იდენტობის ფრაგმენტები
იდენტობის ფრაგმენტები
პროლოგი შინაგანი ოსტატი ცხოვრება მარადისობისა და აბსურდულობის შერწყმაა. ის მოაზრებს იარებსა და შინაგანი ხმის გამოძახილთა ხმოვანებას. მასში ინთქმევა წარმავლობის სევდა. თავად გამარჯვებული ტოვებს ასპარეზს, თუმცა არსებებს, ადამიანებს ხვდებათ ის ცელი, რომელსაც იქნევს როგორც ცეცხლი, ასევე ქარი. დრო გადის... კიდევ უფრო მძიმდება გზა ან პირიქით, თუმცა ტვირთით, ჯვრით მივექანებით იმ ფინიშისკენ, რომელსაც ბოლო არ აქვს. მაგრამ ოხ ეს შინაგანი კათარზისი და წადილი სირბილისა, სიარულისა, ხოხვისა. მივექანებით და ვთქავთ იმას, რაც გაქრება ჩვენთვის, მხოლოდ ჩვენთვის. საქმე ისაა, რამდენ ტკივილს ავიტანთ, გვეყოფა კი ძალა შევინარჩუნოთ იდეა,რომლისკენაც მივილტვით?გზაზე ვიღუპებით, ვიჩეხებით, ვეხვევით სისხლში, შეუმჩნეველ ნაიარებებში, მაგრამ სვლა ისევ გრძელდება. მაინც ვუქროლებთ სიყვარულს, იმედგაცრუებას, ადამიანობას. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მძიმე გასაზიდია ეს სანახაობა, თუმცა აღნიშნული ხომ ვნებაა, ადამიანად ყოფნის, განცდის ლტოლვა. ამიტომ ვარჩევთ სრიალს იმ თავშესაფრისკენ, რომელიც გადაგვჩეხს დავიწყებაში ან გვაზიარებს იმ ძალმოსილებას, რომლის დაუფლებაც ჩვენზე დიადებმაც ვერ მოახერხეს. იცით გზის ბოლოს რას ვიტყვით? მთავარია, რომ განვიცადე და დაე დაინგრეს, ქვიშაში ჩაინთქას ეს ხელნაკეთი კოშკები, ოღონდ არ წაიღოს ის თავისუფლება, რომელსაც მე მანიჭებდაა მათი შენება..... ჩემს გულში კუბიკების აწყობას ვარჩევდი, ვიდრე ცათამბრჯენთა დაუფლებას. თუმცა ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. სიმარტივეში ჩნდება ყოველთვის სიძნელე, ისაა მისი პირმშო. ამიტომ მიძნელდებოდა დამედო კიდევ ერთი კუბიკი ჩემს სიმაგრეზე. მთელი ცხოვრება შინაგანი ოსტატი ვიყავი, თუმცა ისე დავიღალე, რომ წლობით ნაშენი ერთ წამში ჩამოირღვა, როდესაც იგრძნო, რომ გამოეცალა სულიერი თავისუფლება. ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც დავიწყე ფიქრი სიკვდილზე, უფრო სწორად სურვილი მისი. ცხოვრება გაიპო. მხოლოდ სიცარიელე დარჩა. გარემომ, ბედისწერამ ვერ გაანადგურა ჩემი შიში თუმცა იცით ვინ გამოიწვია ეს სულიერი სიბნელე? ნუ ეძებთ გარეთ პასუხს, თავად ჩემშია ამოცანის პასუხი. წარღვნა მაშინ დაიწყო, როდესაც უარვყავი აღდგომა და ჩავენთქე უფასურობაში. ჩემი ცრემლები ჩემივე ბრალი გახდა. თუმცა ეს ზედმეტი სიმკაცრეა.. მხოლოდ მე არ ამიშენებიაა ჯებირები. იარებმა და უსამართლობამ შემაჯახა ბარიკადებს. არადა როგორ მჯეროდა, რომ ზეცაში ყველა ერთნაირად ახერხებდა აცქერას. მაგრამ ჩემი ზღაპარი ისევე დაშორდა ჩემს ისტორიას, როგორც სიწრფელე ბავშვობიდან ამოზრდილთ. ჩემი მოთხრობა კი იწყება აი ასე, ხოლო დასასრული არ ვიცით როდის მოვა.მაგრამ გზა ჯერ კიდევ გრძელდება. ზოგჯერ სუნთქვა მეკვრება, როდესაც წარმოვიდგენ, თუ რაოდენ მტანჯველი იქნება მისი ლაბირინთები. ყოველი ნაბიჯი ბრძოლაა ხელყოფილ ჩრდილებთან, ყოველი ამოსუნთქვა კი დაუმორჩილებლობის დადასტურებაა სიცარიელის წინააღმდეგ.ზოგჯერ მგონია, რომ ეს უბრალოდ ჩრდილების ცეკვაა, მე კი მიწევს, ვიპოვო სიცხადის წარმავალი მომენტები. მინდა შევაგროვო ისინი სინათლისა და სიბნელის ამ ცეკვაში. სუნთქვაშეკრული სიხარულით აძგერებული გულით გავიქცე წვიმაში და მარტომ გავაგრძელო ჩემი ცეკვა. მე ჩემს არსს ამით ნელ-ნელა ვაყალიბებ ტანჯვისა და სიხარულის ჭურჭელში.მინდა ჩავთვალო, რომ თითოეული ცრემლი ღირსების სამკერდე ნიშანია, მაგრამ ღამის სიჩუმეში თუ მოვუსმენ ჩემს წარსულ ტირილის ხმას მივხვდები, რომ წმინდა სივრცეში მე ამით ჩემი ნაგებობის ნანგრევებს მივაყოლე სევდა, მაგრამ ბურუსში მორევის უკანასკნელ კედელთან შევჩერდი.მე ცხოვრება დანიშნულების ადგილად აღვიქვი და არა მოგზაურობად.არ გამომივიდა დიდებული ნაგებობების აშენება, თუმცა მე შევცურე ამ აბსურდში, სიმშვიდე დავთმე და თან იმედი წარვატანე,ბავშები ატირდნენ ჩემს ზღაპარზე, მე ბევრი ვნება ჩავკალი სამარადისოდ, მაგრამ შევძელი დამეტოვებინა მცირე ნაკვალევი, არსებობის ჭეშმარიტების ძეგლად და გამძლე სულის აღქმათ. თავი პირველიქუჩაში ხშირად წვიმდა.მასველებდა.მეც გავრბოდი....ვუსწრებდი ხალხს.ძალით მივიწევდი,მაგრამ არცერთი ადგილი არ იყო ჩემი საკუთრება.ყოველი თავშესაფარი მხოლოდ კეთილი აგურების გროვა გახლდათ.ამიტომ ვგრძნობდი თავს სტუმრად.თითქოს უბილეთო მგზავრი ვიყავი,რომელიც მხოლოდ მირბოდა,თუმცა საით არ იცოდა...გზა გრძელი იყო,თან სახიფათო.მტანჯველი,როგორც ცხოვრება,მაგრამ მე მაინც მივიწევდი.ჩემი ისტორია ქუჩით იწყება.არცერთი მზრუნველი არ მყოლია ბავშვობაში.რატომ?იმიტომ,რომ ობოლი ვიყავი.მხოლოდ ერთი ბებო მყავდა.ისიც მათხოვრობდა ჩემსავით,თუმცა ყოველ დილით ქუჩაში გასვლის წინ ტიროდა...რადგანაც რცხვენოდა თავისივე თავის.ცრემლებით მთავრდებოდა ბებოს საღამო.რა იყო ამის მიზეზი?ისევ სირცხვილი.მისი სახელი არ ვიცოდი.მას ერთხელაც არ თქვამს ეს ჩემთვის. ***ერთხელ სიცივეში მწოლიარეს ხმები მომესმა.მათ მე გამათბეს.ვერ გავერკვიე თუ რა იყო ეს,რამეთუ სიამოვნების შეგრძნება ჩემთვის უცხო გახლდათ.ხმებს გავყევი,მიუხედავად იმისა,რომ ფეხშიშველი მივაბიჯებდი,პირველად ვერ ვიგრძენი სიცივე.ბგერებს ვაღმერთებდი,ხოლო მათ კი უსასრულობაში მივყავდი.ძიებამ ერთ შენობამდე მიმიყვანა.დიდხანს ვეღარც კი გავერკვიე საით წავსულიყავი,მაგრამ გულმა მიკარნახა,რომ ხმები მეორე სართულზე გაისმოდა.რთული იყო ასვლა,მაგრამ მე მათ მოჯადოებული ვეძებდი და მივაგენი კიდევაც.ადრე ასეთი რამ არ მენახა.ოთახში დიდი თეთრი ფიგურა იდგა,მისი სახელი გვიან გავიგე.მას კი ულამაზესი ხანშიშესული გამხდარი ქალი ეჯდა,თვალები დაეხუჭა და მარტო ხელებს ამოძრავებდა.მისი თითები საუცხოოდ მოძრაობდნენ.სამყაროში არ მენახა ასეთი იდუმალება.ის უკრავდა,მე კი ვუსმენდი და ვხვდებოდი,რომ ორივე ვგრძობდით ჭეშმარიტებას.მოულოდნელად ხელები გაჩერდნენ.ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობას დავუბრუნდი.ახლა აღარაფრით გამოირჩეოდნენ ბგერები,რამეთუ დაშორდნენ ფიგურას.უცხო ქალი ნაზად წამოდგა,მან თითქოს დაკარგა თავისი სიფარფატე და სინაზე.ის კარისკენ გაემართა,ოთახიდან გავიდა და მოულოდნელად ჩაბნელდა ყველაფერი.ერთი წუთის წინ არსებული ამდენი ფერი გაშავდა და ერთფეროვანი გახდა.ყოველივე ამან დიდად დამამწუხრა.ქვევით გამოვცოცდი და ტირილით გავყევი გზას.უკან მიმავალმა რაღაც ვიგრძენი.იცით რა იყო ეს?სიცარიელე.ისევ ვიგრძენი სიცივე და ახლა უკვე შიშმა დამძლია,რამეთუ ვიგრძენი ჩემი არარაობა. *** მეორე დღეს ბებომ გამაღვიძა. თვეში ერთხელ ყვავილებს ვყიდულობდით,შემდეგ კი ქუჩაში ვყიდდით.რამოდენიმე კვირა ასე გრძელდებოდა.ყოველივე ეს ბებომ მოიფიქრა.არასდროს უთქვამს თუ რატომ,მაგრამ ასეთ დღეებში მისი თვალები ყველაფერზე მეტყველებდნენ.ისინი აღარ იხრებოდნენ ყოველი ხურდის დანახვაზე.პირიქით,თვალები ნათდებოდნენ და უფრო ლამაზიც კი ხდებოდნენ.ბებო არასდროს მიშვებდა ასეთ დროს ხელს,რადგანაც მე მხოლოდ რვა წლის ბავშვი ვიყავი,მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი.ბებო პირველი ადამიანი გახლდათ,რომელმაც შემიყვარა.მას არასდროს ჰქონია გამორჩეული ყვავილი,მე კი ყოველთვის იასამანი მიყვარდა.მისი დანახვისას სულში სითბო მეღვრებოდა.ბებომ ეს იცოდა,ამიტომ ყოველ თვეში იასამნის ყვავილობისას,მხოლოდ მათ ყიდულობდა.არვიცი მოსწონდა თუ არა ისინი,მაგრამ იასამანს,ფასის მიუხედავად,ყოველთვის ყიდულობდა.ამ დროს ვნახულობდი პირველად ადამიანობას.ქუჩაში ბევრი ხელი მომხვედრია,მიტირია თითოეულის გამო და დამიწყევლია ჩემი ცხოვრება,მაგრამ ბებოს ამ საქციელის დანახვისას კი ვხვდებოდი რატომ ვცხოვრობთ და სინამდვილეში რა დანიშნულებით მოვევლინეთ ამ სამყაროს,მაგრამ ვაი რომ ბევრს არ სწამს ამის.იასამანო-სწორედ ასე მომართავდა ბებო, ალბათ მიხვდებით თუ რატომაც. მთელი დღე ვიმუშავეთ. საღამოს კი ჩვენს ადგილას დავბრუნდით. დაძინებამდე ბებომ ხელი გადამხვია და მკითხა.-დაიღალე?-ძალიან.-გშია?-კი,ძალიან.ამის გაგონებაზე ის წამოდგა. მის მოძრაობას ეტყობოდა თუ რაოდენ დაღლილი იყო,მაგრამ ამან ვერ შეაჩერა და ის გაიქცა.თავიდან თვალი სწვდებოდა მის მოძრაობას,თუმცა შემდგომ დაიკარგა.ყოველთვის თვალწინ მედგა,თუ როგორ მირბოდა მძიმე ნაბიჯებით.მის სახეს ვერ ვუყურებდი,თუმცა ვგრძნობდი,რომ ტიროდა.ის მიდიოდა და როგორც წესი,ღამით ბრუნდებოდა მცირე ულუფით,მაგრამ იმ დღის შემდეგ ის აღარ დაბრუნებულა.