ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

რომანი.ge

რომანი.ge

თავი I. რომანი. დღეს შაბათია. ყველა მშრომელისთვის საყვარელი დღე. მაგრამ არა ჩემთვის, უფრო სწორად ზუსტად ისევე მიყვარს როგორც კვირის სხვა დღეები, რადგანაც უმუშევარი ვარ და ეს დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ჩემი ოჯახისთვის.ჰო... მე უმუშევარი ვარ და რომანი მქვია, ჩემს მშობლებს ჩემს არ სიყვარულში ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც ასე დამარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინაპრებში, არც დედის და არც მამის მხრიდან რომანი არავის ერქვა. ჩემს დას ანა ჰქვია, დედას თინა, მამას თამაზი. მამაჩემი თამაზის დედას, ანუ ჩემს ბებიას - ლია, რომელიც აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ლტოლვილის სტატუსით კანადაში ცხოვრობს, მერე რა რომ აფხაზეთიდან დევნილი არაა, მაშინ საბუთებიც ადვილად კეთდებოდა და რაც მთავარია კანადის სიდიდით მესამე ქალაქის, ვანკუვერის მაშინდელმა მერმა გორდონ კემბელმა დაიჯერა ქალბატონი ლიას ტრაგიკული ისტორიის, მოქალაქეობის მინიჭება არ აკმარა და დღემდე პენსიასაც უხდის, რომელიც რიგითი კანადელის საშუალო შემოსავალსაც კი აღემატება და რომლიდანაც წილს მეც ვიღებ ყოველთვიურად.ბებიაჩემი ლიას მეუღლეს, მამაჩემი თამაზის მამას, ჩემს ბაბუას და ჩემს უფროს მეგობარს, ირაკლი ჰქვია, რომელიც დასანახად ვერ იტანს ლიას, განქორწინების წერილიც კი გაუგზავნა იქ, ვანკუვერში, მაგრამ ლიამ ხელი არ მოუწერა. მიზეზი კი მარტივია, ლტოლვილად ჩაბარების დროს ბებიაჩემმა განუცხადა კომისიას ჩემი მეუღლე სოხუმში ჯერ ჩემს თვალწინ აწამეს, შემდეგ გააუპატიურეს და მერე კი მოკლესო. უხსნიდა ლია ირაკლის, ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის გავაკეთე, ეხვეწებოდა ჩამოდიო, მაგრამ ბაბუამ მტკიცე უარი განუცხადა - შე შობელძაღლო, მკვდრად გამომაცხადე და რა ვუთხრა მაგ პატიოსან ხალხს, წმინდა ბერების წინასწარმეტყველებაში რომ წერია მეორედ მოსვლის დროს მიცვალებულები აღსდგებიან, ღმერთმა ჩემით დაიწყოო?! ასე დარჩა ირაკლი საქართველოში და თუკი ლიამ ვანკუვერში გამოაცხადა მეუღლე მკვდრად, ბაბუამ ოჯახში თქვა იგივე და მის თანდასწრებით მისი სახელის ხსენებაც არ შეიძლება.  უსაყვარლესი ბებია კი მაინც დედაჩემი თინას დედა, ქალბატონი მერია, რომლის გაზრდილიც გახლავართ და რომელიც ვერ იტანს ქალბატონ ლიას. მართალია ამას საჯაროდ არ აფიქსირებს, მაგრამ ჩემთან პრივატულ საუბრებში ხშირად აღნიშნავს, რომ ზუსტად მაშინ წავიდა და მიატოვა ოჯახი როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდაო და თუკი შევეპასუხები და ვეტყვი რომ ჩვენს გამო წავიდა, ისეთ სახეს იღებს, თითქოს ეს-ესაა ენაზე ლიმონი დააწურეს და ისე მპასუხობს - ჩვენს გამო არა ის…მერიმ არ იცის რომ ლია თვეში ორას დოლარს მიგზავნის, დამატებითი ას-ასი დოლარი დაბადების დღეზე და ახალ წელს და პლუს ზაფხულობით ზღვაზე დასასვენებელი სამასი დოლარი, რაც წელიწადში 2900 დოლარი უდრის.არ ვეუბნები, იმიტომ კი არა, რომ მინდა ლიაზე ცუდად იფიქროს, უბრალოდ ძვირფასი მერიც თვეში დაახლოებით ამდენს მჩუქნის, ოღონდ ლარის ექვივალენტში, რადგანაც პავლოვის (ახლანდელი ყაზბეგის გამზირი) ბინაში, რომლის ქუჩის მხარეს მდებარე ფანჯარაც კარად აქციეს და ახლა სილამაზის სალონი „ბიგუძებია“ გახსნილი, ქირას ეროვნულ ვალუტაში უხდიან. ქალბატონ მერის მეუღლეს ერქვა ბიჭიკო, რომელსაც მე ვერ მოვესწარი და ბებიასაც ბუნდოვნად ახსოვს, რადგანაც 15 წლის იყო როდესაც ცოლად გაჰყვა და ბაბუაზე 18 წლით უმცროსი იყო. მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქორწინეს, ბაბუა რომ ფრონტიდან დაბრუნდა, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ბებიამ მომიყვა, ბაბუა ომიდან 14 ჭრილობით დაბრუნებულა, ამის შემდეგ, როგორც ომის ვეტერანი, 12 წელი ელოდა რომ მანქანას მისცემდნენ, თუმცა 1957 წლის 9 მაისს ავტომობილი მის თანამებრძოლს, გრიგოლ (კაკო) ხუხიას გადასცეს, რომელიც თურმე მხოლოდ იმიტომ ითვლებოდა ომის ვეტერანად, რომ ორმოცდასამში, კურსკის ბრძოლაში, ტყვიებ გათავებულმა გერმანელმა „ფაშისტმა“, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა საკუთარი „კასკა“ ჩაარტყა თავში ამხანაგ ხუხიას. ვერც იმას გეტყვით რატომ იძლეოდნენ ასეთ რამეებში ომის ვეტერანობას, ვერც იმას გრიგოლს კაკოს რატომ ეძახდნენ, ფაქტი კი ისაა, რომ ბიჭიკო ბაბუამ ყველა საჭირო ინსტანციაში გააგზავნა საჩივარი, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, ინერვიულა და მოკვდა. დედაჩემი თინა მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყო, ბიჭიკო ბაბუა ამბობდა, ავტომობილი რომ მეყოლება, ბავშვზე მერე ვიფიქროთო... ისევ ბებიას უვაჟკაცია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მოკლედ ესაა ჩემი ოჯახი. მე, ჩემი და ანა, მამაჩემი თამაზი, დედაჩემი თინა, ბებიები: მერი და “დევნილი” ლია. ბაბუები: ირაკლი და (გაანათლოს ღმერთმა) ბიჭიკო.რაც შემეხება მე: სადღაც ქალბატონ ლიას და ბატონ ირაკლის ეყოლათ ვაჟიშვილი თამაზი, მეგობრებისთვის თაზო, ასევე სადღაც ბატონ ბიჭიკოს და ქალბატონ მერის შეეძინათ ქალიშვილი თინა. თინამ და თამაზმა ერთმანეთი 1992 წელს „თ“ ასოზე დაწყებული სახელების შეკრებაზე გაიცნეს თებერვლის თხუთმეტში რესტორან „თამარიონში“ თამარაშვილის ქუჩაზე. დედა თოდუაა, მამა თარხნიშვილი. მე ერთი წლის თავზე, თხუთმეტ თებერვალს თხუთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე გავჩნდი. ყველანაირი ლოგიკით ჩემი სახელიც თ – ზე უნდა დაწყებულიყო, მაგალითად თორნიკე, თენგო, თემური, თომა... მაგრამ რომანი დამარქვეს.გამარჯობა, მე რომან თარხნიშვილი ვარ, 1993 წლის 15 თებერვალს დაბადებული, 27 წლის.  თავი II. მითხარი ვისი კლასტერი ხარ და გეტყვი ვინ ხარ შენ დილა მშვიდობისა… ჰო, ჩემთვის დილაა, ისე კი საათი 13:47 -ს აჩვენებს. მამაჩემი თამაზი ამბობს რომ ამ დროს გაღვიძება ძალიან ცუდია, შემდეგ კი სიამაყით ამატებს - რა დროსაც არ უნდა დავიძინო, შვიდ საათზე მაინც ფეხზე ვარ! - მე კი ვფიქრობ ვუპასუხო, რომ რა დროსაც არ უნდა დავიძინო, ამაზე ადრე მაინც ვერასდროს გავიღვიძებ, მაგრამ მხოლოდ ვფიქრობ, რადგანაც თუკი ამას ვეტყვი თავისი სიგარეტის კოლოფს, ნაცვლად შუშაბანდის პატარა მაგიდისა, მუხლებთან გამობერილი სპორტული შარვლის ჯიბეში ჩაიდებს და დედაჩემი თინაც ვეღარ მეტყვის - რომანი, შვილო, ხომ გთხოვე, ტუალეტში ნუ ეწევი რა!მე, როგორც წესი, დილით სიგარეტი არასდროს მაქვს, რადგანაც ღამე ზუსტად იმდენს ვეწევი რამდენი ღერიც არის დარჩენილი კოლოფში.ახლაც, ბოდიში მომითხოვია და ტუალეტში ვზივარ. ვეწევი სიგარეტს, ვფიქრობ რატომ ეწევა მამაჩემი წვრილ სიგარეტს და მერი ბებიას ველაპარაკები.ეს ერთგვარი ტრადიციაა, როდესაც ვიღვიძებ, მხვდება მისი გამოტოვებული ზარები. მე ვურეკავ, ის მითიშავს და თვითონ მირეკავს, უფრო სწორად მპასუხობს და მეუბნება - გათიშე და მე თვითონ გადმოგირეკავო.ჩვენი საუბრის თემა, ანუ მერის მონოლოგი ყოველთვის აქტუალურ თემებს ეხება, ახლაც ასეა. დაწყევლა ჩინელები, ხელების ხშირი დაბანისკენ მომიწოდა, ბოლოს კი მითხრა კლასელებს მოერიდეო… კლასელებში კი კლასტერები იგულისხმა.ჰო, ახლა ჩვენ კორონავირუსის, იგივე COVID 19 ის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს მისი არსებობა სამყაროში, მაინც თამამად შეგვიძლია ეპოქა ვუწოდოთ.ტუალეტიდან გამოსულს, ოჯახის წევრებმა ხმამაღლად ჩართული ტელევიზორის ხმა შემომაგებეს, რადგნაც მე ტელევიზორს არ ვუყურებ და ასე შემატყობინეს ახალი ამბავი, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და გარეთ არ გავყოთ ცხვირი. ამას მოჰყვა მამაჩემის ამაღელვებელი შეძახილი - აბა რა?! ასეთი მდგომარეობაა და ახლა ყველა უნდა ვიყოთ სახლებში!რა თქმა უნდა, ეს ფრაზა მე მეხებოდა და ამიტომაც ყველამ მე გამომხედა. - ვიჯდები სახლში, სულელი ხომ არ ვარ, კორონას თავი მოვაკვლევინო?! - ვუპასუხე და თემა შევცვალე - ანა სადაა? - გაკვეთილზე - სამზარეულოდან გამომძახა დედამ.ჩემი დის ოთახის ნახევრად შეღებულ კარში ჩემი მეათე კლასელი და შევამჩნიე, რომელიც სკოლის ფორმაში გამოწყობილი იჯდა ჩემს კომპიუტერთან, კომპიუტერიდან კი მისი დამრიგებლის ხმა ისმოდა. ღმერთო, თუკი ასე შეიძლებოდა სწავლა, რისთვის მატარე ამდენი ხანი სკოლაში?!ფანჯრიდან გადავიხედე, კორპუსის ქვემოთ ჩემი მეზობელი და შეთავსებით მეგობარი გიორგი, იგივე გიუშა დგას, სახეზე პირბადე უკეთია, მაგრამ ისე აქვს ჩამოწეული რომ პირი მაინც მოშიშვლებული აქვს და ლუდს სვამს.გიუშ! - როგორ არ მომწონს სახელების ასეთი დამახინჯებული ვარიანტი, მაგრამ რომანს ესაც კი სჯობს. - ვაა, რომჩიკას სიცოცხლე! - ხელების ქნევით მიპასუხა - ვისი კლასტერი ხარ? - ვეხუმრე და ხუმრობითვე მიპასუხა - ე, აბიჟაეშ ტო! ძმობის და სიყვარულის კანეშნა!სანამ რუსული და ქართული ენები ასე შეხმატკილებულად იარსებებენ ერთ წინადადებაში, მანამდე ჩვენს რუსულ-ქართულ ძმობას არაფერი ემუქრება, ეს გავიფიქრე და როგორც წესია არ ვთქვი, თქმით კი ის ვთქვი, უფრო სწორად ჟესტების ენით ვანიშნე, რომ ჩავიცმევ და ჩამოვალ მეთქი, გიუშამ კი გახარებულმა მანიშნა “ჩემს გულში ხარო”, ყოველ შემთხვევაში ასე გავიგე მის გულზე ორჯერ მირტყმული მუშტის მნიშვნელობა.სანამ ვიცვამდი, გავიხსენე ჩემი და გიუშას მრავალწლიანი მეგობრობის ისტორია, რომელიც ზუსტად იმ ადგილას დაიწყო სადაც ახლა დგას და საერთოდაც ჩვენი ყველა შეხვედრა მხოლოდ ამ ადგილას ხდება, ღამით ნასვამი ვბრუნდები სახლში თუ დილით მაღაზიაში ჩავდივარ, ადგილის მეგობარი სულ ადგილზეა და მიყვება ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება. მე მხოლოდ ის მიკვირს, ნუთუ ეს ადგილი ასეთი ჯადოსნურია, საიდან ამდენი ინფორმაცია?დე, ქვემოთ ჩავდივარ! - და ქურთუკი შემოვიცვი.რა გინდა ქვემოთ?სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ!ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ჩვენი ბინის შემოსასვლელში, რომელიც ჩემი აზრით ორი-სამი კვადრატული უნდა იყოს და ამ სივრცის ნახევარსაც საკიდი იკავებს, ამდენი ხალხი თუ ეტეოდა.მამა თამაზი: სულ გაგიჟდი? ვერ ხედავ რა ხდება ქვეყანაში? კაი რა რომანი, შვილო, ასე როგორ შეიძლება?!დედა თინა: აგერ მამაშენის მოწიე შვილო! არ ჩახვიდე რა დედუნა ძალიან გთხოვ!ბაბუა ირაკლი: საერთოდ რომ გაანებო მოწევას თავი, არ გინდა?და ანა: თუ ჩახვალ, “სნიკერსი” ამომიტანე…მამა თამაზი: ამას შეხედე, წადი შენ იმეცადინე გირჩევნია!დედა თინა: თუ გინდა მე ჩავალ, ოღონდ შენ არ ჩახვიდე ძალიან გთხოვ რა!ბაბუა ირაკლი: წამო, შაშკი გეთამაშო!და ანა: თუ მაინც ჩახვედი, “სნიკერსი” არ დაგავიწყდეს…ქურთუკი თავის ადგილას დავკიდე, ოთახში შევედი, დედამ მამას ახალი, გაუხსნელი წვრილი სიგარეტი შემომიტანა, თავზე მაკოცა და გავიდა. გიოუშას გადავხედე, ბოდიში მოვუხადე, ვერ ჩამოვალ მეთქი.ჰა? რა იყო, არ გიშვებენ ტო? - სიცილით ამომძახა.ჰოო, რა! - მეც სიცილით ვუპასუხე.მაგარი როჟაა ტო თამაზა ბიძია, მაგრად ღადაობს ხოლმე! კაი, კაი ძმა, მიდი აბა შენ იცი!გამიკვირდა ასე მალე რომ დამემშვიდობა, მაგრამ მიზეზს მალე მივხვდი, უფრო სწორად დავინახე, ეზოდან გამომავალ მანქანას მიაძახა, ბიძაჩემო ქვემოთამდე ჩამოგყვებიო და მძღოლსაც სხვა რა გზა ჰქონდა, რთული რამ არის საქართველოში მეზობლობა.ლოგინზე მივწექი, ტელეფონი ამოვიღე, ასეთი პროგრამა აქვს, იმახსოვრებს გასულ დღეებში, რა დროს, რომელი საათიდან რომელ საათამდე, სად იყავი და სად გადაადგილდებოდი, მეც ორი კვირით უკან დავბრუნდი, გადავწყვიტე გავარკვიო ვისი კლასტერი ვარ. თავი III. სად ვიყავი თოთხმეტი დღის წინ?პირველი რაც ტელეფონის, უფრო სწორად სპეციალური პროგრამის მეშვეობით გავარკვიე, ისაა რომ ორი კვირის წინ, ადრე, სადღაც 11:40 წუთზე გამიღვიძია, რადგანაც როგორც მიჩვენებს 11:55 წუთზე უკვე მეზობელი კორპუსის ქვემოთ, არც თუ ისე ორიგინალური, მაგრამ კრეატიული სახელწოდების მქონე კუსტარულ სუპერმარკეტში “ორი ნაბიჯიც არ უნდა” - ში ვიყავი. მაღაზიის შესასვლელში, ნაყინის მაცივარში მწვანილები და თევზი ერთად აწყვია. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია თუ რის საყიდლად ჩავიდოდი ამ დროს, რა თქმა უნდა სიგარეტის და შეიძლება ანამაც დამაბარა რამე.შემდეგ სახლში დავბრუნებულვარ, საბედნიეროდ ისეც არ არის განვითარებული ნავიგაცია, რომ ეჩვენებინა რომელ ოთახში რა დროს შევედი, უბრალოდ სახლში 12:02 წუთზე ამოვსულვარ.წამიერად გავბრაზდი - ესეიგი მართლა გვითვალთვალებენ! როგორ, მე თუ ვნახულობ სად ვიყავი და როდის, პოლიციაში ვერ ნახავენ? - ხმამაღლა ჩავილაპარაკე და მივხვდი, რომ ბაბუაჩემ ირაკლის ვემსგავსებოდი და ჩავთვალე, რომ 27 წლის ასაკში ჯერ ნაადრევი იყო ასეთ თემებზე ფიქრი და ნერვიულობა.როგორც ჩანს, მთელი დღე სახლში გამიტარებია, საღამოს შვიდის ნახევრისთვის კი სახლიდან გავსულვარ, მდინარე მტკვარიც გადამიკვეთავს და მარჯვენა სანაპიროდან, მარცხენა სანაპიროზე მოვხვდი, თბილისის ზღვასთან ახლოს.ბევრი არ მიფიქრია, სად და ვისთან ერთად ვიყავი, დიახ! წელიწადში ერთხელ, ჩემს მშობლებთან ერთად მივდივარ აუცილებლად დასასწრებ დაბადების დღეზე, თუმცა რატომღაც ჩემს დას ამ დროს ყოველთვის ბევრი სამეცადინო აქვს და სახლში დარჩენას ამჯობინებს.მას შემდეგ რაც დავიბადე, ბიცოლაჩემი ელისოს ყველა დაბადების დღეზე ნამყოფი ვარ, სადაც ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, იცვლება ავეჯი, საოჯახო ტექნიკა, მაგიდის გადასაფარებელი, თეფშები, ჭიქები, ბავშვების რაოდენობა, ასაკი და ხედი მათი ფანჯრიდან, მაგრამ არ იცვლება ბიცოლაჩემი ელისო და მისი გაწყობილი სუფრა: ვინეგრეტი, სქელცომიანი ხაჭაპური, ტაფაზე შემწვარი მწვადი, მაგიდის შუაში ფეხსადგამიან თეფშზე დაწყობილი რაღაცნაირად ყავისფერი ნამცხვარი, სპეციალურად ამ დღისთვის და სპეციალურად ქალებისთვის დამზადებული, ძველისძველი “ამარეტოს” ბოთლში ჩასხმული ალუბლის ლიქიორი, რომლის თავსახურიც მეტისმეტი სიტკბოებისგან დაშაქრდა და გახსნისას ისეთ ხმებს გამოსცემს, თითქოს ცემენტის კედელს უხახუნებთ ფრჩხილებს. მამაკაცებისთვის კი ბიძაჩემი ალეკოს დაწურული “ნატური” წითელი ღვინო ადესა - ღმერთო რისთვის მოიგონე ადესა, გველი და მწვანე ლობიო? - გავიფიქრე, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვთქვი.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გასაკვირია რომ ერთნაირად მეზიზღება ბიცოლაჩემი ელისო, მისი გაჩენის დღე და ზოგადად ნათესავები. ვფიქრობ, რაოდენ ჭკვიანი კაცია ბაბუაჩემი ირაკლი, რომ მხოლოდ ერთხელ, იყო საკუთარი ძმის, შოთას ოჯახში, მისი ბიჭის - ალეკოს ცოლის, ანუ ბიცოლაჩემი ელისოს დაბადების დღეზე, თუმცა რაღაც არ მოეწონა, აგინა შოთასაც და ალეკოსაც და წამოვიდა.ტრადიციულად თამადა მამაჩემი თამაზია, რომელსაც არც თამადობა უხდება და არც ეს მოკლე სახელოებიანი, ოდნავ გამჭირვალე, ნაცრისფერ და ცისფერ ზოლებიანი პერანგი, რომლის გულის ჯიბეშიც ოც ლარიანი კუპიურები მოსჩანს, როგორც წესი ელისოს და ალეკოს შვილებისთვის საჩუქრად გამზადებული, ოღონდ რომ დათვრება მერე.როდესაც ბიცოლაჩემმა და ბიძაჩემმა ერთმანეთი გაიცნეს, როგორც ვიცი, მაშინ ელისოს სახელი ელიკოდ შეუცვლია, ასე უფრო საყვარელი წყვილი ვართ ალეკო და ელიკოო, მაგრამ ბაბუაჩემის ძმამ, შოთამ, ქორწილში იმდენი ეძახა ალესო და ელისო, მალევე მობეზრდათ და ყველა თავის სახელს და კალაპოტს დაუბრუნდა.ინტუიცია მკარნახობს რომ თამადის შორიახლოს მაგიდაზე მოთავსებული ცუდი ხარისხის მუსიკალური “დინამიკები” იმის ნიშანია, რომ ცეკვებიც იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დედაჩემი თინა, მამაჩემი თამაზი, ალესო, ელისო, მათი შვილები და ნაძალადევად მეც.მაგრამ მანამდე მელის ისეთი უსიამოვნო პროცედურები, როგორებიცაა:ელისო ბიცოლას მოსმენა, რომ მე და მათი უფროსი ვაჟი, 16 წლის შოთიკო, თითქმის ტოლები ვართ და რომ გავა წლები და მივხვდებით - ასაკში 11 წელი სხვაობა არაფერი არ არის, რომ ძმებივით უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს და სულ ერთად უნდა ვიყოთ.მომიწევს ხმამაღლა და ომახიანად ელისო ბიცოლას სადღეგრძელოს დალევა განსხვავებული ჭიქით, რომელზეც მეტყვიან, შენ რამდენიც გინდა იმდენი დაისხი, ოღონდ მაქედან დალიეო და მაინც ბლომდე გამივსებენ.ბოლოს კი ბიძაჩემ ალეკოზე ღვინის ჩამოსასხმელად გაყოლა “ჩულანში” სადაც ის მეტყვის რომ ამას წინათ შოთიკოს შეუსწრო ტუალეტში - ანძრევდა გაიგე ეს ჩემისა! - და თან სიგარეტს გაუკიდებს - ხოდა, შენ ხო იცი უფროსი ხარ, შე მამამიჯმულო, იგივე ჩემი შვილი ხარ, ხოდა წაიყვანე რა ქალებში.ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც წინასწარ ვვარაუდობდი, ბევრი დალიეს, მოყვნენ ბევრი ანეკდოტი, რომელიც ყველა ერთაირად იწყებოდა - ის ხომ იცი, ძველია, მაგრამ მაგარია -  გაიხსენეს ახალგაზრდობა.თუმცა იყო სიახლეებიც, რაც აქამდე არასდროს მინახავს, მაგალითად მამაჩემს შემთხვევით ჭიქა გაუტყდა და ბიძაჩემმა თავისიც დაამსხვრია. ელისო ბიცოლამ ტელეფონში გვანახა რუსულენოვანი ვიდეო, სადაც ითქვა რომ კორონავირუსი მხოლოდ წვრილთვალებიან ხალხს ემართება და საღამოს კულმინაცია: ალესოს და ელისოს უმცროსი ქალიშვილის ვიდეო კლიპი, რომელიც საბავშვო ტელევიზიას გადაუღია რვაას ლარად.როგორც ტელეფონი მეუბნება, 00:37 წუთზე გამოვსულვართ, მანამდე ტრადიციულად იყო დედაჩემის - წავიდეთ თამაზ გვიანია - ელისო ბიცოლას - აგერ გაგიშლით და დარჩით - და ალეკო ბიძიას - მანქანით უნდა წაგიყვანოთ - რასაც მოყვა მანქანის გასაღების დამალვა, ტაქსის გამოძახება და გზა.მამაჩემი რა თქმა უნდა წინ იჯდა და მძღოლის უარის მიუხედავად სიგარეტს ეწეოდა ჩამოწეულ ფანჯარაში. მე კი, თუ სწორად მახსოვს, ჩემთვის ვფიქრობდი, რა უნდა იყოს ეს კორონა ასეთი? ყოველ წელს ასე ამბობენ, ღორის გრიპიო, ქათმის გრიპიო, მოკლედ სისულელეა!ასეთი “დაუვიწყარი” დრო მიტარებია 14 დღის წინ.ჯვარი მწერია, მაგრამ თუკი კოვიდით ვარ დაავადებული, ესეიგი ალესოს და ელისოს კლასტერი ვყოფილვარ. თავი IV. მე მირჩევნია სალი კლდე…ტელეფონში ჩემი უახლოესი განვლილი ცხოვრების თვალიერებით ვიყავი გართული, როდესაც ბაბუაჩემი ირაკლის გინება და დედაჩემის მუდარა შემომესმა, ოთახიდან გამოვედი, მისაღებ ოთახში ირაკლი ძველებურ სპორტულ ჩანთაში ტანსაცმელს და საკუთარ ნივთებს ალაგებდა, მამაჩემი თამაზი აივანზე სიგარეტს ეწეოდა, დედაჩემი სავარძელში იჯდა და იმეორებდა - კარგი რა, ირაკლი, ასე არ შეიძლება - ჩემი და ანა კი ამ ყველაფერს საკუთარი ტელეფონით იღებდა. უკვე ვხედავდი ამ ვიდეოს მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულს, ამიტომ ტელეფონი წავართვი, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ვიდეო წავშალე და ვიკითხე:რა მოხდა?დაცხა და გველები სოროებიდან გამოდიან - მიპასუხა ბაბუაჩემმა და ჭადრაკი ჩადო ჩანთაში.მინდოდა მეკითხა, ჭადრაკი რად გინდა, ხომ არ თხოვდები მეთქი, მაგრამ როგორც წესია, მხოლოდ გავიფიქრე, ამის თქმა კარგს არაფერს მოიტანდა.მოკლედ, როგორც გავარკვიე, ბებიაჩემმა ლიამ დარეკა კანადიდან და თქვა რომ ამ ძნელბედობის ჟამს გადაწყვიტა ოჯახთან ერთად იყოს.კარგი რა მამა, კი მაგრამ სად მიდიხარ? შოთასთან? - მამაჩემმა სიგარეტი ჩააქრო და სახლში საქმიანად შემობრუნდა.შოთას მოვუტყან კარგის ტრაკი! შოთასთან დედაშენი ლია წაიყვანე, რომ ჩამოვა! - დაიღრიალა და ჩანთას ხელი დაავლო.მე კარებამდე მივაცილე, სხვა არ გამოგვყოლია, გასვლისას ჩამეხუტა, შემდეგ ორმოცდაათ ლარიანი ამოიღო, ის იყო თქმა დავაპირე არ არის საჭირო მეთქი, მკითხა ხურდა ხომ არ გექნება, ხომ იცი ტაქსისტები რა ჩათლახები არიან, სულ ხურდაზე წუწუნებენო. არ მაქვს მეთქი, ვუპასუხე.რაჟდენისთან გავჩერდები, სანამ ის გველი წაეთრევაყველაფერი გასაგებია. რაჟდენი ბაბუაჩემის ძმის, შოთას ინსტიტუტის მეგობარი და თანამშრომელი იყო. წლები ერთად მუშაობდნენ, მაგრამ ახლო მეგობრობა და ძმაკაცობა მაინც ირაკლისთან ჩამოუყალიბდა.შოთა არ სვამს, არ იგინება, მშვიდი და დინჯი კაცია, ირაკლი კი პირიქით.რაჟდენს აგარაკი მისაქციელში აქვს, გაზაფხულზე “ბიჭები” იკრიბებიან და ორი დღით დიდ ალკოჰოლურ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ქალების დასწრება ამ ღონისძიებაზე აკრძალულია, აქედან გამომდინარე საინტერესო სანახავია გაჭაღარავებული ბიჭები როგორ ფუსფუსებენ, ვახვახებენ, ტრიალებენ, ამზადებენ და ემზადებიან, შემდეგ ქეიფობენ, ღრეობენ, მღერიან… და მათი საყვარელი ფრაზა. რომელიც ძალიან მომწონს - ისე ვიქეიფოთ, ქუდი ჭერსა ვკრათ!როგორც ჩანს კარანტინის პირობებიდან გამომდინარე ეს ორ დღიანი ღონისძიება წელს გაცილებით დიდხანს გაგრძელდება.ასე რომ ირაკლიზე არ ვღელავ, შეიძლება მიზეზსაც ეძებდა ამისთვის და ლიამაც არ დააყოვნა.სახლში შევბრუნდი, დედა და მამა ჩემს კომპიუტერთან ისხდნენ და “Skype” ით ბებიაჩემს ელაპარაკებოდნენ. მომინდა მეკითხა - რატომ ჰქვია ამ კომპიუტერს ჩემი, თუკი მე ის არასდროს არ მაქვს და ყოველთვის სხვა სარგებლობს? - თუმცა როგორ წესია, მხოლოდ გავიფიქრე და არ ვთქვი.თინა მომისმინე შვილო - ბებიაჩემის დინჯი საუბარი ისმოდა - აქ არის ქართული ეკლესია, წინამძღვარი ისეთი კარგი ახალგაზრდა, სერიოზული ბიჭია, მამა თადეოზ ფეტელავა, გუშინ კომპიუტერით ჩაგვიტარა წირვა, ხოდა გვითხრა კორონა სინამდვილეში ვირუსი კი არა ღვთის სასჯელიაო, ხოდა აუცილებლად მეგრულად უნდა ვილოცოთ ყველამ, რადგანაც თურმე უკვე დამტკიცდა რომ საიდუმლო სერობა მეგრულ ენაზე ჩატარდა. ხოდა შენ მეგრული იცი?არა, ქალბატონო ლია, აბა მე საიდან? - მიკვირდა, მაგრამ დედა ლია ბებიას ყოველთვის ქალბატონოთი მიმართავდა, უყვარს ლიას ასეთი რამეები.როგორ? კი მაგრამ თოდუას ქალმა მეგრული როგორ არ იცი?ასე გამოვიდა! - დედამ მორიდებით გაიღიმა და თავი დახარა.მაშინ იქნებ ვინმეს ათარგმნინო “წადი კორონა ჩემი კეთილი სახლიდან” და დღეში სამჯერ გაიმეორეთ.მეგობარს მივწერე, მალევე მიპასუხა, მეგრულად ეს ყველაფერი თურმე ასე ჟღერს - მეუ კორონა ჩქიმ კეთილ უდეშე - გამეცინა, წარმოვიდგინე როგორ ვდგავართ მთელი ოჯახი და ვიმეორებთ მეუ კორონა! მეუ! და თანაც დღეში სამჯერ.ეს ვინ იცინის? ჩემი რომანი? მოდი ბიჭო დამენახე!სხვა გზა არ მქონდა, მიუხედავად იმისა რომ არც ფულის გამოგზავნის დრო იყო და არც სათხოვარი მქონდა რამე, შევედი ვიდეოთვალის ხედვის არეალში. ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ ლია ბებია ჩემთვის მხოლოდ მუდამ გამოპრანჭული, ბრჭყვიალა ბიჟუტერიაში ჩასმული, ასაკოვანი ქალბატონია, რომელიც არასდროს მინახავს, უფრო სწორად მინახავს, მაგრამ არ მახსოვს.როგორ ხარ ლია ბებო? - თუკი მეორე ბებია უბრალოდ მერია, მერიკო, მერი გონსალეს ბლანკო ანდა მერი ლუჩიანო, ლიას ყოველთვის მოწიწებით და პატივისცემით ვესაუბრები.ზოგადად ყოველთვის სჯობს კითხვა - როგორ ხარ? - ლიას არ დაუსვათ, უკეთესია რაიმე უფრო კონკრეტული ჰკითხოთ, რომ შედარებით მოკლე პასუხით შემოიფარგლოს, მაგრამ ახლა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.შევეცდები მოკლედ მოვყვე: ლიამ გადაწყვიტა დაბრუნდეს საქართველოში, რათა ეს მძიმე დღეები ოჯახთან ერთად გაატაროს, ისიც თქვა რომ ირაკლი იჯუჯღუნებს, მაგრამ გადაუვლის მალეო - ხომ გიხარიათო? - ესაც იკითხა, რაზეც ჩვენგან სევდიანი თანახმობა მიიღო, არა იმიტომ რომ არ გვიყვარს ლია ბებო, უბრალოდ ჩვენ შევეჩვიეთ მის გარეშე ცხოვრებას. ბოლოს თქვა, პრობლემა იმაშია რომ მე კანადის მოქალაქეობა მაქვს, რომ გამოვფრინდი 94 ში, მაშინ ქართული პასპორტები არ არსებობდა, საბჭოთა პასპორტით ჩამოვედი, რომელიც იმავე წელს ოტავაში, ფიდელ კასტროს და სოციალისტური რეჟიმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციის დროს საჯაროდ დავწვიო.მამაჩემის სიგარეტს მოვუკიდე და აივანზე გავედი - ყველაფერი ძველებურად დარჩება, კარანტინია და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში არ შემოუშვებენ - მხოლოდ გავიფიქრე და რა თქმა უნდა არ ვთქვი.საღამოს ირაკლი ბაბუს დავურეკე, ვუთხარი რომ შეუძლია სახლში დაბრუნდეს, რადგანაც ლიას ახირებული მონდომება ფრთებს ვერ შეისხამდა. ირაკლი გაჩუმდა, ვფიქრობ ეს ამბავი არ მოეწონა, არა იმიტომ რომ ლიას ამბავი ეწყინა, უბრალოდ მისი გეგმები უფრო მრავალდღიანი იყო ვიდრე იმავე საღამოს სახლში დაბრუნება, შორიდან ისმოდა გიტარის, სიმღერის და სიცილის ხმები. მხოლოდ ეს მოიფიქრა:მე იმაზე კი არ ვარ გაბრაზებული იმან რომ ჩამოსვლა გადაწყვიტა, ეს თავიდანვე ვიცოდი რომ ვერ ჩამოვიდოდა, იმაზე ვარ გაბრაზებული თქვენ რომ აიტაცეთ ეს ამბავი! - პაუზის შემდეგ გაეცინა, მიხვდა რომ არგუმენტი არც თუ ისე ძლიერი იყო - გადამივლის წყენა რამოდენიმე დღეში და ჩამოვალ, გკოცნი ბაბუ! თავი V. სიყვარულო ძალსა შენსა!·        AUU ROOOOM AQ XAR???უკვე ღამე იყო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩამძინებია, მაგრამ ტელეფონში მოსულმა შეტყობინების ხმამ გამაღვიძა. დავხედე ჩაბნელებულ ოთახში განათებულ ეკრანს, ნიაკო მწერდა.ნია ის გოგოა რომელიც ჩემს გულში გაჩნდა და აღარასდროს აღარ გაქრა. თანამედროვე ენაზე ის ჩემი “ქრაშია”, მაგრამ მე ეს სიტყვა არ მომწონს, ეს ის გოგოა რომელიც ძალიან, უფრო სწორად ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს, თითქმის მიყვარს, მაგრამ არ მინდა ჩემს თავს ამაში გამოვუტყდე, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ წლებია მასზე ვფიქრობ, მოვლენებს მაინც ობიექტურად ვაფასებ და ვხვდები რომ მე მასთან შანსი არ მაქვს.ჩვენ ერთმანეთი გადაღებაზე გავიცანით, ერთ-ერთი ლუდის კომპანია რეკლამას იღებდა საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, კლიპის რეჟისორი კი ბებიაჩემი მერის დაქალის შვილიშვილი იყო. მართალია ჩემი კადრები მთლიანად ამოჭრეს, მაგრამ იქ გავიცანი გოგონა, სახელად ნია. ალბათ იმიტომაც ამოჭრეს, რომ ლუდზე კონცენტრაციას ვერ ვახდენდი და ვერც - იიიიფ, კაი ლუდია ნამდვილად - ს ვერ ვამბობდი, ისე გულიანად როგორც რეჟისორი მთხოვდა, რადგანაც მე მხოლოდ ჩემთვის უცხო გოგონას მივჩერებოდი, რომელიც ამ საოცრად “კრეატიულ” რეკლამაში მიმტანის როლს ასრულებდა.სიუჟეტი ასეთი იყო: მეგობრებთან ერთად ვიჯექით რესტორანში, ამ დროს მოდიოდა ნია, ხელში ოთხი ბოკალი ლუდი ეჭირა, მაგიდაზე დებდა, მე ერთ-ერთს ვიღებდი, მოვსვავდი და ვამბობდი “იიიიფ, კაი ლუდია ნამდვილად”თავიდან ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. როგორც მითხრეს გადამღები ჯგუფის წევრებმა. ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში კი თვალები ნიას მკერდისკენ გამირბოდა, რომელსაც მხატვარმა ამოღებული თეთრი ზედა ჩააცვა.ბოლოს ჩემი სიტყვები ჩემს წინ მჯდომმა პროფესიონალმა მსახიობმა თქვა და დავიშალეთ. ჰონორარი კი მომცეს, მართალია დაგვიანებით და მართალია ნაკლები ვიდრე შემპირდნენ, მაგრამ მაინც.სოციალურ ქსელში ორ დღიანი ძებნის შემდეგ ვიპოვნე. მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე, არ დამიმატა, მერე მივწერე, გავახსენე თავი, მანაც მითხრა რომ გავახსენდი, მაგრამ ვერ მიმატებდა, რადგანაც მეგობრების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და როცა განთავისუფლდებოდა ადგილი, ან ვინმეს წაშლიდა, ან ვინმე გააუქმებდა, მერე დამიმატებდა. ორ თვის განმავლობაში სამჯერ შევახსენე და ბოლო ცდაზე აღმოჩნდა რომ ჩემი ადგილიც გამოჩნდა, ჩვენ დავმეგობრდით, მართალია სოციალურ ქსელში, მაგრამ მაინც.მას შემდეგ ხშირად ვსაუბრობდით, დიალოგს ყოველთვის მე ვიწყებდი, თუკი ხასიათზე იყო მიყვებოდა თავის გეგმებზე, მოდელობა და მსახიობობა უნდოდა, თუმცა ასევე გიჟდებოდა ასტროლოგიაზე, რადგანაც უნდოდა რომ ბევრი ემოგზაურა. არ ვიცი რა კავშირშია ასტროლოგია და მოგზაურობა ერთმანეთთან, იმასაც ვხვდებოდი, რომ არც ნიაკომ არ იცოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ხოლმე - ჩემთვის იდეალური ქალი ინტელექტით და განათლებით არ გამოირჩევა.როდესაც პირადულზე და მომავალზე ვცდილობდი მასთან მესაუბრა, პასუხად სულ ერთს ვიღებდი - აუუ, გავედი ეხლა, მერე მოგწერ!ვცდილობდი სადმე დამეპატიჟებინა, ხშირად უარს მეუბნებოდა, იშვიათად თანხმობას, მაგრამ იმ იშვიათი თანხმობის შემთხვევებშიც, შემდეგ უბრალოდ ავიწყდებოდა რომ უნდა შევხვედროდით ან აღარ ეცალა.როგორც იქნა ერთხელ დავითანხმე და კაფეში წავედით, ამ დაძაბული და უაზრო საღამოს დასასრულს მე ძალები მოვიკრიბე და ვუთხარი ჩემი სიმპატიების და მოწიწებული გრძნობების შესახებ. ვერ მიხვდა რა ვუთხარი, მივხვდი, ბარათაშვილის ქართულით მასთან საუბარი შედეგს ვერ გამოიღებდა, ამიტომ პირდაპირ ვუთხარი - მაგრად მევასები!მიპასუხა - მაგარიაო, ბევრს ვევასებიო, მაგრამ მე არავინ მიყვარდებაო, აუ რა მჭირს, იმენა ვერ ვხვდებიო, მგონი ფრიდიული ვარო - ალბათ ფრიგიდული იგულისხმა.მას შემდეგ არ მინახავს, მხოლოდ სოციალური ქსელით ვურთიერთობთ, ეს ურთიერთობაც უცნაურია, როდესაც ვეტყვი ჩემს თავს რომ მორჩა, აღარ მივწერ, სწორედ მაშინ ჩნდება, სიუჟეტი სულ ერთია, დავიწყებთ კონტაქტს, ბოლოს მე ისევ ჩემს გრძნობებზე ვიწყებ საუბარს, ის კი იბუტება, ასე სულ!ახლაც როდესაც მისი მოწერილი შეტყობინება გავხსენი, მის თავზე ასევე მის გამოგზავნილ ბოლო წერილს დავხედე, ორი თვით ადრე რომ თარიღდებოდა.Auu, magrad nervebs mishli imena, xom gitxari rom verasdros shemogxedav rogorc bichs metqi, tu ginda vimegobrot da ise ukve magrad vgiziandebi! Paka !ამის ზემოთ აღარ წამიკითხავს, ზუსტად ვხვდები რას მივწერდი მე.კი ნია, აქ ვარ!Au imena arasdros ar gdzinavs xo?ხოო :)Ra ar gadzinebs ra?შენზე ფიქრები - გავიფიქრე და არ მივწერე, ამიტომაც ვუპასუხე - რავი.Au roooom, ragac minda gtxovoმიდი! Axali bmw reklamashi rom simgeraa, mag simgeras ver gamichitav?კი, მოიცა…Au, ra sakvareli xar!!!რა საყვარელი ხარო, ტანში ჟრუანტელმა გამიარა, ენერგიით ავივსე, ყურები გამიხურდა, ტუალეტში მომინდა, ლოგინზე წამოვჯექი, სიგარეტს მოვუკიდე, Youtube ზე ჩავწერე : New BMW Ad. მალევე მოვძებნე, შემდეგ კომენტარებში სიმღერის ავტორი და სახელი ვიპოვნე, ესაც მოვძებნე და გადავუგზავნე, თან ჩემთვის გავიფიქრე, რა ჩურჩუტია, რა უნდა სიმღერის მოძებნას…ესაა?AUUUUUUUUU KIIIIIIIIIIII ! ! ! ♥ ♥ ♥ ra sakvareli xaaaaar! Didi madloba!!!არაფრის! მიხარია, რომ ასე გაგახარე!!!Au kiiiii! Ert bichs maxsenebs es simgera da magrad mominda rom momesmina exa! Shen ras shvebi? Rava xar?ნორმალურად. შენ?Mec! Midi, gaviqeci, gkocni!ძილინებისა ნია - ესაც გავიფიქრე და აღარაფერი ვუპასუხე, მეზიზღები ერთო ბიჭო. თავი VI. ბედნიერების ძიებაში.როგორც წესია მერი ბებიამ გამაღვიძა, იქნებოდა რიჟრაჟი, ასე თორმეტი საათი. დღეს აღმოვაჩინე, რომ კორონასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები, მაგალითად მერის ნაკლები აქვს მოსაყოლი, შესაბამისად ჩვენი საუბარიც უჩვეულოდ ხანმოკლე იყო. ბოლოს მაინც მირჩია რომ პირბადე არ გავიკეთო, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანებს ის არაფერში სჭირდება და სჯობს თუკი მაქვს, ვინმე დავირუსებულს ვაჩუქო.რომ ვუთხარი, არ ვიცნობ კორონავირუსის მატარებელ ადამიანს მეთქი, მიპასუხა - ვისაც გინდა კარგად იცნობო! - პასუხის არსს ვერ ჩავწვდი და კიდევ ერთხელ ვუთხარი ჩემს თავს, ყველაფერს ნუ იტყვი რასაც ფიქრობ!საუბრის დასრულების შემდეგ, ისევ განვლილი ცხოვრების ძიებას მივყევი ჩემს მობილურ ტელეფონში. ცამეტი დღის წინ, როგორც ჩანს, სახლიდან არც გავსულვარ. აი, თორმეტი დღის წინ კი ტელეფონის ნავიგაციის ისტორიამ მიჩვენა რომ ჯერ მერი ბებოს ვესტუმრე უცნაურ დროს, დილის ათ საათზე, შემდეგ კი სადღაც, “დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვყოფილვართ. გამახსენდა! სამსახურს ვეძებდი, უფრო სწორად მერი ბებია ეძებდა ჩემს მაგივრად და გასაუბრებაზე გამაგზავნა.მე პროფესიით ბუღალტერი ვარ, ყოველ შემთხვევაში როდესაც ოცი წლის გავხდი, ძვირფასმა მერიმ დიპლომი მაჩუქა სადაც გარკვევით ეწერა რომ მე, რომან თარხნიშვილმა, როგორც უნიჭიერესმა ახალგაზრდამ “ექსტერნად” დავამთავრე ოთარ ოჩერენკოს სახელობის ფინანსური ინსტიტუტის ოთხ წლიანი კურსი. გამომდინარე აქედან მერის სურს რომ პროფესიით ვიმუშავო.“დინამოს” სტადიონზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვემოთ, ტუალეტსა და ავეჯის მაღაზიას შორის, დიდ თეთრ “ჟეშტზე” წითლად ეწერა, “ბუღალტერია - ნოტარიუსი - ჭიქებზე ბეჭდვა”, კარი შევაღე და დარიგებისამებრ ბატონი ამირანი ვიკითხე. წითელ პომადიანმა და წითელ თმიანმა, ტანმოსულმა, სავარაუდოდ მდივანმა - დაელოდეთო - მითხრა და სევდიანად განაგრძო გამჭირვალე პარკში აზელილი ფენოვანი ხაჭაპურის ჭამა. ჩემი თვალიერებით გართულს ერთ-ერთ კბეჩაზე ის პარკიც შემოაჭამა, გამეღიმა, შემამჩნია, თვითონაც უხერხულად გაიღიმა, პირიდან ყველში და ფენოვან ცომში შერეული პარკი გამოიღო, მაგიდის ქვეშ ნაგვის ურნაში ჩააგდო და დააცემინა, რის გამოც მის მკერდზე დაყრილი ნაფშვენები, როგორც შემოდგომას, ძლიერი ქარის დროს ჩამოცვენილი ფოთლები, ისე აფრიალდნენ და მაგიდაზე დაიყარნენ.ამ დროს ბატონი ამირანის კაბინეტიდან სტუმარი გამოვიდა და სევდიანმა მდივანმა მე შემიშვა.დილა მშვიდობისა ! - მორიდებით მივესალმე. ხელით მანიშნა დაჯექიო - მანდ არა! გატეხილია - უხერხულად გავიღიმე, გატეხილი სკამი უკან შევწიე და იქვე ალაგ-ალაგ სიგარეტით ამომწვარ უცნაურად ყავისფერ ტახტზე ჩამოვჯექი.აბა, გისმენთ!იცით, მე თქვენთან მერი ბებიამ გამომაგზავნა…მერის ბიჭი ხარ?შვილიშვილი…ამხელა შვილიშვილი ჰყავს კაცო?! დიდებული ქალია ქალბატონი მერი. არა?!კი, მეც ძალიან მიყვარს - უაზრო და არაფრის მომცემი პასუხი დავუბრუნე და ოთახი შევათვალიერე. კედლებზე სიგელები და ოქროსფერი პლასტმასის ფარზე მიწებებული პლასტმასის ხმალი ეკიდა. მაგიდაზე თუთუნი, სიგარეტის შესაკეთებელი, ფერფლითა და “ბიჩოკებით” ნახევრად გავსებული წყლის ბოთლი, ორი ცალი მობილური ტელეფონი, კალკულატორი და დროშების ჩასარჭობი იდო, სადაც ირანის, საქართველოს და აშშ-ს დროშები ერთად და ამაყად იყო აღმართული. ფიქრებში წავედი, ვფიქრობდი რა საერთო აქვთ ამერიკას, საქართველოს, ირანს და ბატონ ამირანს ერთმანეთთან, მაგრამ დიდხანს არ დამცალდა, მისმა კითხვამ გამაწყვეტინა ლოგიკური ჯაჭვის აგება.ბუღალტერი ხარ ხო, ჯიგარო?დიახკაკრას ბუღალტერის ვაკანსია გვაქვს. ქალბატონმა მერიმ რომ მითხრა ასე ასეო, ეგრევე ვუთხარი, მოვიდეს ჩემთან მეთქი! სერიოზული კომპანია ვართ და მომავალზე ორიენტირებულები, ამიტომ სულ ვცდილობთ ახალგაზრდებს მივცეთ შანსი.დიდი მადლობა! - თითქოს გამეხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ოფისი სერიოზული კომპანიის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.ჰო, მოკლედ ჩვენთან ბუღალტრად იმუშავებ, უამრავი კლიენტი გვყავს, დასაწყისში მათ გაუწევ საბუღალტრო მომსახურეობას, მომავალში გაფართოებას ვაპირებთ და თუ გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი კაბინეტიც გექნება, ეხლა კი მე როცა არ ვიქნები, ამ ოთახში მიიღებ ხოლმე კლიენტებს. გასაგებია?გასაგებია!ხო, მთავარი! თავიდან ხელფასი არ გექნება! გამომუშავებაზე იქნები, შევხედოთ როგორ წავა საქმე და მერე გავარკვიოთ ჯამაგირის ამბავი. ჰო, მიდი ახლა და თინიკოსთან ხელი მოაწერე დოკუმენტებს. აბა გილოცავ! დღეიდან ჩვენი კომპანიის ბუღალტერი ხარ!ფეხზე წამოდგა, მეც წამოვდექი, ჩემსკენ გადმოიხარა, ცალი ხელით ჰალსტუხი დაიჭირა, მეორე ხელი კი ჩამომართვა. ამ დროს ტელეფონმა დაურეკა, ჰალსტუხის ხელით უპასუხა - ხო, ჯიგრის ტუზო - ასეთი “ალო” პირველად გავიგე, გავიღიმე, შეამჩნია, ხელი გამიშვა და მანიშნა: მიდი, საბუთებს ხელი მოაწერეო.ოთახიდან გამოვედი. ქალბატონ თინიკოს ვუთხარი რაც დამაბარა მასთან ბატონმა ამირანმა, კომპიუტერში რაღაც მოძებნა და ამობეჭდა, გამომიწოდა ფურცლები და კალამი, ბოლო გვერდზე მოაწერე ხელიო, ნდობის ნიშნად, წაკითხვის გარეშე პირდაპირ ბოლო გვერდზე გადავედი და ხელის მოწერა დავაპირე.უკაცრავად, ქალბატონო თინიკო, აქ სხვა სახელი და გვარი წერია…უი, ხო, შეცვლა დამავიწყდა - ფურცლები უკან გამომართვა, კომპიუტერში რაღაცის ჩასწორება დაიწყო და სევდიანად ჩაილაპარაკა - ისეთი კარგი ბიჭი იყო, ჩვენი ბუღალტერი იყო, მაგრამ სხვა სამსახური იშოვნა, რა გქვია შენ?რომან თარხნიშვილიკლავიატურაზე ხელების ფათურით მივხვდი რომ იმ კარგი ბიჭის მაგივრად ჩემი სახელი და გვარი დაწერა, ამობეჭდა, გამომიწოდა, ისევ დაუფიქრებლად გადავწყვიტე ხელის მოწერა - გადაიკითხე მაინც, კიდევ რამე შეცდომა არ იყოს - მზრუნველად მითხრა თინიკომ.დამეზარა, მაგრამ მაინც დავიწყე კითხვა, არ იფიქრონ არასერიოზული კაციაო, ბუღალტერი ხომ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს და ყველაფერს აკვირდებოდეს. მესამე გვერდზე ვიყავი, როდესაც ამ პატარა ოთახში კარი შემოანგრიეს და პოლიციის თანამშრომლები შემოცვივდნენ, რამოდენიმე მათგანი ბატონი ამირანის კაბინეტში შევარდა და იქიდან ბორკილებ დადებული გამოიყვანეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც იმავე ოთახში ელოდებოდა დაკავებულს რომელშიც მე ვიჯექი და მისივე მითითებით ადგილიდან არ ვიძროდი, გამოთქმით დაიწყო:თქვენ ბრალი გედებათ საბუთების გაყალბებაში, თაღლითობაში, ფინანსურ მაქინაციებში… ფურცლები შეუმჩნევლად მაგიდაზე დავაწყე და ხელის ნელი მოძრაობით თინიკოსკენ გავწიე. ამირანი წაიყვანეს, თინიკომ ტირილი დაიწყო, ძლივს ამოილუღლუღა - მეხუთედ იჭერენ, სულ ტყუილადო - და ტირილით გარეთ გავარდა, პოლიციელმა მკითხა ვინ ხარო, არ დავიბენი და თინიკოს ნახევრად დაცლილი, ფენოვნის ნაფშვენებით სავსე, გაციებული ყავა მოვსვიაგერ, ავეჯის ცეხში, ხელოსანი ვარ, ყავაზე შემოვედი, ჯიგარო.რა დროს ყავაა?! გადი, მიხედე საქმეს…გავდივარ… გავდივარ… თავი VII. ქეიფია ! რომანი! - კარებზე მომიკაკუნა მამაჩემმა.შემოდიკამპიუტერს მათხოვებ?აიღე…გიზოს დაბადების დღეა!და ჩემი კომპიუტერი უნდა აჩუქო?გაიცინა, რა ენა გაქვსო.გიზოს გვარი არ ვიცი, მხოლოდ მამის სახელი, ისიც რუსულად. გიზო კანსტანტინოვიჩი მამას ჯარის მეგობარია. გადმოცემის თანახმად სამი ქართველი იყო ბატალიონში და აზანზარებდნენ იქაურობას, უშუალოდ გიზო კანსტანტინოვიჩს კი გენერლის ცოლთან აკავშირებდა ფიზიკური სიახლოვე.ალბათ მოხუცი გენერლის ასაკოვან ცოლს, ახალგაზრდა ოფიცრის ახალგაზრდა ცოლი სჯობს, მაგრამ აქ ქალში არ არის საქმე, მთავარია ვის ცოლთან წევხარ. ასე რომ ყველა ქართველი ჯარისკაცი, ვისაც საბჭოთა ჯარში გენერლის ცოლი ჰყავს გაბახებული, შეგვიძლია დამოუკიდებელი საქართველოს ვეტერანი დივერსანტის წოდება მივანიჭოთ, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ ამ გზით ებრძოდა “წითლებს”.გიზოს ეკუთვნის ფრაზები:“არა ბიჭოს, მოსკოვს დავეკითხები!”“ჩაგახრჩობ ღვინოში”“ოფიციანტ! დირექტორი დაგვიკალი”“აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან”“მუზიკანტ, შუბლი მოწიე, თუმანი დაგაწეპო”ამიტომაც არ გამკვირვებია რომ დილით დაურეკავს და უთქვამს - მე “კორონა-შმორონა” არ ვიცი, რესტორანი “ქაბაბური”, შვიდზე ყველანი იქო!მაგრამ, ბატონი გიზოს უკეთილშობილეს მეუღლეს, ქალბატონ დალის, სამი წლის შვილიშვილი, გვარის გამგრძელებელი და ბაბუს ყვერება გიზუნა დაუფიცებია, სახლიდან არ გახვიდეო. გიზომ ჯერ აგინა, შემდეგ გაიბუტა და ბოლოს გადაწყვიტა - საღამოს შვიდზე, ყველანი სუფრასთან... კამპიუტერით!როგორც გავარკვიე, ის რაც მხოლოდ გაგონილი მქონდა, ჩემი თვალით უნდა მენახა საღამოს.დაუკარით! Online ქეიფია!დაპატიჟებულია გიზოს უახლოესი წრე, ოცი ადამიანი, ოჯახებით.გიზოს ორი ბიჭი ჰყავს, ერთს დილით ბაზარში წააყვანინა თავი, გაავსო “ბაგაჟნიკი” შემდეგ ეს ყველაფერი ოც ნაწილად გაყო და შვილს თითოეულ მოწვეულ ოჯახში დაარიგებინა. უხსნიდნენ - გიზო, ღვინოც გვაქვს და საჭმელიც, არ შეწუხდეო! თქვენ მე ვიღაც გუშინდელი არიფი ხომ არ გგონივართ? გიზო კანსტანტინოვიჩი ქეიფობსო! მეორე ვაჟს “ინტერნეტში” დაარეკინა და თვითონ ესაუბრა ოპერატორს - დედას გიტირებთ სულ ყველასო - დამუქრებია, ოცი ოჯახის გვარი ჩამოუთვალა და ყველაზე ინტერნეტ პაკეტი გააზრდევინა ერთი დღით - რომელიმესთან გაჭედავს ინტერნეტი და გაგიჭედავთ ცხოვრებასო! - შემდეგ კი სახლში სტილისტი, უფრო სწორად პარიკმახერი გამოიძახა - ქოჩორი შემისწორეო! - თუმცა ისაც მალე გაუგდია სახლიდან. როგორც გაირკვა სტილისტი პირბადით მისულა, გიზო კანსტანტინოვიჩს კი უთქვამს - მე რომ კორონა გადაგდო მადლობა უნდა მითხრაო! - ასე რომ ბატონი გიზოს ქოჩორის შესწორება ქალბატონ დალის მოუწია.დაიწყო დედაჩემმა მოტანილი პროდუქტის მომზადება გიზოს მიერ გაწერილი მენიუს თანახმად, ასე თქვა ყველა სუფრაზე ერთი და იგივე უნდა იდოს, ძმობაში რომ შური არ შემოიპაროსო.მე მამაჩემმა ქსელის გამართვა დამავალა და გიზოს კომპიუტერთან მიერთება. საღამოს ექვსისკენ უკვე ყველაფერი მზად იყო, ეკრანზე ოცი პატარა ვიდეო ფანჯარა იყო გახსნილი, მაგრამ ყველა ცარიელი, მხოლოდ ერთში მოჩანდა მათი ერთ-ერთი მეგობრის ბებია, ას ერთი წლის ქალბატონი ციალა. ნელ-ნელა ვიდეო ფანჯრები ივსებოდა, არ ჩანდა მხოლოდ იუბილარი, დედაჩემი და მამაჩემიც მიუსხდნენ სუფრას. ზუსტად შვიდ საათზე ბატონი გიზო ხმაურით დაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას, დაასხითო დაიძახა, თვითონაც შეივსო, ფეხზე წამოდგა და თამადა აირჩია. შესვეს, შემდეგ ჩანგლების ხმა იყო, მივუახლოვდი მონიტორს ისე რომ არ გამოვჩენილიყავი, ჭამდნენ! დიასახლისებმა ორიენტირი ქალბატონ დალიზე აიღეს, როდესაც “ცხელები” შემოიტანა, სხვა ქალებმაც, მათ შორის დედაჩემმაც, მას მიბაძეს.თამადას სუფრა ტრადიციულად მიყავდა, უფალი, იუბილარი, მშობლები, დედ-მამის შვილები, წასულები… ხანდახან ბატონი გიზოს ხმა, უფრო სწორად ღრიალი ისმოდა, მოვუსმინოთ თამადას მაგის დედა ვატირეო! ერთ-ერთს უსაყვედურა კიდეც, ტელევიზორი გამორთე თორემ გაგაგდებ “ჩათიდანო”, გამეცინა ეს სიტყვა რომ იცოდა.შემდეგ ცრემლები წამოუვიდა, თამადას სადღეგრძელო ჩამოართვა, ფეხზე წამოდგა და ყველას ფეხზე წამოდგომა სთხოვა, ჩვენს შვილებს გაუმარჯოსო, ახლა ყველამ თქვენი შვილების ფეხსაცმელი მოიტანეთ, იქიდან უნდა დავლიოთ სადღეგრძელოო. მამაჩემი, “ზიზღიანი” კაცია, მაგრამ გიზო კანსტანტინოვიჩს უარი ვერ უთხრა, უხმარი ფეხსაცმელი რომ გაქვს ის მათხოვეო, გაფუჭდება მეთქი, ახალს გიყიდი, ორს გიყიდი, არ დამღუპოო… ვათხოვე და დალია!უკვე გვარიანად ნასვამები იყვნენ, როდესაც ბატონმა გიზომ სურპრიზიო დაიძახა და ოც ვიდეო ფანჯარას მონიტორზე ოცდამეერთე დაემატა. იქ დამკვრელები ისხდნენ. პერფორმანსით და ფლეშმობით XXI საუკუნეში ვერავის გააოცებ, მაგრამ ასეთი პირველად ვნახე, მუსიკოსებმა შუბლები მოწიეს კამერასთან, ჯიბიდან გიზოს წინასწარ ნაჩუქარი ოც ლარიანები ამოიღეს, შუბლებზე მიიწებეს და დაიწყეს “კაცი ვარ და ქუდი მხურავსო…”ქეიფი გვიანობამდე გაგრძელდა, იქნებოდა ღამის პირველი საათი როდესაც ერთ-ერთი სუფრის წევრი გაიპარა, გიზომ ჯერ მონიტორიდან ეძახა: ჯეირან სად ხარო? მერე მობილურით დაურეკა და “ხმამაღალზე” ჩართო. იქაც რომ არ უპასუხა, გაბრაზდა, აღრიალდა, ამ დროს იმ ცარიელ კადრში თავი გაპარული სუფრის წევრის მეუღლემ შემოყო - ბოდიშს გიხდი გიზო, დაეძინაო - ეწყინა იუბილარს, მაგრამ არ შეიმჩნია - კაცი კი არა “ფინაჩიაო” - და ძალით გაიცინა. ერთ საათში დამკვრელებმაც ითხოვეს წასვლა, დიდსულოვნად გაუშვეს, ცოტა ხანში ერთ-ერთმა სუფრის წევრმა იარაღი გამოიტანა და ფანჯრიდან სამჯერ გაისროლა.ვიდეო ფანჯრები ნელ-ნელა აკლდებოდა, ბოლოს, როგორც წესია მხოლოდ მამაჩემი და გიზო შემორჩნენ. ერთმანეთს კიდევ ერთხელ ძმობა შეჰფიცეს, ჯარის ამბები გაიხსენეს, “შავლეგო” იმღერეს და დილით “პახმელიაზე” დრო დათქვეს… ისევ ვირტუალურად.კაი აბა, მოისვენე ახლა ირაკლიევიჩ - მთქნარებით უთხრა გიზომ მამას - არ დაიწყო ბოდიალი შენ რომ იცი, შეწექი ეგრევეო - ასე დაუბარა.მამაჩემმა პირობა შეასრულა, ცოტა ჭამა და დაიძინა, დედაჩემმა მაგიდა აალაგა, მე ჩემი კომპიუტერი ოთახში შევიტანე, დავწექი და გადავწყვიტე ნიასთვის მიმეწერა, მაგრამ კლავიატურაზე, N ღილაკში ღვინო იყო ჩასხმული და არ მუშაობდა, ვიფიქრე რომ ეს ნიშანია - ალბათ ასეა საჭირო - არაფერი მივწერე, ისე დავიძინე. თავი VIII.. თავისუფლება ისე არ მოდის...ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია თვეობით ვიჯდეთ სახლში, მაგრამ როგორც კი გვეტყვიან რომ “დარჩი სახლში” სული გვეხუთება და გარეთ გვინდა გასვლა. ახლა მივხვდი ამას, როდესაც ფაქტიურად შინა პატიმრობა მაქვს მოსჯილი და ჩემს ტელეფონში ისევ ჩემს უახლოეს განვლილ გზას ვათვალიერებ, უკვე ვნახე და აღვიდგინე მეხსიერებაში თოთხმეტი და თორმეტი დღის წინ სადაც ვიყავი: ბიცოლას დაბადების დღეზე და სამსახურის საშოვნად, ხოლო შემდეგი ექვსი დღე, როგორც აღმოჩნდა, სახლიდან ფეხი არ გამიდგავს.ამ დროს შეტყობინება მომივიდა, ლია ბებია მწერდა: DZLIVS GAMOGIGZAVNE PULI SUL DAKETILIA AK KVELAPERI. შემდეგ კი სპეციალური კოდი ეწერა, რომელიც უნდა წარვუდგინო ბანკში, მას შემდეგ რაც პირადობის მოწმობას მივაწვდი.ფულის გამოგზავნა ასე, პირველად რომ გამომიგზავნა და ამ დიდებულ ტრადიციას საფუძველი დაედო, მაშინ გამიხარდა და ახლა, რადგანაც ვხვდებოდი რომ ეს მარტო 200 დოლარი არ არის, ეს შანსია გარეთ გასვლის. ვინ მეტყვის რომ დატოვე ამდენი ფული ბანკში და სახლში იჯექიო?! მშვიდად ჩავიცვი, გავიკეთე საათი, სათვალე… მერე მივხვდი რომ რეზინის ხელთათმანები და პირბადეც უნდა გამეკეთებინა და ჩავთვალე, რომ ზედმეტად ბევრი აქსესუარით გარეთ სიარულს, არჩევანი ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამეკეთებინა, მხოლოდ პირბადე და ხელთათმანი.სად მიდიხარ? - არც გამკვირვებია რომ დედაჩემი გამომეგება, როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგო.ლია ბებომ ფული გამოაგზავნა და…კარგი დედი, მალე მოდი რა, არ მანერვიულო.გავედი, კარი გამოვიხურე და წამით გავჩერდი - სულ ეს იყო? - მეტ წინააღმდეგობას ველოდი, აი რა ძალა აქვს ფულს! რადგანაც მეოთხე სართულზე ვცხოვრობ, ჩასვლისას ლიფტით თითქმის არ ვსარგებლობ, ამჯერადაც ასე მოვიქეცი, ორი სართული ჩავირბინე და ჩემს კიბეზე ამომავალ მეზობელს შევხვდი. მე და ეკა, გარდა იმისა რომ ერთ კორპუსში ვცხოვრობთ, ასევე ბაღელები ვართ, შესაბამისად ერთად გავიზარდეთ, ბავშვობაში შეყვარებულებიც კი ვიყავით, როდესაც მე ცხრა წლის, ის კი შვიდის იყო, ნაკოცნავებიც გვაქვს ზუსტად ამ სადარბაზოში, ახლა კი კარგი მეგობრები ვართ.ინსტიქტურად მისკენ გავიწიე, თუმცა მისი მოძრაობით ყველაფერი გამახსენდა, ორ მეტრიან დისტანციაზე გამოვიწიე, ასე შორიდან მოვიკითხეთ ერთმანეთი, ორივეს გაგვეცინა, დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.სადარბაზოდან რომ გამოვედი, რამოდენიმე რამემ გამაოცა: სუფთა ჰაერმა, სიჩუმემ, ავტომობილების სიმცირემ და გიუშამ. ჰო, ჩემმა ძველმა მეგობარ-მეზობელმა, რომელზეც ადრე გესაუბრეთ.როგორც წესია ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, პირბადეში კი პატარა ნახვრეტი ჰქონდა გაკეთებული და სიგარეტს ეწეოდა.ვა, ვა, ვაა, რომან შე დაბრედილო! რას შვები ჩემი ძმა? - მოვიდა, ხელი ჩამომართვა, უფრო სწორად ხელი ხელში “ჩამირტყა” და გადამკოცნა. გიუშას ხელის ჩამორთმევაზე და გადაკოცნაზე უარს ვერ ეტყვი, ეს იგივეა რომ ჩიტებს ფრენა ავუკრძალოთ, უბრალოდ იმაზე დამწყდა გული რომ ეკა არ გადავკოცნე სადარბაზოში.როგორ ხარ გიუშ?როგორც მკითხულობ - პასუხმა დამაბნია, თვითონაც რამოდენიმე წამი სერიოზული სახით მიყურებდა, თუმცა შემდეგ სიცილი ატეხა და ახსნაც მოაყოლა - წეღან, მაღაზიაში უთხრა ერთმა ტიპმა მეორეს, ხომ მაგარი პასუხია?კი, კი.სად მიდიხარ?ბანკში უნდა მივიდე.გამოგყვე?გამომყევიპივას მიყიდი?დავფიქრდები…გამიღიმა, შენ და მამაშენი მაგრად “ღადაობთო”.გიუშას ტიპის ადამიანები, თუკი შენ მასავით “ქუჩის ბიჭი” არ ხარ, ანუ განსხვავებული სოციალური წრიდან ხართ, ანუ უბრალოდ სხვადასხვა კლასტერიდან, ცდილობს ან დაგჩაგროს, ან გემეგობროს და მუდამ ეძებოს საშუალება და მომენტი რომ რამით დაგეხმაროს. მე გამიმართლა, მეორე კატეგორიაში მოვყევი და ახლა როდესაც ქუჩაში ერთად საქმიანად მივსეირნობდით, ვფიქრობდი: ჩვენ რომ ძაღლები ვიყოთ, მე ვიქნებოდი სახლის მოვლილი, დავარცხნილი და დაბანილი კოკერ სპანიელი, გიუშა კი ქუჩის მაწანწალა ძაღლი, ყურში ჩარჭობილი სპეციალური ჩიპით.გაიგე ეს კორონა სინამდვილეში რა ყოფილა? - მკითხა და პასუხს დაუცადა, უნდა ვუთხრა რომ “არა”, რათა შემდეგ თვითონ განმანათლოს, ეს მისი ჩვევაა, მას მე უზომოდ ნაკითხი და განათლებული ვგონივარ, ამიტომ სულ ცდილობს მითხრას ისეთი რაღაცეები რაც მე არ ვიცი, ამით ცდილობს მითხრას რომ ჩვეულებრივი, ტიპიური, რიგითი “ბირჟავიკი” კი არა დაუმუშავებელი ალმასია, ქუჩაში დაკარგული.არა, არ ვიცი, მგონი ღამურამ…ჰეჰ! ღამურამ არა ყვავმა! - გულიანად გაიცინა - ეგ ლეგენდა ბიჭო ბებიებს მოუყვნენ სახლში. ქიმიურ ომის აზრზე ხარ? ამერიკელებმა შეუგდეს ეგ ვირუსი ჩინელებს, იმათმა კიდევ იკაიფე, იქით შეუტრიალეს ტო, აზრზე ხარ?არ ვიცი, შეიძლება…ჩვენი მეზობელი როა, “ფუტბოლის” ტრენერი, იმან მითხრა!ვიფიქრე, ჩვენი მეზობელი, “ფუტბოლის” ტრენერი, ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს, იმიტომაც არის კარგ დღეში ქართული ფეხბურთი მეთქი, მაგრამ როგორც წესია ვიფიქრე, არ ვუთხარი, თქმით კი სულ სხვა რამე ვკითხე, მორიდებით და გაუბედავად დავიწყეგიუშ, ისე ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და არც კი ვიცი სად ცხოვრობ?პირველ სართულზე ტო! - სიამაყით მითხრაკი, მაგრამ პირველზე ის არ ცხოვრობს? რა გვარია…ეგ მეორეა, მანდ როგორ არის იცი… - ახსნა დამიწყო, მივხვდი რომ ნახევრად სარდაფში ცხოვრობს, უფრო სწორად სარდაფში, რომელსაც კორპუსის ერთ მხარეს ფანჯრის ნახევარი მიწის ქვევით აქვს, მეორე ნახევარი კი მიწის ზევით.მივხვდი მეთქი, არც ვიცოდი მეთქი, ესეიგი გამოდის რომ მე სინამდვილეში მეოთხეზე კი არა მეხუთეზე ვცხოვრობ მეთქი, ახლა გაიგეო? გავუღიმე. - და მშობლები? მამა არ მყავს, აფხაზეთის ომში “დაბრიდესო”ეს რომელი ომია? რომლის “დევნილი” ლია ბებიაც ახლა ფულს აგზავნის ვანკუვერიდან მეთქი? ვიფიქრე, რა თქმა უნდა და არ ვთქვი. დედა მყავსო, განაგრძო.მე მგონი ვიცნობ დედაშენს, შევხვედრილვართ მეთქი. არაო, გამორიცხულიაო! როგორ ასეთი და ასეთი ქალბატონი - აღვუწერე. გამორიცხულია! ვერ ნახავდი, ლოგინადაა ჩავარდნილი, წლებია გარეთ არ ყოფილაო, გავჩუმდი. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, თემის შეცვლა გადავწყვიტე: სულ გარეთ რატომ დგახარ მეთქი? დედაჩემს ვატყუებ, გონია რომ ვმუშაობო. მიხვდა რომ გავჩუმდი, თვითონვე გამომიყვანა მდგომარეობიდან:რა იყო, რა ცხვირი ჩამოუშვი, სკოლაზეც ასე ვატყუებდი, დავდივარ, დავდივარ მეთქი და სინამდვილეში ბირჟაზე ვეგდე - ისევ გაიცინა.ბანკში მივედით, გიუშამ გარეთ დამიცადა, დისტანცია დავიცავი, დიდხანს ვიდექი და ფიქრის დროც მქონდა, რა თქმა უნდა გაგონილზე ვფიქრობდი, ფული ავიღე.·        ლარში გნებავთ თუ დოლარში?როგორც წესი, ლარებში ვიღებდი ხოლმე, ახლა დოლარში გამოვართვი. გადავკეცე ორი ას დოლარიანი. რაღაცნაირი კუპიურაა, რომ გაქვს სხვანაირად გრძნობ თავს, შეიძლება ჯიბეში ასი ლარი და ათი დოლარი გედოს, ასი ლარი ხომ უფრო მეტია, მაგრამ იმ ათი დოლარის სხვანაირი იმედი გაქვს, მოკლედ საკუთარ ქვეყანას ჰგავს ეს მწვანე ფული.უკანა გზაზე, გიუშა ისევ რაღაცეებს მიყვებოდა, თან მახსენებდა ლუდის ყიდვა არ დაგავიწყდესო, სახლთან რომ მივედით, ვუთხარი, რაღაც მინდა გითხრა და არ გეწყინოს მეთქი.ისეთი რა უნდა მითხრა რომ მეწყინოს ტო? პივას ვერ მყიდულობ? არაა პრობლემა, რანაირი ხარ ტო, მაგის გამო კი არ გამოგყევი, აბიჟაეშ რომანჩიკ ტო!არა, არა… სხვა რაღაც მინდა გითხრა - ჯიბიდან ორი ას დოლარიანი ამოვიღე, ერთი უკან ჩავიდე მეორე კი გიუშას გავუწოდე - ეს ფული მინდა გაჩუქო, საწყენად არ მიიღო ოღონდ, დედას მიუტანე, უთხარი ხელფასი ავიღეთქო - ნახევრად ხუმრობით ვთქვი და გავიღიმე.დაიბნა, არ ელოდა, ცოტა ხანი იფიქრა - შენ არ გჭირდებაო? - მკითხა. სხვანაირი გახდა, ჰო! ადამიანი ერთ წამში სხვანაირი გახდა. გამომართვა, მადლობაც არ მითხრა, ისე წავიდა. უფრო სწორად მითხრა მადლობა, მაგრამ რაღაცნაირად უსიტყვოდ! ისე, რომ ვიგრძენი მხოლოდ.ასეთ დროს, ხმამაღლა თუ არა, ჩუმად მაინც აქებ საკუთარ თავს კარგი საქციელისთვის, ამ ჩუმი მონოლოგით, გაღიმებული და გახარებული გავემართე სადარბაზოსკენ ისე, რომ არც შემიმჩნევია სად წავიდა გიუშა.შენობაში რომ შევედი დავინახე, კიბეებზე ქვემოთ ჩადიოდა, თავის პირველ სართულზე.სახლისკენ რომანჩიკ?ხო გიუშ…ღიმილით დავშორდი, ლიფტი არც გამხსენებია ისე ავუყევი კიბეებს, უკვე მეოთხეზე, სახლის კარებთან ვიყავი სადარბაზოში, გიუშას ექოიანი ხმა რომ გავიგონე.რომჩიკ!ხო გიუშ!ისე დოლარი ჯობია არა?რითი ?ჰეჰ, რას ჰქვია რითი?! დედაჩემს ვეტყვი რომ უცხოელებთან ვმუშაობ! თავი IX. მამათა და შვილთა ბრძოლადილით ირაკლი ბაბუამ მამას დაურეკა, ჩემს უსაყვარლეს შვილიშვილს ათხოვე მანქანა და სთხოვე წამომიყვანოსო. დიდად ავტომობილის მართვა არ მიყვარს, მართვის მოწმობაც რა თქმა უნდა ოჯახის, კერძოდ კი, ბებიაჩემი მერის დაჟინებული თხოვნის და ცოტაოდენი ფინანსური წახალისების გამო ავიღე.თამაზი მამას კომფორტული და კარგი მანქანა ჰყავს, დედამ უყიდა, ანუ ლია ბებომ, უბრალოდ ქართველებისთვის ცოტა უცნაური ფერისაა, ღია მწვანე, ამიტომ მამას მეგობრები “ხ კომბოსტოს” ეძახიან.ხოდა ვიფიქრე კარანტინობის ჟამს ცუდი არ იქნებოდა თუკი ცოტას გავისეირნებდი, ბაბუაჩემთან წინასწარი შეთანხმებით და იმის გარკვევით მარტო მოდიოდა თუ ძმა-ბიჭებით, მივხვდი რომ ადგილი დარჩებოდა, ამიტომაც ორნი წავედით, მე და ჩემი და ანა, რომელსაც სხვადასხვა ნაირად  მივმართავ ხოლმე: თუკი მაბრაზებს ანნა და თუკი კარგ ხასიათზე ვარ - ანიკო. როგორც მოგახსენეთ ჩემზე უმცროსია, მომავალ წელს სკოლას ამთავრებს და ამბობს არაფერიც არ უნდა გამოვიდეო - ყველა თუ რაღაც უნდა გამოვიდეს, ვიღაც არაფერიც ხომ უნდა იყოსო - სწორედ ასეთი აზრებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ის ხელოვნების რომელიმე დარგს აირჩევს ცხოვრებისეულ გზად.უკან დაჯექი მეთქი, თითქმის უკვე ღვედგადაკრულს ვუთხარი და ახალი წესი შევახსენე - კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, ავტომობილში მძღოლის გვერდზე ჯდომა აკრძალულია! - გაიცინა, მაგრამ დამიჯერა.ანუ კორონა მხოლოდ გვერდიდან გადადის?ასე გამოდის მეთქი და გავიცინე. დავიძარით, რა თქმა უნდა ანას მე ძალიან ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს ეს მწვალებელი.რომან, შენ როგორ ფიქრობ? დედას და მამას მე უფრო ვუყვარვარ თუ შენ?რა თქმა უნდა შენ!რატომ?იმიტომ რომ შენ ანა დაგარქვეს, მე კი რომანი.პირიქით, შენ უფრო უყვარხარ მშობლებს, ამიტომაც დამარქვეს მე ანა.ეგ როგორ?ხომ შეიძლება შენთვისაც ანი დაერქმიათ, აი, მაშინ ნამდვილად არ ეყვარებოდი არც ერთს, მაგრამ შენ რომანი გქვია, ამიტომ მქვია მე ანა. მიხვდი?ვერ…იმიტომ რომ დებილი ხარ, სიტყვებით გეთამაშები. რომანი, ანი…ანუ, მაგ ლოგიკით შენ ნახევრად უყვარხართ… ჩემი სახელის ნახევარი გქვია.ასე გამოდისო მითხრა და უკნიდან თმები ამიჩეჩა.საცობები არ იყო და მცხეთას მალე მივუახლოვდით. რადგან ჯერ ცხრა საათამდე დიდი დრო იყო, გამოვთვალე, ორი საათი უკან დასაბრუნებლად, ამდენიც არ არის საჭირო, მაგრამ როგორც მამაჩემი თამაზი იტყოდა “სტო ვპირიოდი”, ანუ თადარიგი დავიჭირე. იქაც ერთი საათი ყოველი შემთხვევისთვის, ახლა კი მხოლოდ შუა დღის ოთხი საათია.მცხეთაში ხომ არ გავისეირნოთ? - ვკითხე ანიკოს.ჰო, ანიკოს, რადგანაც ნერვებს არ მიშლიდა  და თანხმობა მივიღე. ქალაქის შესასვლელში პოლიციელებმა სიცხე გაგვიზომეს და გაგვაფრთხილეს, ცხრაზე სახლში უნდა იყოთო.ღმერთო ჩემო! რა ლამაზი ქალაქია, როცა “სალობიე” დაკეტილია, მასთან ერთად სხვა რესტორნებიც და შესაბამისად კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორია ქართველი ტურისტებისგან დაცლილია. მომინდა ფეხით გამევლო, მაგრამ მხოლოდ მომინდა, ავტომობილიდან არ ჩამოვსულვარ, ჯერ სვეტიცხოველთან გავჩერდით და დავიწყე მოყოლა რაც ვიცოდი და არ ვიცოდი. მთელი ჩემი ცოდნა გაფმოვაფრქვიე და როდესაც თავად მივხვდი, რომ რამოდენიმე წინადადებაში ყოველგვარი მარაგი ამოვწურე, უხერხული პაუზა ანიკომ შეავსო… მოყვა და მოყვა, გაოგნებული ვუსმენდი, “კატაობა” განვაგრძეთ, დედათა მონასტერზე მომიყვა, ჯვარზე, ბებრის ციხეზეც კი, მიჰყვა მტკვარ-არაქსის კულტურას, გაცი, გაიმი, არმაზის კერპი... უკან მივტრიალდი - საიდან ანიკო ამდენი?! - თურმე ტელეფონში აქვს თავი ჩაყოფილი და იქიდან მაწვდის ინფორმაციას, გავუბრაზდი, რა გინდაო მკითხა? ეგრე ხომ მეც გეტყვი? მითხარი მერე, ვინ დაგიშალა. ძალიან განსხვავებული და სხვა თაობა ხართ მეთქი - კიო - მიპასუხა და კითხვა დამისვარომან! აი, წარმოიდგინე, მარტო იმით რომ დავკმაყოფილებოდი სვეტიცხოველზე, რაც შენ მითხარი - ხმა დაიბოხა და ისე განაგრძო, თითქოს მე დამცინოდა - ესაა ანიკო სვეტიცხოველი, ზუსტად ვერ ვიხსენებ როდის აშენდა, აქ არის ქრისტეს კვართი დამარხული, რომელიღაც წმინდანს ჩაუხუტებია და ისეა დამარხული, ცნობილი მეფეები მარხიან რომ შედიხარ შუაში… - თავის ხმით განაგრძო - გამოდის რომ მხოლოდ ეს მეცოდინებოდა, მე კი უბრალოდ და მარტივად გავიგე უფრო მეტი ერთ წუთში ვიდრე შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. ასე არ არის?ანნა! - გაბრაზებული ტონით მივმართე - ეგ არის ზედაპირული ცოდნა, ამას გეუბნები რომ, მართლა სხვა თაობა ხართ!სიცილი აუტყდა, უფრო სწორად ჩემი დაცინვა აუტყდა. გავჩუმდი, ხმა ვერ გავეცი, ვფიქრობდი, მართლაც რა განსხვავებაა საჯარო ბიბლიოთეკაში მიიღებ ცოდნას თუ ტელეფონის ეკრანიდან? მუსიკას ავუწიე და სარკეში გავხედე, ფანჯარაში იყურებოდა და ფოტოებს იღებდა.მისაქციელშიც მალე ჩავედით, ჩვენსავით, რამოდენიმე მანქანა იდგა, როგორც ჩანს სხვა ბაბუებსაც მოაკითხეს შვილებმა და შვილიშვილებმა, სინამდვილეში ყველა ორ მანქანაში ჩაეტეოდა, მაგრამ კარანტინის წესებიდან გამომდინარე მთელი ქუჩა სავსე იყო. ჩამოვედი, ყველას მივესალმე, რა თქმა უნდა დისტანციურად, ახლა ბაბუებმა დამცინეს, რომ მორჩნენ, მითხრეს კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ მაინც გადაგვარდა საქართველოო.ბაბუაჩემი ირაკლი წინ ჯდებოდა, წესები რომ ავუხსენი, გაგიჟდა.წინ ცოლის დაჯდომა არ შეიძლება და ესეიგი მე ვინ გამოვდივარ, ცოლი?! - ბიჭების გასაგონად როხროხებდა.ვთხოვე, ვაგვიანებთ მეთქი - კარგი, როგორც გინდაო - და ანას მიუჯდა დ როდესაც სხვა ავტომობილის უკანა ფანჯრებიდანაც თავი გამოყვეს მისმა მეგობრებმა - დამშვიდდა. გააჩერეთო, ატეხეს ყვირილი, ავტოკოლონა შეჩერდა, შემდეგ ერთმა დაიწყო - ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ! - სხვებიც აყვნენ - ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ! - იმღერეს, იხმაურეს, გაიხარეს და დავიშალეთ.ანნა - ანიკოს ყურებზე დიდი ყურსასმენები ეკეთა და ჩასძინებოდა, ირაკლი ვერ ისვენებდა უკანა სავარძელზე, ბუტბუტებდა - რა დრო მოვიდა, სულ გადავშენდით, გადაგვაგვარეს, “რემენიც” ხომ არ გავიკეთო უკანო.მცხეთაში რომ შემოვედით, რაღაც ადგილას სევდიანად ჩაილაპარაკა: ბაბუ, აქ ხინკალი კეთდებოდა, მარტო ხინკალი, მეტი არაფერი, მთელი ქალაქი აქ დავდიოდით. გაიხედე, ზემოთ, ძველებური სახლი რომ დგას, ხედავ? ვისია თუ იცი? ომარა ჩაგუნავასი! იცი შენ ვინ იყო ომარა ჩაგუნავა? ტყვიას ტყვიაში აჯენდა! დიდი ვაჟკაცი კაცი იყო, ბაბუ! ფული და პატივისცემა არ აკლდა, მაგრამ არც თვითონ არ აკლებდა სხვას პატივისცემას და სიყვარულს. ასეთი კაცი იყო, აბა?! დიდი ძმობა გვაკავშირებდა! ააა, ასე ვიყავით! - და მარცხენა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუხახუნა…გამეცინა - რა გაცინებსო? მე დამცინიო? - არა მეთქი, ვიუარე და რა თქმა უნდა გავიფიქრე, რომ უბრალოდ ყველას თავისი “მცხეთა” აქვს, ყველას თავისი ისტორია.ჩემს სიცილზე, თვითონაც გაიცინა, უკნიდან თმები ამიჩეჩა, შემდეგ უკვე საღამო შემოპარულ სიბნელეში, სარკეში მისი სახე დავინახე. სევდიანად ჩაილაპარაკაარა რა… სხვა თაობა ხართ! თავი X. ორი ჩაი...დილით ჩემი ოთახის კარი გაიღო და ბაბუაჩემმა ბორბლებიანი ე.წ. “ჟურნალების” მაგიდა შემოაგორა, ზედ ჩაი, ტაფაზე გაცხელებული ხაჭაპური, ყველი, პური, კარაქი, ძეხვი და თაფლი იდო. უკან დედაჩემი მოყვებოდა, რატომ წუხდებიო, ადგება და შეჭამსო - არა! გუშინ რომ პატივი მცა, ახლა მე უნდა მოვუარო ჩემი სიყვარულის ბიჭს - და კარები სახესთან მიუხურა.მაგიდა ლოგინთან მომიგორა, წამოვჯექი, თქმა დავაპირე ბაბუ რად გინდოდა, გამოვიდოდი მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი, ჯიბიდან ორი პატარა არყის ჭიქა და პლასტმასის ბოთლი ამოიღო. ჩუმად მითხრა, გუშინ ბევრი დავლიეთ, არ ვარ კარგად, ჭიქა მომიჭახუნეო. წამოვდგები, ჩავიცვამ მაინც მეთქი - კომფორტულად იყავი, გთხოვ, მე ასე გამეხარდებაო - მიპასუხა და თავისთვის ძველებური, მაგრამ საკმაოდ კომფორტული სავარძელი მოაჩოჩა, მე ბალიშები კედელს მივაყარე და ზურგიც მალე მივადე, რომ არ ჩამოშლილიყო რბილი კონსტრუქცია.ისე დაგისხამ, არ დალიო, მომიჭახუნე!დავლევ მეთქი, რაღაცნაირად მომინდა, ასე კომფორტულად, ასე ფუფუნებით უარს როგორ ვეტყოდი. ვახ! შენ გენაცვალეო, გაიხარა! გაგიმარჯოს რომანი! შენ გაგიმარჯოს ბაბუ! - რაჟდენას კარგად ჩაციებული არაყი ვხუხეთ და ცხელი ხაჭაპურიც გადმოვიგდე თეფშზე, თვითონ კი პურზე თაფლი წაუსვა, ვიფიქრე თავისთვის უნდა მეთქი, მაგრამ მე გამომიწოდა. გავთბი არყისგან, გავთბი ბაბუსგან. რატომ ხარ ეს დღეები უხალისო და მოწყენილი, ბაბუ? - მკითხა და ჭიქები შეავსო.კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ჩემზე ცუდად მოქმედებს!ატრაკებ და გიხარია, ეს რა საგანგებო მდგომარეობაა, საგანგებო მაშინ უნდა გენახა, 90 წლებში რომ იყო. მერე როგორ გაუძელი სახლში ყოფნას, მაშინ ხომ არაფერი არ იყო? არც დენი, არც წყალი, არც გაზი? სახლში რა მინდოდაო, გაიოცა და დაიწყო:მე, რაჟდენამ, გუშინ რომ გიყვებოდი ომარა ჩაგუნავამ და კიდევ ერთი ძმაბიჭი გვყავდა ამირანა, დავაარსეთ სამხედრო-სამშვიდობო ორგანიზაცია “სგთსფგმთსურკ” რაც ნიშნავს საქართველოს გულის, თბილისის სულზე ფარივით გადამფარებელ მამათა თაობის, სიყვარულის და ურთიერთობის რაინდული კავშირი…სიცილი ამიტყდა, ეს რა სახელია მეთქი, თვითონაც გაიცინა, რა გვექნა ბაბუ, სხვა ყველა სახელი დაკავებული იყოო. მოკლედ როგორც აღმოჩნდა, ამ ორგანიზაციის საშუალებით და დამსახურებით მოწმობებიც ჰქონიათ და ქალაქშიც ნებისმიერ დროს გადაადგილდებოდნენ.ვკითხე რითი განსხვავდება მაშინდელი დრო და დღევანდელი მეთქი?ვრცლად გიპასუხოთ პატივცემულო რომან თუ მოკლედ?როგორც გინდა ბაბუ…კარგი - ჭიქა აიღო ხელში - სხვებისთვის ბევრი რამით, ჩვენთვის ალბათ არაფრით.ჩვენში ვის გულისხმობ? ჩვენს ოჯახს? - მეც ჭიქა ავიღე და მივუჭახუნე.არა, ქართველებს! - დავლიეთ, დავიჯღანე, ძეხვის ნაჭერი მომაწოდა.რატომ? ყველაფერი წინ მიდის, ყველაფერი ვითარდება, მათ შორის ჩვენც - ოპტიმიზმით სავსე პასუხი დავუბრუნე.მაინც რა?მაგალითად… მაგალითად… - ჩემი მობილური ტელეფონი დავანახე - ესაც ხომ განვითარებაა, ესაც ხომ პროგრესია?!რას გეტყვი იცი? ჩემს ოთახში რომ ძველი ტელევიზორია, ხომ იცი?კიიაპონურია!ვიცი.აი ეს შენი ტელევიზორი, ახალი, თხელი, პულტიანი… ეგაც იაპონურია, იცი?ვიციხოდა ნახე, იაპონელებს რომ ტელევიზორი არ გამოეშვათ, არც შენ გექნებოდა და არც მე, ხომ ასეა?ასეა!ადრე უშვებდნენ კარგს, ახლა უშვებენ უკეთესს, ესაც ხომ ასეა?ასეა!ხოდა რა გამოდის?გამოდის რომ იაპონელები განვითარებულან.გამარჯობა შენი! - ირონიულად ღიმილით მიპასუხა.თუმცა ისაც დააყოლა: არ იდარდოო, რამე იქნებაო, სულ ასე ხომ არ ვიქნებითო? მორიდებით მკითხა, შეყვარებული გყავსო? არა მეთქი ვუპასუხე.როგორ ბაბუ? არც არავინ მოგწონს?მოწონებით კი… შენ როგორ გაიცანი ლია ბებია?ჯერ გაბრაზდა, ცოტა მეჩხუბა, რომ არ ჩამაშხამო, ისე არ შეგიძლიაო, შემდეგ კი:სად გავიცნი და გამაცნეს, იცი რა ბიჭი ვიყავი? - წამოდგომა დააპირა - მოიცა ჩემი ახალგაზრდობის ფოტო მოგიტან.არ გინდა, ნანახიც მაქვს და აგერ მაქვს ტელეფონში!ვახ, ვახ, ბაბუს სიყვარულის ბიჭი ხარ შენ! აბა მანახე!ტელეფონში ფოტო გავხსენი სადაც ლია ბებია და ირაკლი ბაბუა ერთად არიან ზღვის სანაპიროზე, შავ-თეთრი ფოტოა, კუთხეში რომ წელი აწერია ისეთი. რაღა ეს ფოტო აირჩიეო, კიდევ გაბრაზდა, მერე ჩააკვირდა ტელეფონს, აბა გაადიდე, ხომ შეუძლია მაგ ტელეფონს ეგეთი რამეო, კი მეთქი და მივაახლოვე, გაეღიმა. ბებიაშენიც ლამაზი ქალი იყოო.ვკითხე, გიყვარს მეთქი?გადააშენე აქედან! - ბოთლს ხელი მოკიდა - ერთიც დავასხათ ბაბუ?დაასხი - უკვე არაყ შეღუტუნებულმა ვუპასუხე.ჩამოასხა, მეც დამისხა, არ დამითვრეო, დამცინა, ხომ ვარ ბებერი, მაგრამ შენნაირს ათს გამოვათრობო.მე იცი ვინ მიყვარს?ვინ გიყვარს ბაბუ?ვინ და შენ მიყვარხარ ჩემო სიყვარულის ბიჭო…გადაკრა, მეც გადავკარი.და ლია ბებო? - გავუღიმე.შენ ახლა კარგ ხასიათზე ხარ და მამასხრებ! - თვითონაც გამიღიმა.შეჭამ კიდევო? არა მეთქი, გავიტან მაშინ ამ ყველაფერსო, ნახევრად ცარიელი არყის ბოთლი სპორტული “ზედას” ჯიბეში ჩამალა, მეორე ჯიბეში კი ჭიქები. მოდი ბაბუ ჩაგეხუტო მეთქი.ლოგინზე, მუხლებზე წამოვდექი, გადავეხვიე და გადამეხვია.კაი, გამიშვი შე ვირიშვილო, რას მატირებ ამხელა კაცს?გამოვიწიე, სახეზე შევხედე, მომღიმარ სახეზე მართლაც ცრემლები ჩამოსდიოდა. სავარძელი ადგილზე მიაჩოჩა, შემდეგ კი ნელნელა წააგორა თავისი შემოტანილი მაგიდა. მე ისევ წამოვწექი, ტელეფონში ფოტოს ჩავხედე და გზაში კითხვები მივაყოლე.ბაბუ, ბაბუ! ამ ფოტოში რომ ხართ შენ და ლია ბებო, ამ დროს გიყვარდა ლია ბებო?გაბრწყინებული თვალებით გამომხედა:ვგიჟდებოდი!და ახლა ბაბუ? ახლა არ გიყვარს?შემეშვი კაცო, შენ ვინ ყოფილხარ?! გიჟია, ოხერი!ღიღინ-ღიღინით გავიდა, მაგიდას მიაგორებდა და თან კარები ფეხით გაიხურა… გაახალგაზრდავდა! თავი XI. რიგითი თამაზის გადასარჩენადდღე და ღამე არეულს, ირაკლი ბაბუს სენტიმენტებით გამთბარს, მას შემდეგ რაც დედაჩემ თინას ხორცის გატარებაში მივეხმარე, გადავწყვიტე დამსახურებულად დამესვენა ტელევიზორის წინ, ტახტზე და პროდუქტებზე მიმავალ მამა თამაზს მორიდებით, მაგრამ დამსახურებულად ვთხოვე სიგარეტის წამოღება.ტელევიზორთან ჩამეძინა და როდესაც გამეღვიძა, სახის ნახევარს პლედი მიფარავდა, ალბათ დედაჩემმა მომაფარა, სახლში ხმაური იყო. აივანზე კაცები იდგნენ, დედაჩემი ოთახის ბოლოში სკამზე იჯდა და მეზობლის ქალი წნევას უზომავდა. ჩემი და ანა ბებიაჩემ ლიას ელაპარაკებოდა ჩემი კომპიუტერით, რომელიც მხოლოდ ერთს გაიძახდა - თამაზ შვილო, ეს რა დაგემართა, თამაზ! ნელნელა წამოვიწიე, პლედი ძირს დავაგდე და ოთახი მოვათვალიერე, ბაბუაჩემი ირაკლი ერთი ბოლოდან მეორეში გადიოდა და გამოდიოდა.რა მოუვიდა მამაჩემს? - ფეხზე წამოვხტი.ამ დროს კარის მეზობელი, შუა ხნის კაცი, ბატონი გუჯა შემოვიდა, ჩაცმულობაზე ეტყობოდა რომ სასწრაფო წესით ჩაიცვა, პულოვერზე პიჯაკი, ქვემოთ სპორტული შარვალი, უფრო ქვემოთ კი ფლოსტები. ხელში კი გრძელი, დახვეული თოკი ეჭირა.რად გინდა თოკი? - ჰკითხა ბაბუაჩემმა.ჩავუშვათ! - გადაჭრით თქვა ბატონმა გუჯამ.რა მოუვიდა მამაჩემს ? - კითხვა გავიმეორე.შენ არ ინერვიულო, შვილო, რომანი, ყველაფერი კარგად იქნება - მეზობლის ქალმა დამამშვიდა.აივანზე შეჯგუფებულ მეზობლის კაცებს გავხედე, ერთერთი ტელეფონზე საუბრობდა და თან დურბინდით იყურებოდა.რა მოუვიდა მამაჩემს?თურმე მამაჩემს გზაში მანქანა გაუფუჭდა, ცხრა საათს რამოდენიმე წუთი აკლდა, ჯერ გაკეთება სცადა, შემდეგ როდესაც მიხვდა რომ ვეღარაფერს უშველიდა და მისი ცოდნა ავტოტექნოლოგიებში არ იყო საკმარისი, საათს დახედა, უკვე ათი საათი იყო დაწყებული, სასწრაფო წესით პროდუქტები აუღია და სახლამდე დარჩენილი ორასიოდე მეტრი ფეხით უნდა ამოერბინა. ამ დროს ჩვენი სახლის სიახლოვეს პოლიცია შეჩერდა, მამაჩემმა ჯერ ავტომობილში დაბრუნება გადაწყვიტა, უკან დაიხია, მაგრამ ამ დროს იმ ქუჩის კვეთაზეც მეორე საპატრულო ეკიპაჟი გაჩერებულა, რომელიც ჩვენი სახლიდან არ ჩანს. როგორც მეზობლებმა აღნიშნეს მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარეობაა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის არნახულად დიდი ჯარიმებია, ასე ჩერდებიან ერთ ადგილას და დილის ექვს საათამდე ადგილიდან არ იძვრიან - გზა აბნეულ მოქალაქეებს ელოდებიანო. დაბნეული თამაზი იქვე მდგომ ბუჩქში შემძვრალა, თავისი პროდუქტებიანად და ახლა იმ საგანგებო შტაბის იმედადაა რომელიც ჩვენი მოხალისე მეზობლებისგან შეიქმნა და მისაღები ოთახიდან ხელმძღვანელობენ ოპერაციას “რიგითი თამაზის გადასარჩენად”.თამაზ, ტელეფონი ხომ დატენილი გაქვს?... ეგ კარგია! - დურბინდიანი კაცი ტელეფონზე საუბარს არ წყვეტდა, ახლოს მივედი, ქვედა მეზობლის სიძე იყო, სახელი არ ვიცი. - დამშვიდდი, ახლა მთავარია ნერვებს არ აჰყვე!მზვერავს, ისე რომ ტელეფონზე საუბარში ხელი არ შევუშალე, ხელით ვანიშნე, დურბინდი მათხოვე მეთქი, მომცა, იქით გავიხედე, საითკენაც იყურებოდა და რამოდენიმე წამიანი ძებნის შემდეგ, ერთი მოზრდილი ბუჩქის შიგნით ჩაკუზული მამაჩემი დავინახე, რომელსაც სახეს მობილური ტელეფონი უნათებდა. სიცილი ამიტყდა - რა გაცინებსო? - გაიოცეს აივანზე მდგომა ალტრუისტებმა, ნერწყვი გადავყლაპე, დავსერიოზულდი, სხვა რამეზე გამეცინა, ცელოფნებიდან ძეხვი მოსჩანს გარეთ გამოყოფილი და შემალოს, პატრულმა არ შეამჩნიოს მეთქი.·        ბატონო თამაზ, კალბასი გიჩანთ! - ფრჩხილების კვნეტით ჩასძახა ტელეფონში მეორე მეზობელმა, ახალგაზრდა ბიჭმა. ენაზე მწარედ ვიკბინე რომ არ გამცინებოდა, თითქოს შევიკავე კიდეც სიცილი, მაგრამ როდესაც დურბინდში დავინახე როგორ სწრაფად შეწია მამაჩემმა ძეხვი ბუჩქებში და ბუჩქებიც კონსპირაციულად გაასწორა, ისტერიული სიცილი ამიტყდა, დურბინდი პატრონს დავუბრუნე, თავს ვერ ვიკავებდი, ცრემლები მომდიოდა, ოთახში დავბრუნდი, იქაც გაოცებულები მიყურებდნენ - ნარკომანი ხომ არ არისო? - დედაჩემს ჰკითხა მეზობლის ქალმა, სამზარეულოში შევვარდი, კარი მივიხურე და დიდხანს, დიდხანს ვიცინოდი.სიცილს რომ მოვრჩი, ყავა მოვიხარშე, სიგარეტს მოვუკიდე და სამზარეულოს კარი შევაღე, ხმა რომ გამეგო. ჩოჩქოლი ატყდა, გარეთ გამოვედი, სტუმრები ერთმანეთში ამბავს ავრცელებდნენ: ბატონი გელა ამოდის, უკვე მესამე სართულზეა, შვილიშვილებს ამოჰყავთ ნელნელაო.პირველ სართულზე მცხოვრები ბატონი გელა, როგორც მე ვიცი, ძველის ძველი გენერალია, ესაც იქიდან ვიცი რომ ერთხელ ტელევიზორში ვნახე ცხრა მაისს, ვაკის პარკში მთავრობას აგინებდა. ალბათ ას წლამდე ბევრი არც არაფერი აკლდა, ისე კი მხნედ გამოიყურებოდა.შემოიყვანეს თუ არა კარებში დედაჩემმა მიატირა - გვიშველეთ ბატონო გელაო. გენერალმა, როგორც შეშვენის, არ შეიმჩნია დედაჩემის ტკივილები, თუმცა თავზე ხელი მაინც დაადო და მისაღებში შემოვიდა. რაც პირველი თქვა, არავითარი ცრემლი, ყვირილი და ისტერიკა არ დავინახოო, ქალები და ბავშვები გაიყვანეთ ოთახიდანო, მომეცით ტელეფონიო, დურბინდიო…მისი ბრძანება სწრაფად შესრულდა, ამ დროს გიუშაც ამოვიდა, სანამ სამზარეულოში სიცილით ვუყვებოდი რაც ხდებოდა, გენერლის ყვირილი შემომესმა. გაგიჟდი თამაზ? ჩააქვრე ახლავე სიგარეტი! მტერი შეგამჩნევს.რომ გამოვედით, ვიღაცას უკვე ჩვენი კორპუსის გეგმა ჰქონდა მოტანილი, გენერალ გელას მაგიდაზე გაეშალა და კალმით ზედ რაღაცეებს ხატავდა.უკვე საკმაოდ გვიან იყო, ერთი კაცი მისაღებიდან დროდადრო ჩემი დის ოთახში შედიოდა, სადაც ჩემი და, დედაჩემი და მეზობლის ქალები იყვნენ შეკრებილნი და შტაბიდან უახლოესს ინფორმაციებს აწვდიდა.ნუ ნერვიულობთ ქალბატონო თინა, თამაზი ბიძია კარგად არის, რაც მთავარია საჭმელი და წყალი აქვს. ყველაფერი მალე დამთავრდება.მამაჩემისგან მოსული ბოლო ინფორმაციდან გამომდინარე, იმის შესახებ რომ მისი ტელეფონის აკუმულატორი ნელნელა იცლებოდა, ბატონმა გენერალმა შეწყვიტა უწყვეტი კავშირი მასთან და გააფრთხილა არავის დარეკილს არ უპასუხო, მხოლოდ ჩემს ზარებსო.მეზობლის თოკიანი კაცი, ბატონი გუჯა, ჯიუტად გაიძახდა, თოკს ქვა მოვაბათ, აგერ ახალგაზრდა ბიჭები არიან, ისვრიან იმ ბუჩქამდე, დაიჭერს თამაზი და თბილი ტანსაცმელი ჩავუგზავნოთო, მაგრამ მას შემდეგ რაც უახლოესი ინფორმაციით, მამაჩემს არაყიც ჰქონია ნაყიდი და ნელნელა წრუპავდა, ასევე გეგმის არასაიმედოობის გამო, უარყოფილ იქნა გუჯას შემოთავაზება.ღამის ორი საათისთვის, ოთახში მყოფ ყველა წევრს მაგიდასთან გვიხმეს და სპეც. ოპერაციის დაწყების შესახებ გვაუწყეს.რომელი ხართ ყველაზე სწრაფი და ასევე ყველაზე ვაჟკაცი? - იკითხა გენერალმა.რაშია საქმე ბატონო ჩემო? - იკითხა ქვედა სართულის სიძემ, შეშინებული სახით.აი, აქ დგას პატრული! - გენერალმა კალამი აიღო და რუქაზე მიგვითითა - ამ მხარეს კი ჩვენს სახლს, მეორე სართულზე აქვს ფანჯარა, რომელიც ქუჩის მხრიდან სულ რაღაც ერთი მეტრით არის დაშორებული მიწიდან. აქედან უნდა გადახტეს კაცი, დაენახოს პატრულს და შემდეგ აი ამ მიმართულებით გაიქცეს - რუკაზე კალმით გახაზა გაქცევის ტრაექტორია - მოურბინოს კორპუსს მეორე მხრიდან და ამ ჭიშკრით შემოვიდეს, ჭიშკარში არსებული პატარა კარით. მოგეხსენებათ ჭიშკარი დაკეტილია… ხომ დაკეტილია? ვინმეს ღია ხომ არ დაგრჩათ? - დაზაფრულმა მეზობლებმა თავი გააქნიეს - ხოდა პატრული ვერ შემოყვება, შემდეგ ამ სადარბაზოდან შემოვარდება კორპუსში და ამოვა აქ. ეს არის კონკრეტული ერთი მისია, მეორე მხრივ, ერთი ადამიანი უნდა იდგეს აივანზე, როგორც კი შეამჩნევს რომ პოლიციის მანქანა გაეკიდება ჩვენს გაგზავნილ კაცს და შეუხვევს მეორე ქუჩაზე, უნდა ანიშნოს თამაზს რომ გამოიქცეს სახლისკენ. ყველაფერი გასაგებია? თამაზს გეგმას მე გავაცნობ… და ხო, მთავარი! ყველაფერს ვხელმძღვანელობ მე.ისევ სიცილი უნდა დამეწყო, მაგრამ ამ დროს გიუშამ თქვა მე ვიზამ მაგასო. გენერალმა შეაქო, ქალებს დაუძახა და უბრძანა ისე შემოსეთ რომ ვერც სახე დაიმახსოვრონ და ტანისამოსზეც ვერ ამოიცნონო. გაამზადეს გიუშა ოპერაციისთვის. ერთი კაცი გიუშას ჩაყვა სადარბაზოში, რომელმაც ერთერთი მეზობლის ტელეფონზე დარეკა, ის ტელეფონი გენერლის წინ ხმამაღლა იყო ჩართული მაგიდაზე, მეორე ტელეფონით მამაჩემს დაუკავშირდნენ, ყველაფერი კონტროლზე იყო, გენერალმა ბრძანება გასცა, მე აივანზე გავედი, იქიდან უკეთ გამოჩნდებოდა ყველაფერი.დავინახე როგორ ჩახტა გიუშა ფანჯრიდან, პატრულის ავტომობილს ახლოს გაურბინა, თან “ნუ კაბაძი” დაუძახა, Ну, погоди! იგულისხმა, ალბათ ფიქრობდა რომ ქართულად “აბა დამიჭირეს” ნიშნავს, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გაიქცა, ქუჩა ლურჯმა და წითელმა ციმციმებმა გაანათეს, “სდექ” იყო ხმა მანქანიდან და დაედევდნენ, გიუშა ჩემდა გასაკვირად ძალიან სწრაფად გაიქცა, იმაზე სწრაფად ვიდრე წარმომედგინა. პოლიციის მანქანა ქუჩას მიეფარა - თამაზ დაიძარი! - დაიძახა გენერალმა და მძიმედ დაეყრდნო საკუთარ მუშტად შეკრულ ხელის მტევნებს.ბუჩქიდან პარკებიანი მამაჩემი გამოხტა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიქცა სახლისკენ, აივნიდან კი ბაბუაჩემი ირაკლი ეძახდა - თფუი, შეგირცხვეს ახალგაზრდობა, რანაირად მობლაყუნობო!სიცილს ვერ ვიკავებდი, დავინახე როგორ შემოირბინა სადარბაზოში მამაჩემმა, ახლა ეზოს მხარეს მდებარე ფანჯრისკენ გადავედით, იქ გიუშას სწრაფად უნდა გადმოერბინა ეზო და სადარბაზოში შემოვარდნილიყო.არ შემოვარდა… დაიჭირეს. თავი XII. გაუმარჯოს!გიუშა ცოტა მოგვიანებით დაბრუნდა, უცნაური ბიჭია, მამაჩემი თამაზი რომ დაინახა, გაუხარდა, ლოგიკურიც იქნებოდა მისი სიხარული, რომ არა ხელში პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის ქვითარი. არ ინერვიულოო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ყველამ დაამშვიდა და ნელნელა დავიშალეთ.დილით, კარებზე ზარის ხმამ გამაღვიძა, სანამ მე ავდექი მამაჩემმა გააღო, გენერალი გელა იყო, შემოვიდა, დიდ ოთახში, მაგიდასთან დაჯდა და პიჯაკის შიდა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, რომელშიც ფული იდო - მე ვერ გავთვალე, ჩემი ბრალია, ამიტომ იმ ბიჭის ჯარიმას მე ვიხდიო.მამაჩემმა როგორ გეკადრებათო, ჩემს გამო მოხდა ყველაფერიო, დედაჩემს დაუძახა, დედაჩემმაც ფული გამოიტანა, მაგიდაზე უკვე ფული იდო, ორ ჯარიმას რომ ეყოფოდა.ამ დროს ანა გამოვიდა, ბებო რეკავსო, ჩემს კომპიუტერში, რომლითად მე უკვე დიდი ხანია არ მისარგებლია, ბებიაჩემის ამაყი სახე მოსჩანდა, XXI საუკუნის თანამედროვე გმირიაო, გიუშაზე ამბობდა, ბევრი არ ილაპარაკოთ, ფული უკვე გამოვაგზავნე, მიდით ბანკში და აიღეთო.ეს რომ გაიგონა, ოთახიდან გაგიჟებული ბაბუაჩემი ირაკლი გამოვარდა, ვის რაში სჭირდება მაგის ფულიო, მაგიდაზე ფული დაყარა, უფრო სწორად აყარა, რაღაც შუალედური აყარასა და დაყარას შორის. ვიცოდი, ფულს რომ აგროვებდა - ძველებური ყაიდის ყარაჩოხელი ვარ, ჩემი დასამარხი ფული მე თვითონ უნდა დავტოვოო - ალბათ ის ფული გამოიტანა.კიდევ ზარი გაისმა, ახლა ბატონი გუჯა შემოვიდა, ჩაცმა მოესწრო, ფლოსტებით და პიჯაკით აღარ იყო, არც თოკით, დაკეცილი ცელოფნიდან ფული ამოიღო, სინამდვილეში ჩვენ გუშინ ვერაფრით მოგეხმარეთ, აგერ კორპუსმა შევკრიბეთ თანხა და გადავუხადოთ იმ ბიჭს ჯარიმაო.მაგიდაზე იმაზე მეტად ბევრი ფული იდო, ვიდრე საჭირო იყო და დიდი ჩხუბიც გაჩაღდა, არავინ უკან არ იხევდა, გამოუვალი სიტუაცია მაშინ შეიქმნა, როდესაც ზოგმა დაიგინა და ზოგმა დაიფიცა რომ ამ ფულს ხელს არ მოვკიდებთო.რომ მივხვდი, უკან არავინ დაიხევდა, ჩავერიე: -იცით, გიუშას დედა ჰყავს ავად!რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ერთხმად გადაწყდა... დიდი ფიქრი არ დაგჭირდებათ, იმის მისახვედრად თ

უ რას გადაწყვეტდნენ. ჯარიმას გადავიხდით და დანარჩენ ფულს გიუშას დედის მკურნალობას მოვახმართო.ეს ამბავი ყველას მოეწონა, შემდეგ ერთმანეთით და ერთმანეთის კეთილშობილებით აღფრთოვანდნენ, ეს რა სამეზობლო ვყოფილვართო, რატომ აქამდე ასე კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთსო, ეს უნდა ავღნიშნოთო, ახლა იმაზე ატყდა ჩხუბი ვის სახლში აღნიშნავდნენ.აქაც მე ჩავერიე, ჩვენი სახლის სახურავზე ვიქეიფოთ მეთქი. სიცილი აუტყდათ, მამაჩემს აქებდნენ, რა კარგი იუმორი აქვს შენს ბიჭსო. მაგრამ არ ვხუმრობდი, მართლა ლამაზი სახურავი ჰქონდა ჩვენს კორპუსს, მთელი თბილისი მოსჩანდა, სუფთა და მოწესრიგებული ადგილია, ბევრჯერ ავსულვარ, ხან გოგონასთან ერთად, ხანაც მეგობრებთან, როდესაც ფული ცოტა გვქონდა. როგორც ჩანს ასეთი მარტო მე არ ვყოფილვარ და სამეზობლოს ახალგაზრდული კლასტერი ჩემსავით ატყდა, უფროსმა თაობამაც უარი ვერ გვითხრა.დაიწყეს ოჯახებმა სამზადისი, ახალგაზრდებს მაგიდები და სკამები აგვატანინეს, ზოგმა მაყალი ამოიტანა, ზოგმა შეშა, ქალები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და ნელნელა ავსებდნენ სახურავზე მაგიდებს, საიდანღაც გიტარა გამოჩნდა, გუჯამ თოკი მოიტანა, ორი დღეა ამ კაცს ვუყურებ და ორი დღეა თოკით დადის. - რას დაათრავევ ამ თოკსო? - ბაბუაჩემმა ჰკითხა. არც მოუსმინა, თოკი ერთი საკვამურიდან მეორეზე გაჭიმა, ზედ, როგორც ბაბუაჩემი ირაკლი იტყოდა, კოხტად ნათურები შეაბა, მიუხედავად იმისა რომ ჯერ დღე იყო.ცეცხლი გიზგიზებდა, მწვადი შიშხინებდა, სარდაფებიდან ბოცებით ღვინო ამოიტანეს, თბილად შეიფუთნენ და დიდი ქეიფი ატყდა. გიუშას ამოსაყვანად მე გამაგზავნეს, სახურავზე ამყევი მეთქი. - კრიშაში რა მინდა, კარსონი ვარო?- კარსონი კი არა კარლსონი! - შევუსწორე.ატრაკებ და გიხარიაო!ავედით, გაუკვირდა, დაიბნა, კარგი ამბავი ახარეს, იუარა, მაგრამ გენერალს რას გადაათქმევინებდი. ზოგი ექიმი გამოდგა, დედას ავადმყოფობაზე ჰკითხეს, შემდეგ გადარეკეს, გადმორეკეს და დასკვნაც დადეს, განკურნებადიაო!ზღაპარში მგონია თავიო - ჩაილაპარაკა….ზღაპარია ცხოვრება, შვილო გიორგი! - მეზობლებმა უპასუხეს!ნელნელა თვრებოდნენ, მღეროდნენ, იცინოდნენ, ქვემოდან გამვლელები იყურებოდნენ, ახალგაზრდებს გვკოცნიდნენ და გვეფერებოდნენ, ესეთი ადგილი თუ იყო, ამას გვიმალავდითო, გაჩნდა იდეები, ზოგმა რკინა მაქვს ოხრად გარაჟშიო, მეორემ “სვარკაო” აქ დიდი რკინის მაგიდა შევკრათო, მაყალის პატრონმა, მაგას თუ ვიზამთ აქ დავტოვებ ჩემს მაყალსო, ვიღაცამ დიდი ქოთნები ამოვიტანოთ და ნაძვები ჩავრგოთო, მაშინ ფული დავდოთ და მოაჯირი გავუკეთოთ, ბავშვებს ამოვიყვანთ სასეირნოდო, მაშინ ამოსასვლელი კიბეც კარგი გავუკეთოთო, მერიაში მყავს ახლობელიო, თანადაფინანსებით ვქნათო, იდეები არ თავდებოდა!შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და მართლაც ზღაპარს ჰგავდა, შორიდან იმიტომ რომ თან ნიას ვწერდი და ფოტოებს ვუგზავნიდი - ნახე რა სილამაზეა მეთქი - ლაუნჯში ხარო? - მგონი ამ გოგოში ეს სულელობა მომწონს…მოსაღამოვდა, გუჯას მოტანილ თოკზე გაფენილმა ნათურებმა გაანათეს და მეტად გაალამაზეს იქაურობა.ქალები გახურებულ მაყალთან გადასხდნენ, ყავის სმა, ნამცხვრების ჭამა და ჭორაობა დაიწყეს, კაცებმა კორონას შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს ეზოს და კორპუსის განსავითარებლად. დაარსეს მობინადრეობა “ტკბილი მეზობელი”, სამეზობლოს თავმჯდომარედ აირჩიეს ბატონი გუჯა, შეიქმნა კორპუსის ბიუჯეტი და დაწესდა საწევრო გადასახადები, გადაწყდა რომ სახურავის აუთვისებელ ადგილებში დამონტაჟებულიყო მზის ენერგიის ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეებს ელექტრო მომარაგებას, ნაწილობრივ მაინც.გიუშამ, მგონი მალე ყველაზე მაგარ კორპუსში ვიცხოვრებთო, დამშვიდდი, ბევრჯერ მომისმენია მსგავსი რამეები მეთქი, გასაგებია, “პიანი ბაზარიაო”, დავეთანხმე, ჩაფიქრდა, თუმცა უკვე ვცხოვრობთ ყველაზე მაგარ კორპუსშიო, გიუშასთვის ნამდვილად ასე იყო, ჩემთვისაც, ვსვავდით, ვთვრებოდით.გვიან დავიშალეთ, ქალებმა მხოლოდ ჭურჭელი ჩაიტანეს, მაგიდებს და სკამებს ხვალ ჩამოვიტანთო - კაცებმა. ერთმანეთს გაუშინაურდნენ, გაეხუმრნენ, მოირღვა სუბორდინაცია, კოცნეს და პროშნეს ერთმანეთი…ჩვენს ერთად ყოფნას გაუმააარ… - დაიღრიალა რომელიღაცამჯოს… არ ვარგა, თავიდან… გაუმაარ… ჯოს! კარგია!ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს!მთვრალი ვიყავი, დავწექი, მეცინებოდა და ჩემთვის ვიმეორებდი ჩვენს ერთად ყოფნას გაუმააარ… ჯოს… არ ვარგა, თავიდან… გაუუუმაააარ… ჯოს!ჩამეძინა. გამეღვიძა, ღამე იყო, პირი მქონდა გამომშრალი და საშინლად მტკიოდა თავი, ბორიალით წამოვდექი, ტელეფონით გავინათე გზა და სამზარეულოსკენ გავბოდიალდი, წყალი დავლიე, სული მოვითქვი, მაგიდაზე ნამცხვარი იყო, ავიღე, ჭამა-ჭამით წამოვედი, მისაღებ ოთახში შევიხედე, აივანზე რაღაც ანათებდა, მივუახლოვდი, ორი ჩახუტებული ადამიანის ლანდი დავინახე, დავიბენი, უფრო ახლოს მივედი, დედაჩემი იდგა სანთლით ხელში, უკნიდან კი მამაჩემი მოხვეოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი, ანუ გათიშული და გაშტერებული, რა თქმა უნდა ჩუმად გამოვეცლებოდი, მაგრამ ვერ მოვზომე და ვკითხერა ხდება?დედაჩემმა ცრემლიანი თვალებით გამომხედა:ცხრა აპრილია…ნამცხვრის ჭამით ჩემი ოთახისკენ წავედი:ჩვენს ერთად ყოფნას გაუმაარ… ჯოს! - გავიფიქრე და ვთქვი კიდევაც, ჩუმად, ჩემთვის. თავი XIII. დამელოდე, მალე მოვალ...უზრდელობაში არ ჩამითვალოთ, მე, როგორც უცოლო კაცს, სახლში კარანტინობის ერთი კვირის თავზე ყველა ის ქალი მომენატრა რომელთანაც ის მქონია რაზეც თავში გთხოვეთ, რომ უზრდელობაში არ ჩამითვალოთ მეთქი.ჩემი მდგომარეობა გაბრიელ გარსია მარკესის ერთერთ მოთხრობას “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს” შევადარე. სრულიადაც არ ვფიქრობ რომ ის ქალები, რომლებიც მომენატრა, მეძავეები არიან, უბრალოდ ჩემი ნაკითხობა მეტის საშუალებას არ იძლევა, რაიმე სხვა გამახსენდეს, ბოდიში აქაურობას და სექსზე.ჩემი აზრით რამოდენიმე სახის განათლება არსებობს.ყველაფერი რომ წაკითხული აქვთ, სიტყვა “ყველაფერის” პირდაპირი გაგებით.როდესაც წაკითხული აქვთ ის რაც სჭირდებათ და გამოადგებათ.დაჩემი “ნაკითხობა” როდესაც სულ რამოდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, დანარჩენი ცოდნა კი “ინტერნეტში” დავაგროვე, მოკლე შინაარსებით და ამონარიდი ფრაზებით.ჩემს ბავშვობაში გოგონებს უფრო ქუჩის ბიჭები მოსწონდათ ვიდრე განათლებული მამაკაცები, ამიტომ ჩვენი თაობა მარტივად მივდიოდით სანუკვარი ოცნებისკენ, არ ვკითხულობდით, ქუჩაში ვათენებდით, ვაღამებდით და ველოდებოდით იმ დღეს, უფრო სწორად იმ ასაკს, როდესაც უნდა დაწყებულიყო ჩვენი სექსუალური ცხოვრება, მაგრამ “ამის დედაც!” ქალებისას რას გაიგებ?! ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ღირსეულად გავიარეთ მრავალწლიანი, რთული და ეკლიანი გზა მათი გულებისკენ, თქვეს რომ… იცით, ჩვენ ნაკითხი ბიჭები მოგვწონს!რას მიკეთებთ?! - ან უფრო სწორად - მე მიკეთებთ ამას?!ამიტომაც გადავწყვიტეთ სასწრაფოდ ნაკითხები გავმხდარიყავით, მაგრამ, ჰოი! რამხელა ფორა აქვთ, მათ ვისაც ჩვენ ჯეელობის ჟამს არც კი ვესალმებოდით. ამიტომ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე გადავედით.ჩემს მაგალითზე რომ აგიხსნათ: აუცილებლად წასაკითხ მწერალთა შორის არის გაბრიელ გარსია მარკესი. “მარტოობის ასი წელიწადი” დიდია, “შემოდგომის პატრიარქი” დიდია… “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს” სულ რამოდენიმე გვერდია, უცებ გადავიკითხე და მორჩა, მარკესიც წაკითხული მაქვს!ყველა კარებს თავისი გასაღები აქვს, მაგრამ ხომ არსებობს ე.წ. “ატმიჩკები” ? რომელიც რამოდენიმე კარებს აღებს ერთდროულად. ჩემი ზედაპირული ცოდნით გარკვეული კატეგორიის ქალების გულის “ატმიჩკა” მოვიპოვე.საერთოდ, ქალებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ ობიექტურობა თქვენი თავის მიმართ, როდესაც ზუსტად იცით ვინ ხართ და არ აჭარბებთ საკუთარი თავის შეფასების დროს. მაგალითად ის დრო, რომელიც უნდა დახარჯოთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის მოსახიბლად და ბოლოს მაინც ვერაფერს მიაღწევთ, სჯობს დახარჯოთ საშუალო ქალური სილამაზის ვექტორს ქვემოთ მყოფ ქალბატონთა გულების მოსანადირებლად, რადგანაც გახსოვდეთ რომ ქალებსაც აქვთ თავიანთი საშუალო მამაკაცური სილამაზის საზომი ვექტორი და დიდი ალბათობით თქვენც იმ ვექტორს ქვემოთ ხართ მათთვის. მოკლედ როგორც იტყვიან ყველა “გარშოკს” თავისი თავსახური აქვს და რადგანაც ქალებს “გარშოკობას” ვერ ვაკადრებ, თქვენ მოგმართავთ, მამაკაცებო! ისეთ თავსახურს ნუ დაიფარებთ, რომელიც დიდი გაქვთ ან პატარა…ტელეფონი ამოვიღე, სოციალური ქსელში შევედი და ნელნელა მივყევი მეგობარ გოგონებს რომელთანაც ოდესმე “რაღაც” მქონია და დაუვიწყარი ვარ მათთვის…რას შვები?არაფერს, რომან, შენ?!რავი, მომენატრე მაგრად…რომან, მე გავთხოვდი და გთხოვ აღარ მომწერო.ბოდიში… უი, გილოცავ! როგორ ხარ?ოხ, გაგახსენდი?ხოო…ხოდა ეხლა გააჯვი! რას შვები ლამაზო?... აქ ხარ?... არ მწერ?... გაწყენინე რამე?... გამეცი ხმა!... გილოცავ დაგვიანებით დაბადების დღეს… აქ ხარ?... რაღაც მინდა გკითხო… აქ ხარ?... კარგი, რადგან არ მწერ, აღარ მოგაცდენ…მაგრად მომენატრე!რომელი ხარ?რომანი ვარ.რომელი რომანი? როგორ ხარ? რას შვები?კარგად, შენ?რავი, შევხვდეთ?დღეს ? სხვას ვხვდები... როგორც ცნობილი მექალთანეები იტყვიან ხოლმე, დიდხანს ვითევზავე, მაგრამ ან ანკესმა არ ივარგა, ან ჭიამ… უფრო სწორად კი მეთევზემ, ანუ მე.ისე გავმწარდი, ისე რომ მეტი არ შეიძლება. როგორ? მე, რომან თარხნიშვილს მითხრეს უარი? კი მაგრამ გუშინ ხომ…შემდეგ მივხვდი, ეს გუშინ იყო, დღეს კი სხვა დღეა.კაცები ძირითადად ასე ვფიქრობთ: სადღაც არსებობს ქალი, ან ქალთა წრე, რომლებიც როგორც დასაქოქი თოჯინები, მხოლოდ მაშინ ცოცხლდებიან როდესაც ჩვენ მათ მოვქოქავთ, სხვა დროს კი უბრალოდ გაუნძრევლად დგანან, სხედან ან წვანან და ჩვენ გველოდებიან.იჯექი ახლა, ასე, ტელეფონ ამოღებული, რომან თარხნიშვილო.