ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

კატა სახელად დანიელი

კატა სახელად დანიელი

კატა სახელად დანიელილოდინი- ნეტა მალე მოვა? დავიღალე ამდენი ლოდინით, თათები აღარ მივარგა, ადი ჩადი ამ სახურავზე, განა რამდენჯერ შეიძლება? ეს გადარეული ძაღლიც რით ვერ მიმეჩვია, ამდენი ხანია აქ დავძვრები. იქნებ რამე ვაჭამო და ცოტა გული მოულბეს, მარა ამას რა უნდა ვაჭამო ჩემთვის ძლივს მიშოვნია. მოდი აქაურობას შევამოწმებ სხვამ ხოარ იპოვა ეს ადგილი.დანიელმა არე მარე დაყნოსა, უცხო ფისოს კვალი არსად არ ჩანდა, ამან დაამშვიდა. ტერიტორიის მონიშვნას მალევე მორჩა. იქვე მიგდებულ ცოცხს ამრეზად შეხედა, შემდეგ გადაწყვიტა თავი დაებანა მზის სხივებზე და ამ საჭირო პროცედურას გულმოდგინებით შეუდგა.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ფანჯარა გაჩხაკუნდა და გაიღო, გამოჩნდა როგორ მიდიოდა ოთახის მეორე ბოლოსკენ ქალბატონი. დანიელმა სწრაფადვე გაიღვიძა და ნელ-ნელა მიუახლოვდა ფანჯარას. დაახლოებით 5 წუთში პატარა გოგონამ გამოიხედა და ჩუმად “ფსფს” დაიძახა. დანიელმაც ჩუმადვე წაუკნავლა და მიუახლოვდა.- უი აქ ყოფილხარ ბიჭო? რაო მოგშივდა? აჰა შენ გუშინდელი ქათმის ძვლები.- მაშინვე ვეცი ძვლებს, ღმერთო რა გემრიელია თან მთლიანი კომპლექტია.- ნაგვის ურნიდან ამოვიღე მაგრამ გპირდები არაა გასვრილი, ხო იცი დედაჩემი ვერ იტანს როცა გაჭმევ, ამიტომ ყველაფერს ყრის რაც შეიძლება რომ გაჭამო. დღეს სტომატოლოგთან ვიყავი, ამიტომ ვერ მოგხედე დილით.- არაუშავს, ჩათვალე ერთი-ორად აანაზღაურე. კისერზე მისი ნაზი ხელის გადასმა ვიგრძენი, ძალიან მსიამოვნებდა როცა ფაქიზად მეფერებოდნენ. რომ მოვრჩები ერთი კარგად მოვაფერებინებ თავს.რამდენიმე წუთის შემდეგ კარების გაღების ხმა მოისმა და ოთახში გოგონას დედა შემოვიდა.- კიდევ კატას აჭმევ ხო?- ადგილზე გაჩერების დრო აღარ იყო, ორი ბარკლის ძვალიღა იყო დარჩენილი, ბოლოსკენ მქონდა მოტოვებული ყველაზე გემრიელი ლუკმა. დავავლე ერთს პირი და მოვკურცხლე.- მოშორდი აქედან!- ფანჯრის დატეკტვის ხმა გავიგე და გაგუდული კამათის ხმა, როგორ უყვიროდა ქალბატონი ჩემს გოგონას. იქ მისვლას ცოტა ხნით ვეღარ გავბედავდი, ჯობდა ეს ძვალი ჩემს უსაფრთხო ადგილას წამეღო და იქ ნელა და წყნარად, ყველანაირი შიშის და დაძაბულობის გარეშე შემეჭამა. იმედია უბნის ბიჭები არ შემამჩნევდნენ გზად, თორე ყბაში ქათმის ძვლით რო დამინახავენ არ მომასვენებენ.დანიელს ერთი წყნარი ადგილი ჰქონდა სადაც სიმშვიდე ეგულებოდა. ეს მისი სახლი იყო, პატარა კარდონის ყუთი რომელზეც ჩაიდანი ეხატა, როგორც ჩანს ქარმა ნაგვის ურნიდან ამოაგდო და ასე შემთხვევით კერძო შენობის კედელსა და ერთი ბაღის ღობეს შორის გაჭედა. ბოლო ორი თვე აქ ეძინა დანიელს. ეს ორი თვე ყველაზე წყნარი და მშვიდი იყო მის ცხოვრებაში.უძილობაჭამის მერე სულ ძილი უნდებოდა დანიელს, თავს ვერ ერეოდა ერთი საათი მაინც რომ არ წაეძინა, ოღონდ ფხიზლად უნდა ყოფილიყო, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. დაჯდა თათებზე, კუდი შემოიხვია და ნელ-ნელა დაიწყო თვალების დახუჭვა.დანიელის ყუთს მზე მხოლოდ დღის ერთ მცირე მონაკვეთში წვდებოდა, ისიც ისე ურტყავდა რომ აზრი არ ქონდა. მზე დანიელისთვის სასიცოცხლო იყო, მისით თბებოდა, ამიტომ ხანდახან თავისი ყუთის გარეთ, ახლოს, მზეზე ეძინა.სიზმრებს იშვიათად ნახულობდა. ძირითადად ყოველთვის რაღაც არღვევდა მის მყუდროებას. მაგრამ იყო წყნარი ღამეებიც, როცა შეეძლო ბოლომდე მიეცა თავი ძილისთვის.ერთხელ დაესიზმრა როგორ მისდევდა ძაღლების ხროვა, გაღვიძებული შიშისგან თრთოლავდა. გაუხარდა რომ მხოლოდ სიზმარი იყო, მომრგვალდა და გააგრძელა ისევ ძილი.ადრე სანამ ყუთში იცხოვრებდა კორპუსის სარდაფში ცხოვრობდა 3 ფისოსთან ერთად, ღამე ერთმანეთს ათბობდნენ, დღისით ერთმანეთს ბანდნენ. ერთი კაცი პერიოდულად საჭმელსაც კი აჭმევდა, გემრიელი ხორცის საჭმელი მოქონდა. შემდეგ ერთი მათგანი რაღაცამ მოკლა და ყველა თავის გზას გაუდგა.დანიელი ვერ ხვდებოდა რატო აღარ მოძრაობდნენ ფისოები, რატო ასდიოდათ შიშისმომგვრელი სუნი, მაგრამ იმდენს ხვდებოდა რომ იქაურობას უნდა გაცლოდა.ძილი ორი ბიჭის ხმაურმა დაურღვია რომლებიც ბაღში შევიდნენ. დანიელმა ყურები ცქვიტა და მალევე გაეცალა იქაურობას.შიმშილირამდენიმე საათი გასულა, დანიელის მუცელმა ისევ დაიწყო წუწუნი, გაახსენდა რომ გოგონას სახურავზე ერთი ძვალი დაეტოვებინა, უმალ კარგ ხასიათზე დადგა და ცუნცულით გაუყვა გზის ნაპირებს.- რა კარგია, გემრიელი ძვალი მელოდება, ჩემ გოგოს მაინც ვერ მოვეფერე იმ წყეული ქალის გამო, არადა როგორ მინდა ერთი საათი წყნარად და მშვიდად ვეფეროთ.ტერიტორიას მიუახლოვდა თუ არა გაახსენდა რო ავი ცუგა ელოდებოდა და წუწუნის ხასიათზე დადგა.- ოხ ეს მოუსვენარი ძაღლი, რით ვერ დაიღალა, წამოწვეს დაისვენოს, არ წყინდება მაინც ყველას და ყველაფერს რო უყეფს? მაგრამ ალბათ ბრაზობს და მაგიტო, ის ხომ სულ პატარა ადგილშია დამწყვდეული. საჭმელი მაინც აქვს, მე ეგეც საშოვნელი მაქვს.ფრთხილად გადაიარა რკინებზე, ძაღლმა შეამჩნია და მაშინვე ყეფა ატეხა.- ჰო ჰო ჰო დაწყნარდი, კარგი ცუგა ხარ, კარგად იცავ მაგ შენს პატარა ადგილს, დარწმუნებული ვარ შენი პატრონი ამაყობს იმით რომ მოხსენებასავით აბარებ დღეში რამდენჯერ გავივლი აქ.უცებ გაიფიქრა დანიელმა რა მოხდებოდა რო ჩავარდნილიყო და ძაღლის პირისპირ აღმოჩენილიყო, ის ხომ თავისი ძვრომიალით უკვე თვეზე მეტია რაც ძაღლს ნერვებს უშლიდა. მაშინვე ცივმა ოფლმა დაასხვა, მაგრამ თავი არ დაკარგა, უცებ გაიარა ვიწრო რკინებზე და ნამდვილი აკრობატივით შეხტა სახურავზე.გული ვეღარ უთმენდა, უკვე ძაან მოშიებოდა. გაჩერდა, მიმოიხედა, ფანჯარას შეხედა, დაკეტილი იყო, ამ დროს ისედაც არ ელოდა გოგონას. სწრაფად მიირბინა ფანჯარასთან, იქ სადაც გემრიელი ძვალი ელოდებოდა, მაგრამ არაფერი არ დახვდა.ყნოსვით აიკლო იქაურობა მაგრამ მაინც ვერაფერი. ხასიათი ბოლომდე გაუფუჭდა და უკვე ბრაზი ერეოდა.- ნუთუ წყეულმა ქალმა აიღო? არაა, ეგ მაგისთვის თავს არ შეიწუხებდა.და უცებ, როცა კედელს მიუახლოვდა დანიელის ცხვირი, მან რაღაც სხვა იყნოსა, განსხვავებული ვიდრე თავისი სუნი იყო, ეს სხვა კატის სუნი იყო, იმედგაცრუებამ მასში ღრმად გაიარა, თავიდან კუდამდე. მიხვდა, რომ მისი ძვალი სხვა ფისოს შეეჭამა.გაჩერდა, უკანა თათებზე დაჯდა, ფიქრი დაიწყო.- ჯანდაბა, ეს ადგილი ხომ არავინ იცოდა, თუ რამე რჩებოდა ისევ მე ვჭამდი ხოლმე, ახლა სხვასთან უნდა გავიყო.დანიელი ყურებჩამოშვებული იჯდა, ასე იყო ნახევარი საათი, ფანჯარა არავის გაუღია, ადგა და წავიდა. უკან გზაზე, როცა რკინაზე გადადიოდა ძაღლმა არ დაუყეფა, ჩაიხედა და დანიახა როგორ ჭამდა ძაღლი თავის საჭმელს, უცებ მოუნდა რომ პატრონი ყოლოდა რომელიც გამოკვებავდა და მზად იყო თავისი უაზრო თავისუფლება დაეთმო.გაუყვა გზას, სხვა გზა არ ქონდა გარდა იმისა რომ 1-2 ადგილზე შეევლო, სადაც ადრე მცირე ნარჩენები ქონდა ნაჭამი. იმ ადგილებს ერიდებოდა, რადგან სხვა კატების ტერიტორია იყო. არათუ ერთი არამედ რამდენიმე მამალი კატა ეცილებოდა ერთმანეთს. დანიელს არ ქონდა სხვა კატებთან კონფრონტაციის სურვილი, ამიტომაც ყველაფერი სწრაფად და ჩუმად უნდა გაეკეთებინა.ბრძოლა- ნეტა ვინაა ის კატა, ჩემი ადგილი რო იპოვა, სუნი დავიმახსოვრე, თუ შევხვდები ნამდვილად ამოვიცნობ.დანიელმა იცოდა რომ წინ ბრძოლა ელოდა, შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ სიტყვიერიც უკვე დისკომფორტი იყო მისთვის. უკვე ენატრებოდა ის პერიოდი, როცა გოგონას საკვები მარტო მას ეკუთვნოდა.მიადგა ერთ კერძო სახლს, ლამაზი გალავნით გარშემორტყმულს, წითელი ჭიშკარით, რომელიც ყოველდღე იღებოდა რათა მეპატრონე მანქანით შესულიყო ან გამოსულიყო. ამ ადგილს დანიელი კვირაში რამდენჯერმე ჩაუვლიდა. ჩავლა პრობლემა არ იყო, აი გალავნის შიგნით თათის დადგმა უკვე სარისკო იყო. იქაური კუთხეები სხვა მამალ კატებს ქონდათ მონიშნული რაც იმას ნიშნავდა რომ ნებისმიერს, ვინც ამ ტერიტორიაზე შეაბიჯებდა, თავისი გამბედაობა სიძლიერით უნდა დაემტკიცებინა. მაგრამ ეს სულაც არ იყო ყველაზე სახიფათო რამ ამ ეზოში.ხშირად გაუგია ამ ეზოდან ჩხუბის ხმები, კატები სულ ებრძოდნენ ერთმანეთს ამ ადგილისთვის. ამის მიზეზი ორი პატარა ბიჭუნა იყო, რომლებიც სახლიდან საჭმელს ეზიდებოდნენ და შემდეგ კატებს უყრიდნენ. ოღონდ ეს ისე არ ხდებოდა როგორც ლამაზ ისტორიებშია ხოლმე, საჭმლის დადებით და თავზე მოფერებით. მთელი ამ ყველაფრის მიზანი გართობა იყო. პატარა ბიჭები საჭმელს ეზოს სხვადასხვა მხარეს ისროდნენ და შემდეგ თვალებდაჭყეტილები აკვირდებოდნენ რომელი კატა მიირბენდა ადგილზე პირველი, სწორედ ამ მომენტში ხდებოდა კატებს შორის ჩხუბი, თათებით დაპორჭყვნა, კნავილი, კბენა. ეს პატარა ბიჭების ყოველდღიური გასართობი იყო.“ნახე რა მაგრად დარბის”“შავი მოერევა თუ ის ჭრელი?”“სამ დათვლაზე გადავუგდოთ და ვნახოთ რომელი მიასწრებს”“ერთმანეთთან ახლოს მიიყვანე რო უფრო მაგრად იჩხუბონ”“მიდი კიდე გამოიტანე, იქნებ ეს ორი ვაჩხუბოთ, აქამდე არ უჩხუბიათ”პატარა ბიჭების დედა სულ მობილურში იჯდა, დიდად არ აქცევდა ყურადღებას ბავშვები რას აკეთებდნენ, რამდენი ვინმეს ესაუბრებოდა ვიდეოზარით, იმდენი ეუბნებოდა: “ჰოო გოგო, ეზოში არიან ფისოებს ეთამაშებიან”. იქიდანაც უპასუხებდა მისი რომელიმე დაქალი: “ვაიმე რა საყვარლები არიან, პატარაობიდანვე როგორ უყვართ ცხოველები”.მამა დილით მიდიოდა სამსახურში მანქანით და საღამოს მოდიოდა. მამის მოსვლა და “შიმშილის თამაშების” დასრულება ერთი იყო. ხშირად უთქვია “ეს კატები აქედან უნდა მოვაშორო, მეცხვარის ჯიშის ძაღლი უნდა ვიყიდო”.უკვე საღამოვდებოდა. დანიელს ბევრი აღარ უფიქრია, შიმშილი მისი მამოძრავებელი ძალა იყო, გალავნის ბოლოში შეხტა და ნეელა წამოყო თავი. თან იხედებოდა და თან ადიოდა, ბოლოს აძვრა და დაიწყო ეზოს ანალიზი.ბიჭები ეზოში არ ჩანდნენ, არც მეპატრონის მანქანა იდგა, არც სხვა კატები ჩანდნენ. ეს ალბათ იდეალური ვარიანტი იყო მისთვის. დანიელს ნამდვილად არ სურდა საჭმლის რბოლაში მონაწილეობის მიღება. ეზოში ჩასვლა და რაიმე ნარჩენის მოძებნაც აწყობდა. იქნებ სადმე რომელიმე კატას ჩხუბის დროს დავიწყნოდა თავისი საჭმელი და ასე მიგდებული დაეტოვნა.ჩახტა დანიელი და დაიწყო ნელ-ნელა ადგილების ყნოსვა, იქაურობა სხვა კატების სუნს მიჰქონდა, რაც თავისთავად დაძაბულობას მატებდა, მაგრამ ამაზე ბევრს არ ფიქრობდა, იქნებ რამე ეპოვა.უცებ ხორცის სუნი იგრძნო, მაგრამ არაფერი არ იყო, როგორც ჩანს მანამდე იდო იმ ადგილზე ხორცი რომელიც უკვე შეჭამა სხვა კატამ. საჭმლის სუნმა მოტივაცია შემატა, უფრო აქტიურად შეუდგა ძიებას, თან არე მარესაც ათვალიერებდა. სიფრთხილეს თავი არასდროს არ სტკიოდა.უცებ ფანჯარაში ფარდის გამოძრავება შენიშნა, გაშეშდა, გაიხედ გამოიხედა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ნელა გააგრძელა საჭმლის ძებნა, უცებ რაღაც სუნი იგრძნო, მიყვა, უფრო მეტი იგრძნო, კიდე მიყვა, რაღაც ძვლის მაგვარს გადაეყარა, წვრილი იყო, ალბათ ქათმის ნეკნი იყო, სულ მიწაში იყო ამოგუნგლული, მაგრამ ეს არ ანაღვლებდა, უცებ შეჭამა. ნახევრად მიწის გემო ქონდა მაგრამ ამაზე არ ფიქრობდა, ძებნას აგრძელებდა და აი უკვე ნამდვილი ხორცის სუნიც იგრძნო, კარგად შეამოწმა და რას ხედავს, მთლიანი ბარკალია, ცუდად შეჭმული, რამის ნახევარზე მეტი ხორცია ზედ დატოვებული.- ამის აქ დატოვება არ შეიძლებადაავლო პირი დანიელმა ბარკალს და ეს ეს იყო უნდა მოეკურცხლა როცა თავში რაღაც მრგვალი მოხვდა.ბარკალი პირიდან გაუვარდა და უცებ თითქოს სმენა დაკარგაო, გაბმული წუილის ხმა ესმოდა მარტო. ყურთან ახლოს მოხვედრია.- ჰაჰაააა, ნახე ბიჭო რა მაგარი ვარ, გაქცეულს გავარტყი, თან საააად? შიგ გასიებულ თავში.- არც კი მოძრაობდა, ეგრე ხო ბებიაჩემიც გაარტყავს, მოიცა გაიქცეს და განახებ ნამდვილ კლასს, როგორ უნდა გაარტყა მიზანშიბიჭებისთვის მამიკოს ახალი გასართობი უყიდია, ეს სათამაშო თოფები იყო, რომელიც თათისტოლა პლასტმასის ბურთებს ისროდა. კატას კიარა, ადამიანსაც გაამწარებდა.დანიელს ისევ ესმოდა წუილის ხმა, მაგრამ იმდენს აცნობიერებდა რომ უნდა გაქცეულიყო იქიდან. მაშინვე გაიქცა კედლისკენ, სწრაფად შეხტა ზედ, მიძვრებოდა და თან თავის ალესილ კლანჭებს ცვითავდა, ბოლოს ავიდა გალავნის თავზე და მეორე ბურთი უკვე მუცელში მოხვდა, წონასწორობა ვერ შეიკავა და გარეთ გადავარდა. სამი ფეხის დადგმა მოასწრო, მეოთხე დააკლდა და ყელით გახოხიალდა. აღარ გაჩერდა და ათიოდე მეტრი გაირბინა, ორ ჟეშტს შორის ადგილში შეძვრა.ხუთი წამი იდგა და გაკვირვებული იხედებოდა, ეზოდან ჟრიამულის ხმა ესმოდა.- ჰაჰა გაჯობე შე ბრუციანოორფეხზე დაჯდა, მუცელი ყრუდ ტკიოდა, წუილის ხმა ნელ-ნელა გადადიოდა, გული აჩქარებული ქონდა, ჰაერი არ ყოფნიდა და პირი დაეღო.ერთი ხუთი წუთი ასე იყო, შემდეგ პირი დაკეტა და ცოტახნით თვალები დახუჭა. ნანობდა თავის გადაწყვეტილებას, შიმშილი საერთოდ აღარ ახსოვდა. საერთოთ აღარანაირი სურვილი არ ქონდა ოდესმე იმ ეზოში შესულიყო.- ალბათ ის ბარკალი იმიტომ დააგდეს იქ იმ ნაბიჭვარმა ბავშვებმა, რომ შემდეგ მიზანში ამოეღოთ რამე, გავები კიდეც.ამასობაში პირი გაუშრა დანიელს, გაახსენდა რომ ორი ბაღის იქით ერთი წყლის მილი იყო, რომელიც ჟონავდა და გუბეს იკეთებდა. წამოდგა თუ არა, მაშინვა იგრძნო ტკივილი მუცელზე, გადაწყვიტა ნელა ემოძრავა. გაუდგა გზას.- დავლევ წყალს და წავალ სახლში, არამგონია დღეს რამე ვიშოვო.სახლში მისულ დაღლილ დანიელს, მალევე მიეძინა.დილადილა მზიანი იყო, დანიელმა პირველი გაღვიძება დაიწყო, წინ კიდევ რამდენიმე გაღვიძება ელოდა. ასე ერთიანად ადგომა არ შეეძლო. ხანდახან ნაგვის მანქანის ხმაური ნერვებს უშლიდა მაგრამ რას იზავდა.რამდენჯერმე შეიბრუნებდა გვერდს და თან ნელ-ნელა ფხიზლდებოდა. ბოლოს წამოჯდა უკანა ფეხებზე, ერთი გემრიელად დაამთქნარა, თათებით თვალები მოისრისა და გამოვიდა სახლიდან.ჯერ მუცელს არ გაუღვიძია, ამიტომ დანიელი ჯერ არაფერზე დარდობდა, მაგრამ მალევე პირში სიმშრალე იგრძნო და მოუნდა წყალი დაელია. ბაღში მისვლა დაეზარა, პარალელურ ქუჩაზე ხშირად ფუჭდებოდა წყლის მილი, გადაწყვიტა შეემოწმებინა.წყალი არ იყო, მზე კი უფრო და უფრო ანათებდა, მუცელსაც გაეღვიძა ამასობაში. დანიელმა ყურები ჩამოუშვა და გადაწყვიტა გოგოსთან წასულიყო.- ჰმმ, უყურე შენ, ძინავს ამ ზარმაც ძაღლს. კარგია, ესეიგი შანსი იმის რომ სხვა კატას გაევლო აქ დღეს ჩემამდე ნაკლებია. ნეტა დღეს რას მაჭმევს გოგონა.სახურავზე გადასულმა დანიელმა ნაცრისფერ-თეთრი მამალი ფისო დაინახა რომელიც უკანა ფეხებზე იჯდა და მზის აბაზანას იღებდა.დანიელი შეცბა, შეჩერდა და ნელა გააგრძელა მოძრაობა. მალევე დაჯდა უკანა ფეხებზე და თვალიერება დაიწყო.- აი თურმე ვინ შესანსლა ჩემი ბოლო ძვალი.ასე აკვირდებოდა ერთი ხუთი წუთი როცა ბოლოს ნაცრისფერ-თეთრი მზის აბაზანას მორჩა და დანიელი შეამჩნია. მიაშტერდნენ ერთმანეთს. ნაცრისფერ-თეთრი ადგა და დანიელისკენ შემოტრიალდა, ოღონდ ბოლომდე არა. ახლა უკვე დანიელსთვისაც და ფანჯრისთვისაც შეეძლო დაკვირვება.ასე იჯდნენ მანამ სანამ ფანჯარა ნეეელა არ გაიღო და გოგო არ გამოჩნდა.დანიელი შიშმა შეიპყრო, ვაიდა საჭმელი მე არ შემხვდესო, ამიტომაც სწრაფად მიირბინა ფანჯარასთან, ოღონდ ნაცრისფერ-თეთრთან დისტანცია დაიჭირა.- მოსულხართ ჩემო ლამაზებო. დღეს საჭმელად კორმი გვექნება.- ეგ რაღაა? ქათმის ძვლებს ჯობია?გოგონამ პარკი ამოწია და ხელი ჩაყო.დანიელს გრძნობა გაუმძაფრდა და იმისთვის რომ ნაცრისფერ-თეთრზე მეტი ყურადღება მიეპყრო გადაწყვიტა წაეკნავლებინა, ოღონდ იცოდა რომ შეიძლება ეს ხმა დედამისს გაეგო, ამიტომ ჩუმად წაიკნავლა.ნაცრისფერ-თეთრმაც წაიკნავლა, მაგრამ აშკარადა ხმა ჩახლეწილი ქონდა. გოგონამ ორივეს სიჩუმისკენ მოუწოდა. ორივე ხელით ამოიღო თითო-თითო მუჭა და ცალცალკე მხარეებზე ერთდროულად დაუყარა, რათა კონფლიქტი არ წარმოშობილიყო ფისოებს შორის. ორივე ჭამას შეუდგა.- მმმ, ძაან გემრიელია, რა კაია ჭამა.გოგონამ ორ-ორი მუჭი კიდევ დაუმატა ფისოებს და პარკი შეინახა. თურმე წინა დღეს სკოლიდან მომავალს ვეტ-მაღაზიაში შეუვლია, იქ ერთი კაი ქალი მუშაობს, რომელმაც კორმი აურჩია ფისოებისთვის საყვარელი გემოთი. გოგონას ბევრი ფული არ ქონდა, ამიტომ ნახევარ კილოზე მეტი არ მოუვიდა. ეცდება კიდევ მოაგროვოს.ამასობაში დანიელმა თავზე ხელის გადასმა იგრძნო. ძალიან მოწონდა, უსაფრთხოების შეგრძლება ეუფლებოდა. ძალიან უყვარდა გოგონა. დაინახა როგორ მოეფერა გოგონა ნაცრისფერ-თეთრსაც, მაგრამ დანიელი არ გაბრაზებულა.გოგოს დედამ დაუძახა- ოო ღმერთო ეს რა წყევლა გვჭირსგოგონა ფისოებს დაემშვიდობა, ფანჯარა ნელა დახურა და წავიდა.ნაცრისფერ-თეთრმა დაასწრო დანიელს საჭმლის გათავება, როგორც ჩანს ის უფრო მშიერი იყო. ერთი ორი მიყნოს მოყნოსა და მალევე წავიდა. ეს ადგილი ჯერ კიდევ დანიელს ეკუთვნოდა.დაბადებადანიელს ბევრი არ ახსოვს თავის დაბადებაზე. დედამისმა რომელიღაც კორპუსის სარდაფში იმშობიარა, კარდონის ყუთში. დანიელს სამი დაძმა ჰყავდა. დედა ლოკავდა მათ და თან ტკივილისგან ღრმად სუნთქავდა.დედა ძირითადად გასული იყო ხოლმე გარეთ, რამდენჯერმე შემოივლიდა ხოლმე კნუტებთან, დახედავდა, ძუძუს მოაწოვებდა, თან ისვენებდა ძილით, ლოკავდა და მათი სიყვარულით ტკბებოდა.დედა გამხდარი შავთეთრი კატა იყო, დაახლოებით 2 წლის იქნებოდა. თავი შავი ქონდა, ცხვირი და შუბლი თეთრი.დანიელს ორი და და ერთი ძმა ყავდა. ერთი ძმა და ერთი დაიკო შავთეთრები იყვნენ დედასავით. მეორე დაიკო თითქმის სულ თეთრი იყო, ცხვირთან ჰქონდა ორი შავი ლაქა. თვითონ დანიელი ბოლომდე შავი იყო და ყველაზე მეტს კნაოდა თუ დედას დააგვიანდებოდა.ნელ-ნელა კნუტებმა მოძრაობაც დაიწყეს და პატარა ყუთში აღარ ისვენებდნენ.ერთ დღესაც სარდაფში მეპატრონე ჩავიდა. როცა აღმოაჩინა რომ მის ერთ-ერთ ყუთში კნუტები იყვნენ გაბრაზებისგან ქოთ-ქოთი დაიწყო. ხმაურზე კნუტებს გაეღვიძათ. მეპატრონებ კნუტების გადმოლაგება და ცივ ბეტონზე დალაგება დაიწყო. ამან უფრო აახმაურა კნუტები.მალე დედაც მოვიდა დამფრთხალი. რამდენჯერმე მეპატრონეს წაუკნავლა, იქნებ დამტოვო აქ, არაფერს გავაფუჭებთო, მაგრამ მეპატრონეს უკვე ოთხივე კნუტი ცივ ბეტონზე გადმოელაგებინა და ხელებს იქნევდა, კნუტები კიდე არა და არ წყნარდებოდნენ.დედამ დაიწყო კნუტების წაყვანა. მეპატრონემ მოუკლო ჯიჯღინს, ცოტა სხვა რამეებისთვისაც ხომ უნდა მოეტოვებინა.გადასახლებადედამ კნუტები სათითაოდ აიყვანა მესამე სართულზე. იქ ერთ შინდისფერ რკინის კარებთან დაიწყო მათი დალაგება. როცა უკვე მესამეჯერ მივიდა, კნუტების ხმაურზე კარები გაიღო და ერთმა შუახნის ქალმა გამოიხედა. გაკვირვებულმა თვალები გადაავლო კნუტებს.- შრუშო გოგო, ესენი მე მომიყვანე? ღმერთო როგორი პატარები არიან.ქალმა კნუტებს ნაზად გადაუსვა ხელი, მერე შრუშოც მიუახლოვდა და იმასაც მოეფერა. ფისომ წაუკრუტუნა, მაგრამ გაახსენდა რომ სარდაფში დანიელი ყავდა დატოვებული და კიბეებზე ჩაცუნცულდა სწრაფად.ქალმა იყოჩაღა და დანიელის მოყვანამდე დაახვედრა შრუშოს კარდონის ყუთი, მასში ჩაფენილი სუფთა ტილო და შიგ გადაყვანილი კნუტები. ისინი უკვე ისე აღარ კნაოდნენ.შრუშომ დანილი დანარჩენებს მიუსვა, შიგ ყუთში ჩასვა და დაიწყო კნუტების დაბანვა(ლოკვა).ქალმა თეფშით კატის საჭმელი გამოუტანა. შრუშომ მიანება კნუტებს თავი და ჭამა დაიწყო.ამ დროს კარების შიგნიდან ძაღლის ყეფის ხმა გაისმა. ქალმა კარები მოხურა და შრუშოს ფერება დაუწყო. შრუშო აღარ ღელავდა, მან კიდევ ერთი სიძნელე გადალახა.თურმე მანამ სანამ კნუტები სარდაფში იყვნენ ჩვენს შრუშოს სართულები დაუვლია და ეს ქალბატონი მესამეზე სულ შემთხვევით გადააწყდა. ერთხელ აჭამა, მერე კიდე მოვიდა, კიდე აჭამა და ასე უკვე შრუშო ყოველდღიური ვიზიტორი იყო ქალის. სახელიც მან შეარქვა.სამწუხაროდ სახლში ვერ უშვებდა ქალი ფისოს, მისმა ძაღლმა ჯერ კიდევ წინა კატა ვერ აიტანა. სამაგიეროდ ამ დანაკლისს საჭმლით და მოფერებით უნაზღაურებდა.რამდენიმე საათში ქალის ბავშვებიც მოვიდნენ სკოლიდან, ისინი შრუშოს უკვე იცნობდნენ და რამდენჯერმე მოფერებულიც ყავდათ. ქალი თავის შვილებს ბავშვობიდანვე ცხოველების მიმართ სიყვარულს ასწავლიდა, ისინი შრუშოს და მის შვილებს არაფერს დაუშავებდნენ. ბავშვები გაოცებულები ათვალიერებდნენ პაწაწინა კნუტებს. ერთი ორჯერ ნაზად თითი გადაუსვეს შუბლზე, შემდეგ შრუშოს მოეფერნენ და სახლში შევიდნენ საჭმელად.იმ ღამეს შრუშოს და კნუტებს ტკბილად ეძინათ. მათი ცხოვრება გრძელდებოდა.კომუნარამდენიმე დღე შრუშოს სიწყნარე არ აკლდა. ხალხი აივლიდა და ჩაივლიდა, ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ვერც ამჩნევდა კატუნიას. ზოგიც შეამჩნევდა და გაკვირვებით იტყოდა “ვა, კატა”. ერთი-ორი ახლოსაც მივიდა და გამოელაპარა, შრუშო გაკვირვებული უყურებდა, თითქოს რაღაც საინტერესოს ისმენდაო. თავზე გადასმაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ მაინც ფრთხილობდა და ცალი თვალი სულ მისი შვილებისკენ ეჭირა.ქალი შრუშოს დღეში სამჯერ აჭმევდა, კნუტებსაც ამოწმებდა და ყუთსაც ასუფთავებდა. საჭმელს მიკროტალღოვანში უთბობდა. შრუშო ქალმა დედა კატის კვებაზე გადაიყვანა, ყველაფერი საუკეთესო და სასარგებლო მოჰქონდა მისთვის.შრუშოს ძაღლის ხმა ყოველი კარის გაღებაზე ესმოდა, მაგრამ დიდ ყურადღებას აღარ აქცევდა. ერთადერთი დილით და საღამოს იყო ფრთხილად, როდესაც ცუგა სასეირნოდ გაყავდათ. ამ დროს ყველაფრისთვის მზად იყო.თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ყოველ ცხოველების მოყვარულს ხომ ერთი ისეთი მეზობელიც ყავს სიახლოვეს, რომლებიც ამრეზით უყურებენ ფუმფულა არსებებს. ეს კარის მეზობელი იყო.ქალი ადრეც აჭმევდა კატებს, რამდენიმე მამალი იყო და იმათმა ტერიტორიები მონიშნეს მთელს მესამე სართულზე(ყველგან მიაშარდეს). ეს საკმარისი გახდა იმისთვის რომ მეზობელს ცოცხი გაემწესებინა მუდმივ დარაჯად კარებთან. როდესაც კი გამოსვლისას კატებს დანახავდა მაშინვა ცოცხის ფრიალს იწყებდა.შრუშოს გადმოსახლებიდან რამდენიმე დღეში მეზობლის კართან კვლავ გამწესდა ცოცხი დარაჯის პოზიციაზე. ოღონდ აქ ერთი პრობლემა იყო, მეზობელს შრუშო ყუთიდან ამოსული ჯერ არასდროს უნახავს, ეს ალბათ იდეალური შემთხვევითობის ბრალი იყო. ამიტომაც მეზობელმა გადაწყვიტა უფრო ხშირად შეემოწმებინა კარების სათვალთვალო, იქნებ შრუშო რაიმე ფაქტზე წაეჭირა, აი ისეთზე, რომელიც საკმარისი მიზეზი იქნებოდა ცოცხით დარბევისთვის. მაგრამ კარების სათვალთვალოში კარგად არ ჩანდა ხოლმე ყველაფერი, ამიტომ მეზობელი კარებს შეაღებდა ნელა, გაიხედავდა და ისევ კეტავდა. ეს ქალმა შეამჩნია და მეზობელს მაშინვე უთხრა, რომ შრუშო გოგო იყო და მამალი კატებივით არ მოიქცეოდა, მისი კნუტები კი ჯერ ყუთითან ვერ ძვრებოდნენ. ქალმა ისიც დაამატა რომ თუ შრუშო რაიმეს შესცოდავდა ის თავად გამოასწორებდა პრობლემას. ამან მეზობლის მიერ კარების გაღების და შემოწმების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შეამცირა, რამდენიმე დღეში ცოცხიც შვებულებაში გავიდა.რთული დღეები მაშინ დაიწყო, როცა ლიფტი გაფუჭდა და ყველამ კიბით დაიწყო სიარული. სამწუხაროდ ეს პრობლემა ხშირად აწუხებდათ მაცხოვრებლებს.ზოგი უკვე დაღლილი იყო მესამე სართულზე, ზოგიც გინებას იწყებდა, ზოგს კი ჩამოსვლისგან უკვე ფეხებიღა სტკიოდა.შრუშოს სანახაობა არ აკლდა, ხან მოხუცები, ხან ახალგაზრდები, ხან ძაღლიანები. კარგი ის იყო რომ უმეტესობა შრუშოს ყუთს გვიან ამჩნევდა. მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც საჭმელს ტოვებდნენ.ერთხელ შრუშოს თავზე დააფერფლეს სიგარეტის ნამწვი. ეს ერთ-ერთმა იმ მრავალთაგანმა ჩაიდინა, რომლებიც ყოველი ინტელექტუალური თავშეყრის დროს თავიანთ კულტურულ უპირატესობას უსვამენ ხაზს, სუფრა იქნება ეს თუ უბნის ფანჩატური.მეორეჯერ რაღაც ნაგვის პარკი დატოვეს შრუშოს ყუთში. ამაზე გაბრაზებულმა ქალმა სოც ქსელში, კორპუსის ჯგუფში ერთი დიდი პოსტი გამოაცხო, რომელსაც უამრავი ნახვა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 1-2 გამოხმაურება კომენტარებში.ამასობაში კნუტებმა უკანა ფეხებზე დაჯდომა დაიწყეს. შრუშომ გადაწყვიტა სათითაოდ გადმოესვა ისინი ყუთიდან და არსებულ 6 კვადრატულ მეტრში გაესეირნებინა. კნუტები წაქცევით, მაგრამ ნელ-ნელა მიღოღავდნენ დედისკენ.ერთი ასეთი პრაქტიკისას ზემოდან სამი მაცხოვრებელი ჩამოდიოდა, შრუშომ ხმა კი გაიგო, მაგრამ კნუტების ყუთში ჩასმა მხოლოდ მაშინღა დაიწყო როცა მაცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს რომ “ვიღაც ვიღაცეებს” კორპუსში “ზოოპარკი” ქონდათ მოწყობილი. როგორც ჩანს გალიიდან სამი ცხოველი გაქცეულა.გაშვილებაუკვე მერვე კვირა იყო და შრუშოს კნუტები მესამე სართულზე დაკუნტრუშებდნენ. საჭმელი და მოფერება არ აკლდათ, ხანდახან ბეწვის აბურძგვლაშიც წაივარჯიშებდნენ ხოლმე, როცა ძაღლიანი მეზობელი ჩაივლიდა.ლიფტი გააკეთეს და იმდენი ხალხი აღარ დადიოდა. ქალს უკვე დაწყებული ჰქონდა კნუტების ქვიშაზე მიჩვევა, შრუშოც აძლევდა მათ პრაქტიკულ მაგალითს.დანიელი და დანარჩენი სამი კნუტი ერთად ხშირად თამაშობდნენ. მოიკუნტებოდნენ, მხრებს აათამაშებდნენ, დაუმიზნებდნენ და ერთმანეთისკენ ხტებოდნენ. ხანდახან ორფეხზეც უწევდათ რამდენიმე მტკაველის გავლა. ეს ბავშვებს ძაან ართობდა, სკოლის შემდეგ ნახევარი საათი ერთად თამაშობდნენ ხოლმე. ქალმა ძაფზე პატარა ქაღალდი გამოაბა და კნუტებს ამით ეთამაშებოდა, შემდეგ ბავშვებმაც მიბაძეს. ანკესივით გადაუგდებდა და აუცილებლად ერთად რამდენიმე კნუტი დაიწყებდა მომზადებას, ნელა მოქაჩავდი და რომელიმე აუცილებლად ისკუპებდა. კნუტები ისეთი სწრაფები იყვნენ რომ ქალი და ბავშვები ვერ ასწრებდნენ ანკესის სწრაფად მოქაჩვას ისე, რომ ფისოებს ის ვერ დაეჭირათ. ამ ანკესს ხანდახან შრუშოც წამოეგებოდა, როცა მასთან ახლოს დავარდებოდა. დედა თავის დაღლილობას დროებითი თამაშით ივიწყებდა.ერთ დღესაც ქალს სტუმარი ეწვია, მას საშუალო ზომის კატის გადასატანი ყუთი ქონდა თან. როგორც ჩანს ქალმა ინტერნეტით შეძლო და ორი კნუტისთვის პატრონი იშოვა. იცოდა რომ თავად მათ ვერ დაიტოვებდა, ქუჩისთვის კი ვერ იმეტებდა.სტუმარს მდედრი კნუტების წაყვანა გადაეწყვიტა. იღბლიანები აღმოჩდნენ შავთეთრი კნუტი და თეთრი ორი შავი ლაქით.ცოტა ხანი ისაუბრეს, საჭმელიც დაუდეს შრუშოს. კნუტები უკვე ჭამდნენ საჭმელს და მათაც ჩარგეს თავი ულუფაში დედასთან ერთად. ამასობაში სტუმარმა შრუშოსთვის რამდენიმე დღის საკვები გადასცა ქალს და უთხრა რომ ეცდებოდა დანარჩენებისთვისაც მოეძებნა პატრონი. დაახლოებით ნახევარი საათის და კნუტების კარგი დათვალიერების შემდეგ ისინი ყუთში ჩასხეს და წაიყვანეს.შრუშო თავიდან ვერ ხვდებოდა, მერე რამდენჯერმე კნავილით აიკლო იქაურობა. ყოველ გაგონებაზე ქალი გადიოდა და ამშვიდებდა მას. დროთა განმავლობაში შრუშო ბედს შეეგუა, დარდი დარჩენილი ორი ბიჭუნათი გაიქარვა. მალე მათთან განშორების დროც დადგებოდა.დაშორებაკიდევ ერთი კვირა გავიდა, შრუშო უკვე შეეგუა ოთხის ნაცვლად ორ კნუტს. ქალიც საჭმელს ყოველდღე ზუსტ დროს აძლევდა.კნუტები უკვე ზედა-ქვედა სართულებზე დაძვრებოდნენ, იკვლევდნენ გარე სამყაროს. რამდენჯერმე ზედა სართულებზე აჭამეს კიდეც, უფრო მოუხშირეს წინ და უკან სიარულს. ხშირად ქალს კნუტები ადგილზე აღარ ხვდებოდა ხოლმე როცა ჭამის დრო იყო.ორი სართულით ზევით ერთი ბიჭი იყო, რომელიც დანიელს და მის ძმას აჭმევდა პერიოდულად, თან ეთამაშებოდა და ეფერებოდა. იცოდა რომ რამდენიმე სართულის ქვევით ამ კნუტებს მეზობელი უვლიდა. ბიჭმა დედას სთხოვა კნუტები აეყვანათ, დედამ არ იცოდა რა ექნა, კნუტები ეცოდებოდა, თან ხედავდა როგორი ბედნიერი იყო მისი ბიჭი მათთან ერთად, მაგრამ არ იცოდა მის ქმარს რა რეაქცია ექნებოდა ამაზე. მათ იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდათ.დედამ გარისკა და კნუტები სახლში შეიყვანეს, ბიჭი უბედნიერესი იყო, კნუტებმა პირველად დაიძინეს ყველანაირი შიშის გარეშე.შრუშო მარტო დარჩა, ქალთან მხოლოდ საჭმელად დადიოდა, დანარჩენ დროს სხვაგან ატარებდა. ქალმა მეზობლებში იკითხა კნუტები ხომ არ ენახა ვინმეს მაგრამ ვერაფერი გაიგო. ბოლოს ბიჭმა თავად გააგებინა მათი აყვანის შესახებ. ქალი გახარებული იყო, რომ კნუტები უზრუნველად იცხოვრებდნენ.ბიჭი საათობით ეთამაშებოდა კნუტებს, ამის გამო ხანდახან შენიშვნებსაც აძლევდა დედა, მეცადინეობას საკმარის დროს არ უთმობო.მამა თავიდან არაფერს ამბობდა, შემდეგ წუწუნი დაიწყო ფეხებში მებლანდებიანო, მაგრამ ამაზე მეტი აღარ გაუგრძელებია.ერთხელ დანიელის ძმამ ბიჭის მამის ფეხსაცმელში მოისაქმა. ამაზე მამა ძალიან გაბრაზდა, საჩხუბარი თემა მიეცა, ცოლი უკვე ნანობდა კატების აყვანას, ბიჭმა კატები ოთახში გაიყვანა და ყურებზე ხელები აიფარა, არ სურდა ჩხუბის მოსმენა.ამ ამბავმა ჩაიარა, რამდენიმე კვირაც გავიდა. კატებს აღარანაირი შეცდომა აღარ დაუშვიათ, მაგრამ ყველაფერი მათზე როდი იყო დამოკიდებული.ბიჭის მამა ნასვამი მოვიდა სახლში, სანამ შუქს აანთებდა რომელიღაც კატა ფეხებში გაებლანდა, ეს საკმარისი აღმოჩნდა რომ კაცს გინება და ფურთხება დაეწყო. დასტრესილი დედაშვილი მალევე გამოვარდნენ საღამურებით, უკვე გვიანი იყო. კაცი კატებს აგინებდა, ცოლმა მისი დამშვიდება სცადა, ამან მხოლოდ ის გამოიწვია რომ ახლა კატების ნაცვლად კაცი ცოლს აგინებდა. ფისოები ხმაურზე ოთახში გაიქცნენ, ბიჭს უნდოდა ისიც ოთახში ყოფილიყო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძროდა.კაცმა უეცრად გადაწყვიტა რომ კატების ადგილი სახლში არ იყო და ის ამ პრობლემას მოაგვარებდა. სწრაფადვე ამოიღო არსაიდან ნაჭრის პარკი, ოთახში შევიდა, სტაცა ორივე კატას ხელი, ჩასვა პარკში და თავი შეუკრა. საწყალი ფისოები შიშისგან კნაოდნენ, დედა-შვილი კი კაცს ცალკე ეჯიკავებოდა რათა კნუტები როგორმე დაეხსნათ.არ გაჭრა, კაცი ზედმეტად აგრესიული აღმოჩნდა, სახლიდან გავიდა და მანქანისკენ დაიძრა. ჩაჯდა, ნახევარი საათი იარა ნასვამმა, გაუმართლა პოლიციამ არ გააჩერა, სამაგიეროდ ფისოებს არ გაუმართლათ.რაღაც ნაძვებთან გააჩერა, გადმოვიდა, პარკი აიღო, ფისოები ბოლომდე თრთოდნენ და განწირული ხმით კნაოდნენ. კაცმა პარკი ამოატრიალა. კნუტები ძირს გადმოცვივდნენ და დაბნეულობისგან 4-5 მეტრი გაუაზრებლად გაირბინეს. მალევე მიხვდნენ რომ სადღაც სიბნელეში იყვნენ, ციოდა, შიშმა უფრო აიტანა მათი სხეულები. განათებულ მანქანას ამჩნევდნენ მარტო. ისინი კაცისკენ გაიქცნენ, იმ იმედით რომ ის სახლში დააბრუნებდა ბიჭთან. კაცმა კნუტებს დაუტია, რამდენიმე მეტრი გამოეკიდა კიდეც და დანიელს წიხლიც კი უთავაზა. კნუტებს მეტი აღარ უცდიათ, მათ დაკარგეს ამ კაცისადმი ყველანაირი რწმენა. ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ და კნავილისგან დაღლილი ყელი დაასვენეს.სახლში მისულ კაცს სასწრაფოს მანქანა დახვდა ეზოში.უგზო-უკვლოთრამდენიმე საათში კნუტები დაწყნარდნენ და ერთ ბუჩქში დაიძინეს.გათენდა თუ არა დანიელმა და მისმა ძმამ ადგილის შემოწმება დაიწყეს, ყველაფერს ყნოსავდნენ თან კნაოდნენ. არავის არაფერი ესმოდა, გზად დიდი სიჩქარით მანქანები დაქროდნენ. ხმაურმა კნუტები გზას მოაშორა და რამდენიმე მეტრში მზის სხივებს მიაფიცხა. სხივები პატარა არსებებს ათბობდა, ნელი სიო ნარნარად ეფერებოდა მათ გახურებულ ბეწვს და ციცქნა სხეულებს აგრილებდა. ალბათ კიდე დიდხანს იქნებოდნენ პატარები ასე, რომ არა მუცლის ხმაური. ჭამის დრო იყო, მაგრამ გარშემო არაფერი არ იყო რაც შეიძლებოდა შეეჭამათ, არც არავინ არ ყავდათ ვინც აჭმევდა. მხოლოდ ერთმანეთი ყავდათ. კნავილი უნდოდათ, მაგრამ გამშრალი პირი არ იძლეოდა საშუალებას, იქვე პატარა გუბე მოძებნეს და წყურვილი მოიკლეს. მოსაღამოვდა, აგრილდა, შემოდგომა გადადიოდა, სიცივემ კნუტები უფრო დააახლოვა, მობუზა და ერთმანეთს ჩაახუტა, ბუჩქებში დამალა და ძილი დააწყებინა. ღამე მანქანების შუქი ილანდებოდა ბუჩქებზე, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის რომ ორ პატარა სტრესისგან დაქანცულ არსებას ძილი დაეწყო. წინ უფრო ბნელი დღეები იყო.შიმშილიდილას დანიელმა, როცა უკვე ვეღარ იგრძნო გვერდით თავისი ძმის თბილი სხეული, თვალები გაახილა. ძამიკო განაბული მისჩერებოდა რაღაც შავ წერტილს. უცებ ეს წერტილი გამოძრავდა და მანაც დაადო თათი. ნელა დაიწყო აწევა რა დროსაც შავი წერტილი ისევ გამოძრავდა. დანიელის ძმა პატარა ხოჭოს დასდევდა. ხოჭომ თავს უშველა, ამასობაში კნუტებს შიმშილი გაახსენდათ. გადაწყვიტეს ცოტა გაეარ-გამოეარათ. გზის მხარეს გავიდნენ, მაგრამ დიდი სიჩქარით ჩავლილი ტრაილერის გამაყრუებელმა ხმამ უცებვე გამოაქცია ისინი უკან. ახლა გადაწყვიტეს მეორე მხარეს წასულიყვნენ. წინ დანიელის ძმა მიდიოდა, დანიელი მას მიჰყვებოდა. ცოტა იარეს თუ ბევრი მიადგნენ კლდის პირს, გადახედვისას შეეშინდათ და ორიოდე მეტრით უკან გამოიქცნენ. შემდეგ დაჯდნენ და დაკვირვება დაიწყეს. ლურჯი ტალღები შორიდან მოდიოდნენ, ქარს წყლის სუნი მოჰქონდა, კლდეზე შეხეთქების ხმა შიშს აღვიძებდა. დანიელი კანკალმა აიტანა და ძმას მიუცუცქდა. უკან დაბრუნებულებს შავი მოძრავი წერტილი გარეთ დახვდათ. დანიელის ძმა სწრაფად ამოძრავდა, დაშინებული წერტილი პირდაპირ დანიელისკენ გამოიქცა, მან კი თავისდა უნებურად ზუსტად იქ დადგა თათი სადაც წერტილმა თავისი გზის გაჭრა მოინდომა, უცებ აიღო თათით წერტილი და დაუფიქრებლად შესანსლა. საშინელი გემო ქონდა, მაგრამ ცოტა მოეშვა. ამასობაში დანიელის ძმა გარშემო ყნოსავდა, უნდოდა ეპოვნა შავი წერტილი, შემდეგ თავის ძმას დაყნოსა პირზე და მიხვდა ყველაფერს, შეწყვიტა ძებნა, მზეზე დაჯდა და თვალები დახუჭა. დანიელმაც მიბაძა. ასე თბებოდნენ სანამ უცებ ქარმა არ დაუბერა და მტვრიანი კნუტები ბუჩქებში გააქცია. გადაწყვიტეს ენერგია დაეზოგათ და დღე ასე დაესრულებინათ.  ღამეწინა ღამესთან შედარებით იმდენი მანქანა აღარ მოძრაობდა. სინათლეც იმდენი აღარ აღწევდა ბუჩქებში. ნიავიც ჩამდგარიყო. სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ არა დიდი ხნით. უცებ ბუჩქების შრაშუნი გაისმა, რა თქმა უნდა დანიელმაც და მისმა ძმამაც თვალები გაახილეს და ყურები დაცქვიტეს. გარეთ გასვლა არც უფიქრიათ, სიბნელეს აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ ამოეხსნათ ეს ხმა. უცებ ისევ გაისმა ხმა, უფრო ახლოდან. შემდეგი ხმა უკვე ოთხ თათზე სიარულს ჰგავდა. ამას დაემატა სწრაფი ქოშინის ხმა. ოთხფეხა არსება სწრაფი ყნოსვით ეძებდა რაღაცას. კნუტებმა ნელა და ჩუმად შეიწიეს უფრო ღრმად ბუჩქში. როცა ხმა უკვე ბუჩქთან მოვიდა ორივენი გაშეშდნენ. უეცრად ოთხფეხამ აგრესიულად ბუჩქში თავის შეყოფა დაიწყო მაგრამ სახე დაიჩხაპნა და მეტი აღარ ეცადა. მალევე გაეცალა იქაურობას. კნუტებმა აშლილი ბეწვი დაილაგეს და ისევ დაიძინეს. დღეები და ღამედღე 3: დანიელი თავისი ძმის ხმამ გააღვიძა, იგი გამალებით იქექავდა ყელის არეს, როგორც ჩანს პატარას რწყილები გასჩენოდა. დღის განმავლობაში ორივემ დაიჭირეს წერტილები, ბევრი არაფერი მაგრამ რაღაც მაინც იყო. ამის აღსანიშნავად ორივემ ითამაშეს, ერთმანეთს ახტებოდნენ, პირით იჭერდნენ ყურებში, კოტრიალებდნენ, თათებს უქნევდნენ. დაღლილები ისევ ძილს მიეცნენ ბუჩქში.დღე 4: ახლა უკვე დანიელიც იქექებოდა. წერტილები ვერ დაიჭირეს, მაგრამ გუბეში ისევ იყო ცოტა წყალი დარჩენილი და ის დალიეს.დღე 5: დანიელის ძმა სველ თვალს თათით ილოკავდა, როგორც ჩანს რაღაც ინფექციამ გაუღიზიანა. მუცელმა ტკივილი დაიწყო, კნუტებს ძაან შიოდათ. დღეს თამაშის ხასიათზე არცერთი არ ყოფილა.დღე 6: დანიელის ძმას ორივე თვალი სველი ჰქონდა. გუბე ბოლომდე ამომშრალიყო, ახლა უკვე წყალიც აღარ ჰქონდათ.დღე 7: მშივრებმა გადაწყვიტეს გზისკენ გასულიყვნენ. მალევე რაღაც პარკს გადააწყდნენ, რომელსაც გემრიელი სუნი ასდიოდა. პარკი შეკრული იყო, კნუტები გამალებით ცდილობდნენ პატარა პრჭყალებით მის გახევას, ბოლოს დანიელმა შეძლო ცოტათი გაეხია და თავი შეეყო. ცდილობდა რაღაცისკენ ჩასულიყო, თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ სუნს მისდევდა, დაავლო პირი რაღაცას და უკან გამოქაჩა, თავი გაეჭედა და სხეული ეჯიკავა, ბოლოს გამოძვრა და გამოიტანა კიდეც ნადავლი. სოსისის ცარიელი პლასტმასის კონტეინერი იყო. შიგნით არაფერი არ იყო. დანიელიც და მისი ძმაც ორივენი ყნოსავდნენ, სუნს გრძნობდნენ მაგრამ არაფერი იყო რაც შეეძლოთ შეეჭამათ, ეს მათ აგიჟებდა, გამალებით ეძებდნენ რაღაცას, ბოლოს დანებდნენ და უბრალოდ კონტეინერის ლოკვა დაიწყეს, იმის იმედით რომ რამეს დააგემოვნებდნენ, მაგრამ ალოკვის ბოლოს მხოლოდ პლასტმასის გემო რჩებოდა. დანიელის ძმა ეცადა პარკში კიდევ რამე მოეძებნა, მაგრამ სუნიანი სალფეტკების გარდა ვერაფერი ნახა.დღე 8: დანიელის ძმას თვალები იმდენად გაუღიზიანდა რომ უკვე სანახევროდ ახელდა. უფრო ხშირად იქექებოდა, ზოგჯერ ზურგით კოტრიალობდა, რომ ის ადგილები მოექავებინა რასაც ვერ სწვდებოდა. ქავილი არც დანიელს აკლდა, სისველე კი მხოლოდ ერთ თვალზე ჰქონდა. ორივეს დააჩნდათ ნეკნები, გახდნენ და დასუსტნენ, ისე ლაღად ვეღარ დახტოდნენ, გასაცოდავდნენ.დღე 9: წვიმს, ბუჩქში წყალი ჩამოდის, დანიელმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი რომ დიდი ცივი წვეთი არ დასცემოდა კისერში, მაგრამ უშედეგოდ. დანიელის ძმა ერთ ადგილას იჯდა, თავი ჩაექინდრა, ცხვირიდან სისველე მოსდიოდა, თვალები კიდევ უფრო უარესად ჰქონდა გაღიზიანებული. წვიმამ წყლის გუბეები შექმნა, იქვე ახლოს იყო ერთი, დანიელმა მალევე მოხვრიპა ერთ-ერთიდან. მისი ძმა არც კი განძრეულა, მთელი დღე ერთ ადგილას იყო.დღე 10: დანიელს მეორე თვალზე დაეწყო სისველე, მუცელი კვლავ ცარიელი ჰქონდა. თავის ძმას ლოკავდა, ისიც ხანდახან წაუკნავლებდა, სხეულზე ათასი წვრილი შავი წერტილი გადასდიოდა, ყველა სათითაოდ ჭამდა მის სისხლს, მაგრამ ციცქნა კნუტს უკვე აღარც შეეძლო ამაზე ეფიქრა. ორივე თვალი დაეხუჭა, სისველე გამაგრებულიყო და წებოსავით ჩაეკეტა თვალები.ღამე 10: ორივენი ჩუმად ისხდნენ, იმედდაკარგულები, მშივრები, დაუბანლები, მოუვლელები, დაავადებულები. დანიელი თავის ძმას არ ტოვებდა, ამ ქვეყნად მხოლოდ ერთმანეთი ჰყავდათ. უცებ ბუჩქებში ისევ გაისმა შრაშუნი, დანიელმა ყურები ცქვიტა, მისმა ძმამ თავი ნელა აწია. ოთხფეხა მალევე მოადგა კნუტების ბუჩქს. გამალებული ყნოსავდა იქაურობას. ალბათ უკვე ეგრძნო შიშის სუნი, რომელსაც დანიელი გამოყოფდა თავისი აფოფრილი ბეწვიდან. ოთხფეხამ თავის შეყოფა მოინდომა ბუჩქში და ამ დროს დანიელმა დაუსისინა, თან შეხტა კიდეც. შეეძლოთ უკან შეეწიათ ბუჩქში მაგრამ დანიელის ძმას ამის თავი არ ჰქონდა, მხოლოდ თავი წამოეწია და შიშისგან კნაოდა. ოთხფეხამ კიდევ ერთხელ სცადა თავის შეყოფა და დანიელის კლანჭებიც იგემა. მაგრამ ამან მხოლოდ დროებით დაახევინა უკან. მალევე ძლიერად შეყო თავი, პირი გააღო და დანიელის ძმა ბუჩქიდან გაიყოლა. ოთხფეხა გარბოდა, დანიელის ძმა განწირული კნაოდა, დანიელი ბუჩქიდან გავარდა და პასუხს აძლევდა, მაგრამ მისი ძმის კნავილის ხმა ნელ-ნელა ქრებოდა. ბოლოს ხმა გაქრა და მხოლოდ დანიელის კნავილიღა არღვევდა სიჩუმეს.დღე 11: დასტრესილი დანიელი ბუჩქის ბოლოში იჯდა, ორივე თვალზე სისველე ჰქონდა, პერიოდულად კნავილს დაიწყებდა, შემდეგ გაჩერდებოდა, შემდეგ ისევ დაიწყებდა, ეხლა უკვე აღარავინ აღარ ყავდა, ვისთანაც დაიძინებდა, ითამაშებდა, შეჭამდა, მზეს მიეფიცხებოდა. მთელი დღე ბუჩქიდან არ გასულა.დღე 12: შიმშილმა ყველანაირი ზღვარს გადააჭარბა, აიძულა დანიელი ამდგარიყო და გასულიყო ბუჩქიდან. ჯერ კიდევ ახსოვდა საჭმლის სუნი რომელიც გადაგდებული პარკიდან იგრძნო. გული გზისკენ მიუწევდა. გზაზე მისულს პარკები ბლომად დახვდა, მაგრამ ყველა ან უკვე გახსნილი იყო ან მასში არაფერი არ იყო რაც მიიზიდავდა. უცებ ჩაიქროლა ერთმა მანქანამ საიდანაც რაღაც მოისროლეს. აი თურმე საიდან მოდიოდნენ ეს პარკები. ეს დანიელის შანსი იყო, იქნებ რამე ეპოვნა პარკში, მაგრამ ამისთვის გზა უნდა გადაეკვეთა. ასეთი რამ აქამდე არასდროს გაუკეთებია, მაგრამ არც ბევრი არ უფიქრია, დაადო თავი და აჩქარებული ნაბიჯით დაიწყო გზის გადაკვეთა, შუაში მისულს ხმა მოესმა მარჯვნიდან, უცებ გაჩერდა, გაიხედა, დაინახა მანქანა როგორ მიქროდა მისკენ, ერთი წამით შიშისგან გაშეშდა, მაგრამ მალევე ამოძრავდა და აუჩქარა. ბოლო ნახტომში მაინც არ გაუმართლა, მანქანის ბამპერი უკანა ფეხებზე მოხვდა და იქვე ერთ მეტრში მიაგდო. მანქანა მალევე გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა, ბამპერს დახედა, შემდეგ კნუტთან მივიდა, დანიელმა ტკივილისგან წაუკნავლა, თან შველა სთხოვა მძღოლს, მძღოლმა შეაგინა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. დანიელი განწირული კნაოდა. ის ამ ღამეს ვერ გადაიტანდა, ოთხფეხა აუცილებლად მოაკითხავდა მას. ფეხები საშინლად სტკიოდა, წინა ორი თათით მიხოხავდა, უკანების დადგმას ეცადა, მაგრამ ენით აღუწერელმა ტკივილმა გადააფიქრებინა. იქვე გზიდან ერთ მეტრში მოჯდა და კნავილი განაგრძო. ჩაიარა ერთმა მანქანამ, მეორემ, მესამემ, მეხუთემ, მეათემ. ზოგი რას უსმენდა, ზოგი რას გადმოაგდებდა. ერთმა გააჩერა, სწრაფად გადმოვიდა, შარდის ბუშტის დაცლა დაიწყო, თან სიამოვნებისგან თვალები დახუჭა. დანიელმა უცებვე დაიწყო მისკენ ხოხიალი, ტკივილისგან გამწარებული უფრო მძაფრად კნაოდა. ფეხებდამტვრეული კნუტის დანახვაზე ისე შეხტა, რამის შარვალზე გადაივლო, მალევე მორჩა, ჩახტა მანქანაში და გაიქცა. დანიელმა კნავილს მოუკლო. თვალებიდან სისველე მოსდიოდა, ცრემლებივით მოწანწკარებდა. ფერდი ექავებოდა მაგრამ ვერაფერს შვრებოდა, ფეხები აღარ უვარგოდა. ტალახიან გუბესთან დალია ბინძური წყალი. ამასობაში მოსაღამოვდა, მანქანებმა ფარები ჩართეს, ჯერ მათი სინათლე გამოჩნდებოდა, შემდეგ თვითონ მანქანა, შემდეგ ისევ წითელი ლანდი მიილეოდა გზის ბოლოში. დანიელმა შეწყვიტა კნავილი, აღარაფრის თავი არ ჰქონდა, უბრალოდ იდგა თათებზე. ამდენი დღე და ამდენი ღამე, იმისთვის რომ ბოლოს ბედს მიენდო და დანებდე, დანიელს იმედი გადაწურული ჰქონდა. თავისი ძმა ენატრებოდა, მის განწირულ კნავილს ვერაფერი ამოშლიდა მისი გონებიდან.ხსნამანქანამ ნელა ჩაიარა, ფანჯრიდან გერმანული ნაგაზი ალივლივებდა ენას. სწორედ ამ დროს დანიელის თათები დანებდა, მისი პატარა თავი მიწას დაენარცხა, თვალების დაეხუჭა, უკვე დაღლილი იყო, მეტი აღარ შეეძლო. მანქანა გაჩერდა, მძღოლის კარებიდან გოგონა გადმოვიდა, დანიელთან მივიდა, დაიხარა და ნაზი ხელები თავზე გადაუსვა, უცებ გაცოცხლა ფისო, თითქოს გოგოსგან ენერგია გადაეცაო, აკნავლდა, თათებზე წამოდგა, თავს აქანქარებდა, ვერ ხვდებოდა საით იდგა გოგონა, მაგრამ უნდოდა კიდევ შეხებოდნენ. უნდოდა ვინმეს აეყვანა და თბილად ჩაეკრა გულში. გოგონამ დანიელი ფრთხილად აიყვანა, ხელით მოუსინჯა სხეულის სხვადასხვა ადგილები, მიხვდა რაც სჭირდა, მანქანასთან მივიდა, ტილო გადმოიღო, მასში გაახვია, მანქანაში ჩასვა და იქაურობა დატოვა. დანიელი ტოვებდა ბნელ ჯურღმულებს, ის შორდებოდა თავის ძმას, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ იაზრებდა, დაღლილი უკვე გათიშულიყო. ღრმად ეძინა, ასე მშვიდად დიდი ხანია არ დაუძინია.კატა ს