წარსულის ლანდები
წარსულის ლანდები
წარსულის ლანდები ”როგორია სიყვარული ჩვენ რომ გვიყვარს ?! არსაიდან ჩნდება… ყველგანაა, მარადიულ შუქში ვდნებით,ნაპერწკალი ჩნდება და ცეცხლში ვვარდებით, შენ წყვდიადიდან გამომიყვანე, ჰაერში ამიტაცე, სიცოცხლე დამიბრუნე და გზას გავუყევით საოცრებისკენ….. სიყვარული გვაერთიანებს, ორი ერთი ხდება…” 1 გამარჯობა, მე თათა ვარ და ჩემს სევდიან ისტორიასთან ერთად ,დაუჯერებელ და ზღაპრულ სიყვარულის ამბავს გიამბობთ, შეიძლება იფქროთ, რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში არსებობს, მეც ასე მეგონა, მანამდე სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. ყველაფერი კი ერთი ჩვეულებრივი გასაუბრებით დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ, სამსახურის აქტიურად ძებნა დავიწყე და ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, მორიგ ვაკანსიას გადავაწყდი სივი გაგვგზვნე და გასაუბრებაზე დამიბარეს. თბილისში , ერთ-ერთი ძლიერი სარეკლამო კომპანიის უფროსს თანაშემწე სჭირდებოდა, რაღაცით ხომ უნდა დამეწყო ჰოდა დავთანხმდი და გასაუბრებაზე წავედი. გასაუბებიდან სამ დღეში დამირეკეს მითხრეს რომ ამიყვანეს, პირველად მივდიოდი ისეთ სამსახურში სადაც, გამოცდილება ნაკლები მქონდა და ცოტას ვღელავდი, რატომღაც უფროსი ერთი ასაკოვანი კაცი მეგონა, მაგრამ იქ მისულს ახალგაზრდა, უზომოდ სიმპათიური ბიჭი დამხვდა. – გამარჯობა , თათა მომესალმა ეიჩარი ნია ნიქაბაძე , და ჩვენი უფროსი გამაცნო - გაიცანი ეს ბატონი მაქსიმე ბარნაველია , შენ მისი ასისტენტი იქნები - გამარჯობა, ამოვილუღლუღე მორცხვად. - წამომყევი შენს კაბინეტს გაჩვენებ მითხრა ნიამ და მაქსიმეს კაბინეტის მოპირდაპირე, კაბინეტში შემიყვანა , პირველი უცნაურობა რაც დავაფიქსირე ის იყო, რომ ჩემი და ბატონი მაქსიმეს კაბინეტებს მინის კედელი ჰყოფდა.- მუშაობას 10 საათზე ვიწყებთ და ზოგჯერ გვიანობამდე გვიწევს აქ ყოფნა მიხსნიდა ნია , ბატონ მაქსიმეს ყურადღებაც არ მოუქცევია, მუშაობდა.- ასეთია , მუდამ მუშაობს, მკაცრი უფროსია გაითვალისწინე დაგვიანება, უმიზეზოთ სამსახუროს გაცდენა და შეცდომების დაშვება არ უყვარს გამაფრთხილა ნიამ. ასე დაიწყო ყველაფერი, ოფისიდან ჩემს გოგოებს დავურეკე და ვუთხარი რომ სამსახური ვიშოვნე, უფროსზეც მოკლედ მოვუყევი - სად დაიწყე მუშაობა? არ მეშვებოდა მაშო- სარეკლამოში , დირექტორის ასისტენტი ვარ ამ ეტაპზე - აუფ ანუ ვიღაც მოხუცს ეხმარები ? მკითხა მაშომ - რა მოხუცს მაშო ახალგაზრდა და უზომოდ სიმპათიურია , მაგრამ რაღაცნაირია ძალიან საქმიანი, უჟმური და ცივი, არცკი შემოუხედავს. - ცოლიანია თუ უცოლო? - მე რავიცი მაშო ალბათ ცოლიანია, ვინ გაუშვებდა ხელიდან ასეთ კაცს - და თუ არ არის ? რაიცი რას გიმზადებს ბედისწერა - კარგი რაა მაშო , ისეთი ტიპები როგორიც ბატონი მაქსიმეა ჩემნაირი გოგოებით არ ინტერესდებიან, მორჩი ილუზიების შექმნას რა - კარგი ჰო, მიხედე შენს უჟმურ უფროსს ორივეს გაგვეცინა , საუბარი დავასრულე და საქმეს შევუდექი, ასე გავიდა პირვლი და შემდეგი რამდენიმე დღეც. 2 სამსახურში ყოველთვის დროულად მოვდივარ, დაგვიანება არასდროს მყვარებია, საქმეს გულმოდგინედ შევუდექი, იმის ილუზია არმქონდა, რომ მაქსიმე ბარნაველის ყურადღებას ოდესმე მივიქცევდი, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, აი ისეთი ხშირად ნაცრისფერ თაგვს რომ უწოდებენ და ხშირად ვერც ამჩნევენ ხოლმე და ამას უკვე მიჩვეული ვიყავი. დოკუმენტები მოვაწესრიგე და ბატონ მაქსიმეს შევუტანე ხელის მოსაწერად - გამარჯობა, შენ ჩემი ახალი ასისტენტი ხარ ხომ? აქამდე ვერ გაგესაუბრე არმეცალა , ბოდიში , მითხრა მან - დილამშვიდობის, დიახ მე თათა ჯანაშია ვარ, გაოცებული მივესალმე და სწრაფად დავამატე ხელია მოსაწერი დოკუმენტებზე და ფურცლები მაგიდაზე დავაწყვე, გონებაში ჩემს თავს გავუბრაზდი ჯანდაბა რატომ ავღელდი ასე მის დანახვაზე! - ჩვენ კიდევ ორი მფლობელი გვყავს გითხრა ალბათ ნიამ, შენი უფროსი მე ვარ, მაგრამ ზოგჯრ შეიძლება მათი თხოვნის შესრულებაც მოგიწიოს - ორი მფლობელი? ისევ გავიოცე ნიას არაფერი უთქვამს- არაუშავს, ერთ საათში თათბირი გვაქვს ,იქ გაიცნობ მათ- კარგი, თუ აღარ გჭირდებით გავალ ბატონო მაქსიმე , ოთახიდან გამოვედი და ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი , როცა მისკენ გავიხედე მის სახეზე ღიმილი შევამჩნიე, რომელიც საოცრად მომხიბვლელს ხდიდა. თათბირი დაიწყო და დანარჩენი უფროსები გავიცანი ბატონი დემეტრე მაჩაბელი და ქალბატონი ნიკი (ნიკოლი)ღადრანი. დემეტრე ბევრს ხუმრობდა , მაქსიმესაც წაკბენდა ხოლმე დროდადრო, რაც მაშინ ძალიან მაკვირვებდა. - სალამი, შენ ახალი ხარ ხომ? მკითხა დემეტრემ - დიახ, მე თათა ვარ , ბატონი მაქსიმეს თანაშემწე - წარმატებებს გისურვებ ამ უჟუმურთან , მისი გაძლება ადვილი არ გეგონოს, ეს კი ნიკოლია - გამარჯობა მივესალმე , ზედაც არ შემოუხედავს - აი ბატონი უკარებაც მოვიდა თქვა სიცილით დემეტრემ - რით ვერ გაიზარდე ამხელა კაცი კარგი რა, გაბრაზდა მაქსიმე ნიკოლი გულმხურვალედ მოეხვია მაქსიმეს, ეს ცოტა მეუცნაურა- დიდი შეკვეთა გვაქვს და დრო ცოტა ,სრული დატვირთვით უნდა ვიმუშაოთ განაცხადა მაქსიმემ პროექტს გავეცანით , ყველამ ფუნქციები გავინაწილეთ და საქმეს შევუდექით.შესვენება გვქონდა და ოთახიდან ყავის დასალევად გავედი, ნიკის შევეჩეხე- დიდხანს ვერ გაძლებ, მაქსიმეს მუშაობის რიტმს და ხასიათს ვერავინ უძლებს, ჩემს გარდა - უკაცრავად, ამას რატომ მეუბნებით ? ვკითხე ნათქვამით გაბრაზებულმა და შევეცადე ბრაზი არ დამტყობოდა.- იმიტომ გოგონა, რომ მაქსიმეს კარგად ვიცნობ, ცოტა ტირანია ,მაგრამ ჩემი სიყვარულია, მოკლედ გოგონი ილუზიებს ნუ შეიქმნი ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი, იმიტომ კი არა რომ რაღაცის მინიშნებას ცდილობდა,ამას მერე მივხვდი, არამედ იმიტომ გავბრაზდი რომ უუნაროდ და სუსტად ჩამთვალა, ორი ყავა დავასხი და კაბინეტში შევბრუნდი, ერთი ყავა უფროსის იყო , შევუტანე და გამოვბრუნდი დამკვეთს ესაუბრებოდა. ღმერთო რა სიმპათიურია გავიფიქრე ჩემთვის და ცოტა შემრცხვა ჩემი ფიქრების, არადა მართლა საოცარი გარეგნობის იყო, მუქი თმით, მეტყველი ზურმუხტისფერი მწვანე თვალებით, რომელიც ძალიან მეცნობოდა მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი საიდან და ნავარჯიშები სხულით, ამიტომ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ცოლიანი ან გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ჩემს მაგიდასთან დავჯექი, ყავა მოვსვი და სანამ ვისვენებდი გადავწყვიტე ერთი-ორი გვერდი წამეკითხა, წიგნი ამოვაძვრინე ჩანთიდან და ის-ის იყო უნდა დამეწყო კითხვა, რომ ნაცნობი ხმა ჩამესმა - აქ რა ხდება? რას კითხულობ? ეს მაქსიმე იყო პასუხის გაცემა არ დამაცადა, ეს ხომ ეკოს ვარდის სახელია თქვა მან რაღაცნაირი კმაყოფილი ტონით - დიახ, ის არის და ძალიან საინტერესოა, ცოტა გაწელილად იწყება, მაგრამ… - მაგრამ შემდეგ თვალს ვერ მოსწყვეტ ხომ ასეა? თქვა მან ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თურმე ეს ბიჭი წიგნებსაც კითხულობდა ვერაფრით ვიჯერებდი ამას- რა იყო რა მოხდა ასეთი სახით რატომ მუყურებ ? ( ნეტავ როგორი სახე მქონდა, ალბათ გაოგნებული ) - მე არ მეგონა, რომ თქვენ ინტერესდებოდით წიგნებით და გეცოდინებოდათ ეს წიგნი- აი ახლა მაწყენინე , რატომ იფიქრე ასე , შენ ხომ არ მიცნობ - მე , მე დაბნეულობისგან ავბლუყუნდი , ბოდიში ასე არ უნდა მეთქვა , ზოგადად ბიჭების უმეტესობას არ აინტერესებს ხოლმე წიგნები და მსგავს თემებზე საუბარი - კარგი, კარგი არ მწყინს , რა იცი იქნებ უმცირესობაში ვარ თქვა და გაიცინა იმ წუთს მისი ტკბილი სიცილი შემიყვარდა. - საღამოს ისევ თათბირი გვაქვს არსად წახვიდე დამჭირდები - კარგით ბატონო მაქსიმე წარმოვთქვი თითქმის ჩურჩულით, ვერ ვიჯერებდი ჯერ იმას, რომ შემამჩნია და მერე იმას ასე კარგი მეგობარივით რომ მელაპარაკა და თან წიგნებითაც ინტერესდებოდა. თათბირი მალე დასრულდა და სახლში წასასვლელად გავემზადე, ლიფტთან მაქსიმეს შევეჩეხე - აბა როგორ გგონია ვინ კლავს ბერებს?- რა? ვერ მივხვდი უცებ- ვარდის სახელზე გეკითხები - აა ჰო , ბოლომდე არ წამიკითხავს და ჯერ ვერ გამოვთქვამ ჩემს ვარაუდს- ჰმ სულ ოდნავ მაინც არ გაქვს ეჭვი?- დავუშვათ , მონასტრის წინამძღვარი ვთქვი მე- აი ეს მომწონს თქვა კმაყოფილი ტონითვერ გავიგე ჩემგან რა უნდოდა , თან ისეთ სოცარ სუნამოს ხმარობდა ნებისმიერს დაახვევდა თავბრუს , ერთი სული მქონდა ლიფტიდან გამოვვარდნილიყავი , ვგრძნობდი როგორ მიხურდა სახე. - აბა ხვალამდე თათა - ხვალმდე, ბატონო მაქსიმე ლამის მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, ბიჭზე რომელმაც ჯერ არც ან იქნებ ვერც შემამჩნია, მერე კი უეცრად არ ვიცი რატომ თბილად, ძველი და კარგი მეგობარვით დამიწყო საუბარი, თან ძალიან მაგონებდა ჩემი წარსულის ლამაზ ლანდს, თითქოს თან მეცნობდა, თან არა და ეს ცოტა მაშინებდა. 3დილა უცნაურად დაიწყო , მაქსიმე ოფისის შესასვლელთან იდგა ვიღაცას ელოდებოდა,ორივეს ადრე მოგვივიდა მისვლა - დილამშვიდობის, შენ გელოდები - მეე ? ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა - ჰო შენ, სამუშაო გვაქვს შენი დახმარებაც მჭირდება , იდეები გვჭირდება რეკლამა უცხო და კრეატიული უნდა იყოს , გარდა ამისა ყველაფერი ზუსტად უნდა გავთვალოთ და დავიანგარიშოთ , ახლა ეს შეკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანია - მეუბნებით რომ მეც ვიფიქრო რეკლამაზე? - კი რატომაც არა, სცადე შოკი მქონდა ყურებს არ ვუჯერებდი , ბიჭი, რომელზეც მთელი ოფისის გოგოებს დორბლები ჩამოსდიოდათ, ორი დღის გაცნობილ გოგოს , ასისტენტს მთხოვდა მეფიქრა რეკლამაზე რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა იყო , იმიტომ რომ ტურიზმის დეპარტამენტმა დაგვიკვეთა. ოფისში ავედით , გული გამალებით მიცემდა, რა ჯანდაბაა ასე რატომ ვღელავ როცა მის გვერდით ვარ ვფიქრობდი ჩემთვის , ფიქრებიდან ისევ მაქსიმეს ხმამ გამომაფხიზლა - წამოდი, სათათბიროში მივდივართ - კარგი, მოვდივარ - გამარჯობა, გამარჯობა ამათ ვის ვხედავ, ისევ მხიარულობდა დემეტრე- გამარჯობა მაქს , ნიკიმ ისევ დამაიგნორა, მიჩვევას ვიწყებდი იმ ფაქტთან,რომ ის არავის იმჩნევდა მაქსიმეს და დემეტრეს გარდა- აბაა რა იდეები გაქვთ? იკითხა მაქსიმემ. დემეტრემ რამდენიმე კარგი იდეა თქვა ნიკოლმა დაიწუნა- ღმერთო რა ბანალურობაა, დემე რომელ საუკუნეში ჩარჩი - ბუმბულ გაყრილი შენც მეყოფი ჩაიბუზღუნა დემემ ეს გოგო ყველას ფამილარულად რატომ ესაუბრება და ყველაფერს რატომ იწუნებს გავიფიქრე ჩემთვის , მაქსიმემ ძველი და უკვე გადაღეჭილიას მოტივით კრეატიული ჯგუფის იდეებიც დაიწუნა , შემდეგ კი მე გამომხედა - აბა თათა შენ რას გვეტყვი ? მკითხა მაქსიმემ - მოკლედ მე ასეთი იდეა მაქვს , რაკიღა ეს ჩვენს კულტურას ეხება და უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდადაა , ვაჩვენოთ ჯერ ძველი დრო ანუ კარგი იქნება თუ ილიას და აკაკის ეპოქით დავიწყებთ და თანამედროვეობით დავასრულებთ , ვაჩვენებთ კულტურულ მემკვიდრეობასაც და ბუნების სილამაზესაც , შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ და შეერთებით ერთი დიდი ლამაზი ისტორია შეიკრას , თავისი ლამაზი კადრებით. მაგალითად თბილისის შემთხვევაში შეგვიძლია ვაჩვენოთ როგორი იყო ძველად, როგორ განვითარდა და როგორ აუწყო ფეხი თანამედროვეობას - ღმერთო ჩემო ოღონდ ეს არა , მაქს ასისტენტს რატომ ეკითხები აზრს? მას ამის რა გაეგება თქვა ნიკიმ - იმიტომ რომ მე ასე მინდა, თანაც ეს იდეა მომწონს ბრწყინვალეა, ყოჩაღ ! თქვა მაქსიმემ დემეტრემაც აუბა მხარი მაქსიმეს - მეც მომეწონა სულ ცოტა დავამუშაოთ, პატარ-პატარა დეტალები დავხვეწოთ და მგონი ის არის რაც გვინდოდა თქვა დემემ - კარგით რა სულ გააფრინეთ არ ცხრებოდა ნიკი მოკლედ ჩემი იდეის დეტალური განხილავა და დამუშავება დავიწყეთ. შესვენების დროც მოვიდა , ტვინი აღარ მუშაობდა და ყავაზე გავედი , ჩვენს ეიჩარ ნიას წავაწყდი- სალამი ნია , როგორ ხარ? - გამარჯობა თათა, გავიგე შენი იდეა მოსწონებიათ უფროსებს- კი ბიჭებს მოეწონათ, აი ქალბატონ ნიკის სასტიკად არა- ნიკი ასეთია , ყველას და ყველაფერს იწუნებს, მიეჩვევი , გარდა ამისა ალბათ არ იცი რომ, ნიკის და მაქსიმეს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ , მაგრამ ახლა მგონი დროებით დაშორდნენ და მეგობრები არიან - ამას მე რატომ მიყვბი,ჩემთან რა კავშირი აქვს? უცბად წამოვიძახე- ბავშვობიდან პირველი კლასიდან იცნობენ ერთმანეთს მაქსიმე, დემეტრე და ნიკი , ხოლო მაქსიმე და დემეტრე ბაღიდან მეგობრები არიან ახლა გასაგებია დემეტრეს და მაქსიმეს ერთმანეთზე ოხუნჯობები - თათა ნიკისთან ფრთხილად იყავი, მგონი ისევ უყვარს მაქსიმე- და მერე მე რა შუაში ვარ ნია არაფერში ისე მოგიყევი, დაგინახეთ დილით- საქმეზე ვსაუბრობდით სხვა არაფერია, ნიას დავემშვიდობე და ორი ფინჯანი ესპრესოთი მაქსიმეს კაბინეტისკენ გავეშურე თან გავიფიქრე ეს ყველაფერი რატომ ჩამაწვეთა , რა შუაში ვარ მათ ურთიერთობასთან მეთქი, არაფერი მესმოდა. ყავა შევიტანე და რომ უნდა გამოვსულიყავი უცებ მესმის : - ყოჩაღ, ძალიან კარგი და დამაჯერებელი იყავი თათბირზე, კრეატიული ხარ იცი - გავშრი, მე არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია- ასე გგონია? თქვა და ნაბიჯი გადმოდგა - კი ასე მგონია , უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი სულ ეს იყო , ვგრძნობდი რომ გავწითლდი ჰმ ჩაიცინა მაქსიმემ და თქვა - ერთ რჩევას მოგცემ, შენს კომპეტენციაში რაც არ შედის არასდროს გააკეთო- რაა? ვერ გავიგე რას ამბობთ - ყავა, უკვე ორჯერ მომიტანე, შენ არ ხარ ვალდებული ეს აკეთო - მეე… ისევ ავბლუყუნდი ჯანდაბა საკუთარ თავზე გავბრაზდი- რა შენ? - მე არ ვფიქრობ, რომ ეს მაკნინებს, ეს უბრალოდ მეგობრული ყავაა ვთქვი სწრაფად- მეგობრული? - დიახ , ვთქვი და საჩქაროდ ჩემს კაბინეტში გამოვედი ჩემს თავზე ვბრაზობდი რა მეგობრული ყავა რას ვროშავ რა ჯანდბა მჭირს , ასე რატომ ვღელავ , მაქსიმეს გავხედე, რაღაცნაირი კმაყოფილი და ღიმილიანი სახით მიყურებდა - თათა თუ შეგიძლია გასული თვის მაქსიმეს ხელმოწერილი კონტრაქტები მოძებნე ჩემს ასლებს დოკუმენტი აკლია მთხოვა დემეტრემ - კარგი , ახლავე ვნახავ, დოკუმენტები მოვძებნე , ამოვბეჭდე დემეტრეს შევუტანე, კაბინეტში ნიკიც დამხვდა- აბა , მოგწონს მაქსიმე ? მკითხა ნიკიმ - რაა? გავვოგნდი, ამას რატომ მეკითხებით ? დაუჯერებელია თურმე შემამჩნია ქალბატონმა - იმიტომ, რომ ძალიან არ მიეჩვიო მას , ასისტენტო, რადგან შენი იდეა მოეწონა, იმას არ ნიშნავს რომ შენი ადგილი არ იცოდე ! თავისი ჭკუით დამამცირა , ისევ გავბრაზდი და ოთახიდან გამოვედი, ჩემს ოთახში შევედი და ვერც მივხვდი რომ ოდნავ ხმამაღლა ვჩხუბობდი , რა უნდა ამ ქალს რატომ გადამეკიდა რა დავაშავე - ვინ ქალს? ადგილზე გავშეშდი , მაქსიმე იყო- მე, ხმამაღლა ვფიქრობდი? არავის, მნიშვნელობა არ აქვს- გაბრაზებული მეჩვენები,ნიკიმ ხომ არ …- არაფერია ბატონო მაქსიმე არ დავასრულებინე წინადადება- ერთ საათში შეხვედრა გვაქვს დამკვეთთან მოემზადე,დამჭირდები- კარგით, ბატონო მაქსიმე რატომ ივარაუდა, რომ სწორედ ნიკის გამო ვიყავი გაბრაზებული? ესეც მეუცნაურა, ვერც იმას ვიჯერებდი რომ ისეთი ტიპი როგორიც მაქსიმეა ამდენ ყურადღებას იჩენდა ეს ცოტა უცხო იყო ჩემთვის. სამუშაო დღის დასასრულიც მოვიდა , ბედის ირონიით ისევ ლიფტთან შევხვდით ერთმანეთს - აბა წიგნი დაასრულე? - ჯერ არა, ისევ ვკითხულობ - ნახე , თავისი ლეპტოპის ჩანთიდან წიგნი ამოიღო , ღრუბლების ატლასი- არ არსებობს , ეს ხომ მიტჩელის ღრუბლების ატლასია - წაკითხული გაქვს?- კი , ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია წამოვიძახე უნებლიედ- წარმოუდგენელია , თქვა და ჩაიცინა- რა? რა გაცინებს?- უკვე შენობითზე გადავედით? წარბ აწეულმა გამომხედა - უკაცრავად რა გაცინებთ? ისევ ჩაიცინა - არის რამე რაზეც იტყვი რომ არ წაგიკითხავს ?- კი არის და თანაც ბევრი - არ მჯერა რომ ამ საუკუნეში ვიპოვე ვიღაც, ვინც კიდევ კითხულობს წიგნებს თქვა მან - რატომ რა არის დაუჯერებელი? ბევრს უყვარს , თანაც მთავარი არც კითხვა არ არის და არც წაკითხული წიგნების რაოდენობა განსაზღვრავს რამეს, მთავარი წაკითხულიდან აზრის გამოტანაა - ნიკი სულ იმას ამბობს, რომ მოსაწყენი ვარ ამ ჩემი წიგნებით ფილმებით,მუსიკით და ბუნებაში ხეტიალით- წიგნები ჩემთვის მოსაწყენი არასდროს არის და არც კარგი ფილმები , არც მუსიკა და არც კემპინგი, ხშირად ვყოფილვრ სწავლის პეროდში ბიბლიოთეკებში წიგნების გამო ,რაებს ვროშავ გავიფიქრე ჩემთვის და მაქსიმეს უცნაური მზერა დავიჭირე , გაეცინა- ახლა რატომღა იცინით? - არაფერი ისეთი , წარმოგიდგინე მარტო ბიბილოთეკაში წიგნით, კალმით და ბლოკნოტით როგორ კითხულობ და იწერ დეტალებს - მეც გამეცინა და სიცილით გამოვედით ოფისიდან , იმ მომენტში კარგად ვერ გავიაზრე მისი ნათქვამი მოგივანებით დავფიქრდი ამაზე- კარგი ხვალამდე თათა - ხვალამდე დავემშვიდობე უცნაური დიალოგი გამოვიდა, მართლა დაუჯერებელი იყო, მისგან ასეთი საქციელი , ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ გააზრებაც მიჭირდა , ეს ყველაფერი ცოტა უცხო და უცნაური იყო ჩემთვის, ახლაღა გამახსენდა მისი ნათქვამი ფრაზა როგორ იწერ დეტალებს წიგნიდან ბლოკნოტში, საიდან იცოდა ეს? ნუთუ ამასაც დააკვირდა ? წარმოუდგენელია ნუთუ ჩუმად მიყურებს ხოლმე? ფიქრებიდან შეტყობინებამ გამომაფხიზლა - შეგიძლია დილით ადრე მოხვიდე? მაქსიმე იყო - ადრე? მაინც რომელზე? - ნახევარი საათით ადრე - კარგი , მოვალ - ძილინებისა თათა ბოლო შეტყობინებას თვალებ გაფართოებული ვუყურებდი მეგონა მესიზმრებოდა. 4 მართლაც ნახევარი საათით ადრე მივედი. - სად ხარ აქამდე ? შესასვლელში მომესმა ნაცნობი ხმა- დავაგვიანე? საათს დავხედე - არა მე მოვედი ცოტა ადრე, დღეს შენს იდეაზე პირველი საცდელი ვიდეორგოლის გადაღება და ბროშურების პირველადი ვერსიების განხილვა გვაქვს - მართლაა? ასე მალე არ ველოდი - წამოდი ოფისში ავიდეთ და დეტალები დავაზუსტოთ- კარგი , ხარჯებიც დასათვლელია , გადამღები ჯგუფი ჩვენია თუ ვქირაობთ? - ოჰო, აი საქმიანმა თათამაც გაიღვიძა თქვა და გაიღიმა. ნურთუ დამცინის გამიელვა თავში - რატომ იღიმით ? რამე არსწორად ვთქვი ? - დღეს რაღაც სხვანაირად ლამაზი ხარ - რა? დაბნეულობისგან ლიფტის ღილკებს მივეჯახე და გვიჭედეთ - მგონი გავიჭედეთ , ბოდიში ძლივს ამოვილუღლუღე - ეგ არაფერი, ახლავე წავალთ ტელეფონი რომ ახატია იმას მიაჭირე. მივაჭირე არავინ გვიპასუხა უკვე პანიკა მეწყებოდა- თათა კარგად ხარ? გაფითრდი - დიახ, ბატონო მაქსიმე, მაგრამ აქედან გასვლა მინდა ვთქვი და ლიფტის კარზე ბრახუნი დავიწყე- დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე , შემომხედე თქვა და მომეხვია , უარესად ავღელდი , ამასობაში ჩვენი ბრახაბრუხი დემეტრემ გაიგონა და კარი გაგვიღო. მაქსიმემ სკამზე დამსვა და წყალი მომიტანა - ორ წუთში შემოდი ჩემთან თათა კაბინეტში ნიკი ელოდებოდა , ნიკიმ ჩახუტება დააპირა , მაქსიმე გვერდით გაიწია , რა ჯანდაბაა რატომ ეწეპება ასე ეს გოგო, გავიფიქრე და მივხვდი რაღაც უცნაური მემართებოდა. წამოვდექი , ჩემი ბლოკნოტი და დოკუმენტები ავიღე და მაქსიმეს კაბინეტში დაუკაკუნებლად შევედი- გოგონი სანამ შემოხვალ უნდა დააკაკუნო გაბრაზებული ხმით მითხრა ნიკიმ ნიკის ნათქვამი დავაიგნორე, რატომ ვერ მიტანას ასე, მე ხომ მას არცკი ვიცნობ გავიფიქრე ჩემთვის და მაქსიმეს მივუბრუნდი- ბატონო მაქსიმე გადაღებაზე გელოდებიან , ყველაფერი მზად არის- კარგი, უკეთ ხარ? თათა შენც ჩემთან ერთად მოდიხარ- კი ახლა კარგად ვარ,როგორც ინებებთ , ოღინდ ფეხით ჩამოვალ და ბატონი დემეტრეც მოდის , ფინანსურ საკითხებს ის აგვარებს - მშიშარავ თქვა მაქსიმემ თითქმის ჩურჩულით და დაამატა ნიკი წამოდი მისი წამოსვლა არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი ბოლოსდაბოლოს მე უბრალო ასისტენტი ვიყავი ის კი უფროსი, პრეტენზიის არანაირი უფლება არ მქონდა. - კარგი მაქს , შენი მანქანით წავიდეთ კაბინეტიდან გამოვედით და პარკინგზე გავედით , ნიკი რათქმაუნდა მაქსიმეს გვერდით დაჯდა , მე დემეტრეს მანქანაში ჩავჯექი და მაქსიმეს მზერა დავინახე უცნაურად იყურებოდა თითქოს ეჭვიანობდა თუ ბრაზობდა ვერ მივხვდი. - მგონი შენ და მაქსიმემ კარგად გაუგეთ ერთმანეთს თათა - ამით რისი თქმა გსურთ ბატონო დემეტრე ? - არაფრის, უბრალოდ მაქსიმე ასისტენეტებს არ სთხოვს სარეკლამო კამპანიაზე ფიქრს, თანაც თითქო საიდანღაც ყველა არ ეცნობა ხოლმე - რა? ვერაფერი გავიგე - კარგი არაფერი დაივიწყე, მერე რაღაც სასაცილო თქვა, ბევრი ვიცინეთ დემეტრე მუდამ ხუმრობდა , იუმორის კარგი გრძნობა აქვს. გადაღების ადგილზე მივედით,მანქანიდან ორივე სიცილით გადმოვედით,დემეტრემ სასაცილო ისტორია მოყვა მაქსიმეზე და ორივეს გაგვეცინა, მომეჩვენა რომ მაქსიმეს არც ეს ესიამოვნა ისეთი სახით გამოგვხედა. გადაღებაზე დამკვეთებიც დაგვხვდნენ. - გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ , იმედი მაქვს რომ გადაღებაში არ შეგვზღუდავთ და სრულ თავისუფლებას მოგვცემთ თქვა მაქსიმემ - დიახ ბატონო მაქსიმე , სრული თავისუფლება გაქვთ, იდეას რაც შეეხება ძალიან მოგვეწონა , წინა წელსაც კარგი იყო, მაგრმ ახლა თითქოს ახლებურმა სულმა გაიღვიძა თქვენს კომპანიაში - ჰოო, ნამდვილად ახლებურმა სულმა გაიმეორა მაქსიმემ ,ჩემსკენ გამოიხედა, გაიღიმა და თვალი ჩამიკრა ეს რა იყო ?! დავიბენი - იდეებში არასდროს მიჭირდა თქვა ნიკიმ იდეებში არ მიჭირდაო ეს რას ნიშნავს, ის ხომ ახლა ჩემი იდეის მითვისებას ცდილობდა- ეს იდეა ჩე .. დავიწყე მე, მაგრამ ნიკი ჩაერთო და გამაჩუმა- კონტრაქტის საქაღალდე მომეცი ასისტენტო, ახლავე მოვაწეროთ კონტრაქტს ხელი შემდეგი გაუგებრობები რომ ავიცილოთ თავიდან. ამ ქედმაღალ ქალს უკვე მთელი არსებით ვერ ვიტანდი , მერამდენედ ცდილობდა დავემცირებინე. მაქსიმეც დუმდა და ეს ძალიან მიკვირდა - იდეა ჩვენს ახალ თანამშრომელს ეკუთვნის მოულოდნელად წარმოთქვა დემეტრემ გავშეშდი და მზერა მაქსიმესკენ გავაპრე , მის სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე - ახალ თანამშრომელს? ვინ არის ? დაინტერესდა ბატონი ნიკოლოზი - გაიცანით თათა ჯანაშია , მაქსიმეს ახალი თანაშემწე თქვა დემეტრემ მოულოდნელობისგან დავიბენი და ძლივს ამოვთქვი გამარჯობა - ესეიგი ეს ყველაფერი თქვენ მოიფიქრეთ? ასისტენტის კვალობაზე საკმაოდ ჭკვიანი ყოფილხათ მკითხა ნიკოლოზმა - - ასე გამოვიდა დამასწრო მაქსიმემ ასე გამოვიდა? ეს რას ნიშნავს ? განა ცოტახნისწინ თავად არ მითხრა რომ ეს სწორედ ის იყო რასაც ეძებდა , ახლებური ხედვა , რას ცდილობს ეს ბიჭი, უკვე აღარაფერი მესმოდა, ოთახიდან ჩემი გასვლა არავის შეუმჩნევია, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა, ვერანდაზე გავედი სიბრაზე და გაურკვევლობა ერთნაირად მახრჩობდა. - ის ასეთია მიეჩვევი, მომესმა ნაცნობი ხმა დემეტრე იყო- უკაცრავად ? ვერ მიგიხვდით თავი მოვიდებილე - მაქსიმე , ის ასეთია ცოტა უხეშია, მაგრამ მასზე კარგ და სამართლიან ადამიანს არ შევხვედრივარ- მაგარი სამართლიანია ჩავილაპარკე ჩემთვის- ნუ ღელავ და დამიჯერე არავის მიათვისებინებს შენს იდეას , ტყუილებს ვერ იტანს- ეს არც მიფიქრია , ვთქვი მე და ისევ ნაცნობი ხმა მოისმა- დემე დაგვტოვე თუ შეიძლება - კარგი რა ნიკი ახლა ამის არც დროა და არც ადგილი - დაყრუვდი თუ რა გჭირს დემე დაგვტოვე მეთქი - კარგი მივდივარ აუტნელო - ახლა კარგად მომისმინე თათა , როცა ვამბობ, რომ იდეებში და აზრებში არ მიჭირს, არ გაბედო და არ თქვა რომ ვინმეს რამეს ვპარავ , გასაგებია?! - კი მაგრამ ასე არ შეიძლება , ეს არასწორია- შენი აზრი არ მიკითხავს , გასაგებია რაც გითხარი ? და კიდევ მაქსიმეზე ოცნებას შეეშვი, ის შენნაირს არასდროს მოიწონებს შეუშვი ეს მაგ შენს პატარა ტვინში ახლა დავახრჩობ ამ ქალს , ვგრძნობდი როგორ მომაწვა ბრაზი ჩემმა ფიქრებმა ცოტა არ იყოს და შემაშინა- ქალბატონო ნიკოლ მე არავისზე არ ვოცნებობ, არც სხვებს ვპარავ იდეებს და კაცებს მითუმეტეს- აქ რა ხდება?- არაფერი მაქს უბრალოდ ვსაუბრობდით- თათა კარგად ხარ? უცნაურად გამოიყურები- არაფერია , კარგად ვარ ბატონო მაქსიმე - კარგი შევიდეთ მაქს თქვა ნიკიმ და დაამატა ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იჩენ ამ ასისტენტის მიმართ ? - კარგი რა ნიკოლ, უბრალოდ ვკითხე ნუ აზვიადებ თქვა მაქსიმემ და წავიდნენ, შევამჩნიე რომ მაქსიმემ მზერა ჩემკენ გამოაპარა გაბრაზებული, გაოგნებული და იმედგაცრუებული ვიდექი ცრემლები მახრჩობდა , იქაურობას გავეცალე და ოფისში მარტო დავბრუნდი. მაგიდასთან ვიჯექი გაშტერებული, ვერაფერი გამეგო,არც მაქსიმესი მესმოდა , მოგვიანებით კი კარგად მივხვდი ასე რატომაც იქცეოდა და რატომ ცდილობდა გრძნობების დამალვას თუ გრძნობებისგან გაქცევას, მუშაობა არ შემეძლო და სახლში წამოვედი, ტელეფონი გავთიშე და დავიძინე, მინდოდა არავისზე და არაფერზე მეფიქრა. დედას ხმამ გამაღვიძა:- ვიღაც გკითხულობს- რაა, ასეთ დროს ? ვინ არის ?- მე არ ვიცნობ , გადი და ნახე. წამოვდექი და კართან გავედი,მაქსიმე , აქ რა უნდა ? როგორ გაიგო სად ვცხოვრობდი?- ბატონო მაქსიმე თქვეენ ? - თათა ტელეფონი რატომ გამორთე? გაუფრთხილებლად რატომ წახვედი? ხმამაღალი და ანერვიულებული ტონით საუბრობდა- მაპატიეთ , ამოვილუღლუღე- როგორ შემაშინე, ასე აღარასდროს მოიქცე , თქვა და მომეხვია , გაქვავებული ვიდექი , მისი სითბო და გულისცემა ვიგრძენი მაგრამ ვერც ხმას ვიღებდი და ვერც ვმოძრაობდი - მაპატიეთ, შემობრძანდით უცებ გამოვფხიზლდი და მაქსიმე შინ შევიპატიჟე - არა, იყოს არ მინდა შეგაწუხოთ გვიანია , რაკი კარგად ხარ დავმშვიდდი, ხვალ სამსახურში გელოდები- კარგით , ხვალამდე ბოდიში რომ განერვიულეთ ვთქვი უნებლიეთ ჩურჩულით დავინახე როგორ გაიღიმა და წავიდა. ეს რა იყო ისევ გაშეშებული ვიყავი, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი , არ მესმოდა ამ ბიჭს რა უნდოდა , ჯერ ისე მოიქცა თითქოს უჩინარი ვყოფილიყიყავი, მერე დაპანიკებული მომადგა, არაფერი მესმოდა , ისიც ვერ გავიაზრე, რომ მის წინ პიჟამაში გამოწყობილი ვიდექი. ჩემს ოთახში შევედი , ტელეფონი ჩავრთე 12 უპასუხო ზარი მქონდა მაქსიმესგან , 2-ი კი დემესგან.ხმოვანი შეტყობინება გავხსენი მაქსიმესგან იყო:- . სად ხარ? თათა ჩართე ეს წყეული ტელეფონი კარგად ხარ? ცოცხალი ხარ, მიპასუხე! ღმერთო ჩემო ამ ბიჭს ასეთი პანიკა რატომ ჰქონდა ატეხილი მაშინ ვერაფრით გამეგო, უცებ შეტყობინება მოვიდა-. დამავიწყდა მეთქვა ამ უიქენდზე თიმ ბილდინგი გვაქვს , ქალაქგარეთ გავდივართ , ისე საყვრელი დათუნია იყო - . რა დათუნია? რა გვაქვს? უცებ ჩემს პიჟამაზე დავიხედე და გამეცინა - პიჟამა , თიმ ბილდინგი გვაქვს , ეს ჩვენი ტრადიციაა , მთელი ოფისი დასასვენებლად გავდივართ ხოლმე - . ახლა გასაგებია, სად მივდივართ ? - . მაგას ხვალ გაიგებ , ხვალ საღამოს გავდივართ , ტკბილი ძილიმართლა არ მესმის ამ ბიჭის, ისე იქცევა თითქოს პიროვნების გაორება სჭირდეს როდესაც ჩემთან მარტოა სულ სხვნაირი თბილი და უშუალო ხდება , ხალხში კი ისევ ცივად და დესპოტურად იქცევა. ხმოვანი შეტყობინება დემეტრესგანაც იყო გავხსენი -. თათა ნიკოლის ბოდვას არ უსმინო, მაქსიმეს ებღაუჭება მეტი არაფერი ეს შეტყობინება რაღა იყო, მართლა არაფერი მესმოდა, ტელეფონი გადავდე , მაგრამ ვერაფთ ვიძინებდი , ჩემს თავში მხოლოდ მაქსიმე იყო. 5ოფისში წავედი, შესასვლელთან მაქსიმეს შევხვდი მივესალმე - დილამშვიდობისა ჩემო გაქცეულო თანაშემწევ- ბატონო? წრბაწეულმა გავხედე - კარგი ხო , ვიხუმრე აბა მზად ხარ საღამოსთვის- არა, მე ხომ ჯერ არ ვიცი სად მივდივართ- სტეფანწმინდაში მივდივართ - საად? არ არსებობს - სასტუმრო დაჯავშნილია ყველასთვის , კვირას უკან დავბრუნდებით- კარგია, რით მივდივართ?- მანქანებით , შენ ჩემთან ერთად მოდიხარ- ვერ გავიგე? - რა ვერ გაიგე ჩემთან ერთად მოდიხარ , ჩემი მანქანით დავდუმდი, ვერაფრით გამეგო მისი აზრები. ნახევარი დღე ვიმუშავეთ და საღამოს ისევ ოფისთან მივედით , ჩვენი პატარა ბარგით.- აბა სწრაფად გავნაწილდეთ და წავედით დროს ნუ დავკარგავთ თქვა დემემ მაქსიმემ რაღაც უჩურჩულა დემეს, კარგი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დემემ - მაქს წავედით გაისმა ნიკოლის ხმა- ნიკი შენ ჩემთან დაჯექი , ნია შენც თქვა დემეტრემ - თათა წამოდი დამიძახა მაქსიმემ ნიკის ისეთი სახე ჰქონდა მზად იყო შუაზე გავეგლიჯე. მანქანაში ჩავჯექი, მაქსიმემ მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო , ქუინის ბოჰემური რაფსოდია იყო- ბოჰემური რაფსოდია, წამოვიძახე უცებ- შენც გიყვარს? - ქუინიი? კი ძალიან - საინტერესოა , კიდევ ვის უსმენ და იმიჯინ დრაგონსის დემონები ჩართო- მაოცებ იცი - მეე? რატომ?- იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემნაირი ხარ - რაოო ? თქვენნაირი? ეს როგორ? - როგორ ? თათა სერიოზულად მეკითხები ამას ?- სრული სერიოზულობით- უბრალო ხარ, მოგწონს წიგნები, კარგი მუსიკა, ფილმები, კემპინგი - აი თურმე რა ყოფილა - შენ ასე არ ფიქრობ? - არა არ ვფიქრობ, ეს საერთო ინტერესებია და არა მსგავსება- მოხერხებული პასუხია თქვა და გაიღიმა- მოხერხებული პასუხი არა ფაქტია ეს, რაღაც მინდა გკითხოთ ,ასე რატომ აღელდით როცა შეხვედრიდან გაუფრთხილებლად წავედი - მოგიყვები ,ოღონდ არ ვიცი როგორ და სიდან დავიწყო, შენამდე სხვა ასისტენტი მყავდა კირა ორი წელი იმუშავა , კარგად მუშაობდა, კმაყოფილი ვიყავი, თითქოს ვმეგობრობდით კიდეც , ერთ დღეს კი სიტყვის უთქმელად გაქრა კონტაქტზე არ გამოდიოდა , ვეძებეთ და სახლში მივაგენით, რაღაც აბები ჰქონდა დალეული - ვერაფერი ვერ გავიგე თავს იკლავდა ? - კი სცადა, საბედნიეროდ გადავარჩინეთ , როგორც მოგვიანებით გაირკვა აღმოჩნდა რომ შევუყვარდი მე კი წარმოდგენა არ მქონდა ამაზე, სამაგიეროთ ზოგიერთებს სცოდნიათ გადასარევად , როცა გავიგე ყველაფერი გვიანი იყო, ის კი გადავარჩინეთ მაგრამ დროულად რომ მცოდნოდა იქნებ ასე არ დამართნოდა - თქვენ ყველა ასისტენტთან ასე მეგობრობთ? და დროულად რომ გცოდნოდათ რას შეცვლიდით, გეგონათ მეც იგივეს ვიზამდი ? მე ხომ არც გიცნობთ როგორ უნდა შემყვარებოდით ასე მალე ისე რომ საკუთარი თავისთვის მევნო, არც ასეთი იდიოტი ვარ გავიფიქრე ჩემთვის- არა ყველასთან არ ვმეგობრობ , უბრალოდ ვცდილობ ადამიანურად ნორმალური ურთიერთობა მქონდეს,არ ვიცი სხვანაირად მოვექცეოდი , ჰო ვიცი რომ სისულელეა ასე რომ შევშინდი , მაგრამ მაინც დავპანიკდი ხმა აღარ ამომიღია , გზა არც ისე მოკლე იყო , ამიტომ წიგნი ამოვაცურე ჩანთიდან და კითხვა უნდა დამეწყო რომ გავიგონე- კაზანძაკისია? - ისეევ ? ორივეს გაგვეცინა - კი კაზანძაკისის ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებაა არ თქვათ, რომ ესეც წაკითხული გაქვთ?- მაქვს თქვა კმაყოფილი სახით , იესეოს მიწიერ ცხოვრებას გვანახებს, ამის გამო კაზანძაკისი სამშობლოდანაც კი გააძევეს, ჩემი ლეპტოპის ჩანთა გახსენი მთხოვა მაქსიმემ გავხსენი და წიგნი ამოვიღე- ნახე? გუშინ დავიწყე- მმ ინფერნო კარგია , სრულიად განსხვავდება ეკრანიზაციისგან და კარგად არის გაშლილი ალიგიერის ჯოჯოხეთის თემა, დავინჩის კოდიც მოგეწონებათ თუ არ წაკიგითხავთ ჯერ - საოცრებავ წარმოთქვა უცებ- რა თქვით ? - არაფერი, ისევ გამაკვირვე - საინტერესოა რით?- ალიგიერი , იშვიათად აქვს ვინმეს წაკითხული, მისი სიყვარულის შესახებ იცი? - თუ ბიატრიჩეს გულისხმობთ,ერთი ვერსიით პლატონური სიყვარული იყო , ზოგი მკვლევარი ვარაუდობს რომ დანტე საერთოდაც არ იცნობდა და შორიდან ეტრფოდა ბიატრიჩეს - ვაიჰ , თქვა და საოცარი მზერით შემომხედა, გული ამიჩქარდა , ვერაფერი ვთქვი, როგორც ჩანს ეს ბიჭი ისეთ ადამიანს ეძებდა ვისთანაც უბრალოდ საყვარელ თემებზე დალაპარაკებას შეძლებდა. მაინც არ მასვენებდა ფიქრი იმაზე რომ ამ ბიჭს საიდანღაც ვიცნობდი მისი ჭკვიანი და უძირო თვალები და მზერა ჩემთვის კარგად ნაცნობიც და უცნობიც იყო. როგორც იქნა ჩავედით სტეფანწმინდაში , დათოვლილი სტეფანწმინდა გადათეთრებული ყაზბეგი და მედიდური გეგრეტი საოცარი სანახობა გადაიშლა ჩემს წინ, ნომრებში შევედით , მე და ნიას საერთო ნომერი გვქონდა , მაქსიმე კი დემესთან ერთად იზიარებდა ნომერს, ნიკიმ ცალკე ოთახი აიღო არ გამკვირვებია. ნივთების ამოლაგებისას აღმოვაჩინე, რომ მაქსიმეს წიგნი ჩემს წიგნთან ერთდ ინსტიქტურად ჩამიდია ჩანთაში და გადავწყვიტე დამებრუნებინა. ოთახის კარზე დავუკაკუნე , კარგი თავად გააღო- აქ რა გინდა , ყველა სავახშმოდაა იქ რატომ არ ხარ? - ვიცი , მეც მივდივარ, თქვენი წიგნი მე წამომიღია დასაბრუნებლად მოვედი- კარგი, მადლობა თქვა და ლოყაზე მაკოცა, წამოდი ახლა სავახშმოდ- გავქვავდი, ვერ გავინძერი, წამოდი მითხრა სიცილით , როგორ მიყვარდა მისი სიცილი, რაებს ვფიქრობ ისევ გავბრაზდი საკუთარ თავზე.- რესტორანში შევედით , ერთმანეთის მოპირდაპირედ დავჯექით. ორივეს გვეღიმებოდა, მაქსიმეს ჩემს რეაქციაზე, მეკი მაქსიმეს კოცნის გახსენებაზე. - რაზე გეღიმებათ ? იკითხა დემეტრემ- არა არაფერი ისე , რაღაც გამახსენდა თქვა მაქსიმემ ,გამომხედა და თვალი ჩამიკრა ვიგრძენი რომ გავწითლდი და თავი ჩავხარე, მაქსიმემ შეამჩნია და ჩუმად მომწერა , მხოლოდ ერთი სიტყვა იყო : - საოცრება დაბნეულობისგან ხმა ვერ ამოვღე, ხველა ამიტყდა, დავინახე მას როგორ გაეღიმა - ხვალ გერგეტზე ავდივართ? იკითხა ნიკიმ- სხვანაირად არც შეილება თუ ინტენსიურად არ ითოვა ავალთ თქვა მაქსიმემ ვახშამი დასრულდა , ოთახებისკენ წავედით. დავინახე რომ მაქსიმე ოთახში არ წავიდა და ვერანდისკენ გაუხვია , ინსინქტურად გავყევი - თათა? აქ რა გინდა გამომყევი? - არ ვიცოდი აქ თუ იყავით, სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა , კარგი წავალ - მოიცადე მე არ მითქვამს რომ წასვლა შეგიძლია - ბატონო? ნებართვა უნდა ავიღო? - არა ამის თქმა არ მინდოდა თქვა სიცლით უბალოდ მინდა ვისაუბროთ, გთხოვვერნდაზე დავსხედით, უცნაური მომნუსხველი მზერით მიყურებდა - ბატონო მაქსიმე მართლა შემთხვევით მოვხვდი აქ - ტყუილი საერთოდ არ გამოგდის თათა და ბატონოს გარეშეც შეიძლება, მომიყევი რამე შენზე - ჩემზე? მაინც რა გაინტერესებთ - მაგალითად წიგნების გარდა რა ან ვინ მოგწონს- ბევრი რამ - მაგალითად ? - ჩემს თავზე საუბარი დიდად არ მომწონს მაგრამ, ძაღლები მიყვარს და მაყავდა კიდეც ძაღლი, იმდენად განვიცადე მისი დაკარგვა რომ სხვა ცუგა აღარ მომიყვანია - აი კიდევ ერთი საერთოც, ბავშვობიდან მიყვარს ძაღლები და ახლაც მყავს ძაღლი ბეთანიაში აგარაკზე ,მალამუტია თუ იცი ეს ჯიში - ვიცი მალამუტი და წარმომიდგენია რამხელა და რა ფუნფულაა პატარა დათვივით იქნება ალბათ - ღმერთო ჩემო ცუგებშიც ერკვევი ? - ხომ გითხარით ძალიან მიყვარს თქო , გარდა ამისა კალათბურთი და ფეხბურთიც მიყვარს- რაო ? კალათბურთიო თქვი ? - კი ნაკრების თამაშებსაც დავსწრებვარ არერთხელ სპორტის სასახლეში ასე რატომ გაგიკვირდათ? - მაშინ გეცოდინება, რომ რამდენიმე დღეში ნაკრების ევროპის შესარჩევის ბოლო თამაშია ამ სეზონზე წამოხვალ ჩემთან ერთად თამაშზე ? - ნუთუ ამაშიც დავემთხვიეთ ერთმანეთის ინტერესებს - პასუხს რატომ აჭიანურებ წამოხვალ? - არაა ეს სიზმარია - რა არა ვერფერი გავიგე თათა - არაფერი კი წამოვალ , ამის შემდეგ კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბეთ ერთმანეთი ცოტათი გავიცანით- აქ ცოტა ცივა სჯობს წავიდეთ - შეგცივდა? - ცოტათი , აქ პლედია მოდი- ეს ერთისვისაა მგონი - მოიწიე ახლოს და ორივეს გვეყოფა , არ ვიკბინები ცოტათი მივიწიე , ჩახუტება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა ცოტახანს ასე ჩუმად ვიყავით ,ღრუბლიან ცას და თოვას ვუყურბდით მერე კი მე წავედი, მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა და დილით დამეძინა. ნაცნობმა ხმამ გამაღვიძა - ჩემო მძინარა თანაშემწევ გაიღვიძე , თორემ დავაგვიანებთ მაქსიმეე, მეგონა მესიზმრებოდა თვალი გავახილე , არ მესიზმრებოდა, საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მაღვიძებდა- ბატონო მაქსიმე ? მომენტალურად გამოვფხიზლდი - დილამშვიდობისა, სწრაფად მოწესრიგდი და ჩამოდი , ისევ თვალი ჩამიკრა და ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა არაა, ეს ბიჭი მომკლავს, ვთქვი ხმამაღლა და გამეცინა , მოვწესრიგდი, სპორტულად ჩავიცვი და სასტუმროდან ეზოში ჩავედი. ფეხით წავედით, პრინციპში სხვანაირად ბოლომდე ვერც ახვალ გერგეტის სამებაში,მითუმეტეს ზამთარში და თოვლში , იქაურობა ჯადოსნურია, არაგვის ჩუხჩუხი, და ჩამოწოლილი ღრუბლები , ისე თითქოს მისი ხელით დაჭერა შეგეძლოს, იდუმალი ნისლი და სითეთრე გარშემო. თოვლში ჩამოვჯექი და საოცარი ბუნებით ტკბობა დავიწყე, რამდენიმე ფოტოც გადავიღე, უცბად ფოტოაპარატის ჩხაკუნი შემომესმა, გავიხედე და ავტომატურად გამეღიმა, ისევ მაქსიმე იყო.- რას აკეთებთ? ნუთუ დამსდევთ? - ვინ? მეე ? როგორ არ გრცხვენია თქვა ღიმილით და დაამატა ნახე რა კარგი ფოტო გამოვიდა და გვერდით მომიჯდა- მის ნიკონს დავხედე და გავშტერიდი, ეს როდის გადაიღეთ?- ორი წუთის წინ , ლამაზია არა?- ბუნება კი- მხოლოდ ბუნება ? სხვას ვერაფერს უფრო სწორად ვერავის ამჩნევ აქ? - კი, მაგრამ ბუნება უფრო ლამაზია - კარგი ასე იყოს გაეცინა წავედით, თორემ თუ უფრო მეტად გათოვდა ჩასვლა გართულდება, მართლაც მალევე უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა ციდან , მოყინულზე ფეხი ამისრიალდა, მაგრამ არ დავცემულვარ ხელს დავეყრდენი და ხელი დავიზიანე - კარგად ხარ ? ღელავდა მაქსიმე- ნუ ღელავთ, კარგად ვარ ცოტა ხელი მტკივა- სამედიცინო პუნქტში წავიდეთ - საჭირო არ არის ყინულს დავიდებ და გაივლის - რა ჯიუტი ხარ , ასე არ შეიძლება, მაჩვენე ხელი- ვაი, წამოვიძახე ტკივილისგან მაჯას ვერ ვხრიდი.- ახლავე სამედიცინო პუნქტში მივდივართ- კარგი ,აღარ შევეწინააღმდეგე , გზაში მაჯამ შესიება დაიწყო- ძალიან გტკივა?- არა, არც ისე , არადა ხელის ოდნავ გამოძრავებაზეც კი ტიკივილი ეკალივით მესობოდა გამისინჯეს მაჯა , მყესი აღმოჩნდა დაჭიმული დამიფიქსირეს და გამოგვიშვეს. - როგორ შემაშინე ხმადაბლა მითხრა მაქსიემ ვახშამზე- მე? შეგაშინეთ? - ჰო შენ , მეგონა მოტეხილობა იყო, მაინც როგორ მოახერხე დაცემა- ახლა მოუქნელიც გავხდი ხომ ? ვუთხარი ღიმილით და დავამატე რომ არ დავცემულვარ- რას ჩურჩულებთ მანდ ? იკითხა დემეტრემ- არაფერს მოკლედ მოუჭრა მაქსიმემ ჭამა დიდად არ მინდოდა და ბარისკენ გადავინაცვლე ცხელი ლატეს დასალევად და თან ვფიქრობდი რატომ ცდილობდა ყველასთვის დაემალა რომ მეფლირტავებოდა- რატომ გაიქეცი? - გავიქეცი? სულაც არა - ორი ყავა ერთი ლატე და ერთი ორმაგი ესპრესო, ასევე ყინულიც დამასწრო მაქსიმემ- ყინული ხელზე დაიდე თორემ გასიება არ გაგივლის და შეიძლება ჩალუჯდეს , ამ სასტუმროს მინი კინოთეატრი აქვს არ გინდა ფილმი ვნახოთ ? - მე და თქვენ? - რა მოხდა მერე არ შეიძლება მეგობრებმა ფილმს უყურონ- მეგობრებმა? ძალიან ხომ არ ჩქარობთ ? - სულაც არა , განა ჩვენ მეგობრები არ ვართ?- თანამშრომლები უფრო ვართ არა?- მხოლოდ? წუხანდელის მერე ისევ ასე თვლი? - კარგი ვცადოთ მეგობრობა - აი ასე, წამოდი ფილმი ვნახოთ - კარგი , ორი წუთით დამელოდებით? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია საჭირო ოთახში შევედი ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე გაოგნება არ დამტყობოდა , რა მეგობრობაზე საუბრობდა, მაშინ როდესაც ნორმალუად არც ვიცნობდით ერთმანეთს და სულ ცოტახნის დაწყებული მქონდა მუშაობა ამ ფიქრებში ვიყავი როცა უცებ ძლიერი ბიძგი ვიგრძენი მოვტრიალდი და ნიკი დავინახე - ახლა კარგად მომისმინე, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ მაქსიმესთან კეკლუცს შეეშვი თორემ მძიმედ დაგიჯდება - რა გინდათ ქალბატონო ნიკოლ მე არავის ვეკეკლუცები და თან მგონი ეს თქვენი საქმე არ არის - ნუ თავხედობ და მაქსის გვერდით არ დაგინახო გაფრთხილებ გარეთ გამოვედი , თავს საშინლად ვგრძნობდი, არ ვიყავი ამ ინტრიგებს მიჩვეული და არც მომწონდა , მაქსიმესთან მივედი- რამე მოხდა? განერვიულებული და გაფთრებული რატომ ხარ?- არაფერი, აბა ვუყუროთ ფილმს ?- წამოდი, თქვა და ხელი ჩამკიდა- ეს მგონი ზედმეტია ვთქვი და ხელი გავწიე. კინოთეატრის ოთახში შევედით , მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით იქ , როგორც აღმოჩნდა ფილმის არჩევა შეგვეძლო და ,,ფრანგული კოცნა’’ ავარჩიეთ, კიდევ ერთი საერთო გვქონდა ამ საყვარელი ფილმის სახით. ოთახში ბუხარიც გიზგიზებდა, მაქსიმემ გლინტვეინიც მოატანინა , წამით თავი სიზმარში მეგონა. ვერ გავიგე როგორ ან როდის ჩამეძინა. დილით ჩემს ოთახში გამეღვიძა, აქ როგორ მოვხვდი მე ხომ ფილმს ვუყურებდი ვთქვი ხმამაღლა და ნიას გავხედე, იცინოდა- არ გახსოვს? - რა უნდა მახსოვდეს? რატომ იცინი? - ფილმის ყურებისას დაღლილობისგან ჩაგძინებია- რაა? აქ როგორ მოვხვდი თუ იქ ჩამეძინა?- მაქსიმემ მოგიყვანა - მმაქსიმემ? წამოვიბლუყუნე- ჰო მეც გაოგნებული ვიდექი , მაქსიმემ ხელში აყვანილი რომ შემოგიყვანა ოთახში- ახლა გავგიჟდები, როგორ მრცხვენია, რატომ არ გამაღვიძა- არ ვიცი ეგ მას ჰკითხე, მოემზადე ვისაუზმებთ, გავისეირნებთ და უკან უნდა დავბრუნდეთ , თათა ფრთხილად იყავი, მაქსიმე უჩვეულოდ იქცევა, რომ მოგიყვანა ცოტახანს იდგა და მძინარეს გიყურებდა, ეს მის საქციელს არ ჰგავს და ნიკისაც არ მოეწონება ეს - ნია შეენც? კარგი რაა არაფერი არ ხდება ავდექი ,სწრაფად ჩავიცვი, გასვლის მრცხვენოდა , ღრმად ჩავისუნთქე და გავედი , მაქსიმე არ ჩანდა, ყავა ავიღე და ვერანდაზე გავედი, მთელი ღამე უთოვია ,არემარე სულ გადთეთრებული იყო - ლამაზი და მშვიდია არა აქაურობა ? - დილამშვიდობის ბატონო დემეტრე, აქაურობა მართლა ჯანდოსნურია - წინააღმდეგი ხომ არ ხარ აქ რომ დავჯდე?- არა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი- მგონი სხვას ელოდი- არა არავის - თათა მისმინე მაქსიმე უცნაურად იქცვა , პატარობიდან ვიცნობ და ვიცი ასე როდის ემართება ხოლმე - რას გულისხმობთ? - ვიცი რომ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა, მაქსიმესაც ველაპარაკე, არ მინდა რომელიმეს გული გეტკინოთ- ვერ მიგიხვდით ,გული რატომ უნდა გვეტკინოს? - თათა ჩემთან არ გინდა თავის მოკატუნება კარგი ამ დროს შეტყობინება მოვიდა ტელეფონს დავხედე მაქსიმე იყო -. რესტორანში მოდი, გელოდები გული უცნაურად ამიჩქარდა,წამოვდექი დემეს დავემშვიდობე და რესტორნისკენ წავედი, მაგიდასთან იდგა იღიმოდა - დილამშვიდობის მძინარა- დილამშვიდობის მაქსიმე- ოჰო, როგორც იქნა ბატონოს გარეშეც მომმართე- მეგობრებიო არა ? შევახსენე მისი ნათქვამი. საუზმე ორისთვის იყო გაშლილი - წუხელ რატომ არ გამაღვიძე?- ბავშვივით ტკბილად გეძინა და იმიტომ ისევ გავწითლდი და თავი დავხარე , მაქსიმემ სიცილი დაიწყო- რა გაცინებს?- არაფერი , საყვარლად წითლდები ხოლმე, ძნელად წარმომედგინა თუ კიდევ არსებობდნენ მორცხვი გოგოები მაგიდასთან დავსხედით- ხელი როგორ გაქვს გტკივა? მკითხა და ჩემი ხელი , ხელებში მოიქცია, გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა მოვლილი ფრჩხილებით - უკვე აღარ მტკივა , ნუ ღელავ- ასე აღარ შემ… უნდოდა ეთქვა შემაშინოო სათქმელი ვერ დაასრულა ნიკოლი დაგვადგა, ხელი სწრაფად გავწიე.- მაქს გეძებდი, ასისტენტო ყავა მომიტანე - მე მომმართავთ? ვკითხე , ისევ მინდოდა მიმეხრჩო- აქ სხვა ასისტენტს ხედავ?- ნიკი რა გინდა? ყავა თუ გსურს ბართან მიდი უპასუხა მაქსიმემ- მაქს ეს რას ნიშნავს?- შენი აზრით ? ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა ასე იქცევი გაბრაზდა მაქსიმე - მე დაგტოვებთ , ისაუბრეთ ვთქვი და წამოვდექი- მოიცადე თათა სად მიდიხარ , საქმე არ დაგვსრულებია არსადაც არ წახვალ- ნუ გავართულებთ, ჯობს წავიდე , ვთქვი და წამოვედი, ოთახში დავბრუნდი, ჩვენი ურთიეთობა ფლირტ შერეულ მეგობრობას ჰგავდა და ეს ბიჭი სულ უფრო და უფრო მაგონებდა შორეული ბავშვობის ლამაზ ლანდს და მაბრუნებდა ბავშვობაში ფრაზა ნუ მაშინებ წამიერად ბავშობის ლამაზ მოგონებას მიღვიძებდა. 10 წუთის შემდეგ ტელეფონმა დარეკა , მაქსიმე რეკავდა , ვუპასუხე - გისმენთ ბატონო მაქსიმე - ისევ ბატონო რატომ? - ასე სჯობს , რამე გნებავთ?- მოემზადე 15 წუთში სასეირნოთ გავდივართ ერთად და უარი არ მიიღება- კარგით , ვუთხარი და გავთიშე, წასვლა არ მინდოდა, ოთახიდან არ გავსულვარ ,წიგნის კითხვა დავიწყე, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა, გავაღე და მაქსიმე შემრჩა- აქ რა გინდა? არ წახვედი?- არა, სურვილი გამიქრა, შენ რატომ არ წამოხვედი? - შენგამო, წამომცდა უნებურად- რა თქვი ?- არაფერი, წამოსვლა არ მინდოდა- ანუ ჩემი ნახვა არ გინდოდა? - არა ეს არ მიგულსხმია, გარეთ გასვლა არ მინდოდა - აბა რა გავაკეთოთ? თქვა და ოთახს თვალი მოავლო - აარ ვიცი ვთქვი დაბნეულად - კარგი , წამოდი მე და შენ გავისეირნოთ , წეღან თქვენობით მესაუბრე ახლა ისევ შენობით?- ჰო ოთახში ნია იყო და მეგონა მიხვდებოდი, თან გუშინ იმას შეესწრო რასაც არ უნდა შესწრებოდა მისთვის ესეც საკმარისია სიცილი აუტყდა – სულ დამავიწყდა, რომ ოთახში მარტო არ ხარ- არც შენ ხარ მარტო- კი მაგრამ დემე პრობლემას არ წარმოადგენს, ისედაც ყველაფერი იცის გარეთ გამოვედით და სასეირნოდ წავედით თან ვსაუბრობდით- როცა ჩემთან არ ხარ რას აკეთებ ხოლმე?- რა?- ანუ თავისუფალ დროს როდესაც არ მუშაობ- განსაკუთრებულს არაფერს, მეგობრებს ვხვდები, ან სახლში ვარ თავისუფალ სტილში ჩაცმული , ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად ლაშქრობებში დავდივარ , გოგოებთან ერთად ვსიერნობ და ცოტას ვჭორაობ ხოლმე, ზოგჯერ სამზარეულოში გემრიელობების კეთებაც მიყვარს - მმ საინტერესო ვინმე ყოფილხარ- შენ რას აკეთებ ხოლმე? - მეც დაახლოებით იგივეს, მარტო ვცხოვრობ- მარტო? - არ იფიქრო, რომ არავინ მყავს , მშობლები და ძმა მყავს, უბრალოდ მარტო ცხოვრება მირჩევნია- ინტროვერტო უნებლიეთ წამომცდა და გამეცინა- დიდი ექსტრავერტი არც შენ ჩანხარ , მასაც გაეცინა და გუნდა მესროლა, პასუხი მეც გუნდის სახით დავუბრუნე და ცოტახნით ბავშვობაში გადავეშვით, ვთამაშობდით და ვიცინოდით ზუსტად ისე როგორც ბავშობაში, კარგ ხასიათზე დავდექით, ამასობაში დაბრუნების დრო მოახლოვდა -კარგი მოდი დავბრუნდეთ თორემ ჩალაგება ვერ მოვასწარი- კარგი დავბრუნდეთ, თან ცოტა ცივა ამათ შეხედეთ ერთი სად ჟღურტულებდით? თან ხელჩაკიდებული? მხიარულად მოგვმართა და ირონიული ღიმილით იკითხა დემეტრემ - ნუ ბოდიალობ ამ სისულელეებს მკაცრი ტონით უთხრა მაქსიმემ და ხელი გამიშვა. ისიც დავაფიქსირე რომ დემეტრეს თვალი ჩაუკრა - საკუთარ თავს აღარ ჰგავხარ და კიდევ მე ვბოდიალობ ხომ? - კარგი რა ძმაო, შემარგე ახლა დასვენება - ბიჭო ასე რთულია ბავშვობის ძმაკაცთან იმის აღიარება რომ მაგ გოგოს ეფლირტავები? - კარგი ჰო დაუშვათ მომწონს მერე შენ რა ? - ნუთუ ჩემი ძველი კეთილი მეგობარი იღვიძებს - თათასთან არაფერი დაგცდეს თორემ მოგკლავ - აუფ როგორ შემეშინდაა ბიჭები დავტოვე და ოთახში ავედი, ნივთები ჩავალაგე და ბარგიანად გარეთ გამოვედი, ესეც თიმბილდინგი გავიფიქრე და ნაცნობი ღიმილი მოვლანდე ყველა ჩემოდნებს აწყობდა, ჩემი ჩემოდანი მაქსიმემ წაიღო - წამოდი რას დგახარ , თუ აქ დარჩენა გადაწყვიტე , ვინმე აქაური ხომ არ შეგიყვარდა? მითხრა სიცილით სულელი გავიფიქრე და გამეღიმა – აქედანაც ერთად მივდივართ?- რამე საწინააღმდეგო გაქვს?- ნწ, არა ვთქვი და მანქანისკენ წავედი- მაქს გაისმა ხმა რომელსაც ასე ვერ ვიტანდი- გისმენ ნიკი- დემესთან არ დავჯდები გამუდმებით იკბინება და ნერვებს მიშლის- ნეტავ რატომ , თქვა ოდნავ ხმამაღლა და დაამატა, კარგი დაჯექი ჩვენ წაგიყვანთ- ვინ ჩვენ?