველდღე ზედამხედველს ეკამათო? აუცილებელია, ყველას გამოესარჩლო, ვისაც დასჯიან? რამდენჯერ უნდა გაგროზგონ? რამდენი დრო უნდა გაატარო იმ ჯოჯოხეთში? ერთხელაც ქვემოდან ვეღარ ამოხვალ! - ვიცი, რომ ჩემზე ღელავ, - გააწყვეტინა მეორემ, - მაგრამ აქ სიკვდილს არ ვაპირებ... მითხარით, ზემოთ რა ხდება, ზოიამ მათრახი ხომ არ დაკარგა? - ზოიას მათრახი არ ვიცი, მაგრამ ანამ დაკარგა ხუჭუჭა ბიჭი, - ირონიულად თქვა რონიმ, - სახურავიდან სულ მას უყურებდა. ახლაც ელოდება როდის გამოჩნდება. - რას ამბობ, - უხერხულად შეიშმუშნა ანა. - ის არ დაბრუნდება! - შეაწყვეტინა სერიოზული ტონით მეორემ, - იმიტომ, რომ სიკვდილის კარიბჭეში შეიყვანეს. - შენ საიდან იცი? - სიზმარში ვნახე, რომ... - რა თქმა უნდა, სიზმარი, - გაბრაზდა ანა. - თუ მეორემ თქვა, რომ აღარ დაბრუნდება, ესე იგი, აღარ დაბრუნდება, - შეუტია რონიმ. - რა თქმა უნდა, რონი, რომელსაც ყოველთვის სჯერა მეორეს სიზმრების! მოდი, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ და მეორე დავბანოთ! ანამ წყალი ამოიღო და მეორეს დაასხა. - ღმერთო! - აღმოხდა მეორეს - რა მოხდა? - ცივია! - ბოდიში, სათლი შემეშალა. გეფიცები, განზრახ არ მიქნია. ***ბანაობის შემდეგ მეორე სახურავზე ავიდა სველი ტანსაცმლის დასაფენად. სახურავიდან ყველაფერი ჩანს... ჩანს უზარმაზარი მოედანი წრიულად განლაგებულ შენობებს შორის... სცენა, სადაც საჯაროდ სჯიან ურჩებს… სიცოცხლის სახლის მეორე ნაწილი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისთვისაა… და უზარმაზარი კარიბჭე, რომელიც აქედან გასასვლელ ერთადერთ გზას იცავს... თუ სიკვდილის კარიბჭეს არ ჩავთვლით, რომელიც მიწისქვეშა საპყრობილეშია… არავინ იცის, იმ კარს მიღმა რა ხდება, მაგრამ იქიდან ჯერ უკან არავინ გამოსულა. მიწიქვეშეთში მთელი სამყაროა. უფრო სწორად, თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის სწორედ იქაა... ***აქ ადამიანები ხშირად მოჰყავთ - უსახლკაროები, მარტოხელები, მიტოვებული ბავშვები... მოკლედ, ისეთები, ვისი ბედიც არავის ადარდებს. აქ "ახალ სიცოცხლეს" გვჩუქნიან, ჩვენ კი სანაცვლოდ სამეფოს ვემსახურებით.  ყველაზე ძლიერებს მებრძოლებად ამზადებენ. ბევრი აბჯარსა და იარაღს ჭედავს. ზოგიერთი სამეფო კარის დიდებულებისთვის ტანსაცმელს ქარგავს, ზოგი სამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სასადილო ოთახში მორიგეობს, ზოგს კი აბანოსა და ტუალეტების დალაგება უწევს, მაგრამ ყველა ვალდებულია, სამეფოს ისტორია იცოდეს და მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი სამეფოსთვის მსახურება იყოს. სიცოცხლის სახლში მკაცრი წესები მოქმედებს. ის, ვინც წესებს გადაუხვევს, მკაცრად დაისჯება ან, უბრალოდ, მოკვდება. თუ დავითვლი, რამდენჯერ დავისაჯე წესების დარღვევისთვის და რამდენჯერ მომისმენია განწირული კივილის ხმა მიწისწვეშა საპყრობილეში, უნდა ვაღიარო... სასწაულია, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ .   ჩემს მოვალეობაშიც გამიმართლა. ძირითადად ბიბლიოთეკაში ვარ და თაროებიდან მტვერს ვიღებ. თაროები სავსეა ისეთი ჩანაწერებით, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმ ისტორიისგან , ზედამხედველები დაზეპირებას რომ გვაიძულებენ. ბიბლიოთეკა უზარმაზარი დარბაზია ჭერამდე ასული წიგნის თაროებით. მათ არავინ კითხულობს. ეს მხოლოდ საცავია და მეტი არაფერი.  მონებისთვის წერა-კითხვის სწავლა აკრძალულია, მაგრამ როდესაც ამდენ წელს აქ ატარებ, წერასაც სწავლობ და კითხვასაც. აქ ყველა წიგნი და ჩანაწერი წაკითხული მაქვს. სამყარო თუ ისეთი დიდი და საოცარია, როგორც წიგნებში წერია, მაშინ ნამდვილად ღირს აქედან გასვლა და მისი საკუთარი თვალით ნახვა.   - მეორე! - დაიძახა ბიბლიოთეკის კარებთან მდგომა ანამ. მეორე იმ თაროზე იჯდა, რომელსაც ერთადერთი სარკმლიდან შემოსული სინათლის სხივი ეცემოდა.  დღიურის წერაში ისე გაერთო,  რომ ვერც კი გაიგო, როგორ მოსაღამოვდა.ზარმა ჩამოჰკრა. ეს ვახშმის დაწყებას ნიშანია. გოგონები სირბილით წავიდნენ. - მანდ გაჩერდით! - დაიძახა ზედამხედველმა, როგორც კი გოგონებმა სასადილო ოთახის კარი შეაღეს.   ახალგაზრდების ნაწილი უსასრულოდ გრძელ ხის მაგიდებთან ისხდა და ვახშამს შეექცეოდა, ნაწილი კი, კუთვნილი ულუფის მოლოდინში რიგში იდგა სასადილო ოთახის ერთ კედელზე ამოჭრილ უზარმაზარ ნიშასთან.  ამ ნიშაში ყოველთვის სამი ადამიანი დგას: ორი გახდარი ქალი, ისეთი გამხდარი, თითქოს სამზარეულოში კი არა, საამქროში უწევდათ ოფლის ღვრა და ერთიც, საზიზღარი მსუქანი კაცი სისხლიანი წინსაფრით, რომელიც მზარეულზე მეტად ჯალათი გეგონებათ. - დღეს ვახშმის გარეშე დარჩებით, - განაგრძო ზედამხედველმა, - როდესაც ყველა მორჩება ჭამას, აქაურობას დაალაგებთ და მხოლოდ ამის შემდეგ წახვალთ დასაძიებლად. მანამდე მანდ იდექით და უყურეთ.        ანა და მეორე ადგილიდან არ დაძრულან. ყველა ისე ხარბად ჭამდა, არც შეუმჩნევიათ, ორი დასჯილი გოგო როგორ ითმენდა შიმშილს. მალე ყველა დასაძინებლად წავიდა. - ამ ჭურჭლის დარეცხვას მთელი ღამე დასჭირდება, - თქვა ანამ. - კარგი რა, ადვილად გადავრჩით. გაროზგვას და ქვემოთ ჩასვლას ეს ნადვილად სჯობს. - მაგ ორი რამის გაგონებაზეც კი ტანში ჟრუანტელი მივლის. - გაროზგვაზე რა გითხრა, მაგრამ ქვემოთ არც ისე ცუდია, როგორც გგონია, - გაიღიმა მეორემ. - შენ იმდენჯერ ხარ ქვემოთ ნამყოფი, რომ სულ აურიე, ხომ?მეორემ ისევ გაიღიმა. - ერთხელ ვიყავი იქ და ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სიბნელე, სიცივე, მარტო ხარ ვირთხებთან ერთად. ღერთო, რა საშინელ ხმებს გამოსცემენ ვირთხები... და, ყველაზე დიდი საშინელება - სუნი!.. არც კი ვიცი, რას შევადარო... - სიკვდილის სუნი... ქვემოთ სიკვდილის სუნი დგას, - შეაწყვეტინა მეორემ, თუმცა, ამჯერად სახიდან ღიმილი გაუქრა, - მაგრამ, მოვა დრო, როდესაც აღარც სიბნელის შეგვეშინდება და აღარც სიკვდილის. ამ კედლებს იქით მთელი სამყაროა. - ხო, - ჩაიცინა ანამ, - მწვანე ტყეებით, ლურჯი მდინარეებით, ლამაზი ხის სახლებითა და კეთილი ხალხით. ეს ყველაფერი ზღაპრებია. სიბნელე და შიში კი რეალურია. ჩვენ აქედან ვერასდროს გავალთ. და თუ სარგებელს არ მოვიტანთ, ჩვენც ისევე დავიხოცებით, როგორც დანარჩენები. - გპირდები, რომ აქ არ დავიხოცებით. - ისეთ რამეს ნუ მპირდები, რასაც ვერ შეასრულებ. - ხვალ მეფე მოვა, - თქვა მოულოდნეად მეორემ. - რა? - გაუკვირდა ანას, - მეფის მოსვლამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი - ვიცი, მაგრამ სიზმარი ვნახე. ის ხვალ მოვა. - ესე იგი, სიზმარში ნახე. - ვიცი, ჩემი სიზმრების არ გჯერა, მაგრამ... თუ ხვალ მართლა მოვა მეფე, დაიჯერებ? - კარგი, ხვალ თუ მეფე მოვა დავიჯერებ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. კმაყოფილი ხარ? - იმასაც დაიჯერებ, რომ აქედან გავალთ და აქ არ დავიხოცებით? - ოდესმე სიზმარში გინახავს, როგორ გავდივართ აქედან? - არა, - მცირე დუმილის შემდეგ უპასუხა მეორემ. - წამოდი, ჭურჭელი დავრეცხოთ.   შუაღამე გადასული იყო, გოგონები დასაძინებლად რომ წავიდნენ. მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული ორსართულიანი ხის საწოლები... გახუნებული ყავისფერი გადასაფარებლები... ოთახში სხვა არაფერია. არც ფანჯარა, არც სანთელი. მხოლოდ ერთი კარი, რომელსაც მუდმივად მორიგე ზედამხედველი იცავს. გოგონების საწოლები ერთმანეთის გვერდით დგას. ორივე მეორე სართულზე დაწვა. ლიას და რონის უკვე ქვემოთ ეძინათ. - ძილი ნებისა, - უთხრა მეორემ ანას. - შენ მშიერზე ძილს მიჩვეული ხარ, - შუბლი შეკრა ანამ, ჩვეულებისამებრ გულაღმა დაწვა და ხელები ბალიშისქვეშ შეაწყო. - ეს რა არის? - ანა ბალიშის ქვეშ რაცას შეეხო. - მეორე, მეორე, ხელი ბალიშის ქვეშ შეყავი, - გადაუჩურჩულა მეორეს.მეორე ასეც მოიქცა და ბალიშის ქვეშ პურის ნატეხი იპოვა. - ნანის საჩუქარია, - გაიღიმა მეორემ. - ჩუმად ჭამე და დაიძინე.მეორე ასეც მოიქცა. ავტორისგან   თუ ამ მითითებებს მიჰყვებით, კითხვის პროცესი თქვენთვის ბევრად სასიამოვნო და ვიზუალურად ადვილად წარმოსადგენი გახდება.     v ყველგან, სადაც შეგხვდებათ სამი წერტილი, წინადადებები წაიკითხეთ ნელა და სამწერტილთან გააკეთეთ პაუზა...  v *ფიფქებში ჩასმული ტექსტი წაიკითხეთ სწრაფად, ამოსუნთქვის გარეშე*  v მუქად დაწერილი ტექსტი ნიშნავს, რომ მოქმედება ხდება ღამით ან ადგილზე, სადაც პერსონაჟების გარშემო სიბნელეა.  v დახრილი ასოებით დაწერილი ტექსტი ნიშნავს, რომ პერსონაჟები ფიქრობენ.გვირილების მინდორი... მზე... თბილი ნიავი... ჭრელი კაბა და ყვავილების გვირგვინი... სიმშვიდე… მაგრამ … რაღაც საშინელი სისწრაფით უახლოვდება გოგონას და…*სიბნელე - ჭექა-ქუხილი - უცნაური ბუტბუტი - სისხლი - შეშინებული თვალები - საშინელი ტკივილი* - არა! - უეცარი წამოძახილი გაისმა სიბნელლეში და სიჩუმე აჩქარებული სუნთქვის ხმამ დაარღვია. - ისევ ეს სიზმარი... ისევ ეს სიზმარი..., - განუწყვეტლად იმეორებდა გოგონა. კარის ხმა... ვიღაცამ ჯაჭვი გახსნა და მსუბუქად ჩამოიარა ხის კიბეები.         - მეორე!-გაისმა ქალის ხმა და სიბნელეში ჩირაღდნის შუქი შემოიჭრა.  უზარმაზარი მიწისქვეშა საპყრობილე... უამრავი ხის საკანი... ისედაც პირქუშ სანახაობას ცეცხლის ალზე წარმოქმნილი ჩრდილები კიდევ უფრო საშიშს ხდიდა.   შავებში ჩაცმული გამხდარი ქალი ხის საკნებს შორის სწრაფად მოაბიჯებდა. მუდმივად სევდიანი სახე...  ცეცხლის ალზე მოელვარე ჭაღარანარევი შავი თმა... სიგამხდრისგან ჩაცვენილი ლოყები... - მეორე! - წარმოთქვა ხმამაღლა და ჩირაღდანი მოიმარჯვა, გოგონა უკეთ რომ დაენახა. მეორეს მისი მისვლა არც შეუჩნევია. შეშინებული იყურებოდა სივრცეში. - მეორე! - უფრო ხმამაღლა გაიმეორა ქალმა, - ისევ სიზმარი? - ეს იმდენად რეალურია, რომ სიზმარი ვერ იქნება, - მზერის შეუცვლელად უპასუხა მეორემ.  დუმილი...  - ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ... ისე თავისუფლად ვსუნთქავ... მაგრამ, მერე ყველაფერი იცვლება. მთელი სხეულით ვგრძნობ მათ ტკივილს... მათ შიშს... თითქოს იქ ვარ და ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება... რატომ ვხედავ ყოველთვის ერთსა და იმავეს ? ან რატომაა ასე რეალური?  ისევ დუმილი...  - ნანი, იცი რაზე ვფიქრობდი? - თითქმის ჩურჩულით თქვა მეორემ, - ბიბლიოთეკაში დაცული ყველა ჩანაწერი წაკითხული მაქვს. იქ ამ ადგილის შესახებ არაფერი წერია. გვეუბნებიან, რომ აქ უსაფრთხოა და ასე სამეფო ჩვენ გვიცავს, მაგრამ... წინა მეფის სიკვდილის შემდეგ ომი არ ყოფილა. რამდენიმე ათეული წელია, არ ყოფილა არც მცირე ბრძოლა, არც აჯანყება. მეზობელ სამეფოებს სამშვიდობო ზავი აქვთ. მაშინ ვისგან გვიცავენ?  და ისევ დუმილი…   - როგორ ფიქრობ, აქედან გასვლა მართლა შეუძლებელია?  ეს სიტყვები ისე მტკიცედ თქვა მეორემ, ნანის ჟღუანტელმა დაუარა. თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა ... მაგრამ გადაიფიქრა. - როგორც ხედავ, ჩირაღდნით მოვედი. - ესე იგი, მაღლა ასვლის დროა!ნანიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ორივემ დატოვა საპყრობილე.    დღის სინათლეზე მეორეს შეხედვას არაფერი  სჯობდა - საშუალო სიმაღლე... კარგი აღნაგობა... წელამდე ჩამოზრდილი და გახუნებული, წაბლისფერი თმა... ჭუჭყი ვერ ფარავდა მისი სახის მშვენიერებას. თაფლისფერ თავლებში კი იმდენი სიცოცხლე იგრძნობოდა, თითქოს, მთელი თვე ბნელი საკნის ნაცვლად სამეფო დარბაზში გაეტარებინა. - ზემოთ საერთოდ არაფერი შეცვლილა, - თქვა მეორემ, როდესაც ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და სივრცეს გახედა.ჰორიზონტზე ისევ სქელი გალავანი და კბილებამდე შეიარაღებული ათობით დარაჯი ჩანდა.  - ნეტა, ვინ დაარქვა ამ ადგლს სიცოცხლის სახლი? - გაეღიმა, - ეს სახელი ყველაზე ნაკლებად შეეფერება აქაურობას. - წადი, იბანავე და გამოიცვალე, - ეშმაკურად ჩაიცინა ნანიმ, - დღეს სამივე აბანოში მორიგეობს. - მართლა? - წამოიძახა სიხარულით მეორემ და უკანმოუხედავად გაიქცა. აბანო სინამდვილეში ერთი დიდი ოთახია - ცარიელი კედლები... უფორმო, პატარა ფანჯრები... შუაში ამოშენებული უზარმაზარი ღუმელი... სამივე მართლაც აბანოში იყო. ანას შარვალი ქონდა აკეცილი და მუხლებზე დამდგარი, ხის იატაკს წმენდდა. მისი წითური ნაწნავის ბოლო იატაკს ეხებოდა და ჭუჭყიან წყალში სველდებოდა. სახეზე ალმური ასდიოდა დაღლილობისა და სიცხისგან, მაგრამ საქმეს მაინც გულმოდგინედ აკეთებდა. თვალწარმტაცი გარეგნობითა და შრომისმოყვარეობით ყველასგან გამორჩეეული რონი ღუმელში შეშას უკეთება. ღუმელიდან წამოსული მხურვალება ოფლის წვეთებად ეღვრებოდა შუბლზე. მისი ღამესავით შავი თმა ცეცხლის ალზე გახურებული ნახშირივით ელავდა. რონი უფრო მეტად გამხდარიყო, ვიდრე მეორეს ახსოვდა. ლია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხუთი წლის, სამფეხა ხის სკამზე იჯდა, ფეხებს ჰაერში იქნევდა, ხელში საპონი ეჭირა და მისგან წარმოქმნილი ქაფით თამაშობდა. მისი პატარა, ოქროსფერი კულულებიც გაზრდილიყო და უკვე მხრებამდე სწვდებოდა. - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მომენატრეთ! - თქვა მეორემ. - მეორე! - ერთდროულად დაიყვირეს გოგონებმა და გახარებულები გადაეხვივნენ. - როგორ ხარ? - სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა რონიმ. - ჩახუტებამდე ხომ არ იბანავებ? - თქვა ანამ შეწუხებული სახით. - ანა! - შეუბღვირა რონიმ.მეორემ გახდა დაიწყო. - ნეტა, შენს ზურგს შეგახედა, - გაბრაზდა ანა, - სულ პატარა ადგილიც კი არ გაქვს, იარა რომ არ გქონდეს. საშინელი სანახავია. - კარგია, რომ ვერ ვხედავ, - გაიღიმა მეორემ. - შენი აზრით, სასაცილოა? - კიდევ უფრო გაბრაზდა ანა, - ამდენ ხანს ჭკუა რატომ ვერ ისწავლე? ხომ შეიძლება, დანარჩენებივით მოიქცე. აუცილებელია, ყოველდღე ზედამხედველს ეკამათო? აუცილებელია, ყველას გამოესარჩლო, ვისაც დასჯიან? რამდენჯერ უნდა გაგროზგონ? რამდენი დრო უნდა გაატარო იმ ჯოჯოხეთში? ერთხელაც ქვემოდან ვეღარ ამოხვალ! - ვიცი, რომ ჩემზე ღელავ, - გააწყვეტინა მეორემ, - მაგრამ აქ სიკვდილს არ ვაპირებ... მითხარით, ზემოთ რა ხდება, ზოიამ მათრახი ხომ არ დაკარგა? - ზოიას მათრახი არ ვიცი, მაგრამ ანამ დაკარგა ხუჭუჭა ბიჭი, - ირონიულად თქვა რონიმ, - სახურავიდან სულ მას უყურებდა. ახლაც ელოდება როდის გამოჩნდება. - რას ამბობ, - უხერხულად შეიშმუშნა ანა. - ის არ დაბრუნდება! - შეაწყვეტინა სერიოზული ტონით მეორემ, - იმიტომ, რომ სიკვდილის კარიბჭეში შეიყვანეს. - შენ საიდან იცი? - სიზმარში ვნახე, რომ... - რა თქმა უნდა, სიზმარი, - გაბრაზდა ანა. - თუ მეორემ თქვა, რომ აღარ დაბრუნდება, ესე იგი, აღარ დაბრუნდება, - შეუტია რონიმ. - რა თქმა უნდა, რონი, რომელსაც ყოველთვის სჯერა მეორეს სიზმრების! მოდი, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ და მეორე დავბანოთ! ანამ წყალი ამოიღო და მეორეს დაასხა. - ღმერთო! - აღმოხდა მეორეს - რა მოხდა? - ცივია! - ბოდიში, სათლი შემეშალა. გეფიცები, განზრახ არ მიქნია. ***ბანაობის შემდეგ მეორე სახურავზე ავიდა სველი ტანსაცმლის დასაფენად. სახურავიდან ყველაფერი ჩანს... ჩანს უზარმაზარი მოედანი წრიულად განლაგებულ შენობებს შორის... სცენა, სადაც საჯაროდ სჯიან ურჩებს… სიცოცხლის სახლის მეორე ნაწილი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებისთვისაა… და უზარმაზარი კარიბჭე, რომელიც აქედან გასასვლელ ერთადერთ გზას იცავს... თუ სიკვდილის კარიბჭეს არ ჩავთვლით, რომელიც მიწისქვეშა საპყრობილეშია… არავინ იცის, იმ კარს მიღმა რა ხდება, მაგრამ იქიდან ჯერ უკან არავინ გამოსულა. მიწიქვეშეთში მთელი სამყაროა. უფრო სწორად, თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის სწორედ იქაა... ***აქ ადამიანები ხშირად მოჰყავთ - უსახლკაროები, მარტოხელები, მიტოვებული ბავშვები... მოკლედ, ისეთები, ვისი ბედიც არავის ადარდებს. აქ "ახალ სიცოცხლეს" გვჩუქნიან, ჩვენ კი სანაცვლოდ სამეფოს ვემსახურებით.  ყველაზე ძლიერებს მებრძოლებად ამზადებენ. ბევრი აბჯარსა და იარაღს ჭედავს. ზოგიერთი სამეფო კარის დიდებულებისთვის ტანსაცმელს ქარგავს, ზოგი სამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სასადილო ოთახში მორიგეობს, ზოგს კი აბანოსა და ტუალეტების დალაგება უწევს, მაგრამ ყველა ვალდებულია, სამეფოს ისტორია იცოდეს და მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი სამეფოსთვის მსახურება იყოს. სიცოცხლის სახლში მკაცრი წესები მოქმედებს. ის, ვინც წესებს გადაუხვევს, მკაცრად დაისჯება ან, უბრალოდ, მოკვდება. თუ დავითვლი, რამდენჯერ დავისაჯე წესების დარღვევისთვის და რამდენჯერ მომისმენია განწირული კივილის ხმა მიწისწვეშა საპყრობილეში, უნდა ვაღიარო... სასწაულია, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ .   ჩემს მოვალეობაშიც გამიმართლა. ძირითადად ბიბლიოთეკაში ვარ და თაროებიდან მტვერს ვიღებ. თაროები სავსეა ისეთი ჩანაწერებით, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმ ისტორიისგან , ზედამხედველები დაზეპირებას რომ გვაიძულებენ. ბიბლიოთეკა უზარმაზარი დარბაზია ჭერამდე ასული წიგნის თაროებით. მათ არავინ კითხულობს. ეს მხოლოდ საცავია და მეტი არაფერი.  მონებისთვის წერა-კითხვის სწავლა აკრძალულია, მაგრამ როდესაც ამდენ წელს აქ ატარებ, წერასაც სწავლობ და კითხვასაც. აქ ყველა წიგნი და ჩანაწერი წაკითხული მაქვს. სამყარო თუ ისეთი დიდი და საოცარია, როგორც წიგნებში წერია, მაშინ ნამდვილად ღირს აქედან გასვლა და მისი საკუთარი თვალით ნახვა.   - მეორე! - დაიძახა ბიბლიოთეკის კარებთან მდგომა ანამ. მეორე იმ თაროზე იჯდა, რომელსაც ერთადერთი სარკმლიდან შემოსული სინათლის სხივი ეცემოდა.  დღიურის წერაში ისე გაერთო,  რომ ვერც კი გაიგო, როგორ მოსაღამოვდა.ზარმა ჩამოჰკრა. ეს ვახშმის დაწყებას ნიშანია. გოგონები სირბილით წავიდნენ. - მანდ გაჩერდით! - დაიძახა ზედამხედველმა, როგორც კი გოგონებმა სასადილო ოთახის კარი შეაღეს.   ახალგაზრდების ნაწილი უსასრულოდ გრძელ ხის მაგიდებთან ისხდა და ვახშამს შეექცეოდა, ნაწილი კი, კუთვნილი ულუფის მოლოდინში რიგში იდგა სასადილო ოთახის ერთ კედელზე ამოჭრილ უზარმაზარ ნიშასთან.  ამ ნიშაში ყოველთვის სამი ადამიანი დგას: ორი გახდარი ქალი, ისეთი გამხდარი, თითქოს სამზარეულოში კი არა, საამქროში უწევდათ ოფლის ღვრა და ერთიც, საზიზღარი მსუქანი კაცი სისხლიანი წინსაფრით, რომელიც მზარეულზე მეტად ჯალათი გეგონებათ. - დღეს ვახშმის გარეშე დარჩებით, - განაგრძო ზედამხედველმა, - როდესაც ყველა მორჩება ჭამას, აქაურობას დაალაგებთ და მხოლოდ ამის შემდეგ წახვალთ დასაძიებლად. მანამდე მანდ იდექით და უყურეთ.        ანა და მეორე ადგილიდან არ დაძრულან. ყველა ისე ხარბად ჭამდა, არც შეუმჩნევიათ, ორი დასჯილი გოგო როგორ ითმენდა შიმშილს. მალე ყველა დასაძინებლად წავიდა. - ამ ჭურჭლის დარეცხვას მთელი ღამე დასჭირდება, - თქვა ანამ. - კარგი რა, ადვილად გადავრჩით. გაროზგვას და ქვემოთ ჩასვლას ეს ნადვილად სჯობს. - მაგ ორი რამის გაგონებაზეც კი ტანში ჟრუანტელი მივლის. - გაროზგვაზე რა გითხრა, მაგრამ ქვემოთ არც ისე ცუდია, როგორც გგონია, - გაიღიმა მეორემ. - შენ იმდენჯერ ხარ ქვემოთ ნამყოფი, რომ სულ აურიე, ხომ?მეორემ ისევ გაიღიმა. - ერთხელ ვიყავი იქ და ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სიბნელე, სიცივე, მარტო ხარ ვირთხებთან ერთად. ღერთო, რა საშინელ ხმებს გამოსცემენ ვირთხები... და, ყველაზე დიდი საშინელება - სუნი!.. არც კი ვიცი, რას შევადარო... - სიკვდილის სუნი... ქვემოთ სიკვდილის სუნი დგას, - შეაწყვეტინა მეორემ, თუმცა, ამჯერად სახიდან ღიმილი გაუქრა, - მაგრამ, მოვა დრო, როდესაც აღარც სიბნელის შეგვეშინდება და აღარც სიკვდილის. ამ კედლებს იქით მთელი სამყაროა. - ხო, - ჩაიცინა ანამ, - მწვანე ტყეებით, ლურჯი მდინარეებით, ლამაზი ხის სახლებითა და კეთილი ხალხით. ეს ყველაფერი ზღაპრებია. სიბნელე და შიში კი რეალურია. ჩვენ აქედან ვერასდროს გავალთ. და თუ სარგებელს არ მოვიტანთ, ჩვენც ისევე დავიხოცებით, როგორც დანარჩენები. - გპირდები, რომ აქ არ დავიხოცებით. - ისეთ რამეს ნუ მპირდები, რასაც ვერ შეასრულებ. - ხვალ მეფე მოვა, - თქვა მოულოდნეად მეორემ. - რა? - გაუკვირდა ანას, - მეფის მოსვლამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი - ვიცი, მაგრამ სიზმარი ვნახე. ის ხვალ მოვა. - ესე იგი, სიზმარში ნახე. - ვიცი, ჩემი სიზმრების არ გჯერა, მაგრამ... თუ ხვალ მართლა მოვა მეფე, დაიჯერებ? - კარგი, ხვალ თუ მეფე მოვა დავიჯერებ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. კმაყოფილი ხარ? - იმასაც დაიჯერებ, რომ აქედან გავალთ და აქ არ დავიხოცებით? - ოდესმე სიზმარში გინახავს, როგორ გავდივართ აქედან? - არა, - მცირე დუმილის შემდეგ უპასუხა მეორემ. - წამოდი, ჭურჭელი დავრეცხოთ.   შუაღამე გადასული იყო, გოგონები დასაძინებლად რომ წავიდნენ. მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული ორსართულიანი ხის საწოლები... გახუნებული ყავისფერი გადასაფარებლები... ოთახში სხვა არაფერია. არც ფანჯარა, არც სანთელი. მხოლოდ ერთი კარი, რომელსაც მუდმივად მორიგე ზედამხედველი იცავს. გოგონების საწოლები ერთმანეთის გვერდით დგას. ორივე მეორე სართულზე დაწვა. ლიას და რონის უკვე ქვემოთ ეძინათ. - ძილი ნებისა, - უთხრა მეორემ ანას. - შენ მშიერზე ძილს მიჩვეული ხარ, - შუბლი შეკრა ანამ, ჩვეულებისამებრ გულაღმა დაწვა და ხელები ბალიშისქვეშ შეაწყო. - ეს რა არის? - ანა ბალიშის ქვეშ რაცას შეეხო. - მეორე, მეორე, ხელი ბალიშის ქვეშ შეყავი, - გადაუჩურჩულა მეორეს.მეორე ასეც მოიქცა და ბალიშის ქვეშ პურის ნატეხი იპოვა. - ნანის საჩუქარია, - გაიღიმა მეორემ. - ჩუმად ჭამე და დაიძინე.მეორე ასეც მოიქცა.