ორი დედამიწა-ორი სანყარო
ორი დედამიწა-ორი სანყარო
თავი პირველიახალი დედამიწა2050 წელი წელი , დედამიწა ძალიან შეიცვალა .წლების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებმა მის ზოგიერთ ნაწილზე წარუშლელი კვალი დატოვა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადა . ადამიანმა მისი ყველაზე ძლიერი და ამავდროულად მომაკვდინებელი იარაღი გამოიყენა . პლანეტის ნაწილი რადიაციული გახდა , ხოლო საცხოვრებლად ვარგისი ნაწილისთვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა. გამარჯვება რობოტებისგან და ადამიანებისგან შემდგარმა კოალიციამ მოიპოვა . მათ დედამიწის ტერიტორიის დიდი ნაწილი ერგოთ წილად, ხოლო რობოტების მოწინააღმდეგე ადამიანთა ჯგუფი იძულებული გახდა დათანხმებულიყო დარჩენილ ტერიტორიას , ვიდრე საბოლოოდ მოიკრეფდნენ ძალას . ადამიანთა ეს ჯგუფი თავს ძველი დედამიწის მოსახლეობას უწოდებდა და რობოტებს ადანაშაულებდნენ დედამიწაზე მომხდარ კატასტროფაში . გარდა ამისა , თვლიდნენ , რომ რობორტებმა ნადვილი იმპერატორი მოკლეს და მისი კლონი შექმნეს წლების წინ . v ახალ დედამიწაზე მზიანი დღე გათენდა .ელოდის მაღვიძარამ რეკვა დაიწყო და რამდენიმე წამის განმავლობაში შეუჩერებლად რეკავდა . მაღვიძარამ თავისი ფუნქცია შეასრულა და გოგონას გაღვიძება მოახერხა,რომელსაც დასვენების დღე ჰქონდა და არ ჩქარობდა საწოლიდან ადგომას .მზის სხივები საძინებელ ოთახში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ფანჯრებზე ჩამოფარებული სქელი ფარდების გამო ოთახში შეღწევას ვერ ახერხებდა. გოგონა საწოლიდან ადგა და ტელევიზორი ჩართო , რომელიც შუშასავით გამჭირვალე იყო და ძველი დედამიწის ტელევიზორს არაფრით ჰგავდა. ტელევიზორში დილის გადაცემები გადიოდა , რომლებიც იმპერიის დიდებას და წარმატებებს აღწერდა , გარდა ამისა, რობოტების შესახებ საინტერესო ისტორიებს გადმოსცემდა. მას ხშირად ჰქონდა მოსმენილი მსგავსი ამბები , ამიტომ მალევე შეწყვიტა გადაცემის ყურება.შემდეგ აივნის კარებთან მივიდა, ფარდები გადასწია და კარები გამოაღო. მის სახლს რამდენიმე აივანი ჰქონდა,რომლიდანც ძველი დედამიწის სახლები მოჩანდა ,რომლებიც პატარა ზომის იყო . მისი სახლი კი დიდი და კეთილმოწყობილი იყო. მსგავს სახლში ცხოვრება ყველას არ შეეძლო ,რადგან მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი,ვინც იმპერატორის კეთილგანწყობას დაიმსახურებდა . ერთ-ერთი მათგანი კი ელოდი იყო ,რომელიც აივანზე იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა .ადამიანები ქუჩაში მფრინავი მანქანებით გადაადგილდებოდნენ და თუ მათ ტრანსპორტით გადაადგილებისას შიმშილის გრძნობა შეაწუხებდათ, შეეძლოთ საკვები მფრინავი სწრაფი კვების ობიექტიდან ეყიდათ.ელოდი შორიდან მომავალი სწრაფი კვების ობიექტი დაინახა. ის თავისით მიფრინდა გოგონას აივანთან , მას საკვების ყიდვა შესთავაზა და იმედს იტოვებდა რომ ახალგაზრდა გოგონა ბევრ კერძს შეძენას გადაწყვეტდა მისგან.თავის მხრივ ელოდის ჯერ არაფერი ეჭამა , გამყიდვლის საკვების გემრიელმა სურნელმა კი კიდევ უფრო გაუღვიძა შიმშილის გრძნობა . მან კერძი დიდი ფიქრის გარეშე აარჩია და მირთმევა დაიწყო.- მოგეწონათ ქალბატონო ? , - ჰკითხა გამყიდველმა აღელვებული ხმით .ის მიხვდა რომ მისი კლიენტი იმპერატორის ჯარისკაცი იყო და ცდილობდა მისდამი პატივისცემა გამოეხატა- დიახ , ძალიან გემრიელია . ადრე აქ არ მინახიხართ ? ან ჩემს სახლთან მოსვლის გეშინოდათ- მიხარია თუ მოგეწონათ ,-გამყიდველმა ტრანსპორტის საჭეს ხელი მოჰკიდა და წასასვლელად მოემზადა-მიდიხართ? ჯერ ხომ ფული არ მომიცია - ეს ჩემი საჩუქარია , - კაცი სწრაფად . ელოდიმ კი მის მფრინავ კვების ობიექტს თვალი გააყოლა კარებზე ზარის ხმა გაისმა . გოგონა სტუმრად არავის ელოდა . ის მშვიდი ნაბიჯებით კარებისკენ წავიდა . საძინებლი ოთახიდან გზა მისაღებ ოთახში მიდიოდა ,სადაც დიდი ზომის მაგიდა იდგა ,მასზე კი გამჭირვალე მონიტორი იდგა .ამ მონიტორის დახმარებით მან გაიგო ვინ იდგა მის კარებთან . მის კარებთან გარდაცვლილი ჯარისკაცის ცოლი იდგა თავის შვილთან ერთად . მან სტუმარს კარები გაუღო და შინ შეიპატიჟა.-ელოდი , ცუდ დროს ხომ არ მოვედი ?-არა-რამეს ხომ არ მიირთმევ?-არაფერი მინდა,მადლობა- აღელვებული ჩანხარ? რამე მოხდა?-დიახ. ჩემი რობოტს ხარვეზი აღმოაჩნდა და ახალი ჯერ არ მოუტანიათ . ჩემ შვილს კი ვერავის ვუტოვებ . შეგიძლიათ რამდენიმე საათით დაიტოვოთ ? ვიდრე სამსახურიდან დავბრუნდები- არ ვიცი . დღეს დასვენების დღე მაქვს და სხვა გეგმები მქონდა -ბოდიში , აღარ შეგაწუხებთ, -თქვა ნაღვლიანი ხმით ქალმა-არ წახვიდეთ ვილა , გამონაკლისის დავშვება შემიძლია-მადლობა ელოდი.არტურ ქალბატონი არ დაღალო შენი ცელქობით არტურის დედა წავიდა . ყველამ იცოდა რომ ელოდი ხშირად ნახულობდა ვილას . ზოგიერთს ვერ გაეგო რატომ აძლევდა საკუთარ თავს იმპერიის წარჩინებული ჯარისკაცი მასთან ურთიეთობის საშუალებას მაშინ როდესაც ვილა მასთან შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო. ბიჭუნა სავარძელზე იჯდა და თავის საყვარელ გადაცემას უყურებდა , ელოდი კი თავის ოთახში იყო და გარეთ გასასვლელად ემზადებოდა .როდესაც ის ოთახიდან გამოვიდა მისი პატარა სტუმარი კვლავ ტელევიზორს უყურებდა და სასუსნავებს მიირთმევდა. - როგორც ვხედავ ეს გადაცემა შენი რჩეულია . ამ ზაფხულს რას აპირებ ?- დედას მინდა მივეხმარო , უკვე დიდი ვარ, მაგრამ დედა მეუბნება რომ ჯერ პატარა ვარ მუშაობისთვის- რა გინდა რომ გააკეთო ? , - ელოდი მაგიდასთან მივიდა , რომელზეც გამჭირვალე ეკრანი იდგა . ეს ახალი დედამიწის ლეპტოპი იყო . მისი დახმარებით შეეძლო სახლის უსაფრთხოების სისტემის , მათ შორის კამერების მართვაც . მან დილის კამერების ჩანაწერების ყურება დაიწყო , რათა სწრაფი კვების მაღაზიის მეპატრონის ვინაობა დაედგინა . მას განზრახული ჰქონდა გამყიდველისთვის ვალი დაებრუნებინა . - რობოტების აწყობა მომწონს და მინდა ნამდვილი რობოტების აწყობა ვისწავლო - მიხარია რომ განვითარებაზე ფიქრობ . რას იტყვი ცოტა ხნით ხომ არ გავისეირნოთ ჩემი მანქანით ?- თქვენი მანქანით გავფრინდებით ?, - ჰკითხა აღვფრთოვანებით ბიჭმა- კი , მოემზადე გავდივართ არტურს არასრდროს უფრენია ახალი დედამიწის ტრანსპორტით , ამიტომ სიხარულით დაიწყო წასასვლელად მომზადება . მფრინავი მანქანა ესე ეძახდნენ ახალი გადაადგილების საშუალებას ძველი დედამიწის მაცხოვრებლები. გარეგნულად ეს ტრანსპორტი მანქანას არაფრით ჰგავდა . ის წრის ფორმის იყო და ნახევრად გამჭირვალე . მფრინავ მანქანას ბევრი უპირატესობა ჰქონდა . გარდა იმისა , რომ ტრანსპორტი მსუბუქად დაფრინავდა , მას შეეძლო თავდასხმის დროს ეფექტურად დაეცვა თავი. მანქანა ახალი ტექნოლოგიების მიხედვით იყო შექმნილი და რადიაციული სხივებისგანაც დამცავი მოწყობილობაც ჰქონდა . ელოდი და მისი სტუმარი ტრანსპორტში ისხდნენ და ზემოთ მიიწევდნენ .ზემოდან ქალაქი განსხვავებულად გამოიყურებოდა , ხოლო ადამიანები მინიატურებს ჰგავდნენ . ბიჭუნას ზემოდან ქალაქი არასდროს უნახავს , ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად მოესწრო ყველაფრის დანახვა . გოგონან ტრანსპორტი ახალი დედამიწის ბაზარში გააჩერა . ბაზარი ღია ფერებში იყო მორთული . ერთი შეხედვით ადამიანი იფიქრებდა რომ მუზეუმში იყო და არა ბაზარში . ადამიანები მშვიდად ათვალიერებდნენ პროდუქტების დახლებს . ბაზრის კედლებზე დიდი ზომის ეკრანები იყო დამაგრებული , რათა ყველას ენახა პროდუქტების შესახებ რეკლამა. ახალ დედამიწაზე პროდუტებს ქარხნები აწარმოებდნენ სპეციალური მანქანების დახმარებით , წარმოებაში კი რობოტები ეხმარებოდნენ . არავინ ფირქობდა როგორ ამზადებდნენ პროდუქტებს და რამდენად ჯანსაღი იყო . - აქ რისთვის მოვედით ?- პროდუქტების ასარჩევად - დედა ასეთ ადგილებში არ დადის . აქ ყველაფერი სხვანაირია - სხვანაირი რატომ არის ?-აქ ცოტა ხალხია . სადაც ჩვენ დავდივართ ყოველთვის ბევრი ხალხია და ესეთი განსხვავებული საკვები არ არის - კიდევ რას ამჩნევ განსხვავებულს ?-მეტს ვერაფერსელოდიმ პროდუქტები შეარჩია სახლში წასაღებად ,პოდუქტების ტრანსპორტამდე მიტანაში კი რობოტი დაეხმარა . - კიდევ რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო ელოდი ? , - ჰკითხა რობოტმა- არა , შეგიძლია წახვიდე - კარგ დღეს გისურვებთ ,-დაემშვიდობა რობოტი და წავიდა - ელოდი თქვენ რობოტი რატომ არ გყავთ ?- იმიტომ , რომ სახლში იშვიათად ვარ და ჩემს გარეშე მოიწყენს- რობოტებს გრძნობები აქვთ ?- შენ როგორ ფიქრობ?- არ ვიცი , ისინი ხომ ადამიანები არ არიანელოდის ბიჭისთვის პასუხი არ გაუცია .ის ტრანსპორტში ჩაჯდა და ელოდებოდა როდის ჩაჯდებოდა არტურიც. ბიჭი რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეული იდგა . მიხვდა რომ ზედმეტი კითხვები დასვა და ეშინოდა ელოდის იმპერატორისთვის არ მოეყოლა მათი საუბრის შესახებ . არტურს მგზავრობის განმავლობაში ხმა არ ამოუღია . თავის მხრივ ელოდი ხვდებოდა მისი დუმილის მიზეზს , მაგრამ არაფერს ამბობდა , რადგან მისი სამსახურის პრინიციპები ამის უფლებას არ აძლევდა . გოგონა სახლში არ წავიდა , მან არტური დედასთან მიიყვანა სახლში . ვილას სახლის კარებთან მისულმა ელოდიმ, სახლიდან გამომავალი საჭმლის გემრიელი სუნი იგრძნო . მის სახლში ასეთი გემრიელი სუნი იშვიათად იყო . ახალ დედამიწაზე იმის გამო რომ საზოგადოება დაყოფილი იყო ფენებად , ყველა ფენას თავისი პროდუქტების საწარმო ჰქონდა . კარებზე ბავშვმა დააკაკუნა . დედამ მალევე გააღო კარები . ვილამ მადლობა გადაუხადა მის შვილზე ზრუნვის გამო და მადლობის ნიშნად სახლში შეიპატიჟა . ელოდიმ უარი თქვა სახლში შესვლაზე და უარის მიზეზად სამსახურებრივი დავალება დაასახელა. მას შემდეგ ,რაც მან არტური დედასთან დატოვა,ელოდიმ გადაწყვიტა მფრინავი სწრაფი კვების ობიექტის გამყიდველი ენახა . გამყიდვლის კვების ობიექტი ბაზარში იყო გაჩერებული ,სადაც უამრავი ხალხი იყო . ისინი ცდილობდნენ სწრაფად ეყიდათ მათთვის საჭირო ნივთები, რათა სახლში დროულად დაბრუნებულიყვნენ . ისინი შეზღუდული დროით ცხოვრობდნენ, რადგან დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებდნენ . მათ ბაზარში მაღალი ფენის საზოგადოება იშვიათად დადიოდა და თუ რომელიმე მათგანს აქ მისულს დაინახავდნენ , ხვდებოდნენ რომ რაღაც ცუდი მოხდა. მათ განსაკუთრებით არ მოსწონდათ , როდესაც იმპერიის ჯარისკაცს ხედავდნენ . ახალ დედამიწაზე ყველას არ მოსწონდა იმპერიის მიერ დაწესებული კანონები , მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ , რადგან იმპერიის დაქვემდებარებაში რობოტების არმია იყო . მფრინავი მანქანის ბაზარში დაშვებამ უმალ მიიპყრო ხალხის ყურადღება. ზოგიერთმა მათგანმა სიარულს მოუმატა, რათა იქაურობას სწრაფად გასცლოდა, ზოგიერთმა მათგანმა კი დარჩენა არჩია . ელოდის ხელში გამჭირვალე მოწყობილობა ეჭირა . ეს მოწყობილობა ახალი დედამიწის მობილური იყო, რომელზეც იმ მფრინავი სწრაფი კვების ობიექტის მფლობელის სურათი იყო გამოსახული დილას რომ გაიცნო . გამყიდველის მფრინავი მანქანა სხვა მანქანების გვერდით იდგა. მას მომხმარებლები ჰყავდა და მათი მომსახურებით იყო დაკავებული . ელოდი ობიექტს მიუახლოვდა და სხვების მსგავსად რიგში ჩადგა. გამყიდველს ცოლი ჰყავდა , რომელიც მასთან ერთად ემსახურებოდა მომხმარებლებს . გამყიდვლის ცოლმა ახალი მომხმარებელი პირველმა შენიშნა და ქმარს ჩუმად ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ორივე მათგანმა ნერვიულობა დაიწყეს . ქალმა გადაწყვიტა სხვა მომხმარებლებისთვის ყურადღება აღარ მიექცია და ბოლოს მოსული მომხმარებლისკენ გადაიტანა ყურადღება . -ქალბატონო რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ ?, -ქალის შეკითხვამ სხვა მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო . ელოდის დანახვამ მათში დაძაბულობის შეგრძნება გამოიწვია. - ვხედავ ბევრი მომხმარებელი გყავთ . რა შეგიძლიათ შემომთავაზოთ ?- მიხარია ჩვენი სწრაფი კვების ობიექტზე რომ შეაჩერეთ არჩევანი - ეს თქვენი ქმრის დამსახურებაა , -უპასუხა მან ქალს- რით შემიძლია დაგეხმაროთ? , - ჰკითხა ქმარმა ,რომელმაც ვეღარ მოითმინა და მომხმარებლები დროებით მიატოვა , - ჩვენი საკვები არ მოგეწონათ?-პირიქით მომეწონა. იგივეს ავიღებ , რაც დილას მომეცით . დიდი ხანია,რაც ამ საქმით ხართ დაკავებული ?- დიახ,-უპასუხა გამყიდველმა , - ინებეთ , გემრიელად მიირთვით-ამჯერად ორივეს თანხას გადავიხდი , დაჟინებით მოვითხოვ , - უთხრა ელოდიმ კაცს , ხოლო ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა იმპერიის ჯარისკაცისთვის ელოდი სახლში დაბრუნდა. მან შეძენილი საკვები მაცივარში მოათავსა , შემდეგ კი საძიენებლ ოთახში შევიდა , ზურგჩანთა აიღო და წავიდა . მას იმ დღის გეგმები წინასწარ ჰქონდა გაწერილი. დედამიწის ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი იყო. ყველას სჯეროდა რომ დედამიმიწაზე საცხოვრებლად სხვა ადგილები აღარ არსებობდა , ამიტომ არავინ ცდილობდა პლანეტის სხვა ნაწილების გამოკვლელვას . ელოდის აინტერესებდა რადიაციული ველის მიღმა არსებობდა თუ არა სიცოცხლისთვის საარსებო ადგილები . მას არავინ ზღუდავდა გადაადგეილებაში და შეეძლო იქ წასულიყო , სადაც სურდა . ერთადერთი ადგილი ,სადაც გადაადგილებას უკონტორლებდნენ ძველი დედამიწა იყო . რადიაციულ ველი ქალაქიდან შორს მდებარეობდა და რამედნიმე საათი იყო საჭირო დანიშნულების ადგილმდე მისასვლელად . მან გადაწყვიტა დასვენების დღე გამოეყნებინა და რადიაცული ველი გადელახა. ის დიდი ხნის ფრენის შემდეგ ,რადიაციულ ველს მიუახლოვდა .ის რამდენიმე წუთის განმავლობაში რადიაციული ადგილს უყურებდა,შემდეგ კი ველში შევიდა . მან რადიაციული ადგილის გავლა დაუბრკოლებლად შეძლო,რომლის მიღმა თავლუწვდენელი უდაბნო იყო გადაჭიმული . თავდაპირველაად უდაბნოს დანახვამ მასში იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ გადაწყვიტა გზა განეგრძო . ტრანსპორტი მიფრინავდა და ირგვლივ მხოლოდ უდაბნო მოჩანდა. დიდი ხნის ფრენის შემდეგ შორეულ ჰორიზონტზე მწვანე ფერი გამოჩნდა . გოგონამ თავიდან იფიქრა , რომ მირაჟი იყო და გონება მის მოტყუებას ცდილობდა ,მაგრამ მალევე დარწმუნდა რომ მწვანე ზოლი ნამდვილი იყო . უდაბნოს შემდეგ მზვანე საფარით დაფარული ადგილი გამოჩნდა . მან ტყეს ზემოდან გადაუფრინა და დაინახა რომ ტყეში ჯერ კიდევ იყო შენორჩენილი ძველი სახლები. ნაწილი მათგანში ხეს ფესვები გაედგა და შუაზე გაეყო . ტყეში ჩანჩქერიც იყო , ჩანჩქერთან ახლოს კი ყვავილებით სავსე მდელო მდებარეობდა . მან მანქანა სწორედ ამ მდელოზე დასვა. მფრინავი მოწყობილობის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით ჰაერი სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავდა . ელოდი ტრანსპორტიდან ჩამოვიდა და ბალახზე ფრთხილად დაადგა ფეხი . ირგვლივ ყევლაფერი იმაზე მეტად ლამაზი იყო , ვიდრე ზემოდან გამოიყურებოდა. ჰაერიც განსხვავებულად სასიამოვნო იყო .ასეთმა ლამაზმა ბუნებამ მასში აღფრთოვანება გამოიწვია . ირგვლივ სასიამოვნო ნიავი ქროდა , რომელიც ნაზად ეხებოდა გოგონას სახეზე. იქვე ახლოს ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და წყლის ჩხრიალის ხმა მოდიოდა ჩანჩქერიდან. ელოდი იმდენად იყო აღფრთოვანებული ახალი ადგილის აღმოჩენით , რომ დაავიწყდაა მისი მიზანი , მდელოზე გაიქცა , დატრიალდა და ზურგით ბალახზე დაწვა. მან რამდენიმე წამით თვალები დახუჭა ბუნების საამო ხმების მოსამენად, შემდეგ კი თვალები გაახილა და დაინახა ლუჯი ცა , რომელიც იმპერიის ცისგან განსხვავებულად გამოიყურებოდა . როდესაც აღფრთოვანებამ გადაუარა, წამოდგა და ძველი დედამიწის ვიდეო კამერა მოიმარჯვა, რათა ყველაფრისთვის გადაეღო .კამერა მომარჯვებული ელოდი ტყისკენ წავიდა,სადაც ჩიტების სასიამოვნო ხმა კიდევ უფრო მკვეთრად ისმოდა.ის გზადაგზა გადაღებასთან ერთად ნიმუშების აღებასაც აგრძელებდა.მას ჩანჩქერის ნახვა სურდა,რადგან აინტერესებდა ისეთი ლამაზი იყო თუ არა,როგორიც ციდან ჩანდა.ის ჩანჩქერთან მალე მივიდა,რომელიც საშუალო ზომის იყო.მისი თავიდან წყალი სწრაფად მოედინებოდა და ხმაურით ეხეთქებოდა ქვებს,რომელიც ტბაში ჩაედინებოდა.ტბაში თევზები დაცურავდნენ . წყალი სუფთა და გამჭირვლე იყო , რაც საშუალებას იძლეოდა დაგენახა ტბაში რა ხდებოდა . თევზები უშიშრად დაცურავდნენ წყალში , რადგან საფრთხეს იცოდნენ საფრთხე არ ემუქრებოდათ. ელოდი ტბასთან ახლოს ჩამოჯდა და იმაზე ფიქრი დაიწყო თუ რა კარგი იქნებოდა მსგავს ადგილას რომ ეცხოვრა ოჯახთან ერთად . თუმცა ყოველივე ეს შორეული მომავლად ეჩვენებოდა , რადგან მას ოჯახი აღარ ჰყავდა. ტბასთან ახლოს ყვავილები ჰყვაოდა . მან რამდენიმე მათგანი მოწყვიტა და შეინახა. მან ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოიხედა და ტყეში მიმავალი მეორე ბილიკი დაინახა . ბილიკი კარგად იყო გამოკვეთილი , რაც იმას მიანიშნებდა რომ ტბასთან ახლოს ვიღაც ცხოვრობდა. ელოდი ბილიკს , რომელიც ტყეში ღრმად შედიოდა ნელ-ნელა გაუყვა.რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში,მით უფრო ნაკლებად აღწევდა მზის სხივები მიწამდე.დიდი ხნის ისარული შემდეგ,ტყეში ნახევრად დანგრეული სახლი იპოვა, რომელიც სტილით ძველი დედამიწის სახლს წააგავდა . შენობის კედლებს ხავსი ჰქონდა მოდებული და ხის ტოტები ცდილობდნენ სახლში შესვლას . ბუნება ცდილობდა თავისი გაეტანა და შენობა მისი მარწუხებში ქვეშ მოექცია . მან გადაწყვიტა სახლში შესული და გაეგოვინმე ცხოვრობდა თუ არა იქ.ვიდრე შიგნით შევიდოდა იარაღი ამოიღო და ფრთხილად მიუახლოვდა შესასვლელს. როდესაც დარწმუნდა რომ იქ არავინ იყო ,შიგნით შევიდა .ოთახის კედლებს მცენარეები მოსდებოდა , იატაკი თითქმის მთლიანად დაეფარა მცენარეებს.ჰაერი ნესტის მძაფრი სუნით იყო გაჟღენთილი. კედლის ერთ მხარეს ხის ტოტებისგან გაკეთებული საწოლი იდგა , რომელზეც ქურთუკი იყო მიფენილი . ქურთუკი ხმარებისგან დაზიანებული იყო,მგრამ გამოშვების წელი მარკაზე ჯერ კიდევ ემჩნეოდა.მარკის მიხედვით ეს ქურთუკი ახალ დედამიწაზე იყო დამზადებული დიდი ხნის წინ.მისი აქ მოხვედრა კი შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.ელოდი დარწმუნდა რომ სახლში ვიღაც ცხოვრობდა .მეორე კდელში კარები იყო, რომლიდანაც მცირედი სინათლე სინათლე შემოდიოდა ოთახში . კარების საშუალებით სახლის უკანა მხარეს იყო გასვლა შესაძლებელი . სახლის უკანა ტერიტორია შედარებით მოწესრიგებული იყო და ვიღაცას ბოსტნეულიც დაერგო . მოულოდნელად ქარი ამოვარდა, ხის ფოთლებმა შრიალი დაიწყო და შავი ღრუბლებმა დაფარა ცა. ელოდი მფრინავი მანქანისკენ წავიდა.ტრანსპორტისკენ მიმავალი გრძნობდა რომ ქარი კიდევ უფრო ძლიერდებოდა .როდესაც ტრანსპორტთან მივიდა ,სწრაფად ჩაჯდა მასში და ასაფრენად მოემზადა. მანქანა სწრაფად აკრიფა სიჩქარა და ცისკენ აფრინდა.ვიდრე ტერიტორიას დატოვებდა ,მან ქვემოთ ჩაიხედა და დაინახა უცნობი მამაკაცი , რომელიც მდელოზე იდგა და ხელში იარაღი ეჭირა . მას გრძელი წვერი და თმა ჰქონდა . უცნობმა მფრინავი მოწყობილობისკენ მომართა იაღარი და ცეცხლი გაუხსნა . მფრინავი მანქანას დიდი სიმაღლე ჰქონდა აკრეფილი და უცნობის იაღარს არ შეეძლო მისთვის ზიანი მიეყენებინა. რამდენიმე წუთში ელოდი უდაბნოს თავზე მიფრინავდა . ცა კვლავ შავი ღრუბელბით იყო დაფარული . მალე უდაბნოში ქვიშის ქარიშხალი გამოჩნდა , რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით მოდიოდა ,თუმცა ელოდიმ მოახერხა მისგან თავი დაეღწია. ჯერ კიდევ დღე იყო , როდესაც ელოდი ქალაქში დაბრუნდა . მას არ სურდა სახლში მისვლა . ის ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტთან გაჩერდა და საკვები შეიძინა . იქვე ახლოს მაგიდებიც იდგა და გადაწყვიტა კომფორტულად მიერთვა საკვები ,ხოლო ჭამის დასრულების შემდეგ ტრანსპორტში ჩაჯდა და გაფრინდა . ის ქალაქის ნაკლებად განვითარებული ადგილისკენ გაფრინდა , სადაც რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ხალხი ცხოვრობდა . ეს ის ხალხი იყო , რომელიც იმოპერატორის წყრომა დაიმსახურა და ამ უკანასკნელმა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა , რათა ხალხის სიყვარული დაემსახურებინა. ამ ქმედებით იმპერატორი ცდილობდა მისი მომხრეების მხარდაჭერა არ დაეკარგა და მოწყალე მმართველის შთაბეჭდილება შეექმნა . ელოდიმ ტრანსპორტი მოშორებით დატოვა , სადაც მას ვერავინ შემაჩნევდა . გარდა ამისა, ტანსაცმელიც გამოიცვალა , რათა ვერავის ეცნო . იქ მაცხოვრებლებს სახეზე ჰქონდათ აღბეჭდილი მძიმე ცხოვრების კვალი . იმპერატორის ბრძანებით მათ საკვებსაც აძლევდნენ . მათთვის მიწოდებული საკვები , მაღალი ფენის საზოგადოების ნარჩენი საკვები იყო , რომელიც მათ მოჰბეზრდათ და გადაყრა გადაწყვიტეს. იმპერატორის ამ მოწყალების უკან ბოროტი განზრახვა იმალდებოდა . მას სურდა იქ მცხოვრებლები მალე დაღუპულიყვნენ,ამიტომ მხოლოდ ნარჩენ საკვებს უგზავნიდა მათ .ელოდი ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ ფეხით წავიდა .შემდეგ ერთ-ერთ კარებთან მივიდა, ფრთხილად შეაღო და შიგნით შევიდა . შენობაში პროფესორი ცხოვრობდა , რომელიც იმპერატორის მხრიდან დევნას განიცდიდა წლების წინ . მან ყველა დაარწმუნა რომ გარდაიცვალა , რათა იმპერატორს შეეწყვიტა მისი ძებნა .როდესა გოგონა შენოვაში შევიდა ,მას წინ დიდი დერეფნი დახვდა გასავლელი .მისი გავლის შემდეგ , კარები შემოხვდა , ხოლო კარების მიღმა დიდი სიცვრცე იყო ,რომელიც პროფესორს საკუთარის სურვილების მიხედვით მოეწყო. ოთახში თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი იყო , რომელიც თავისი საქმით იმდენად იყო დაკავებული , რომ გოგონას ოთახში შესვლა ვერ შეამჩნია . -პროფესორო,თქვენ არასდროს ისვენებთ.ესე არ შეიძლება , თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება-კარგად ვარ,დასაკარგი დრო არ არის .ახალი რა არის?-კარგი სიახლე მაქვს თქვენთვის პროფესორო . დღეს გადავწყვიტე რადიაციული ველი გამევლო,რათა გამეგო არსებობდა თუ არა მის მიღმა სიცოცხლე . მინდა ეს ყველაფერი თქვენი თვალით ნახოთ,-ელოდიმ პროექტორი ჩართო ,რათა მის მიერ გადაღებული მასალები ეჩვენებინა პროფესორისთვის, -რადიაციული ველის მიღმა უდაბნოა, მისი გადალახვის შემდეგ კი სიცოცხლისთვის საარსებო გარემო ვიპოვე . ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი შენობები -ყველაფერი სიმწვანეშია ჩაფლული.ეტყობა რომ ადამიანის ხელი არ შეხებია-ყველაფრის შესწავლა ვერ მოვახერხე,ამინდის ცვლილების გამო იძულებული გავხდი ადრე წამოვსულიყავი-ნიმუშების აღება მოახერხე?-კი-იმპერატორმა ამ ადგილის შესახებ რომ შეიტყოს , მოსახლეობას ამ სიახლეს დაუმალავს ,რადგან შესაძლოა ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ ხალხის ერთგულება დააკარგინოს -პროფესორო იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია,ჰაერიც კი განსხვავებულად სასაიამოვნოა-ეს სახლი მიტოვებულს არ ჰგავს ,ვიღაცას საწოლი გაუკეთებია,-თქვა ერთ-ერთი სურათზე დაკვირვების შედეგად კაცმა -მართალი ხართ ,იქ ვიღაც ცხოვრობს .როდესაც ავფრინდი მან ცეცხლი გამიხსნა.მისი ვინაობის დადგენა მინდა.მსურს გავარკვიო იქ როგორ მოხვდა,იცის თუ არა რომ დედამიწა ორ ნაწილადაა გაყოფილი .თუ მისი გარეგნობით ვიმსჯელებთ,იქ დიდი ხანია რაც ცხოვრობს.საინტერესოა როგორ მოახერხა გადარჩენა მარტომ.სახლის უკან ბოსტენული ბაღი ვიპოვე , რომელიც კარგად მოვლილი იყო .ალბათ მისი მოყვანილია და ამ ბოსტნეულით იკვებება-ბოსტნეულის მოყვანა რთულია.პირველ რიგში,თესლი უნდა გქონდეს იმისათვის,რომ მოიყვანო .მისი მოპოვება კი თითქმის შეუძლებელია იმპერატორის აკრძალვების გამო-იქნებ ის იმ ადგილას მაშინ მოხვდა,როდესაც იმპერატორი შედარებით ლოიალური იყო მოსახლეობის მიმართ-იმისათვის ,რომ გავიგოთ როგორ მოხვდა იმ ადგილას ,იქ წასვლა კიდევ ერთხელ მოგიხდება. - თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ მოახერხა რადიაციული ველის გადალახვა ?-შეიძლება მასაც შენსავით კარგი ტრანსპორტი ჰყავდა ან უბრალოდ გაუმართლა.უფრო მეორე ვარიანტი მგონია,რადგან მფრინავი მოწყობილობების დახვეწა დიდი ხანი არაა გასული,რაც დაიწყო.იმპერატორმა დღესასწაულისთვის შეიძლება ახალი წესების შემოღება გადაწყვიტოს-დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი .კონგრესის წევრების საუბარს მოვკარი ყური,კიდევ ერთი წესის შემოღება სურს იმპერატორს და მგონი კონგრესმენებსაც არ მოეწონათ ეს გადაწყვეტილება.თქვენი კვლევა როგორ მიმდინარეობს?-ჯერ წინსვლა არ მაქვს.როდის აპირებთ წასვლას ამ ადგილის კიდევ ერთხელ გამოსაკვლევად?-ვეცდები დღესასწაულისთვის მზადების პროცესში გამოვნახო ,რადგან მსგავს დროს ნაკლებად კონტროლდება გადაადგილება . ჩემი სისხლის შემოწმებას როდის აპირებთ?-უახლოეს დღეებში.ჯერ შენი მოტანილი ნიმუშები უნდა შევისწავლო . თავს როგორ გრძნობ?რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევია შენი თავისთვის?-არა არაფერი.პროფესორ მარტო უნდა დაგტოვოთ,რადგან ჩემი წასვლის დროა.არ მინდა ჩემი გაუჩინარება ვინმემ შეამჩნიოსელოდი პროფესორის თავშესაფარიდან წამოვიდა .ამჯერად მას გადწყვეტილი ჰქონდა რომ სახლში დაბრუნებულიყო. . ჯერ კიდევ დღე იყო,როდესაც სახლში დაბრუნდა.ის გრძნობდა რომ ახალმა მოგზაურობამ ძლიერ დაღალა და გადაწყვიტა ძალების აღსადგენად დაეძინა.ვიდრე დაიძინებდა , აბაზანაში შევიდა და ტყიდან გამოყოლილი სიბინძურე მოიშორა, შემდეგ კი აივანზე გავიდა და ძველი დედამიწისკენ დაიწყო ყურება. უკვე დაღამებული იყო და ძველ დედამიწაზე სახლების ნაწილში სინათლე არ იყო ანთებული,რადგან მათ ნაკლები ენერგის მარაგი ჰქონათ ახალი დედამიწისგან განსხვავებით.მიუხედავად ამისა,ის მაინც ლამაზად გამოიიყურებოდა, იქ მაცხოვრებლები სახლების და ქუჩების გასანათებლად ძველ გამოგონებებს იყენებდნენ.ისინი სახლების გასანათებლად სანთლებს იყენებდნენ.ელოდი დიდი ხანი აღარ დარჩენილა აივანზე,რადგან მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა და საწოლისკენ წავიდა.ახალი გათენებული იყო როდესაც ელოდის ვიღაც ვიღაცამ დაურეკა. ძალიან ადრე იყო იმისათვის , რომ რომელიმე კოლეგას დაერეკა . ზარის განმახორციელებელი მისი უფროსი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა რომ მნიშვენლოვანი საქმე ჰქოდა ან რაღაც ცუდი მოხდა. უფროსობა მასთან ერთად ყველა მის კოლეგას იიბარებდა ახალი ინსტრუქციების გასაცნობად. იმპერატორის ჯარისკაცები სხვადასხვა დანაყოფში იყვნენ განაწილებულნი და თითოეულ მათაგანს საკუთარი ხელმძღვანელი ჰყავდათ . გარდა ამისა,ყველა დანაყოფს თავიანთი სავარჯიშო ადგილები ჰქონდათ გამოყოფილი. ელოდი სწრაფად მოემზადა და სამსახურში წავიდა. როდესაც სამსახურში მივიდა , მისი კოლეგების უმეტესობა შეკრებილი იყო . ზოგი მათგანი ვარჯიშით იყო დაკავებული , ზოგი მათგანი კი უბრალოდ საუბრობდა .სხვა დანაყოფების მსგავსად , მათ დანაყოფშიც იყვნენ ელოდის გარდა სხვა გოგონებიც . მათ გუნდში კიდევ ორი გოგონა იყო . ელოდი გოგონებთან მივიდა , რათა გაერკვია რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობდნენ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით . -ელოდი დასვენების დღეები ამოგეწურა ? მეგონა შენ არ გამოგიძახებდნენ , -უთხრა ვალერიამ-დღეს მიმთავრდებოდა . ხომ არ იცი რატომ დაგვიბარეს ? ძველი დედამიწისგან სიახლე ხომ არ არის ?-არ ვიცით . მეგონა შენ გეცოდინებოდა -ჩემთვისაც არაფერია ცნობილი-ალბათ რაღაცას გეგმავენ ძველი დედამიწელები. ისინი ხომ განვითარების წიინააღმდეგნი არიან .ელოდი გავიგე რომ შენი ოჯახი ძველ დედამიწაზე ცხოვრობს . რატომ არ ცხოვრობენ ისინი შენთან ერთად ?, -ჰკითხა სილვიამ-მათ ძველ დედამიწაზე ცხოვრება აირჩიეს -არ გენატრება ისინი ? მათ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდი?-როგორც ყველა ცივილიზებულად მოაზროვნე , არ მომეწონა . არა ,არ მენატრება ისინი . მათ გარეშე უკეთესი ცხოვრება მაქვს.მათთვის ჩვენი განვითარება საზოგადოების დეგრადაციასთან ასოცირდება . კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებთ ?-მათ სანახავად დადიხარ ?,-ჰკითხა ვალერიამ-იშვიათად , მხოლოდ გამონაკლის შეთხვევებში ხელმძღვანელობის მხრიდანცოტა ხანში დანაყოფის ხელმძრვანელი მოვიდა და ყველამ თავიანთი ადგილი დაიკავა წესის შესაბამისად. ხელმძღვანელს როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და მძიმე ნაბიჯებით მოდიოდა . -ალბათ ყველას გაინტერესებთ ამ დროს რისთვის შეგკრიბეთ აქ . იმპერატორის ახალი მითითებები უნდა გაგაცნოთ . როგორც იცით , საყოველთაო დღესასწაული გვიახლოვდება და მომდევნო კვირიდან ოფიციალურად იწყება მზადება . იმპერატორს სურს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს,ამიტომ ყველა მოქალაქის მაქსიმალურად გაკონტროლება მოგვიწევს. უმაღლესი მთავარსარდლის სურვილია , რომ ყველაფერმა ინციდენტის გარეშე ჩაიაროს ,რადგან ახალ დედამიწაზეც არიან ისეთი ჯგუფის წარმომადგენლები ,რომელთაც ჩვენი მმართველისთვის ზიანის მიყენება სურთ .ხოლო ესეთი დღესასწაულები მათთვის კარგი შანსია , რათა ადვილად მიარწიონ თავიანთ მიზანს-ძველ დედამიწელებზე ყურადღების გამახვილება არ დაგვჭირდება? მათთაც არ სურთ იმპერატორის მმართველოს ქვეშ ყოფნა , - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა - ძველ დედამიწაზე იმპერატორის მითითებებში არ არის ნახსენები. მათ ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლაში დაცვა შეუშლის ხელს , ასე რომ მათზე ნაკლებად უნდა ვიდარდოთ . მინდა რომ ყველანი მაქსიმალურად მობილიზებულნი იყოთ და გახსოვდეთ რომ იმპერატორის სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული.მას ჩვენთვის კარგი სურს და ზრუნავს ჩვენს მოომავალზე ,სწორედ ამიტომ უნდა დავამახოთ რომ მის მზრუნველობას ვაფასებთ.შეგიძლიათ დაიშალოთ და მომზადება დაიწყოთ დღესასწაულისთვის ჯარისკაცები ნელ-ნელა დაიშალნენ მათ შორის ელოდი ,რომელიც ტრასპორტისკენ წავიდა. მას შეხვედრაზე გაჟღერებულმა საკითხებმა ეჭვები აღუძრა . ის ეჭვობდა რომ იმპერატორის ამ ახალი ბრძანების მიღმა სხვა მიზნები იმალებოდა, ვინაიდან სხვა დღესასწაულების აღნიშვნის დროს ,იმპერატორს მსგავსი ბრძანება არ გაუცია . სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მან ტრანსპორტი სკვერთან ახლოს მდებარე საპარკინგე ადგილას გააჩერა . ახალ დედამიწაზეც არსებობდა საპარკინგე ადგილი,მაგრამ ის ძველი ხალხის მიერ გამოგონილ პარკინგს არაფრით ჰგავდა . ძველი ხალხის მიერ გამოგონილი პარკინგი ბეტონის გზებით იყო სავსე, ხოლო ახალი დედამიწის პარკინგი სიმწვანეში იყო ჩაფლული ,რათა მოსახლეობას მაქსიმალურად ეგრძნო თავი კომფორტულად.გარდა ამისა,მათ ტრანსპორტის გაჩერებისთვის თანხის გადახდა არ სჭირდებოდათ . ელოდი ტრანსპორტიდან ჩამოვიდა და პარკისკენ წავიდა . ცოტა ხნის ფეხით სიარულის შემდეგ დასაჯდომისკენ წავიდა ,რომელთაც უცანური ფორმა ჰქონდათ და გამჭირვალე ფერის იყო. სკვერში ყველაფერი განსხვავებულად იყო დაპროექტებული. ირგვლივ წყლის სასიამოვნო ხმა ისმოდა , რომელიც სკვერში გაკეთებულიი წყაროებიდან მოდიოდა . წყალში კი სხვადასხვა სახეობის პატარა თევზები დაცურავდნენ.სკვერში რობოტებიც იყვნენ, რომლებიც მშობლებს ეხმარებოდნენ ბავშვების მოვლაში .მშობლები ბალახზე ისხდნენ ,რომელაც სათვალის მსგავსი მოწყობილობა ეკეთათ და მშვიდად უყურებდნენ გასართობ გადაცემებს ,რადგან იცოდნენ რომ მათი შვილები სანდო რობოტების ხელში იყვნენ. ბავშვების უმეტესობას მშობლების მსგავსად გასართობი სათვალე ეკეთა , ნაწილს კი ხელში გამჭირვალე ტელეფონი ეჭირა . იშვიათად ნახავდით ბავშვს , რომელიც სხვა სათამაშოთი ერთობოდა . ელოდი მათ აკვირდებოდა და ხვდებოდა , რომ მათი ცხოვრება მათ აღარ ეკთვნოდათ და სხვის მიერ გაწერილი გეგმით ცხოვრობდნენ .იქ მყოფნი ელოდის ვერ ამჩნევდნენ , რადგან თავიანთ სამყაროში იყვნენ ჩაძირულები . ის სკვერში დიდი ხანი არ გაჩერებულა.ის ტრანსპორტში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა . თავი მეორეძველი დედამიწაახალ დედამიწასა და ძველ დედამიწას , გარდა იმისა , რომ კედელი ჰყოფა , მეორე მხრივ უდაბნო ესაზღვრებოდა . უდაბნოს მხრიდან გამყოფი კედელი არ იყო აშენებული , რადგან ეს ტერიტორია მომაკვდინებელი მორიელებით იყო სავსე და მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა. სწორედ ამიტომ, დედამიწის ეს ნაწილი არ კონტორლდებოდა იმპერიის მხრიდან. ელოდისთვის ეს უდაბნო მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა,გარდა ამისა,მისი გავლით შეეძლო ძველ დედამიწაზე მოხვედრა. იმ დღესაც იგივე გზით გადაწყვიტა წასვლა ძველ დედამიწაზე მოსახვედრად.რამდენიმე მილის ფრენის შემდეგ,უდაბნოსა და ტყის საზღვართან აღმოჩნდა,რომლის იქითაც ძველი დედამიწის ტერიტორია იწყებოდა . ელოდიმ მფრინავი მანქანა უდაბნოში გააჩერა ,შემდეგ ტრანსპორტიდან ჩამოვიდა და ქვიშაზე დაადგა თუ არა ფეხი ირგძნო როგორი ცხელი იყო უდაბნოს ქვიშა. იმ დღეს მორიელები არსად ჩანდნენ.მან ტრანსპორტიდან ჩანთა აიღო და ტყისკენ წავიდა. ტყეში სიმშვიდეს სუფევდა და მსუბუქი სიო ქროდა. ელოდი ტყის სიღრმეში შევიდა და ცდილობდა შეუმჩნეველად გადაადგილებულიყო , რათა რომელიმე გუშაგის ყურადრება არ მიექცია . ელოდის ძმას , რომელიც ასევე გუშაგი იყო და მოსახლეობის დაცვას ემსახურებოდა, დასვენების დღე ჰქონდა და ტყეში იყო წასული ხის ტოტების შესაგროვებლად. ძველ დედამიწაზე მზის ენერგიას იყენებდნენ , მაგრამ ეს ენერგია მოსახლეობისთვის საკმარისი არ იყო. ამიტომ მაცხოვრებლები ცდილობდნენ ენერგია დაეზოგათ, ამიტომ ცეცხლის ღუმელს იყენებდნენ გასათბობად და საკვების მოსამზადებლად . გუშაგი ტოტებს აგროვებდა .მას ზურგზე ცეცხსასროლი იარაღი ჰქონდა მოკიდებული. გუშაგებს ყოველთვის თან დაჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ფრთხილები იყვნენ და მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მუდმივად აკვირდებოდნენ . მოულოდნელად მან ხის ტოტების შეგროვებას თავი დაანება და იარაღი მოიმარჯვა. ის მიხვდა რომ ტყეში მარტო არ იყო. მიუხედავად იმისა , რომ ტყეში მხოლოდ ფოთლების შრიალის ხმა ისმოდა, გუშაგი გრძნობდა რომ მისკენ ვიღაც მიდიოდა . იმისათვის , რომ მისკენ მიმავალი უცნობისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, ხეს ამოეფარა . ელოდი გზას განაგრძნობდა . სიარულის დროს შეგროვილი ხის ტოტები შემოხვდა და მიხვდა რომ ტყეში მარტო არ იყო . შეგროვებული ტოტების მიხდვით , ივარაუდა, რომ გუშაგი არ უნდა ყოფილიყო . მან იგრვლივ მიმოიხედა და ვერავინ დაინახა. მან სმენის ორგანოები დაძაბა, რათა ნაბიჯების ხმა გაეგო. ის მიხვდა რომ მისი ფეხის ხმა ტოტების შემგროვებელმა გაიგო, დაიმალა და ახლაც იქვე ახლოს იყო. ელოდიმ მისი ძებნა დაიწყო. მას არ სურდა უცნობის შეშინება. -ნუ გეშინია , შეგიძლია გამოხვიდე , არაფერს დაგიშავებ , - უთხრა უცნობს ელოდიმ-თქვენი არ მეშინია ,-მოისმა კაცის ხმა , რომელიც ელოდიმ მაშინვე იცნო . ეს მისი ძმის ხმა იყო,-აქ რას აკეთებ ? აქ შენი ადგილი არ არის-გუშაგები არ მეგონა ხის ტოტებს თუ აგროვებდნენ. დედას და მამას სანახავად მოვედი. იმედი მაქვს მათ ნახვაში დამეხმარები - შენ კლონი ხარ , ისინი შენი მშობლები არ არიან . წადი აქედან თუ არ გინდა გუშაგებს შენი აქ ყოფნის შესახებ შევატყობინო- გეთანხმები კლონი ვარ. შენი უფროსობა კმაყოფილი არ მგონია დარჩეს, როდესაც გაიგებენ რომ კლონები მათ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შემოდიან. თან მე პირველად არ ვარ აქ - დღე ქალაქში შეუმჩნევლად გადაადგილება რთულია . შეიძლება გიცნონ- თქვენი მსგავსი ტანსაცმელი მაცვია, გარდა ამისა , შენიღბვა კარგად გამომდის. შენ თუ არ დამეხმარები , ჩემით შევალ ქალაქში- დამელოდე, შეშას წამოვიღებ . ვინმემ რომ შეგამჩნიოს პრობლემები შემექმნება ელოდი და მისი ძმა ქალაქისკენ წავიდნენ . ქალაქში მისასვლელად დიდი დრო არ დასჭირდათ. ქუჩაში ბევრი ხალხი არ მოძრაობდა , რადგან უმეტესობა სამუშაოდ იყო წასული. მოსახლეობის ნაწილი ფერმაში მუშაობდა , ნაწილი კი ბოსტნეულის ბაღში. ასევე შესაძლებელი იყო ძველ დედამიიწაზე სხვა საქმითაც დაკავებულიყო ადამიანი. მოსახლეობას ყველას ერთად მოჰყავდათ საკვები და შემდეგ ზამთრითვის ინახავდნენ . ცოტა ხნის შემდეგ ისინი პატარა სახლს მიუახლოვდნენ.ამ სახლში ელოდის ოჯახი ცხოვრობდა.იმისათვის, რომ იმპერიის ჯარისკაცის ძველ დედამიწაზე ყოფნა არავის შეემჩნია,მათ შორის ბავშვებს,რომლებიც დღის ამ პერიოდში ქუჩაში გამოდიოდნენ,სახლში უკანა შესასვლელიდან შევიდნენ. სახლში სიმშვიდე სუფევდა, ირგვლივ კი ყველაფერი მოკრძალებულად იყო გაფორმებული . მაგიდაზე ყვავილებით სავსე ლარნაკი იდგა . ქუჩიდან ბავშვების ხმა შემოდიოდა, რომლებიც ახალი დედამიწის ბავშვებისგან განსხვავებით ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ბავშვობის წლებით ტკბებოდნენ . ელოდი კვლავ მისაღებ ოთახში იდგა და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა. მისი ბოლო ვიზიტიდან ოთახში არაფერი შეცვლილა . -აქ ყველაფერი ისევ ისეთია ,როგორიც ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ,არაფერი შეცვლილა,-უთხრა ელოდიმ აარონს-ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდე , შეიძლება ვინმემ დაგინახოს- დედა და მამა სად არიან ?-მამა ფერმაშია , დედა ალბათ ბოსტნეულის ბაღში . ვეცდები რომელიმე მათგანი მოვიყვანო. ორივეს ერთდროულად მოყვანას ვერ შევძლებ . დამელდე, დიდი ხანი არ დამჭირდებააარონი წავიდა, ელოდი კი მისაღებ ოთახში მდგარ სავარძელში ჩაჯდა. მან არ იცოდა აარონი ნამდვილად მშობლებთან წავიდა თუ გუშაგებთან, რათა მისი იქ ყოფნის შესახებ შეეტყობინებინა. ქუჩაში ბავშვები თამაშს მშვიდად განაგრძნობდნენ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კარებთან საუბრის ხმა გაისმა. მან არ იცოდა აარონს მამის გარდა სხვა ვინმე ახლდა თუ არა თან, ამიტომ სამზარეულოში შევიდა. სახლის კარები გაიღო და ოთახში მხოლოდ ძმა და მამა შემოვიდნენ. ელოდი , როდესაც მიხვდა რომ საფრთხე არ ემუქრებოდა, ოთახიდან გამოვიდა. -როგორ ხარ მამა ?-ისევ მამას გეძახის,-თქვა უკმაყოფილო ხმით ძმამელოდის სურდა მამას ჩახუტებოდა , მაგრამ იცოდა რომ ამას ვერ გააკეთებდა . ერთი იმპერიის ჯარისკაცი იყო , მეორე ძველი დედამიწის მკვიდრი. -რატომ მოხვედი ?- თავისუფალი დრო მქონდა და გდავწყვიტე მომენახულებინეთ . ყოველთვის როდესაც აქ მოვდივარ, გგონიათ რომ რაღაც ცუდი მოხდა -იმპერატორმა იცის აქ რომ ხარ ? ნებართვა მოგცა?- იმპერატორის მთავარი საზრუნავი მოახლოებული დღესასწაულის სრულყოფილად ჩატარებაა-დღესასწაულზე ალბათ დაგაჯალდოვებენ , როგორც გამორჩეულ ჯარისკაცს . -არ ვიცი . მხოლოდ ის ვიცი რომ რთული დღეები მელოდება . აქ მცხოვრებლებიც შეძლებენ დღესასწაულის ნაწილის დანახვას . მე როგორც იმპერიის ჯარისკაცს შემიძლია თქვენი წაყვანა თუ რა თქმა უნდა , სურვილი გექნებათ -ჩვენ არ გვსურს მათთან რაიმე კონტაქტი გვქონდეს . მადლობა მოწვევისთვის , - უთხრა მამამ, - კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა ? -შესაძლოა დიდი ხან ვეღარ შევძლო თქვენთან შემოვლა . დედას აქ არაფერი შეუცვლიაკარებზე ზარის ხმა გაისმა. იმ დღეს სტუმარს არ ელოდნენ, ამიტომ იფიქრეს რომ მეზობელი მოვიდა მათთან დახმარების სათხოვნელად. ელოდი სამზარეულოში შევიდა და კარები დახურა, რათა მისი იქ ყოფნა არავის შეემჩნია. კარები აარონმა გააღო და აღმოჩნდა რომ სტუმარი მისი კოლეგა იყო.-რამე მოხდა ?,-ჰკითხა აარონმა-უმჯობესია სახლში ვისაუბროთ,-უთხრა მან და სახლში შევიდა . მას მისაღებ ოთახში მაიკლი, აარონის მამა დახვდა, - გამარჯობა ბატონო მაიკლ . როგორ ხართ?-მადლობა, კარგად. დიდი ხანია ,რაც ჩვენთან არ ყოფილხართ სტუმრად -ბევრი საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე სტუმრად მოსვლა. აარონ დღეს ადრე დაბრუნებულხარ სახლში-ჰოო , მეც გაკვირვებული ვარ ამ შემთხვევით-დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გვაქვს შესათანხმებელი აარონს არ მოეწონა დღესასწაულზე საუბარი რომ წამოიწყო მისმა კოლეგამ , რადგან არ სურდა მაიკლს გაეგო მისი გეგმების შესახებ და არც მის დას. მან მამას სთხოვა ოთახში მარტო დაეტოვებინა კოლეგასთან. მაიკლი გარეთ გავიდა და სახლის წინ აივანზე დაჯდა . -არ მინდა მამაჩემმა ჩვენი გეგმების შესახებ შეიტყოს-რატომ ? მასაც სურს იმპერიის მმართველობა დასრულდეს - მისთვის უკეთესია თუ არ ეცოდინება- ქალაქში შესვლის გეგმას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ . ჩვენიანებს აინტერესებთ შენი აზრი-საღამოს შევიკრიბოთ და ყველაფერი დავაზუსტოთ. ბიჭებს ჩემი ნათქვამი გადაეცი-კარგი. დროა ყველაფერი დავასრულოთ , საღამოს გელოდებით სტუმარი წავიდა. ელოდის , რომელიც სამზარეულოში იმალებოდა , მათი საუბრი ბუნდოვნად ესმოდა, რადგან მამაკაცები ხმადაბლა საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა ,რომ სიტყვები გარკვვით არ ესმოდა , მან იმის გარკვევა მაინც შეძლო რომ მათი საუბრის თემას საყოველთაო დღესასწაული წარმოადგენდა . - შენი კოლეგა იყო?- კი - როგორც და ერთ რჩევას მოგცემ აარონ, სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ კარგად დაფიქრდი.შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა , რომლის გამოსწორებასაც ვეღარ შეძლებ . ახლა კი ჩემი წასვლის დროა , დიდი ხანია რაც აქ ვარ . მამა სად არის? დავემშვიდობები-აივანზე იყო რამდენიმე წუთის წინ, - სწორედ ამ დროს ოთახში მამა შემოვიდა - მე მივდივარ , გაცილება საჭირო არააოთახში მარტო მამა და შვილი დარჩნენ. ცოტა ხნით ორივნი სდუმდნენ. სიჩუმე მამამ დაარღვია . -ელოდიმ თქვენი საუბარი გაიგონა? უკმაყოფილო ჩანხარ?-მიმანიშნა რომ ყველაფერი გაიგო-გითხრა რას აპირებს ?-მხოლოდ ის მითხრა რომ სანამ რაიმეს გაკეთებას გადავწყვეტ, კარგად დავფიქრდე - შენ და ვინსენტი რას გეგმავთ?-რაღაც საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი,მიშვნელოვანი არაფერიაელოდიმ ქალაქი უსაფრთხოდ დატოვა . ის უკვე ტყეში იყო შესული და ფრთხილი ნაბიჯებით მიუყვებოდა ბილიკს. ირგვლივ არავინ ჩანდა. ტყეში რამდენიმე ადგილას ყვავილები ამოსულიყო, რაც მას ადრე არ შეუმჩნევია . ის ყვავილისკენ დაიხრა , ერთი-ერთი მათგანი მოწყვიტა და თან წაიღო. ტყეში სიგრილე იყო. ელოდი მალევე ტყის კიდეს მიადგა. ამ ადგილიდან უკვე იგრძნობოდა უდაბნოდან მომავალი სიცხე . მან სწრაფად გაიარა უდაბნოს ცხელი ქვიშა და ტრანსპორტში ჩაჯდა.მან ჩანთიდან ყვავილი ამოიღო და გვერდით სავარძელზე დადო. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ტრანსპორტში გაუნძრევლად იჯდა და მის გვერდით არსებულ სავარძელზე დადებულ ყვავილს უყურებდა და თან ფიქრებში იყო გართული . ის აარონის და მისი კოლეგის საუბარზე ფიქრობდა . მას ეშინოდა მის ძმას არასწორი გადაწყვეტილება არ მიეღო და საკუთარ თავისთვის საფრთხე არ შეექმნა . გარდა ამისა, აარონის მეგობრის საუბრის ხმა არ მოეწონა, თითქოს მის ხმაში ვერაგობა იგრძნობოდა. მან გადაწყვიტა რომ მოგვანებით დაბრუნებული ძველ დედამიწაზე, რათა თავისი ძმის კოლეგის შესახებ ყველაფერი შეეტყო.ელოდიმ ფიქრებისგან თავი გაინთავისუფლა, ტრანსპორტი ადგილიდან დაძრა და ქალაქისკენ წავიდა. ის პირდაპირ სახლისკენ წავიდა, რადგან იმ დღეს სხვა მეტი საქმე აღაფერი ჰქონდა დარჩენილი . მას სახლში არავინ ელოდებოდა , რადგან მარტო ცხოვრობდა. მან სახლის კარები შეაღო , საიდანაც სიჩუმე და სიბნელე ჩანდა. მან კარები მიხურა და მისაღებ ოთახში სინათლე აანთო, შემდეგ კი საძინებლისკენ წავიდა . მან ბეჭებიდან ზურგჩანთა მოიხსნა , კარადის კარები გამოაღო და თავის ადგილას დააბრუნა . შემდეგ ჭუჭყიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და ცხელი აბაზანა მიიღო . ელოდი საძინებელ ოთაში მდგარ სარკეში იყურებოდა და თმების გაშრობას ცდილობდა. ოთახში ფანჯრები დახურული იყო და ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, თუმცა მზის სხივები ოთახში შემოსვლას მაინც ახერხებდნენ. ელოდიმ ფარდები გადაწია და ფანჯარა გააღო, საიდანაც მზის სხივებმა მთელ ოთახში მოახერხა შემოღწევა.ელოდის გაახსნედა რომ სახლში საჭმელი არაფერი ჰქონდა და თან ძალიან შიოდა . ის მისაღებ ოთახში გავიდა , რომელსაც დიდი აივანი ჰქონდა საძინებელი ოთახის მსგავსად. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა საკვები შეეკვეთა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ვერაფერი აარჩია. მიუხედავად იმისა ,რომ საშინლად შიოდა ,მას გარეთ გასვლა ძალიან ეზარებოდა. ელოდის შიმშილის გრძნობა მოსვნებას არ აძლევდა. ის ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა , ამიტომ ავნის კარების გასაღებად წავიდა, რათა გარეთ გაეხედა. როგორც ყოველთვის , დღის ამ მონაკვეთში უამრავი მანქანა დაფრინავდა . მფრინავ მანქანებს შორის სწრაფი კვების მანქანა შენიშნა . მან ძღოლს ანიშნა რომ მის აივანთან მიფრენილიყო. გამყიდველი ისევ ის კაცი აღმოჩნდა , რამდენიმე დღის წინ საკვები უფასოდ რომ მისცა. კაცი თავიდან ანერვიულდა ისევ იმპერიის ჯარისკაცისთვის რომ მოუხდა საკვების მიყიდვა . -გამარჯობა -ისევ შევხვდით ერთმანეთს . დღეს რა გაქვთ მენიუში?-სამწუხაროდ, ბევრი აღარაფერი დამრჩა ქალბატონო . არ ვიცი რა შემოგთავაზოთ-რამდენიმე კერძს ავიღებ და ამჯერად თანხას გადავიხდიელოდიმ კერძების არჩევა დაიწყო .მან რამდენიმე კერძი აარჩია . გაყიდველი მას თავზიანად დაემშვიოდა და წავიდა. იმპერიის ჯარისკაცმა მზა საკვები სამზარეულოში შეიტანა, სათითაოდ გახსნა და თეფშებზე დაალაგა . საკვების მირთმევის შემდეგ საძინებელ ოთახში შევიდა და დაძინება სცადა . დიდი ხნის მცდელობის შემდეგ დაძინება შეძლო . ახალ დეამიწაზე დაღამდა. ღამით ამინდი შეიცვალა. თავდაპირველად ქარი ამოვარდა, რომელმაც თან შავი ღრუბლები მოტანა. ქარი ნელ- ნელა ძლიერდებოდა, რომელსაც თან უცნაური ხმები მოჰყვებოდა. შორეულ ჰორიზონტზე განლაგებულმა ღრუბლებმა ფერი შეიცვალეს, თითქოს მათ შიგნით მანათობელი სხივი იყო ჩასახლებული და შავი ღრუბლებისგან თავის დაღწევას ლამობდა. მანათობელმა სხივმა სურვილი აისრულა და ღრუბლებისგან თავის დაღწევა შეძლო . მოულოდნელად ცაზე ყველაფერი თეთრად განათდა, რასაც შედეგად ცის შემზარავი გმინვა მოჰყვა. ის თითქოს მძინარე მაცხოვრებლებზე გაბრაზებული იყო და ცდილობდა მათზე ეყარა ჯავრი. ცოტა ხანში თავსხმა წვიმა დაიწო. ქარი კვალ ძლიერად ქროდა და წვიმის წვეთებს ეხმარებოდა გავრცელებაში. ელოდი მსგავს ხმებს შეჩვეული იყო , ვინაიდან სამსახურში ბევრად შემზარავ შემთხვევებთან უხებოდა გამკლავება . მას კვალავ მშვიდად ეძინა . საძინებელი ოთახის აივნის კარები ღია იყო , საიდანაც ოთახში ქარი შემოდიოდა , რომელსაც თან სიცივე და წვიმა შემოჰქონდა . მან სიცივე მალევე იგრძნო და მისგან თავის დასაცავად თხელ პლედში გაეხვია . სიცივე თხელ პლედშიც აღწევდა და ელოდი იძულებული გახდა ძილი შეეწყვიტა, რათა კარები დაეხურა. ნახევრად მძინარე გოგონა საწოლიდან წამოდგა და კარების დასაკეტად წავიდა. კარებთან ახლოს წვიმის წვეთებს იატაკი დაესველებინა. მან საძინებელი ოთახის კარები დახურა. მისაღებ ოთახში აივნის კარები ღია იყო და სიცივე კვალ შემოდიოდა სახლში. მისაღები ოთახის აივნიდან კრგად ჩანდა ძველი დედამიწა. იქ სახლები სრულ სიბნელეში იყო ჩაფლული , ხოლო ქუჩებში ჩირაღდნები აღარ ანათებდა . ასეთ საშინელ ამინდში ვერავის გაებედა ჩირაღდნების ანთება. ელოდიმ საათს დახედა და შუაღამე იყო.ის საძინებელ ოთახში დაბრუნდა და ძილი გააგრძელა. მომდევნო დღეს ცაზე მზე გამოჩნდა ცისარტყელასთან ერთად. ქალაქისთვის ცუდ ამინდს ზიანი არ მიუყენებია. ახალი დედამიწის მაცხოვრებლებს იმაზე ფიქრი არ სჭირდებოდათ რომ ცუდ ამინდს მათთვის ზიანის მიყენება შეეძლო . იმპერატორი მათთვის მაქსიმალური კომპორტის შექმნას ცდილობდა , თუმცა ამ ადამიანებს შორისაც არსებობდნენ გარიყულები , რომელთაც იმპერია ნაკლებად ან საერთოდ არ აქცევდა ყურადრებას . დილით ქუჩაში ნაკლები ხალხი მოძრაობდა, ამიტომ ელოდიმ გადაწყვიტა პროფესორის სანახავად წასულიყო.ის მალევე მივიდა პროფესორის სამალავთან. მიუხედავად იმისა ,რომ მზე ანათებდა ,სიცივე ჯერ კიდევ იგრძნობოდა ჰაერში . პროფესორს რამდენიმე დამხამარე ჰყავდა , რომლებიც იმპერიის მხირდან დევნას განიცდიდნენ წარსულში და ხელმძღვანელის მსგავსად გარდაცვლილად ითვლებოდნენ. პროფესორი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევდა დამხმარე პერსონალს, რადგან იმპერიის ჯაშუშები მათ ტერიტორიაზე მუდმივად დაიარებოდნენ და ყველას აკვირდებოდნენ. იმ ადგილას ,სადაც გარიყულები ცხოვრობდნენ იმფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. ხშირად მათ საცხოვრებელ სახლებში წვიმა ჩადიოდა, ხოლო გზები ზოგან იმდენად დაზიანებული იყო რომ გზა წყლის გუბეებით იფარებოდადა. თავშესაფარი გარედან დაზიანებული და გამოსაყენებლად უვარგისი შენობა ჩანდა. ყოველივე ეს საფარი იყო მტრებისგან თავის დასაცავად. ელოდი შენობაში შევიდა. კედლები მტვრით იყო დაფარული.პროფესორი თავის ლაბორატორიაში იყო და თეთრი ხალხთი ეცვა.მან ელდი როდესაც დაინახა , საქმეს თავი დაანება და მისკენ წავიდა . -ელოდი დღეს არ გელოდი. რამე ხომ არ მოხდა ?-ყველაფერი რიგზეა პროფესორო . ამ დილით ნაკლები ადამიანი მოძრაობდა ქუჩაში და გადავწყვიტე აღნიშნული შემთხვევით მესარგებლა. კვლევები როგორ მიდის ?ახალი ხომ არაფერია ? -შენს მიერ მოტანილი ნიმუშების გამოკვლელვა დავასრულე და შედეგებით აღფრთოვანებული დავრჩი-კარგია წინსვლა რომ გვაქვს . ვხედავ გუშინდელ ამინდს თქვენი თავშესაფრისთვის ზიანი არ მიუყენებია -ჩვენ გაგვიმართლა , მაგრამ რამდენიმე სახლი სერიოზულად დაზიანდა. იმპერატორი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევს და სასიკვდილოდ გვწირავს. საკვებსაც კი ვადაგასულს გვიგზავნიან. რამდენიმე ბავშვი მოიწამლა კიდევაც -მოსავალს კიდევ ანადგურებენ?ახალი დედამიწის მაცხოვრებლები,რომლებიც საზოგადოებიდან გარიყულები იყვნენ, ცდილობდნენ თავიანთი ძალებით მოეყვანათ ბოსტნეული და ყველა სხვა საკვები , მაგრამ იმპერიის ჯაშუშები მათ მოსავალს აზიანებდნენ ან მთლიანად ანადგურებდნენ.-ჯერ მოსავლისთვის ხელი არ უხლიათ , ალბათ შესაფერის დროს ელოდებიან. შენს მიერ მოტანილმა ნიმუშებმა აჩვენა , რომ ადგილი სიცოცხლისთვის შესაფერისია . უცნობის შესახებ, რომელმაც შენს ტრანსპორტს ცეცხლი გაუხსნა ხომ არაფერი გაგირკვევია ?- მის შესახებ ვერაფერი გავარკვიე . მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ , იქ დიდი ხანი უნდა ცხოვრობდეს, რაც იმას ნიშნავს რომ ტყვიებს დიდი ხანი ინახავდა. ამ საქმის დროებით გვერდით გადადება მომიწევს,რადგან ძველი დედამიწის მაცხოვრებლები დღესასწაულისთვის რაღაცას გეგმავენ-ასე რატომ ფიქრობ ? მტკიცებულებები გაქვს?- ჯერ არა , მაგრამ მალე მექნება. გუშინ ძველ დედამიწას ვესტუმრე ,ჩემი ოჯახი ვნახე და შემთხვევით მოვისმინე ჩემი ძმის და მისი კოლეგის საუბარი . მათმა საუბარმა ეჭვები აღმიძრა-შენი აზრით, მსგავსი რამის გაკეთებას გაბედავენ ძველი დედამიწელები ?-გამორიცხული არაფერია -და შენს ძმაზე ფიქრობ , მიუხედავას იმისა , რომ მას შენ არ ადარდებ-ყველაფრის მიუხედავად ჩემი ძმაა . თან მან სიმართლე არ იცის . ვეცდები უახლოეს დღეებში მოვხვდე ძველ დედამიწაზე-დრო მოვიდა სისხლის ანალიზი აგიღო , - უთხრა პროფესორმა .ელოდი სისხლის ასაღებად მოემზადა და თან პროფესორთან საუბარს განაგრძობდა-იმპერატორმა გვიბრძანა მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყოთ. სხვა დროს ასეთი ბრძანება არ გაუცია და ეს ეჭვებს მიჩენს . ვერ ვხვდები მსგავსი ბრძანება რატომ გასცა ?- მისი გადწყვეტილების მიღმა რა იმალება ძნელი მისახვედრია .კლონების გარდაცვალება ხომ არ დაფიქსირებულა ?-საზოგადოებას უმალავენ, მაგრამ ყური მოვკარი რომ მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა-იმპერატორი ალბათ ახალ ბძანებას გამოსცემს დღესასწაულთან დაკავშირებით-რატომ ფიქრობ ასე?-მას სურს რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს და უპირობოდ დაემორჩილნონ . ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი , სანამ ჩემს წინააღმდეგ საზოგადოებას განაწყობდა -შენი აზრით რა მოხდა ? რატომ შეიცვალა იმპერატორი?-არ ვიცი . როდესაც პირველად შევხვდი , კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მას სურდა ხალხს მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა,შემდეგ კი შეიცვალა, გამუდმებით გვაკონტროლებდა და ვინც მის ბრძანებას გადაუხვევდა სასტიკად სჯიდა-არ გიფიქრიათ რომ იმპერატორი კლონია ?-როგორც ვიცი , მას კლონი არ შეუქმნია. ჩემთვის მსგავსი თხოვნით არ მოუმართავს-იქნებ ბოლომდე არ გენდობოდათ თავიდანვე -მას სხვა დამხამრეებიც ჰყავდა , მაგრამ ადამიანის კლონი მათ არასდროს შეუქმნიათ - იმედი ვიქონიოთ რომ ახლანდელი იმპერატორი კლონი არაა. ანალიზების პასუხის გასაგებად ვეცდები მალევე მოვიდე -ფრთხილად იყავი , იმპერატორის ჯაშუშები გამუდმებით დადიან აქელოდიმ პროფესორის თავშესაფარი დატოვა . გარეთ თბილოდა , მზის სხივებს სიცივე გაეფანტა. ის ტრანსპორტში ჩაჯდა და სამსახურისკენ გაფრინდა. მათ ბაზა ქალაქისგან მოშორებით მდებარეობდა და დიდ ფართობზე იყო განლაგებული . უზარმაზარი შენობა შავი მინებით იყო დაფარული, რომელსაც უამრავი რობოტი იცავდა . ეს რობოტები სპეცილურად იმპერატორის დასაცავად იყვნენ შექმნილნი და იმდაგვარად იყვნენ დაპროგრამებულნი, რომ მხოლოდ იმპერატორის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. მცველი რობოტების შექმნის იდეა ერთ-ერთ პროფესორს დაებადა, ხოლო ეს იდეა იმპერატორს მოეწონა და ამ უკანასკნელს უბრძანა რომ რაც შეიძლება მალე შეექმნა მცველი რობოტები. პროფესორი რობოტების შექმნაზე თვები მუშაობდა და , როდესაც საბოლოო შედეგს მიაღწია, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გადაღლა დასახელდა, მაგრამ შიგადაშიგ საუბრობდნენ რომ ისმოკლული იყო. იგივე აზრს იზიარებდა პროფესორი სმიტი,რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა. ის პროფესორს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და ესაუბრა, თუმცა მისთვის უცნაური არაფერი შეუნიშნავს.ელოდი სამსახურში მივიდა.მან ტრანსპორტი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დატოვა ,შემდეგ გასახდელ ოთახში შევიდა , რათა ვარჯისითვის შესაფერისი ტანსაცმელი ჩაეცვა. გასახდელში რამდენიმე მისი კოლეგა იყო , რომლებიც ასევე ტანსაცმელს იცვლიდნენ.იმპერიის ჯარისკაცებიდან, ყველას არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ამიტომ ზოგი მათგანი ბაზაზე ცხოვრობდა მათთვის გამოყოფილ ოთახებში . ოთახებში რამდენიმე საწოლი იდგა და შესაძლებელი იყო რამდენიმე ჯარისკაცს ერთად ეცხოვრა . თუ რომელიმე მათგანი ოჯახს შექმნიდა იპმერატორი კეთილი ნების სახით საცხოვრებელ ბინას ჩუქნიდა , ხოლო ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა საცხოვრებელ სახლს საკუთარი ძალებით ყიდულობდა. ელოდიმ სწრაფად გამოიცვალა და სავარჯიშო დარბაზისკენ წავიდა. სავარჯიშო დარბაზამდე მისასვლელი გზა, შეხვედრების ოთახის ქვეშ გადიოდა, რომელიც ქედა სართულს კიბით უკავშირდებოდა. შეხვედრების ოთახს ორი ფანჯარა ჰქონდა და სავარჯიშო დარბაზისკენ მიმავალმა გოგონამ დაინახა რომ ფანჯრებს ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული. ეს იმას ნიშნავდა რომ ოთახში შეხვედრა იმართებოდა. ელოდიმ ივარაუდა, რომ დანაყოფების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობდა . მან გზა განაგრძო , რათა მისი იქ ყოფნა ვინმეს არ შეემჩნია . სავარჯიშო დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო , ხოლო ვინც დარბაზში იყო მთელი კონცენტრაცია ვარჯიშისკენ ჰქონდა მიმართული . მათგან განსხვავებით , ელოდი ვარჯიშზე კონცენტრაციას ვერ ახერხებდა, რადგან ზედა სართულზე მიმდინარე შეხვედრაზე ფიქრობდა. მან ვარჯიში სარბენი ბილიკიდან დაიწყო. მისი კოლეგების უმეტესობა ცდილობდა სიმძიმეები აეწია , რათა მოწინააღმდეგისთვის შესაფერისი წინააღმდეგობა გაეწია. მათგან განსხვავებით , ელოდი ცდილობდა სირბილში ევარჯიშა, რათა სწრაფი ყოფილიყო . მისი აზრით , დრო ყველაზე დიდი მტერი იყო ადამიანის , განსაკუთრებით ბრძოლის დროს . დრო ეს ისეთი მოწინააღმდეგეა ადამიანისთვის, რომლთანაც ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან თავიდანვე წაგებისთვის ხარ განწირული. მას შემდეგ, რაც სირბილს მორჩა , გადაწყვიტა სიმძიმეების აწევაში ევარჯიშა . სილვია და ვალერია , სხვების მსგავსად სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდნენ. -სიმძიმეების აწევა კარგად გამოგდით ,-უთხრა ელოდიმ გოგონებს-მადლობა . ვცდილობთ შენსავით ძლიერები ვიყოთ , რათა უფროსობამ შეგვამჩნიოს , -უთხრა სილვიამ - მე დაუმარცხებელი არ ვარ . უბრალოდ უნდა ეცადოთ , ის მხარე გააძლიეროთ, რაც უკეთ გეხერხება- როგორ ახერხებ ასეთი ძლიერი რომ ხარ?- ცხოვრება გასწავლის რომ ძლიერი იყო, რადგან შენს დასახმარებლად არავინ მოვა და ბოლოს ყველანი მარტო ვრჩებით-ხმლებით ბრძოლა ვინ გასწავლა? - ერთ მასწავლებელმა-მას გამაცნობ? მეც მინდა სწავლა ?- ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა- სილვიასაც სურდა ხმლებით ბრძოლის სწავლა - მართლა ? კარგია , მარტო აღარ მომიწევს ვარჯიში-შეგიძლია შენ გვასწვალო , თუ არ გეშინია რომ გაჯობებთ , -უთხრა ვალერიამ-კარგი ხუმრობა იყო ვალერია . ვისაც დასაკარგი არფერი აქვს , არაფრის ეშინია . იმისთავის რომ ხმლებით ვარჯიში ისწავლო, სწრაფიც უნდა იყო . მე დაგტოვებთ , სიმულაციების ოთახში განვაგრძობ ვარჯიშს- მაგ ოთახში ვარჯიშს რატომ არასდროს აცდენ ?- არ ვიცი . ეს ჩემი თავისთვის ადრე არასდროს მიკითხავს ელოდი ყოველდღე დადიოდა სიმულაციების ოთახში . ახალ დედამიწაზე ბევრი გასართობი ადგილი იყო, მაგრამ განსაკუთრებულ მოწონებას სიმულაციების ოთახები იმსახურებდა. მსგავს ოთახებში ადამიანებს ნებისმიერი სურვილის ახდენა შეეძლოთ. თუმცა მათი გამოყენება შეზღუდული დროით იყო ნებადართული, რადგან ამ გასართობ საშუალებაზე ადამიანები ადვილად ხდებოდნენ დამოკიდებულნი. გარდა ამისა , იმპერატორს არ სურდა მსგავს გასართობ საშუალებებს ადამიანთა ფანტაზია გაეღვიძებინა, რადგან ფანტაზია ადამიანის აზროვნების განვითარებას უწყობდა ხელს. მოზროვნე ადამიანი კი იმპერატორისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.მას სურდა ყველა უპირობოდ დამორჩილებოდა მის ბრძანებებს .იმპერიის ჯარისკაცებს სიმულაციების ოთახში დრო არ ჰქონდათ შეზღუდული . აქ მათ უფლება ჰქონდათ ვარჯიშის გარდა , ძველი დედამიწის შესახებ ისტორიები მოესმინათ , რათა უკეთესი წარმოდგენა შექმნოდათ ძველი ადამიანების შესახებ. ვიდეო ისტორიების საშუალებით იმპერიის ჯარისკაცები ეცნობოდნენ ძველ დედამიწაზე არსებული ცხოვრების წესს , მათი განვითარების საფეხურების , აღმავლობისა და დაცემის მიზეზებს . ამბები ძველი დედამიწის შესახებ შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი ვიდეო რგოლებში. ძველ ადამიანებს ახალი დედამიწის ისტორიკოსები მოიხსენიბდნენ, როგორც ამბიციურ პიროვნებებს და მათი დაცემის მიზეზად ამბიციას ასახელებდნენ. იმპერია გამუდმებით მოუწოდებდა ხალხს რომ ამბიციურები არ ყოფილიყვნენ იმპერიის საერთო კეთილდღეობისთვის. ასევე,ჯარისკაცებს უფლება ჰქონდათ სიმულაციების ოთახში ფილმებისთვის ეყურებინათ , თუმცა ბევრი მათგანი უარს ამბობდა მასზე , რადგან ფილმების ყურებას გონებისთვის საზიანოდ მიიჩნევდნენ . დილაობით სიმულაციების ოთახი დაკავებული არ იყო , რადგან ჯარისკაცები დილას ვარჯიშით იწყებდნენ . ელოდი კი ოთახს მხოლოდ ვარჯიშისთვის იყენებდა . იმპერიის ყველა ჯარიკაცს სამსახურებრივი კომუნიკატორი ჰქონდათ, რომელიც პატარა ზომის იყო და თითოეული მათგანი ვალდებული იყო ყოველთვის თან ჰქონოდა მოწყობილობა. ელოდი კვლავ სიმულაციების ოთახში იყო და ვარჯიშს განაგრძობდა, როდესაც კომუნიკატორზე მიუვიდა შეტყობინება , რომ ხელმძღვანელი შეხვედრაზე იბარებდა. მან ვარჯიში მაშინვე შეწყვიტა და შეხვედრების ოთახისკენ წავიდა. ხელმძღვანელი მაგიდის თავში იჯდა და მის წინ აღმართულ პატარა გამჭვირვალე მონიტორზე რაღაცეებს ათვალიერებდა . ჯარისკაცებმა სწაფად დაიკავეს ადგილები და ხელმძღვანელის საუბრის დაწყებას ელოდებოდნენ . მანაც არ დააყოვნა და საუბარი დაიწყო . მას როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა . -იმპერატორისგან ახალი მითითებები მივიღეთ, საყოველთაო დღესასწაულთან დაკავშირებით .დღესასწაული ქალაქის მოედანზე გაიმართება . წინა წლებისგან განსხვავებით, იმპერატორმა გადაწყვიტა ქალაქის მოედანზე დახლები დაიდგას , სადაც მოსახლეობას უფლება ექნება თვიანთი ნამუშევრები გამოფინოს გასაყიდად. მოედანზე თუ სად და როგორ უნდა იდგეს დახლები, ყველაფერი უკვე გადაწყვიტა იმპერატორმა და ჩვენ მხოლოდ უსაფრთხეობაზე ზრუნვა გვევალება მაგიდა , რომლის ირგვლივაც ჯარისკაცები ისხდნენ გამჭვირვალე იყო და მომრგვალებული კუთხეები ჰქონდა . იმპერატორმა მის წინ აღმართულ მონიტორს ხელი შეახო და მთლიან მაგიდაზე ქალაქის მოედნის გეგმა გამოჩნდა . მასზე აღნიშნული იყო ის ადგილები , სადაც იმპერატორის ბრძანების მიხედვით უნდა განლაგებული დახლები . თითოეულ დახლთან რამდენიმე ჯარიკაცი იმორიგევებდა და დღის განმავლობაში ერთმანეთს შეცვლიდნენ . - იმპერატორი ხალხს შეხვდება თუ რეზიდენციის აივნიდან მიესალმება ?, - იკითხა ელოდიმ . გასულ წლების დღესასწაულების დროს იმპერატორი რეზიდენციის აივნიდან ესალმებოდა მისი სასახლის წინ შეკრებილ ხალხს , ხოლო ისინი ვინც მისვლას ვერ შეძლებდნენ , დიდი ეკრანების საშუალებით ადევნებდნენ მის სიტყვით გამოსვლას თვალს . - იმპერატორმა გადაწყვიტა ხალხს შეხვდეს ქალაქის მოედანზე, სწორედ ამიტომ, ჯარისკაცების ორმაგი რაოდენობა იქნება მობილიზებული. ბევრი მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში იქნება ჩაცმული . - მოსალეობისთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი იქნება და ყველა მათგანი მთავარსარდლის ნახვას მოისურვებს , -თქვა ერთ-ერთმა შეხვედრაზე მყოფმა . - სწორედ ამიტომ, გადაწყდა ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგება. თუ დღის რომელ მონაკვეთში გადაწყვეტს იმპერატორი შეხვდეს ხალხს , ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, დღესასწაულის დღემდე არ გვეცოდინება. თქვენ დღესასწაულის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება არ გევალებათ, მაგრამ ვალდებულნი ხართ ტერიტორია კარგად შეისწავლოთ. პირველ რიგში, რამდენიმე დღე ბაზაზეივარჯიშებთ, შემდეგ ადგილზე გავივლით ყველაფერს , ოღონდ ღამით . შეხვედრა დასრულებულია , შეგიძლიათ წახვიდეთ და ვარჯიში განაგრძოთ . არ დაგავიწყდეთ რომ , იმპერატორის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ-ჯერობით ხალხისთვის არ არის ცნობილი . დღესასწაულისათვის მზადების გამო, ელოდის დრო არ ჰქონდა ძველ დედამიწაზე წასულიყო და ვინსენტის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა. დრო კი სწრაფად გადიოდა და დღესასწაულიც ახლოვდებოდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა რას გეგემავდა მისი ძმა თავის კოლეგებთან ერთად. მას არ შეეძლო წვრთნების გამოტოვება, რადგან მსგავსი ქმედებით ხელმძღვანელის ყურადღებას მიიქცევდა და ეჭვს გაუჩენდა რომ იმპერატორის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო . ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მან გადაწყვიტა უფროსისთვის ახალი იდეა შეეთავაზებინა. -უფროსო ბეტა თქვენთან საუბარი მსურს , - უთრხა მან ხელმძღანელს , რომელსაც ნამდვილი სახელით არასდროს მიმართავდნენ -რასთან დაკავშირებით გსურთ საუბარი ელოდი ? -როგორც მოგეხსნებათ, დღესასწაული გვიახლოვდება და ძველი დედამიწის მაცხოვრებლებთან კვლავ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მსურს მათთან გავემგზავრო თუნდაც რამდენიმე საათით. ჩემი ორიგინალი ვერსიის ოჯახი იქ ცხოვრობს და ჩემი იქ გამგზავრება ეჭვებს არ გამოიწვევს , თან მათთან ადრეც ვარ ნამყოფი -რატომ გსურთ გამგზავრება ასეთ სიტუციაში ? მათთან არაფერი გაკავშირებთ -მათთან ჩემი გამგზავრება ეფექტური მანევრი იქნება ჩვენი მხრიდან და მათ აფიქრებინებთ რომ იმპერატორი კეთილგანწყობილია ძველი მოსახლეობის მიმართ. გარდა ამისა , მათზე დაკვირვების და ინფორამციის მოპოვების საშუალება გვექნება-ელოდი ,თქვენს იდეაზე დავფიქრდები. შეგიძლიათ წახვიდეთვარჯიშები გვიანობამდე გრძელდებოდა და ელოდის სახლში ღამით უწევდა დაბრუნებდა. ჯარისკაცების ბაზის უკან დიდი ტყე იყო, რომელიც იმპერატორის საკუთრებას წარმოადგენდა. მფრინავი მანქანიდან კარგად ჩანდა ტყე, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ ჯარიკაცებს ჰქონდათ . იმპერატორის ბრძანებით , ტყე ახალწვეულების სავარჯიშო ადგილს წარმოადგენდა , რათა უკეთ გაეცნობიერებინათ თავიანთი დანიშნულება. მომდევნო დღეს ელოდი სავარჯიშოდ წავიდა . გარეთ ცუდი ამინდი იყო და წვიმდა. ბაზაზე მისვლიდან ცოტა ხანში ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დაიბარა . მან გოგონას ნება მისცა , რომ ძველ დედამიწაზე გამგზავრებულიყო და შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით აღეწერა მისთვის. ელოდი ძველი დედამიწისკენ გაემგზავრა . ამჯერად ის უდაბნოს გავლით არ წასულა, რადგან ხელმძღვანელის ნებართვით მიდიოდა ძველ დედამიწაზე. მფრინავი ტრანსპორტის გამჭვირვალე შუშებს წვიმის წვეთები ეცემოდა და მალევე ქვემოთ ვარდებოდნენ.შორეულ ჰორიზონტზე შავი ღრუბლები მოჩანდა, რომლებიც უკან დახევას არ აპირებდნენ. ელოდი ნელ-ნელა დანიშნულების ადგილის უახლოვდებოდა . მისმა მფრინავმა ტრანსპორტმა პატარა სახლებს გადაუფრინა. მიუხედავად იმისა ,რომ ცუდი ამინდი იყო ქუჩაში ხალხი მაინც დადიოდა. ისინი სწრაფი ნაბიჯებით დადიოდნენ და ცდილობდნენ წვიმის წვეთებისგან თავი დაეღწიათ. მათ ახალი დედამიწიდან მოფრენილი ტრანსპორტი შენიშნეს და შიშსგან ადგილზე გაშეშდნენ . მათ სხეულში შიშმა რამდენიმე წამი დაჰყო და როდესაც გონს მოვიდნენ მვრინავი მოწყობილობა მათ თავზე იყო . მათ გაქცევა არ უცდიათ , რადგან იცოდნენ რომ მისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებდნენ . -ამას აქ რაუნდა ? თან მარტო მოფრინდა -არ ვიცი . სხვებიც არსად ჩანან . გზა ხომ არ აერია ? შეიძლება ეს საშინელება გაფუჭდა და კონტროლი დაკარგა-ნეტავ ჩამოვარდეს -შეიძლება ის კლონია , აქ ხშირად რომ დადის -შეიძლება . ალბათ ოჯახს მოაკითხა , რათა შემდეგ იმპერატორს მათ მიერ მოყოლილი ამბები გადასცესელოდი მშობლების სახლთან მივიდა. სახლს დიდი აივანი ჰქონდ , რომელიც ლამაზად იყო მორთული . დიასახლისს აივანზე საგულდაგულოდ მოერთო ყვავილებით . ყვავილებთან ახლოს პატარა მაგიდა იდგა, სადაც ზაფხულობით ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ. სახლის წინ პატარა მდელო იყო და ამ მდელოზე მიდვრის ყვავილები ხარობდნენ, რომლებსაც წვიმის გამო თავი მძიმედ დაეხარათ. ელოდიმ ტრანსპორტი მდელოს ზედაპირზე გააჩერა და რამდენიმე წუთი სახლს უყურებდა, რომლის მიღმა მისთვის ძვირფასი ადამიანები იყვნენ. ახალი დედამიწიდან მოსული სტუმარი მეზობლებმაც შენიშნეს. ქალები ფანჯრების უკან იმალებოდნენ და შიშით აკვირდებოდონენ მოვლენების განვითარებას. მათ ადრეც ენახათ მეზობელთან სტუმრად მისული იმპერიის ჯარისკაცი, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი გამოჩენისას შიში იპყრობდათ . ერთ-ერთი სახლიდან მამაკაცი გამოვიდა და მფრინავ მანქანას დაუწყო ყურება. ცოტა ხანში სახლის კარები გაიღო და ელოდის დედა გამოჩნდა. მას წინსაფარი ეკეთა და გაოცებული სახით უყურებდა გოგონას,რადგან მის ნახვას არ ელოდა. ელოდი ტრანსპორტიდან ჩამოვიდა და მისკენ წავიდა. -როგორ ხარ ?-კარგად . შენს მოსვლას არ ველოდი-სპონტანურად გადავწყვიტე შემომევლო. შემოვალ წვიმამ რომ არ დამასველოს . მამა სახლშია?-კი. ტელევიზორს უყურებს ,-ელოდი სახლში შევიდა . მაიკლი დივანზე იჯდა და ტელევიზორის ყურებით იყო გართული.-მაიკლ სტუმარი გვყავს -ის სტუმარი არ არის . მახსოვს გვითხარი რომ დიდი ხანი ვერ შეძლებდი მოსვლას-არასწორად გახსოვს . მე გითხარი რომ შესაძლოა დიდი ხანი ვერ მომეხერხებინა მოსვლა. დღეს დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე მოვსულიყავი, მაგრამ მგონი ჩემი მოსვლა არ გაგიხარდათ -რატომ ფიქრობ ასე ? - ჰკითხა დედამ - არ ვიცი. დღეს ბევრი დრო მაქვს და შევძლებ ვახშამზე დავრჩე . მაიკლ შენ წინააღმდეგი ხომ არ ხარ ?-შეგიძლია დარჩე, უარის თქმას აზრი არ აქვს , რადგან ჩემს ნათქვამს არ გაითვალისწინებ-ტელევიზორ უყურებ ? მეგონა ენერგიას ზოგავდით ?- ენერგიის დაზოგვა გვიხდება შენი იმპრატორის წყალობით-როგორც ჩანს დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ .აარონი სად არის ?-სამსახურში-სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდის . დედა დღეს რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს -ჩვეულებრივი წვნიანის სუნია . ალბათ თქვენთან საკვებს სახლში არ ამზადებენ-სახლში საკვების მოსამზადებლად ბევრს დრო არ აქვს . საინტერესო გადაცემაა?-კი ელოდი და მაიკლი სავარჯელში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ . არცერთი მათგანი არ აპირებდა სიჩუმის დარღვევას . დედა სამზარეულოში ფუსფუს განაგრძობდა და ვახშმისთვის გემრიელ საკვებს ამზადებდა. კარებზე ზარის ხმა გაისმა . სამზარეულოში მყოფმა დიასახლისმა მაიკლს სთხოვა კარები გაეღო. მაიკლი ცოლის თხოვნის შესასრულებლად წავიდა. კარებთან მეზობელი ცოლ-ქმარი იდგნენ, რომლებიც გზის მეორე მხარეს ცხოვრობდნე . გარეთ კვლავ წვიმდა . -გამარჯობა მეზობელო, - მიესალმა კაცი -გამარჯობა-დღეს ცუდი ამინდია , დილიდან წვიმს და წვიმის გამო მთელი დღე სახლში ვართ , ამიტომ გადავწყვიტეთ სტუმრად მოვსულიყავით-ვხვდები რატომ მოხვედით . ახალი დედამიწიდან მოფრენილი ტრანსპორტი დაინახეთ და გაინტერესებთ აქ რამდენი ხანი იქნება -მართალი ხართ . ვიცით რომ ის ქალი შენი შვილის კლონია . როდესაც ის აქ მოდის ყველანი დაძაბული ვართ , -უთხრა ქალმა , - გვინდა დავრწმუნდეთ რომ კარგად ხართ- ყველაფერი კარგადაა - ჯესიკა სად არის ? მინდა მას ჩემი გამომცხვარი ღვეზელი გადავცე . თუ შეიძლება შემოვალთ, გარეთ ცოტა აგრილდა მეზობლები სახლში შევიდნენ . მაიკლმა ისინი მისაღებ ოთახში შეიყვანა , სადაც ელოდიც იყო. სამზარეულოდან ჯესიკა გამოვიდა და მეზობლებს მიესალმა . -ჯესიკა როგორ ხარ ?-კარგად . თქვენს მოსვლას არ ველოდი- გადავწყვიტე შემოგვევლო . ცუდი ამინდის გამო მთელი დღე სახლში ვართ , თან სახლში გამომცხვარი ღვეზელებიც მოგიტანეთ -მადლობა . ჩაის ხომ არ მიირთმევთ ?-სიამოვნებით . თქვენ იმ მფრინავი მანქანით მოხვედით?, - ჰკითხა ქალმა ელოდის . მეზობლის შეკითხვაზე ჯესიკა დაიძაბა და შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა , ვიდრე სამზარეულოში შევიდოდა-დაბრძანდით და ახლავე მოვიტან ჩაის ჯესიკა სამზარეულოში შევიდა . მაიკლი მიხვდა რომ მეზობლები დიდი ხნით დარჩენას აპირებდნენ და ცდილობდნენ ელოდი საუბარში აეყოლიებინათ. თავდაპირველად ნეიტრაული სასაუბრო თემა შეარჩიეს . - მაიკლ დღეს ცუდი ამინდის გამო ბევრი საქმის გადადება მომიხდა . ალბათ შენც მოგიხდა საქმეების გადადება ?- ფერმაში ბევრი სქმე დამრჩა გასაკეთებელი. დიდი ხანია ფერმაში არ ყოფილხარ, შენი დახმარებით ბევრ საქმის დასრუულებას შევძლებ-ვინც დღეს მუშაობს , ალბათ , ძალიან დაიღლებოდა , - თქვა კაცმა და შეეცადა მაიკლის შეკითხვისთვის თავი აერიდებინა . სამზარეულოდან ჯესიკა გამოვიდა და ყველასთვის ჩაი მოიტა ღეზელებთან ერთად . ელოდი მათ საუბარს უსმენდა და ცდილობდა არ ჩარეულიყო მათ დიალოგში. დედამ მისთვისაც გაამზადა ჩაი,მაგრამ მისთვის ხელი არ უხლია.-ჩაი არ გიყვარს ?,-ჰკითხა მეზობლის ცოლმა-ჩაი მიყვარს, მაგრამ ამ მომენტში არ მინდა-იქ როგორი ჩაი გაქვთ ? გემირელია?-ჩემთვის გემრიელია, მაგრამ თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ, რადგან განსხვავებულ ჩაის ხართ შეჩვეული-შევნიშნე რომ იმ გამჭვირვალე ტრანსპორტით მოფრინდი. მისი მართვა იცით თუ მანქანამ მოგიყვანათ?-მართვა ვიცი - ჩვენთან ხშირად დადიხართ . რამდენჯერმე დავინახე შენი მფრინავი მანქანა -იმპერატორის ნებართვით უფლება მაქვს ძველ დედამიწას ვესტუმრო- მისი ნებართვის გარეშე ოჯახის ნახვის უფლება არ გაქვთ?-როდესაც იმპერიას ემსახურები , გაცნობიერებული უნდა გქონდეს რომ მხოლოდ შენ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი, არამდეგ იმპერიაზეც. ჯარისკაცის ერთ არასწორმა ნაბიჯმა შეუძლია იმეპრია დაღუპოს-ჩვენთან რომ მოდიხარ არ გეშინია ?-არა , რადგან ჩემი კლონირება კიდევ შეიძლება,თქვენი კი არა . თქვენ ჩემი გეშინიათ ? ქალი გოგონას შეკითხვამ დააბნია და აანარევიულა. თავდაპირველად საუბარს ის მართავდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და სადავეები ხელიდან გამოეცალა. მას ეგონა რომ საუბარში წამყვანი თვითონ იყო . გარდა ამისა , მას თავდაპირველად კლონის არ ეშინოდა , რადგან ეგონა რომ ძველ დედამიწაზე მარტო მყოფი ვერაფერს გაბედავდა . -დაძაბული მეჩვენებით.მგონი კლონების შესახებ ბევრი ამბავი გაქვთ მოსმენილი. უნდა ვაღიარო რომ ნაწილი სიმართლეს შეესაბამება,- ქალს ფერი შეეცვალა და დაბნეული იყურებოდა. მან პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო და უმწეო თვალებით ქმარს შეხედა რომ დახმარებოდა. -არა,თქვენი არ გვეშინია . ჩვენ ხომ ჩვენს სახლში ვართ-მართალი ხართ თქვენს ტერიტორიაზე ხართ . ბევრი კლონი გინახავთ ცხოვრებაში ?-არცერთი. თუმცა ბევრი მსმენია მათ შესახებ-კიდევ რამის კითხვა ხომ არ გსურთ? ჩემმა ნახვამ ახალი დედამიწის ნახვის სურვილი ხომ არ გაგიჩინათ ?-არა ,ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახლი-მეზობლებო ჩაი გაგიცივდებათ , გთხოვთ მიირთვით , -უთხრა დიასახლისმა -ჩვენი წასვლის დროა, აღარ მოგაცდენთ მეზობლებმა წავლა გადაწყვიტეს. ისინი დიასახლისმა გააცილა,რომელმაც შესთავაზა რომ სხვა დროსაც მისულიყვნენ მასთან სტუმრად . ელოდიმ როდესაც დარწმუნდა რომ სტუმრები წავიდნენ, ჩაის ჭიქა აიღო და დალევა დაიწყო. „გემრიელი ჩაია“ აღნიშნა მან. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა . მისაღებ ოთახში ტელევიზორი ისევ იყო ჩართული, მაგრამ მას არავინ უყურებდა. სიჩუმე ელოდიმ დაარღვია . -მგონი თქვენი მეზობლები შეაშინე და დიდი ხანი აღარ მოისურვებენ აქ მოსვლას-შეძლება სხვა მეზობლებიც გვესტუმრონ. შენი მოსვლით მათი დააინტერესება გამოიწვიემალე მოსაღამოვდა და დედამ ვახშმისთვის მზადება დაიწყო . პირველად მაგიდაზე ცარიელი თეფშები დაალაგა , მათ შორის აარონისთვისაც მოიტანა თეფში . დედას იმედი ჰქონდა რომ შვილი მათთან ერთად შეძლებდა საკვების მირთმევას , თუმცა მან მისვლა ვერ შეძლო. მშობლები ხვდებოდნენ რომ შვილს მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და ამიტომ ვერ შეძლო სახლში შევლა. ვახშმობის შემდეგ ელოდი წავიდა . ის ახალი დედამიწის მიმართულებით გაფრინდა , თუმცა მის განზრახვას სახლში დაბრუნება არ წარმოადგენდა . მისი მიზანი იყო აარონის და მისი მეგობრის გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ამისათვის კი კვლავ ძველ დედამიწაზე დაბრუნება იყო საჭირო . როდესაც მისი მფრინავი მანქანა თვალთა ხედვის არედან გაქრა, მიმართულება შეცვალა და უდაბნოსკენ გაფრინდა. ის ტყის გავლით შევიდა ქალაქში. ქუჩები ოდნავ იყო განათებული, რადგან საკმარისი ენერგია არ ჰქონდათ. ძველი დედამიწა განვითარების თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩებოდა ახალ დედამიწას. გარდა ამისა, მათ ტერიტორიაზე საწვავი არ მოიპოვებოდა და ამის გამო ვერ ახერხებდნენ მანქანების აგებას. მათი გადაადგილების საშუალება ველოსიპედი და ცხენი იყო . ძველ დედამიწაზე ბიბლიოთეკაც ჰქონდათ , სადაც ინახებოდა უძველესი წიგნები და მათ ბიბლიოთეკარები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. ბიბლიოთეკაში დაცული იყო სხვადასხვა გამოგონებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის თუ როგორ უნდა აეგოთ მანქანები.შენობაში სხვადასხვა სურათები იყო გამოფენილი და ასახავდა ძველ დროის ისტორიას.