სარკმლის მიღმა
სარკმლის მიღმა
სარკმლის მიღმა შესავალი ადამიანის სამყარო ახალი, მისთვის გამოცდის ტოლფასი და გაძლიერების მიზანი. იტრიალეთ, იფრინეთ მიუვალ დროში ჩვენთვის მიუვალ და მიუწვდომელ და მისთვის ამოხსნილ სივრცეთა ტრიალში. დღე თენდება და ივსება , ახლის მოლოდინში და გვიმზადებს ყოველ დღეს დროსთან შეთანხმებით. იცხოვრე ფიქრის მოლოდინში, ის შენში შემოაბიჯებს და შემოიტანს ლამაზ სამყაროს, სიცოცხლით დატვირთულს. სამყარო ყოველთვის იჭრება შენში მდუმარე, მიეცით უფლება მღელვარების. იყავი მშვიდი მზის სხივების შვილი, სიკეთის მატარებელი და მფრქვეველი, იტრიალე და ირგვლივ აფრქვიე სურნელთა გროვა. იყავი საკუთარის ერთგული მეგობარი. 28. 04. 2022წ. თავი 1ადამიანი რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე, დავინტერესდი მისი ცხოვრების იდუმალებით და გადავწყვიტე მასთან მეგობრობა, დრო და დრო ვხვდებოდი , რომ ადვილი არ იყო, მასთან ურთიერთობა. ცოტას საუბრობდა, მაგრამ დროს მივენდე და მომცა მან ეს შანსი, რომ გამეგო მის შესახებ, თუ , როგორ ცხოვრობდა თავის სამყაროში. დრო საოცრება ყოფილა და ამოუცნობი, მაგრამ საინტერესო, სამყარო შეუცნობი და ამოუხსნელი ფარული შტრიხებით. ჩნდებიან იბადებიან და ვითარდებიან ადამიანები, რომელთა გაგება და თუნდაც საუბარი მიუვალია და სირთულით მოცული. ეძებ სიტყვებს რა უნდა კითხო და უპასუხო, რომ თავი არ იგრძნო უხერხულ მდგომარეობაში. მინდა მოვყვე რაც რეალობას შეესაბამება, თვალით დანახულს და მოსმენილს. ადამიანის სახე სიტყვებით სავსე და ამავ დროულად ცარიელი მზერა, უმეტყველო სიცარიელე, შიში გიპყრობს გაფიქრებს და მისი იდუმალება გაფორიაქებს. ცხოვრობს თავის სამყაროში, იქ სადაც არავინ არაფერს ქმნის, ყველაფერი თავისით იქმნება და იცვლის სახეს. სურვილი გიჩნდება შეისწავლო და შეიგრძნო ეს ადამიანი და მასთან სიახლოვე მეტად გიზიდავს თავის ლამაზ სამყაროში. ჩემო კეთილო მეგობარო, შენში დიდ სიკეთეს ვხედავ, ამოუცნობ სიხარულს და ბედნიერებას თავის სახეს, რომ მალავენ. სიყვარულზე არ ვიცი რა ვთქვა, სიცარიელე ებღაუჭება და ითრევს თავის მშრალი მკლავებით, რომ მოაქციოს მარწუხებს შორის. იბრძოლე დრო შენში მოიტანს დიდ ბედნიერებას, შემოსილს ფერადი სხივების მანათობელი თვალებით. ძლიერები არ იბადებიან, ძლიერები შემდეგ ხდებიან, ცხოვრების დიდი გზების გავლისას და მისი შეგრძნებისას, გვასწავლის და გვახსენებს თავს, რომ არ დაეცე იარე წინ ლამაზი სიტყვებით დატვირთულ გზებზე. იყო ლამაზი დღეები, მისი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა სიყვარულით, სიკეთით სავსე. მოულოდნელად მისი გული სევდამ დაფარა მისი ცრემლით. დაეღუპა დედა, მისთვის დიდი იმედი და სათნოება. დედაზე საუბრის დროს, თვალებში დიდი სითბო ებადება და მასზე მოგონებები, მისი ნათელი თვალები ცრემლს მალავს. პატარა ქალბატონი ლამაზი პირსახის, თეთრი სახის კანით და შავი ბრიალა თვალებით, ავსებდა თავის მრგვალ სახეს და შავი მუქი თმის ფერი აძლევდა სილამაზეს. მისი ღიმილი ყველას ავსებდა სიკეთით , სიყვარულს აფრქვევდა და ამით ნათელს ჰფენდა მათ არსებობას. შვილებს ჩუქნიდა ლამაზ მოგონებებს, თავისი მოფერებით და თბილ, ლამაზ სიტყვათა კონით. მას დრომ მოულოდნელად აჩუქა მანათობელი მზის სხივები, მან შექმნა ოჯახი , რომელმაც მიზნად დაისახა სიყვარული და ბედნიერება. მოევლინა მის ცხოვრებაში და გაიზარდა ლამაზი ცქრიალა გოგონა. დროთა ტრიალი არ ინდობს ადამიანებს, შეუცნობი გახდა წლები გაფრინდა ხმაურით. გოგონას ნახვისას თვალებში უზარმაზარმა სხივმა გაიელვა, სიცოცხლის ხმაური შემოესმა, გულის ძგერის ხმა და უცბად ბაგაბუგმა გააღვიძა მიძინებული სიყვარული, შესცქერის და ეალერსება სხეულის ენით. დრო მომთმენია და სავსე თავისი მოულოდნელობებით, მიენდე მას. სიცარიელემ უცნაურად შეაბიჯა მათ ცხოვრებაში. სიყვარულით სავსე ლამაზმა წყვილმა ,დრო მისცა ერთმანეთს , დრომ დააშორა, დააფიქრა და გასცა ბრძანება, რატომ ?, რისთვის?, რას უმზადებენ ერთმანეთს.ჩემო კეთილო მეგობარო, ვიცი ძნელია სიცარიელის შეგრძნება, თავს დამნაშავედ მიიჩნევ , სიყვარული გაცრიცე და ხელში გახუნებული სევდა დაგრჩა. დარდობ, განიცდი, ეს თან დაგდევს ყოველთვის, გინდა გააქრო წარსულს ჩააბარო, მაგრამ ადვილი როდია, მისი წაშლა და სუფთა ფურცლის გადაშლა. თავი 2 დრო ბობოქრობს და თავდაყირა აყენებს ყველაფერს, მისი ტკივილი უბედურებამ შეცვალა. მისთვის მისაბაძი და ძლიერი პიროვნება გარდაიცვალა. სევდამ, სევდას დაუმატა მწარე სიტყვების კონა. შეიცვალა მისი ცხოვრება, მას არ სურდა, მაგრამ რეალობამ მწარე ტკივილთან დააჯახა. მის ცხოვრებაში იყო დღეები , მას ემსახურებოდნენ თავისი სიამოვნებისთვის და არავინ და არაფერი აინტერესებდა და არც მოვლენებზე ფიქრობდა. რეალური სამყაროდან დაფრინავდა არარეალურში და ართმევდა თავის სხეულს, ტოვებდა სამოსის გარეშე. წლები გადიოდა, მიფრინავდნენ დღეები, დრო მისთვის გაჩერდა ერთ ადგილას, მხოლოდ ისრის ხმა ისმოდა. არაფერი არსებობდა მის თვალებში, ცივი მზერა ბობოქრობდა და ისვრიდა სიტყვების ენით აუხსნელს და მიუვალს. ოთხკუთხედ სივრცეში გამოკეტილი აქეთ-იქით ეხეთქება და გასასვლელს ვერ პოულობს. წამები იზლაზნებიან, წუთები იწელებიან, დრო კი შეუბრალებლად მიჰქრის და მიდის თავისი გზით მისთვის უსასრულოდ. ყოველი დღე ამოუხსნელი და სირთულით მოცული თენდება და ფიქრები არ გასვენებს, შენში გადამალულ სივრცეში არიან და მათ გამოსვლას მიზეზი არ უჩანს . ყოველი მისი დღე მიუწვდომელ და მიუვალ დროს ასახავს. ვერ ამბობს ვერაფერს, რატომღაც დუმს ფრთები არ აქვს და სად წაიყვანს სამოსს, ის ხომ უმოძრაოდ დევს, შენი გულის ტკივილს ,ვერ გაიგებენ შენში დატოვებს უთქმელს, აუხსნელ სათქმელს. რა ხდება მის თავს დაფრინავს და გზებს მიჰყვება მძიმე ნაბიჯებით ზევით ცარიელი, რა სჭირს ვერ ხვდება; ბედნიერი ვარ ? კითხვა გაისმის შორიდან, რატომ დგახარ ცალკე ამავდროულად შეშლილი წვიმის ლაქა აშორებს და არ შორდება წვეთების დაცემისას . ხელში მხოლოდ დუმილი და სიჩუმე შერჩა ჩაჭედილი და ბობოქარი ხმა. გული სხვანაირად გრძნობს, წადი გაექეცი დროს მძიმე ფიქრებიდან სულ , რომ გამოვარდე და აურზაურში მოხვდე, რჩები სივრცეში , რისთვის? რაც არ უნდა თქვა , შენ აზრებს ყველა ვერ გაიგებს და შენს სიზმრებში ხომ ვერავინ შეიჭრება ,ერთ ჭიქა წყალში ივსება სევდა, სანამ არ დაიღლება ვერ იტყვის ვერაფერს. ტრიალებენ ფიქრები თითქოს ცეკვავენ და თავბრუს გახვევენ , მათის სველი ალერსი, შენი ხმა ესმით და შენთან სიახლოვე სურთ , შენ კი დგახარ გაბრუებული სამოსი შესცქერი ცას და იკარგები მიუწვდომელ სივრცეში. დაიღალე , მაგრამ რჩები ტრიალებ , ტრიალებ და ვერ პოულობ ადგილს , ყველგან სიცარიელეა და ნაცრისფრად ფერფლავს ჩვენთვის მიუვალ, ამოუხსნელ , სივრცეში და მისთვის ამოხსნილ სამყაროში. დრო გვიჩვენებს თავის წყობას, დრო ყოვლის მთქმელი და მაჩვენებელია . თავი 3 ფურცლები აზრებს ბადებს წერ უსაზღვროდ, შენში შემოდიან ჟღერადი ნოტების სახით, თითო ხმა ერთ აზრს გაწვდის და გაძლევს სამყარო ამოხსნა , გადმოსცე და გაალამაზო შენი სივრცე . სხვის თვალში დანახული შეშლილი სახე ყველა წარმოსახვას ხსნის ფიქრები ებადება მშვიდი ფერები შეგრძნებას მატებს . ბრძოლა ყოველი დღისთვის ნუ ფიქრობ , რომ ყველაფერი დამთავრდა არ დანებდე დროს, ის მუდამ გელოდება და ყურს უგდებს შენ ნაბიჯებს . გაუღიმე და აჩუქე ლამაზი დღე, შენი სახელით. მისი დღეები ბობოქრობდა, ღელავდა მიედინებოდა ტრიალით. ადამიანი ყოველთვის თავისი თავის ტყვეა მიზნის მისაღწევად ბოროტება არ არის საჭირო. დღეები თენდებოდა , ღამდებოდა მზადებით მომდევნო დღის . შენი დღეები შენ უნდა ცვალო, დინება ყოველთვის მოგიტანს შანს შეიცვალო. არ მიეცე მდუმარებას ის გაგანადგურებს, მოსპობს შენს სიცოცხლეს და გაგთელავს . -ცარიელი ვარ , ირგვლივ ყველაფერი მეცლება ღამის ფიქრებთან ჭიდილი მიწევს, გულს მიჩქარებს ხმა ,რომელიც თან დამდევს . გაოგნებული ვარ, ჩემ თავს რა ხდება, სამოსის ჩაცმა მსურს, რომ გადავიმალო. მე არ ვიცი კვლავ ისევ შევძლებ და გავუძლებ ამდენს . ხანდახან ღრიალი სჯობს მომწამლავ დუმილს გულს , რომ გიჩქარებს და გიყინავს მზერას. მისი სიტყვები ყველაფერს თავის სახელს არქმევს. დრო ყოველთვის უჩვენებს ადამიანს ,თუ ,როგორ მოიქცეს და რა არჩევანი უნდა გააკეთოს , ყოველთვის გვჩუქნის გამოსავალს, თუ მოუსმენ და არ შეეწინააღმდეგები . მე შევეცადე დამეხატა მისი პორტრეტი და შემემკო გრძნობით, დღეს გავბედე ბევრი ცდის შემდეგ . დავიღალე , მაგრამ დრო მომეცით მისი სათქმელი მხოლოდ ეს იყო, ვერ ხვდებოდნენ რისთვის სჭირდებოდა დრო და რატომ ითხოვდა მარტოობას ფიქრის გამოვლენისთვის . შეიყვარეთ ისეთი , როგორიც არის. სიტყვები მისთვის ძალზე ძვირფასია, რომელიც მას აკლდა და ვერ იღებდა ბრბო კი მხოლოდ გათელვას ლამობდა , სიტყვები მათთვის არაფერს ნიშნავდა . ადამიანო! იმიტომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე, რომ იცხოვრო და შენ თავს მისცე უფლება ყველაფრის, მაგრამ ის გონივრულად გამოიყენო თავს არ დაუმახინჯო სული და არ დაანაკუწო სხეული. შენში როცა ცხოვრების მძიმე დღეები იწყება მიეცი თავს უფლება, მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ გიბიძგა მუდმივად გეფიქრა და გემუშავა საკუთარ თავზე. სხვა თქვენსავით არასოდეს მოგცემს რჩევას, თუ , როგორ იმოქმედო საკუთარ თავზე და მისცე მას სწორი რჩევა გადარჩენისთვის. მიუტევე , მაგრამ არასოდეს მიუბრუნდე, იმას , რამაც შენი ცხოვრება ფეხქვეშ გათელა. ხელი ჩაკიდე საკუთარ თავს და მიეცი უფლება ძლიერი გახდეს, ეს დიდი გაკვეთილია, დარდი ჩაივლის და შენ იქნები ძლიერი და უშიშარი ხრამი ცხოვრების მიმართ. ადამიანებს ყოველთვის რჩევა სხვისგან არ სჭირდებათ, ზოგჯერ ხელის გაწოდება სურთ, რომელსაც ჩაეჭიდებიან და იგრძნობენ , რომ მასთან ახლოს ხარ . ცხოვრება სასწაულებით სავსეა, ისე ნავარდობ არ იცი რას გიმზადებს, რით შეგმოსავს და რას გაგხდის. დააფასეთ საკუთარი თავი და ადამიანები, მერე მოდით და მითხარით რამე, მიმავალს , რომ დამინახავთ უკან ხელის შეხება მოგინდებათ და გვიან იქნება და სინანულის გრძნობა დაგეუფლებათ. თავი 4 გამოიღვიძა თითქოს ღრმა ძლით ეძინა, სიზმარში იყო და ახლიდან დაიბადა. დაიწყო შესწავლა, აღქმა შეგრძნება, რეალური სამყაროს შეცნობა. ყოველი ქმედება მისთვის ახალი დროის შექმნას ცდილობდა , რომ შეეცნო ირგვლივ ყველაფერი და საკუთარი თავის სიმშვიდე ეპოვნა. ცხოვრების მიმართ მკაცრად ნუ იქნებით განწყობილი , ის ყოველთვის ცდილობს შენი სახის მორგებას და დროის დანახვას. დრო არ დაგიცდის მას თვითონ უნდა დაეწიო, რისთვის გიქმნის ყოველ დღეს და ცხოვრების იმ წლებს რასაც საჩუქრად გაძლევს. დაწერე საკუთარი ცხოვრების განვლილი დღეები და წაიკითხე, ეს ყველაფერი ხომ შენი ცხოვრების ნაწილია შენში ჩუმად მყოფი. ბედნიერება მიუძღვენი საკუთარ თავს, გაახილე თვალი და მოუსმინე რა სურს. გამოფხიზლდი გააგრძელე შენი თავის შესწავლა ყოველივე სწორად ნათქვამ სიტყვას, დიდი ძალა და მნიშვნელობა გააჩნია, თავისი სწორად აღქმისას. სარკმლის წინ მჯდომი, მარტოობას დაუმეგობრდა , მის პატარა დასველებულ თვალებში, ბევრი რამ იკითხებოდა . -ნაცრისფრად წვიმს ჩემს გულში, თვალებს გაფრენა სურს შორს , შორს , რომ დაივიწყოს გულის ტკივილი და დაინახოს თავისი რეალური სახე , საკუთარი თავის დროში გაწელვა . ჩაფიქრებული ზის და შესცქერის ნაცრისფერ ცას, ესაუბრება და მისი თბილი ჩურჩული და ალერსი , გულს უთბობს ავიწყებს ტკივილს, ლამაზად უფუთავს ყოველ მოგონებას და თვალებით ეძებს ღიმილის დაბრუნებას. მოძებნეთ ისეთი სიტყვები, რომელიც ირგვლივ გაფანტავს , სინაზეს, სინათლის სხივების. დრო ატრიალებს მოგონებების გროვას , დააყენებს აურზაურს ირგვლივ ეხვევა , მის ხრაშუნა სურნელში და მიდის დატკეპნილი საფეხურების სითეთრით შემოსილი. ძნელია იყო მის მოლოდინში, დრო კი ამ დროს მალულად მოიპარება. დააფასეთ დრო ახლის მოლოდინით მიენდეთ, რომელიც გიჩვენებს ახალ გზას. ლამაზია ირგვლივ მაჩვენებელი ყოველი, რაც სიკეთეს გაძლევს და გჩუქნის თავისი ახალი დღეებით. თავი 5 ჩემი გული შუშას გავს , სულ წმენდა სურს სევდამ , რომ არ გატეხოს , ისეთი სათუთი მოსავლელია. ქარს მიაქვს სადღაც შორს სევდა და ატრიალებს სიკეთეს ირგვლივ, რატომ იწყება თუ მთავრდება, ცხოვრება ხომ გულს აცოცხლებს უეცარი მოქმედებით. -მე დავრჩები შენთან , სიცოცხლე მწყურია, სიკეთე მსურს , ბედნიერი ვარ ერთი გაღიმების და ნათელი მზერის, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის. - დროში გადარეულ წამებს, მოგონებები სჭირდება, მოვედი სავსე ამაყი სულით. გულში გამიყარეს ტკივილის ბურთებმა, ცრემლის ხმას ყურს , რომ უგდებს და დარს ელის. დრო მუდამ ჩვენზე ზრუნავს და გვჩუქნის დღეს , ყველაფერი დროებითია. ერთმანეთზე ვაწებებთ დღეებს , როგორც უსახლკარო მაწანწალებს ქურდი კალენდარი, ერთმანეთზე, რომ აკრავს. გულის კუნჭულში მიმალული მოგონებები, ოხრავს, კვდება ხეტიალს , რომ ასრულებს. -მე არ ვიცი რატომ ! გული საუბრობს თავისი სიტყვებით მაუწყებს. შენს აზრებს ვერავინ გაიგებს ჩემსავით, ის სამოსი ჩაიცვი რა ბედნიერებაც შემოაქვს და გავიწყებს წარსულს, ფიქრებში ჩუმად შემოსულს. ძნელია გააქრო ყველა დღე შენში დალექილი, ტკივილის ფარდა თან დაგდევს და სულს გიფორიაქებს, ხელს უხეშად გიშლის დრო მოვა გიპოვის, თავისი სათუთი სახით და ამ დროს სხვა თვალით შეხედავ სამყაროს . ხანდახან საჭიროა, რაღაც დაკარგო, რომ გაუღიმო სიცოცხლეს. კიდევ იქნება ლამაზი დღეები ნიღბის გარეშე, რომ გაიარო წლები. დგას ღამე თავისი სიჩუმით და ელოდება დღის განათებას სავსე თვალებით. ურთულესია ცრემლის გარეშე , სავსე თვალები ტკივილის სიტყვებით ალაპარაკდეს. კვდები და ცოცხლდები , დროა გაატანო მოგონებები ქარს. სიჩუმე მეფობს თავისი სიმშვიდით გვაუწყებს , ახალი დროის შეგრძნებას. დრო მოვა ყველა ბილიკი გაქრება ან გარდაიქმნება, არავინ იცის რას გვიმზადებს ბედის სიმშვიდე, მისი სიახლოვე გვაბნევს და გვაბრუებს. თავი 6 დროში დაკარგულს ყოველი წამი გაცოცხლებს ყოველი დროის მოლოდინში. ბედნიერი ვარ ადვილად არ ითქმის მას შეგრძნება სჭირდება. დათვალე შენი ბედნიერების წუთები, ყველა სურს ბედნიერი იყოს და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს. ბედნიერებისთვის წარმატება არ არის საჭირო, ის ჩვენშია და ძვირფასი წუთების ლოდინი აღარ არის აუცილებელი. ისიამოვნე აწმყოთი და არ იყო დამოკიდებული მომავალზე, არ იდარდო დღეებზე რომელიც წარსულს ჩააბარე დატოვე იქ სადაც არის და გააგრძელე ცხოვრება. გაიღიმე იყავი ის ვინც ხარ და არავის მისცე უფლება შეგცვალოს, გააგრძელე გზა დატკბი ყოველი დღის მოლოდინში, ბედნიერებას გიმზადებს. აუცილებელი არ არის ყველას მოსწონდე, იცხოვრე ისე როგორი გადაწყვეტილებაც მიიღე არავის არ მისცე თქმის უფლება, არასწორია და მიუღებელი რასაც აკეთებ. ვინ დაგვიწესა ან ვინ დააწესა, პასუხს ვერავინ სცემს არ იციან რა უპასუხონ. ბედნიერების უფლება ყველას აქვს მოეწონებათ თუ არა შენი გადაწყვეტილება, სათქმელი თუ აქვთ მაინც იტყვიან და არ გაჩუმდებიან. არავის აქვს უფლება სხვის ცხოვრებაში ჩარევის, გქონდეს შენი აზრი და პატივი ეცი მას, შენი ბედნიერების მოსაპოვებლად რომ თავი იგრძნო დაცულად. გულს შეუძლია მხოლოდ, თავისი სიმშვიდით ბედნიერება შეფუთოს ლამაზი ღიმილით. ყოველი დღე თავისი მოვლენებით წარსული ფურცლების მზადებაა, ფურცლავ და ფურცლავ არ სრულდება მოგონებების ხროვა. გტკივა და მალავ გულს არ აძლევ უფლებას, კინძავს და მისავ ლამაზი სამოსით დიდ ტკივილს რომელსაც მალავ. თავად უნდა შეძლო, გულში ეძებო ბედნიერების მსუყე მარცვლები და გაანათო თბილი სხივებით. აჩუქე ყველას თბილი სიტყვები გაუღიმე, გაულამაზე და გაუთბე ქვასავით გაყინული გული. სიტყვები ძალას გავძლევს და ყოველი დღის მოლოდინს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შეძლებ ყველაფერს ბედნიერი რომ იყო და დატკბე ყოველი წამით თვალი აარიდე რაც არ მოგწონს ვითომ ვერ ხედავ და შეწყვიტე ფიქრი. თავისი საოცარი ღიმილით თბილი მზერით, შენ ცხოვრებაში შემოიჭრება ჩუმად დაუკითხავად, ბედნიერების მრავალი წუთი. ყოველი დღის ნათება იმოსება და სურნელს ძენს, დროში დაკარგულ ჩუმად მსმენელი სინათლე კი გზას გვინათებს. თავი 7 ძლიერი ხარ თუ ახერხებ საკუთარი აზრების და ემოციების მართვას. მშვიდად მაშინ ხარ საკუთარ თავში, დანაშაულის ძებნას რო იწყებ და ცდილობ სხვას სხვა თვალით დაანახო საკუთარი თავი. ყველა თავისი სურნელით ცდილობს თავბრუ დაგვახვიოს და დატოვოს თავისი კვალი ჩვენში, როგორც წელიწადის დროები შემოდიან ჩუმი, მშვიდი ნაბიჯებით ასევე ყველა ადამიანი ცდილობს თავისი სურნელი დატოვოს ურთიერთობაში და ლამაზი წლები შემატოს მეგობრობას. დრო მუდამ ყურს უგდებს შენს ნაბიჯებს ნუ ფიქრობ, რომ ყველაფერი დამთავრდა, გაუღიმე საკუთარ თავს და შეამკე ლამაზი მოალერსე სიტყვებით, რომელიც გულში ტრიალებს და გათბობს. დღე მუდამ ივსება ფიქრებით, ტრიალებს ირგვლივ მისი სურნელი და იქცევა დიდ მოგონებად. შენში არსებობს სიცოცხლე ის მუდამ ელოდება, მომავლის ტრიალს და ცდილობს წაშალოს შენში, წარსულში დაგროვილი ხროვა. ჭკვიანი მაშინ ხარ როდესაც სათქმელი ბევრი გაქვს და დუმილს ამჯობინებ, რომ შენი სურნელი ყველგან ტრიალებდეს. განაგრძე ცხოვრება სურნელთა ტრიალით, გაქვს უფლება ბედნიერების და მას იმსახურებ. არასოდეს თქვა არასოდეს, განაგრძე გზა უსასრულო და მიუვალი ჩვენი ცხოვრება ხომ უსასრულო და მიუვალია, რომლის ძიებაშიც გადის დრო სრული ძიებისთვის. ვაგრძელებთ ცხოვრებას მომავლის მოლოდინში, არ დაელოდო დროს რომელიც ჩვენშია მიეცი თავისუფლება გადარჩენისთვის. ყველას თავისი სურნელი აქვს რომელიც აძლევს საკუთარი თავის პოვნის საშუალებას, რომ არსებობს და გრძნობს დაფარულ იდუმალ ცხოვრებას. ყველა ჩვენთაგანს თავისი სურნელი და იდუმალება იზიდავს და ალამაზებს რომელიც თვითონ შექმნა ადამიანობისთვის. იბრძოლე ეძიე და იპოვი ბედნიერებას, სადღაც მჯდომს დინჯი სახით შენს მოლოდინში, ხელს როდის გაუწვდი რომ შეგეხოს და უფრო და უფრო მიგიზიდოს თავისკენ. იმსახურებ ბედნიერებას არ თქვა უარი, ის ყოველთვის გელოდება და მოლოდინში ატარებს დროს, ჩუმი დინჯი სახით მჯდომი მიუვალ დროში წლების ტრიალში. თავი 8 ჩვენი ცხოვრება საოცრებებით და მოულოდნელობით აღსავსეა. სხვის ცხოვრებაში შესვლის უფლება თუ მოიპოვე, ახლოს მიგიშვა მისთვის რაღაცას ნიშნავ და თუ დრომ შეცვლამ დააპირა და მის ცხოვრებიდან გასვლა მოგთხოვა, მაშინ უხმოდ უნდა დატოვო და წახვიდე დინჯად, მყარი ნაბიჯებით. გაოცებულმა შეიძლება საკუთარ თავს კითხო რა ხდება! ეს თუ დაუშვი ჯობს უხმოდ გაცლა და ფიქრის საშუალების მიცემა. დრო ყოველთვის არის ფიქრისთვის დარჩენილი და მისთვის დაბადებული, მზად არის მოგაწოდოს სწორი არჩევანი, რომ მივიდეთ გადაწყვეტილებამდე ნელი ნაბიჯით, უხმოდ დუმილით შემოსილი. მიეცი თავს უფლება, რომ არ დაკარგო ის რაც შენთვის ძვირფასია, ხელის გაშვება ადვილია, მაგრამ შეძენა და მოპოვება რთული ხელის გაწოდება ხანგრძლივი დროით. კაპრიზის გამო თავს არ მისცე უფლება გაუშვა და დაკარგო რაც შენში ძვირფასია. წარსული იცდის ჩუმად ემზადება წასართმევად და გაფერმკრთალების მოლოდინშია. ყოველი დღე ახლის საწყისია თავისი მოვლენებით, ითვლი წამებს, წუთებს და დგება დრო ყველაფერს თავისი სახელი მიანიჭო, დროთა თარეშში მონავარდეს. დატკეპნილ საფეხურებს დრო აშრიალებს ფანტავს, გარემოს ამცნობს და მოსავს სურნელთა სინაზით, მზის სხივთა ალერსით. იცდის დრო დინჯი, ფერად სამოსში გამოწყობილი და ჯილდოს გვიძღვნის, რომელიც გვაფრთხილებს იყავი ჭკვიანი და ნათელი გონებით გააგრძელე გზა რომელიც ბევრის მთქმელი და მაუწყებელია. ცხოვრება გზაა მიუწვდომელი და უსასრულო თითქოს დამთავრდა და ისევ ახალი იწყება თავისი ახალის ამოუხსნელ მიუვალობით. ჩუმი მშვიდი სახით შესცქერის შენს ნაბიჯებს და ითვლის ყოველივე დღის მოქმედებას, რისთვის აკეთებ და რის შეცვლას აპირებ. ის იცდის პირდაღებული უყურებს რა მოქმედება შეასრულე რისთვის გამოიყენე და რის თქმას აპირებ. მიეცი ფიქრი და მოქმედებას გიჩვენებს როგორც მოსურნე მისი და მადლობას გადაგიხდის. დრო განდობს თავის თავს, შენ რას უპირებ თეთრად შეფერავ თუ დაამახინჯებ, მიენდე დროს არასოდეს მიგატოვებს, მოგატყუებს და არ გიღალატებს ის თავის სახეს არ მალავს. თავი 9 ცამ სინათლე მიწამ შეხება, ჰაერმა სუნთქვა, წყალმა სიცოცხლე გვაჩუქა. დაიბადა ახალი სამყარო შენს თვალწინ, რომელიც თითქოს მიმალული იყო, არ ჩანდა და თავისთვის დუმილში იდგა. ირგვლივ გაცოცხლდა ყველაფერი და თავისი სამოსით შეიმოსა. ყოველი დღე იცვლებოდა და ლამაზდებოდა ლამაზი სამოსით იმოსებოდა, იმკობოდა და სინათლით ივსებოდა. დროსთან შერკინებით დაიღალა და ვერ ხვდებოდა რომ შეიცვალა, ამ დროს კი ცვლილებები მოხდა მასში არ აღიარებდა თუ არ ქონდა სურვილი ამოუხსნელია კიდევ. გიწევს ტკივილი ჩუმად, ვიღიმი უთქმელად გულში სიტყვების გარეშე და ცრემლი ქრება მტვრის ფანტელივით. დარდს არ გამოხატავ სიმშვიდის შესანარჩუნებლად, დიდი ბრძოლა მოგიწევს საკუთარ მეს ებრძოლო. შენ თავს შენვე იცავ და აძლიერებ, რომ არ გნახონ უსუსური სუსტი რომლის გათელვა ადვილია და განადგურებული სახის დანახვა. დგება დრო განმარტოების, გარკვევა შეცნობა თუ რას ემსგავსები სიცარიელეში დარჩენილი საკუთარ თავთან. საკუთარ თავს როგორც მოექცევი, ასევე მოექცევი სხვას მიიღე ადამიანი ისეთი და შეიყვარე როგორიც არის, რომ მისგან პასუხად სიყვარული მიიღო. ყველაზე ძვირად ღირებული თვისება ადამიანში მიმღებლობის უნარია, რაც დიდი მნიშვნელობის მქონეა, ასევე დიდი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში ბევრის მომცემი და მთქმელი. ბევრ რამეს აღმოაჩენთ საკუთარ თავში ახალ ხედვებს ჩაკეტილს, ამოუხსნელს რასაც აქამდე ვერ ხედავდი ან არ გსურდა, რადგან საკუთარი სივრცე ატ გქონდა. შეცვალე ცხოვრების სტილი და დიდი შვებას იგრძნობ, როგორ თავისუფლდება შენი სხეული, გონება აგრესიისგან დარდისგან მწუხარებისგან, დიდი ტკივილისგან რომელსაც მალავდი. შენეში დაიბადება ახალი ცხოვრება და ყოველი დღე სიახლით სავსე, მიეცი თავს ბედნიერების უფლება შენ მას იმსახურებ. დგება დრო რომელიც გაფიქრებს, რატომ იბრძვი რისთვის გსურს სიმშვიდე რათ აირჩიე სიკეთე და ებრძვი სიძულვილს რადგან მიიღო სინათლით სავსე სიცოცხლის დღეები, რომ გააგრძელო ცხოვრება ნათელი სახით. ეძებ კეთილ სახეებს, ნათელი გონებით და ეჯახები სიცარიელეს გაყინულ სახეებს, არაფრის მთქმელს ტკივილის გარდა და დაკარგულ გამქრალ სიკეთეს სუსხის მკლავებში მოქცეულს, ცივი მზერით სუნთქვა რომ უჭირს. გამოიღვიძე ნუ მიენდობი სხვას, იყავი ძლიერი მრჩეველი საკუთარი თავის, ერთგული მეგობარი. გაუწოდე ხელი მას, რომელსაც სჭირდები და მოუსმინე რა სურს, რას ელოდება შენგან. თავი 10 სარკმლის მიღმა. ეს სიტყვები ბევრის მთქმელია, შეიძლება მკითხველს გაუკვირდეს სარკმელი და მის მიღმა რა იდუმალებაა, რომელიც არ ჩანს რომ ჩაუღრმავდება მიხვდება მის არსს. ჩვენშია ფიქრების ლამაზი გროვა, ჩუმად რომ არიან არავის უშლიან ხელს და აძლევენ უფლებას წაშალონ. ფიქრებით მოცულმა უნდა იცხოვრო ლამაზ სარკმელში, თვალების უხმო ხამხამით კითხულობს შენს ფიქრებს. ვცდილობთ რომ გული არავის ვატკინოთ, მაგრამ ისეთ ქმედებას ვაკეთებთ ნებით თუ უნებლიეთ მაინც გულს ვტკენთ და დროის შემდეგ ვაცნობიერებთ. გააღე გული მიეცი სიცოცხლის უფლება, რომელიც წყურია ნუ მისცემ უფლებას გაქვავების. ყველა ადმიანს შეუძლია ისე იცხოვროს, გული არავის ატკინოს უბრალოდ ნებისყოფა მეტი მოეთხოვება. თითქოს ვეჭიდებით ცხოვრებას რომ გაგრძელება შევძლოთ და არ ვიცით სადამდე გავუძლებთ. ყოველთვის იცვლება ჩვენში ცხოვრების წესი, ცარიელდები იფიტები და ტკივილს ეგუები, ვიწყებთ ახლის შეძენას, რომ მოხდეს ყოველი ახლის შექმნა, სიცოცხლის გასაგრძელებლად. იყავი საკუთარი თავის მეგზური და პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას, ფიქრს რა სურს რაც შენშია და ვერავინ გრძნობს, ხედავს და შეიგრძნობს საკუთარი მეს გარდა. ადამიანი ყოველთვის არის იმ ეტაპზე რომ სჭირდება საკუთარი აზრების დაფიქსირება. ამოუხსნელია სარკმელი და მისი იდუმალება რაც ჩვენ გვაძლევს გვჩუქნის, სიჩუმეს და სიმშვიდის მოპოვებაში ხელს გვიწყობს, წაქცეულიც კი იბრძვის სიცოცხლისთვის და ადგომას ითხოვს, არ ნებდება მწარე ტკივილს რაც მასშია დამალული და შენიღბული. მიენდე საკუთარ თავს ნუ მიენდობი სხვას, მიეცი ფრენის უფლება ლამაზი სამოსით შემოსილს. სილამაზეშია სიკეთე, სიმშვიდე სიყვარულით სავსე ბედნიერება, როგორც პატარა ყვავილში სურნელს რომ აფრქვევს და ტოვებს თავის კვალს სანამ მის ფურცლებში სიცოცხლე ჩქეფს. რთულია ვიფიქროთ გარემოს სურნელზე, მის რეალობაზე რასაც გვასწავლის გვაძლევს, გვჩუქნის ნუ გაჩერდები გააგრძელე გზა სუფთა სამოსით. დრო თითქოს შენელდა მივენდოთ, დაარქვას დღეებს თავისი სახელი ჩვენში რომ დატოვოს ბედნიერება ლამაზი ფერებით დაწერილი. სარკმელი ბევრს ხედავს, ცდილობს გვაცნობოს ჩვენში მიძინებული სიყვარულის შეცნობა და სიცოცხლის შეგრძნება, რომ ჩვენ ცოცხალი გრძნობებით ვაგრძელებთ ცხოვრებას არ ვქვავდებით ქვებივით და გვახსენებს თავს, გვაგრძნობინებს არსებობას. გზები ბილიკებით აღსავსე გრძელდება ნუ გაჩერდები, განაგრძე, მიენდე გზებს რომელიც ჩვენს წლებს განაგებს. ბილიკის თითოეული საფეხური ჩვენი განვლილი წლებია, რომელიც გვმოსავს და გვასწავლის საკუთარი თავის შეგრძნებას. დრო ყოველთვის ლამაზი სამოსით შემოსილი მიედინება, თავისი დინებით უხმოდ და ტოვებს თავის კვალს სარკმლის მიღმა. ამ წიგნში გავაერთიანე სამყაროს რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ, რომელიც ყოველთვის არსებობას გვაგრძობინებს. ჩვენ მას ვერ ვეხებით და ვერ წავალთ მის წინააღმდეგ. ცხოვრება ჩვენი საფეხურებია წლებს რომ გვმატებს. სარკმლის მიღმა არსებობს ჩვენთვის ამოუცნობი ამავდროულად რეალური სამყარო ჩუმად რომ მიედინება. ყველა ადამიანს თავისი სარკმელი აქვს, თავისი თავი რომ იპოვოს და მე რომელიც მასშია. 05. 05. 2023წ.