ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

იასამნისფერი მელაკუდა

იასამნისფერი მელაკუდა

 „იასამნისფერი მელაკუდა“  ***- და შენ არ გეშინია????ჩემს წინ ის დაჯდა...ვინ???ბიჭი თუ მელაკუდა?? ორივეემაღალი დაკუნთული. მელიასავით დაცქვეტილი ყურები ჰქონდა. თან მის თმას და სხეულს იასამნისფერი დაჰკრავდა.თითებზე კიდევ ბასრი კლანჭები ჰქონდა.- და შენი რატომ უნდა შემეშინდეს??ჩაიცინა. მის გრძელ იასამნისფერს ფრჩხილებს მაგიდაზე ათამაშებდა.- იმიტომ რომ მე ადამიანი არ ვარ!- უფრო საინტერესო ჩემთვის!!ჩამეცინა და ჭიქიდან ღვინო მოვსვი.მანაც ჩაიცინა, ტუჩები გაილოკა.- ზედმეტად უშიშარი ხარ.- მაგრამ მოგწონს!!ღრმად ჩაისუნთქა.სკამს მიეყრდნო და ხელები გულზე გადააჯვარედინა.- ერთადერთი ხარ ვინც არ გამირბის.- ხოდა... როგორც ჩანს მოგწონს!!!!კმაყოფილების ნიშნად ყურები შეათამაშა.- ამისიც არ გეშინია???თქვა და მისი დიდი ფუმფულა იასამნისფერი კუდი გამოჩნდა.- რა საყვარლობაა!!!მისი გრძელი ფუმფულა კუდი ჰაერში მოძრაობდა. ძალიან გამომწვევად და სექსუალურად ჩაიცინა.- შენ საერთოდ ნორმალური ხარ?- ნორმალური რომ ვიყო შენს დანახვაზე გავიქცეოდი, მაგრამ შემატყვე რამე ნორმალურობის?? შეიძლება შენ კუდს შევეხო??? ხელი გავწიე მისი კუდისკენ. მან კი დამალა. უფრო სწორედ მოხარა და კალთაში ჩაიდო. ახლა თვითონ თამაშობდა მის კუდზე.- არა არ შეიშლება ის ჩემია.- კარგი რაა... ის საყვარელია...შეიძლება მოვეფერო???- არა არ შეიძლება.ჩაიცინა და წავიდა.მას ვუყურებდი.- ეს ისამნისფერი მელაკუდა სიმპათიურია!!!მას ვუყურებდი ბარში კმაყოფიკი დადიოდა. მისი კი ყველას ეშინოდა.ჩემი აზრით კი სულაც არ იყო საშიში.ნუ ეხლა თუ ვინმე მას ცუდად შეეხებოდა ან სხვა რაიმე... რატომაც არაა პასუხი რომ გაეცა??ის უკანასკლენია იასამნისფერი მელაკიდებში. სხვა ფერები კი არიან მაგრამ ის მხოლოდ ერთია მთელს დედამიწაზე.იასამნისფერ მელაკუდებს უკვე დიდი ხანია ვწავლობ.მსოფლიოს დასალიერში ვარ. მემგონი?! მაგრამ მე უფრო ვცხოვრობდი მსოფლიოს დასალიერში ვიდრე ესენი. აქ ბევრად უკეთესი ცხოვრების სტილია. მაგრამ მელაკიდების მიმართ შიში მაინც აქვთ. ის კი აქ ამაყად დადის.- წადი აქედან!!!მაგიდასთან მოვიდა.- არსადაც არ წავალ!!!!კმაყოფილმა. ვუთხარი და შევხედე.- ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს!!!- შეიძლება! და რატომ უნდა წავიდე???- მე ასე მინდა.- ამმმმ. შეიძლება მაგრამ... არ გამოვა. იმედები უნდა გაგიცრუვო.ღრმად ჩაისუნთქა.ტანზე ეცვა მაგრამ არა მაისური. მხოლოდ ჯინსის შარვალი და ქურთუკი. საცვლების ზოლი უჩანდა.ჩამეცინა.-მე მიყურე!!!!თქვა მაგრამ მისი სხეულის თვალიერებით უფრო ვიყავი გართული. ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. ეშმაკურად ჩაიცინა. მის სავსე ტუჩებს ვუყურებდი. სახეზე პატარა შრამი, ტუჩზე პირსინგი. ყურებზეც ჰქონდა რამენიმე. მისი იასამნისფერი თვალები. და ხოო კიდევ მკერდზეც ჰქონდა პირსინგები.- და როდის მიდიხარ???- და.... შენი თმა ყველგან იასამნისფერია??? მის მუცელზე ცოტა თმა ჰქონდა მასაც იასამნიფერი დაკრავდა.ჩაიცინა.- ძალიან გაინტერესებს??- კიი... შენ ხომ უკანასკნელი ხარ იასამნისფერებში!- ხოდა თუ იცი რომ უკანასკნელი ვარ ისიც გეცოდინება რომ ძალიან ბრაზიანი ვარ რადგან ყველას ჩემი მოკვლა და კედელზე გაკვრა უნდა!!!- სიმპათიური ხარ!სულ სხვა რაღაც ვუთხარი.- შენ არ ხარ ნორმალური!- ვიცი! მაგრამ შენ მაინტერესებ.ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.ახლა მისი ეშვებიც დავინახე. მგონი გავაბრაზე. მისი წვეტიანი ყურები შეირხა დაა კიი... ძალიან გავაბრაზე.- ახლავე წადი აქედან!!!- არ მინდა!!! შენს გამო ჩამოვედი!!!- ის რაც წიგნებში ჩემზე წაიკითხე არაფერია რეალური. მე იმაზე უფრო ბრაზიანი და დაუნდობელი ვარ ვიდრე შენ გგონია. - ვიცი. ისეთი არ ხარ რაც წიგნებში ამიტომ მაინტერესებ!!!საყელოში ორივე ხელი მომკიდა და ჰაერში ამწია.- გარკვევით გითხარი წადი აქედან!!!მთელი ხმით დამიღრიალა. ყველაფერო შეზანზარდა და მისმა ძლიერმა ხმამ ჭიქებიც დაამტვრია. ხელი გამიშვა და ძირს დავეცი.-გარკვევით გითხარო დაახვიე აქედან!თვალები დამიბრიალდა და ბარიდან გავიდა.-ცხოველი!!!ჩავილაპარაკე და ავდექი. ჩემთან ქალი მოვიდა.- წადი შვილი ის აქ არ გაგაჩერებს ცხოველია! ყველას კლავს ვინც არ მოწონს და მისით ინტერესდება.- ცხოვრელია ჩვეულებრივი ცხოველია.ცოფებს ვყრიდი და ჩემს ნივთებს ვაგროვებდი.ჩემს ნომერში დავბრუნდი, ზურგჩანთაში ნივთები ჩავტენე და მანქანაში ჩავჯექი.- ცხოვრელი. სუ გადაჯიშებულა ისე უქნია. უხეში ცხოველი!!!საღამო იყო აეროპორტში მივდიოდი. იქამდე კი დაახლოებით 30 კილომეტრის ჯუნგლების გავლა მიწევდა დაახლოებით ნახევარი მშვიდად გავიარე მაგრამ......არსაიდან სუსტი ნიავი ამოვარდა.ცოტა არ იყოს შემეშინდა. მანქანაზე მელა დახტა. უცებ დავამუხრუჭე დაა... ეშმაკურად გაიღიმა.- გამარჯობა ლამაზო!!!!- წადი!!!მთის ჯიპი მყავდა, მინას გადმოაბიჯა და ჩემს გვერდით დაჯდა.- ლამაზო სად არის შენი იასამნისფერი?- წითელი წადი!წითელი - ოუუ ბიჭებო შეხედეთ ჩვენს პატარა მკვლევარს ინფორმაცია ჰქონია!!! თქვა და დაიყმუვლასავით. ძალიან შემეშინდა კი ვიცი რომ ეს მელაკუდები საშიშები არიან. თან ძალიან შაშიშები. გამომხედა.პალმის ხეები შეირხა ამან კი შრიალი გამოიწვია და ახლა დაახლოებით შვიდი მელაკუდა გამოვიდა.წითელი უკვე აქ იყო ახლა კი დანარჩენები გამოვიდნენ. ყვითელი, სტაფილოფერი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და თეთრი.წითელი- ოუუ... პატარა ხომ არ შეგეშინდა???ჩემსკენ გადმოიწია და მისი კლანჭები სახეზე ნელა ჩამომისვა. კიი შემეშინდა. მეშინოდა გული ამოვარდნაზე მქონდა.თეთრი- ვერც კი წარმოიდგენ გული ისე სწრაფად უცემს.ერთ ერთმა ჩაილაპარაკა.სუყველანი ჩემს მანაქაზე ჩამოჯდნენ.ესენიი....კი საშიშენი იყვნენ რადგან სუყველას ჯადოსნური ძალები ჰქონდათ!!! ყველას სხვადასხვანაირად შეეძლოთ მსხვერპლი გაენადგურებინათ!!! გაებრუებინათ და ტრანსში ჩაეგდოთღრმად ჩავისუნთქე.ყვითელი- რატო პატარა??? სად არის შენი მცველი???- ის ჩემი მცველი არ არის!!!ვეცადე მკაცრად მეთქვა და ჩემი გატეხილი ხმა არ შეემჩნიათ.ჩემსკენ მოდიოდა ყვითელი... მისი ყვითელი კლანჭებით ჩემი თმები გაწია მხრიდან და კისერში დამსუნა.ყვითელი- ამმმ.. რა კარგი სუნი აქვს ადამიანს......მწვანე- გაიწიე მეც მინდა...მოვიდა და ახლა ამან მკერდთან დამსუნა. ესენი გულის ამრევები იყვნენ რადგან... ნახევრად ადამიანები და ნახევრად ცხოველები არიან.ისიც ცხოველია მაგრამ ამათ ზოგს მელიის უკანა ფეხები აქვთ, ზოგს დინგი ულვაშები და რავიცი...  ყველაფერი რითაც შეიძლება ადამიანი და ცხოველი ერთმანეთში აურიონ. ისიც ცხოველია მაგრამ... მოდი ვაღიაროთ მისი ტრანფიგურაცია უფრო ლამაზია. ესენი კიდევ გაჭედილები არიან სადღაცას.... არც იქით არიან და არც აქეთ!!!...ლურჯი- პატარა მოდი ცოტა გავერთოთ.. არ გინდა.... მანქანის წინა ნაწილზე იდგა საქარე მინას დაეყრდნო და მისი ულვაშებიანი ცხვირი ჩემს ცხვირთან მიიტანა და ცხოველივით შეათამაშა.- თავი დამანებე.... სტაფილოსფერი- პატარა ნუ ბრაზდები ჩვენ უბრალოდ გვინდა გავერთოთ!!!- მე გართობა არ მინდა თქვენნაირ ცხოველებთან!!!ცისფერი- და ჩვენ ვართ ცხოველები და ის ადამიანი????მანქანის გვერდითა სარკეს მიეყრდნო და მე მიყურებდა, ბალახი პირში ჰქონდა გარჭობილი და ბოროტად იღიმებოდა.   ეს ცისფერი საშინელი შესახედავის იყო. ერთი ფეხი მელიის ჰქონდა მეორე ადამიანის. ხელებიც ესე მაგრამ მელიის ფეხზე გამობმული ხელის მტევანი....... ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი მიმატრიალებინა.წითელი- ბიჭებო გოგნას ნუ ვაშინებთ ჩვენ ხომ იშვიათი სახეობის მელაკუდები ვართ!!??? ასე უნდა მოვექცეთ ჩვენს გოგონას?? არ უნდა შევაშინოთ ჩვენი პატარა მკვლევარი. უი ბოდიში პროფესორი თუ მკვლევარი, რომელიც ჯადოსნურ ცხოველებს იკვლევს!!!. ჩემი ჩანაწერების დღიური ეჭირა ხელში, ათვალიერებდა და თან მის ჭუჭყაინ ფრჩხილებს ნაწერს აყოებდა.წითელი- ნახე..... აქ ჩვენზე წერია ბევრი რამ... ნახეთ ჩემზე ვიპოვე რაღაც.... წითელი მელაკუდა მას წითელი თვალები აქვს... ეს სწორია... წითელი კუდი რომელსაც ცეცხლი დასტრიალებს.... ესეც მარლაია... გრძელი წითელი ბასრი კლანჭები ... ესეც მართალია... მას ძალიან უყვარს ადამიანების სისხლი... ოუუ პატარა კი მართალია. მაგრამ შენ რატო არ გეშინია??? იქნებ შენი სისხლის დალევა მომინდეს???ჩემსკენ გამოიწია პირი დააღო თითქოს ჩემს კბენას აპირებდა.ძალიან... ძალიან შემეშინდა.... გაიცინა.წითელი-კარგი კარგი გეხუმრე. შენი სისხლი ბინძურია და არ მინდა მაგის დალევა.- ბინძირი შენ ხარ!!!მკვახედ ვუთხარი...  ჩაიცინეს. წითელი- თეთრი შენ რა ჩუმად ხარ?? არ გინდა ჩვენს ახალ გოგოს თვალი შეავლო???თეთრი მანქანის საბარგულზე იდგა მშვიდად და ზემოდან დამყურებდა.მას თვალი შევავლე. არც ის იყო ნორმალური შესახედაობის. ნახევარი ტანი. ქვედა ნაწილი მელიის გქონდა და საშინლად თეთრად ანათებდა.ჩამეცინა.ლურჯი- და რა არის სასაცილო????- თქვენა და... თქვენთვის არ უთქვამთ როგორ უნდა გამრავლდეთ??? მეცინებოდა.მწვანე- შენ რა გინდა? გინდა ჩვენს გამრავლებაზე იზრუნო???- მაგას მირჩევნია მოვკვდე და თქვენ კი ჯობია თქვენი ჯიშის გამოსწორებაზე იზრუნოთ!!!!თეთრი- და რას გულისხმობ????მას შევხედე.- იმას რომ ერთმანრთში კი არ უნდა შეჯვარდეთ ძაღლებივით.. თუ გინდათ რომ თქვენმა მელაკუდობამ ძალა არ დაკარგოს შვილები ადამიანებისგან უნდა გყავდეთ.ჩემსკენ დაწია.თეთრი- შეხედე რამდენი სცოდინა.მოდი შენთან შევჯვარდებით!! და შენ გააჩენ ჩვენს პატარა მელაკუდებ... რა აზრის ხარ???- არ გამოვა რადგან ის უაზრო ფერის გამოვა და თქვენსავით მახინჯი იქნება!ამაზე სუყველა წამოენთო. აშკარად მაზოლზე დავადგი ფეხი!!! წითელმა ყელში მომიჭირა ხელი, ფეხზე ადგა და მეც თან გამიყოლა ჰაერში ვეკიდე. არ ვიხჩობოდი მაგრამ... კისრით დაკიდება არც ისე სასიამოვნოა....ყმუილისმაგვარი ხმა გავიგე. სუყველანი დაფრთხნენ და აშკარად შეეშინდათ. ჩამეცინა.- შეგეშინდათ?წითელი- ხმა ჩაიგდე. შენმა მელამ მოგაკითხა.- შეიძლება მაგრამ თქვენ შარში გაეხვიეთ ხომ ხვდებით....მანქანის შუქი გამოირთო თითქოს მწყობრიდან გამოვიდა. იასამნისფერი ნათება დავინახეამ ყველა მელაკუდას ნათება ჩაქრა და სადღაც გაუჩინარდათეთრი-ხომ გითხარი დაგვერხევათქო.წითელი- მისი არაა ყველაფერი!!!!!თავი მოვატროალე და დიდი იასამნისფერი მელაკუდა დავინახე. იღრინებოდა... თვალებში იასამნისფერი ცეცხლი ენთო.- გაუშვი!!!!წითელი- რომ არა რას იზავ????- თავის გარეშე დარჩები!!!წითელი- მაგას ვერ გააკეთებ!!!! შენ ჩვენი მოკვლა აკრძალული გაქვს!!!!- მაგასაც განახებ რას გავაკეთებ და რას არა!!!! და თუ გამაბრაზებ იცი რომ დაზარალებული ყოველთვის წითლები რჩებიან!!!წითელი- შენი ნიშანი არ ადევს!!!ჩამეცინა.- საერთოდაც მისი ნიშანი დაბადებიდან მაქვს!ხელი ავწიე და სამაჯური მოვიხსენი, რომელიც იასამნისფერ ნიშანს მალავდა.- ახლა ხომ ხედავ!წითელმა ხელი გაიქნია და გამისროლა. არ ვიცი რამდენი ვიფრინე ან სად მივფრინავდი. ბოლო ხმაზე ვყვიროდი, რადგან ჰაერში უგზო-უკოდ მივფრინავდი. ხმელეთს გავცდი და ახლა წყლის ზედაპირზე მივფრინავდი...- მიშველეეე.........ბოლო ხმაზე ვიყვირე რაც შემეძლო..- დაგიჭირე!!!!მის ხელებში ვიყავი მოქცეული. გული სწრაფად მიცემდა. ჩამოსვლა დავაპირე ძირს დავიხედე და ჰაერში ვიყავი. ჩაიცინა. მე კი შეშინებულმა ხელები მაგრად მოვხვიე.- სად მიდიხარ!  თავიდანვე უნდა გეთქვა რომ ჩემი ხარ!!!- მაგრამ შენ გამაგდე!!!- რომ მცოდნოდა ჩემი იყავი არ გაგაგდებდი!!! ნელ-ნელა ძირს დაეშვა და დამსვა.- აქ იყავი მალე დავბრუნდები!!!!თქვა და გაიქცა.სირბილის დროს გადახტა და წამის მეასედში დიდ მელიად გადაიქცა.სანამ წავიდოდა. შემომხედა და დაიღრინასავით.გავჩერდი ღრმად ამოვისუნთქე. უკუნითი სიბნელე იყო. ერთადერთი რაც მესმოდა ეს ღრენის და წკმუტუნის ხმა იყო. ძალიანაც რომ მდომოდა წასვლა ვერსადაც ვერ წავიდოდი. ვერაფერს ვერ ვხედავდი და ჩემს ირგვლივ ორი მეტრის რადიუსში იასამნისფერ წრეში ვიდექი!!- აი შენი თავგადასავალიც!!!!!ვთქვი და მიწაზე დავჯექი.- ესეც შენი იასამნისფერი მელაკუდა...მის მიეს შექმნილ, ჩემს წრეში ვიჯექი. გაუთავებელი ყმუილის და ღრენის ხმები მესმოდა. - წადით და ესეც წაათრიეთ მე გარკვევით გითხარით ჩემს ტერიტორიაზე არაფერს არ უნდა შეეხოთ. მადლობა თქვით შემოსვლის უფლებას რომ გაძლევთ! მისი ღრიალი გავიგე.შემდეგ კი საშინელი სიჩუმე იყო.წამოვდექი და ირგვლივ ვიხედებოდი. ვერაფერს ვერ ვხედავდი- სად ხარ??? სად!!! ანერვიულებულმა ვთქვი და მას ვეძებდი.მალე მოვიდა, ფეხებთან ჩემი ჩანთა დააგდო. - უნდა წასულიყავი რომ გითხარი - მივდიოდი!!!სიბნელეში ძლივს ვხედავდი მას.მისი იასამნისფერი ნათებაც სადღაც გამქრალიყო. უფრო სწორედ ძლივს ანათებდა. ახლოს რომ მოვიდა თითქოს სხვადასხვაფერის საღებავები ჰქონდა გადადხმული.- ეს რა არის??? მკერდზე თითები გადაისვა და მოიშორა. - ააჰ ეს არაფერი. სისხლია... - რააა??? - ხოოო მათი სისხლია, არაფერი მჭირს კარგად ვარ!!!!ნაბიჯი გადადგა. კოჭლობდა.- კი... კარგად ხარ!!! - ცოტა კბილი გამკრა ეგ არაფერი. მაგრამ წითელმა თავი დაკარგა.. - რას ქვია თავი დაკარგა.. - პირდაპირი მნიშვნელობით. - მოკალი??? - შემომაკვდა....კმაყოფილმა ჩაიცინდა.-ჩხუბის დროს ხდება ხოლმე ამიტომმმ...- და ამის გამო არ მოგხვდება?? - არა!!! ჩემს ტერიტორიაზე იყო შემოსული და იმას ეხებოდა რაც ჩემია! ამიტომ მქონდა უფლება. გამიზნილულადაც და შემთხვევითაც!- შენ ის მოკალი!!!! დავუყვირე. ჩაიცინა. ჩემთან ახლოს მოვიდა ჩანთას ფეხი მიარტყა.- აახვიე ჩემი ტერიტორიიდან თავქარიანო.გვერდი მაქცია თან კოჭლობდა.მას გავხედე, მისი შარვალს კი იასამნიფერი ლაქები ჰქონდა.- იცი მგონი... - ვიცი დაჭრილი ვარ. დაიღრინასავით და დაჭრილ ბარძაყზე ხელს ისემვდა. - შენი სისხლი იასამნიფერია?? გაიცებულმა ვკითხე. - კი ჩემი ყველაფერი იასამნისფერია. ახლა დაიკმაყოფილე ცნობიამოყვარეობა??? დამიყვირა.მასთან მივედი.ახლა ნამდვილად შემომიღრინა.- შემიძლია დაგეხმარო. - იმით დამეხმარები შენს ნივთებს აიღებ და აახვევ აქედან!!!- ნუ წკმუტუნებ რაა!!! ვთქვი და ჩემი ჩანთა ავიღე.მასთან მივედი. - თავი დამანებე და წადი!!!- მანქანამდე მიმიყვანე!!! - ბილიკს გაყევი და მიხვალ. - უკუნითი სიბნელეა!! - შენი პრობლემაა!!! ისევ იღრინებიდა.- ნუ იღრინები ქუჩის ძაღლივით. მის გვერდით მივდიოდი. - ქუჩის ძაღლი არ ვარ მელა ვარ მელა!!! დამიყვირა. ისევ ჩუმად მივდიოდით.- დახმარება არ გინდა??? შევთავაზე.- არ მოვკვდები!!! - ხოო ძაღლი კოჭლობით არ კვდება!-კიდე ერთხელ შემადარებ ძაღლს და თავს მოგაჭამ!!!ჩამეცინა.- აი შენი მანქანა და აახვიე ეხლა აქედან. არ დაგინახო აქ ჩამოსული!!!!მანქანაში დავჯექი და დავქოქე.- მე შენთან ჩამოვედი. - დაახვიე გოგო!!! რა გინდა შარს ეძებ?? -შარს ვეხებ? დაბადებიდან შენ გეძებ უფრო სწორედ რაც ტვინის გამოძრავება დავიწყე. გიპოვე და ეხლა შენ მაგდებ!! არაა!!! - ხო გაგდებ!! იმიტომ რომ შენ არ ხარ ჩემი ძუ!!! - ოუუ ეგრეა? მე ადამიანი ვარ და არა შენნაირი ცხოველი!!! - მე უკანასკნელი იასამნისფერი ხვადი მელაკუდა ვარ და მე ჩემს ძუს ვეძებ დაგაკმაყოფილა პასუხმა?? დამიღიალა.- მე ის ვარ ვისაც შენ ეძებ!!! მეც დავუყვირე.- შენ ჩემთან ერთ სექსსაც ვერ გაუძლებ. ხომ არ დაგავიწყდა ადამიანი არ ვარ. შენ კიდევ ადამიანი ხარ!!!! -მე შენი ძუ ვარ. - შენ არ ხარ ჩემი არაა!!! - იდიოტი ეგოისტი ამპარტავანი ცხოველი მაქცია თუ რაღაც ჯანდაბა ხარ! - მე იასამნისფერი მელაკუდა ვარ არც მაქცია და არც მგელი და არც ძაღლი!!!! - კარგად კი იღრინები!!!! - მე იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე სხვა ნებისმიერი ცხოველი ამიტომ ნუ მადარებ ამ მოშინაურებულ ცხოველებს რომლებიც პატრონებს კიდს უქიცინებენ!- ამოწყდები ისე რომ არავინ დარჩება შენნაირი!!! დავუყვირე და მანქანა სწრაფად წავიყვანე.ცრემლები მომდიოდა.- არ გაიხედო არ გაიხედო.... ჩემს თავს ვუმეორებდი.- ჯანდაბა შენ რააა. გავიხედე და ის დავინახე ძირს ეგდო. არ ინძრეოდა. - შენი დედაც მელაკუდა!!!დავიყვირე. საჭე მკვეთრად მოვატრიალე და მასთან მივედი.მანქანიდან გადმოვხტი.- რა გჭირს კარგად ხარ?? ხმას არ მცემდა. გათიშული იყო!!! - შენი დედაც!!! უმადური ხარ მელაკუდა უმადური!!!ძლივს შევაგდე მანქანის საბარგულში. კიდევ კარგი თვითონაც მეხმარებოდა. საჭეს რომ მივუჯექი უკან გავიხედე და იქ კიდევ დიდი უზარმაზარი იასამნისფერი მელაკუდა დამხვდა თავისი უზარმაზარი იასამნისფერი აურით!!!გავშეშდიი.- გზას გაყევი!!!! მისმა თითქოს ცოცხალმა აურამ მითხრა და გზაზე იასამნისფერი მანათობელი ძაფი გაჩნდა.მეც ამ გზას გავყევი და წავედი. თხუთმეტ წუთში უზარმაზარი სახლის წინ ვიდექი. რომელსაც იასამნისფერი აურა იცავდა. არ ვიცი რა ჯანდაბაა......ეზოს კარები გაიღო და შევედი. ისე ვითომც არაფერი.სახლის წინ გავაჩერე. სახლი რაა... ცოტა მეტიჩრობასავით იყო დიდი სამ სართულიანი?? შეიძლება. თეთრი სასახლე რომელსაც იასამნისფერი დაკრავდა. ნახევრად ნანგრევებად იყი ქცეული.- ამასაც მაგარი ეგო აქვს რააა...სახლიდან ვიღაცეები გამოვიდნენ.თავიდან ადამიანებს გავდნენ მანქანას რომ მოუახლოვდნენ ისინიც მისნაირები იყვნენ. უფრო სწორედ, სხვადასხვა ფერის მელაკუდები. ასაკში იყვნენ და მათი აურა ისე არ ანათებდა როგორც იმ ახალგაზრდების დღეს რომ შევხვდი.- რა მოუვიდა?? - სხვებთან იჩხუბა დაა მერე გაითიშა. მანქანის უკან ისევ მელიის ფორმაში იწვა და არ ინძრეოდა უკანა ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. საკმაოდ დიდი და ღრმა ჭრილობა ჰქონდა. სხვებიც მოვიდნენ დასახმარებლად და წაიყვანეს.მისი დიდი აურაც მას გაყვა. - წამოდი შიგნით დაისვენე!!! - მეე... იყოს უნდა წავიდე!!! - ვერ წახვალ!!! - არაა. მან მითხრა რომ უნდა წავსულიყავი! - ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც აქ შემოვიდა და ასე ადვილად ვერ წახვალ!!!.ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. მანქანიდან გადავედი. ჩემი ნივთები სხვამ წამოიღო.მათ ვათვალიერებდი შუა ასაკს, ცოტა გადაცილებულები იქნებოდნენ.- მის აქეთ წამოდით! ეზოს თვალი მოვავლე. ფერადი რაღაცეები დარბოდნე ეზოში. - ეს რეებია??? - ისინი პატარა მელაკუდები არიან!!! - მელაკუდები???ჩვენსკენ სამი სხვადასხვაფერი მელაკუდა მოვიდა. დავიხარე და ხელში ავიყვანე. ისინი მართლა მელაკუდები იყვნენ.- მაგრამ... - ყოველთვის სამი იბადება.. ერთი თავიდანვე მელაკუდაა მას გადაქცევა შეუძლია მაგრამ ესეც იშვიათია. შეიძლება სულ მელაკუდად დარჩეს, დანარჩენი ორი კიი... სხვადასხვანაირად ტრანსფიგურდებიან!  ისინი სუფთა სისხლის არ არიან... დანანებით ჩაისუნთქა.მივხვდი რასაც გულისხმობდა.- ისინი პატარები არიან და აურას და მათ სიკაშკაშეს ვერ აკონტროლებენ!!! მის წამოდით უნდა დაისვენოთ!!! პატარა მელაკუდა გამომართვა ძირს დასვა და სახლში რასაც ქვია შემათრია. მოხუცებული იყო მაგრამ, ძალა საკმაოდ ჰქონდა ამ ქალბატონ მელაკუდას. კიბეებზე წინ მიმიძღოდა,ოთახის კარები გამიღო.- აქ დაისვენებთ. იცოდეთ ღამის თორმელი საათის შემდეგ ოთახიდან არ გამოხვიდეთ დილის ექვს საათამდე. თქვა და კარები მომიკეტა და ჩაკეტა. ჩამეცინა. - ამ იმტრიგაში მტოვებს და მეუბნება აქედან ფეხი არ გავადგა??? - რათქმაუნდა პირველივეს ამას გავაკეთებ!!!ვთქვი და ოთახს თვალი მოვავალე. გაოცებისგან პირი ღია დამჩა. მთელი ოთახი გაფორმებული იყო იასამნისფერი და ოქროსფერი საღებავებით... ორნამენტებით...- აი ამას ჰქვია ნამუშევარი...... მასიური ხის საწოლი, მელაკუდები გამოხატული ზედ. ზოგიც მელაკუდას ფორმაში, ზოგიც ნახევრად ადამიანი, ნახევრად მელაკუდა. ჩემს ჩანთა სწრაფად ავიღე და ციფრული ამოვიღე რათქმაუნდა ყველაფერს სურათს გადავუღებდი.ყველა კუთხე კუნჭულს სურათებს ვუღებდი. ახლა ვიდეო კამერა ავიღე და ამით ვიღებდი საწოლზე გამოსახულ სხვადასხვა მელაკუდას.-შენ რა მეღადავები ყველა მელაკუდა ანათებს??? აპარატი გავწიე და მელაკუდებს ვათვალიერებდი. ყველა მელაკუდა სხვადასხვაფრად ანათებდა.სრულიად ჩავაბნელე ოთახი და ახლა ყველაფერი ნათლად დავინახე. მარტო საწოლი კი არა კედელზე გამოსახული მელაკუდებიც ანათებდნენ. მოძრაობდა... ყველა მელაკუდა მოძრაობდა. ერთ ერთ პატარა მოუსვენარ იასამნისფერ მელაკუდას თვალი გავაყოლე. მას კი მოზრდილი მელაკუდა მიჰყვებოდა.ორნამენტიდან ორდამენტზე დახტუნავდა ბოლოს კი ჭერზე ავიდნენ. მეღიმებოდა ასეთი რამ ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი.ძირს დავწექი და ამ მელაკუდას ვუყურებდი. მასზე ოდნავ დიდი მელაკუდა იქვე იყო თვითონ არ ასულა, იჯდა და მის პატარა მელაკუდას უყურებდა. დავაკვირდი... მანაც შემომხედა დაა ასე მეგონა ნამდვილად მხედავდა. გამიღიმა თვალები ნაზად დაახამხამა, თავი ნაზად დამიკრა და მისი თათის ლოკვა დაიწყო. ისევ მის მოუსვენარ შვილს უყურებდა. მეც მასზე გადავიტანე ყურადღება. ის მოუსვენრად ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე გადახტებოდა და მის დიდი იასამნისფერ ფუმფულა კუდს დააფრიალებდა რომელიც მასზე ხუთჯერ დიდი მაინც იქნებოდა.ეს სანახაობა ძალიან ლამაზი იყო ძალიან. ერთი წუთითაც ის ვიფიქრე რომ ეს პატარა მელაკუდა ჭერიდან ჩამოვიდა....  და კი ახლა ჩემს ხელისგულზე იჯდა და მოუსვენრად თამაშობდა.- ძალიან საყავრელი ხარ მელაკუდა....- დაიძინე!!!! ჩემს თმებში ჩახტა. კომფორტულად მოეწყო და დაიძინა. მეც მასთან ერთად დამეძინა.   ***- რატომ არ წახვედი??? მისი ხმა გავიგე. თვალები გავახილე. ისევ ძირს ვიწექი.მომეჩვენა რომ ხელში რაღაც ჰქონდა. - ხელში რა გაქვს?? - საშენო არაფერი.მას თვალი შევავლე.ფეხი მუხლამდე ჰქონდა შეხვეული. მოკლე შორტები ეცვა. მგონი მხოლოდ საცვლებიც ეცვა.ყურადღება მის ხელზე გადავიტანე რომელიც კედელთან ახლოს იყო. დავინახე პატარა მელაკუდა კედელზე როგორ გადახტა და გაშეშდა. -ჩუმათ!! დედა არ გააღვიძო!!! მოუსვენარო მისი ხმა გავიგე და კედელზე დახატულ პატარას მოეფერა!!!ჩემთან მოვიდა. - რატო არ წახვედი?? -არაფრის!ძირს წამოვჯექი და თვალებს ვისრისავდი!!!.- ცხოველს მე მეძახი და შენთვითინ ძირს გძინავს.!! - ჩამეძინა!! - ოჰჰ ეგეთი დაღლილი იყავი რომ საწოლამდე ვერ მიაღწიე??? - თავი დამანებე რააა!!!ვთქვი და წამოვდექი.ჩემს ჩანთას დავავლე ხელი.- მივდივარ! დაწყნარდი!!!! საძინებლიდან გამოვედი,  კიბეებს ქვემოთ მივუყვებოდი. არ გამომყოლია. მისთვის ნორმალურადაც არ შემიხედავ ისევ მეძინა.კარებთან მივედი სახელური ჩამოვწიე და არ გაიღო. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.- ხომ მითხარი წადიო, ეხლა მივდივარ! პატივი დამდე და სახლის კარები გამიღე. არ შემიხედავს ისე ვუთხარი.- სახლში როგორ შემოხვედი??? - შემოვედი!!!მისკენ მივტრიალდი. დაახლოებით ექვსი მეტრის სიმაღლეზე იყო. სახლის მეორე სართულზე.  კიბეებს ეხლა ავაყოე თავლი და... მას შევხედე თეთრ უზარმაზარი სახლი იყო რომელსაც მელაკუდები აფორმებდნენ. მისი სინათლე კი ისევ ჩანდა. მაგრამ არა ძალიან.- მე გეკითხები როგორ შემოხვედი ჩემს სახლში??? - შენმა დიდმა ეგომ გზა მიჩვემა და მეც შემოვედი ჯერ ეზოში და შემდეგ სახლში. რამე პრობლემაა??? - კი პრობლემაა!!! მატყუებ!!!! - ეგ შენს დიდ ეგოს უთხარი სახლის გზა რომ მაჩვენა.უკმაყოფილომ გადმომხედა. არ მითქვამს ხომ გრძელი თმა რომ ჰქონდა. იცით როგორი მგლის ვარცხნილობას რომ ეძახიან დაახლოებით ეგეთი. მოკლედ მიხვდებით რააა. ხოდაა. გაბრაზდაა.- ჩემმა ეგომ???წარბი აწია.- ნუ მატყუებ საიდან იცოდი ჩემი სახლის გზა??? - შენმა დიდმა ეგომ მომასწავლა. იასამნისფერი ძაფივით დაიკლაკლა გზადე და აქ მოვედი!!! - მატყუბ!!!!მისი იასამნისფერი თმები ჰაერში ავიდა და იასამნისფერივე ცეცხლის ალი გაჩნდა. ჰაერში ლივლივებდა.აივნიდან გადმოხტა ისე თითქოს ერთ საფეხურს გადმოახტა. ჩემთან მოვიდა. მისი კუდს, მის თმებსაც ცეცხლი ეკიდა.- რომ გეუბნები საიდან იცოდი ჩემი სახლის გზა უნდა მიპასუხო!!!დაიყვირა და კარებსა და მის შოროს მომიმწყვდია. ხელები კი ჩემს ირგვლივ დადო რომ არ გავქვეულიყავი!!! - გარკვევით გითხარი შენმა უზარმაზარმა ეგომ მაჩვენა შენი სახლის გზა! ის კი იღრინებიდა.მართლა იღრინებოდა როგორც ცხოველი!!!!!- შენ აქ ვერ შემოხვიდოდი თუ.... - რა თუ რაა??? გითხარი მე შენი ძუ ვართქო!!!! ხელები გაწია და ღრმად ჩაიდუნთქა.- შენ ჩემი ძუ არ ხარ!!!!! ბოლო ხმაზე დაიყვირა. - შენ ჩემი ძუ არ ხარ!!!! ისევ ყვიროდა.ყველაფერი შეზანზარდა. კიბის ბოლოში მელაკუდას ქანდაკება რომ იყო ისიც კი აღარ იყო თავის ადგილზე და კედლის უკან იმალებიდა.- ქანდაკება მოძრაობა !!!! ხმადაკარგულმა ვთქვი და ადგილზე გავშეშდი.- შენ რაღაცას მატყუიებ!!!!! დამიყვირა. ახლა მისი დიდი უზარმაზარი ეგოც გამოჩნდა და ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ეს გაბრაზებული.ის მეორე მისი დიდი უზარმაზარი იასამნისფერი მელაკუდა კი მისაღებში ჰაერში კმაყოფილი იწვა და ლივლივებდა.- შენ უთხარი მას ჩემი სახლის გზა???? არაფერი არ უთქვამს. კმაყოფილმა ჩაიღიმა და თავი მიატრიალა. თან პროტესტის ნიშნად თათები გადააჯვარედინა. ჩამეცინა.- ნუ იცინი!!! დამიყვირა.ისევ თავის ეგოს მიუბრუნდა.- შენ გელაპარაკები!!! როცა გინდა მაშინ გამობლაყუნდები და მაინცდამაინც ეს მომითრიე აქ ვინც მთელი წელია ჩემს ტერიტორიაზე იდიოტივით ძაღლივით დაგეშილი დამეძებს!!!!???? მელაკუდამ გამოიხედა და აათვალ ჩაათვალიერა.თავი ისევ გააქნია და ახლა ფანჯრიდან იყურებოდა.- ბებერო მელაკუდა თქვი რატომ მოათრიე ეს ადამიანი აქ!!!!მის დიდ მელაკუდას სულ არ აინტერესებდა რას ეჩხუბებოდა.- იცი მგონი შენს და შენს უზარმაზარ ეგოს პრობლემები გქავთ. გაორება დაგეწყოთ!- მოკეტე ადამიანის ნაშიერო!!! დამიღრიალა.- მე ჩემი გითხარი. ცხოველო!!!!- ესეიგი ცხოველი ხოო? ეხლა განახებ ცხოველს.დაიხარა მხარზე გადამიკიდა და მეორე სართულზე წამის მეასედში ამიყვანა. - ხოდა მიხედე.- არ გაბედო ჩემი გადაგდება მოგკლავ ცხოველო მოგკლავ! ვყვიროდი და მხარზე ვურტყავდი!- მოკეტე!!! დაიღრიალა.მეორე სართულიდან გადამაგდო. და ჰაერში გავჩერდი.თავი მოავტრიალე და მის მელაკუდას ვეჭირე.ის კი გაოცებული მიყურებდა.- მოგკლავ შე ცხოველო მოგკლავ!!!!  დავუყვირე. - შენ რა დამცინი? რატომ ისს??? -რას ქვია დაგცინი!!!დავუყვირე. - შენ არ გელაპარაკები, ჩემს ეგოს ველაპარაკები ვერ ვხვდები შენ რატომ!!! - იდიოტი ცხოველი ხარ უკვე გითხარი ნიშანი მაქვსთქო...... დაა. ...... - მოკეტეე შენ ჩემი ძუ ვერა კი არა... არ იქნები!დაიღრიალა და ოთახის კარები გაიჯახუნა.მისმა დიდმა მელაკუდამ ძირს დამსცა.- იცი ის ცოტა ვერ არის!ვთქვი. მან კიდევ ჩაიცინა და გაუჩინარდა.- გილოცავ ჩემი სახით მოუშორებელი ადამიანის ნაშიერი გყავს სახლში, რომელსაც შენი სახლი და არც შენი ეგო არ უშვებს!!!***მასთან ჩხუბოს შემდენ ოტახში ვიყავი. იმ დღეს არ მილაპარაკია მასთან, რომ მენახა.. არც კი ვიცი რას ვიზავდი.მთელი დღე და რამეც, ოტახის კედლების შესწავლით ვიყავი დაკავებული.ისევ ძირს ხალიცაზე დამეძინა, ცელქ მელაკუდებთან ერთად.როგორც იქნა დილის ექვსი საათი გახდა ეგრევე გამოვვარდი ოთახოდან და სამზარეულოში წავედი ძალიან მშიოდა.დიდი თეთრი სამზარეულო იყო. შუა სამზარეულოში იდგა. თეთრი პერანგი, თეთრი შარვალი ეცვა. თმები ამჯერად მოკლეზე ჰქონდა.მოკლედ ამ თმებს ისე იზრდის და იგრძელებს როგორც თვითონ მოინდომებდა.- მოგშივდა???თქვა და ჩემსკენ შემოტრიალდა.- აააააავიყვირე. რადგან სისხლის ლაქები პერანგზე ჰქონდა დაწუწული და ათივე თითით რაღაცას ჭამდა.ჩაიცინა გრძელი კლანჭებით რაღაც ნაწილი აიღო და კმაყოფილმა შეჭამა.- რა ჯანდაბას ჭამ???- გულს!!!მშვიდად თქვა და ისევ ჩაკბიჩა- ის უმია! -.....- შენ რა ადამიანის გულებს ჭამ????შევკივლე. ის კიდე მაგიდაზე შემოჯდა- არა. ადამიანის ხორცს საზიზღარი გემო აქვს!!!- ის ხომ უმია!!!!!!- გემრიელია.ჩაიცინა და ისევ ჭამა გააგრძელა. ვაშლივით ჭამდა.- ეხლა გული ამერევა!ვთქვი და სუ დამეკარგა ჭამის სურვილი. სამზარეულოდან გამოვედი. კიბეებზე  ჩამოვჯექი და ღრმად ვსუნთქვდი.-რა იყო. აღარ გშია???- გულის ამრევია......- მაგრამ გული არ აგრევია და არც შეგშინებია!!!- ვიცოდი მაგრამ....... რეალურად ნანახი არ მქონდა.ცოტახანი ჩუმად ვიყავი.- და რატომ შეჭამე??- როდესაც დაჭრილი ვარ მაშინ ვჭამ ცხოველის უმ ხორცს და..- კარგი კარგი მივხვდი.კმაყოფილი წავიდა არაფერი არ უთქვამს.დერეფანს ფეხშველა მიუყვებოდა.- სახლმა თუ არ გაგიშვა ბიბლიოთეკა არის შეგიძლია შეხვიდე. იცოდე ქანდაკებებს არ შეეხო. თორემ შეგჭამ.- შენთვითოთ თქვი ადამიანის ხორცს საშინელი გემო აქვსო.- ნუუ თუ მოამზადებ და ცოტა საკმაზებს დაუმატებ ცუდი არააააბრიალებული იასამნისფერი თვალებით გამომხედა, კმაყოფილი თავის გრძელ იასამნისფერ კლანჭებს დაყურებდა- მე ჩემი გითხარი.გავბრაზდი მასთან მივედი.- ჩემი შეჭმა რომ გდომოდა ერთი წლის წინ შემჭამდი. როდესაც პირველად შემხვდი და გადამარჩინე. მაშინვე მომისროდი შენგან შორს!!!- ეგეც მართალია!!! მაგრამ შენ ერთადერთიხარ ვინც არ ......გაჩერდა.- რაა???  მეე რაა??- არაფერი წავედი. შენთვის არ მცხელა.- როდის გცხელა ერთი ცხოველივით სულ შიშველი დადიხარ!ჩაიცინა.თეთრი სისხლიანი პერანგი გაიხადა შარვალიც გაიხადა და მესროლა. ფეხი ისევ შეხვეული ჰქონდა. - ახლა ნამდვილად ცხოველივით შიშველი ვარ! გადახტა და ისევ დიდ უზარმაზარ მელაკუდად გადაიქცა. შეხვეული ფეხიდან სულ მოსძვრა სახვევები. ჩემსკენ გამოიქცა თავზე გადამახტა და კარებში გაუჩინარდა.მეც გავყევი ამჯერად სახლიდან ჩვეულებრივად გავედი. ის კიდევ ჰაერში ზემოთ ღრუბლებს ახტებოდა და ადიოდა.ღრუბლები კიდევ იასამნისფერი ხდებოდა. მზის სხივები ისე გარდატყდა რომ ძალიან ლამაზ ფერებში შეიღება ცა! იქვე კიბეებზე ჩამოვჯექი და ცას ვუყურებდი.ეს დიდი მელაკუდა ძალიანაც საყავრელი იყო იმის მიუხედავად რომ საშინლად ღიზიანდებოდა ჩემი აქ ყოფნით. სუ ფეხებზე მეკიდა აქედან ჩემი გაგდება რომ სდომოდა მაშინ გამაგდებდა როდესაც მის სამფლობელოში ფეხი პირველად დავადგი!!!! შუადღის სამ საათამდე აქ ვიჯექი მაგრამ არ გამოჩენილა.- საზიზღარი ცხოველი!!!ვთქვი და სახლში შევედი. ამჯერად მგელივით მშიოდა.სამზარეულოში შევედი.- მისს... წვნიანი მზად არის მიირთმევთ???მას შევხედე. შემდეგ შიშით დავხედე საჭმელს. კოვზი ავიღე და ამოვურიე. მაინც მეშინოდა- და რისია??- ძროხის ხორცისგან არის მომზადებული!- ძროხის??შიშით ვკითხე!!- დიახ!!! დღეს დილით მოიტანა მელაკუდამ.ვაიმეე... ის ხომ დილით ძროხის უმ გულს ჭამდა.ტანში გამაჟრიალა.- მის კარგად ხართ??- კიი გადასარევად!!!ვთქვი დაა ჩამოვჯექი.- გნებავთ ამოგიღოთ???- მგონი!!!!ძლივს ვუთხარი. წინ წვენი დამიდგეს და ეგრევე დავლიე. ჯამი დამიდგეს ისე დავხედე ცოტაც და გული წამივიდოდა.- მის კარგად ხართ??- კიი.. მგონი!!!!მიხვდა ეტყობა რაშიც იყო საქმე დაა საჭმელი გვერდით გადადო.- მის ხილი გნებავთ??-კიი.!! ბევრად უკეთესია!!!წინ ხილით სავსე თეფშები დამიდეს.- ის საჭმელს ჭამს??- დიახ!!!- დააააა...- უმი ხორცი მას მაშინ ჭირდება როდესაც დაჭრილია. ეს მას აღდგენაში ეხმარება. მხოლოდ ცხოველის გული უნდა შეჭამოს დაა მისი ჭრილობა ბევრად სწრაფად უხორცდება!!!- დააა მას თვითონ კლავს??- კიი!!! ესე უბრალოდ მოკლული ცხოველის გული არ გამოდგება. ეს მან იცის. რიტუალივით ტარდება გულს რომ ჭამს ის კიდევ ფეთქავს, ეს მას სჭირდებაა.- დაა დანარჩენი რასაც ის არ იყენებს???- დანარჩენს... ანაწილებს. არიან მელაკუდები რომლებიც ვეღარ ნადირობენ. მათთვის მიაქვს, სისხლს კი პატარა მელაკუდები სვავებ.- რააა???გაიცებულმა გავხედე.ასეთი რაღაცეები წიგნში არ ეწერა.- მე არ ვიცოდი. ასეთი რამეები წიგნებში არ წერია!!!!- იასამნისფერი მელაკუდა ძალიან იშვიათია. ის ერთადერთი არის დარჩენილი დაა ხომ ხვდები ის თავს იცავს. დიდი ხანია მარტოა. მან ბევრი რამ იცის რომლებიც მხოლოდ მან იცის და სხვას არავის არ ეუბნება. ეს ცოდნა მხოლოდ ზეპირად გადადის.- და არ იცით.- არაა... ის ცოდნა რაც მან იცის მხოლოდ მის შვილებს ასწავლის.!!!ესე გადაეცემა თაობიდან თაობას. მაგრამ ის ერთია!!!!ჩაიცინა.- ხოოო მაგრამ ის დიდი არის და ხომ ხვდები სხვა მელაკუდები მის ასაკში ოჯახი ყავთ შვილები ის კიდევ...- გასაგებია ის თავის საცოლეს ეძებს?? და რატომ არ ყავს???-იცოდე მე არ მითქვამს!!- არა!!!! ჩემთან ახლოს მოიწია.- მას აქვს აურაა. რომელსაც მხოლოდ ადამიანები გრძნობენ. მისი აურით ასე რომ ვთქვათ ამ აურით გოგოები მონუსხულები არიან, ტრანსში ვარდებიან და მის გამო შეიძლება თავი მოიკლას.- დაა რატომ ვერ შეარჩია ნორმალური აქამდე????- ასე არ უნდა იყოს!!!-აბა როგორ.?- ეგ არ ვიცი!! მხოლოდ ის ვიცით რომ მასთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანები ამას ვერ უძლებენ დაა ზოგიერთი ჭკუიდან იშლება და თავს იკლავს.- ანუ მას ურთიერთობა არ აქვს???ჩაიცინა.- კი ოღონდ სხვა მელაკუდებთან!!!ჩამეცინა.-და შვილები რატომ არ ყავს???- შვილებს მხოლოდ ის გოგო გააჩენს რომელიც მხოლოდ მისი ცოლი იქნება. ესეც რიტუალია როგორც ვიცი.- მოიცა ბავშვები რომ ჩაისახონ ამას სექსის გარდა კიდე რიტუალი სჭირდება???კმაყოფილმა თავი დამიქნია- მოიცა და იმედია ფეხაწეული ხეზე არ ფსავს!- არა! ხეს არ ვაფსავ ფეხაწეული.სამხზარეულოში სრულიად შიშველი შემოვიდა.რაღაც ადგილებს კი მისი იასამნისფერი თმა მალავდე.ჩამეცინა.- ხოო. გაინტერესებდა ჩემი თმა ყველგან იასამნისფერია!!! ჩამეცინა და ლოყები ამიწითლდა. თავზე თმა შეკრული ჰქოდა.ქვაბიდან საჭმელი ამოიღო საკმაოდ მოზრდილ ჯამზე. ოთხი ხუთი დიდი კოვზით მაინც ამოიღო. მაგიდას მოეყრდნო და ისე ჭამდა. ეს ერთი ჯამი ხომ შეჭამა ახლა მეორეც დაიმატა.- ძალიან გემრიელია!!!- ფეხი კიდევ გტკივათ??- არაა!! გამიარა. ძალიან დავიღალე. საღამომდე არ გამაღვიძოთ.ცარიელი თეფში იქვე დადგა. ფეხშიშველი და სრულიად შიშველი წავიდა. მისი კუდი ჰაერში ლივლივებდა.- პატარაებისთვის გაამზადე საღამოს მე მივხედავ! სანამ სამზარეულოდან გავიდოდა ისე თქვა არც შემოუხედავს. ***აივანზე ვიყავი. საღამო იყო. მთელს ეზოში ფერად ფერადი მელაკუდები დარბოდნენ.ის კიდევ ეზოში ნახევრად შიშველი. დადიოდა.მხოლოდ ჯინსის შარვალი ეცვა. ფეხშიშველი. ახლა ის თმები უფრი ფრძელი ჰქონდა და ლომის ფაფარივით დააფრიალებდა. უკან კიკინა ჰქონდა შეკრული.თავის დიდ კუდს ჰაერში დააფრიალებდა. მომწონდა მისი ყურება, მისი აურა ნელ ნელა უფრო მკვეთრი ფერის ხდებოდა. მის ფეხებთან კი პატარა პატარა მელაკუდები დარბოდნენ. ჩაიკუზა და ეფერებოდა. ძირს დაჯდა და ეს მელაკუდებიც კალთაში ჩაუხტნენ და თამაშობნენ!!.ზოგი თმაზე ექაჩებოდა ზოგიც კუდზე იყო ჩამოკიდებილი.სახლი დავტოვე და მასთან მივედი.ამჯერად არც ის შარვალი არ ეცვა და ისე ეთამაშებოდა მელაკუდება. ძალიან პატარები იყვნენ. მის თმაში იყვნენ დამალულები და ადგილ დგილ მისი იასამნისფერი კუდი ანათებდა სხვადასხვაფრად!- აქ რა გინდა?? სახლიდან როგორ გამოხვედი??- გამომიშვა!!!შემომხედა და ისევ მის მელაკუდებს მიუბრუნდა.- შეიძლება??- დაჯექი! იმედი ნუ გექნება რომ შენთან მოვლენ!წამოჯდა.მეც მის წინ დავჯექი.როგორც კი დავჯექი ის პატარა მელაკუდები რომლებიც მასთან იყვნე სუყველა ჩემთან მოვიდა და ახლა ჩემ კალთაში თამაშობნენ. ზოგიერთი კომფორტულად მოეწყო და მგონი დაიძინეს.- როგორ????ისინი...- არ ვიცი!კმაყოფილმა ვთქვი და მძინარა ღრუბელივით ფაფუკ და ფერად მელაკუდებს მოვეფერე!- ძალიან საყავრლები არიან!გაბრაზებული და ამავდროულად გაოცებული მიყურებდა მისი თვალები ისევ აელვარებული იყო დაა პატარა ცეცხლის ალები თამაშობდნენ!-ისინი არავის ეკარებიან. ადამიანების ეშინიათ!- როგორც ჩანს მე მოვწონვარ!!!უკმაყოფილო იყო. ხელები გადააჯვარედინა და ისე მიყურებდა.მერე მოიწია რამდენიმე ხელში აიყვან და თავისთან წაიყვანა. ხელებიდან გადმოუხტნენ და ისევ ჩემთან მოვიდნენ.- უსამართლობააა.დაიწუწუნა.- ის ადამიანი. თქვენ მათი გეშინიათ!!!უკმაყოფილო ლაპატაკობდა.გამეცინა.- როგორც ჩანს სულაც არ ეშინიათ ჩემი და მშვიდად სძინავთ!- მაინც გავარკვევ ამას!!- რას??- შენ ადამიანი არ ხარ!- მართალია მე შენი ადამიანი ვარ!- შენ არ ხარ ჩემი ადამიანი. არც ჩემი ძუ!- მაგასაც ვნახავთ!- არ მინდა უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობის გამო ადამიანი შემომაკვდეს!- რა მცდელობას გულისხმობ??კი ვიცოდი რასაც გულისხმობდა მაგრამ მერჩივნა მას ეთქვა.- სექს ვგულისხმობ!!!- აჰჰ ხოოო ეგ...მეც თითქოს ისე ვუთხარი არ მადარდებდა.- წავედი მეე.თქვა და წამოდგა.- სად მიდიხარ??- რა შენი საქმეა? თორმეტის მერე ოთახიდან არ გამოხვიდე!!!- როცა მინდა მაშინ გამოვალ!- რაც გინდა ის გიქნია!!!თქვა და წავიდა.- მოიცა შენ შვილებს აქ მიტოვებ???ხმამაღლა დავუძახე- მე ხომ ადამიანი ვარ დაა არ უნდა მენდო???გაჩერდა ჩემსკენ წამოვიდა.- ისინი ჩემი შვილები არ არიან! მაგრამ კარგია რომ შემახსენე.კალათი აიღო, პატარა ლეკვები ჩასვა და წაიყვანა!- კარგი რაა მათ შეჭმას არ ვაპირებ!- შენთვის უკეთესი!!!- მაგრამ შენ....- მე მელაკუდებს არ ვჭამ!!!!ბოლო ხმაზე დამიღრიალა!!!- მე მაგის თქმას არ ვაპირებდი!!!დავუყვირე.- შედი ოთახში და ფეხი არ გამოადგა იქიდან.- შენ ვერ მიბრძანებ ვერაფერს!გაჩერდა. სწრაფი ნაბიჯით ჩემთან მოვიდა დაიხარა და მხარზე ისე გადამიკიდა თითქოს ბალიში ვყოფილიყავი.- დამსვი ნუ იქცევი ცხოველივით!- ცხოველი ვარ დაგავიწყდა???- იდიოტი!!! უტვინო მელია ხარ!!!! გადაშენების პირზე მყოფი!დავუყვირე და თმებში ვწვდი.- ხელი გაუშვი თმას!!!!- ძირს დამსვი!!!!- დავუყვირე.ხელი დამიშვა და ძირს დავეცი.- მეტკინა!!!!- ხომ მითხარი გამიშვიო!!! ხოდა გაგიშვი!!!-მართლა ცხოველი ხარ!!!- დიახაც მე მელაკუდა ვარ!!! და შენ თავიდან ვერ გიშორებ!!!უკმაყოფილომ თქვა და კალათით თავისი პატარა მელაკუდები აიყვანა. რომლებიც არხეინად იწვნე კალთში და ხვრინავდნენ!გამეცინა.- რა გაცინებს? სასაცილო რა არის???- მე ლეკვებზე გავიცინეე. ნერვოზიანო!!!- სანამ გამოჩნდებოდი ნერვოზი არ მქონდა.- მე დაბრალე ახლა შენი ნერვოზიანობა!უკმაყოფილომ ვუთხარი. თვალები დამიბრიალა და წავიდა.- ოთახში შედი და ღამე არ გამოხვიდე!- ჩვეულებრივი ცხოველი ხარ!დავუყვირე.- უტვინო ადამიანი მაინც არ ვარ, ცხვირი იქ ჩავყო სადაც არ მეკითხებიან.- რასაც მინდა იმას ვიზავ!- შენ თავს დააბრალე რაც მოგივა თუ ოთახოდან გამოხვალ!- უტვინო ბანჯგვლიანი ცხოველი ხარ!- ხო მაგრამ მაინც მოგწონს ასე რომ მხედავ. თუ გინდა ამ ყველაფერს დავმალავ და სრულიად შიშველს მნახავ!- უტვინო ცხოველო!- მე მელაკუდა ვარ!!! აბა დროებით! ჰომოსაპიენსი!!!.ჩაიცინა და წავიდა.- უტვინო ცხოველი!!!- ჰომოსაპიენსზე ჭკვიანი მაინც ვარ!!!