სულთა ნეგენტროპია
სულთა ნეგენტროპია
თავი 1: დაკარგული მთლიანობა ანტიოქია, ოქროს ბრწყინვალებითა შემოსილი ქალაქსახელმწიფო, მძლავრ ძალასა და დიდებულებას გამოხატავდა. ქალაქი, რომელიც სავაჭრო გზებზე კონტროლის ფლობითა და ძვირფასი მასალებით იყო განთქმული სინამდვილის ოქროს ხატად მიიჩნეოდა. მის გალავნების მარმარილოს სვეტები ქალაქის ბრწყინვალებასა და ძლიერებას ხაზს უსვამდა. არდა, დედაქალაქის მმართველი, თავისი ძალაუფლებითა და სილამაზით ტკბებოდა. შავი, გრძელი თმა ოქროსფერი გვირგვინის ქვეშ ელვარებდა და გვირგვინს სინათლეს ეცილებოდა. მისი კანის სინაზე უმალ იქცევდა ყველას ყურადღებას თუმცა შეხების სიამოვნება მხოლოდ არდას მიერ არჩეულებს ჰქონდათ. არდას სილამაზე და დამატყვევვებელი მზერა ყველასთვის ცნობილი და სახიფათოც იყო, რადგან სინაზის უკან მისი სასტიკი ბუნება ყოველთვის თავს იჩენდა ხოლმე პერიოდულად, არდა მუდამ თავად ირჩევდა პარტნიორს, მისთვის არასდროს ჰქონდა აზრი გარეგნულ ნიშნებს, სქესს, ასაკს ან წარმომავლობას. დღეს, როგორც ყოველთვის, არდა დიდებულ დარბაზში იჯდა, სადაც სამხედროები და მრჩევლები მის ბრძანებებს ელოდებოდნენ. მისმა ხმამ დარბაზი მოიცვა, მკაცრი და მტკიცე იყო: „დასავლეთის ელჩს გასცეთ ჩვენი ოქრო, მაგრამ მხოლოდ ის, რაც ჩვენს მოკავშირეობას გაამყარებს.“ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, მისმა სიტყვებმა გარემო ჩახშო.მარმარილოს სვეტები და ოქროს ნათება არდას ყოველდღე სავსე ნუგეშითა და სიდიადის შეგრძნებით კვებავდა, თუმცა, არდას გულში ცარიელობა მეფობდა. სასახლე მდიდრული და შთამბეჭდავი იყო. ეზოში დიდი მარმარილოს სვეტების ქვეშ ვერცხლისფერი წყლის ნაკადები მიედინებოდა, ხოლო ფარდები და ძვირფასი ქვის გარსები ოთახის სილამაზესა და დიდებას კიდევ უფრო უფრო კარგად უსვამდა ხაზს. უნიკალური მუზეუმური ფერწერული სურათები, რიტუალური ნივთები და დეკორატიული მასალები ამ მშვენიერი გარემოს კიდევ უფრო მეტად ამდიდრებდა.მელკველი, არდას ერთგული მსახური, შორიახლოს ტრიალებდა „აბაზანის მიღება მსურს,“ – თქვა არდამ, თავის სევდიანი მზერა სხვებისგან მოიშორა და ფრთხილად გაემართა ოთახისკენმელკველი არდას მიმართ უჩვეულო ზრუნვას გამოხატავდა. „ახლავე, ქალბატონო,“ მელკიველი ყოველთვის გრძNობდა არდას სულის სიღმესა და მელანქოლიას. „ჩვენი -წარსულის გაგება, ,“ – მელკველმა მიუგო, „სხვადასხვა გზით ხდება. შეიძლება ჩვენი გულწრფელი სურვილები და სულიერი ძიება ამ სამყაროს მატერიალური სიდიდით ვერ შემოიფარგლოს. შესაძლოა, მხოლოდ სულიერი სიღრმეების წვდომა და საკუთარი ქვეცნობიერის შეცნობა გვჭირდება ჩვენი მთლიანობის აღდგენისთვის.“„და შენ რა იცი”– არდამ ირონიული მზერით გახედა. ანდა რატომ არ შმიძლია სიხარულის პოვნა, სმაყაროში რომლის სილამაზე ამოუხსნელი და შეუცნობელია ვხედავ მხოლოდ ზედაპირულ კმაყოფილებას.“„ყოველივე ზედაპირული ამ ცხოვრებაში,“ – მელკველმა უპასუხა, „მგონია, რომ ჩვენს შინაგან სამყაროსა და სულიერ სიღრმეში უნდა ვეძიოთ სამყაროს უწყვეტობის გზები, ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალაი, ჩვენი სხეული, ეს სასახლე, ყველაფერი დროებითი თავშესაფარია. მხოლოდ სულია მარადიული, რომელიც სამყაროებს, ეპოქებს მიღმა მოგზაურობა. მხოლოდ სხეულს იცვლის თითქოს დიდებული კაბები იყოს, დაბადებიდან ჩვენმა სულმა იცის რა მოიმოქმედოს, არაფერია შემთხევითი, ყოველი წამი გათვლილია ჩვენი სულისთვის, სხეული მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, წამი… წამი ხომ არც არსებობს, დრო ყველაზე სულელური გამოგონება,ა დროის ათვლა სრული აბსურდია რაც კი ადამიანებს მოუგონიათ. შინაგან არსებაში უნდა მოვიძიოთ ჩვენი სულის დანიშნულება.„ამგვარად,“ – არდამ სევდიანად თქვა, „ვიპოვნო სრულყოფილება და სულიერი სიმშვიდე - ასეთია ჩემი მიზანი. მაგრამ რა გზით შეიძლება მივიდე იმ შორეულ და უმნიშვნელოვანეს ზღვარზე….მელკველი განაგრძობდა …..მისი თითების ნაზი შეხება არდას სხეულზე და მზერა სავსე იყო ღრმა განცდით. „ჩვენი სულიერი გაკვეთილები, იმ გზებით იხსნება, რომელთა მიმართულებაც ამქვეყნიურ სიხარულს უკიდურესად შორდება და შინაგანი სიღრმეებისკენ მიემართება. ჩვენი შინაგანი სამყარო ბნელ გზას ჰგავს,უსიერ ტყეში. სადაც ჩირაღდანი გვესაჭიროება; ეს ჩირაღდანი ჩვენი ფიქრებისა და ემოციების დაკვირვებაა, საკუთარი თავის შესახებ ცოდნაა, რომელიც ბნელში ნათელ ნაპერწკლებს გვაძლევს.შუაღამე მოახლოვდა, არდა და მელკველი მარტო იყვნენ იმ ძველი და მშვენიერი ოთახში, სადაც მხოლოდ მელკველის მიერ დამზადებული სანთლების რბილი შუქი ანათებდა არდა მიწოლილია სამეფო საწოლზე, მელკიველი მის გვერდითაა და ნაზად უსწორებს თმას„ქალბატონო,“ – თქვა მელკველმა ჩუმად და მორცხვად, მაგრამ მისი ხმა სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. მისი თითების შეხება არდას სხეულზე იმდენად ნაზი და მგრძნობიარე იყო, რომ თითოეული მოძრაობა ღრმა სიამოვნების განცდას იწვევდა. მელკველი მხურვალე თითებით ნაზად შეეხო არდას კანს. ეს შეხება მიუწვდომელი ღრუბლის კონის შხებას ჰგავდა, ისეთივე ნაწი იყო როგორც ახალი აბრეშუმი. არდა და მელკიველი მსუბუქად, ნელა, იძირებოდნენ სინაზის და ვნების ნაკადში.