შაქარბიჭუნა
შაქარბიჭუნა
I თავიშაქარბიჭუნას დაბადება ოქროსფერი ბურთი რომელსაც ჩვენ მზეს ვუწოდებთ უკვე ამოგორდა ცაზე და თავისი ჯადოსნური სხივები მიმოფანტა დედამიწის ყოველ კუთხეში, გაანათა და გააბრწყინა სამყარო, დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, დღეს იუბილარი ვარ და ალბათ ამიტომ მეჩვენება ასე განსაკუთრებულად დღეს მზის ამოსვლა, გამორჩეული დაბადების დღეა ჩემთვის, არა ოქროს დაბადების დღე არ გეგონოთ არ შეცდეთ, თუმცა პირველად ვხვდები დაბადების დღეს ჩემი სტატუსით. რა სტატუსით? დავიჯერო დაგაინტერესათ? ხოოდა მაშინ გეტყვით, მე შაქარბიჭუნა ვარ! ალბათ გაგიკვირდათ და ვერც გაერკვიეთ რას ნიშნავს ეს,,,, ხო მე არ ვარ არც ვარსკვლავბიჭუნა და არც ოქროსბიჭუნა, თქვენ კი გისურვებთ ორივე გახდეთ, მე უბრალოდ შაქარბიჭუნა ვარ, ესე დედამ შემარქვა სწორედ მაშინ როდესაც დიაბეტი დამიდგინდა. დაგაბნიეთ? თქვენ ალბათ არც ის იცით დიაბეტი რა არის, არ იცით და გეპატიებათ, მაგრამ ეხლა მე შევეცდები გაგაცნოთ იგი,შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ბავშვებში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ამ დროს ვერ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება უნდა მიეწოდოს ის. კარგია თუ არც აქამდე იცოდით რაიმე და ვერც ჩემი ნათქვამიდან გაიგეთ რა არის დიაბეტი. აი მე კი ვიცოდი, რაც მეხსიერება მაქვს ეგ თემა ჩემს ოჯახში აქტუალური იყო, ბაბუა მყავს დიაბეტიკი და ამიტომ, მე ყველა შესაძლო გართულებაზე მქონდა წარმოდგენა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ მე დამიდასტურდებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ განვიცადე ესე ძალიან ეს ამბავი….. ეს მოხდა ნოემბერში, სპორტი |ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ჩვეულებრივ ვარჯიშიდან დაღლილი ვბრუნდებოდი ყოველ საღამოს, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყოველი ახალი დღე უფრო დამღლელი იყო ჩემთვის, ვუმატე წყლის სმას, ღამით პირი მიშრებოდა და ხშირად ვდგებოდი, დედა ამ სიმპტომებმა დააეჭვა და ერთ დილით განმიცხადა: - მოდი შაქარი გავიზომოთო, არ შევწინააღმდეგებივარ რადგან ის ჯადოსნური აპარატი რომელიც ბაბუას უჯრაში ინახებოდა ყოველთვის იზიდავდა |ჩემს ყურადღებას, ხშირად მინატრია კიდეც ნეტავ მეც გამისინჯავდნენთქო შაქარს და იმ დილით წლების ნატვრა ამიხდა, დედამ ბაბუას უჯრიდან აპარატი ამოიღო, ჩხირი შეცვალა და პასტის მსგავსი ნემსი თითზე დამარჭო, ოდნავ ვიგრძენი ტკივილი, მაგრამ ყველზე მეტად დედის წაშლილმა სახემ შემაშინა, მე და ჩემი და რომელიც ხელჩაკიდებუილი მგულშემატკივრობდა დავიბენით, \- რამდენია?- აპარატზე დახედვა ვერ გავბედე ისე ვკითხე დედას,- 398- გაიღიმა დედა,მე კი მისი ღიმილის მიღმა საშინელი შიში დავინახე,- კარგია ხო?- კითხვა გააგრძელა ჩემმა პატარა დაიკომ.მე უკვე პასუხი აღარ მომისმენია, დედის თვალებში დანახულმა შიშმა მთელი სხეული მოიცვა, აკრძალვები, დიეტები, წამლ;ები, გართულებები და კომა,,,,, ეს ყველაფერი ამერია გონებაში,“ რატომ მე?, მე რატომ?-ეს კითხვა მიღრღნიდა ერთდროულად გულსაც და სულსაც.- ეხლა დიეტა დავიცვათ და ყველაფერი თავისით ნელ-ნელა დალაგდება,-მიმტკიცებდა დედა მაგრამ ვატყობდი რომ თვითონ არ სჯეროდასაკუთარი ნათქვამის და მე როგორ დამეჯერებია?- ეხლავე წავალთ ექიმთან-მითხრა მამამ რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულიყო და ალბათ შემთხვევით მოკრა ჩვენს საუბარს ყური, თუ დედამ დაურეკა ეს დღემდე უცნობია ჩემთვის, მე კი გავიქეცი და მაგრად ჩავეკარი გულში მას, თითქოს ამ ჩახუტებით ვცდილობდი დამეხწია თავი ამ დავადებისგან, მეგონა რომ ჩემი მამა ყოვლისშემძლე იყო და ერთად ამას შევძლებდით,- -შენ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ და მალე გამოჯანმრთელდები!-მამის სიტყვებმა კიდევ უფრო მომცა რწმენაყველაზე მთავარი დამავიწყდა ეს ყველაფერი 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეს მოხდა. როცა მსოფლიო დიაბეტის დამარცხებაზე საუბრობს და მის ირგვლივ ერთიანდება მე დიაბეტიანთა რიგებს შეუერთდი. რას ვიზამთ ესეთია ცხოვრების კანონები ჩემი კანფეტები მას შემდეგ რაც შაქარბიჭუნა გავხდი ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა, რადგან ტკბილეულის ჭამა ამეკრძალა, გადავწყვიტე ყველაფერი შემეგროვებია, ყველაფერს რასაც ჩემს დას უყიდდნენ ან მოუტანდნენ ჩემთვისაც უნდა მოეტანათ, მაგალითად შოკოლადი, კანფეტი ან თუნდაც ნამცხვარი, მე ჩემ წილს ჩემს კონტეინერში ვინახავდი და საგულდაგულოდ ვმალავი, რატომ? რომ გეკითხათ ალბათ ვერ გიპასუხებდით ან გეტყოდით რომ მე ესე მინდა და განა ეს დანაშაულია?, ვინახავ იმ დღისთვის როცა დიაბეტეს დავამარცხებ და მათი ჭამა შემეძლება.დედიკოც ღიმილით გვიყოფდა თანაბრად ყველაფერს,ერთ საღამოს კი რეალობას შევეჯახე. რა მწარეა სიმართლე ზოგჯერ.სამზარეულოდან რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, წამოვდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა და სამზარეულოს კართან მისული უსულო საგნად ვიქეცი, რატომ?დედას ჩემი კონტეინერი გადმოვარდნოდა და იქ შენახული ტკბილეულობა სამზარეულოს ყველა კუთხეში მიმოფანტულიყო, დედა და მამა ორივე დახრილიყვნენ და აგროვებდნენ, დედას თვალებში ცრემლი კიაფობდა და თითქოს სლუკუნებდა, იმ საღამოს შევამჩნიე პირველად დედის თვალებში ცრემლი-იქნებ სჯობია ავუხსნათ რომ არ ღირს შენახვა- ჩუმათ ჩაიჩურჩულა მამამ-არა ცოდოა აგროვოს! უხარია!- როდემდე?- მეც მიჭირს ვუყურო როგორ აგროვებს ჩემი შვილი შოკოლადებს რომელსაც ვერასდროს ვერ შეჭამს, მაგრამ ჯობია აგროვოს! -უკვე ხმით ატირდა დედა, ეს სიტყვები გულში დანასავით დამესო, გიგრძნიათ ჭრილობიდან როგორ მოგდით სისხლი?აი ისე ჩამეღვარა გულში რაღაც, ადგილიდან მოვწყდი და საბანს შევაფარე თავი, მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი “რომელსაც ვეღარასდროს შეჭამს” ლახვარივით მესობოდა ეს სიტყვები გულზე და ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევდნენ, სად არის გამოსავალი? სად? და უცებ გონება გამინათდა გამოსავალი გამოჩნდა, როდესაც მშობლებმა დაიძინეს სამზარეულოში შევიპარე და ჩემი კონტეინერი საძინებელში შენოვიტანე მეორე დილით უჩვეულოთ მაღალი შაქარი დამიფიქსირდა, შეშინდნენ და გაუკვირდათ მშობლებს, მაგრამ არ გამკვირვებია მე, არა არ გეგონოთ რომ მთელი კონტეინერი ტკბილეული შევჭამე, არა ბატონო, შაქარი ბევრმა ფიქრმა და უძილობამ ამიწია, ტკბილეული კი ჩემს ჩანთაში მოვათავსე რათა ჩემი კლასელებისათვის დამერიგებია და გამეხარებია. ჩემი სკოლა და კლასელები10 წლის ვიყავი და მეხუთე კლასში ვსწავლობდი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი რომ დამისვეს, ალბათ თქვენც იცით რა რთულია იყო მეხუთე კლასელი, მგონი ყველაზე რთული კლასია და იცით რატომ? თუ უფროსი ხართ გეცოდინებათ თუ არა და საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე ისე ვერ მიხვდები, გემატება ახალი საგნები, ახალი მასწავლებლები, ყველა მასწავლებელი მისი საგნის უპირატესობაზე საუბრობს, ყველას უნდა რომ მისი საგანი განსაკუთრებით კარგად ისწავლო და გამორჩეული იყო, შენ კი ერთი ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, იმ საგნიდან რომელიც ყველაზე მეტად გერთულება თუ იმ საგნიდან რომელიც ყველაზე ადვილია, ოხ ეს დიდები მათ ყველაფერი დალაგებული აქვთ გონებაში და ჩვენგანაც იგივეს ითხოვენ.და მაინც სკოლა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია, ჩემი თავშესაფარი, იქ ყველა განსაკუთრებულია, მასწავლებელიც და მოსწავლეც, იცით რა კარგად ვგრძნობ სკოლაში თავს? არ ვიცი ვინ უთხრათ, ან როგორ გაიგეს ჩემმა კლასელებმა ჩემი შაქარბიჭუნად გახდომის ამბავი, მაგრამ ყველა რომ ცდილობდა დამხმარებოდა ამას ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, ჩვენი ყოველი დიდი დასვენება ესეთია: მე შაქრის გაზომმა მიწევს, ვიღებ გლუკომეტრს, კლასელები ჩემს ირგვლივ იკრიბებიან და გამოთქვავენ ვარაუდს თუ რამდენი იქნება ჩემი შაქარი, შემდეგ ვნახულობთ დაფიქსირებულ შედეგს და გვაქვს საერთო რეაქცია, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, მე ამას ვგრძნობ და მადლობა კლასელებო.ხოოდა ახლა, როდესაც რამოდენიმე დღეა სკოლა დავამთავრე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, როდესაც 18 წელი მისრულდება და შაქარბიჭუნას სტატუსსაც უნდა დავემშვიდობო, გადავწყვიტე მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მიდგა, მამხნევებდა, პირველ რიგში მშობლებისთვის, რომლებმაც სწორად გაიგეს და სწორად ამიხსნეს ამ დაავადების არსი, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი ცხოვრება ჩემს გრაფიკზე ააწყვეს. მადლობა ჩემს ექიმს, სათნო და კეთილ ქალბატონს, რომელმაც ზუსტად დამანახა ჩემი მდგომარეობა, რომელმაც მასწავლა რომ დიაბეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ თუ ცუდად მოვიქცევით და დავარღვევთ ამ წესებს ის იქცევა დაავადებად, მადლობა მაიკო ექიმო ამისთვის...მადლობა ჩემს დაიკოს, რომელიც მიტანდა და მიტანს ჩემი პრეტენზიებით, რომელიც უარს ამბობს ტკბილეულის სახლში ჭამაზე რადგან მე ვერ ვჭამ. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთ გოგონას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ჩემს ნაწილს და მომავალს, მადლობა იმისთვის რომ მიმიღო და შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ!... მადლობა უფალო ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის რომ ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს ჩემს ირგვლივ, მე მომწონდა ჩემ ბავშვობა, თუმცა ბევრ აკრძალვას იტევდა მაინც ბედნიერი იყო შაქარბიჭუნობის წლები ჩემს ცხოვრებაში. საღამოს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს, ჩავაქრობ სანთელს და შაქარბიჭუნას სტატუსსაც წარსულს ჩავაბარებ... წინ დიდი გეგმები მაქვს, დიდობა უფრო კარგი იქნება, მე ამის მჯერა.... ლუკა უკვე 18 წლის! თავი II „შეიძლება შევხვდეთ?“- ლუკას ამ სმსზე არც უფიქრია უარის მიწერა თეოს, იმ წამში თანხმობის სმსი გამოუგზავნა და დრო და ადგილიც სწრაფად გაარკვიეს, წინა საღამოს ლუკას დაბადების დღეზე მშვენიერი დრო გაატარა, მოსწონდა კიდეც ყურადღების ცენტრში ყოფნა,- ვინ ვარ მე შენთვის?- შეხვედრისთანავე კითხა ლუკამ გოგონას- ადამიანი, რომელსაც ვენდობი და მიყვარს!-თამამად უპასუხა თეომ- და არ გინდა რომ ამ ადამიანს შენი მომავალი დაუკავშირო?- ღმად ჩახედა გოგონას თვალებში ვაჟმა და მის სიღრმეში თითქოს შიში დაინახა,ლუკა თეოს უკვე რამოდენიმე წელი იყო რაც იცნობდა, მისთვის არასოდეს დაუმალავს რომ შაქარბიჭუნა იყო, არც თეოს გამოუხატავს ოდესმე პროტესტი ამის გამო, პირიქით სიამოვნებდა კიდეც რომ ვაჟს ორმაგად მოჰქონდა მისთვის ტკბილეული, თავის წილს ყოველთვის თეოს უთმობდა, ეს რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ქმნიდა. ბედნიერი იყო ვაჟის გვერდით და ყოველთვის დაცულად გრძნობდა თავს, მაგრამ რატომღაც ლუკას შეთავაზებამ საშინლად დააბნია....- ლუკა რას ითხოვ ჩემგან?- კითხვას კითხვითვე უპასუხა მან- მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე!-იყო პირდაპირი პასუხი ვაჟისთეოს გაეცინალუკა შეეცადა ამ სიცილში მისთვის სასარგებლო რამ დაენახა- ბავშვი ხარ მართლა- კვლავ სიცილს განაგრძობდა თეო- რა დროს ჩვენი ოჯახობანას თამაშია, თან წინ დიდი გეგმები გვაქვს, სწავლა უნდა გავაგრძელოთ, ერთ თვეში გამოცდები გვეწყება უნდა მოვემზადოთ!- ერთად მოვემზადებით!- თავისას არ იშლიდა ვაჟი-იცი შენთვის ამის თქმა წუხელ მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა ეს ლამაზი წუთები ჩვენი შეხვედრისა სხვებს გაეფუჭებიათ, ამიტომ არარომანტიკულად მაგრამ მთელი გულით აქ ამ ბაღში გეკითხები-ცოლად გამომყვები?-და ლუკამ ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო-ახლა არ მითხრა რომ მშობლებს უთხარი ჩვენ შესახებ!-უცნაური კითხვა დასვა სიტუაციით დაბნეულმა თეომ-არა არავისთვის მითქვამს!- ეს მარტო მე ხომ არ მეხებოდა? ,ეს გადაწყვეტილება ორივემ ერთად უნდა მივიღოთ და ერთად გავაცნოთ ახლობლებ! რა თქმა უნდა თუ თანახმა იქნები! -და ბეჭედი?- ჩემი ბოლო პენსიით შევიძინე! თეოს სახეზე უკვე აღელვება ეტყობოდა-მე მზად არავარ!- ვინმე არის ამისთვის მზად? გიყვარვარ?- არ ვიცი! ეხლა კი ნამდვილად დაიბნა ლუკა ყველა პასუხს მოელოდა ამის გარდა- არ ვიცი, ხო არ ვიცი მზად ვარ თუ არა რომ ჩემი ცხოვრება შენსას დაუკავშირო, არ ვიცი ამას როგორ მიირებენ ჩემები.- აუხსნად და გაგვიგებენ!-უკან დახევას არ აპირებდა ვაჟი- რა აუხსნა?-ცრემლები წამოუვიდა თეოს- რა ვუთხრა მათ? მე დიაბეტიკი მიყვარს და მას უნდა დაუკავშირო ჩემი ცხოვრებათქო?- ეგ რა შუაშია?- სახეზე ფერი ეცვალა ლუკას- შუაში? შუაში კი არა და თავშია! არ ვარ მზად შენს გვერდით ცხოვრებისთვის, მეშინია, გესმის მეშინია, ხო მიყვარხარ, შენთან თავს კარგად ვგრძნობ მაგარმ.....- რა მაგრამ თეო, რისი თქმა გსურს მითხარი ბოლომდე!- ხმა და ტონი შეეცვალა ლუკას- პრობლემა ის არის რომ დიაბეტიკიხარ და მეშინია, შენ ხომ ავად ხარ,? დიაბეტი კი როგორც ვიცი გენეტიკურია, დედამ მითხრა შთამომავლობაზე გადადისო, ჩვენ შვილებს რომ დაემართოთ? მე არ მინდა ნემსით და საზომი ჩხირებით ხელში ვხედავდე ჩემს ქმარს და შვილს, არ მინდა ლუკმას ვუთვლიდე ვინმეს, მე ნორმალური ოჯახი მინდა,მაპატიე!-აზლუქუნდა თეო და გაიქცა....გაიქცა და თავს უშველა ლუკას კი სამყარო დაექცა თავზე, იჯდა ბაღის გრძელ სკამზე გაშტერებული, -რა ცუდი ყოფილა დიდობა, თურმე როგორ დაუნდობლად გახეთქებს რეალობასთან, ცოლის მოყვანა და ოჯახური იდილია მომინდომა ბიჭმა, დაგავიწყდა რომ ავადმყოფი ხარ? დიაბეტიკი! ღმერთო რა საშინელი სიტყვაა, დამთავრდა ლამაზი ზღაპარი რომელშიც წლები ცხოვრობდი..... შენ არარაობა ხარ, შენ ნულიხარ ლუკა, რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს?- ამაზე აქამდე რატომ არასდროს გიფიქრია? ვის რას უკეთებ? ყველას ტვირთი ხარ!, სამყაროში შენი არსებობით რას აკეთებ რომ არ არსებობა იგრძნოს ვინმემ შენი?- მოსვენებას არ აძლევდა ლუკას მეორე მე,ლუკამ თავი ასწია რომ მთელი ხმით ეყვირა, რომ თავის მეორე მესთვის გაეგონებინა ხმა და დაემტკიცებია თავის სიძლიერე, მაგრამ გარშემომყოფების შერცხვა, ბაღიდა გამოვიდა დაკიბეებზე დაეშვა, ეკლესიის კარებთან გაჩერდა, აი ამ ეკლესიაში უნდა დაეწერათ მისი წარმოსახვით მას და თეოს ჯვარი, აქ ხომ ხშირად დადიოდნენ ერთად, ეხლა კი.... კარის ზღურბლთან შეჩერდა და ცივად მობრუნდა, არა არ უნდა არავის მოსმენა, რადგან ყველა ისევ ლამაზ ტყუილ უამბობს, ეკლესიის ეზოსაც გაერიდა და ბუჩქებში ჩაჯდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რად უნდა სიცოცხლე თუ მას ოცნებების მსხვრევა მოაქვს, ვინ არის? ზედმეტი ტვირთი!.... ხოოდა სწორედ ამიტომ, ჯიბეში ხელი ჩაიყო და წითელი კალმისტარივით რაღაც ამოიღო, კალმისტარის გორგოლასაც მარჯვნივ დაუწყო გადაწევა, ბოლომდე გადასწია, შემდეგ მკლავზე დაირტყა... რამდენიმე წამს იყო ისე თითქოს ითვლიდა რაღაცას, მერე თვლა შეწყვიტა, კალმისტარი ხელიდან გააგდო, მუცელში საშინელად შეაცია, ფეხები აუკანკალდა და გონება დაკარგა..... თავი III როდესაც გაკვეთილები დაამთავრა ანომ და სკოლის ეზო მეგობრებთან ერთად დატოვა, გაჩერებისაკენ გაემართა, დედა საზღვარგარეთ იყო წასული, მამა მუშაობდა და მიტომ სხვა ბავშვებივით არ ჰქონდა ფუფუნება მშობელს მოეკითხა მისთვის მანქანით, ეს ამბავი დიდად არც აწუხებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მშვენივრად მგზავრობდა, მაგრამ ამ ბოლო დღეებში რატომღაც სუსტად გრძნობდა თავს, თუმცა დიეტა ჰქონდა დაწყებული თან საკმაოდ ეფექტურიც, რამოდენიმე დღეში უკვე თითქმის 5 კილოგრამი მოიკლო და ეს დიდად არ აჯავრებდა, მაგრამ აი ეხლაც თითქოს მოცელესო ფეხები მოეკვეთა, ცივმა ოფლმა დაასხა და ირგვლივ მხოლოდ სიბნელე აღიქვა უგონოდ ჩაიკეცა ანო სკოლის გაჩერების წინ, უამრავმა ადამიანმა მოიყარა მის ირგვლივ თავი, ზოგი წყლით გამორბოდა, ზოგი საფეთქელს უსრესდა, ნიშადურის სპირტიც აღმოაცნდა ვიღაცას, სასწრეფოს მოლოდინში, ვერ შეძლეს გოგონას გონზე მოყვანა, სასწრაფო კი როგორც ყოველთვის აგვიანებდა..... სასწრაფო არასოდეს აგვიანებს ეს მომლოდენეებს ეჩვენებათ ყოველვი ესე თორე ის ექიმები სიცოცხლის გადასარჩენათ ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ, გაჩერებასთან წითელი პორშე გაჩერდა და ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა სწრაფად- რა ხდება?-იკითხა ინტერესით- ბავშვი არის ცუდად!- მთელი ხმით იყვირა ვიღაცამ,- მე ექიმი ვარ!,მიმიშვით!მამაკაცი ბავშვის წინ მუხლებზე დაიჩოქა. ჯერ პუსის გაზომვა სცადა, შემდეგ ჯიბიდან რაღაც პატარა აპარატი ამოიღო, სისხლი აუღო... მანქანიდან ნემსი გადმოიტანა, მკლავზე დაარჭო და...... გოგონამ თვალები გაახილა,- ბავშვის მშობელი რომელია?-იკითხა მამაკაცმა- აქ არ არიან....- უპასუხა გოგონამ- აქ ვერ დაგტოვებ!,სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანო, უთხრა გოგონას, ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა- რამე საშიშია?-იკითხეს,თუმცა მამაკაცს პასუხის გაცემა არც უცდია ისე დაქოქა მანქანა და მთელი სისწრაფით გააქროლა.- რამე საშიში მჭირს?- ძლივს გაბედა კითხვის დასმა ანომ- არა, საიდან მოიტანე?- შეიძლება თქვენი ტელეფონით დავრეკო? სახლში ბებო მელოდება და ინერვიულებს- დარეკე!- ტელეფონი გაუწოდა მამაკაცმა, თან თავისი სავიზიტო ბარათიც მიაყოლა-უთხარი ამ კლინიკაში მოვიდნენ- ბებო ვერ შეძლებს მოსვლა, მაშინ მამას დაურეკავ რა ვუთხრა?-მისუსტებული ხმა კიდევ უფრო მიუსუსტდა დააუთრთოლდა ანოს- დარეკე დაელაპარაკე და მე აუხსნი შემდეგ - იყო ექიმის პასუხი. თავი IV უკვე გვიანი იყო, როდესაც ლუკა ექიმმა კლინიკა დატოვა და სახლისაკენ გაეშურა, ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო, ჩვევა ჰქონდა ან უფრო სწორედ პროფესია ავალდებულებდა ყველა ზარისათვის ეპასუხა, აიღო- ლუკა ექიმო,მითხარით რომ დიაბეტი გენეტიკური დაავადება არ არის, მითხარით რომ არ არის საშიში ის რაც მე მჭირს!-ვედრება და სასოწარკვეთილების ხმა ერთად ირეოდა გოგონას ხმაში,- რომ გიპასუხო ჯერ მითხარი რომელი ხარ?- ანოვარ ექიმო!- რა მოხდა ანო?- დავიღალე ლუკა ექიმო, დამღალა შაქარმა, გლუკომეტრმა, ინსულინმა ნემსებმა და რაც მთავარია ადამიანებმა; ნეტა სულ არ დავბადებულიყავი, სიკვდილი მინდა!- სად ხარ? სიკვდილზე ფიქრი არ გაბედო! ეხლავე შენთან მოვდივარ!...- სახლიდან გამოვიქეცი და ხარაზოვის ბაღში ვზივარ! ჩვენ დიაბეტიანებს მომავალი არ გვაქ და რატომ გაგვაჩინა ღმერთმა?...- სიკვდილზე ფიქრი არ გაბედო მოვდივარ!-იღრიალა ლუკამ და ტელეფონი უკანა სავარძელზე მოისროლა,„ ჯანდაბა, თითქოს ოცდამეერთე საუკუნის ღირსეული შვილები ვართ, მაგრამ ცნობიერება ისევ პირველყოფილი გვაქვს, როდემდე შეიძლება ჩაითვალოს დიაბეტი დაავადებად, როდემდე შეიძლება მოვექცეთ ამ შაქარივით ტკბილ ბავშვებს როგორც კეთროვნებს, როდემდე უნდა გვჯეროდეს რომ დიაბეტი გენეტიკურად გადამდები დაავადებაა, რომ დიაბეტიანს არ შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრება,”-ამ ფიქრებში გართული მიაქროლებდა ავტომობის და თან თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები კადრებივით უტრიალებდნენ თვალწინ. მთელ ბაღს მოავლო თვალი, გოგონა ვერსად შენიშნა, ყველა სავარძელი ცარიელი იყო, ბუჩქებში დაუწყო ძებნა, ოლეანდრების ძირში ჩამჯდარიყო, ან უფრო სწორედ მოკუნტულიყო ანო და სლუკუნებდა,- რა დაუშავე უფალს?, მე, მე რატომ ამომირჩია ამ ტანჯვისთვის?-ამოიოხრა გოგონამ და თავის ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა...- უფალი მხოლოდ რჩეულებს უვლენს განსაცდელს!- \შებლზე გადაუსვა ხელი გოგონას ლუკამ- თქვენ ექიმი ხართ და ადვილია თქვენთვის ამ სიტყვების თქმა, თქვენ მხოლოდ დარიგება შეგიძლიათ და კიდევ აკრძალვა, თქვენ რა იცით რას გრძნობს მაშინ ავადმყოფი,- მე ვიცი!-მტკიცე იყო ექიმის ხმა- მეც დიაბეტი მაქვს!ანომ უცებ შეწყვიტა სლუკუნი, თითქოს ცრემლებიც კი შეაშრა სახეზე და დაბნეულმა შეხედა ექიმს- თქვენ ალბად ჩემს დამშვიდებას ცდილობთ, ეს შეუძლებელია!- შეუძლებელი არაფერია პატარა, რამ შეიძლება დამიცვას ამ დავადებისგან? თეთრმა ხალათმა?ანოს ღიმილი მოეფინა სახეზე- ყველაფერი უფლის ნებით ხდება, შენ გგონია ჩემთვის უცხოა ის გრძნობა რაც შენ გეუფლება? გგონია მე არ მტკიოდა? მაგრამ მე უფალი დამეხმარა და ჩემს მიზანს მივახწიე!...- რამდენი წლის იყავით დიაბეტი რომ დაგიდგინდათ?~- 10-ის- ესეთი პატარა?- ხო!- ყველაზე მეტად რისი დათმობა გაგიჭირდათ დიაბეტის გამო?ლუკამ თავი დახარა,ანო მიხვდა უადგილო კითხვა დასვადა გაჩუმდა.- რისი არა, სწორი იქნებოდა გეკითხა ვისი!... ეხლა კი დამშვიდდი, დაწყნარდი და სახლში წადი!- ლუკა ექიმო შეგიძლიათ ჩემს მშობლებს დაელაპარაკოთ? შეგიძლიათ აუხსნათ ყველაფერი?- მას შემდეგ რაც დიაბეტი დამიდგინდა სულ კამათობენ, გუშინ საღამოს საშინლად იჩხუბეს, არიცოდნენ მე რომ ვუსმენდი და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ჩემს ავადმყოფობაში, არა შენი გენეტიკის ბრალია და არა შენიო, ეს აუტანელია!...მე მათ ოჯახს დავანგრევ მე ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ვხდები!- ლუკას მუხლებში ჩადო თავი ანომდა აქვითინდა.- არ იჯავრო... მამას ტელეფონის ნომერი მომეცი და მე დაველაპარაკები მშობლებს, მშობელთა სკოლაში ჩავწერ მათ, სადაც ყველაფერს აუხსნიან და გააგებინებენ...- ანომ ტელეფონში ჩაწერა ნომერი, შემდეგ თითქოს მიხვდა თავის დანაშაულს ექიმის წინაშე, მაპატიეო ჩაილუღლუღა, თავი დახარა და გაშორდა. თავი V -ლუკა ექიმო თქვენთან ანო კიკვიძის მშობლები არიან- აცნობეს მიმღებიდან- შემოვიდნენ!-მკაცრი, უფრო სიბრაზით სავსე ხმა ჰქონდა ლუკას კარი გაიღო და პირველი მარალი ბრგე, ოდნავ მელოტი მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც სუსტი, ქერა ქალბატონი შემოჰყვა,-დაბრძანდით დაეხლავე მოგხედავთ!- ექიმების შესაბამისი მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ლუკამ, რომესაც არც უცდია შემობრუნება რომ მშობლებს მისალმებოდა მამაკაცი ჩამოჯდა, ქალიც მის გვერდით მოკალათდა- თქვენს შვილს დიაბეტი აქვს!-შემობრუნდა და სიტყვე პირზე შეაწყდა მამაკაცს, მის წინ თეო იჯდა, წლებდატყობილი ოდნავ დასუსტებული და გაფერმკრთალებული, მაგრამ თვალები კვლავ ძველებურად ასხივებდნენთეომაც შეხედა, შეხედა და აილეწა, თითქოს გონება აერიაო- ხო მე ვიცი რომ ჩემი შვილის ავადმყოფობა ჩემი ბრალია, შეხსენება არ არის საჭირო!-ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა,- თავის მხრივ ლუკაც აილეწა სახეზე ყველაფერს ელოდა, ბევრჯერ უფიქრია თეოზე, ბევრჯერ წარმოუდგენია მასთან შეხვედრაც მაგრამ აქ და ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ ელოდა, დაიბნა ძალიან დაიბნა ლუკა,- - ეგ უკვე ვიცით! ჩვენ რატომ დაგვიბარეთ?- ვფიქრობ რომ არასწორი წარმოდგენა გაქვთ დიაბეტის შესახებ!- და რა წარმოდგენა უნდა გვქონდეს? დიაბეტი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ჩემ შვლის მემკვიდრეობით ერგო, ალბათ დედისგან რადგან ჩემს გენში დიაბეტი არავის აქვს-ჩაილაპარაკა კაცმა და სიგარეტის ამოღება დააპირა ჯიბიდან- პირველ რიგში: დიაბეტი დაავადება არ არის!- ხმას აუწია და ლამის იყვირა ლუკამ, მეორე ის გენეტიკური არ არის, მესამე თქვენი ცოლის ოცნება არ ყოფილა დიაბეტიკი შვილი ჰყოლოდა და მეოთხე აქ არ ეწევიან,- ეს უმაღლესი დონის კლინიკა მეგონა დღემდე და ვერ წარმოვიდგენდი რომ ესე არა ცივილურად მოგვექცეოდნენ აქ!-გაბრაზებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო.- ცივილიზებულად და პატივისცემით რომ მოგექცნენ ეს უნდა დაიმსახუროთ!- და რა ვერ დავიმსახურეთ?ლუკას არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი, ამ კაცთან, თავისი საყვარელი ქალის ქმართან რაიმე თემაზე, თუნდაც დიაბეტზე ესაუბრა, ამიტომ თვალი თვალში გაუსწორა და პირდაპირ უთხრა:~- ვფიქრობ სჯობს თქვენი შვილი სხვა კლინიკაში, სხვა ექიმთან გადაიყვანოთ სამკურნალოდ- მეც ესე მირჩევნია რადგან თქვენნაირ უხეშ ექიმს ჯერ არ შევხვედრილვარ!- საბუთებს მოგიტანთ!-კარისაკენ გაემართა ლუკა, დერეფნის მოპირდაპირე მხარეს ფანჯრის რაფასთან თეოს მოჰკრა თვალი, რომელიც ცის შორეულ სიღრმეში იცქირებოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ქალმა თითქოს იგრძნო ვაჟის ნაბიჯები, შემობრუნდა, სახე დაწითლებოდა, უპეები ჩასცვენოდა, ეხლა საშინლად მოუნდა ლუკას რომ ეს უსუსური არსება გულში ჩაეკრა, მისთვის თავზე გადაესვა ხელი და ეთქვა: „ნუ გეშინია საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ერთად ამ დაავადებას დავამარცხებთ!“, მაგრამ მერე წარსული გაახსენდა, თავისი უკანასკნელი პენსიით ნაყიდი კალიცო, მისი სიტყვები: „არ მინდა დიაბეტიკი შვილი მყავდეს!“ გაახსენდა და გულში დანასავით დაესო დიდი ტკივილი, ამიტომაც ქალს თვალი აარიდა და ისე სხვათაშორის ჩაილაპარაკა:- - თქვენს მეუღლესთან შებრძანდით, ბავშვის საბუთებს ახლავე მოგიტანთ,თეომ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და შემდეგ ისევ უკან დაიხია- რატომ?-მხოლოდ ეს გამოცრა მისმა ბაგეებმა- დიაბეტი განაჩენი არ არის!- მკაცრად გასცა პასუხი ლუკამ და დერეფნის ბოლოსაკენ განაგრძო გზახოლო როცა საბუთებით ხელში კვლავ თავის კაბინეტში დაბრუნდა მამაკაცი და ქალი ერთმანეთში რაღა ცაზე ცხარედ კამათობდნენ.- არ შეიძლება ანომ თქვენთან გააგრძელოს მკურნალობა?- ვედრებით სავსე თვალები შეანათა თეომ.- მე ჩემ შვილს ვერ ვანდობ ისეთ ადამიანს ვინც შეურაცყოფას მაყენებს!-მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.- მე მას ვენდობი!-აღმოხდა ქალს და მთელი თავისი ემოვია ამ სიტყვებში ჩააქსოვა. ოხ რა ძნელი იყო, თუნდაც წლების შემდეგ ზურასთვის საყვარელი ქალის თვალზე ცრემლის დანახვა, მერე რა რომ ეს ის ქალი იყო ვინც პირველად გაუტეხა გული, სიყვარულიც ხო ამ ქალიდან ისწავლა, რომ შეძლებოდა ისევ ისე დაუკოცნიდა აცრემლებულ თვალებს როგორც ბავშვობაში, მაგრამ ეხლა რეალობა ძალიან მკაცრი იყო,- მეც თქვენს მეუღლეს ვეთანხმები, სჯობს საბუთები წაიღოთ!, დემდე ყველა ჩატარებული გამოკვლევა და პასუხი აქ არის, აარჩიეთ ენდოკრინოლოგი თქვენი სურვილისამებრ! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პრინცესას!- ლუკამამ საბუთები ხელში დააკავა მამაკაცს, შემდეგ კი ხელით კარისკენ მიუთითა და თვითონ საბუთებში ჩარგო თავი.ეს მათ დასანახათ თორე ისე ფიქრებში ჩაიძირა.„დროზე გადით ჩემი კაბინეტიდან! გაქრი თეო ჩემი ცხოვრებიდან, რა საშინელი არსება ხარ თეო, ჯერ მე დამინგრიე ცხოვრება ეხლა კი საკუთარ შვილს უნგრევ, როგორ შეიძლება შენნაირი არსების სიყვარული, რა სულელი ვიყავი რომ შემიყვარდი, მაგრამ ღმერთო, მაინც რა აუტანელი იყო შენს თვალებზე ცრემლი, ეხლაც მინდა დაგეხმარო, მინდა შენ შვილს დავეხმარო მაგრამ…. ეხლა გაგიჩნდა ჩემდამი ნდობა?ჩემი ნდობა და სიყვარული რომ გქონოდა დღეს ანო ჩვენი შვილი იქნებოდა, მთებს გადავდგამდი და ყველაფერს გავაკეთებდი რომ ის არ განეცადა რასაც თქვენთან განიცდის.. მაგრამ ისევ ისე ეგოისტი ხარ როგორც მაშინ, აი ქმარი კი მართლა შესაფერისი გყავს….“ - თავი VII -სამსახურში მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ!-თქვა თემომ და ბინის კარი გაიხურა.თეო სარკის წინ იდგა და კიდევ ერთხელ აკვირდებოდა საკუთარ თავს, საკუთარ ყველა ნაკლს თუ ღირსებას კარგად არჩევდა, არ უჭირდა ობიექტური ყოფილიყო შეფასებისას, წლებმა სერიოზული კვალი დაატყო მის სახესაც და სხეულსაც, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ აწუხებდა ანოს ავადმყოფობა, საკუთარი სილამაზის ბოლო შტრიხსაც დათმობდა ოღონდ მის შვილს დიაბეტი არ ქონოდა!-თქვენს შვილს დიაბეტი აქვს!-ჩაესმოდა მკურნალი ექიმის ამაზრზენი ხმა, არა ხმა ნაზი და სათნო იყო, უბრალოდ ეს სიტყვები ჟღერდა ამაზრზენად! ღმერთო რატომ უნდა დამართნოდა ჩემს შვილს ეს? მე ხომ ბავშვობის სიყვარულზე ვთქვი უარი ამის შიშით? ნუთუ ვისჯები? ნუთუ მართლა იმისთვის ვისჯები რომ...... -და ფიქრი შეწყვიტა თეომ. იმ მომენტამდე სანამ ანოს დიაბეტი დაუდგინდებოდა არასოდეს ყოფილა ერთი წყენაანსაყვედურიმას და თემოს შორის. დღეს კი? დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ყველა წვრილმანზე კამათობენ, ერთმანეთის თითქმის არც ესმით... თემო იმდენად შეაშინა ამ ფაქტმა რომ მზად არის საკუთარ შვილზეც თქვას უარი ოღონდ მას ამ მდგომარეობაში არ ხედავდეს.... თემო რატომღაც შვილის ავადმყოფობაში თეოს ადანაშაულებს. თეო კარგად გრძნობს როგორ ჩნდება უფსკრული მას და თემოს შორის.....მწარე ფიქრებში გართული თეო რეალობაში მხოლოდ ზარის ხმამ დააბრუნა, სარკეს მოშორდა და ტელეფონი აიღო, მთელი სხეული აუთრთოლდა, გულში ლოდივით დააწვა ტკივილი, ჰაერი დაეკეტა და ტკივილისგან მხოლოდ ერთი მწარე ამობღავლება შეძლო.სასწრაფოს ექიმი ამცნობდა რომ ანო საავადმყოფოში გადაჰყავდათ,მოშორდა სარკეს.„რა სულელი ხარ თეო, შენ საკუთარ გრძნობებზე ფიქრობ შენი შვილი კი სიკვდილს ებრძვის“.... მობილური ჯიბეში ჩაიდო, ოთახის კარი გაიხურა და კიბეებზე დაეშვა.. „უფალო დაიფარე ჩემი შვილი, უფალო ოღონდ მისი თავი მიცოცხლე და ცხოვრებაში არასოდეს არაფერზე არ ვიწუწუნებ! რაც უნდა მითხრას თემომ, როგორც უნდა ისე დამადანაშაულოს!.....-იმეორებდა გულში და ქუჩაში გიჟივით გარბოდა, მერე მიხვდა რომ გზის გასაგრძელებლად ტაქსი სჭირდებოდა, გააჩერა და ჩაჯდა, მობილური ამოიღო და თემოს დაურეკა-თემო გთხოვ სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდი ანო გადაიყვანეს და არ ვიცი რა სჭირს-აღებისთანავე ჩასძახა -მე მოსვლას ვერ მოვახერხებ არ მცალია, შენ ხო მიდიხარ? გამაგებინე რა ხდება-მოჭრილად უთხრა ვაჟმა და გათიშა,„როდის უნდა გაუსწორო რეალობას თვალი თემო როდის““ ოღონდ ჩემი შვილი იყოს კარგად და \თემოს ყველა გაბრაზებას ავიტან….-მოვედით-ფიქრებიდან გამოარკვია მძღოლის ხმამ,თანხა გადაიხადა და წამებში აირბინა საავადმყოფოს კიბეები,მეორე სართული ნომერი 405- გადაამისამართეს მიმღებში, როდესაც მეორე სართულის კიბეები აირბინა და წარწერას ახედა, მუხლების მოკვეთა იგრძნო „რეანიმაცია“ წითლად ანათებდნენ ასოები.-რა დაემართა ჩემს შვილს?-განწირული ხმით ჰკითხა ექიმს.- დიაბეტური კომა განუვითარდა-კი მაგრამ რატომ?-წამლის დიდი დოზით მიღების გამო!-რააა? ეს რას ნიშნავს?-ვიქრობთ თქვენს შვილს უჭირს რეალობისათვის თვალის გასწორება და არც მშობლები უდგახართ სათანადოთ გვერდით-ძალიან მკაცრი ტონი ჰქონდა ექიმს-კი მაგრამ ექიმო-მიხვდა თავის მართლების დრო არ იყო-როგორ, როგორ არის?-საბედნიეროდ გადავრჩით, მადლობა სასწრაფოს ექიმებს რომ დროულად აღმოუჩინეს დახმარება-შეიძლება ვნახო?-შებრძანდით რამდენიმე წუთით, თეო ოთახში შევარდა, ანო ფერმკრთალი და უსუსური საწოლზე იწვა, დედის დანახვაზე ოდნავ გაიღიმა-შეგეშინდა დეეე?- დამნაშავესავით ჩაილაპარაკა-ვფიქრობ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო, მაგრამ რადგან ასაკით გარდატეხის პერიოდის ბავშვთან გვაქვს საქმე, თან ახალი დადგენილი აქვს დიაბეტი, მის მდგომარეობას ვითვალისწინებთ და წამლის ზედმეტ დოზას ვწერთ, რითაც გაშორებთ ბევრ პროცედურებს და პოლიციას-თითქოს სხვათაშორის ჩაილაპარაკა ექიმმა-მალე გამწერთ?-თითქოს არაფერი მომხდარაო ისე კითხულობდა ანო, თეო კი ხელებს უკოცნიდა- ანალიზების პასუხს ველოდებით და გადაწყდება პალატაში გადაგიყვანენ თუ გაგწერენ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სხვათაშორის მინდა ერთი კარგი ექიმის ნომერი მოგცეთ-აუცილებლად ჩავინიშნავ…-574284878-ეს ხომ ლუკა ექიმის ნომერია-წამოიყვირა ანომ- იცნობთ?-კი და აუცილებლად დაუკავშირდებით -ჩაილაპარაკა თეომ, შემდეგ კი ანოს მიუბრუნდა-ეს რატომ გააკეთე დე?-ამაზე სახლში ვილაპარაკოთ!-სიტყვა მოუჭრა გოგონამ,-ბებოსთვის ხომ არ გითქვამთ?-არა-პატარა პრინცესა შენ გაგიმართლა, ანალიზის პასუხის მიხედვით ყველაფერი ნორმაში გაქვს და შეგიძლია წახვიდე, ოღონდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით აკონტროლე შაქარი..-დედი, ლუკა ექიმთან გადამიყვანე რა გთხოვ, იცი ის რა კარგი ექიმია, მას ჩემი კარგად ესმის, იცი? მასაც დიაბეტი აქვს,-შენ რაიცი?~-თვითონ მითხრა„ფაქტი რომელსაც გაურბოდი წინ მაქვს, დიაბეტიანი ლუკა და დიაბეტიანი ჩემი შვილი“, ღმერთო ნუთუ წარსულისთვის მსჯი?თავი VII-თემოსთან დარეკვა სულ გადამავიწყდა-ჩაილაპარაკა თეომ მას შემდეგ რაც ანო საწოლში დააწვინა,-კარგი დაურეკე დე, მე ცოტას დავისვენებ…..თეო შვილს შუბლზე ეამბორა და საძინებლის კარი გაიხურა, ზარი რამოდენიმეჯერ გავიდა,-ცოტა ხანში დაგირეკავ!-იყო მამაკაცის მძიმე ხმა და უფრო მძიმედ გაისმა კლავიშის წუილი, დაბნეულ და გადაღლილობისგან გამოფიტულ თეოს არც უცდია მობილურის ყურიდან მოშორება ისე ჩამოჯდა მდივანზე, მაგრამ სჯობდა მოეშორებინა და შორს გადაეგდო ვიდრე ის გაიგო რაც გაიგონა: „ვინ იყო საყვარელო?-ჩაესმა ქალეს ზედმეტად განაზებული ხმა.-არავინ!-მშვიდად მიუგო მამაკაცმა,“თეომ ხელები აუკანკალდა, წუთით იფიქრა გავთიშავო ტელეფონს, მაგრამ „იქნებ ყველაფერი ცუდად გაიგე თეო, იქნებ ეს ის არ არი რაც შენ გაიფიქრე, ტყუილად ხომ არ უნდა დაადანაშაულო კაცი? -შეუძახა თავს და გაიტრუნა. „-მოდი ჩემთან მინდა შენით დავტკბე ჩემო ერთადერთო!-ვნება , სითბო და სიყვარული ჟღერდა მამაკაცის ხმაში…-მოდი მომეფერე-მაგიჟებ და გთხოვ ჩემგან არასოდეს წახვიდე, მე მე მხოლოდ შენ მჭირდები!-არ წავალ შენ ჩემი ერთადერთი ხარ!“ მეტის არც მოსმენის სურვილი ქონდა და არც შეეძლო თეოს, მობილური მდივანზე დააგდო და ჩუმად ანომ არაფერი გაიგოსო აქვითინდა…თემოსთან ერთად თანაცხოვრების ყველა ეპიზოდმა გაურბინა კადრებივით თვალწინ, მეტი ღიმილი იყო ვიდრე ტკივილი, აბა დღეს რა ხდება? რატომ მოატყუა თემომ? რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი? იქნებ სულ ატყუებდა, იქნებ მათი ცხოვრების ყოველი დღე ტყუილი იყო, იქნებ არ უყვარდა თემოს, ან იქნებ ბოლოს და ბოლოს სამყაროში ხომ ყველაფერს აქვს დასასრული და რაღა მათი ურთიერთობა იქნებოდა გამონაკლისი.....მორჩა ყველაფერი დასრულდა, გული გატყდა, სული მოკვდა.... და დაიწყო სულის დაუსრულებელი პანაშვიდი თეოს ცხოვრბაში...აბაზანაში შევარდა და შხაპის ქვეშ მოექცა, გული ერეოდა საკუთარ თავზეც და თემოზეც...... ძულდა სამყარო და კარგად იცოდა რომ აქ მისი ადგილი არ იყო, არ ახსოვს რამდენხანს იყო წყლის ქვეშ, ალბათ რამოდენიმე საათი, მისაღებ ოთახში გამოსულს თემო უკვე მოსული დახვდა, -ანომ ნემსი გაიკეთა და უკვე ჩაეძინა, ყავა ხომ არ დაგველია და გვესაუბრა რა მოხდა დღეს?-დღეს მემომკალი!- აღმოხდა თეოს დაცრემლებმა საუბრის გაგრძელების საშვალება არ მისცეს. -კარგად ხარ?-ირონიული მოეჩვენა თემოს ხმა. -ისე ვარ როგორც გინდა რომ ვიყო!-ძალა მოიკრიბა თეომ-ვიცი სადაც ვიყავი, გათიშვის მაგივრად სხვა ღილაკს დააჭირე ხელი და მე ყველაფერი მოვისმინე!„დაიწყება ეხლა ახსნა-განმარტებები“-გაიფიქრა ქალმა, მაგრამ არა, თემოს ოდნავ ფერი ეცვალა, ხმა აუთრთოლდა მაგრამ მაინც დამაჯერებლად ჩაილაპარაკა :-ეჭვიანობა დამიწყე? შენგან არ ველოდი!თეო ადგილიდან მოწყდა და საძინებელში შევიდა... მთელი ღამე ცხარე ცრემლების ღვრაში და უაზრო ფიქრებში გაატარა ოთახის კუთხეში მოკუნტულმა. არ ეძინა ლოგინზე წამოწოლილ თემოსაც.... მთელ სახლში სიჩუმის გამყინავი სიმფონია ისმოდა მხოლოდ. ამოანათა მზემ, სხივებით გაათბო მთელი დედამიწა, მაგრამ სითბომ ვერ შეახწია ამ პატარა სახლში ,სადაც წლებია მყუდრო სამყარო მოეწყოთ, პირველი თემო ადგა, არცკიგაუხედავსკუთხეშიმჯდომიქალისათვისისედატოვასაძინებელი, თეო კიისევთავჩარგულიიღვრებოდაცრემლებად. „მისთვისსულერთივართორე, როგორდაუშვებდარომმთელიღამეცრემლებშიგამეტარებია“- ამფიქრებითწამოდგათეო--წავედი!- ჩაილაპარაკა თემომ, თეომ საათს დახედა ჯერ მხოლოდ 7 სთ იყო-არ გინდა რამე მითხრა?,-აზრი არ აქვს, ეხლა მაინც ვერაფერს გაიგებ!... მძიმედ ჩაილაპარაკა თემომ- დღეს მძიმე დღე მაქვს-ხოოო? მაშინ მე მინდა გითხრა-მშვიდად მაგრამ ცრემლების თანხლებით განაგრძობდა თეო,-„ჩემთვის სიყვარული რწმენა, ნდობა და დაფასება იყო ყოველთვის, ჩვენი სიყვარული კი ერთგულების სიმბოლოდ მიმაჩნდა, შემოეძარცვა სიყვარულს ნდობის პერანგი და სული იქცა ლეშად, მე არვიცი როგორ გავაგრძელო მკვდარი სულით ცხოვრება და გამოსავალს ვეძებ... გულს არ ჯერა რომ ჩვენი სიყვარული მოკვდა.... გული მეუბნება რომ ვცდები, რომ შეუძლებელია შენი თვალები მატყუებდნენ, აი გონება კი სულ სხვას მეუბნება, დამცინის სულელ არსებას, რომელსაც მარადიული სიყვარულის და ერთგულების მჯეროდა... გულის და გონების ჭიდილში თავგზა მაქვს არეული....ნეტავ წუხელ ერთი სიტყვა მაინც გეთქვა ჩემთვის, ნეტავ წუხელ გულში მაგრად ჩაგეკარი და თავი გემართლებია, მაგრამ არა შენ დამნაშავეთაც არ გრძნობ თავს ჩემს წინაშე, არგტკივა ჩემი ცრემლები, ეს კი უკვე დასასრულია, ურთიერთობის დასასრული... ხო ჩვენი სიყვარული დასასრულს მიუახლოვდა, სიყვარული ყოველთვის იყოფა ორზე, მესამე ზედმეტია,მე შემიძლია ბრძოლა შენთვის, რადგან კარგად ვიცი როდესაც ურთიერთობაში მესამე ჩნდება პრობლემა ორშია, ხოოდა მე გიშვებ!-თეო კანკალებდა,თემო კი მშვიდად უსმენდა ქალის საუბარს თითქოს სულ სხვა პლანეტაზე იყო-რა სულელი ხარ!-ჩაილაპარაკა ვაჟმა და სიგარეტს მოუკიდა.თეო მივიდა მამაკაცთან ხელიდან სიგარეტი წაართვა და მკერდზე მიიდო,-აი ასეა ამომწვი სული, ეს ღალატი არასოდეს დამავიწყდება, რა დამავიწყებს რომ, იმდროს როდესაც ჩვენი შვილი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა შენ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდი!. თავი VIIIყველაფრის მიუხედავად თემომ გაიხურა კარი და გავიდა.... თეო დილის სამზადისს შეუდგა, საუზმედ 70 გრამი პური თხლად წასმული კარაქით, 1 პომიდორი 1კვერცხი და 1 ვაშლი გაამზადა, ანოს ოთახში შევიდა, ანოს გაღვიძება ყოველთვის უჭირდა ცვალებადი შაქრის შემდეგ, ეხლაც დედის დაჟინებული მოთხოვნით გაახილა თვალი, დედისავე თხოვნით გადაწყვიტა შაქარი გაეზომა, 340 აჩვენა გლუკომეტრმა.-მაღალია ამიტომ ნახევარი ხაზით მეტს გავიკეთებ- დამნაშავეთ ჩაილაპარაკა ანომ.-ჯერ მოემზადე და საუზმისკენ შემდეგ გაიხედე! ნემსის შემდეგ ხომ იცი 20 წუთი უნდა გავიდეს!-მკაცრად ჟღერდა თეოს ხმა.-ვიცი დე! ანო ზლაზნით წამოდგა საწოლიდან, ასეთივე ზლაზნით გაემართა სააბაზანოსკენ. მომზადებას 20 წუთზე მეტი მოანდომა, მიხვდებოდით რომ სკოლაში წასვლა ეზარებოდა, მაგრამ კარგად იცოდა პროტესტს აზრი არ ქონდა და ამიტომ არც გამოუხატავს, ისაუზმა, გამოზომილ ლუკმას ყოველთვის აპროტესტებდა ანო, გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო.- შენი მაღალი შაქრის დამსახურებაა!-აღელვებულად მიუგო თეომ- წახემსება არ დაგავიწყდეს, იოგურტი და ვაშლი ჩაგიდე….კარამდე გააცილა თეომ შვილი, შუბლზე სიყვარულით ეამბორა.-თავს მიხედე!-დაარიგა- დე, ლუკა ექიმთან ჩავეწეროთ გთხოვ!- ვედრება ჟღერდა ანოს ხმაში.- ვნახოთ შვილო!- დაპირდა თეო, მაგრამ მხოლოდ სიტყვებად წარმოთქვა ლუკასთან დარეკვა არც უფიქრია. აი დარჩა საკუთარ სახლში საკუთარ ფიქრებთან მარტო თეო, აღარ იყო საჭირო ძლიერი დედის და ქალის როლი საჭირო, ალბათ ამიტომ კარის მიხურვისთანავე ერთი ამოიოხრა და კარის კუთხეშივე ჩაიკეცა.... თავისდა უნებურად ცრემლები მოერია, მერე ეს ცრემლები თითქოს ბურთად გადაიქცა, რომელიც ყელში წაეჭირა.... სუნთქვა შეეკრა, არ იცოდა რა ექნა, ტელეფონი აიღო, ნომერი აკრიბა. ზარი რამოდენიმეჯერ გავიდა,-დე, შეიძლება ვისაუბროთ?- როგორღაც შეძლო და სიმსვიდე მისცა ხმას-საღამოს მოვალ შვილო, ეხლა სამსახურში მაგვიანდება.....-იყო პასუხი თეომ ისე გათიშა ტელეფონი რომ არაფერი არ უთქვამს. საშინლად არ უნდოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან არიცოდა, რაზე ან ვიზე უნდა ეფიქრა, იცოდა რომ მის გონებაში მხოლოდ ცუდი ფიქრები აირეოდნენ.... მაგრამ არც არავინ ყავდა ვისთანაც ამ ყველაფერზე საუბარს შეძლებდა. ისევ კარის კუთხეში იყო ჩამჯდარი დაი ისევ ტიროდა, რატომ ტიროდა? იქნებ იმიტომ რომ ღალატს არ იმსახურებდა, ან იქნებ იმიტომ რომ დიაბეტიან შვილს არ იმსახურებდა თუ იმიტომ რომ ამ ყველაფერში თავს გრძნობდა დამნაშავედ, ცხოვრება ხომ დიდი კანონზომოიერებაა, რასაც დასთეს სწორედ იმას მოიმკი.... ხოოდა მოიმკა კიდეც, ღალატისთვის და სხვისი გულის გატეხისთვის, მასაც უღალატე, დიაბეტის უარყოფისთვის, დიაბეტიანი შვილი....-ლუკას უნდა დაველაპარკო,ხო შევპირდი ანოს!-თავის თავს შემოუძახა და ისე წამოდგა თითქოს გამოსავალი იპოვა. ......... მას შემდეგ რაც თეოს შეხვდა ლუკა გონებაში წარსული ამოტივტივდა, ძველ დროზე დაიწყო ფიქრი, ერთ დილით კი უძილო ღამის შემდეგ სახლში ძველ ჩანაწერებს დაუწყო ძებნა, დღიური იპოვა, საპოვნელი არც იყო ყოველთვის კარგად იცოდა სადაც ედო , მაგრამ არასოდეს გასჩენია მისი გადაშლის სურვილი, ეხლა კი მიაკითხა..... ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა, თითქოს თავიდან უნდოდა ეგრძნო ის ტკივილი რაც წლების წინ განიცადა... მერე საკუთარი ჩანაწერები ნაკუწებად აქცია და ის იყო ბუხარში აპირებდა ყველაფრისთვის ადგილის მიჩენას რომ მოულოდნელად პარკეტზე ბეჭედმა გაიწკრიალა.....-ცნებების მსხვრევა!-ჩაილაპარეკა და ბეჭედი ჯიბეში ჩაიდო, ნაწერები კი ბუხარში შეუნთო, ოთახში ცეცხლი გიზგიზებდა, მაგრამ არავინ იცოდა რა ცეცხლი ენთო ლუკას გულში....ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომრებს მიჩვეული იყო და არც გაკვირვებია, -გისმენთ!-უპასუხა მშვიდად.-ლუკა ექიმო, მე ანოს დედა ვარ!- იგრძნო როგორ უკანკალებდა ხმა ქალს.- თეო?-მე ვარ.-გისმენთ-ანოს ძალიან უნდა თქვენთან მკურნალობა,თუ შესაძლებელია კლინიკაში შეხვედრაზე ჩაგვწერე- სევდა და მუდარა ერთად იყო არეული თეოს ხმაში.-როგორც ანოს დედა მთხოვთ თუ როგორც ძველი ნაცნობი?- ლუკას ხმაში პირიქით ირონია იგრძნობოდა.-მე დედა ვარ, დიაბეტიანი ბავშვის დედა და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილის სურვილის შესასრულებლად და მისი კეთილდღეობისთვის.-ხო ეგ შენი ოცნება არ ყოფილა! მაგრამ.....- უფალმა ესე ინება, ბევრ რამეს მივხვდი!- შეაწყვეტინა თეომ.- ხოოდა სჯობს ძველი ნაცნობობა დავივიწყოთ-ჩაიცინა ლუკამ,თითქოს უნდოდა რომ თეოს ნერვებზე ეთამაშა, კარგად იცოდა ეს მაღალი შაქრის ბრალი იყო, მგრამ ეხლა ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა, მოსწონდა კიდეც მის ნერვებზე თამაში, მაგრამ თეო აშკარად შეცვლილიყო მის გამოწვევას დასთანხმა.- თანახმა ვარ.... -მაშინ შევხვდეთ!-ჩვენ?-გაოცება იგრძნობოდა თეოს ხმაში- ჩვენ არა, მე და შენ-ჩაიცინა ვაჟმა- მაგრამ თუ გინდა რომ ანოს ექიმი ვიყო უნდა შემხვდე... ხო რა თქმა უნდა თუ მეუღლე დაგრთავს ნებას.-ლუკა!... თითქოს გაწყრა თეო-ლუკა არა, ლუკა ექიმო!-შეუსწორა ვაჟმა.- ბევრი დრო არ მაქვს, ათ წუთში სახლიდან გამოვალ, შეგიძლია იქ მოხვიდე ბოლოს შევხვდით?- ე.ი საავადმყოფოში?- საავადმყოფოში მე ანოს დედას შევხვდი.... მე დღეს თეოსთან მინდა შეხვედრა.-ჩაიცინა ლუკამ.- კარგი!-თქვა და ისე უცებ გათიშა ტელეფონი თეომ რომ ლუკას პასუხს არ დალოდებია. ------------------ ისედაც ემოციებისგან და ტკივილიგან დაცლილი თეოსთვის ლუკასთან საუბარი ჯოჯოხეთი იყო, სხვა დროს სხვა სიტუაციაში ალბათ უარს ეტყოდა ვაჟს ამ შეხვედრაზე, მაგრამ ეხლა მისთვის საღად აზროვნება შეუძლებელი იყო.... რეალობისგან გაქცევა უნდოდა და სულ ერთი იყო სად იპოვიდა თავშესაფარს. წუთით იფიქრა, თემოს დაურეკავ და ვეტყვი ექიმს შეხვედრა დაუნიშნეო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ალბათ მისთვის სულ ერთია რას ვაკეთებ და არც იმსახურებს ჩემი ყოველი ნაბიჯი იცოდესო. ცრემლი მოიწმინდა თვალებიდან და სარკესი არც ჩაუხედავს ისე გაიხურა კარი. ქუჩაში გასვლისთანავე ტაქსიში ჩაჯდა, მისამარტი მიაწოდა და კვლავ ტკბილ-მწარე ფიქრებს მისცა თავი.... ცრემლები ახრჩობდა მაგრამ კარგად იცოდა ეს ცრემლები უნდა ჩაეკლა...-ქალბატონო ხომ ვერ დაგეხმარებით?- კითხა ტაქსიც მძღოლმა როდესაც თეამ ფულიგაუწოდა და მისი აფორიაქებული სახე შეამჩნია-ეხლა თვით ღმერთიც კი ვერ მიშველის!- ჩაილაპარაკა ქალმა და ავტომობილიდან გადმოვიდა... მარტო გაუყვა ბაღის კუთხეს, აწმყოს შიშით წარსულში დაიწყო ქექვა, მაგრამ რატომ?- ყოველთვის პუნქტუალური იყავი!-ჩაესმა ზურგს მხრიდან ხმა, მობრუნდა თვალები თვითონ შეხვდნენ ერთმანეთს და ესე უსიტყვოდ მიესალმნენ...- რატომ დამიბარე?- -ასე მინდოდა- დამცინი?- არ ხარ ჩემგან დაცინვის ღირსი? - მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა ლუკა- ლუკა გთხოვ!-ხმა აუკანკალდა ქალს.- რას მთხოვთ ხომ ვერ დააკონკრეტებ? ან რატომ მოდი ჩემთან შესახვედრად?-ამჯერად ჩაიღიმა ლუკამ- ან გზაზე მომავალი რას ფიქრობდი? შენი პატარა ლამაზი ტვინით რატომ გთხოვე შეხვედრა?- ლუკა მითხარი რაგინდა?- რა მინდა?-კვლავ ჩაიცინა ვაჟმა- საინტერესოა რა უნდა მინდოდეს ქალისგან რომელმაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ეტაპი ჯოჯოხეთად აქცია.... - ბევრი დრო არ მაქვს!- ძალას იკრეფდა და ისე გამოსცრიდა ხოლმე სიტყვებს თეო.- ბოდიშს ხომ არ მოიხდიდით ქალბატონო თქვენი საქციელისთვის? იქნებ სურვილი გაქვთ ჩემს წინ მუხლებზე დაეცეთ და პატიება მთხოვოთ.... დავიჯერო ამას არ გააკეთებ შენი შვილისთვის? თუ გინდა გაიგოს შენმა შვილმა როგორი უგულო დედა ყავს!....- - ლუკა, ზედმეტი მოგდის!- მართლა? ზედმეტი შენ მოგივიდა წლების წინ როდესაც ამ ადგილას ჩემი ოცნებები დაამსხვრიე.....- წავედი, არვიცი როდის უფრო შევცდი, წლების წინ თუ დღეს როდესაც შენთან შეხვედრას დავთანხმდი- .- ორივე დიდი შეცდომა იყო აღიარე!- - დავიჯერო გული საერთოდ არ გაქვს?- როცა საქმე შენ გეხება არა!....თეო უცებ მუხლებზე დაეცა, და თითქოს წამში მოეღო ორი დღის ტანჯვას ბოლო- მაპატიე, ღმერთო შენ გთხოვ პატიებას, მაპატიე რომ ვარსებობ უფალო- თეოს მეტი არაფერი უთქვამს მუხლებში ჩარგო თავი და გაიტრუნა.ლუკა ადგილზე გაქვავდა, ყველაფერს მოელოდა თეოსგან, წარმოიდგენდა ხოლმე როგორ დაიწყებდა მის წინ თეო თავის მართლებას , მაგრამ ამას არ მოელოდა.... მის ფეხებთან მუხლებზე დაცემული თეო იყო, არა კი არ იყო, ეგდო, ღონე მიხდილი, ძალა გამოლეული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ასე მოეჩვენა ლუკას.„ ხო დაამცირე? ხო დაცინე? ხომ აატირე?-ეკითხებოდა მეორე მე ლუკას-იგრძენი შვება? ბედნიერი ხარ?“არა ამ წამს ლუკა უბედური უფრო იყო ვიდრე ბედნიერი, ვერ შეძლო თავისი გამარჯვებით ტკბობა.... ამ გაუგებრობიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა, საავადმყოფოდან ურეკავდნენ, რადგან გეგმიურ შეხვედრაზე დააგვიანდა- გადადეთ შეხვედრა!-მტკიცედ თქვა და გათიშა.დაიხარა, თეოს წამოყენება უნდოდა, თავი ოდნავ წამოაწევინა, ქალის სახე დასხეული ცრემლებს დაესველებინა,-თეო, არ იტირო,გთხოვ, მე, მე მაპატიე -ლუკაც ჩაიმუხლა-ყველა იმას იღებს ცხოვრებისგან რასაც იმსახურებ!- თქვა თეომ, ძალა მოიკრიბა, წამოდგა და ის იყო ვაჟისგან გაცლას აპირებდა რომ ლუკამ მაგრად მოხვია ხელი და მთელი არსებით ჩაიკრა გულში.... თეოს წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია ისე აქვითინდა ვაჟის მკერდზე...ლუკა კი ნაზად ეფერებოდა თმებზე....- სახლში მიგიყვან და სამსახურში უნდა გავიდე!- - წავალ ჩემით!....- არ იფიქრო შეწინააღმდეგება....უხმოდ ჩასხდნენ ლუკას ავტომობილში, მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა, თეომ რამოდენიმეჯერ გახედა ვაჟს, შემდეგ კი გამოსცრა:- ლუკა მგონი შაქარი გაქვს მაღალი!. თავს მიხედე!ორივეს გაეცინა- როგორ შემატყვე?- საკუთარ თავს ვერ მართავ, თან წარბებს შორის სიყვითლემ გიწია- რა?- მეც ვიცი რაღაც დიაბეტის შესახებ- ჩემი ექთანი დაგირეკავს და შეხვედრას დაგინიშნავთ....- მადლობა! აქ გამიჩერე!- მივედით? არა სახლისთვის მინდა რაღაც და მირჩევნია აქედან ფეხით წავიდე- როგორც იტყვი!- ლუკამ ავტომობილი გააჩერა.- თავს მიხედე!-გამოსცრა თეომ და ჩავიდა.