ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ბედისწერის მარწუხებში

ბედისწერის მარწუხებში

თავი Iმბჟუტავი ჩირაღდნის შუქი უძველესი ქვის კედლებს დასტრიალებს, ანათებს ჩუქურთმებსა და ფიგურებს, რომლებიც დიდი ხანია დავიწყებასაა მიცემული.მოხუცი კაცი, სახეზე სიბრძნისა და ასაკისგან დამჩნეული ხაზებით საკურთხევლის წინ იდგა. ხელის კანკალით საკურთხევლის თავზე ფრთხილად დადო ტყავში გახვეული წიგნი."დაე იპოვოს ამ წიგნმა ღისეული მფლობელი და გადაარჩინოს ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობა“- ჩაიჩურჩულა მან, მისი ხმა რთულად განირჩეოდა ჭექა-ქუხილისა და ძლიერი ქარის ფონზე. "იქნებ მან უხელმძღვანელოს მათ, ვინც ეძებს სიმართლეს და დაიცვას ისინი სიბნელისგან, რომელიც მის შიგნით იმალება.“იგი მიუბრუნდა პალატის შესასვლელთან მდგარ უმცროს მამაკაცს, რომელსაც სახეზე გაურკვევლობა და შიში დასტრიალებდა. "შენ უნდა შეინახო ეს საიდუმლო, შვილო. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ეს ცოდნა, არ აქვს მნიშვნელობა რის ფასად.უმცროსმა საზეიმოდ დაუქნია თავი. - მესმის, მამაო, მაგრამ რა მოხდება, თუ ვინმე უღირსი აღმოაჩენს მას?  მოხუცმა ღრმად ამოისუნთქა- სწორედ ამიტომ გონივრულად უნდა აირჩიოთ ვისაც ენდობით. საგანძური და მითები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, არ არის უბრალო ისტორიები. ისინი ფლობენ ძალაუფლებას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს მომავალი."...ახხ! ამდენი არ უნდა დამელია. თვალს ნელ-ნელა ახელს და ოთახს ათვალიერებს, ხვდება რომ მორიგი აუტანელი ორშაბათი მოვიდა და უნივერსიტეტი უხმობს. მიუხედავად იმისა, რომ გუგა თავქარიან და დროის ტარების მოყვარულ ბიჭად ითვლება, უნივერსიტეტში მაინც კარგად სწავლობს. როცა ისტორიის ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება ოჯახში ყველას გაუკვირდა. როგორც ყველა ტრადიციულ ქართულ ოჯახს ჩვევია მშობლებს უნდოდათ შვილი მათ გზას გაჰყოლოდა ბიზნეს ჩასდგომოდა სათავეში. თუმცა მას სურდა ბაბუის უკანასკნელი სურვილის ასრულება, რომელიც ყოველთვის უყვებოდა არაერთ საინტერესო ამბავსა და მითს წინაპრების შესახებ.უნივერსიტეტის ეზოში ნახევრად მძინარე შეაბიჯებს. გვერდიდან ძლიერი შეჯახება იგრძნო, რამაც უცებ გამოაფხიზლა. ღმერთო, ბოდიში მაინც მოგეხადა! მაგრამ გოგონა არც კი შემობრუნებულა. სულ გააგიჟა ეს ხალხი ამ გამოცდებმა. თავისთვის ჩაილაპარაკა. თავი დაანებე გოგოებს მაინც ვერაფერს გაუგებ. გუგამ მისკენ მომავალი მეგობრის დანახვაზე გაიღიმა, უფრო სწორად მის ხელში არსებულ ნაბეღლავის ბოთლს ჩაუცინა. ნიკომ სასმელი მიაწოდა. -ნამდვილი მეგობარი ხარ. უთხრა გუგამ და სასმელი თითქმის ბოლომდე დალია.- ვიცი, ვიცი ჩემს გარეშე ნამდვილად არაფერი გეშველებოდა. ჩაიცინა ნიკომ და სათვალე შეისწორა.-კარგი, პირველი რა გვაქვს?-ნადირაძის ლექცია, დღეს პროექტზე უნდა მოგვცეს მითითებები.-ღმერთო არ მჯერა, რომ ეს წელი მთავდება.სულ ეს იყო, მეგობრებო პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ჩემს კაბინეტში გელოდებით, დღის ბოლომდე წარმომიდგინეთ საკვლევი პროექტის მონახაზი. ეს ცალკე შეხვედრა რა უბედურებაა ბარემ აქვე ვეტყოდით. როგორ უყვართ ამ ლექტორებს ყველაფრის დრამატიზირება. -მგონი მაგარ ნაბახუსევზე ხარ, დილიდან რატომ წუწუნებ, თან სალიც არ იყო მოსული, მის გარეშე ხომ ვერ ვეტყოდით გეგმას.-ხოო აბა რაა შენი ქრაშის გარეშე საქმეს ვერ შევასრულებთ, ირონიულად უპასუხა გუგამ. ამდენ ხანს სადაა?-მომწერა მოვდივარო ცოტაც დაველოდოთ.რამდენიმე წუთში, პირველი კორპუსის ეზოში ქერა, მწვანეთვალება გოგომ შემოაბიჯა, რომელსაც სიცხისგან ლოყები აწითლებოდა და სუნთვის დარეგულირებას ცდილობდა. ბიჭების დანახვისას მათკენ გაიქცა. მაპატიეთ ძალიან, რომ გალოდინეთ, მაგრამ ჩემს დეგენერატ დას მაღვიძარას დაყენება დაავიწყდა და ვეღარ გავიღვიძე. აბა რა ქენით პროექტზე? გოგონამ ინტერესიანი თვალებით შეხედა. -არაფერი, გვითხრა კაბინეტში გავიაროთ ინდივიდუალური კონსულტაციაო. უპასუხა გუგამ.ძალიან კარგი მაშინ რას დგახართ წავედით. ისე გვეუბნევა თითქოს ჩვენ დავაგვიანეთ ნახევარი საათით. ნიკომ მკვლელი თვალებით შეხედა გუგას და ამ უკანასკნელს მეგობრის ქმედებაზე ჩაეცინა.ოფისი გადაჭედილი იყო წიგნების, ქაღალდებისა და ისტორიული ნივთების დასტებით. ჯავახიშვილში ისედაც არ გაგიკვირდებათ ფურცელთა მთები, თუმცა ნადირაძის კაბინეტი სხვა განზომილება იყო. ბავშვებმა ფრთხილად დააკაკუნეს და კაბინეტში შევიდნენ.-აბა, რა გაქვთ ჩემთვის? ჰკითხა პროფესორმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.სუბარი გუგამ დაიწყო. - ჩვენ გვინდა ფოკუსირება მოვახდინოთ ადგილობრივ მითებზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე. რადგან ჩემს მშობლიურ კუთხეში არსებობს უამრავი ისტორია და რიტუალი, რომლებიც თაობებს გადაეცემა და ჩვენ გვჯერა, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.სალიმ განაგრძო- ჩვენ განვიხილავთ ზეპირ ისტორიებს, ძველ დოკუმენტებს და ნებისმიერ არტეფაქტს, რომელსაც ვიპოვით. ეს არის მულტიდისციპლინარული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ანთროპოლოგიას და ცოტა ფოლკლორსაც. ნიკომ კი დაამატა - მე ვიმუშავებ ჩვენი აღმოჩენების გაციფრულებაზე და ინტერაქტიული რუკების შექმნაზე.მესამე კურსელებისთვის ნამდვილად ამბიციურდ ჟღერს, თუმცა საინტერესო პროექტია, თანაც ქართულ სამეცნიერო სივრცეებს ნამდვილად არ აწყენდა ახალი კვლევები. ამ იდეას ნამდვილად მხარს ვუჭერ. გუგა შემახსენე შენი მშობლიური მხარე?- ხევსურეთი, - უპასუხა გუგამ. ბაბუაჩემი ყოველთვის მეუბეოდა, რომ იმ კუთხესთან ჩვენს გვარს დიდი ისტორია აკავშირებს, თავადაც იკვლევდა რაღაცეებს, ასე რომ სოფელში მის მიერ დატოვებული ჩანაწერებიც დაგვეხმარება. პროფესორმა გაიღიმა. ნამდვილად მოახერხეთ ჩემი დაინტერესება, ამ პროექტს დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ყველაფერი საფუძვლიანად დააკონკრეტეთ, თანაც კვლევის კიდევ ერთი სირთულე ისაა რომ როგორც ვიცი იქ ადგილობრივი არც ისე ბევრია, შესაბამისად ცნობების შეგროვებაც გაგიჭირდებათ. თუმცა რადგან ბაბუის ჩანაწერებიც გაქვს იმედია ეს ყოველივე დაგეხმარება. ყველა დეტალს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენები მცირე დეტალებიდან იწყება.ბავშვები პროფესორს დაემშვიდობნენ და უნივერსიტეტის ეზოში ჩამოსხდნენ. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებული და შრომატევადი იქნებოდა.-აჰჰ! ნიკომ თავი უკან გადახარა და ამოიხვნეშა, ვერ ვიტან როცა სწავლა ზაფხულს მიშხამებს.-კარგი რაა, ეს დასვენებაც იქნება და გართობაც. თან საქმე თან დასვენება. ისე, გუგა, მიუბრუნდა სალი გვერდით მჯდომს, - დარწმუნებული ხარ, რომ შენი მშობლები წინააღმდეგები არ იქნებიან?-გუგამ გაიღიმა და ზურგჩანთა მოირგო. -არა, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. დედა და მამა იქ ნაკლებად ჩადიან, ამიტომ ძირითადად ცარიელია. გარდა ამისა, ბაბუა იმდენ რამეს მიყვებოდა იმ ადგილზე ერთი სული მაქვს მისი ნაშრომები წავიკითხო.თავი IIგუგა მთელი გზა ფიქრობდა როგორ ეთქვა მისი მშობლებისთვის საზაფხულო გეგმების შესახებ. იქნებ მამა არ ყოფილიყო თანახმა, მეგობრებს და ლექტორს კი უკვე შუთანხმდა. ფიქრებიდან კი ვიღაცის შეჯახებამ გამოიყვანა. - ჯანდაბა დღეს ყველა მე რატომ მეჯახება! მშვენიერია ბოდიშიც კი არ მოიხადო, გაბრაზებულმა მიაძახა. კარის გაღებისთანავე სასიამოვნო სურნელი ეცა. სახლი სავსე იყო საუბრისა და სიცილის ხმებით, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ყველა შინ იყო. -როგორც იქნა გოგოჭურების პრინცი მოვიდა, ღიმილით შეეგება ლილი და მალე მას ლილეც მოჰყვა. -ამდენი ხანი სად ხარ?! დედა შენს გარეშე პირს არაფერზე გვადებინებს.-ხო მეც მომენატრეთ, ირონიულად უპასუხა გუგამ. სად არიან დედა და მამა?- დედა სამზარეულოშია, მამა კი თავის კაბინეტში, - უპასუხა ლილიმ.- კარგი, - თქვა გუგამ. ნივთებს დავდებ და ჩამოვალ.ბიჭი კიბეებს აუყვა, თავისი ოთახის კარი შეაღო და შიგნით შეაბიჯა, ზურგჩანთა მოისროლა, საწოლზე მძიმედ დაეცა და ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე წუთით განუძრევლად იწვა და ჭერს შეჰყურებდა. თავში უამრავი აზრი უტრიალებდა, რა მოხდებოდა ყველაფერი ცუდად რომ წასულიყო, იქნებ ისტორიები, რომელსაც ბაბუა უყვებოდა, მხოლოდ ძილისპირული ზღაპრები იყო და ტყუილად აგებდა იმედის კოშკებს, რომ რაიმე ახალს აღმოაჩენდა და მეგობრებსაც იმედებს გაუცრუებდა. მძიმედ წამოჯდა საწოლიდან და ფოტოს შეხედა, რომელზეც ის და ბაბუა იყვნენ გამოსახულნი ალვის ხეების ხეივანში, სადაც ისინი ხშირად სეირნობდნენ ხოლმე. გუგას გაახსენდა ბაბუას მოყოლილი ისტორია ამ ხეებზე, რომლის თანახმადაც ალვის ხის კენწეროზე ანგლეოზები ისხდნენ და გალობდნენ, მათი ხმის გაგონება კი მხოლოდ ჯვრის მცველებს შეეძლოთ. მოგონებაზე გაეღიმა. მისმა ბაბუამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე, მან შთააგონა ისტორიის სიყვარული და ყოველთვის ეუბნეოდა, რომ მისი მშობლიური კუთხის საიდუმლოებები უნდა ამოეხსნა. მოგონებებიდან დის სიტყვებმა გამოიყვანა.-ისევ შენს ოთახში შეიკეტე თითქოს ვინმე გართმევდეს, და მხარზე ხელი დაარტყა. წამოდი ცოტა ხნით ოჯახს დაენახე ისედაც არასდროს ხარ სახლში, გოგონამ სევდიანად ჩაიცინა.-კარგი, კარგი. მოვდივარ ისედაც საქმე მაქვს მშობლებთან.გოგონამ ეჭვის თავალით გახედა, რა ხდება ცოლი ხომ არ მოგყავს? ამის თქმა იყო და სახეში ბალიში მოხვდა. მე შენ გაჩვენებ ცოლს. გუგა დას გაეკიდა და სირბილით ჩავიდნენ კიბეეებზე. გოგონა მამას ამოეფარა და თავი გადაირჩინა. პატარა ქალბატონო იცოდე მერე მოგხედავ. სანამ დედა ვახშამს ამზადებდა გუგამ ორივე მშობელი სამზარეულოში იხმო. იცოდა, რომ საუბარი, შესაძლოა მშვიდად არ წასულიყო, განსაკუთრებით მამასთან. ღრმად ამოისუნთქა და ფიქრების მოკრებას ცდილობდა. სკამზე ჩამოჯდა და მშობლები წინ დაისვა. ღრმად ამოისუნთქა და ფიქრები დაალაგა, სანამ საზაფხულო გეგმების შესახებ ამბებს მოუყვებოდა.-მოკლედ, უნივერსიტეტში დავალება მოგვცეს. თან მარცხენა ფეხს ვერ აჩერებდა. მე ნიკომ და სალიმ გადავწყვიტეთ, ხევსურეთში წავიდეთ ბაბუის სახლში და მისი ჩანაწერები გამოვიკვლიოთ. ეს თქვა და ტუჩი მოიკვნიტა. მშობლებს ინტერესის თვალით შეხედა. იცოდა რომ მამას არ უყვარდა იმ სახლის ხსენება, ამიტომ მის რეაქციას აკვირდებოდა.დედამისი წინ გადაიხარა, წარბი ასწია და ბიჭს ცნობისმოყვარედ დააკვირდა.-ეს... საკმაოდ სახალისოდ ჟღერს. თანაც ბაბუაშენის სახლში დიდი ხანია არ ვყოფილვართ, ვფიქრობ ის ნამდვილად იამაყებდა შენი გადაწყვეტილებით. გუგამ თავი დაუქნია, დედას და გამხნევებისთვის მადლიერი იყო- ჰო ყოველთვის მინდოდა ბაბუის ჩანაწერების წაკითხვა და გამოკვლევა, ხომ იცი ამ მიმართულებაზეც ამიტომ ჩავაბარე. მაგრამ მამა, - ყოყმანობდა მან და მამას გადახედა, რომელიც ხელებგადაჯვარედინებული იჯდა და შუბლშეკრული ვაჟს უყურებდა- ვიცი, რომ შენ ამის წინააღმდეგი ხარ.მამამ მძიმედ ამოისუნთქა, მზერა გუგას გაუსწორა - ასე არ არის, უბრალოდ ბაბუაშენმა მთელი ცხოვრება გაატარა მითებისა და ლეგენდების შესწავლით, რომელმაც არაფერი მოუტანა გარდა სიკვდილისა, ვერასდროს ამჩნევდა ცხოვრების ღირებულებებსა და სტაბილურობის მნიშვნელობას. - ვიცი, - უპასუხა გუგამ, მისი ხმაში სევდა იგრძნობოდა. მაგრამ ეს პროექტი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს არ ეხება მხოლოდ უნივერსიტეტის დავალებას. ეს ჩვენი ფესვების და ისტორიის გაგებაა, ჩვენი მემკვიდრეობის, ბაბუას მემკვიდრეობის. უკანასკნელი სიტყვები ისე ჩუმად წარმოთქვა მშობლებმა ძლივს გაიგეს.მამამ ღრმად ჩაისუნთქა და წამოდგა, შვილს მხარზე ხელი დაადო - მესმის, უბრალოდ ვნერვიულობ, რომ ისე ჩაერთვები ამ ამბებში, რომ დაივიწყებ რეალურ სამყაროს, შენს მომავალს და შენც ისევე შეგიწირავს ეს ყოველივე, როგორც ერთ დროს ეს მამაჩემს დაემართა.გუგამ დედას ლეკვის თვალებით შეხედა - ჩვენ გენდობით, გუგა, ბაბუაშენი ნამდვილად იამაყებდა შენით.მამამ უხალისოდ დაუქნია თავი, გამომეტყველება ოდნავ შეარბილა. - უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი? ზოგიერთი რამ ჯობია წარსულში დარჩეს. გუგამ მამის ამ სიტყვებს ეჭვის თვალით შეხედა, თუმცა მაინც თავი დაუქნია და გახარებული თავის ოთახში შევიდა.დედა და მამა კი სასადილო ოთახში დარნენ.-როგორ გგონია, შეძლებს ყველაფრის გაგებას? როგორ არ მინდოდა ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონოდა, თუმცა მამამ მაინც თავისი გაიტანა, ჩემთან არ გამოუვიდა და შვილიშვილს მიადგა.-მეუღლემ ქმარს ხელი დაადო დასამშვიდებლად. ნუ ღელავ რაც მოახდენია მაინც მოხდება. ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ.თავი IIIგუგა თავის ტყუპ დებს, ლილის და ლილეს შორის დაჯდა, რომლებიც ემოციურად განიხილავდნენ საზაფხულო გეგმებს. დედამ ღუმელიდან ახლად გამოღებული ხაჭაპური მდაგიდაზე დადაო რომლის დანახვაზეც ყველას თვალები გაუბრწყინდა. როცა ჭამა დაასრულეს, ლილემ, ტყუპებს შორის ყოველთვის უფრო მოლაპარაკემ, გუგას იდაყვით უბიძგა. – მაშ, გახარებული ხარ ბაბუას სახლში წასვლით? ლილიმ, უფრო ჩუმად, მაგრამ ისეთივე ცნობისმოყვარე ტონით დაამატა. ესეიგი მოჩვენებები უნდა ნახო? და არ გეშინია?გუგამ დის მეამიტობაზე ჩაიცინა და დედის გამომცხვარი ქადა გემრიელად ჩაკბიჩა. -კი იქ ბევრი მოჩვენება იქნება, მერე ერთ-ერთ მათგანს სახლში წამოვიყვან და აქ ვაცხოვრებ. სრული სერიოზულობით თქვა გუგამ. ლილი კი შეშინებული დედისკენ გაიცა. ამაზე ყველას გაეციან მამას გარდა. ამ დრომდე მას ხმა არ ამოუღია. მოულოდნელად გუგას განუცხადა.-უბრალოდ დაიმახსოვრე, არ არის საჭირო წარსულის ძირფესვიანი გათხრა. ზოგიერთი რამ უბრალოდ ისე უნდა დარჩეს როგორც არის.ერთი წუთით ყველა გაჩუმდა, დაძაბულობა იგრძნობოდა. გუგამ მამას თვალებში ჩახედა და სერიოზულად განუცხადა.- გასაგება, მაგრამ ეს ჩემთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ უბრალოდ არ ვთხრით წარსულს, ჩვენ ვსწავლობთ მისგან.მამამისმა ამოისუნთქა და ოდნავ დაუქნია თავი. უბრალოდ დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები.- გპირდები, - უპასუხა გუგამ და იგრძნო, როგორ მოეხსნა სიმძიმე მხრებიდან.ლილიმ და ლილემ როცა იგრძნეს მომენტის სერიოზულობა, სწრაფად შეცვალეს თემა. შეიძლება შენ მოჩვენებებზე სანადიროდ მიდიხარ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ზვიდან ისეთი გარუჯულები ჩამოვალთ ნებისმიერ აფრიკელს შეშურდება.- ჰო, - დაეთანხმა ლილეც. წარმატებებს გისურვებ ქვის ხანანის გადმონაშთო. ეს თქვა და ადგილს მოსწყდა, რადგან იცოდა მის ძმას ვერ გადაურჩებოდა.თავი IVგუგა სარკის წინ იდგა და პერანგს მეასედ იცვლიდა. საბოლოოს მაინც სადა, თეთრი ტილოს პრენგი ჩაიცვა. ამაღამ მათი ბოლო ღამე იყო ქალაქში, ხევსურეთში გამგზავრებამდე და მას სურდა მეგობრებთან ერთად კარგად გართობილიყო. ამდროს კარი ნიკომ შეუხსნა, კარგი რაა შეჩემა ამდენს გოგებიც კი არ იპრანჭებიან, წამოდი რაა. გუგამ მეგობარს მკვლელი თვალებით გახედა, სუნამო მიისხა და წავიდნენ. სალი კლუბის შესასვლელთან ელოდებოდა.-კიდევ ჩემზე იტყვიან მერე სულ აგვიანებსო, ამდენი ხანი სად ხართ?!კარგი ნუ დრამაქვინობ ხომ ხედავ მოვედით. მეგობრები კლუში შევიდნენ. შესვლისას მაშინვე შემოეგებათ მუსიკის ჰანგები და მძიმე ჰაერი, რომელიც საცეკვაო მოედანზე მდგარი ხალხით იყო სავსე.-წავალ სასმელს ავიღებ თქვენ კი მანამდე ადგილი მონახეთ. თქვა ნიკომ და ბარისაკენ გაეშურა.მალე ნიკოც დაბრუნდა სასმლით ხელში. მეგობრებმა ბარს თვალი მოავლეს. არ მჯერა, რომ ხვალიდან ამის საპირისპირო გარემოში ვიქნები და წიგნებში გადავეშვები-თქვა სალიმ. ბიჭებიც დაეთანხმნენ. -ხოდა მოდი მაშინ ჩვენი თავგადასავლის დავლიოთ.-თქვა ნიკომ და ყველამ ჭიქა მიუჭახუნა.რამდენიმე ჭიქის შემდეგ საცეკვაო მოედანზე მოხვდნენ. მუსიკა გადამდები იყო და მალე ყველანი რიტმს აყვნენ, იცინოდნენ და ცეკვავდნენ ყოველგვარი საზრუნავისა და პრობლემის გარეშე. სამი მეგობარი მთელი თავისი არსებით ატარებდა ცხოვრების ბედნიერ წუთებს, ისე, რომ არ იცოდნენ რა ელოდათ მომავალში. მუსიკა ჰაერში ტრიალებდა, ბრბოს ენერგია ყველას განწყობას უქმნიდა. გუგა მეგობრებს დროებით ჩამოშორებულიყო, მათი მოძრაობები სინქრონიზებული იყო ერთმანეთთან და მუსიკასთან. კლუბის შუქები ანათებდნენ და ტრიალებდნენ, რაც ღამეს მეტ ეიფოიას ჰმატებდა.ნიკო ცეკვისას სალისთან ახლოს აღმოჩნდა, ცეკვისას მათი სხეულები ჰარმონიულად მოძრაობდნენ. სალის სიცილმა და მოძრაობებმა ნიკოს გული აუჩქარა.ერთ მომენტში სალი დაიხარა, რათა ნიკოსთვის ყურში რაღაც ეთქვა, მისი ცხელი სუნთქვის შეგრძნებისას ბიჭს ტაომ დააყარა. -ეს ძალიან სახალისოა!-ნიკომ გაიღიმა და ხელი წელზე შემოხვია - ჰო, ასეა. მიხარია, რომ მოვედით.ცოტა ხანში ისევ თავის მაგიდასთან დაბრუნდნენ, რომ ამოესუნთქათ. ნიკო და სალი ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ, მხრები ერთმანეთს ედებოდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ. ნიკომ სალის შეხედა. ყურადღებით აკვირდებოდა მის ლოყებს რომლების სიცხისგან გაწითლებულიყო, აკვირდებოდა მის სუნთქვას. ამ დროს სალიმ მისკენ გაიხედა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.-        იცი?! სათვალის გარეშე არც ისე ხშირად გხედავ და ნიკოსკენ ახლოს მიიწია, ახლა შევამჩნიე რომ მწვანე თვალები გაქვს. გოგონამ ღიმილით მიუგო და კვლაც სავარძლის საზურგეს მიერყრნო.-        შენ კი ძალიან ლამაზი ხარ. ნიკომ ღრმად ჩაისუნთქა და გადაწყვიტა შანსი გამოეყენებინა. სალის თვალები ოდნავ გაუფართოვდა, წითელი ლოყები კიდევ უფრო გაუწითლდა ნიკო მისკენ დაიხარა, მისი განზრახვა ნათელი იყო.პარალელურად გუგა საპირფარეშოსკენ მიდიოდა, როდესაც დერეფანში უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც დაჟინებით უყურებდა. შემობრუნდა და დაინახა კაცი, რომელიც დარბაზის ბოლოს იდგა, შავი მოსასხამით, მასზე ბევრად უფროსი. გუგას თვალებში დაჟინებით უყურებდა. ბიჭმა თვალები დახუჭა და თავი გააქნია, იფიქრა რომ სიმთვრალისგან რაღაც ეჩვენებოდა. ასეც აღმოჩნდა, როცა თვალები გაახილა კაცი იქ აღარ დახვდა. საპირფარეშოსკენ სვლა განაგრძო, სახეზე ცივი წყალი შეისხა გამოსაფხიზლებლად. მოულოდნელად სინათლე ჩაქვრა და როცა საპირფარეშო განათდა, გუგამ იგივე სილუეტი სარკეში დაინახა და შეშინებული შემობრუნდა.-რა ჯანდაბაა ბიძია, ეს კლუბია და არა ჰელოუინის წვეულება.- გუგა, - თქვა კაცმა, მისი ხმა ძლივს ისმოდა მუსიკის ფონზე.ბიჭი ადგილზე გაიყინა, გაუკვირდა, რომ უცნობმა მისი სახელი იცოდა. -გიცნობ? ჩემი სახელი საიდან იცი?მამაკაცი უფრო ახლოს მივიდა და მისი სახე უფრო მკვეთრად გამოჩნდა. ის უფრო ხანდაზმული აღმოჩნდა ვიდრე ჩანდა, მკვეთრი ნაკვთებით და გამჭოლი ცისფერი თვალებით, რომლებიც თითქოს გუგას სულში იხედებოდა. -ჯერ არა. მაგრამ მალე ყველაფერს გაიგებ. დრო იწურება. შენ ბედისწერამ აგირჩია, რომ ყოფილიყავი მისი უნჯი, ყველა ხალხს შორის, ვინც კი დედამიწაზე დაბადებულა. შენ ჯვრის მცველი ხარ. შენი ვიზიტი გუდანში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ ეს გგონია.გუგამ იგრძნო, როგორ დაუარა სხელულში ტალღამ. ღმერთო არაფერი მომიწევია, რა ჯანდაბა მელანდება ან შენ ვვიიინ ჯანდაბა ხარ? კაცმა უგულებელყო შეკითხვა, სამაგიეროდ ჯიბიდან პატარა, ძველებური წიგნი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა. აიღე ეს დაგეხმარებათ გაიგოთ სიმართლე და აღასრულო შენი მისია.სანამ გუგა პასუხს გასცემდა, კაცმა წიგნი ხელებში დააჭერინა. სინათლე კვლავ ჩაქვრა და კაციც ისე გაუჩინარდა, თითქოს იქ არასოდეს ყოფილა. გუგა ისევ ისე იდგა, გაოგნებული, უყურებდა წიგნის. უძველესი ჩანდა, ტყავი დამსკდარი და გაცვეთილიყო.ის იყო ნიკოს სალისთვის უნდა ეკოცნა, რომ გუგაც გამოჩნდა. სახე ყველაზე სუფთა თოვლის ფიფქზე თეთრი ჰქონდა და ხელები უკანკალებდა.-ხალხო, რაღაც უცნაური მოხდა. თქვა და ჩამოჯდა. არც შეუმჩნევია სალის და ნიკოს მდგომარეობა.ნიკო სწრაფად დაიხია უკან, სახეზე უხერხულობისა და იმედგაცრუების ნაზავი ჰქონდა აღბეჭდილი, უნდოდა ახლა მეგობრისთვის მაგრად დაერტყა, მაგრამ როცა მას შეხედა გამომეტყველება შეეცვალა. სალიც შეშფოთებული მიუბრუნდა გუგას -რა მოხდა? სულ კანკალებ.ბიჭი ხმას არ იღებდა, კანკალებდა. ნიკოს შეეშინდა. -შეჩემა ხმა ამოიღე, რამე მოწიეე? ცუდად ხარ? წყალი დალიე. ბიჭმა კითხვების კორიანტელი დააყარა.გუგამ ძველი წიგნი მაგიდაზე დადო და იდუმალ კაცთან შეხვედრაზე უამბო. მაგ კაცმა მომცა ეს წიგნი და თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ გუდანში, რომ რაღაც უნდა დავიცთ და რომ დრო იწურება. მან იცოდა ჩემი სახელი, სალი. ეს მართლაც საშინელება იყო.ნიკო იმედგაცრუების დამალვას ცდილობდა, წიგნის დასათვალიერებლად დაიხარა. ეს უცნაურია. როგორ ფიქრობთ, ეს რაიმე კავშირშია ბაბუაშენის კვლევასთან? -შეიძლება.მაგრამ ეს რაღაც ალოგიკურია არაა? ვიღაც შავებში ჩაცმული ტიპი შენთან მოდის, ამ წიგნს გაძლევს, მერე უჩინარდება. იქნებ ვიღაც უბრალოდ გეღადავება.სალიმ ნიკოს მკვლელის თვალებით გახედა. ახლა ამის დრო არაა. რამე იდეა გაქვს გუგა? და ბიჭს დასამშვიდებლად ზურგზე ხელი გადაუსვა. კლუბის ირგვლივ მიმოიხედა, თვალებით ათვალიერებდა ბრბოს. ვინც არ უნდა იყოს ის, როგორც ჩანს, მან უფრო მეტი იცოდა თქვენი ოჯახის ისტორიის შესახებ, ვიდრე ჩვენ.აუცილებლად უნდა გავარკვიო რა ჯანდაბა უნდოდა იმ კაცს და რა შუაში ვარ მე ამ ყველაფერთან. მან თქვა რომ ბედისწერამ ამირჩია და რაღც ჯვარი უნდა დავიცვა. ნამდვილ ბოდვას გავს. იქნებ შენს მშობლებს ჰკითხო ამის შესახებ. თქვა ნიკომ. ამ დროს გუგას გაახსენდა მამის სიტყვები. რომ ფრთხილად ყოფილიყო და საიუმლოებეს ღრმად არ ჩაძიებოდა. ამის შესახებ მეგობრებსაც უამბო. იქნებ რაიმე ისეთია რაც არ უნდათ რომ გავიგო. მეგობრებიც დაეთანხმნენ, რომ ყველაფერი თავად გაერკვიათ და ხვალინდელი მგზავრობისთვის მომზადებულიყვნენ. ნიკო საჭესთან დაჯდა, გუგა და სალი მანქანაში ჩასხდნენ, როცა კლუბს მოშორდნენ მხოლოდ ძრავის და ქუჩაში მოსიარულე მანქანების ხმა ისმოდა. -მადლობა მეგობარო, კარგი საღამო იყო. კარგად სალი. გუგა მეგობრებს დაემშვდობა და სახლისკენ წავიდა. გუგას წასვლის შემდეგ მანქანაში უხერხული სიჩუმე იყო. ნიკომ სალის გადახედა, მისი სახეზე მონაცვლეობით ეცემოდა ლამპიონთა შუქები. გოგონას კი თავი ფანჯრისკენ მიებრუნებინა და ქუჩებს აკვირდებოდა. ან უბრალოდ ცდილობდა უხერხული სიტუაციის თავიდან არიდებას. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა ამიტომ ჩუმად ყოფნა ამჯობინა. საბოლოოდ მის სახლსაც მიადგნენ. ნიკომ მანქანა მისი ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, რომელსაც გარშემო ულამაზესი ბაღი ერტყა. ბიჭმა ძრავი გამორთო. - გმადლობ მოყვანისთვის, ნიკო - თქვა სალიმ და უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა. ყოყმანობდა გადასვლას, გრძნობდა ნიკოს შფოთვას. ყელაფერი კარგადაა? ნიკომ ღრმად ჩაისუნთქა, გოგონას თვალებში შეხედა -არა. სალი გაურკვევლობისგან დაიძაბა და ბიჭს ცნობისმოყარე მზერა მიაპყრო.  -რაღაც უნდა გითხრა. ნიკომ თვალებში შეხედა, გული აუჩქარდა. -დიდი ხანია მომწონხარ, აქამდე ვერ გეუბნეოდი რადგან არ მინდოდა ჩვენს შორის უხერხულობა ყოფილიყო, მაგრამ... კლუბში მომხადრის შემდეგ მგონია, რომ ისე მოქცევა თითქოს არაფერი ხდება უფრო უცნაური და გაურკვეველი იქნებოდა. სალის თვალები ოდნავ გაუფართოვდა და პასუხის გაცემამდე ცოტა ხანი დაჭირდა. – ნიკო, მე... არ ვიცი რა ვთქვა. ნიკომ თავი დაუქნია სახეზე პატარა ღიმილი გამოესახა და გოგონას შეხედა - ახლა არაფრის თქმა არ გჭირდება, უბრალოდ მინდოდა, რომ გცოდნოდა. სალიმ ბიჭს ხელი დაადო- მე აუცილებლად ვიფიქრებ შენს სიტყვებზე, მაგრამ მოდი ეს ყველაფერი მოგზაურობის შემდეგ გავარკვიოთ. ახლა გუგას უფრო ვჭირდებით.ნიკოს თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნა. -ხო, ნამდვილად კარგად ჟღერს. - ღამე მშვიდობის, ნიკო, ხვალ გნახავ. თბილად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. -ღამე მშვიდობის - უპასუხა ბიჭმა და უყურებდა გოგნას სანამ სახლში არ შევიდა.ცოტა ხნით მანქანაში იჯდა და საუბარს თავში იმეორებდა. შევებას და ნერვიულობას ერთდროულად განიცდიდა, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ გადადგა. სახლში მისული გუგა აფორიაქებული იყო. კლუბში მომხდარი მოვლენები გონებაში უტრიალებდა. იდუმალ კაცთან შეხვედრამ და მისმა სიტყვებმა სერიოზულ საგონებელში ჩააგდო.უყურებდა წიგნს და ფირქრობდა რა საიდუმლო შეიძლებოდა ქონოდა მის ოჯახს და რატომ არ უნდოდა მამამისს ასე ძალიან ამ საიდუმლოს ამოხსნა. გული უგრძნობდა, რომ ეს არდეგები სხვებისგან განსხვავებული იქნებოდა. არც სალი იყო მშვიდად. ის ფიქრობდა მანქანაში მომხდარზე და გუგას ინციდენტზე. ძალიან აღელვებდა ის, რაც შეიძლება ახლო მომავალში მომხდარიყო.იმ ღამეს მშვიდად არც ერთს სძინებია. თავი Vდილით მზის სხივები  გუგას ოთახის ფანჯრებში შემოიჭრა და სითბოთი აავსო. ფანჯარა ზუსტად გუგას საწოლის თავზე იყო და დიაგონალურად ეცემოდა, პირდაპირ იმ წიგნს რომელიც წინა ღამით ბიჭს უცნობმა მამაკაცმა მისცა გუგამ თვალები გაახილა, გონებაში წინა ღამის მოვლენები კიდევ ერთხელ გადაატრიალა. იფიქრა, რომ სიზმარი იყო, თუმცა მაგიდაზე არსებული წიგნი საპირისპიროს მოწმობდა. ვერ გაერკვია საიდან გაჩნდა ის იდუმალი კაცი მასთან, ან საიდან იცოდა მისი სახელი. ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი ბაბუის სახლში ინახებოდა ამიტომ წამოდგა. იატაკის სიცივემ უცბად გამოაფხიზლა, მაგიდასთან მივიდა და წიგნი გადაშალა. უცნაური სიმბოლოებით სავსე წიგნის მიმართ უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა. ფრთხილად მოათავსა ჩანთაში და დარწმუნდა, რომ უსაფრთხოდ იყო. მისი ტყუპისცალი დები სამზარეულოში დარბოდნენ, მათი სიცილი მთელ სახლში ისმოდა, მათი ენერგეტიკა კი გუგასაც გადაედო მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მოგზაურობაზე ფიქრი თქგუნავდა. დედა კვლავ სამზარეულოში ფუსფუსებდა. მამა კი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ახალ ამბებს უსმენდა. გუგასა და მამამისს შორის დაძაბულობა საგრძნობი იყო, განსაკუთრებით კი კლუბში მომხდარის შემდეგ.- დილამშვიდობის ძვირფასო - თქვა დედამ და შვილს ახლად დაწურული წვენი მიაწოდა. საუზმე ერთ წუთში მზად იქნება. ყველაფერი ჩაალაგე? - ჰო, თითქმის, - უპასუხა გუგამ და ფორთოხლის წვენი მოსვა. - ესეიგი მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი წასვლა. -ხო, მამა. ეს ჩვენი პროექტის ნაწილია, - თქვა გუგამ და ცდილობდა ნეიტრალური ტონი შეენარჩუნებინა. - ფრთხილად იყავი, - მკაცრად მოუვიდა მამას, სახლი ძველია და წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. ვინ იცის, ახლა რა მდგომარეობაში იქნება. - აუცილებდად. ლილე და ლილი ძმას ინტერესიანი თვალებით შეჰყურებდნენ.  სოფლიდან მართლა მოჩვენებები უნდა ჩამოიყვანო? გამომცდელად კითხა ლილემ. - თუ განძი უნდა იპოვო? დაამატა ლილიმ. გუგამ ჩაიცინა და გოგოებს თმა აუჩეჩა. -შესაძლოა ორივე. თქვენ კარგად მოიქეცით სანამ მე არ ვიქნები, კარგი? -კარგი! ერთხმად უპასუხა ორივემ. - შეჭამე, ცოტა ენერგიაზე მოხვალ და დარეკვა არ დაგავიწყდეს როცა ჩახვალთ კარგი? - კარგი დედა - თქვა გუგამ და ბლინები აიღო. ღმერთო უგემრიელესიაა. დედამ ბიჭს გაუღიმა და თავხე აკოცა. გუგას გონება ისევ კლუბში მომხდარ შეხვედრაზე იყო ფოკუსირებული. იდუმალი მამაკაცის სიტყვები მის გონებაში ტრიალებდა: ,,დრო აღარ იცდის... რჩეული ხარ...ჯვარი უნდა დაიცვა“. საუზმის შემდეგ გჩანთა ორჯერ გადაამოწმა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი ჰქონდა. ძველი წიგნი, მისი ბლოკნოტი, ფანარი და ცოდაოდენი საჭმელი გზისთვის. სწორედ მაშინ, როცა გუგა კარიდან გასვლას აპირებდა, კაბინეტიდან მამამ დაუძახა -გუგა, მოდი ერთი წუთით, - მისი ტონი ჩვეულებრივზე თბილი იყო. გუგა ცოტა ხნით ყოყმანობდა, სანამ მამის კაბინეტისკენ გაემართებოდა. ოთახი სავსე იყო წიგნებითა და ძველი რუქებით, რაც მამის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი გატაცების ადასტურებდა, თუმცა გუგა ვერ ხვდებოდა რატომ ქონდა მას ამდენი ისტორიული წიგნი თუ ასე ვერ იტანდა ისტორიას. მამამისი მაგიდასთან იდგა და ხელში პატარა ხის ყუთი ეჭირა, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული - მინდა ეს თან გქონდეს, - თქვა და ყუთი გაუწოდა. გუგამ ყუთი გახსნა, შიგნით ძველი კომპასი იპოვა, რომელიც საკმაოდ გაცვეთილიიყო და მთლად მუშა მდგომარეობიასაც არაფერი ემჩნეოდა. ეს კომპასი ბაბუაშენს ეკუთვნოდა. ის იყენებდა მას ყველა ექსპედიციაში და ამბობდა რომ ყოველთვის უჩვენებდა გზას იმ მიზნისკენ, რომლისკენაც მიისწრაფვოდა. არ ვიცი ამ საუკუნის კომპასმა როგორ შეიძლება გზა გიჩვენოს, მაგრამ ის ახლა შენია. იმედი მაქვს გიჩვენებს იმ გზას რომელსაც ასე გულმოდგინებით ეძებ. გუგამ ამ მოულოდნელი ჟესტით გაკვირვებულმა შეხედა მამას. თბილად გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. -თავს გაუფრთხილდი და დაიმახსოვრე, ზოგჯერ წარსულს შეუძლია შეცვალოს მომავალი. გთხოვ არასდროს დაივიწყო ეს სიტყვები. გუგამ ემოციების მოზღვავება იგრძნო, მამის სიტყვებმა ღრმად იმოქმედა მასზე. -აუცილებლად! მადლობა ყველაფრისთვის, ეს თქვა და კაბინეტი დატოვა.  სამზარეულოში დაბრუნდა, გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი თავი იწერებოდა. კომპასი ფრთხილად მოათავსა ჩანთაში და ოჯახს დაემშვიდობა. - თავს მიხედე შემო ბიჭო - თბილად გადაეხვია დედა. ლილე და ლილი დიდი ენთუზიაზმით უქნევდნენ ხელს. ბიჭს ისე ემშვიდობებოდნენ ოჯახის წაევრები, თითოს ომის წინა ხაზზე საბროძოლველად აცილებდნენ. ნიკოს მანქანა უკვე გარეთ ელოდებოდა. სალი წინა სავარძელზე იჯდა, და ხელს უქნევდა. -აბა ინდიანა ჯონსს მზად ხარ თავგადასავლისთვის მანქანიდან დაუძახა ნიკომ. გუგამ თავი დაუქნია და ბარგი მანქანაში ჩააწყო. წასვლისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სახლს და მოლოდინებით აღსავსე მანქანაში ჩაჯდა. თავი VIმანქანა გზატკეცილზე მიქროდა, ქალაქის ხმაურს შორდებოდნენ და ბუნების სილამაზეში იკარგებოდნენ. აჟიტირებულები იყვნენ ახალი თავგადასავლით. სალის მიერ ჩართული და შესრულებული CYRIL-Stumblin' In განწყობას უფრო ამაღლებდა.- მაშ, გუგა, - თქვა სალიმ და მისკენ შებრუნდა. - კონკრეტულად რა მოგცა იმ ბიჭმა გუშინ? გუგამ ჩანთიდან ძველი წიგნი ამოიღო და გაუწოდა. მან თქვა რომ ეს დაგვეხმარება გავიგოთ ჩვენი წარსული. ნიკომ უკანა ხედვის სარკეში მეგობარს გადახედა. -როგორც ჩანს ინდიანა ჯონსი ტყუილად არ დამიძახია, მისმინე დარწმუნებული ხარ, რომ ბაბუის სახლში აფეთქებულ ხაფანგს ვერ ვიპოვით? - იმედი ვიქონიოთ, რომ არა, - ჩაიცინა გუგამ. ის სახლი აფეთქებას ნამდვილად ვერ გაუძლებს. სალი გამალებით ფურცლავდა გვერდებს. თვალები გაუფართოვდა როცა უცნაური სიმბოლოები და იეროგლიფები შენიშნა. ჯანდაბა და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავშიფროთ?! ეს ზაფხული ნამდვილად არ იქნება მარტივი. -შენ ხომ ამაში კარგად ერკვევი თქვა ნიკომ და სალის გაუღიმა. დარწმუნებული ვარ მათ გაშიფრას მოახერხებ. სალი გაწითლდა. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ზღვაში წვეთია, მაგრამ იცოდეთ და ბიჭებს საჩვენებელი თითი დაუქნია, ბევრი შოკოლადი დამჭირდება რადგან სტრესისას მხოლოდ ეს მშველის. რა გაცინებთ, გგონიათ ვხუმრობ? დამიჯერეთ ჩემი ნახვა არ მოგეწონებათ შოკოლადის გარეშე. -კარგი ვილი ვონკა, მაშინ გზად სუპერმარკეტში შევიაროთ და პროდუქტებიც ვიყიდოთ, რადგან იქ უახლოესი მაღაზია ერთი საათის სავალზეა. -რაა? ნიკომ და სალიმ ერთდროულად წამოიყვირეს. -ღმერთო მეგობარო სამყაროს დასალიერში მიგყავართ? ახლა არ თქვა, რომ ინტერნეტიც არ იქნება. გუგამ მეგობარს მხარზე თანაგრძნობით დაადო ხელი, მადლობა თქვი, რომ საერთოდ ტელეფონმა დაიჭიროს. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, სუპერმარკეტიც გამოჩნდა. - კარგი, გუნდო, მოკლედ, - გამოაცხადა ნიკომ, როცა ისინი სუპერმარკეტში შევიდნენ მოდით დავყოთ და ისე ავარჩიოთ, რაც გვჭირდება. გუგა, საჭმელზე ხარ. სალი, შენ სასმელებს მიხედავ. მე კი ისეთ საჭიროებებს მივხედავ, როგორიცაა პური, ხორცი და კონსერვი. ორივე დაეთანხმნენ და სუპერმარკეტში განაწილდნენ. გუგა ჩიფსების, ნამცხვრებისა და ტკბილეულის აბსოლუტური მრავალფეროვნების წინაშე აღმოჩნდა ამიტომ თითო ტველა სახეობის ნიმუში აიღო. კუთხეში რომ მოტრიალდა, დაინახა ნიკო, რომელიც თაროს წინ იდგა და დიდი მონდომებით ცდილობდა გაერკვია რომელი ჯიშის ლობიოს კონსერვი იყო კარგი.  - ჯანდაბა საიდან უნდა მცოდნოდა ამდენი სახის ლობიო თუ არსებობდა?! გუგას გაეცინა. უბრალოდ ნებისმიერი აიღე. მალე სალიც შეუერთდა სასმელების კალათით ხელში. როდესაც ბოსტნეულის განყოფილებაში შევიგნენ, ნიკომ საღამთრო აიღო და გმირის პოზაში დადგა. აი, ძლიერი საზამთრო! ის დაგვეხმარება ჩვენს საიდუმლოს ამოხსნაში! სალის გაეცინა და თვალები აატრიალა. ურიკაში ჩადე, და ეცადე, არაფერი გატეხო. ბოსტნეული უნდა ავიღოთ, თორემ თქვენს კალათებს რომ ვუყურებ მშივრებს მოგვიწევს ყოფნა. საბოლოოდ სალარომდეც მიაღწიეს, სადაც შუა ხნის ქალბატონი მიეგება, კეთილი თვალებით. -დიდ წვეულებას გეგმავთ არა? -მთლად ასეც არაა, გუდანში მივდივართ კვლევითი პროექტისთვის. მოლარეს სახე შეეცვალა, ფიქრებში ჩაიძირა. თვალებით თითქოს მისი ცხოვრების ისტორიას ათვალიერებდა. შემდეგ ბავშვებს ასხედა, ფრთხილად იყავით იქ ძალიან საშიშია არაერთი ლეგენდა და მითი არსებობს იმ ადგილზე მაგრამ არავინ იცის რომელი მათგანია მითი და რომელი სიმართლე. ხევსურეთის მისტიურობამ შეიძლება სამუდამოდ გშთამთქოთ. მამაჩემი მიყვებოდა, იქ მცხოვრებ ჭინკებზე, რომლებიც მარტო მოსიარულე ადამიანებს იხელთებდნენ, როგორც კი ეს უკამასკნელი საკუთარი სახელის გაგონებისთანავე პასუხს დაუბრუნებდა, უკვალოდ ქებოდა. ბავშვები სულგანაბულები და გაშეშებულები უსმენდნენ მოლარეს, ერთი წამით სუნთქვაც კი დაავიწყდათ. -კარგი რაა ქალბატონო ეს ხომ უბრალოდ ზღაპრებია ბავშვებისთვის, რომ გარეთ მარტოებმა არ იარონ. -შეიძლება, მაგრამ მაშინ იმ უკვალოდ გაუჩინარებულ ხალხზე რას იტყვით? -ეს უბრალოდ დამთხვევაა. -ხევსურეთში რატომღაც ბევრი ასეთი დამთხვევაა. ბავშვები ქალის ნათქვამზე დაფიქრდნენ, გაახსნდათ ყველა ის მისტიური მოვლენა, რაც აქამდე დამართვნიათ და წამით დაუშვეს, ომ ქალი შესაძლოა სიმათლეს ამბობდა. -ნეტავ თქვენი სახეები დაგანახათ, გადაიხარხარა ქალბატონმა, გეხუმრეთ ეს უბრალოდ ძველი თქმულებაა, რომელიც ბავშვების შესაშინებლად მოიგონეს. -ხედავთ, მართალი ვიყავი! ღმერთო ქალბატონო ჩემმა სულმა კინაღამ აქვე დატოვა სხეული, თქვა ნიკომ, რომლის ნათქვამმაც ყველას ღიმილი მოჰგვარა. -უბრალოდ ვიცი, რომ ის ადგილი საიდუმლოებებითა და მითებითაა სავსე და ამ საიდუმლოების ამომხსნელეს კაგი დე ნამდვილად არ დასდგომიათ, ამიტომ ფრთხილად იყავით. - ასეც მოვიქცევით, მადლობა ყველაფრისთვის. სალი მოლარეს დაემშვიდობა და სუპერმარკეტიდან გავიდნენ - ღმერთო ეს ქალი არ იყო ნორმალური, ჩვენ კიდევ შეშინება გვინდოდა?! ნიკოს ტელეფონის მოულოდნელმა ზარმა შეშინებული ბავშვები უფრო შეაშინა. როგორც კი ტელეფონს უპასუხა სახე აუწითლდა. -კი დედა, ხომ გითხარი, რომ მოგზაურობაში ვარ. ხო, წინდები საკმარისად მაქვს და გამოგზავნა არ მჭიდება. გუგამ და სალიმ სიცილი ვერ შეიკავეს. ნიკომ კი მკვლელი თვალებით გახედა. მეგობრებმა პროდუქტები ჩაალაგეს და გზა განაგრძეს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, მათ წინ უფრო ლამაზი ხედები იშლებოდა და დღის სინათლეც ღამის სიბნელეში იკარგებოდა. -ნიკო არ დაიღალე? ყავა მაინც დაგველია სადმე მთელი გზაა შეუსვენებლივ ატარებ. ნიკოს ესიამოვნა სალის მზრუნველობა და გუგამაც მხარი აუბა ამ იდეას. აქ ახლოს დანკინი უნდა იყოს. ნიკომ და სალი მაღაზიაშიც შევიდნენ რამოდენიმე პროდუქტის დასამატებლად. გუგა კი გარეთ იდგა, სიგარეტს ეწეოდა და ყავის გაგრილებას ელოდებოდა. როდესაც კვამლი გამოუშვა დეჟა ვუს უცნაური გრძნობა დაეუფლა, მისი მზერა გზის ნაპირზე მდგარ გოგონაზე გადაიტანა. საოცრად ლამაზი, გრძელი მუქი თმით და გამჭოლი ცისფერი თვალებით, რომლებიც თითქოს ბუნდოვან შუქში ანათებდნენ და მისკენ იზიდავდნენ. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და გუგამ აუხსნელი მიზიდულობა იგრძნო მისკენ. მან რბილად გაიღიმა, ჰაერი, რომელიც მის გარშემო იდგა დამძიმდა. გუგამ თვალები დახუჭა და თავი რამდენჯერმე გააქნია, იმის დადამტკიცებლას, რომ არ ეჩვენებოდა.  ცნობისმოყვარეობით გოგოსკენ გაემართა როგორც კი მიუახლოვდა,  გოგონა შებრუნდა, თითქოს მას ელოდა. - გამარჯობა. გოგონამ თავი ნაზად დაუქნია, მისი ღიმილი სათნო და იდუმალი იყო -გამარჯობა გუგა გუგამ გაოცებულმა შეხედა. ერთმანეთს ვიცნობთ? ბიჭმა თალები დააწვრილა, თან შიშის შეგრძნებაც დაეუფლა. აჰჰ ალბათ ინსტაგრამზე მსტალკავ არაა? და სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი გამოესახა. გოგონამ თავი გააქნია და ხელები უკან შეკრა. როგორი თავდაჯერებულობაა.  ნაზად გაიღიმა.-მე ბარბარე მქვია. -ბარბარე, - გაიმეორა გუგამ, ისევ დეჟა ვუ-ს მომენტი ქონდა. აქამდე შევხვედრილვართ?ბარბარეს თვალები თითქოს საიდუმლოს ინახავდა, როცა ახლოს მიიწია, გუგა თითქოს მის თვალებში ჩაიკარგა. გოგონამ ტუჩები ახლოს მიიტანა და ყურში ჩასშურჩულა - ჩვენს შორის ძლიერი კავშირია, ჯვარი უნდა დაიცვა, ყველაფერს მაშინ გაიგებ როცა გუდანში მიხვალ და საიდუმლოს ამოხსნი, დრო ბევრი არ გაქვს. ამიტომ იჩქარე. სანამ გუგა რამეს კითხავდა გოგონა მკლავზე ნაზად შეეხო დაიმახსოვრე გუგა, შენს ინტიქტებს მიენდე, ის არასდროს გადაღალატებს.თითქოს ჰიქნოზის ქვეშ იყო. მეგობრების ხმამ გამოაფხიზლა და ანიშნა, რომ მალე მივიდოდა, მაგრამ როცა მოიხედა გოგონა იქ აღარ დახვდა. ბიჭი შოკირებული და ჩაფიქრებული დაბრუნდა მეგობრებთან და გოგონაზე უამბო, თუმცა მათ არავინ შეუმჩნევათ. მანქანაში ჩასხდნენ და და გზა განარგრძეს. ყველანი ჩუმად იყვენ და მომხდარს აანალიზებდნენ. სიჩუმე ისევ ნიკომ დაარღვია.-აბა, რა უნდოდა იმ გოგო შენგან? ჰკითხა ნიკომ და უკანა ხედვის სარკეში გუგას გახედა. რა გითხრა?-მან მითხრა, რომ ყველაფერი გაირკვევა, როგორც კი გუდანში მივალთ და საკუთარ ინსტიქტებს უნდა მივენდოთ, საიდუმსოს ამოსახსნელად, რომ ჩვენი მოგზაურობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ, - უპასუხა გუგამ და გონებაში მომხდარ ამბებს ატრიალებდა. სალიმ შუბლი შეკრა. ჯერ ის კაცი კლუბში, ახლა ეგ გოგო, მგონია რომ ან ვიღაც მაგრად დაგვცინის ან მაგარ შარში ვართ. თავი ანუბისის სახლში მგონია, ოღოდ აქ ქართულ მითებს ვიკვლევთ და არა ეგვიპტურს. გოგონამ მწარედ ჩაიცინა.ნიკომ საჭეს ხელი დაარტყა- კარგი, დავუშვათ, რომ ორივე  სიმართლეს ამბობს. რას უნდა ნიშნადვდეს ეს ყველაფერი? ან ჩვენ რა ჩუაში ვართ? ან საერთოდ რატომ მაინცდამაინც ახლა? -როგორ ფიქრობთ, ეს წიგნთან არის დაკავშირებული? - არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პასუხები ამ წიგნში იქნება. მაგრამ ეს სიმბოლოები ნამდვილი თავის ტკივილია, არც ერთი მათგანი არ მეცნობა. - როგორც უნდა იყოს, ეს  ნამდვილად უფრო საინტერესოა, ვიდრე ბიბლიოთეკაში ნაშრომის წერა. გუგას გაეღიმა, მიხვდა, რომ ნიკომ ეს მის გასამხნევებლად თქვა. ახლა კი ეს რამე მოიფიქრეთ, რომ დრო როგორმე გავიყვანოთ. - კარგი, მოდი ვითამაშოთ. თითოეული ჩვენგანი რიგრიგობით ვამბობთ იმას, რაც გვგონია, რომ გუგას ბაბუის სახლშია. რაც უფრო უცნაურია, მით უკეთესი. მე დავიწყებ. მე მგონია, რომ ოქროს მონეტებით სავსე ძველი მეკობრის ზარდახშას ვიპოვით. ნიკომ თავი დაუქნია, ჩაიცინა. გარგი იდეაა, მაგრამ ძალიან მარტივია. მე ვამბობ, რომ წიგნების თაროდან წიგნს რომ გადმოიღებ საიდუმლო კარი გამოჩნდება რომელიც მიდის დამალულ ლაბორატორიამდე. გუგას გაეღიმა და მათი ხუმრობებეზე ხალისობდა. მე კი მგონია, რომ ჩვენ ვიპოვით ჯადოსნურ არტეფაქტს, რომელიც სურვილებს შეგვისრულებს. - ხოო ეგ ნამდვილად კარგი იქნებოდა- ჩაიცინა სალიმ. კარგი, ნიკო, ისევ შენი ჯერია. ნიკომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ თქვა. მოჩვენება, რომელიც შუაღამისას ჩაის მიირთმევს. ამაზე ყველამ გულიანად გაიცინა. უცებ წარმოვიდგინე, სამზარეულოში გადვივარ და მოჩვენება ჩაის მთავაზობს სიცილით დაამატა გუგამ. სიცილი მანქანაში დაძაბულობას ფანტავდა, თუმცა გარემო მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ სოფელს, პეიზაჟი მეტად უხეში ხდებოდა და მთის მწვერვალებს ნისლი ფარავდა. უღრანი ტყე ორივე მხრიდან ეხვეოდა გარსს, გარკვეულ ადგილას კლდეები გამოჩნდებოდა და მხოლოდ ერთ მხარედ უზარმაზარი კედელივით აღიმართებოდა, როცა მეორე მხარეს უფსკრული იყო. ყველანი დაძაბულები უყურებდნენ გზას, როდესაც ნიკომ მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. მაქნქანის მუხრუჭებისა და საბურავების მკვეთრმა ხმამ ბავშვები პანიკაში ჩააგდო. ჯანდაბა ქვათაცვენის ნიშანი მაინც დაეყებენიბნათ, გაბაზებულმა ჩაილაპარაკა ნიკომ და უკან მოტოვებულ ქვას გახედა, ომელიც ზომაში საკმაოდ დიდი იყო. -ღმერთო, ახლოს იყო. შეშინებული სალი სავარძელს მიეკრო. ყველას გული გამალებით ცემდა. გუგამ ფანჯრიდან გაიხედა, მკერდში უცნაური შეგრძნება ჰქონდა. ჯერ კივევ არ იყვნენ გონს მოსულები იმ ინციდენტიდან, რომ ხის საკმაოდ მოზდილი ტოტი პირდაპირ მათი მიმართულებით დაიძრა. ნიკომ მანქანის მკვეთრი მოძრაობით ტოტი აირიდა, მაგრამ ნაწვიმის გამო ასფალტი სველი იყო და მანქანა მოცურდა, ყველანი სულგანაბულები და მანქანის საზურგესე აკრობილები ისხდნენ, გარდა ნიკოსი, რომლის სრული კონცეტრაცია ახლა გზაზე იყო მიმართული. საბედნიეროდ მძღოლმა საჭის დამორჩილება შეძლო და მანქანა პირდაპირ გზის კიდესთან გააჩერა. -ყველანი კარგად ხართ? ნიკოს ხმა აუკანკალდა და მეგობრებს ამოწმებდა. - მგონი, - ორივემ სალის გახედეს, რომელიც ფერდაკარგული, აწყლიანებული თვალებით იჯდა და ხელი ისე ჩაეჭიდა ნიკოსთვის რომ ბიჭს ლამის სისხლის მოძრაობა შეუჩერა. -სალი, სალი შემომხედე! კარგად ხარ? სალიმ თავი დაუქნია, ნიკომ ნაზად გადაუსვა ხელი მის ხელს, რომელიც ჯერ კიდევ მკლავზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული. ყელაფერი კარგადაა. ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ. სალიმ ნიკოს თვალებში ჩახედა და მის მზერაში ნუგეში იპოვა. -მადლობა, ნიკო შენი წყალობით ახლა ცოცხლები ვართ. ნიკომ ოდნავ გაიღიმა და ცდილობდა განწყობის განმუხტვას. რა თქმა უნდა მე ხომ ვერ დავუშვებდი ჩემს მეგორბრებს რაიმე დამართნოდათ არა? ერთი წუთით, მანქანის გარეთ სამყარო თითქოს გაქრა. მიუხედავად შიშისა და ადრენალინისა, მათ შორის მშვიდი კავშირი იყო. ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ. -ეს რა ჯანდაბა ხდება იყო? ჯერ კლდე, ახლა ეს? ნიკო სუნთქვის დამშვიდებას ცდილობდა და თან სიგარეტს მოუკიდა. შეიძლება ეს უბრალო დამთხვევა იყო მაგრამ არ ვიცი. ფილტვებიდან სიგარეტის კვამლი ამოუშვა და გუგას გახედა. გუგასაც აეჭვებდა ამ მოვლენის შემთხვევითობა. ფიქრობ ვიღაც ჩვენს განზრახ დაშავებას ცდილობდა? -ფიქრობთ, რომ ვიღაც ჩვენს მოკვლას ცდილობდა? მანქანიდან გადმოსულმა სალიმ ბიჭებილ საუბარი გაიგონა და კიდევ უფრო შეეშინდა. სანამ გუგა პასუხს გასცემდა, ნიკომ თავი გააქნია - სისულელეა, ეს უბრალოდ დამთხვევაა. კლუბისა და ბარბარეს გამო ყველანი ზღვარზე ვართ. უბრალოდ ფრთხილად ვიყოთ და გზა გავაგრძელოთ. დაძაბულობა მანქანაში საგრძნობი იყო, ყოველი ჩრდილი და გარედან შემომავალი ხმაური მათ ძაბავდა.                                                            თავი VIIგრძელი და ემოციური მგზავრობის შემდეგ, საბოლოოდ მიუახლოვდნენ გუდანს, ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. ვიწრო, სპირალისებრი გზა რომელიც მთებს აუყვებოდა ისეთ შეგრძნებას ტოვებდა თითქოს ზეცას უახლოვდებოდი. მზე ღრუბლების მარწუხებში მოქცეულიყო, თუმცა მისი სხხივები გამოსვლას ლამობდნენ. ზაფხულის გრილ საღამოს ოდნავი ნიავი და სველი მიწის სუნი თავს სამოთხეში გაგრძნობინებდა. გუგა ნიკოს მითთებებს აძლევდა საით უნდა აეთო მიმართულება. მალე უსაშველოდ მაღალი მთის თავში მოექცნენ, მათ წინ უმშვენიერესი ხედი გადაიშალა, ერთმანეთში შერწყმული ბორცვები, დაფარული აყვავებული, მწვანე ბალახით და მოფენილი სხვა და სხვა ყვავილებით. ყვავილები ნაზად ირხეოდნენ ნიავში და ულამაზესი გობელენივით ეფინებოდა გორებს. მთიდან ნელ-ნელა ისევ დაბლა ეშვებოდნენ, გზა გასწორდა და მთებს შორის მოხუცი, თუმცა მედგრად მდგომი მუცოს კოშკებიც გამოჩნდა. წყნარი მდინარე მიედინებოდა ხეობაში, მისი ზედაპირი ბრჭყვიალებდა მზის სხივებისგან. ჩიტების ჭიკჭიკი საამურ სიმფონიას ქმნიდა, რომელიც ფონად მიჰყვებოდა მთებს შორის მიმავალ მანქანას, რომელში მსხდომი მეგობრების გულების იმედებითა და მოლოდინებით იყო სავსე.  - ჯანდაბა, ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა - აღნიშნა სალიმ. თითქოს წარსულში ვმოგზაურობთ. ნიკომ თავი დაუქნია და ყურადღება ისევ გზაზე გადაიტანა - თითქოს ახლა აბჯარასხმული ხევსურები გამოვლენ და ომის ყიჟინას დასცემენ. კოშკები უფრო მკვეთრად მოჩანდა. ეს ადგილი ნასოფლარს უფრო გავდა, ძველი მიტოვებული სახლებითა და კოშკვებით. მუცოს ციხე-კოშკი კლდიან ადგილზე იყო გაშენებული. გუგამ გიდის როლი მოირგო და მეგობრებს კოშკის ისტორიას უყვებოდა. ბაბუამ მომიყვა, რომ ეს კოშკი ჩრდილოეთიდან შემომავლალი ხალხისა და მტრებისგან დასაცავად აუგიათ. კონსტანტინე გამსახურდიას კი ქაჯეთის ციხისთვასც შეუდარებია, ბაბუამ მითხრა, რომ სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სალოცავი ფარავდა. მებრძოლები წლების მანძილზე ლოცულობდნენ ხატზე და იცავდნენ ხატისთვის მიძღვნის საგანძურს, რომლის ადგილმდებარეობაც მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა. განძიც და დროშაც მხოლოდ სპეციალურ დღესასწაულზე გამოჰქონდათ, რომელსაც ათენგენობა ერქვა. მერე ომიანობა დაიწყო და ის ორი ადამიანი, რომელმაც დროშის და განძის ადგილსამყოფელი იცოდა დაღუპულა. -მერე ის განძი ვეღარ იპოვეს? ინტერესით ჩაეკითხა სალი. -ვერა, თქმულების თანახმად, ხატი თავად ამოარჩევს რჩეულს და გზას უჩვენებს განძისაკენ.- ნიკო, აქ მარცხნივ გადაუხვიე და ისაა ბაბუას სახლი. როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. ეს იყო ძველი, მომხიბვლელი ნაგებობა, რომელიც თითქოს ბუნებისა და ადამიანის ნიჭის უნაკლო ნაზავს წარმოადგენდა. სახლის ქვედა ნახევარი დიდ ქვებისა და ქვითკირიგან იყო აშენებული, თითოეულ მათგანს ოდნავ განსხვავებული ნაცრისფერი და ყავისფერი ელფერი დაჰკრავდა რაც სტრუქტურას მტკიცე, მარადიულ იერს ანიჭებდა. ზედა ნახევარი მუქი, დაძველებული ხისგან, იყო აშენებული, რომელიც მოჩუქურღმებული სვეტებით ერწყმოდა სახლის ქვედა სართულს. სახურავი ციცაბო, სუროსა და ხავსით დაფარულიყო, თუმცა ესეც იმდენად ერწყმოდა გარშემო არსებულ მთებს, იფიქრებდით სახლი განზრახ შენიღბეს, რაღა თვალშისაცემი არ ყოფილიყოო. ხის დარაბებზე დაკიდული ჟალუზები ოდნავ დახრილიყო, რაც მიანიშნებდა, რომ სახლში დიდი ხნის მანძილზე არავინ ყოფილა. სახლის ირგვლივ ოდესღაც მშვენიერი ბაღი, ახლა ველური მცენარეებისა და ყვავილების თავშესაფარი გამხდარიყო. მაღალი ბალახები ნაზად ირწეოდნენ  და ნიავს რიტმში ჰყვებოდნენ. ეზოში ამოსული ველური პიტნა დამათრობელ სურნელს აფრქვევდა. ძველი ქვის ბილიკი, ნაწილობრივ ბალახითა და სარეველებით დაფარულიყო და შესასვლელ კარამდე მიუძღოდა სტუმარს. თავად კარი, ძველი მუხისგან იყო გაკეთებული, შემკული არაერთი რთული და დეტალური ორნამენტით რაც სახლ კიდევ უფრო მეტ მისტიურობასა და ისტორიულობას ჰმატებდა.  არე-მარეს რომ გადახედავდი ცხადი იყო, რომ გუდანი არაერთი ისტორიის მატარებელი, უკვე ნასოფლარად ქცეულიყო. ბევრი სახლი, რომელიც მათ გაიარეს, ცარიელი ან მიტოვებული ჩანდა, მათი ბაღები ბუნებას შერწყმოდა. სოფელი სავსე იყო მაღალი, უძველესი ქვითკირის კოშკებით, რომლებიც მდუმარე მესაზღვრეებად აღმართულიყვნენ სოფლის დასაცავად. მათი მაღალი, ვიწრო ფანჯრები და სქელი კედლები მეტყველებდა იმ დროზე როდესაც მოსახლეობას გარეშემტრებისგან დაცვა სჭირდებოდა. - კარგი, მოდი, ნივთები ამოვალაგოთ და დავბინავდეთ, - თქვა გუგამ და ღრმად ჩაისუნთქა სოფლის ჰაერი. სალი წამით გაჩერდა, არემარეს თვალი მოავლო - მიუხედავად იმისა, რომ არავინ უვლიდა ეს ბაღი მაინც ლამაზია. გუგას გაეღიმა, სიამაყისა და ნოსტალგიის გრძნობა შემოაწვა. ცოტა ხნით თვალები დახუჭა და მოგონებებს უფლება მისცა გამოთავისუფლებულიყვნენ. ... პატარა გუგა, არა უმეტეს რვა წლის, ბაღში გარბოდა, მისი სიცილი მელოდიასავით ისმოდა არემარეში. მისი ბაბუა, მაღალი მამაკაცი კეთილი სახით და მოციმციმე თვალებით, ცელქ ბიჭს უკან მიჰყვებოდა. -ნელა გუგა! ასე პეპლებს შეაშინებ! გუგა გაჩერდა, მღელვარებისგან თვალები გაფართოვდა, როცა ყვავილზე მჯდომი, კაშკაშა ნარინჯისფერი პეპელა დაინახა. ნახე, ბაბუა! რამდენი პეპელაა! ბაბუამ ჩაიცინა და მის გვერდით დადგა. მათ მონარქის პეპლებს უწოდებენ. დაიჩოქა და პეპელა ბიჭის პატარა თითზე გადმოსვა. გუგა გაკვირვებული უყურებდა თითზე მოკალათებულ პეპელას, მისი ნატიფი ფრთები ნელა იხსნებოდა და იხურებოდა. ისი სილამაზით მოხიბლულიყო. -ბუბება სავსეა შესანიშნავი ქმნილებებით ჩემო ბიჭო. შენ უბრალოდ კაგად უნდა დააკვირდე მას. ამ ყველაფერს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ არ ვაკვირდებით. ... გუგამ თვალები გაახილა და სულელი ბავშვივით იღიმოდა.-კარგად ხარ? -კი, უბრალოდ მახსოვს ბაბუასთან გატარებული დრო გამახსენდა. ეს ადგილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლი; ეს ჩვენი ოჯახის ისტორიის ნაწილია. ნიკომ თავი დაუქნია, ესმოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გუგასთვის. -მაშინ, მოდით, აქ კიდევ რამდენიმე ახალი მოგონება შევქმნათ. თავი VIIIგუგამ გამოაღო მძიმე მუხის კარი, საკეტი გადაატრიალია კბილების ხმა ექოდ გაისმა სახლში, რომელიც წლების მანძილზე არ გაღებულა. როდესაც მეგობრები შიგნით შევიდნენ, გრილი და მტვრიანი ავეჯის სუნი შეეგებათ, რომელსაც ძველი ხის და გამხმარი მწვანილების არომატი მოჰყვა მსუბუქად. მკრთალი შუქი სარკმლიდან შემოღწევას ლამობდა და ეფინებოდა დამტვერილ ავეჯს. სინათლის სხივის ქვეშ მაკფიოდ მოჩანდა ჰაერში მცურავი მტვრის ნაწილაკები. სახლში ისეთი მშვიდი აურა სუფევდა, რომ ვერავინ იგრძნობდა მის ამდენწლიან სიმარტოვეს. ვერც მთავარ ოთახს შეატყობდით უყურადღებობას. ოთახის კედლის ნაწილს ქვებით შემკული ბუხარი ამშვენებდა, რომელიც გუგას ბაბუას და ბებიას საკუთარი ხელებით მოუპირკეთებიათ, მასში იმდენი სიყვარული იყო ჩაქსოვილი, რომ ეს ქვის, უხეში ცივი კერა გულს ყველაზე მხურვალზე ცეცხლელზე მეტად ათბობდა. ბუხრის თავი ოჯახის ფოტოებით იყო სავსე, იქვე იყო სპილენძის შანდლები და ანტიკვარული ჭურჭელი, რომელიც ბაბუას, ბებიისთვის მათი ქორწინების ოცდახუთი წლის იუბილეზე უჩუქებია. მათი დანახვისას გუგას გაახსენდა როგორ უკრძალავდა დედა მათთან მიახლოებას, რადგან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბაბუა მათ ცივ ნიავასც არ აკარებდა. ავეჯი მუხისა და ტყავის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენდა, ორი სარწეველა სკამი კი, რომელიც ბუხრის წინ იდა, ოთახს მეტ მყუდროებას ჰმატებდა. სახლში ვერ ნახავდით ცხოველთა ფიტულებს, რომელიც სოფლის ყველა მკვიდრის კერაში მოიპოვებოდა. ბაბუას მიაჩნდა, რომ ამით ღვთაებებს გაანაწყენებდა და გუგასაც ყოველთვის ჩააგონებდა, რომ ბუნება ჩვენი ნაწილია და მას არ უნდა ვავნოთ. მისაღების ერთი კედელი მთლიანად აეთვისებინა თაროს, რომელიც სავსე იყო სხვა და სხვა სახის წიგნებით. დაწყებული ეკლექტური კოლექციით, რომელთა ყდებსაც სიძველე დასტყობოდათ, დამთავრებული ბოტანიკის, ისტორიისა და ფოლკროლის კრებულებით. მათ შორის შეხვდებოდით წიგნებს, რომელიც მეგობრებისთვის ამოუცნობ ენას წარმოადგენდა. წიგნების თაროს წინ იყო პატარა საწერი მაგიდა, რომლის ზედაპირი დაფარული იყო მტვრის თხელი ფენით. მის კუთხეში შეხვდებოდით ლამფას და გაცვეთილი ლენტით შეკვრულ ჩანაწერების დასტებს. ხის იატაკი დიდი ნაწილი დაფარული იყო დიდი, მოქარგული ხალიჩით, მისი ესკიზები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშსს წარმოადგენდა, კედლები მორთული იყო ჩარჩოში ჩასმული ნახატებით, რომელთაგან ბევრი ასახავდა სოფლის ცხოვრებას. მისაღბისგან სამი სვეტით გამოყოფილი იყო სამზარეულო, რომელიც ძველი და თანამედროვე სამყაროს ნაზავი იყო. ალუმინის ქვაბები და ტაფები ჩამოკიდებულიყო სასადილო მაგიდის თავზე. კედლებზე ძველი, გამხმარიმწვანილები ჩამოკიდებულიყო, თაროები კი კომპოტებსა და მურაბებს აეთვისებინათ. ერთ კუთხეში ძველი თუჯის ღუმელი იდგა, რომლის ზედაპირსაც სიძველე დასტყობოდა, თუმცა სიამაყეს მაინც არ კარგავდა და მედგრად იდგა. გუგას ნაცნობ გარემოში ყოფნისას ნოსტალგიის ტალღამ დაუარა. თითქოს ესმოდა ბაბუის ხმა, გრძნობდა მისი სამზარეულოდან გამომავალი ყიყლიყოს არომატს, რომელსაც ბაბუა ყოველდიდლით უმზადებდა, სითბოს, რომელიც ზამთრის სუსხიან ღამეს ბუხრიდან გამოდიოდა. -ეს ადგილი წარმოუდგენელია, - ჩაიჩურჩულა სალიმ და მისმა ხმამ სიჩუმე დაარღვია. თითები სავარძლის საზურგეს გადაუსვა და მტვერში კვალი დატოვა. ნიკომ თავი დაუქნია, შიშისგან გაფართოებული თვალებით ოთახს ათვალიერებდა. --ხო, საოცარია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საიდანღაც ღამურა გამოფრინდაბა და თავზე დამაჯდება. გუგას მეგობრის ნათქვამზე გაეღიმა. ნიკო ხომ ტექნოლოგიების ბიჭი იყო, ეს სიძველე მისთვის უცხოა. როდესაც გუგამ ის გაიცნო ძალიან გაუკვირდა, როცა ტექნოლოგიების მოყვარული ბიჭი ისტორიას სწავლობდა, თუმცა ნიკო ყოველთვის ამბობდა, რომ ეს ტექნოლოგიები სწორედ ისტორიამ შექმნა. ეს ყველაფერი მისთვის ჰობივით იყო. -ნუ ღელავ სახლი დაკეტილი იყო არამგონია, აქ ღამურები იყვნენ. მოულოდნელად რაღაც გაფაჩუნდა, ნიკომ იგრძნო რომ თავზე რაღაც დაეცა და ყვირილი მორთო. სალი და გუგა კი ამაზე ბევრს იცინოდნენ. ნიკოს თავზე არსებული ნივთი გამხმარი მწვანილის კონა აღმოჩნდა, რომელიც სალიმ დაადო. -ხო, ძალიან სასაცილოა. გეუბნევით, რომ ამ სახლში აუცილებლად იქნებიან ღამურები.-კარგი, კარგი ნუ ბრაზობ. ღიმილით ჩაილაპარაკა გუგამ. წამოდით სახლის დანარჩენ ნაწილს გაჩვენებთ. მისაღები ოთახის სავარძლებზე ბარგი დააწყვეს. გუგა აპირებდა მისი ბავშვობის ამბების მოყოლას, თუმცა მოულოდნელად ფეხი სავარძლის კიდეს წამოსდო, წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და ეს შემთხვევა მოულოდნელმა ხმაურმა დააგვირგვინა. გუგა პატარა მაგიდა დაეჯახა, რაც იქ მდგარი ფაიფურის ლარნაკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ლარნაკი, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცა, ხის იატაკზე უთვალავ ნაწილად დაიმსხვრა.- არააა! წამოიძახა გუგამ და თვალებგაფართოებული შეხედა ნამოქმედარს. ამის დედაც! ეს ბებიაჩემის საყვარელი ლარნაკი იყოო.სალის და ნიკოს სიცილი აუტყდათ, მათი სიცილი ოთახს ავსებდა. -სასაცილო საერთოდ არ არის! თუმცა ტუჩის კუთხე მაინც ჩატეხა. სალიმ თვალებიდან სიცილისგან გამოწვეული ცრემლები მოიწმინდა. -გუგა, ეს მხოლოდ ლარნაკია, ხდება ხოლმე. სიცილით ჩაილაპარაკა სალიმ. გუგამ ამოიოხრა, დაიხარა, რომ ნამსხვრევები აეკრიფა. ნიკომ ზურგზე ხელი დაარტყა.ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი თავგადასავლის დასამახსოვრებელი დასაწყისი იყნება. როცა ამ მოგზაურობას გავიხსენებთ, პირველი იმას მოვყვებით როგორ გატეხე სალში ოცი წუთის შემოსულმა ბებიას საყვარელი ლარნაკი. ეს თქვა და ნიკოს ისევ სიცილი აუტყდა. ხოო და იმასაც დავამატებთ როგორ გეგონა მწვანილების კონა ღამურა. ვალში არ დარჩა გუგაც. -კარგი უბრალოდ ავკრიფოთ ეს ნამსხვრებები. როცა გუგა ნამსხვრებების გადასაყრელად მიდიოდა სამზარეულოს თაროს დანახვისას სიცილი ვეღარ შეიკავა. მეგობრებს უამბო როგორ ჩამოანგრია თარო, როდესაც ცდილობდა ფუნთუშების აღებას, რომელიც დედამ საგულდაგულოდ გადაუმალა, როგორ გააჩინა მცირე ხანძარი, როცა სამზარეულოში პირვლად სცადა სადილის მომზადება, რომლის დამატკიცებელი საბუთი დღემდე ეტყობოდა კედლებს.-ამ სახლს ნამდვილად ბევრი რამ აქვს ნანახი. სევდიანად ჩაილაპარაკა გუგამ. -კარგი, ხოდა სანამ სახლი მთლიანად არ გადაგიწვავს, საძინებლები გვაჩვენე, რომ სანამ ძალიან დაბნელდება ნივთები ამოვალაგოთ. სიცილით ჩაილაპარაკა სალიმ. -ხო და მერე რამე ვჭამოთ, თორემ ისე მშია იმ ღამურასაც შევჭამ. ნიკოს ამ ნათქვამზე ორივეს გაეცინა. კიბეზე ავიდნენ და გუგამ მარცხნივ პირველ კარზე ანიშნა. - ეს ჩემი ძველი ოთახი იყო, - თქვა და ნიკოს კარი გაუღო.შენ აქ დაიძინებ. ნიკო შიგნით შევიდა და ირგვლივ მიმოიხედა. პატარა, მაგრამ მყუდრო, დახრილი ჭერით, რაც მას სხვენის იერს ანიჭებდა. კედლები გუგას თინეიჯერობის ამსახველი მოგონებებით იყოს სავსე. QUEEN-ისა და Pink Floyd-ის პოსტერების გვერდით ისტორიულ რუკებს დაეკავებინათ ადგილი, რომლის ქვემოთაც ხის საწოლი იდგა. ჭერზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ნეონის ვარსკვლავები, რომლის გარეშეც გუგა ვერ იძინებდა. საწოლის თავთით დიდი სარკმელი იყო, რომელიც ოთახს სინათლით ავსებდა. ზუსტად ისე, როგორც თბილისის ბინაში. ფანჯრის გვერდით კი სამეცადინო მაგიდა იდგა, ძველი რვეულებითა და სუვენირებით სავსე.- კარგი ადგილია, - თქვა ნიკომ, საწოლზე მთელი ძალით დაეცა. მოულოდნელად ოთახი მტვერში გაეხვა და ყველას ხველა აუტყდა. ფუ ამის... სულ დამავიწყდა რომ მტვრიანი იყო. სალიმ და გუგამ უიმედოდ გააქნიეს თავები. შემდეგი ოთახი გუგას მშობლებს ეკუთვნოდათ. ამჯერად ამ ოთახს სალი დაიკავებდა. გოგონამ კარი შეხსნა და თავისი დიდი, მწვანე თვალები ოთახს შეავლო. ოთახი გუგასაზე დიდი იყო, მაღალი ჭერით და ელეგანტური ავეჯით. ცენტრში დიდი, თეთრი საწოლი იდგა მის მარჯვნივ არსებულ ფანჯარას კი ამავე ფერის ფარდები ამშვენებდა, რომელსაც სიძველე დასტყობოდა. სარკმელთან ოვალური სარკითმაგიდა იდგა, საიდანაც იშლებაოდა წარმტაცი ხედი გორაკ-ბორცვებზე. მეგობრების დაბინავების შემდეგ, გუგამ ბაბუის ოთახისკენ აიღო გეზი, რომელსაც ამჯერად თავად დაიკავებდა. ოთახი დერეფნის ბოლოს იყო. სანამ კარს გააღებდა გუგა წამით შეჩერდა, თითქოს ყოყმანობდა, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში აღარ ყოფილა, მის გარეშე სიცარიელეს გრძნობდა. მაგრამ ახლა მას მეგობრები ყავდა ამიტომ ძალა მოიკრიბა და სახელური ჩამოსწია. ოთახი სრულიად ხის კედლებით იყო გარშემორტყმული, უბრალო საწოლით მის ცენტრში. კედლები მთლიანად წიგნის თაროებს აეთვისებინათ. საწოლის მარცხნივ სამუშაო მაგიდა იდგა, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებდა ხევსურეთის თვალისმომჭრელ ბუნებას. მაგიდა სავსე იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ხელნაწერებითა და ჟურნალებით. სანათის ქვეშ ხის პატარა კოშკი იდო. ეს გუგას საყვარელი სათამაშო იყო, რომელიც ბაბუამ თავად დაუმზადა. გუგმ ნაზად გადაატარა თითები ბაბუის ნივთებს, შემდეგ მზერა კედელზე შეაჩერა, სადაც არაერთი ოჯახური ფოტო იყო. მისაღებისან განსხვავებით აქ ვერ შეხვდებოდით ვერც ერთ ისტორიულ ფოტოს. მხოლოდ ოჯახის წევრები. გუგას თვალზე ცრემლი მოადგა როცა მისი და ბაბუის ფოტოს შეხედა, რომელიც საწოლის ტუმბოზე ედო. -ხომ დამპირდი, რომ ამ სოფლის საიდუმლოებებს ერთად ამოვხსნიდით? პირობა რატომ არ შეასრულე? ამ დროს კარი ფრთილად შემოხსნა სალიმ. -საჭმელად ვაპირებთ ჩასვლას, არ შემოგვიერთდები? გუგამ ცრემლი მაშინვე შეიმშრალა. -კი, ახლავე ჩამოვალ. -ჰეი, კარგად ხარ? გოგონა მუახლოვდა გუგას და ხელი მხარზე დაადო. -ხო, უბრალოდ მის გარეშე აქ ყოფნა უცნაურია. -დარწმუნებული ვარ ის ძალიან ბედნიერია, რადგან მისი სურვილი აასრულე და მშობლიურ მხარეს დაუბრუნდი. ახლა კი წამოდი სანამ შენმა მეგობარმა მთლიანად გადაგვჭამა. მეგობრები მისაღებში ისხდნენ და დღის მანძილზე მომხდარ მხიარულ მოვლენებს განიხილავდნენ რომლის მთავარი გმირიც ძირითად შემთხვევაში ნიკო იყო. -იცი რა?! საერთოდ რა არის ამაში საასაცილო. შენ რა არაფრის გეშინია? მიუბრუნდა გუგას. -ხო, მაგრამ ღამურების ნამდგვილად არა. სიცილით უპასუხა გუგამ. -კარგი, სიცილი გეყოფათ. გეგმები უნდა დავაწყოთ. დრო სწორად უნდა გადავანაწილოთ, მთელი ზაფხული აქ ვერ დავრჩებით. თქვა სალიმ. სანამ წიგნებში გადავეშვებოდეთ ჯერ სახლი უნდა დავალაგოთ. ამის გაგობენაზე ბიჭებს სახე შეეცვალათ. -რა იყო? დიდი პატივისცემის მიუხედავად გუგა, ეს სახლი მტვრის ბუდეა. აქ დიდი ხნით ვრჩებით ამიტომ ყველაფერი უნდა დავასუფთაოთ. -და ჩვენგან რას ითხოვ, იატაკი მოვწმინდოთ? ირონიულად იკითხა ნიკომ. -იატაკსაც მოწმენდ და ფანჯრებსაც გაწმენდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტვრიან და ბინურ ოთახში დაიძინებ. ხომ არ დაგაციწყდა კინაღამ მტვერში რომ დაიხრჩვე? თვალებდაწვრილებულმა გახედა სალიმ. მის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა. ნიკომ შეშინებულმა უპასუხა. კარგი,კარგი, ყველაფერი გასაგებია. ხვალ ვალაგებთ! რადგან ასეა მე დასაძინებლად ავალ, ხვალ ხომ კონკია უნდა გავხდე და გოგრად რომ არ გადავიქცე ადრე უნდა დავიძინო. ამის თქმისას სალისთვის თვალი არ მოუშორებია და ოთახში ავიდა. გუგა და სალი მისაღებში მარტო დარჩნენ. სიჩუმეს ძველ ქვის ბუხარში, დამწვარი შეშის ტკაცუნი არღვევდა, რომლის ალიც კედელზე მმბჟუტავ ჩრდილებად აირეკლებოდა. მიუხედავად იმისა რომ ზფხული იყო საღამო ხანს საკმაოდ აცივდა. გუგა და სალი საუბრობდნენ ხევსურეთზე, მის მშენებასა და ისტორიაზე. ადგილზე სადაც გუგა გაიზადა.  - ეს სახლი თაობებია ჩვენს ოჯახს ეკუთვნის. თავიდან სამზარეულოს ხელა იყო, ახლა კი შეხედე როგორი გაზრდილია და დროის სვლასთან ერთად მის შესახებ მოგონებებიც იზრდება. ეს სახლი მუდამ ბაბუასთან ასოცირდებოდა და ყოველთვის ასე იქნება. სალი უკან გადაიხარა და ოთახს თვალი მოავლო. -ახლა ძლიან გაკლია ხომ ასეა? - მე, - აღიარა გუგამ და დიდხნიანი პაუზის შემდგომ განაგრძო. იციი...ის უფრო მეტი იყო ვიდრე ბაბუა. ის იყო ჩემი დამრიგებელი, ჩემი მეგზური, მესაიდუმლე. ყველაფერი რაც ვიცი მან მასწავლა ამ სოფლის და ზოგადად ისტორიის შესახებ. -ახლა გასაგებია რატომ ხარ ისტორიით ასეთი შებყრობილი, ეს ხომ შენს სისხლშია. გუგამ ჩაიცინა. ჰო, მგონი ასეა. ბაბუაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ აწმყოს გასაგებად, წარსული უნდა იცოდე. ბევრი ამბავი იცოდა ამ სოფლისა და მისი ხალხის შესახებ. - ისტორიები ძაფებივითაა, რომელიც გვაკავშირებს წარსულთან. ეს ძაფები კი არ გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ ჩვენი წარმომავლობა. მაგრამ ცხოვრება ძალიან უსამართლოა ხანდახან, რატომ არ შეიძლება ეს ძაფები ყველასთვის ერთი სიძლიერის იყოს და მარტივად არ წყდებოდეს. სამწუხაროა რომ ბევრი თავის ისტორიას ივიწებს. -ასე არაა, გააწყვეტინა გუგამ, შეასძლოა შენ ამის დამალვას ცდილობ, თუმცა შეუძლებელია ძაფი გაწყვიტო, რომელიც წასულთან გაკავშირებს. ეს ძაფი ადამიანთან არაა ინდივიდუალურად დაკავშირებული. ისტორია არ არის მხოლოდ თარიღებისა და მოვლენების ერთობლიობა; ეს არის ძაფი, რომელიც აერთიანებს ჩვენს წარსულს აწმყოსთან და გვაკავშირებს ჩვენი წინაპრების ცხოვრებასთან, ბრძოლასთან და ტრიუმფებთან. ეს ძაფები იმდენად ძლიერია, რომ რჩება მაშინაც კი როცა ადამიანი ქრება. ჩვენი წარსული ხანდახან საკუთარ მარწუხებშიც კი გვაქცევს. გუგამ ბუხრის ძველ ფოტოებს გადახედა. და ეს სახლი... ცოცხალი ისტორიის წიგნს ჰგავს. ყველა ოთახს, ყველა ობიექტს აქვს თავისი ამბავი სათქმელი და მე ამის გაგება მსურს. ნუთუ შეიძლება ასეთი ძლიერი კავშირი რამემ გაწყვიტოს? -როგორც ჩანს მართალი ხარ და ჩვენც ამისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ ამაში. -და ამისთვის მადლობელი ვარ. -ეს რა იყო? შენც გაიგონე? გუგამ თავი დაუქნია და შუბლი შეჭმუხნა. ხო, ეს ალბათ მხოლოდ ძველი მილებია. სწორედ მაშინ, მათ უკან კედელზე ჩრდილი გამოჩნდა. ფიგურა თითქოს ნელა მოძრაობდა. -რა ჯანდაბა იყო ეს?! – წამოიძახა გუგამ, ანერვიულებულმა მიმოიხედა. სალი მკლავში ჩაეჭიდა, ხმა აუკანკალდა. არ ვიცი, მაგრამ უკვე ძალიან მეშინია. საშინელი გუგა და სალი ბურართან შეშინებულები იდგნენ და ერთმანეთს ეჭიდებოდნენ. მოულოდნელსად შუქმა ციმციმი დაიწყო და კიდევ ერთი ჩრდილი გამოჩნდა. - კარგი, ეს ოფიციალურად საშინელებაა, - თქვა გუგამ და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. -მგონი ნიკო მართალი იყო. -ჯანდაბა, ნიკო უნდა ვიპოვოთ. სალიც დაეთანხმა და სასწრაფოდ კიბეებს აუყვნენ. ის იყო ნიკოს ოთახის კარი უნდა შეეხსნათ რომ მოულოდნელად ის მათ უკან აღმოჩნდა, სახეზე ჯოკერის ღიმილითა და მინათებული ფანრით. აბის დანახვა და გუგასა და სალიზე ფერის დაკარგვა ერთი იყო, იმხელა ხმაზე დაიყვირეს, რომ თუ სახლში რაიმე მოჩვენება ნამდვილაც ცხოვრობდა უსათუოდ გაიქცეოდა.  - ჭკუა სულ დაკარგეე! აკანკალებულმა ჩაარტყა სალიმ. -აბა რა გეგონათ ღამურებზე რომ დამცინოდით. - კი მაგრამ რანაირად გააკეთე ეს მოჩვენებები რომ დაფრინავდნენ და სახლის ყველა კუთხიდან ხმა ისმოდა. ოინის ავტორი ამ შეკითხვას ელოდა, ამიტომ სათვალე შეისწორა და მეგობრებს დეტალურად აუხსნა ყველაფერი. ნიკომ, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებში გაცნობიერებული, არამედ საკმაოდ მონდომებულიც იყო, ბოლო ერთი საათი დახარჯა თავისი გეგმის შედგენაში. მან იცოდა როგორ უნდა გადაეხადა სამაგიერო გუგასა და სალისთვის, ხოლო სახლი, თავისი სიძველითა და მისტიურობით იდეალური თანამზრახველი აღმოჩნდა. ნიკომ იპოვა ძველი, მტვრიანი სათავსო, სავსე სხვადასხვა ნივთებით, მათ შორის რამდენიმე ძველი დინამიკი და პატარა, ბატარეით მომუშავე პროექტორი. დინამიკები სახლის სხვადასხვა კუთხეში დამალა მეტი ეფექტისთვის, სტრატეგიულად მოათავსა ისინი სრულყოფილი ხმის ეფექტების შესაქმნელად. ხოლო როცა ვითომ დასაძინებლად წავიდა გეგმაც ამოქმედდა. -და ეს ყველაფერი ერთი ხუმრობისთვის? სალიმ გაბრაზებულმა გაჰკრა მხარი ნიკოს და ოთახში შევიდა. -ზედმეტი მომივიდა? დანანებით იკითხა ნიკომ. -გოგოების ამბავი ხომ იცი ხვალამდე გადაუვლის. მაგრამ მართლა ძალიან შეგვეშინდა, საერთოდ სად ნახე ეს დინამიკები. -ნიკომ მხრები აიჩეჩა და უიმედოდ ამოიოხრა. კარგი ახლა მართლა წავედი თორემ ხვალ ბოროტი დედინაცვალი მუშაობით მოგვკლავს. ამაზე ორივეს ჩაეცინა და საკუთარ ოთახებში შევიდნენ, რადგან ხვალიდან დიდ გამოწვევებთან მოუწევდათ ჭიდილი. ისეთთან, რომელიც აქამდე არც კი უფიქრიათ. თავი XIVმზის სხივები თანდათან ეფინებოდა გუდანის მშვენიერ ბუნებას და ატმოსფეროს კიდევ უფრო მომნუსხველს ხდიდა. დაცვარულ ბალახზე მოფენილის სხვივები ბრწყინავი კრისტალებივით იქონებდნენ თავს. მთებზე საბანივით შემოხვეული ღრუბლებიდან გამომავალი სხივებს ვარდისფერ და ნარინჯისფერ ტონალობაში შეეღება ცა. აყვავებული ყვავილების სურნელი შერწყმული იყო ახლად მოხარშული ყავის სურნელთან, მეგობრების მხიარული ხმები კი ჭიტების ჭიკჭიკს ერწყმოდა. - კარგი, გუნდო, - გამოაცხადა სალიმ, მის ხმაში დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა. -დასუფთავების დროა! -აქ რომ მოვდიოდი კონკიად გახდომა ნამდვილად არ მქონდა გეგმაში, ზმორვით ჩაილაპარაკა ნიკომ. გუგას გაეცინა, მოდი ეს პროცესი უფრო მხიარული გავხადოთ და სახლი საცხოვრებლად შესაფერისს დავამსგავსოთ. დინამიკში მუსიკა ჩართო.  გადაინაწილეს დავალებები, თითოეულმა სახლის სხვადასხვა ნაწილი აიღო საკუთარ თავზე.  გუგა მისაღებ ოთახში, სალი სამზარეულოში და ნიკო კაბინეტში შევიდა. მტვერსასრუტით შეიარაღებული გუგა წლების განმავლობაში დაგროვილი მტვრის  გროვებს ებრძოდა. სალი სამზარეულოს დახლებს ასუფთავებდა და ძველ ჭურჭელს რეცხავდა. ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ ფარდებზე გადავიდა და ძველი, მტვრიანი ქსოვილი ჩამოხსნა. -ამათ სერიოზული რეცხვა სჭირდებათ, - თქვა მან და გარეთ გაიტანა, რომ მტვრისგან გაესუფთავებინა სანამ მანქანაში გარეცხავდა. ფარდები გემის იალქნებივით ფრიალებდა გოგოჭურების ეზოში. გუგას და ნიკოს ზეწრების გამოცვლა ხვდათ წილად. მათ საწოლებიდან ძველი თეთრეული გამოცვალეს და გასამზიურებლად გაიტანეს ეზოში. სამზარეულოში დაბრუნებული სალი წლობით დაგროვილ ჭუჭყს აშორებდა და თეფშებსა და ჭიქებზე ორიგინალური ნიმუშები აღმოაჩინა. საკუთარი თავით კმაყოფილმა გაპრიალებული ვერცლის კოვზი მის შუქზე შეამოწმა და მასში საკუთარი ანარეკლიც დაინახა. ამასობაში ნიკომ თაროებიდან მტვერი გადაწმინდა. ხის თაროების სველი ხელსახოცით გაწმენდამ სპეციფიური სუნი დააყენა სახლში, რაც მეტ სიძველის ეფექტს ქმნიდა. როცა სახლის ძირითადი ნაწილის დალაგებას მორჩნენ. ბაბუის კაბინეტის ათვისება დაიწყეს. კვლევისას აღმოაჩინეს სხვადასხვა დამწერლობით დაწერილი წერილები, ოჯახის წევრების ფოტოები და მცირე ზომის ნივთები. გუგას ყურადღება მიიპყრო განსაკუთრებით ერთმა ნივთმა - პატარა, მოჩუქურთმებულმა ხის ყუთმა, რომლის ზედაპირზეც უცნაური სიმბოლო იყო ამოტვიფრული.-რა არის ეს? ხმამაღლა გაიფიქრა გუგამ, ყუთი აიღო. მისი ზომის მიუხედავად საკმაოდ მძიმე ეჩვენა, გარშემო დელიკატურად ნამუშევარი ჩუქურთმები იყო გამოსახული. -ნამდვილად ძველს გავს, როგორ ფიქრობ, ეს ბაბუაშენს ეკუთვნოდა? - შეიძლება, - თქვა გუგამ და ყუთი ხელში გადაატრიალა. აქამდე არასდროს მინახავს, შეიძლება შიგნით რამე მინიშნება იდოს. - გახსენი, ვნახოთ შიგნით რა არის. გუგამ ფრთხილად გასხნა სკივრი და შიგნით გაყვითლებული ქაღალდის შეკვრა დახვდა, რომელიც ლენტით იყო შეკრული. ფურცლები დაფარული იყო ხელნაწერი ჩანაწერებითა და ესკიზებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი სიმბოლოების განმარტებები. - ბაბუაშენს ნამდვილად ბევი უმუშავია. ჰეი, ეს იგივე სიმბოლო არ არის, რაც ყუთზეა? - მართალი, შეიძლება რაიმეს აღნიშნავს. არ გეცნობა? -არა, პირველად ვხედავ. ნიკო, რომელიც ყოველთვის ტექნიკური უნარებით გამოირჩეოდა სიმბოლოს ფოტო გადაუღო. ამას სიმბოლოთა ბაზაში ავტირთავ შესაძლოა რაიმე დამთხვევა ვიპოვოთ და ეს ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს წარსულთან. მეგობრებმა თავი დაუქნიეს და სახლის დასუფთავების ბოლო ეტაპს შეუდგნენ. გამზიურებული თეთრეული სახლში შემოიტანეს, ფარდები ჩამოკიდეს, ძველი სახლის ყველა კუთხე დაასუფავეს. მათი ურთიერთობა დამღლელ სამუშაოს ამარტივებდა. სახლში სისუფთავის სურნელი იდგა და კამაყოფილები უყურებდნენ საკუთარ ნამუშევარს. ჩვენ ეს შევძელით!  - თქვა სალიმ ღიმილით და სუპერმენის პოზაში დადგა. გუგას გაეღიმა და ხის ყუთი აწია-და ჩვენ ეს ვიპოვეთ. რომელიც ვინ იცის, რა საიდუმლოებას ინახავს. ნიკომ ტაში შემოჰკრა. მოდით, დავისვენოთ, ვჭამოთ და  შემდეგ ჩავუღრმავდეთ ამ ქაღალდებს.  -ღმერთო სულ ჭამა როგორ გაკერია პირზე? -რა ვქნა სალი, მთელი დღე მამუშავე და საჭმელიც აღარ ვჭამო? სალი საკუჭნაოში შევიდა პროდუქტების შესამოწმებლად. ვფიქრობ შეგვიძლია მაკარონი მოვამზადოთ. სწრაფია და მარტივი. ნიკომ თავი დაუქნია. არგად ჟღერს, მე ბოსტნეულს დავჭრი. მეკი სოუსს მივხედავ დაამატა გუგამ.სამზარეულო მალე აფუსფუდა და სასიამოვნო არომატი დატიალდა. სალიმ აადუღა წყალი მაკარონისთვის საიდანაც ორთქლი რბილი ნისლივით ამოდიოდა. ნიკომ ოსტატურად დაჭრა პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ხახვი, საჭრელ დაფაზე დარტყმული რითმები ერწყმოდა მუსიკას, რომელიც ჯერ კიდევ უკრავდა ფონად. გუგამ ზეითუნის ზეთში შეწვა ნიორი, სურნელოვანი არომატი კიდევ უფრო უმძაფრებდათ შიმშილს. - გახსოვს შენთან საჭმლის მომზადებას რომ ვცდილობდით და კინაღამ სამზარეულოს ცეცხლი წავუკიდეთ? თქვა ნიკომ სიცილით და დაჭრილი ბოსტნეული ტაფაში ჩაყარა.გუგამ ჩაიცინა ხო იმიტომ რომ ერთ სულელს გაზის გამორთვა დაავიწყდა.-მოდით, ეს აქ არ გავიმეოროთ. ამ სახლმა აშკარად საკმარისი გამოიარა გუგას ხელში. სიცილით დაამატა სალიმ. საუზმის მომზადება მხიარული პროცესი აღმოჩნდა. მოხარშული მაკარონი და სოუსი ერთმანეთში აურიეს, ბოსტნეულის ცოცხალი ფერები ლამაზად ერეოდა ოქროსფერ მაკარონს. სასადილო ოთახში მაგიდა გაშალეს, უბრალო, მაგრამ ელეგანტური. სალიმ მაკარონის ქვაბი მაგიდასთან მიიტანა, გუგამ და ნიკომ კალათით პური და თასით სალათი დაამატეს. საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილებმა სადღეგრძელოც შესვეს.- ახალი თავგადასავლებისთივს, - თქვა გუგამ და მღელვარებისგან თვალები უბრწყინავდა.- მეგობრობისთვის, - დაუმატა სალიმ და თბილად გაიღიმა.-ისტოიისთვის- დაასრულა ნიკომ და გაიღიმა. მეგობრები მხიარულად საუბრობდნენ და მომავლის გეგმებს აწყობდნენ როდესაც კარზე კაკუნის ხმა შემოესმათ. ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს. გუგა კარისკენ წავიდა. მოულოდნელი სტუმრის დანახვაზე ნოსტალგია გაუმძაფრდა. კიდეზე იდგა ტკბილი, მოხუცი ქალი კეთილი ღიმილით და მოციმციმე თვალებით. რომელსაც ახლად გამომცხვარი პროდუქტებით სავსე კალათა ეჭირა ხელში.- გამარჯობა, გუგა! თქვა მან და თბილად გაიღიმა. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს გნახე. შენ ძალიან გაიზარდე! - თამთინა ბებია! წამოიძახა გუგამ და ძვირფას ბებიას გადაეხვია. შენი ნახვა ძალიან გამიხარდა, გთხოვთ, შემოდით. თამთინა შიგნით შევიდა, მისმა ყოფნამ კომფორტისა და ნოსტალგიის განცდა შემოიტანა ძველ სახლში. კალათა მაგიდაზე დადო, თვალებით ოთახს ათვალიერებდა. - როცა გუშინ მანქანა დავინახე დამაინტერესდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა დილით როცა დაგინახე არ მოვსულიყავი. -კარგადაც მოიქეცი, არ ვიცოდი ისევ აქ თუ ცხოვრობდი, თორემ შენს სანახავად აუცილებდად მოვიდოდი. გუგამ სალი და ნიკო გააცნო, რომლებიც თბილი ღიმილით მიესალმნენ. ჩვენ აქ კვლევითი პროექტისთვის ჩამოვედით. თამთინამ თავი დაუქნია, თვალები ცნობისმოყვარეობისგან უბრწყინავდა. -აჰ, კვლევა. ბაბუაშენი ყოველთვის რაღაც საინტერესოზე მუშაობდა. როგორც ჩანს მისი ეს ჟინი შენც გერგო მემკვიდრეობით. მიხარია რომ ახალგაზრდებს კვლავ გაუჩნდათ სურვილი ასეთ მივიწყებულ ადგილებში სიარულის. ჩემი ძმის შვილიშვილიც ყოველ ზაფხულს მსტუმრობს თავი მარტო რომ არ ვიგრძნო, ახლაც აპირებს ჩამოსვლას, აუცილებლად გაგაცნობ თუ არ ვცდები შენზე ერთი წლით პატარაა. დიდხანს საუბრობდნენ, გუგას ბავშვობას იხენებდნენ, მის ოინებს, როგორ ემალებოდა ხოლმე ბაბუას და ისიც მთელი დღეები მას ეძებდა. საუბარში დრო მალე გავიდა, ბებიაც დაემშვიდობა ბავშვებს და ისინიც თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ.თავი XI სტუმრის  წასვლის შემდეგ ტრიო მისაღებში შეიკრიბა და თავიანთი კვლევის განხორციელებას შეუდგა. ოთახს, რომელსაც ძველი იერი დაებრუნებინა მყუდრო, მაგრამ იდუმალი ატმოსფერო დაჰპატრონებოდა. მზის შუქი გაპიალებული ფანჯრებიდან ბჟუტავდა და თბილ, ოქროსფერ სხივებს აფრქვევდა ვინტაჟურ ავეჯსა და ძველ, ხის იატაკზე. დაძველებული ხის სუნი თამთინა ბებოს მოტანილ ფუნთუშების სურნელს შერეოდა და მომაჯადოვებელ ატმოსფეროს ქმნიდა. ნიკომ ლეპტოპისთვის ოთახში მდგარი დიდი მაგიდა დაიკასუთრა. თითები დაატკაცუნა და კლავიატურაზე სწრაფი მოწრაობით რაღაცას კრეფდა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება მიეღო. მის გვერდით კაბელების მთელი გროვა იყო, რომელთა დანიშნულების გარკვევაც მხოლოდ მას შეეძლო. რაღაც მოწყობილობების მეშეობით შეძლო და ლეპტოპში ინტერნეტიც დააკავშირა. ამასობაში ბუდას პოზაში მჯდომი სალი, გარშემო შოკოლადის ქაღალდების მთით ხალიჩაზე მოკალათებულიყო, და  წიგნებში ჩაფლულიყო. დღიური, რომელიც უცნობმა გუგას აჩუქა კლუბში, გადაშლილი ედო. მისი მახვილი თვალებით ათვალიერებდა გვერდებს, მისი თითები მიუყვებოდნენ რთულ სიმბოლოებსა და ასოებს, რომლებიც ავსებდნენ გაყვითლებულ ფურცლებს. მას თან ჰქონდა საკუთარი რვეული, რომელიც სავსე იყო ჩანაწერებით სხვა და სხვა სიმბოლოებსა და მათ მნიშვნელობაზე. გუგა გაცვეთილ, ტყავის სავარძელში მოთავსებულიყო, სადაც ბაბუა იჯდა ხომლე. გვერდით პატარა მაგიდაზე ძველი საბუთებისა და წერილების დასტა ჰქონდა გაშლილი. ფურცლების კითხვისას კონცენტრირებული გამომეტყველება ჰონდა და პარალელურად საკუთარ რვეულში აკეთებდა ჩანაწერებს. ოთახი სავსე იყო ქაღალდის შრიალის რბილი ხმებით, კლავიშების ტკაცუნით და ხანდახან ვიღაცის ხმამაღლა კითხვისა თუ კითხვის დასმით გამოწვეული ხმაურით. ტრიო მუშაობდა ჰარმონიულ სიჩუმეში, თითოეული ჩაფლული იყო თავის საქმეში. ნიკოს ლეპტოპი რაიმე სახის დამთხვევისას ხმებს გამოსცემდა რაც ამ უკანასკნელს ძიების არეალის შემცირებაში ეხმარებოდა. მისი თვალები ეკრანზე იყო მიმართული, ისეთი დაჟინებული მზერით უყურებდა მონიტორს, ცოტაც და მზერით გახვრეტდა - მიდი, მაჩვენე რამე, - ჩაილაპარაკებდა ხოლმე და თან მარცხენა ფეხს ნერვულად ათამაშებდა. სალი ამასობაში დღიურში იყო ჩაფლული. სიმბოლოები და ასოები უძველესი იყო, მაგრამ მან შეძლო ზოგიერთი მათგანის ამოცნობა კრიპტოგრაფიისა და უძველესი ენების წიგნებიდან. ის გამალებით იწერდა ნიებისმიერ სიმბოლოსთან მიახლოებულ ნიშანს და ცდილობდა საიდუმლო შეტყობინებების გაშიფვრას.  გუგას სახეს ძველ საბუთებში ქექვისას გაოცება არ მოშორებია. ის აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, თუ როგორ ჰქონდა ბაბუამისს ყველაფერი დეტალურად აღწერილი და შენიშვნები დართული ძველი ლეგენდებისა და მითების შესახებ. ზუსტად მაშინ, როდესაც მზე გორებს ეფარებოდა და  ოთახს გრძელი ჩრდილები მოჰფინა, ნიკომ შესძახა - რაღაც ვიპოვე! სალიმ და გუგამ თავიანთი სამუშაოდან თავები ამოყვეს და როგორც პატარა ბავშვები ტკბილეულს ისე იყურებდნენ ნიკოს. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და თავმომწონედ წარმოთქვა -დავიწყებულთა სიგილი! მას დავიწყებულთა სიგილი ჰქვია. ეს უძველესი სიმბოლოა, რომელზეც არაერთი ლეგენდა არსებობს. ითვლება, რომ მისი წარმოშობა ათასობით წლით თარიღდება, იმ დროიდან, როდესაც უძველესი ცივილიზაციები ყვაოდნენ ახლანდელ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. სიმბოლო თავისთავად რთული გეომეტრიული დიზაინისაა,  რომელიც გამოსახულია როგორც წრე, რომელიც შედგება ერთმანეთზე მრავალგზის გადაკვეთილი ხაზებისგან, ფიქრობდნენ, რომ წრის შუაში მოქცეული ბირთვი იყო განძი, რომელიც უნდა დაეცვათ, ხოლო მის გარშემო მოქცეული ხაზები განძისკენ მიმავალი გზის ასარევად იყო. ამბობენ, რომ სიგილის ბირთვი წარმოადგენს მატერიალური და სულიერი სამყაროების კვეთას, ფარული ცოდნისა და უძველესი სიბრძნის კარიბჭეს. ითვლება, რომ მისი რთული დიზაინი სიმბოლოა სულის მოგზაურობის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვინც ამ საიდუმლოს ამოხსნის და ბირთვამდე მიაღწევს, სამყაროს ღრმა საიდუმლოებების გაცნობიერებას და გაგებასაც შეძლებს.სალი დაიხარა და სიმბოლოს უფრო დეტალურად დააკვირდა, შემდეგ მის რვეულს მიუბრუნდა - აქამდე როგორ ვერ ჩევნიშნე. ეს ემთხვევა ამ დღიურში არსებულ სიმბოლოებს, რომლებსაც თუ გავაერთიანებთ მაგ სიმბოლოს ვიღებთ. ის დაკავშირებულია მეურვეობასა და დაცვასთან. ვინც ეს მოგცა, გუგა, უნდოდა რაღაც მნიშვნელოვანი გეპოვა, ან დაგეცვა. გუგამ თავი დაუქნია. ბაბუაჩემი აშკარად სერიოზულ აღმოჩენასთან იყო ახლოს. - გუგა, მისმინე, არ მინდა ცუდად გამოვიდეს ან შეცდომაში შეგიყვანო, მაგრამ, რადგან ბაბუაშენი ასეთ მნიშვნელოვან ამბავს იკვლევდა და შესაძლოა ამბის გაგებასთან ახლოც იყო, იქნებ...იქნებ... -სალიმ ვერ შეძლო წინადაგები დასრულება. -იქნებ მისი ავარია უბედური შემთხვევა არ ყოფლა?- მისი ნათქვამი გუგამ დაასრულა. ცოტა ხნით ოთახში სულისშემკვრელი სიჩუმე ჩამოწვა. ხო, ამაზე მეც ვფიქრობდი. თანაც იქნებ გზაზე მომხდარი ინციდენტიც შემთხვევითობა არ ყოფილა, იქნებ საშიშია ამ ყველაფირ გამოძიება. ბავშვებო, არ მინდა ამის გამო საფრთხე შეგეგმნათ. თბილისში უნდა დაბრუნდეთ, ეს ყველაფერი ჩემი პრობლემაა, საფრთხეში ვერ ჩაგაგდებთ. ლექტორს ვეტყვი, რომ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ. -თავი რამეს ხომ არ მიარტყი! აღშფოტებულმა წამოიყვირა ნიკომ. მგონი მაგ ფურცლებში ძრომიალმა სულ გაგაგიჟა, მეგობრები რისთვის არსებობენ, აქ ერთად ჩამოვედით და ამ ყველაფერსაც ერთად გამუმკლავდებით. -ხო, თანაც სად სამის ცოდნა და უნარები და სად ერთის, ნიკოს გარეშე ამ სიმბოლოს მნიშვნელობას ხომ ვერ გაიგებდი. მხარი აუბა სალიმაც. გუგა მადლიერი იყო მისი მეგობრების თანადგომით, იცოდა, რომ მათი იმედი სულ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც ეშინოდა მათი საფრთხეში ჩაგდების. გუგამ ისევ ზარდახშაზე გამოსახულ სიმბოლოს გადაუსვა ხელი. -ესეიგი საქმე გილდიის მაგვარ ჯგუფთან გვაქვს, რომელიც რაღაც ცოდნას იცავენ? -არა მხოლოდ ეს, აქ კიდევ არის ინფორმაცია. ნიკო ლეპტოპს მიუბრუნდა.ლეგენდის თანახმად, დავიწყებულის სიგილი გამოიყენებოდა მეურვეების ფარული ბრძანებით, რომლებსაც ევალებოდათ უძველესი ცოდნის დაცვა. ითვლებოდა, რომ ეს მეურვეები, რომლებიც ცნობილია როგორც სიგილის მცველები, ფლობდნენ სხვა და სხვა შესაძლებლობებს და ცოდნას, რომლებიც გადაეცემოდა თაობებს. ისინი იყვნენ წმინდა ტექსტების, არტეფაქტებისა და ეზოთერული სიბრძნის მცველები. ამბობენ, რომ მცველებს ჰქონდათ სულებთან ურთიერთობის, ბუნების ენის გაგებისა და უძველესი მაგიის გამოყენების უნარი. ეს სიმბოლო ხშირად იწერებოდა ამულეტებზე, გრაგნილებსა და კარებზე, რაც დამცავი ბეჭდის ფუნქციას ასრულებდა, რომლის გაშიფვრა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისაც სათანადო ნიჭი და ცოდნა ჰქონდათ. მთელი ისტორიის მანძილზე დავიწყებული სიგილის დანიშნულების სხვა და სხვა ვარიანტი არსებობდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდა მოგვითხრობს მთების სიღრმეში დამალულ დიდ ბიბლიოთეკაზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ატარებდა სიგილს ან მათი შთამომავალი იყო. როგორც ამბობენ, ეს ბიბლიოთეკა შეიცავს წიგნებს და გრაგნილებს, რომლებიც ინახავდნენ სამყაროს საიდუმლოებებს, მათ შორის სიცოცხლეზე, სიკვდილისა და სამყაროს შექმნაზეც.მაგრამ ეს ყველაფერი არაა. კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ეს სიგილი იცავს მარადისობის თვალს, კრისტალს, რომლის მატარებელს საშუალებას აძლევდა დაენახა რეალობის მიღმა ანუ მომავალი. ამბობდნენ, რომ თვალი დამალული იყო დავიწყებული სიგილის მცველების მიერ დაცულ ტაძარში. ბევრმა ავანტიურისტმა და მეცნიერმა სცადა მისი მოპოვება თუცა მათი მცდელობები კრახით დასრულდა, ბევრი მათგანი დაიღუპა კიდეც. გუგა და სალი სულგანაბულები უსმენდნენ ნიკოს და ცდილობდნენ მისი ნათქვამი ყველა სიტყვა გაეაზრებინათ. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და მიღებულ ინფორმაციას აანალიზებდნენ. თავგადასავალი, რომელიც მათ წამოიწყეს, უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კვლევითი პროექტი; ეს იყო მოგზაურობა მათი წინაპრების ფარული ჭეშმარიტებისა და გუდანის საიდუმლოებების გამოსავლენად.