დადიანების განძი
დადიანების განძი
ერითროციტები
თამარ თოდუა
ერითროციტები სისხლის წითელი უჯრედებია. ისინი შეადგენენ სისხლის მნიშვნელოვან ნაწილს და არიან ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების მაჩვენებლები. ერითროციტები ორგანიზმში ჟანგბადის გადამტანი ერთადერთი უჯრედებია.
იმ დღეს მოვიდნენ და დედაჩემი წაიყვანეს. მერე გავიგე, რაღაც სოციალური რეკლამისთვის სჭირდებოდათ. კლიპიც ვნახე ტელევიზორში, მეტისმეტად სენტიმენტალური იყო.
აფხაზეთზეა. დედა ერთხელ ჩანს, დასაწყისში, შემდეგ აფხაზეთის კადრები მიდის და დედა ლაპარაკობს. რაღაც ამბებს ყვება და გულისამაჩუყებელ ფრაზებს ამბობს: იქ ჩემი სახლია, ჩემი სამშობლოა და დავბრუნდები. ხომ ვერ ვიტან ცრემლებს, რაღაცნაირად გულზე მომხვდა. დედაჩემი კარტოფილს წვავდა და თან ტელევიზორს უყურებდა.
მე გავბრაზდი და ოთახიდან გავედი.
ყველაფერი გამახსენდა. ჩვენი შტაბი სარდაფის მარჯვენა კუთხეში, სართულებიანი ხე, ლიზი, ოთიკო, ლელა, გიო, გიო და ნატო. ღამის ბომბთწვიმა და დანგრეული შტაბი. სარკის ნამსხვრევებზე ფეხი გავიჭერი და აუტანლად მტკიოდა, მაგრამ დედას არაფერი ვუთხარი. შეშლილი სახე ჰქონდა. გამოვრბოდით. გზის გახსენება არ მინდა. ხომ არის, რაღაცების გახსენება რომ არ გინდა. ნინუცას მაღალი სიცხე მისცა, დედას ძლივს ეჭირა ხელში.
მამაჩემი ჩვენს თვალწინ მოკლეს. არ მეტირება ამის გახსენებაზე, საკმარისად ვიტირე და აღარ მეტირება. არ დავბრუნდები, არა!
აძიგძიგებული ლექციაა. გურანდა წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა ქვეყანაზე გვიყვება.
_ ანტაგონია წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ ნაკლებადცნობილი ქვეყანაა, მთებით, ოკეანით...
_ ანტაგონიაში ორასცამეტი კურორტია, მაგრამ ნორმალური პირობები მხოლოდ სამ მათგანზეა. ქვეყანაში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი, სპილენძი.
_ რომლებისგანაც აკეთებენ მედლებს და ურიგებენ უცხოელებს. _ ასკვნის ლაშა.
_ კარგით, ახლა, მომისმინეთ.
მე ვუსმენ. ვუსმენ, კი.
არ დავბრუნდები! თვითონ დაბრუნდეს, თუ უნდა! აქაც მშვენივრად ვარ, აფხაზეთში რა დამრჩენია, ვისი `თმები დამაბრუნებენ~? ზღვა შორს სულაც არ არის, აქვეა. ქობულეთში, ურეკში. მე სარფი მირჩევნია. აქაც არის პალმები, მთებიც. უზღვოდ გავიზარდე და როგორმე მის გარეშეც გავძლებ, ზაფხულშიც მეყოფა.
გვერდით სანდრო მიზის.
ყველაფერი მახსენდება: სანდრო, ანი, გიო, მიმი (მიმინოშვილია, ლამაზი გოგოა) და ზურა. აქ არიან და ვერასოდეს დამაშორებენ. ვერც მათ და ვერც ამ ადგილს, სადაც გავიზარდე.
მეცინება...
_ რა იყო? _ გადმოიხარა სანდრო. ჰგონია, იქითა ოფისში მომუშავე სერიოზული ბიძა დავინახე ფანჯრიდან. უცნაური ბიძაა. ერთხელ სანდრო მანქანის დაქოქვაში დაეხმარა. მე მოშორებით ვიდექი და სიცილით ვკვდებოდი _ სერიოზული ბიზნესმენი ნახევრად გაფუჭებული მანქანით – სასაცილოა, აბა რა არის.
_ ახალს არ ვყიდულობ, სანამ ეს გამიძლებს, ამ დღეებში შევაკეთებინებ. _ მოგვიბოდიშასავით. _ მამაჩემის დანატოვარია და... _ დაამატა ცოტა დაბალი ტონით. გაგვიღიმა და წავიდა.
რა ახირებულია ეს კაცი _ ვუთხარი მერე სანდროს _ მანქანის `შენახვა~. არ გამიგია, რა სისულელეა.
როგორ არ გამიგია... უბრალოდ, მე სახსოვარიც არ მქონდა.
_ არაფერი _ თავი ავაქნიე.
_ ანტაგონიელებს ბევრი პოეტი და მწერალი ჰყავთ. ლიტერატურით ძალიან ამაყობენ, თურმე.
_ ქართულად არის რამე ნათარგმნი? _ დავინტერესდი.
_ დასანანია, მაგრამ არა. რატომღაც, არც ერთ ენაზე არ თარგმნიან.
_ ალბათ, უმაქნისი ლიტერატურა აქვთ _ არ დავინდე ვიღაცუცნობი ლიტერატორები.
_ არა, თეონა, რას ამბობ! რუსულად მაქვს წაკითხული ორი წიგნი. აბსოლუტური ესთეტიკურ-ემოციური კმაყოფილება მომგვ...
დედას რამდენიმე წელი ესიზმრებოდა მამა. ძილში კივილით იღვიძებდა ხოლმე. ბავშვები ვფეთდებოდით და აქეთ გვაწყნარებდა. დილით, ნახევრად ღამენათევი, დაწითლებული თვალებით მივდიოდი სკოლაში და ვცდილობდი, კარგად მესწავლა _ დედას უხაროდა. დღისით ვცდილობდით, არაფერი გვეხსენებინა _ არც ღამე, არც ხმაური, არც არაფერი, არაფერი. ახლა ვფიქრობ, არასწორი იყო. უნდა ილაპარაკო, ილაპარაკო, ილაპარაკო, ამოხეთქო, წვეთ-წვეთ დაწურო, ამოშანთო და იქნებ მოგეშვეს მერე...
მე გავიზარდე და ტირილს გადავეჩვიე. რა შესაჩვევი ეგ არის.
_ ანტაგონიელებს ძალიან უყვართ გართობა, მხოლოდ ორშაბათობით მუშაობენ. დანარჩენი ექვსი დღე ისვენებენ და მხიარულობენ. ამბობენ, რომ ტურისტებს, მიუხედავად მოუვლელი პლაჟებისა, უყვართ იქ ჩასვლა, ვერ ვხვდები, რატომ, ალბათ ეგზოტიკა იზიდავთ... მათი პოლიტიკური ცხოვრებაც ეგზოტიკურია. ქვეყანას ოცდაჩვიდმეტი წელია ბებერი მონარქი მართავს. მონარქი _ ეს მსოფლიოს თვალში, თორემ რეალურად, ქვეყანაში დიქტატურაა. ყოველ რამდენიმე წელიწადში მეფე თავის თავს ტერაქტს უწყობს და მას არაკეთილისმსურველებს აბრალებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი დაჭერები იწყება და...
_ მასწ, საბჭოთა კავშირი არ ყოფილა მანდ?
_ არა, `მასწ~ _ პასუხობს გურანდა _ სამაგიეროდ, ამასწინათ მეცხრე ტერაქტი მოეწყო.
ყველას სიცილი აგვიტყდა.
ვიცინი, სიცილი კარგი ჩვევაა.
მე აქ ზღვაც არ მაქვს და გემიდანაც ვერ არ გადმოვხტები. რელსებსაც არ გავუწვები, მატარებლით წაყვანას თუ დამიპირებენ. თქვენ მამა მომიკალით და ძალითაც რომ ჩამომიყვანოთ, ისევ თბილისში დავბრუნდები და აფხაზეთში მაინც არ ვიცხოვრებ.
რა დამრჩენია? ზღვა? თუ პალმები? იქნებ აფეთქებული შტაბი, რომ შევძვრე და ბავშვობის ბედნიერი დღეები გავიხსენო?!
_ კი მაგრამ, ხალხი არ აპროტესტებს?
_ არა, ლაშა. ცნობილი ამბავია, რომ ყველა ნამდვილ ანტაგონიელს გენეტიკურად უწყინარი ხასიათი აქვს და თითქმის წარმოუდგენელია, რამე გააპროტესტოს. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოისურვებს მონარქი. მაგალითად, როგორც ჩემი ბიძაშვილი მიყვებოდა, ცხრამეტი წლის წინ, ქუჩაში დღის საათებში გასვლა აუკრძალავთ და სამი უნივერსიტეტი ორი წლით გაუუქმებიათ. ეს იმიტომ, რომ, თურმე, სეირნობისას, ხალხის დანახვა მეფეს ნერვებს უშლიდა. ასე იყო აკრძალული, სანამ ხუშტურებმა არ გადაუარა.
_ უნივერსიტეტს რაღას ერჩოდა?
_ ამბობენ, რომ შენობები მახინჯ ნაგებობებად ჩათვალა და დაასკვნა, აქ სწავლა ახალგაზრდებისთვის მორალური წნეხიაო... რა ვიცი, ოფიციალურად ასე გამოუცხადებია...
_ ჩვენი წნეხვის ხარისხი რამდენია, ნეტავ? _ სერიოზული სახით იკითხა სანდრომ. აუდიტორიაში ფხუკუნი ატყდა.
რამდენიმე წელი ბნელ დუმილში მეღვიძებოდა, ცოტათი ადრე დედას გაღვიძებამდე. ძილში ნეკა თითს გაუცნობიერებლად პირში ვიდებდი და მწარედ ვუჭერდი. გაღვიძებული თითს სასწრაფოდ ვათავისუფლებდი და ვცდილობდი, უცებატეხილი კივილი არ შემემჩნია, სიჩუმის სანაცვლოდ ტუჩებს დასისხლიანებამდე ვიკვნეტდი, მერე დედას ვუმალავდი და პომადას ვითხიპნიდი. დედას ელვისსისწრაფით უთავდებოდა პომადები და ბრაზობდა, ვერ გადაგაჩვიეო.
ვერ გადამაჩვია! რამდენიმე წელი ვერ გადამაჩვია. ტუჩზე კი ახლაც თხელ წითელ ზოლად მემჩნევა კბილების ანაბეჭდები.
_ ანტაგონია ცნობილია თავისი ძაღლებით. აქაური ძაღლები ყველაზე ერთგულ ცხოველებად ითვლებიან მსოფლიოში.
_ რატომ, პატრონებს ჰგვანან?
_ რა ვიცი... ჰგვანან, ალბათ... საერთოდ, ანიტა მიამბობდა, რომ ანტაგონიელები ცხოვრების უცნაური წესებით გამოირჩევიან. მაგალითად, მათთან ძალიან პოპულარულია მათივე ცხოვრების წეს-ჩვეულებების გაკრიტიკება. ყველაზე მაღალი ტირაჟით ქვეყანაში ერთი ჟურნალი იყიდება _ `პლუს-მინუსი~. აქ მხოლოდ იმაზე იწერება, რა არის მათი ქვეყნის უარყოფითი მხარე და რა _ დადებითი. თუმცა, დადებითის წერა ცუდ ტონად ითვლება.
ჰო, აბა რა. მთავარია, კარგი ტონი დაიცვა.
რატომ მეძალადპატრიოტებით?! ესეც კარგი ტონია? მე აქ გავიზარდე და არა _ იქ. შენ _ რა გენაღვლება. შენთვის არასოდეს დაუძახიათ დევნილი და არც არავინ გტენის ბავშვობისდროინდელ შტაბში, რომელიც არ არსებობს. შემდეგ, სამშობლოზე სიყვარულით გადამკვდარი, უცხოეთში გაქუსლავ და იქ იჯეჯილებ. აბა, `ამ ჭურში რა გინდა?~ იქ კარგად იცხოვრებ, მანამდე კი გამამიწათანასწორებ, იტყვი, რომ როგორი არაპატრიოტი ვარ, როგორ არ მივდივარ ჩვენს ძლივსდაბრუნებულ აფხაზეთში და თბილისში გამიტკბა ცხოვრება. მოვინდომე, რა!
გურანდა იცინის. ყველა ხარხარებს. რაზე იცინიან?
_ გააფრინეეეს _ ხარხარებს სანდრო და ჩემკენ ტრიალდება. ზრდილობიანად ვიღიმები, შენც ხომ უნდა აყვე. ტუჩებს ღიმილის ფორმას ვაძლევ და ჭკვიანურ გამომეტყველებას ვიღებ, ადვილია.
არ ვიცი, ვინ მოკლა, ვინ იყვნენ, ვისი ბრალია, რა მოხდა, არ ვიცი და საერთოდ არ მაინტერესებს...
_ იცი, გუშინ სოფომ დამირეკა _ მეუბნება სანდრო.
_ რაო?!
_ არაფერი. ისე, მელაპარაკა. _ და მიყურებს სადღაცწასული თვალებით.
სიყვარულია: უგონო, თავდაკარგული, ბედნიერი, ძირითადად, ბედნიერი.
_ ანტაგონიელებს ძალიან მყარი ოჯახები აქვთ, განსაკუთრებით, ძველგაზრდებს. ახალგაზრდები...
გურანდა ლამაზი ქალია, თუმცა ქმარს დაშორდა. მე დიდხანს მიკვირდა როგორ შეიძლება, ასეთი ლამაზ ქალიქალს დაშრდეს. შეიძლება, ალბათ. ან რა არის ისეთი, რაც `არ ხდება~?
_ სხვათა შორის, ახალგაზრდები ხშირად ანგრევენ ოჯახებს. ქვეყანაში მთელი კვლევები ტარდება ამის მიზეზების გასაგებად, მაგრამ... _ მხრებს იჩეჩავს.
ყველა უსმენს.
მე თბილისელი ვარ, წარმოშობით აფხაზი, ისევე, როგორც შენ _ იმერელი, ის _ ხევსური, ის _ ქართლელი და პატივცემული გურანდა, სხვათა შორის, ძირძველი თბილისელი.
დაბრუნდნენ.
დედაჩემი (მეტირებასავით, არ გავუშვებ), ბიძაჩემი, ყველანი. ნიკუშასაც არ გავუშვებ. ნინისაც.
ვინ მეკითხება...
მე, თეონა არშბა, ზაფხულობით ჩავალ ხოლმე აფხაზეთში, მიწას დავკოცნი და სახლს მოვეფერები. ზღვას, რომელიც ჩემი მეგობარი იყო (ასე ვამბობდი თურმე), ლამაზ ქვებს ავაცლი. მერე თბილისში ჩამოვიტან, გამჭვირვალე ჭურჭელში ჩავყრი, წყალს ჩავასხამ და მაგიდაზე დავდგამ. შემდეგ ლიზის დავურეკავ მოსკოვში და მოვუყვები, დგას თუ არა ჩვენი სართულებიანი ხე მის ეზოში, ჩვენი სახელები, ზედ რომ ამოვჭერით მაღლა არის აზიდული თუ საერთოდ ამოძირკვეს.
ალბათ, ცოტა გულიც ამიჩუყდება და ლიზის ხუმრობით შევთავაზებ, ჩავიდეთ და ისევ დავრგოთ ატმის ხე. წარწერების ამოკვეთაც ისევე შეგვიძლია, პირველი ისევ ჩემი სახელი იქნება:
თ ე ო ნ ა.
მიწაში ქექვა და ხეების დარგვაღა მაკლია.
გურანდა ამბობს, რომ ანტაგონიელები...
ლიზიც ჩამოვა რომელიმე ზაფხულს, ოჯახით. ბედნიერები ვიქნებით, რომ ხალხი ასე ბედნიერია, რომ აღარავინ აღარაფერს გვპირდება, რადგან დასაპირები არც არაფერი დარჩა. ყველასთან ერთად გავიხარებთ და ბარში ბევრ ლუდს დავლევთ. შემდეგ თბილისში ჩამოვიყვან და ჩემებს გავაცნობ.
... ამბობს, რომ ანტაგონიელებს კიდევ ერთი უცნაური თვისება აქვთ, რომელიც... ფენიქ... ახალგაზრდების სულიერი ამბოხი განპირობებ… მთავარი არტერ... სიყვარულით სავსე გულ... დაუმორჩ...
წადით, წამატარებლდით, წაფეხდით, წამანქანდით. მე ძალიან გამიხარდება და თქვენს სადღეგრძელოს დავლევ. ვერ წამიყვანთ.
დაიბრუნეთ აფხაზეთი! ააშენეთ. იმეგობრეთ მეზობლებთან, ისინი არ იყვნენ ცუდები. მე კი ზღვას კენჭებს ავაცლი და თბილისში ჩამოვიტან.
მე ნუ მექაჩებით!
თქვენ დაბრუნდით!
თქვენ დაბრუნდით!
ოღონდ, დაბრუნდით
და,
მეც დავბრუნდები.
სასიკვდილო თამაშები
თამარ თოდუა
- მომეფერე, მომეფერე, მომეფერე,…მტკივა, მტკივა, დე, დედა, დეეეეეეე, მტკივა, დეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე......
***
მე არ გამიგია მისი ხმა. ცოტა ხანს გათიშული ვიწექი. მერე გონზე მოვედი. თავს ახალგაზრდა, სიმპატიური აბორტმახერი მადგა.
_ როგორ ხართ? - მკითხა ღიმილით. რაღაც საშინელი ხმა ჰქონდა _ დაჟანგული ჭიშკარივით ღრჭიალა.
მისავათებულმა გავუღიმე.
_ შემიძლია ავდგე?
თავი დამიქნია.
წამოვჯექი და მოვწესრიგდი. ჯერ დაუნდობლად მოტკეცილი ტყავის შარვალი ჩავიცვი, მერე მაღალქუსლიანი წითელი ჩექმები (ჩაჩაჩული იყო და მუხლამდე ავიწიე, ზონრები ბოლომდე მოვქაჩე) თეთრი ჟაკეტის ყველა ღილი შევკარი, თეთრი ბერეტი დავიხურე და ექიმის სარკეში ჩახედვაც არ დამავიწყდა. კიდევ ერთხელ გავუღიმე და წავედი. გარეთ შეყვარებული მელოდებოდა.
ჩავეხუტე.
_ ჰა, როგორ ხარ? - სიგარეტს ბოლო ნაფაზი დაარტყა, გადააგდო, მომეხვია და თვალებში ჩამხედა. მეც შევღიმე. ცოტა დაღლილი ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი. თავი დავუქნიე.
_ კარგად ჩაიარა?
_ რა თქმა უნდა. _ არ ვუღალატე ჩემს თავდაჯერებულობას. მაკოცა. მერე შავი `ბე-ემ-ვეს” კარი გამომიღო.
***
ხვალ ვთხოვდები. არ აგიღწერთ, როგორ ვნერვიულობ, ან რა საჭიროა... არა, იმას არ მივყვები. რაღაც უაზრობაზე ვიჩხუბეთ და დავშორდით. ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე. არ ვიცი, პირველს რომელს მოგვბეზრდა. შეიძლება ორივეს ერთდროულად. თითქოს ვცდილობდით შერიგებას, მაგრამ... ეეე... სიყვარული სადღაც უაზროდ წავიდა.
_ ლენუკა, ჩქარა, თორემ სალონში წასვლას ვერ მოასწრებ.
_ ჰო, ჰო, მოვდივარ.
_ ლეენ! _ თეკლა შემოვიდა. _ მობილური გირეკავს.
_ ვინაა? _ არ მაინტერესებდა.
_ გუგა...
გავშეშდი. დამპალი. რა უნდა. გრძნობამ ისევ იფეთქა და თეთრი საქორწილო კაბა კინაღამ გამიწითლდა. ავიღე.
_ გაბედნიერებას გილოცავ, საყვარელო! _ მშვიდი, გაწონასწორებული ხმა ჰქონდა.
_ რა გინდა, რას მირეკავ? _ რატომღაც ვკანკალებდი. ქორწილზე ვნერვიულობდი, თორემ რა იყო აქ ასაღელვებელი.
_ ჰოო? _ გაოცდა, _ არ მომელოცა? მეგობრებად არ დავრჩით?
უჰ, რა სისულელეა. “მეგობრებად დავრჩეთ”.
_ ჰო, მაპატიე. _ ძლივს დავიმორჩილე თავი.
მეორე ოთახში გავვარდი. არც ვიცი რა დამემართა. მორთვა-მოკაზმვაც დამავიწყდა და ყველაფერი. `რატომ დავშორდით, რა ჩადგა ჩვენ შორის, ვერ ვხვდებიო” – მეუბნებოდა. `ისევ მიყვარხარ, გული მტკივაო”. გული ამიჩუყა. თეკლა შემომყვა, იდგა და მისმენდა. მე ზურგით ვიდექი. არ დამინახავს.
_ მიყვარს, და შენ რაღა გინდა? _ რაღაც, სასოწარკვეთით ვთქვი.
უცებ მოვტრიალდი და დავინახე თეკლას გაოცებული სახე.
ცოტა დავწყნარდი.
_ მიყვარს. რა დრამებს დგამ?_ ვთქვი ტელეფონში მტკიცედ და მობილური გავუთიშე. თეკლას ჩავეხუტე.
_ ნერვიულობამ ასე იცის. _ გავიმართლე თავი. თეკლა თმაზე მომეფერა. საყვარელი, სიფრიფანა, პატარა თეკლა.
***
გავთხოვდი, მოკლედ. ქორწილში მე და სერგიმ ბევრი ვიცეკვეთ, დავთვერით და დღის ბოლოს ორივეს ჩაგვეძინა.
***
იმ დღეს მე და ლელამ ეკლესიაში შევიარეთ. მთხოვა. მოდი, მამა გერმანეს დაელაპარაკე, უკვე შევუთანხმდიო. ჰმ! ვინ თხოვა!
პატივს ვცემ მღვდლებს. მაგრამ ხომ ვიცი, დამიწყებს ახლა გაკრიტიკებას: რომ მიზეზებს არა აქვს მნიშვნელობა; რომ აბორტი არ შეიძლება.. რომ უნდა მოვინანიო.
არ მეხერხება ეს მონანიებები.
ვითომ მობილურზე დამირეკეს. სასწრაფოდ უნდა წავიდე, მელოდებიან-მეთქი და გამოვეპარე.
***
საერთოდაც, რა არის აქ სალაპარაკო. მაშინ ბავშვის ყოლა არ მაწყობდა. მე და გუგა დაქორწინებას არ ვაპირებდით, ჯერ კარგად შევეწყოთ ერთმანეთსო. აი, ხომ დავშორდით, მართლაც. მოკლედ, ნუღარ მალაპარაკებთ ამ სისულელეებს.
სერგის რომ მოვუყევი, არ ესიამოვნა. ისე, სიტყვას მოვაყოლე. უყვარდა ბავშვები. დამცინა კიდეც _ დამცავი საშუალებები არ გქონდათო? ეკაიფოს თავის თავს.
_ მშია. მცხეთაში ხომ არ წავსულიყავით? _ ვუთხარი მე, რომ სხვა თემაზე გადამეტანა ლაპარაკი.
***
მეორეჯერ მომეშალა მუცელი. ისევ ბალიშში მაქვს თავი ჩამხობილი და ვტირი. სერგი მაწყნარებს. თიკოც აქვე ზის.
_ ესე იგი, რა არის დაზიანებული? _ თიკო მედიცინის გაგებაში არაა.
_ რა ვიცი! _ გაბრაზებული წამოვჯექი. თვალები მაქვს დასიებული. ალბათ ორთვალა ციკლოპს ვგავარ. …
_ სულელი ექიმები!
_ რას ერჩი... _ თქვა თიკომ და თავი გადაიქნია. გრძელი თმები უკან გადაიყარა. _ მოკლედ, კოკა-კოლას თავსახურში რომ ამოდიოდა, გახსოვს?.. კიდევ სცადეთ.
სერიოზულად თქვა, თორემ ბალიშს ვესროდი. შვილი მინდა! სამი წელია მე და სერგი ერთად ვართ. როგორც იქნა, ბავშვისთვის მოვიცალე! პატარა, საყვარელი შვილი მინდა! მაინც გავაჩენ.
ისევ ბალიშში ჩავრგე თავი.
კიდევ ვცადეთ. და უკვე რთული თვეებიც გავიარე. მგონი, ყველაფერი კარგადაა. და აი, იმ დაბადების დღეზე ისევ ცუდად გავხდი. ვინ მიმათრევდა, რა მინდოდა. სასწრაფომ წამიყვანა. სერგი ისევ მამშვიდებს. თუმცა თვითონაც გაღიზიანებულია. ნორმალური, ჯანსაღი ადამიანია და უნდა, ასევე ნორმალურად, გახდეს მამა. ან რა ვიცი, უბრალოდ, ღელავს.
_ ღრმად ისუნთქე, ლენა! _ მასწავლის.
მე ხმას არ ვიღებ და დაძაბული ღრმად სუნთქვას ვცდილობ. ასეთ დროსაც შეიძლება თურმე რაღაცებზე ფიქრი:
_ თუ ვერ გადარჩა, წავალ... _ ძლივს ვამბობ, ძალა არ მაქვს. _ სერგი!
_ ხო! _ დაიხარა, _ რა იყო.
_ აღარ გაგამწარებ, ჩემით წავალ. გაგშორდები.
საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ვერც მეჩხუბება.
_ რას ამბობ, გადაირიე? _ სიტყვებს ვერ პოულობს.
_ მრცხვენია.
არაფერი მითხრა. უბრალოდ თავზე გადამისვა ხელი
_ ნუ სულელობ ახლა და გაჩუმდი. კარგად იქნები.
ნეტა თვითონ თუ სჯერა ამის.
მოვედით. პალატებში მატარეს. ექიმმა გამსინჯა. რა ჰქვია არ ვიცი. არც ის ვიცი რას წარმოადგენს აქ. კაბინეტში ვწევარ. ბუნდოვნად მესმის. რაღაცებს მეუბნება.
_ ბავშვი უკვე დიდია. ხვალამდე თუ გაძლო, გადარჩება.
თან რთულ ტერმინებს ამბობდა, მაგრამ მე მხოლოდ ეს დამამახსოვრდა.
_ მალე გათენდეს! _ ვბორგავ.
_ დამშვიდდი, ლენ! _ ისევ სერგი.
სერგი, სერგი, რა კარგი ხარ, შენ რა დააშავე...
რომელიღაც პალატაში ვწევარ. ჩემს წინ დიდი ეკრანია. მასზე ჩემი პატარას მონაცემები ფიქსირდება. იქვე ჩემი პატარას ექოზე გადაღებული სურათი ჰკიდია. მე ვითხოვე. ნახეთ, რა საყვარელია. ყველაზე საყვარელი შვილი მყავს! ნახეთ, ნახეთ, პატარა ფეხუკები... მთავარია, შვიდ საათამდე გაძლოს... თვითონ მოკეცილია. ნახეთ, თავი, პატარა, მოსაფერებელი თავი. რომ შემეძლოს ავდგებოდი, მაგრამ არ შეიძლება. რაღაცებზე ვარ მიერთებული. სერგის ვთხოვ. ის მიდის და სურათს ორივეს მაგივრად ეფერება. შვიდი... შვიდი საათი... რამდენი გავიდა? თვალებს უაზროდ ვატრიალებ. მერე ხმამაღლა ვიწყებ ტირილს. არ შემიძლია. ასე გაუნძრევლად წოლა. და ლოდინი.
_ არ შეიძლება შენი ნერვიულობა, ნუ ტირი! _ მიბრაზდება სერგი და ორასმეათე სიგარეტს უკიდებს. თუმცა იქვე ახსენდება, რომ მოწევა არ შეიძლება ჩემთან და ორასმეათედ აქრობს. სანთებელას იქვე დებს _ რაღაც უცნაურ აპარატზე. დებს და ავიწყდება.
ჩემ შვილს ყველაზე ნაზი ხელები აქვს. აი, შეხედეთ! მე მას ისე მოვუვლი, ისე, ისე, ისე, ისე, ისე, ისე, ისე, ისე, ისე... სანამ ჩვილი იქნება არავის არ ვაჩვენებ, რომ თვალი არ ეცეს. ხელში აყვანილს ვატარებ. თუ სიარულით დავიღალე, ჩემთან დავაწვენ და ხელს არ გავუშვებ. არასოდეს გავუშვებ ხელს.
ინსტიქტურად მუცელს ვხვევ ხელებს. ვეფერები.
შვიდი... შვიდი... შვიდი...
`აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?“ რა დროს ლექსია, რეებზე ვფიქრობ...
***
ჩემი შვილი ყველაზე ლამაზი შვილია ამქვეყნად. ლურჯი, ჭკვიანი თვალები აქვს.
***
შვიდი ღამეა ვტირი. ბავშვი არ მიკარებს. როგორც კი მოვეფერები, ტირილს იწყებს.
_ არ ვიცი რატომ ვერ გიტანთ თქვენი შვილი. _ წამოსცდა მედდას. _ მაპატიეთ, მინდოდა მეთქვა რომ...
რა მითხრა აღარ გამიგია.
სერგისაც არ ძინავს. ბავშვს უვლის და მე მამშვიდებს. ისევ და ისევ მარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
სამი ღამეა ვიღაც კაცს ვხედავ სიზმარში. ბუნდოვნად. გრძელი ჩალისფერი წვერი აქვს. სახეს ვერ ვარჩევ. ამ კაცის დანახვა მამშვიდებს. ვერ ვხვდები ვინაა.
აი, ახლაც გამეღვიძა და ძილისა და გაღვიძების გასაყარზე რაღაც სახელი ამესმა:
გერმანე.
გერმანე, გერმანე...
ასეთს არავის ვიცნობ. არ მახსოვს. ვინ არის? ვინ არის?
არ მაინტერესებს. არ ვიცი. არაფერი ვიცი.
ძილი საბოლოოდ მიკრთება და ვცდილობ რაღაც აუხსნელი ამოვხსნა.
***
რატომ არ გინდა ჩემთან, შვილო?..
დადიანების განძი
თამარ თოდუა
მუქარის წერილი
- ქალბატონო ელენა!
ელენამ ვერ გაიგო ვაჩეს ძახილი. ბაღში, ვარდებთან იყო დახრილი და ფხვნილს უყრიდა.
- ქალბატონო ელენა! - უფრო ხმამაღლა დაიძახა ვაჩემ და ჭიშკარზე ზარს ისევ დააჭირა თითი.
ნიავი უბერავდა და ბაღში ვარდები შრიალებდნენ. ელენას არ გამოუხედავს.
ვაჩე მოუთმენლად დაეჯაჯგურა კარის სახელურს. ნეტავ, მართლა არ ესმის? ჯიუტი მოხუცი. ნამდვილად რაღაც იცის და ვაჩეს თავს არიდებს. მაგრამ, როდემდე?
- ე-ლე-ნა! - რაც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა ვაჩემ და სახელური დასწია. კარი მოულოდნელად გაიღო. კი მაგრამ, არ კეტავენ?!
ვაჩე ბაღში შევიდა. ყვავილებთან დახრილი მოხუცი ზუსტად ამ დროს გაიმართა წელში და ინტერესით დააკვირდა მოსულს.
სასიამოვნო ხმა ჰქონდა. გრძელი თმა მხრებზე ჩამოეშალა.
ცოტა ხანს ორივენი იდგნენ. ელენამ ხელები ჩამოუშვა. ვაჩე ნერვიულად იბერტყავდა არარსებულ მტვერს პიჯაკზე. ეს ქალი უცნაურ განწყობაზე აყენებს. არადა, ბებიამისის მეგობარია, ბებია კი ცუდ ადამიანს არ აირჩევდა სამეგობროდ, მაგრამ რამდენი წელია ბებია აღარაა ამ ქვეყნად. ვინ იცის, როგორ შეიცვალა ეს ქალი ამ წლების განმავლობაში? ნეტავ, ეტყვის სიმართლეს?
ქალი მომლოდინე მზერით შეჰყურებდა ვაჩეს. ვაჩე მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა.
ქალი სახლის კიბეებზე ადიოდა, ვაჩეს კითხვაზე მოულოდნელად შემოტრიალდა.
ვაჩე თავისივე თავზე გაბრაზდა.
ის საუკეთესო გამომძიებელია მთელს თბილისში. როგორ შეიძლება ასე დააბნიოს ამ ქალმა? ამ ქალმა, თუ მისმა შვილიშვილმა? არა, ვაჩეს არ აინტერესებს მარგარეტი. საერთოდ არ აინტერესებს. მარგარეტმა მას აწყენინა. ვაჩეს შეთავაზებას, რომ საღამოს გაესეირნათ, გულგრილად მოეკიდა. არ დაინტერესდა ბოლოს გამოსული ფილმით. არ მოინდომა ყავის დალევა.
არა, ვაჩეს მარგო არ აინტერესებს. უბრალოდ, იკითხა.
- ხომ შეიძლება ადამიანმა ის იკითხოს, რაც გაუხარდება? - ჰკითხა თავის თავს - შეიძლება - დაასკვნა მერე და შვებით ამოისუნთქა.
სტუმარი და მასპინძელი კიბეზე ავიდნენ. უცნაური კიბე იყო. საფეხურები ისე ლაპლაპებდა, გეგონება სარკეა და მზეს ირეკლავსო. ასეთი დიზაინი რობერტ დავითაშვილს აზრად არ მოუვიდოდა. სავარაუდოდ, ელენა დადიანმა მოიფიქრა, რაღაც ლამაზი და ორიგინალური.
ამასობაში სასტუმრო ოთახშიც შევიდნენ.
მარგო ისევ შეკრთა, მაგრამ არ შეიმჩნია. ამაყად ასწია თავი და მიაჩერდა.
ელენას ჯერ კიდევ წითელი, სამუშაო ხელთათმანები ეცვა.
მარგარეტი გაწითლდა.
ელენა ოთახიდან გადიოდა და ამის გაგონებაზე მკვეთრად შემოტრიალდა.
ელენა გავიდა.
ვაჩე დივანზე ჩამოჯდა. მარგო კი გვერდით იჯდა. საიდანღაც შოპენის მუსიკა ისმოდა.
ვაჩემ მარგოს თვალიერება დაიწყო. მარგოსაც ბებიამისივით გრძელი თმა ჰქონდა. სიცილისას კი ოდრი ჰეპბერნს ჰგავდა.
ვაჩეს არ უყვარდა ოდრი, მაგრამ მარგარეტი.. არა, არც მარგარეტი.
ოთახებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
ოჰ, ეს დადიანები. შრიალა კაბებით.
ელენა დადიანი სავარძელში ჩაეშვა და ხელები სახელურზე დააწყო.
ელენამ ხელები გაშალა.
ელენა ჩაფიქრდა. სახე შეეჭმუხნა, თითქოს ყოყმანობსო.
ელენამ თავი დახარა, ჩაფიქრდა და რატომღაც მოიწყინა …
ვაჩე ერთხანს კიდევ გაჩერდა დავითაშვილებთან, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი შეიტყო. წერილი ბაღში იყო შემოგდებული, ჭიშკართან. ნაბეჭდი იყო, თაბახის დაკეცილ ფურცელზე. ეწერა მხოლოდ ესა და ეს. მორჩა.
ვაჩე მიხვდა, რომ მეტს ვერაფერს შეიტყობდა. ადგა. ელენასა და მარგარეტს მადლობა გადაუხადა.
ვაჩე ნელა ჩაუყვა კიბეებს.
ეზოში ისევ აშრიალებდა ქარი ვარდებს.
დავითაშვილ-დადიანები
ელენა დადიანი სამეგრელოს მთავრების - დადიანების შთამომავალი გახლდათ. ის ცოლად გაჰყვა რობერტ დავითაშვილს და თბილისში დასახლდა. მათი ოჯახი თბილისში ელიტურ ოჯახად ითვლებოდა.
განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა ხშირად იყვნენ მედიის ყურადღების ქვეშ.
წყვილს ორი ბიჭი ჰყავდა.
ანტონს მეუღლე გარდაეცვალა და მეორე ცოლი შეირთო. მარია ესპანელი იყო. ანტონს ბევრი არ უფიქრია, ცოლთან ერთად ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. შვილები საქართველოში დარჩნენ, ვერაფრით დაითანხმა წასვლაზე. ჩვენი ცხოვრება აქ არისო, სამივე ერთხმად ამბობდა. ანტონმა ვერ მოხიბლა ისინი უკეთესი ცხოვრების პერსპექტივით. ასე რომ, თინეიჯერობიდან მოყოლებული, ბავშვები ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს.
ანტონი მადრიდში ცხოვრობდა და ხანდახან ეხმიანებოდა დედამისს და თავის შვილებს: მარგარეტს, ლილიანას და მაურისიოს.
ორიგინალური სახელები ბავშვებს მშობლებმა შეურჩიეს.
ბავშვებს შემოკლებით, მარგოს, ლილის და მორისს ეძახდნენ. ბებიამ და ბაბუამ ისინი კარგ ადამიანებად აღზარდეს. ყველა მათგანმა სასურველი კარიერა შეარჩია. გარდა ამისა, ლილიანა მალე ქორწინებასაც აპირებდა და ოჯახიდან წასასვლელად ემზადებოდა. მარგარეტი და მაურისიო კი ჯერ კიდევ, სასურველ სარძლოდ და სასიძოდ ითვლებოდნენ.
ცოტა სხვანაირად წარიმართა დავითაშვილების მეორე შვილის - ვახტანგ, იგივე ვატო დავითაშვილის ცხოვრება. მისი რჩეული, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დიდად არ მოსწონდათ რობერტსა და ელენას. განსაკუთრებით, ელენას. ცდილობდნენ არაფერი შეემჩნიათ, მაგრამ რძალს ვერაფრით შეეწყვნენ. ვატო გაექცა ოჯახის წნეხს და ცოლსა და პატარა რობერტთან ერთად, შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლების გულის გასახარად, ან უბრალოდ, გულწრფელი სიყვარულის გამო, მან ბავშვს ბაბუის სახელი დაარქვა.
ის ძალიან ცდილობდა, ვატო საქართველოში დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ სამწუხაროდ, შვეიცარიაში ცხოვრებისას ბიჭი მძიმე ინფექციით დაავადდა და ვეღარც გადაიტანა.
პირველი შოკის მერე, რობერტმა და ელენამ სცადეს, რძალი მაინც დაეთანხმებინათ საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ლიზი ჯაფარიძე ძალიან ნაწყენი ჩანდა ქმრის ოჯახზე და აქეთ გამოხედვაც არ უნდოდა. ქმრის გარეშე ძალიან უჭირდა, მძიმე შრომა უწევდა. თავისი, მამისეული ოჯახიც არ ჰყავდა მატერიალურად ისეთი დალხინებული, რომ დახმარებოდნენ. მაგრამ, არ გატყდა და როგორღაც, მარტომ გაზარდა შვილი - რობერტ დავითაშვილი.
მალე ელენას ქმარიც გარდაეცვალა. რობერტი ცოლთან შედარებით უფრო ცდილობდა ლიზისა და პატარა რობერტთან კონტაქტს. ქმრის გარდაცვალების მერე კი, ელენას რძლის მოკითხვებით დიდად აღარ გამოუდვია თავი. შვილიშვილი უფრო ენატრებოდა ხოლმე და ცდილობდა ბიძაშვილებს ერთმანეთთან კონტაქტი არ დაეკარგათ. წლების გამავლობაში, რობიკო რამდენჯერმე მოიპატიჟა საქართველოში.
ბებიას წყალობით, რობერტ-უმცროსს თბილი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან. უკვე გაზრდილი, პერიოდულად ჩამოდიოდა და ბებიასა და ბიძაშვილებს ნახულობდა. ელენას გულს უხარებდა მათი ერთად დანახვა. ის იმედოვნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რობერტი სამუდამოდ დაბრუნდებოდა სამშობლოში.
ერთ სევდიან დღეს, რობერტი დედის გარეშეც დარჩა. მიუხედავად, იურისტის კარიერისა, მან შვეიცარიას თავი დაანება და სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში. ის ძალიან ბედნიერი იყო ოჯახის წევრებთან დაბრუნებით, ოჯახური სითბოთი, რაც ასე აკლდა.
ოთხივე შვილიშვილი ბედნიერად ცხოვრობდა ელენა დადიანის ორსართულიან სახლში: მარგარეტი, ლილიანა, რობერტი და მაურისიო. ცხოვრობდნენ ასე, მშვიდად და აუღელვებლად, სანამ, ელენა დადიანმა განძის ამბავი არ წამოიწყო.
ძვირადღირებული საიდუმლო
სამეგრელოს მთავრებს - დავით დადიანს და ეკატერინე ჭავჭავაძეს დიდი სიმდიდრე დარჩათ. სამეგრელოს მეფე-დედოფლის მემკვიდრეობაზე ბევრს ეჭირა თვალი. მისი დიდი ნაწილი შავი გზებით დაიტაცა ოჯახის ახლობელმა და საფრანგეთში წაიღო.
ელენა დადიანმა მას სასამართლოში უჩივლა. ელენა ამტკიცებდა, რომ ძვირფასი მემკვიდრეობა მას ეკუთვნოდა.
მრავალწლიანი დავის შემდეგ, საქმე ელენას სასარგბლოდ გადაწყდა. განძი ოჯახს დაუბრუნეს. რობერტ დავითაშვილი და მისი ერთი ვაჟი ამ დღეს სამწუხაროდ, ვერ მოესწრნენ. სამაგიეროდ, მემკვიდრეობას ანტონი, ელენა და მისი ოთხი შვილიშვილი ელოდებოდა.
განძი მართლაც შთამბეჭდავი იყო.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნივთი - ნაპოლეონის ოქროს საათი. დადიანთა ხელში მოულოდნელად აღმოჩენილი. მნიშვნელოვანი ნივთი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საფრანგეთისთვისაც.
ეკატერინე ჭავჭავაძის ძვირფასთვლებიანი ოქროს ყელსაბამი წარწერით - ეკ. ჭ. - ვინ იცის, როგორ ამაყად დაატარებდა ამ ყელსაბამს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე.
ზურმუხტისთვლიანი ბეჭდები და ლალისთვლიანი საყურეები.
ქართული ტანსაცმელი - ოცდახუთამდე ჩოხა. შავები. ღვინისფერები.
ეკატერინეს და მისი დის, ნინა ჭავჭავაძის კაბები. დიდი, ძველებური, დიდებული. დახვეწილი დეტალებით.
საკოლექციო ვეფხისტყაოსანი. ერთ-ერთი პირველი გამოცემა.
ძველებური ხმლები. ვერცხლის. ორი მათგანი წარწერით: დ.დ. ალბათ, დავით დადიანისეული. დამბაჩები. ექვსი ცალი. ვერცხლის ტარიანი.
საკოლექციო, უძვირფასესი ფაიფურის ჭურჭელი. ფერადკუდიანი ფარშევანგებით, საოცარი ოსტატობით მოხატული.
ეს ყველაფერი ახლა ელენა დადიანის მფლობელობაში უნდა გადასულიყო.
ოჯახს არ უნდოდა, განძის ამბავი და მისი ჩამოტანის თარიღი ჟურნალისტებს შეეტყოთ. ეს საშიში იყო მათთვისაც და განძისთვისაც. ვინ იცის, რამდენი შეეცდება მილიონების ხელში ჩაგდებას?! ამიტომ, მემკვიდრეობის დაბრუნების ამბავს საგულდაგულოდ მალავდნენ.
როგორც ჩანს, რომელიღაც მათგანს მაინც წამოცდა რაღაც. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციამ მასმედიამდე მიაღწია.
საბოლოოდ, ელენა დადიანმა გადაწყვიტა:
შვილიშვილებს ასეთი აღფრთოვანება არ ეტყობოდათ. რობერტს ცივი სახე ჰქონდა, მარგარეტმა თავი დახარა, მაურისიომ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი, ლილიანა კი უნებურად, აქეთ-იქით აქნევდა თავს უარის ნიშნად და ტუჩებს იკვნეტდა. როგორ შეუძლია ამ ქალს, კუთვნილი მილიონები ქარს გაატანოს! მაგრამ, რას ვიზამთ? ის განძის ერთადერთი მემკვიდრეა. ერ-თად-ერ-თი!
მოლოდინში
განძი საქართველოში გამოაგზავნეს. ის დღის ორ საათზე, თბილისის აეროპორტში უნდა ჩამოეტანათ.
მის მოლოდინში, დავითაშვილ-დადიანების ოჯახი სასტუმრო ოთახში შეიკრიბა. მხოლოდ ელენა აგვიანებდა თავისი ოთახიდან გამოსვლას.
მარგოს ირონიისა და უკარებლობის მიღმა, მგრძნობიარე ბუნება იმალებოდა. ის ბავშვობიდან ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს. მშობლებს ფულს ართმევდა და სხვებს აძლევდა. კლასელებს. უცნობებს, მოწყალებას რომ ითხოვდნენ ქუჩაში. თუმცა, ამას არასოდეს აღიარებდა. ერჩივნა ეთქვა, რომ ფული დაკარგა. დედამისი ბრაზდებოდა, როგორ შეგიძლია ასე მოიტყუოო, მაგრამ მარგარეტი არ ტყდებოდა. ჯიუტი ხასიათი ჰქონდა. ხანდახან კი, ჩაიკეტებოდა ოთახში საათობით. ფიქრობდა, კითხულობდა და არავის ეკონტაქტებოდა.
ამ დროს ზრიალი გაისმა. სახლის ტელეფონი რეკავდა. დიდი, ძველებური ტელეფონი. თვით ალექსანდერ გრემ ბელის კომპანიაში დამზადებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ლონდონში დაარსდა ტელეფონის გამომგონებელის სახელობის კომპანია - გრემ ბელი კომპანი. მათი წარმოებული ტელეფონები იშვიათი დიზაინით და განსაკუთრებულად მაღალი ხმით გამოირჩეოდა.
აქამდე ტელეფონს დაწეული ჰქონდა ხმა. ახლა კი ვიღაცას ბოლომდე აეწია და ტელეფონის ზრიალი ყურისწამღებად გაისმოდა მთელს სახლში.
ის ტელეფონისკენ დაიძრა.
რობიკომ ხელები გაშალა გაოცებისგან. ყურმილი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
ცოტა ხანს კიდევ იდგა, იქნებ ისევ დარეკონო, მაგრამ ზარი არ განმეორებულა.
რობერტი სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა და დებს მიუახლოვდა, თან, საათზე იყურებოდა.
ამასობაში, ელენა დადიანიც შემოვიდა სასტუმრო ოთახში. საგანგებოდ იყო გამოპრანჭული.
შვილიშვილები უკან მიჰყვნენ.
უცნაური ძარცვა
აეროპორტში ჟურნალისტები თვითმფრინავის ჩამოფრენას ელოდებოდნენ. ქართულ მედიას ძალიან აინტერესებდა განძი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდა მთელი ევროპა.
ძვირფასი ნივთები ოთხ სკივრში იყო განთავსებული. სკივრები სპეციალურ ჩანთებში იდო, რომ სატარებლად მოსახერხებელი ყოფილიყო.
რვა მცველმა ჩანთები აეროპორტიდან გამოიტანა, გარეთ დავითაშვილების ოჯახი ელოდებოდა.
ქალბატონ ელენას საზეიმო განწყობა ეხატა სახეზე. აღტაცებას ვერ მალავდნენ მისი შვილიშვილებიც, თუმცა ცდილობდნენ, მშვიდად დაეჭირათ თავი.
ელენას, ლილიანას და მარგარეტს გრძელი, ელეგანტური კაბები ეცვათ. რობერტი და მაურისიო სმოკინგებში გამოწყობილიყვნენ. ყველას სურდა, მედიის წინაშე ეფექტურად წარმოჩენილიყო.
ჟურნალისტები დავითაშვილებს შემოეხვივნენ, ისინი კი ცდილობდნენ თავი დაეღწიათ და განძს მიახლოვებოდნენ.
ამასობაში, მოედანთან ახლოს ორი ცხენოსანი შემოჯირითდა. ლურჯი, იაფფასიანი პირბადეები და შავი სათვალეები ეკეთათ, თავზე ქუდები ეხურათ. ჟურნალისტები ელენას იყვნენ შესეულნი, ამიტომ, უცნაური მხედრები არავის შეუმჩნევია.
მოულოდნელად, ჰაერში სროლა ატყდა.
ხმას ვერავინ იღებდა. გაოგნებული ჟურნალისტები ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
მეორე თავდამსხმელმა ჩანთები აართვა დაშინებულ დაცვას და… ცხენებს აჰკიდა. შემდეგ თვითონაც მოახტა. მეორე ცხენზე ამხედრდა პისტოლეტიანი მამაკაცი, თან პისტოლეტს არ აშორებდა მაურისიოს. მოახტნენ ცხენებს და .. გააჭენეეეს.
ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა.
მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, დადიანების განძი კერძო საკუთრება იყო, ამიტომ, განსაკუთრებული სახელმწიფო დაცვა მისთვის არ გამოუყვიათ. მას კერძო დაცვა იცავდა. არც პოლიცია იყო მობილიზებული. თავდასხმის მომენტში რამდენიმე პოლიციელი თავგამოდებით ცდილობდა დამნაშავეების განეიტრალებას, მაგრამ სანამ გამოცდილი სპეცრაზმი მიეშველებოდათ, ცხენოსანმა ბოროტმოქმედებმა წუთებში აწაპნეს განძი, კორპუსებს შორის, ვიწრო ჩიხებში შეიმალნენ და გაქრნენ. იქ, სადაც პოლიციის მანქანა ვერ მიუდგებოდათ.
სულ ტყუილად გადმოხტნენ პოლიციელები მანქანებიდან. სულ ტყუილად დაედევნენ ფეხით. აბა, რას დაეწეოდნენ ცხენებს?
ჭკვიანურად კი იყო მოფიქრებული. ...
პირდაპირ ეთერში ნანახმა კადრებმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა, არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.
ქართული მედია მხოლოდ ამ ამბავზე ლაპარაკობდა. ცხენოსანი მძარცველები საოცრად პოპულარულები გახდნენ. იქმნებოდა კარიკატურები და მემეები. ყველა ცდილობდა გამოეცნო, ვინ იდგა ამ თავხედური ძარცვის მიღმა. სად აღმოჩნდებოდა კვალი. თუმცა, კვალი ჯერ არსად ჩანდა.
სევდიანი კრება
ისინი სასტუმრო ოთახში იყვნენ შეკრებილი.
ელენა ხმამაღლა ტიროდა.
მარგარეტი და რობერტი მის გვერდით იდგნენ და ამშვიდებდნენ.
ლილიანა წაბარბაცდა, დივანს ჩასჭიდა ხელი. მაურისიო დას მივარდა.
ლილიანამ ძლივს ამოიღო ხმა.
მორისმა სავარძელში ჩასვა.
მარგო აქამდე გაშეშებული იდგა. ტუჩებს იკვნეტდა გაფითრებული.
მარგო გამტკნარებული სახით წავიდა სამზარეულოსკენ. ცოტა ხანში წყლის ჭიქით დაბრუნდა. დას ისე გაუწოდა, ზედაც არ შეუხედავს. ლილიმ მოსვა და ცოტა ამოისუნთქა.
ყველანი შოკში იყვნენ.
ლილიანა ცოტათი ცივი, მაგრამ მშვიდი და გაწონასწორებული გოგო იყო. დროთა განმავლობაში, მკაცრი, მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბდა. გულს ადვილად ვერ აუჩუყებდი. მოგვიანებით, დიდი კომპანიის მთავარი ბუღალტერი გახდა და ამით ძალიან ამაყობდა. შემდეგ ნიკა ბარათაშვილს შეხვდა და შეუყვარდა.
თავიდან, ნიკა გულგრილად უყურებდა დავითაშვილ-დადიანთა შთამომავალს, მაგრამ ლილიანა დაუღალავად ცდილობდა მის მოხიბვლას და მართლაც შეაყვარა თავი.
მალე ქორწილი ჰქონდათ. გოგონა განსაკუთრებულად ემზადებოდა ახალი ცხოვრებისთვის. დადიანების მემკვიდრეობასაც ცხადია, მოუთმენლად ელოდებოდა. გეგმებიც დააწყო, როგორ ქორწილს გადაიხდიდა, სად წავიდოდა სამოგზაუროდ. ახლა კი.. ახლა კი მოუწევს, ცოტა მოკრძალებულად აღნიშნოს თავისი ბედნიერება.
ელენა დადიანი ნახევრად გულწასული იჯდა სავარძელში.
თავისტკივილი
ამ ამბავის გამოძიება ვაჩე დვალიშვილს, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო გამომძიებელს ჩააბარეს. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მთელს ქვეყანას აინტერესებდა გამოძიების შედეგები და განძის გამოჩენა. ყველას უნდოდა, თავისი თვალით ენახა ისტორიული მემკვიდრეობა.
ვაჩე დავითაშვილებს პირდებოდა, სანამ მემკვიდრეობას არ დაგიბრუნებთ, გამოძიებას არ მოვეშვებიო.
სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, მეგობარმა ანფიმიადებმა წყნეთში მიიპატიჟეს დავითაშვილები. გადატანილი სტრესის მერე, განტვირთვისათვის.
ლილიანა საქმროსთან იყო წასული, მორისსაც არ ეცალა, ასე რომ, წყნეთში რობერტი და მარგარეტი წავიდნენ. უკვე ღამე იყო, მაგრამ ხვალამდე აპირებდნენ დარჩენას, ამიტომ, არ ჩქარობდნენ. ანფიმიადების სიმწვანეში ჩაფლულ სახლში დარჩენა ყველას უყვარდა. ისინიც უშურველად ეპატიჟებოდნენ მეგობრებს.
რობიკო ანეგდოტს ყვებოდა და საჭეს ატრიალებდა, ორივენი იცინოდნენ, როცა თეთრმა ჯიპმა გზა გადაუჭრათ და ბორბლების ღრჭიალით მათ წინ გაჩერდა. რობიმ ძლივს მოასწრო მანქანის შეჩერება და გადმოვიდა.
ისინი ტყესთან იყვნენ. ახლომახლო კანტიკუნტად მიმოდიოდა ხალხი.
ჯიპიდან კი… ჯიპიდან ორი შეიარაღებული ნიღბიანი გადმოხტა. შეშინებული ბიძაშვილები გაშეშდნენ.
ერთი მათგანი რობერტთან მივარდა და დაუყვირა - დაანებეთ თავი განძის ძიებას.
რობიმ უკან დაიხია, არაფერი უთქვამს, თავდამსხმელმა კი დანა მოუქნია. რობერტი თავის არიდებას შეეცადა, მაგრამ წინ გადაქანდა და დანა მკლავში მოხვდა.
მეორე ნიღბიანი მარგარეტთან მიიჭრა.
თავდამსხმელებს შეეშინდათ.
რობერტი მკლავზე იჭერდა ხელს, თან მარგოსთან მივარდა.
ქალი უგონოდ იწვა. რობიკოს ერთდროულად მოსდიოდა ცრემლი და სისხლი. ის ქალთან ჩაიმუხლა.
რობიკომ მიიხედ-მოიხედა და ძირს დაგდებული მობილური შენიშნა. ტელეფონს დაწვდა და ხელის ცახცახით აკრიფა 112.
საუბარი დაასრულა და ხელი ჩამოუვარდა. იგრძნო, თვითონაც როგორ ითიშებოდა ნელ-ნელა.
ვარდმა მარგარეტს თითი გაუკაწრა
ვაჩე სტვენა-სტვენით მისეირნობდა ქუჩაში. მანქანა მოშორებით გააჩერა და ფეხით გამოუყვა გზას. რას იზამ, ამ თბილისში ყველგან გადაჭედილია ადგილები. მანქანებისთვისაც, ადამიანებისთვისაც.. არა, ადამიანების ადგილი ჯერ კიდევ ბევრია.
მთაწმინდის ერთ-ერთ შესახვევში ვაჩემ შეუხვია და დიდ, ორსართულიან სახლს მიადგა. ჭიშკარზე იასამნისფერი გლიცინია აცოცებულიყო. ნეტავ, რამ შეარჩევინათ ეს მცენარე. ლამაზი კი არის, მაგრამ უამრავ წვრილ ფოთოლს აბნევს გარშემო.
გაზაფხულის ცხელი დღე იდგა. ჭიშკარს მიღმა ვარდები ყვაოდნენ. ელენა დადიანის ცნობილი ვარდები. მათი ნაწილი იტალიიდან ჩამოეტანათ, ჩვეულებრივზე ორჯერ დიდია. გამორჩეული. როგორც, მაგალითად, მარგარეტი.
ვაჩეს სუბიექტური აზრით, ცხადია.
ერთი კვირაა, მარგარეტი არ უნახავს. წყნეთის თავდასხმის მერე კლინიკაში იწვა. გონს ძლივს მოვიდა. საბედნიეროდ, მსუბუქად გადარჩა. ტვინის შერყევაც კი არ მიუღია. ექიმებმა ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე დღე გააჩერეს და მერეღა გამოწერეს. ვაჩემ რამდენჯერმე მიაკითხა, თუმცა ცდილობდა, თავდასხმაზე არ ელაპარაკა, არ ავაფორიაქოო.
კლინიკაში წოლა არ მოუწია, მაგრამ შეხვეული მკლავით დადიოდა რობიკო დავითაშვილი. მის დაკითხვას გამომძიებელი მარგოსთან ერთად აპირებდა.
ნეტავ, ამჯერადაც ეზოშია ელენა და ისევ წაუყრუებს? არა, ეზოში არავინ ჩანდა. მაგრამ, რას გაიგებ. ამ დაბურული ტალავერის სიღრმეში მთელი ბატალიონი დაიმალება.
ვაჩეს სიხარულით აუძგერდა გული. მარგარეტი სახლშია. მართალია, ის კლინიკაში ყოფნისასაც ცივად ექცეოდა ვაჩეს, მაგრამ მას არ სწყენია… ბოლო დროს ფიქრობდა, რომ სინამდვილეში, გოგონა არც ისე ცივად იყო მის მიმართ განწყობილი.
ისინი ჭიშკართან იდგნენ. მოულოდნელად, გაბმული პიპინის ხმა მოისმა. ქუჩაზე ბღუილით აიარა მანქანამ და მტვრის კორიანტელი დააყენა.
მანქანა ღრჭიალით გაჩერდა შორიახლოს.
ჩამოსხდნენ.
მან მარჯვენა ხელი ჩამოისვა ლოყაზე. ხელები დაკაწრული ჰქონდა.
მარგო მოიკუნტა. ალბათ, ამის გახსენება შიშს გვრიდა.
მარგომ ღრმად ამოიხვნეშა.
ამ დროს, ჭიშკარი გაიღო და ეზოში რობიკო დავითაშვილი შემოვიდა. თითით მანქანის გასაღებს ატრიალებდა. სწორედ იმ მანქანის, წეღან რომ ბღუილით მოიჭრა სახლთან.
მარგომ თავი დახარა.
რობერტი წასვლას არ აპირებდა.
ერთხანს, სამივენი ჩუმად იყვნენ. ვაჩე ისევ დაჯდა. ამით რობიკოს აგრძნობინა, მისალმება დავასრულე და შეგიძლია წახვიდეო. უნდოდა მარტო გასაუბრებოდა მარგოს, მაგრამ რობიკო ფეხს არ იცვლიდა. ბოლოს იძულებული გახდა, ეთხოვა:
ის ვარდის ბუჩქებს უყურებდა. ვარდები გადათელილი იყო, ტოტები წატეხილი ჰქონდა. გეგონება, ვიღაცამ გადაუარაო.
ვაჩეს ეწყინა და ფეხზე წამოდგა.
მარგოს შერცხვა.
ვაჩე გაჩუმდა. უცდიდა, როგორ დაასრულებდა ფრაზას მარგარეტი, მაგრამ გოგონა დადუმდა.
მარგო სწრაფად ადგა, თავი ამაყად ასწია და ვაჩეს სახეში მიაჩერდა.
ვაჩემ ვერ მოითმინა და მკლავში წაავლო ხელი. ნაკაწრებზე დახედა.
ისინი კიბეებს აუყვნენ.
ბაღში ვარდების სურნელი იდგა.