ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ცადამყვანი

ცადამყვანი

ქარიაშვილების უბანს რომ ჩამოცდები,სოფლის შესასვლელიდან მალევე ნათელას სახლს დაინახავ- სახლზე მიდგმული ბოსლითა და პატარა, მყუდრო ეზოთი.ჭიშკარს შეაღებ თუ არა, ფეხებთან დიდი, ლამაზი ქვები დაგხვდება. ბოლნისური ჯვრითა და ანგელოზების გამოსახულებით. მთელს ეზოს შხამიანი ცადამაყვანები ფარავს, ადამიანს ჭკუიდან აცდენსო - ასე ამბობდნენ სოფელში. ნათელა და მისი წინაპრების სახლი მისტიკასა და იმ ამბებთან ასოცირდება, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დატრიალდა და მისი კვალი დღემდე ეტყობა მასაც და გარემოსაც. ერთი შეხედვით იმ ეპოქისათვის ჩვეულებრივმა მოვლენამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, თანაც სამუდამოდ და ყველაფერი დროსა და სივრცეში გაყინა.

ნათელა ბებო ბუნდოვნად მახსოვს. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მისი სიკვდილის შესახებ შევიტყვე. სამი დღე და ღამე არ გამოჩნდა და საბოლოოდ ბოსელში იპოვეს გარდაცვლილი. გული გასკდომოდა საწყალს და საქონლის ფუნაში იყო პირქვე დამხობილი. არც შვილი ჰყავდა და არც ვინმე ნათესავ-მყვარებელი, ამიტომ სოფელმა ითავა მისი დაკრძალვა, ბოსლის კარი რომ შეაღეს, ხრწნისა და ფუნის აუტანელი სუნი გამოვარდა. პირქვე დამხობილს თავზე ძროხა ედგა, რომელიც საზარლად ბღაოდა და ამ საშინელ სურათს კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა. ბოლო დროს ისედაც ჭორად დადიოდა - ჭკუიდან შეიშალაო . თურმე ღამღამობით ეშმაკები ელანდებოდა. ხშირად, შუაღამით ცას თვალს მიაშტერებდა და თუკი ვინმეს ახლომახლო შეამჩნევდა, საჩვენებელ თითს ტუჩთან მიიტანდა, მერე სიცილი აუვარდებოდა და გაფუჭებული თოჯინასავით იმეორებდა: ეშმაკები! გარს ეშმკათა ლეგიონი გვახვევია და ვერც ვამჩნევთო. ან კიდევ სახლის მეორე სართულიდან გადმოდგებოდა და გულამომჯდარი ტიროდა. ტიროდა მთელი გულწრფელობით, თან სწრაფ-სწრაფად იწერდა პირჯვარს და გაიძახოდა, შეგრისხოს წმინდა გიორგიმო. ბებოსაგან ვიცოდი, რომ ხალხური შელოცვების დიდი მცოდნე იყო. 

ბავშობაში ღამით კოშმარები მესიზმრებოდა და სწორედ ამიტომ, ბებომ და დედამ გადაწყვიტეს ნათელასთან მივეყვანე, რომ შეელოცა. მთელი ნახევარი საათი ლოცვებს ბუტბუტებდა და წმინდა გიორგისა და ღვთისმშობელს, ჩვენი სოფლის წმინდანსა და მცველს, შეწევნას და დახმარებს თხოვდა ხოლო ბოროტებას კი წმინდა გიორგის მახვილითა და ძალით აშინებდა. ერთადერთ ყველაზე უფრო ნათელ მოგონებად ნათელა ბებოზე მხოლოდ ეს შემომრჩა და მისი სიკვდილის ამბავი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე . 

რამდენიმე წლის შემდეგ სოფლის შარაზე მოხუცები იხსენებდნენ მის უკანასკნელ ტანჯვით სავსე დღეებს. ამბობდნენ, თუკი რაიმე მამისაგან ჰქონია დანატოვარი, ტანსაცმელი, წიგნები ან კიდევ სურათი, ყველაფერი დაუწვავს. ალბათ გულის სიღრმეში ეშინოდა წარსულის და მამის ცოდვების, რომელსაც ვერა და ვერ აღწევდა თავსო, ან როგორ უნდა დაეღწია, როცა მისი ნასახლარი დღეს ნაძრახ ადგილად ითვლება . სახლი და ეზოც სრულად გაპარტახებულია და სურო აქ მოდებული. სასაფლაო, სადაც ნათელა დაკრძალეს, ყოფილი ეკლესიის ადგილას იყო. მისი მამის მონდომებით რომ დაანგრიეს და ეს მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული უბოროტო ქალიც იქვე დაასაფლავეს. მაშინაც ბევრი ამბობდა, მამის ცოდვებმა სიბერეში ხომ არ უწიაო, მაგრამ ამაზე საუბარს ყველა თავს არიდებდა, ერთგვარი უთქმელი შეთანხმება იყო დავიწყებული ისტორიის თავიდან არ გახსენების.

სასაფლაოზე შემორჩენილი იყო ეკლესიის ზარები, რამდენიმე ხატი და ჯვრები. ძირითადად სალოცავად ამოსული ადამიანების მიერ ამოტანილი და დატოვებული. ჩემთვის ეს ისტორია და მისი გმირები პირველად აქედან გახდა ცნობილი, შემდეგ კი ყველაფრის მცოდნე ბებიასთან მივედი. ის კი  დაწვრილებით მომიყვა მთელ ისტორიას თავისი ტრაგედიითა და ქაოსით, რაც ჩვენს ოჯახსა და ერთ ღვთისგან მივიწყებულ, რაჭულ მთებში მოქცეულ სოფელში დატრიალდა.

წვიმიანი საღამო იყო. ღუმელის წინ ვისხედით მე და თუთა ბებო. ცინკის სახურავს კაკალი ეცემოდა და უცნაურ ხმას გამოსცემდა. გარეთ ციცინათელები ჩანდნენ . ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა. კედლიდან სტალინისა და ლენინის ამაყი პლაკატი დაგვცქეროდა. ახლადდაკრეფილი სოკოები ტაფაზე იხრუკებოდა. ჩვენი სახლი განმარტოებით, სოფლის ბოლოს იდგა, ასწლოვან ცაცხვის ხეს ბუ შესჩვეოდა. ჭინკის, ან სულაც ალის კვალი არსად შეინიშნებოდა. თუკი საიდანმე ავსული გამოჩნდებოდა, მაშინათვე ხალხური შელოცვა უნდა გეთქვა და იმ წამსვე გაქრებოდნენ. გარს ფოცხვრების მთა გვეკრა . ჩვენი ეზოდან ხელისგულივით რომ მოჩანდა. ამაზე კარგი მცველი არსად გვეგულებოდა. ეგ და კიდევ ორლულიანი თოფი საფანტის ტყვიით. ერთი სიტყვით, უშიშრად ვგრძნობდით თავს. თავდაპირველად მაინც იმ კაცმა დამაინტერესა, ამ ამბის მთავარმა მოქმედმა გმირმა. დასაწყისში რომ ვახსენე ნათელა ბებო, მისი მამა. სახელად აკაკი ერქვა. ტანად დაბალი და ხმელი კაცი ყოფილა. ულვაშებით, მუშაობით დაკოჟრილი ხელებით. კბილები და თითები თუთუნის მოწევისგან ჰქონია შეყვითლებული. ღარიბი გლეხის ოჯახიდან ყოფილა, უფრო სწორად ღატაკის. შრომა და მიწის ჩიჩქნვაც დიდად არ ყვარებია. ამიტომაც შესრულებულა თუ არა 18 წლის, პირდაპირ თბილისისკებ წასულა. ჩასვლისთანავე ბოლშევიკურ პარტიაში შესულა, პარტიის ბილეთი გულში ჩაუკრავს და მას შემდეგ აღარც მოუშორებია. ის კი არა, წითლებთან ერთად შემოსულა თბილისში ჩაგრული მუშებისა და გლეხების გასათავისუფლებლად. დენთის კვამლიც უყლაპია და რევულუციისთვის სიცოხლესაც არ დაიშურებდა, თუკი პარტია თხოვდა ამას, სრულად იდეოლოგიზირებული, უღმერთო და მარად მზადყოფი კაცი ყოფილა აკაკი. ყოველგვარი ძველი წესის მოძულე . ღრმად დაგროვილი ბოღმითა და შურით. ერთი შეხედვით ამ მშვენიერ ნაცრისფერ კიტელში გამოწყობილი, წითელვარსკვლავიანი ქუდით მოსიარულე კაცის უკან დიდი ბოროტება იმალებოდა. რაღა თქმა უნდა კეთილი სურვილებითა და იდეებით შენიღბული. პატიოსანი ადამიანის ჩაგვრისგან გათავისუფლება შეიძლებოდა ცუდ საქმედ ჩაეთვალა ვინმეს.. ხალხის მტრების, კონტრრევულუციონერების გამოაშკარავება და მათი სახალხოდ დასჯა საჭირო იყო ახალი ქვეყნისა და ახალი ადამიანის შესაქმნელად. ოდესმე ვინმეს საყოველთაო კეთილდღეობისთვის უსისხლოდ მიუღწევია?!. ამ ყველაფერს წინამძღოლის, ბელადის ძლიერი ხელი და ურყევი რწმენა სჭირდებოდა. ნაპერწკლიდან აინთება! მთავარია რწმენა ერთი დიდი სამშობლოსი და ბელადის, რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. მილიონობით დაჩაგრული პროლეტარის ხმა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. რომელი ჭკუათმყოფელი დაინახავდა ზემოთ ჩამოთვლილში რაიმე უარყოფითს. ვინ იტყოდა უარს ნანატრ თავისუფლებაზე, თანაც ლანგრით მირთმეულზე. მთავარია მხოლოდ ღმერთი დაემხოს და ახალი ხალხის წიაღიდან წამოსული ბელადით და პარტიით ჩანაცვლდეს. ამის შემდეგ მზის სხვივებიც კი უფრო ნათლად მოეფინება. აკაკის ყოველი სიტყვის სჯეროდა . წერა-კითხვის მცირე მცოდნეს გულწრფელად სურდა, მთელი სამყარო შეცვლილიყო და მისი ნაწილი თვითონაც გამხდარიყო. უნდოდა მდიდრებისთვის წაერთმია და მისნაირი გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა. მთელი ქონება, სხვისი თუ თავისი, საერთო გაეხადა და ერთ დიდ ოჯახურ კოლმეურნეობად გადაექცია. პარტიაშიც აქტიურად და ბეჯითად მუშაობდა და ამაგრებდა თავის უჯრედს. აგიტაცია სხვებს მასზე უკეთ გამოსდიოდათ, თვითონ კი იარაღს და კუნთებს სჯერდებოდა. სწორედ ამის გამო აფასებდნენ და პატივს სცემდნენ პარტიული ამხანაგები და არამარტო ამის გამო. კიდევ ერთი თვისების გამო, რაც აუცილებელი იყო ნორჩი ბოლშევიკისათვის - დასმენისა და გაწირვის იმ უნიკალური, ფაქტობრივად თანდაყოლილი ნიჭის ქონისთვის. ეს მეტად ღირებული და დაფასებული თვისება გახლდათ. ხელახლა შობილი საბჭოთა ადამიანი სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობით უნდა გამოწრთობილიყო. დედა პარტია თავისი შვილების ერთგულებას და მისდამი სიყვარულს სწორედ ამით ზომავდა, რაც უსიტყვო მორჩილებასთან უნდა ყოფილიყო შეზავებული. აკაკი ზედმიწევნით აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს , იმისთვისაც მზად იყო, ნებისმიერი დაეხვრიტა ვინც სხვანაირად ფიქრს მაინც გაბედავდა. აზრისა და ფიქრის დიქტატურა ერთი მთავარი ქვაკუთხედი იყო ბოლშევიკური წყობის. არ იფიქროთ , რომ ამგვარად მოაზროვნე მხოლოდ აკაკი იყო. არა, ის მხოლოდ ერთ-ერთი, რიგითთა შორის რიგითი იყო.უბრალოდ მეტად მონდომებული და ცოტათი ტლანქი და უხეში. ძველი წყენებიც სულს უღრღნიდა, მაგრამ მოთმინებით იცდიდა როგორც მორჩილ ჯარისკაცს შეეფერებოდა.ერთ დროს არავინ იყო, რევულუციამ კი ახალი სახლი, მიწა, კოლმეურნეობის ასამდე საქონელი და მცირეოდენი ძალაუფლებაც უბოძა და ისიც რიგით გლეხს, სულ ერთი საფეხურით წინ ავიდა, საიდანაც ძლივსღა მოჩანდა უწინდელი სიღატაკის კვალი, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ტერორის და დანოსების ხანის თავდაპირველი მონაწილეც იყო. სიამოვნებით კითხულობდა და წერდა დანოსებს. შუაღამეს ჩექმების ბრახუნითა და იარაღის ჟღარუნით უვარდებოდა კლასობირვ მტრებს და სულ კინწისკვრით მიათრევდა ენკავედეს ჯურღმულებისკენ ან სულაც არარსებულ მიღმიერ სამყაროში გზავნიდა თვალის დაუხამხამებლად. ათეიზმი განსაკუთრებით იტაცებდა და კიდევ მეცნიერული კომუნიზმი. მართალია კითხვა დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ ლოზუნგებსა და ფრთიან ფრაზებს კარგად იმახსოვრებდა. ასე მაგალითად, რელიგია ხალხის ოპიუმიაო, ლენინის ამ ცნობილ ფრაზას მძინარეც იტყოდა. მღვდლების კასტა მჩაგვრელი მეფის მსახურები არიანო, ესეც კარგად ჰქონდა ტვინში ჩაბეჭდილი. როცა მეთაურმა ბრძანა, მღვდლები გაკრიჭეთო, პირველი თვითონ წამოხტა და ერთ მოხუც დიაკონს სამართებლით პირწმინდად გაპარსა შეჭაღარავებული წვერი. შემდეგ კი კმაყოფილმა მიაძახა - დღეიდან მე ვიქნები შენი მფარველი ანგელოზი, იმაზეც მადლობა თქვი, აქვე რომ არ გაგათავეო. ასეთი იყო აკაკი და მორჩა. სხვანაირად ყოფნა არ შეეძლო და არც უნდოდა, სიმართლე რომ ითქვას. ყველაფერთან ერთად გულმავიწყიც  იყო და მხიარულიც. არყის უზომო სმა და ლეკურის ცეკვა უყვარდა. ქალებსაც ეტანებოდა. შვებასა და ხსნას პოულობდა. მოზღვავებული ენერგიისგან იცლებოდა. ქვეყნად არ ეგულებოდა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეეძლო. არავინ და არაფერი იყო მისი მორალის შემაკავებელი. ავრცელებდა პროკლამაციებს, აწყობდა დივერსიებს და ტკბებოდა იმ ნანატრი ცხოვრებით, რომელზეც ყველაზე უფრო თამამ ოცნებაშიც კი ვერც გაბევდა წარმოდგენას. ბავშობაში ტყეში საათობით გადაკარგვა და სოკოს კრეფა უყვარდა. ნაძვის კევის გემო და და ახლადდაკრეფილი სოკოს სუნი ახლაც კარგად აგონდებოდა. ხშირად შიმშილი სოკოთიც მოუკლავს. ცნობა კარგად არ გამოსდიოდა, ამიტომ ერთხელ ამანიტა მუსკარიებით ძლიერად მოიწამლა. სამი დღე და ღამე ჰალუცინაციებში იყო გახვეული. ელანდებოდა უდაბნო და ჩამავალი მწველი მზე, კანზე რომ ელამუნებოდა. საკუთარ თავში იძირებოდა და სულ მთლად კარგავდა რეალობის აღქმას. მოწამლვის კვალი მაინც დაეტყო  სახეზე დიდი ლაქის სახით, მაგრამ ეს არ აღელვებდა, პირიქით, ერთგვარ ნიშნად აღიქვამდა, ბედისწერის ნიშნად და კიდევ იმის, რომ უნდა ეცოცხლა. მისმა არსებობამ ამით მნიშვნელობა შეიძინა. გადარჩენა შეძლო. ნაგვიდან პირდაპირ პარტიული გახდა და ისიც გადიდკაცებული და გაძლიერებული სხვაგან სად უნდა წასულიყო, თუ არა თავის სოფელში. იქ ბევრი ვინმე და რამე ეგულებოდა გამოსასწორებელი და შესაცვლელი. ამას გარდა უღმერთოთა კავშირში ახლად გაერთიანებულს უნდოდა, ამ კუთხითაც გამოეჩინა თავი. ფიქრობდა, მთელი მოწინავე ახალგაზრდობა ებრძვის ეკლესიებს, წვავს ხატებს და ანადგურებს ღმერთის არსებობის კვალს, მე რითი ვარ მათზე ნაკლებიო. ისიც იცოდა, ამით საბოლოოდ მოახერხებდა პარტიის გულის მოგებას და კარგი ჯილდოსთვისაც შეეძლო გამოეკრა ხელი. თანაც მთებში საბჭოთა წყობა კარგად ვერ იკიდებდა ფეხს. ხალხი ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა საბჭოეთს. აკაკი კი აქაც გამოიჩენდა მარიფათს და იდეოლოგიის ფანატიკურ სიყვარულსაც გამოავლენდა. პარალელურად კი მიტოვებულ მშობლიურ სახლს და მივიწყებულ დედ-მამასაც ინახულებდა. გვერდზე სოფელში ერთი მშვენიერი გოგონაც ეგულებოდა, რომელიც რახანია ელოდებოდა, რაჭის ჰაერიც მონატრებოდა   წყნარი გარემო, მხჩოლავი ბუხრები და მთები, სადაც თავს მშვიდად და ლაღად გრძნობდა. ბუნების შეურყვნელი სილამაზე და ტყეები, სადაც ხეტიალი ასე ძლიერ უყვარდა. ორი ამხანაგი გაიყოლა. დომენტი და ლუკა. თანასოფლელები და ერთნაირად მოფიქრალი ხალხი. სამივეს გადაწყვეტილი ჰქონდა იქაური პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. სამიზნეებიც შერჩეული ჰყავდათ და გეგმაც წინ და წინ ჰქონდათ შედგენილი. აკაკიმ კარგად იცოდა, მისი დრო მოსულიყო.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი , იყავ ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა , ეგრეცა ქვეყანასა ზედა,

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და

მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,

ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩვენთა

და ნუ შემიყვანებენ ჩვენ განსაცდელსა,

 არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ

 თქვა მღვდელმა  და ეკლესიის რკინის მძიმე კარი გამოიხურა. თვალში სინათლე თითქმის დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ხელჯოხს ეყრდნობოდა. ბარბაცით მიდიოდა სახლისკენ და თან ლოცვებს ბუტბუტებდა. ოცდაათ წელზე მეტხანს ერთგულად ემსახურა ტაძარს და სამი სოფლის მრევლს. აღარცკი ახსოვდა რამდენი ნათლობა, ჯვრისწერა და წესი ჰქონდა აგებული. ახლა კი, უკვე ას წელს მიტანებული თავს ანებებდა იმ ყოველივეს, რისიც ასე სჯეროდა. გული სინანულითა და სევდით ევსებოდა. ხელში აღმსარებელთა დავთვრები ეჭირა და ცხოვრებაც კინო-ფირივით ცოცხლდებოდა. აგონდებოდა ახალგაზრდობა და ის შემართება, რითიც შეუდგა საქმეს. თავიდან ძალიან გაუჭირდა საერო საქმეს გამომშვიდობება.ეშმაკურად ეღიმებოდა, როცა ქალებს იხსენებდა. როგორ უყვარდა ლამაზი, მოვლილი ქალი. თავადაც ერთ დროს ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. ქალების გულთამპყრობელი ახალგაზრდა მღვდელი, რწმენითა და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ,თანაც შეძლებული გლეხის ოჯახიდან.მეურნეობა და მიწები მრავლად ჰქონდა რამდენიმე სოფელში იჯარით გაცემული. მეფის ბეჭდით იყო დამტკიცებული თითოეული მათგანი. ფული და ქალები მის მთავარ ნაკლად ითვლებოდა, თუმცა პატიოსანი მღვდლის ოჯახში გაიზარდა სადაც სულ ღმერთზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე მიდიოდა საუბარი. ნიკოლოზი არ გავდა მამას. ბევრად თავნება და თავისუფალი ადამიანი იყო. საქმისა და მოქმედების ჯეროდა. ყიდულობდა მიწებს და გასცემდა იჯარით - ამით ფულს შოულობდა და არც რაიმე სიამოვნების მოკლებაზე ამბობდა უარს. გვიან დაღვინდა და გონება გაეწმინდა. ღმერთის პოვნაც იოლი საქმე ნამდვილი არ იყო მისთვის. მუდმივად გაორება სჭირდა მამის ზეგავლენის გამო . თავს ამქვეყნიურ სიამეთა მოტრფიალე კაცად მიიჩნევდა. ქეიფი და დროსტარება მისი ბუნების ნაწილად მიაჩნდა და ალბათ ასეც იყო. მღვდლად აღკვეცის მერეც გადაუხვევდა ხოლმე დადებული აღთქმიდან, ოღონდ მთლად ისეც არა, როგორც ამას ავი ენები უვრცელებდნენ. სასულიერო სემინიარიაში მამის დიდი მონდომებით ჩააბარა და ბოლოს და ბოლოს გააგრძელა მათი გვარის გზა. ზუსტად ამ დროს გადაწვიტა, რომ თავის შვილს არაფერს დააძალებდა და ნებას მისცემდა თავისი თავის უფალი თვითონვე ყოფილიყო. ესეც რომ არა, დიდი ქონება დაეგროვებინა და მისი შთამომავლობა უზრუნველად იცხოვრებდა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, გაიფიქრა. აბა რას წარმოიდგენდა თუ მირონცხებულ იმპერატორს დაამხობდნენ და თავისსავე სარდაფში ამოწყვეტდნენ მასაც და მთელ მის ოჯახსაც. ტაძრის გამოკეტვაც ხომ საერთოდ აზრად არ მოუვიდოდა. რევულუცია პროგრესად არასდროს მიაჩნდა. პირიქით, მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო და ამაზე ქადაგებით არასდროს იღლებოდა. ცდილობდა, რაიმენაირად ეს აზრი მრევლამდე მაქსიმალურად მიეტანა. წითელ ეშმაკებს და კაცთა მკვლელბს ეძახდა. დაუფარავად ზიზღით ლაპარაკობდა ლენინზე, როგორც ამქვეყნიური ჯოჯოხეთის მომწყობზე და მირონცხებული იმპერატორის სადისტ მკვლელზე, თუმცა გრძნობდა, ხალხის დიდ ნაწილს არ ესმოდა მისი. უფრო ეშინოდათ წარმოთქმული სიტყვების. ეპოქა იცვლებოდა და ქაოსი დგებოდა. დრო, როცა მცირე ჯგუფებს, მოხერხებულებს, დაუნდობლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, ხოლო უმრავლესობა კი ბრიყვდებოდა ხამდებოდა კიდეც ნანატრ სხვის ქონებას, ამიტომ შენდობამ, სინანულმა, სიკეთემ აზრი და მნიშვნელობა დაკარგა. დამშეული მასების აზვირთებული ტალღები ჯერ რუსეთს ეხეთქებოდა და ჭკვიანი კაცი იმასაც შეამჩნევდა, რომ ვერც პატარა საქართველო მოახერხებდა მშრალზე გამოსვლას. ბოროტება მძლავრობდა და ძლიერდებოდა,  მოხუცი მღვდლის ლაპარაკი კი აღარავის ესმოდა. ახალი ქვეყანა იქმნებოდა, სადაც ძველის ადგილი აღარ რჩებოდა, ამიტომაც გამოკეტა ტაძრის კარი და მისი ბედი მომავალს მიანდო, თუნდაც შორეულს, მაგრამ იმ მომავალს, სადაც ღმერთს ხალხი თავიდან გააცოცხლებდა . მღვდელ ნიკოს ისე არაფრის წამდა, როგორც იმის, რომ ერთ დღეს ბოლშევიკებიც ისევე გაქრებოდნენ, როგორც მეფის რუსეთი დაემხო და ხალხი კვლავ თავისი ნებით და მართალი, სწორი რწმენით აუცილებლად დაუბრუნდებოდა ეკლესიასა და ღმერთს . ქუთაისისა და თბილისის სემინარიებში სწავლისას გაღვივდა მასში რწმენა. იქაურობიდან რუსი სასულიერო პირების ზიზღი და ქართულ ენაზე ლოცვის სიყვარული გამოყვა. გულდასმით კითხულობდა ქართველ ღვთისმეტყველებს. შინაგანად გრძნობდა, სწორ გზაზე იდგა და მამის ნაკვალევს უფრო თამამად მიჰყვებოდა. ბევრ ნათესავთან და ახლობელთან ურთიერთობა გაუფუჭდა სწორედ ბოლშევიკების მიუღებლობის გამო. მეძველმანეებს ამსგავსებდა თავს. თითქოს წარსულის ყოველ ნაკუწს ეჭიდებოდა და ცდილობდა არ მიეღო დამრთგუნველი , სისხლიანი რეალობა, სადაც აღარც ღმერთის და აღარც მისი ადგილი აღარ იყო. წარსულსა და აწყმოს შორის იყო გაჩხერილი და ერთადერთი, რაც იმედს აძლევდა უკეთესობის რწმენა იყო. ასი წლის იყო და საკუთარი თვალით ბევრი რამ ჰქონდა ნანახი. კაცის მკვლელებიდან დაწყებული შარაგზის მათხოვრებით დამთავრებული ყველას პირადად იცნობდა და მათი ცხოვრებისაც კარგად ესმოდა. ღმერთის ხელს ყოველ ადამიანში ხედავდა, რადგან სინანულის და კათარზისის ჯეროდა. სულის უკვდავება იყო ის იდეა, რაც ასე ასულდგუმულებდა და იმედი შენდობის ძალის. ათასჯერ დაცემულთა გზა აუცილებლად ღმერთამდე მიდიოდა, შეიძლება იმაზე უფრო მალეც კი, ვიდრე იმ ხალხის, ვინც მათზე მართლად და სწორად ცხოვრობდა. ამის მაგალითი კი პირველ რიგში თვითონ იყო და ამიტომაც იდგა ასე მყარად ამ აზრზე. მეძველმანედ ვიქეციო - იძახდა, ბარგად და ტვირთად შვილისთვისო, მაგრამ სიცოცხლე მაინც უნდოდა თუნდაც იქამდე, ვიდრე შვილიშვილებს ისევ არ ნახავდა. ბრმავდებოდა და არც ამას ჩიოდა, ალბათ რაც სანახავი იყო ვნახეო და მადლობა მოწყალე უფალს , რომ ამ უგუნურ ხალხს აღარ მაჩვენებსო. უსინათლოც კი თქვენზე მეტს ვხედავო - უთხრა კაცს რომელმაც მისი ეკლესიის დახურვის ბრძანება გასცა. მღვდელ ნიკოს ცოლიც გარდაცვლოდა მისი იმედი და ბურჯი. ეს რომ არა, შვილს არც თხვოდა ამოდი და მომხედეო, იმიტომ , რომ შვილსაც ბევრი პრობლემა აწვებოდა მხრებზე. ოთხი პატარა შვილი და ამასთან ათასი წვრილმანი თუ მსხვილმანი საზრუნავი. ცხოვრება გავურთულეო, ფიქრობდა, მაგრამ უკვე ვეღარც თავს უვლიდა და კარმიდამოს მოვლაც უძნელდებოდა. სანამ შეეძლო იქით ეხმარებოდა და ფულსაც უგზავნიდა. დურგლობის სწავლაში მიეხმარა და სიყვარულითაც გაზარდა. ფეხზეც ძლიერად დააყენა და ახლა უკვე სიკვდილსაც უდრტვინველად შეეგებებოდა. განა რა უნდა ყოფილიყო სიკვდილი? ერთი წამის საქმე და მისი მომქანცველი მოგზაურობაც დასრულდებოდა. პირნათელი წავიდოდა ამ ქვეყნიდან. იქ კი, ღრუბლებს მიღმა, ღმერთს მინდობილი იქნებოდა, როგორც მთელი ეს ასი წელი, რომელმაც ათი დღესავით ჩაიარა. ძლივსძლივობით მიაღწია სახლს და სარწეველა სკამში ჩაეშვა. გაჰყურებდა თავის შექმნილ სამკვიდროს და ფიქრობდა. ენატრებოდა , აგონდებოდა ცოლი, მისი მზრუნველი სახე და ერთად გატარებული წლები. მოგონებებში გადაშვებულს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ლოცვითაც უფრო მეტს და შეძლებისდაგვრად დიდხანს ლოცულობდა. იხსენებდა მრევლს და შენდობას ითხოვდა მათთვის. აღმსარებელთა სია, ეკლესიის შემოსავალი და გასავალი, ყოველი იჯარის, სახლისა და მეურნეობის გასავალი მოწესრიგებულად ჩაელაგებინა ხის სკივრში. როდის მიაკითხავდა სიკვდილი არავინ იცოდა, ამიტომ თადარიგს წინასწარ იჭერდა. ხატები და შანდლები, რისი გადამალვაც შეძლო, სასთუმალთან ჰქონდა გადანახული. გულდამშვიდებული საკუთარ სულში თვლემდა. ცოლსაც წესი თვითონ აუგო და სრული ქრისტიანული რიტუალების დაცვით მიაბარა მიწას. მიწას , რომელიც წესითა და რიგით მისთვის მსუბუქი უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ მღვდელი აღარც იყო და თავს დამარცხებულ კაცად თვლიდა.

ახალი საუკუნე ძალას ხმაურითა და ძალადობით იკრეფდა . თელავდა დიდს თუ პატარას და აქრობდა ზნეობას. გაუნათლებელი, უმაქნისი ბრბო იღებდა მართვის სადავეებს, ფეხქვეშ თელავდნენ ტაძრებს და ბარბაროსების მსგავსად ანადგურებდნენ ერის ისტორიას. თავად კი ვერაფერს ცვლიდა და ეს უძლურება კიდევ უფრო თრგუნავდა. მღვდელი ნიკო - ასე იცნობდნენ ისინი, ვისაც ახსოვდათ სხვა დრო რწმენისა და თავისუფალი საქართველოს მოკლე დღეებიდან. რას აღარ მოსწრებოდა, მაგრამ ფიქრებით მაინც ტაძარს დასტრიალებდა. სამარადისოდ ნაშენს ჰგავდა. გამოთლილი ქვებით, მოჩუქურთმებული, საკმევლითა და სანთლებით განათებული. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იყო და ამიტომაც მარიამობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. მთელი რაჭიდან მოდიოდა პრუდუქტებით დატვირთული ხალხი, იშლებოდა სუფრა ეკლესიის ეზოში და აღნიშნავდნენ მარხვის დასრულებას. იგონებდნენ წასულებს და მადლობას სწირავდნენ უფალს ახლად დაბადებულთათვის, ლხინისთვის და ყოველგვარი სიკეთისთვის. იკვლებოდა საკლავი და იყო ერთი ჟრიამული. ოჯახივით იყვნენ შეკრულები სამი სოფლის მოსახლეობა . ერთად გადაჰქონდათ სუსხიანი ზამთრები და ემზადებოდნენ გაზაფხულის ბუნიობისთვის. აღდგომას ზარების რეკვით მოივლიდნენ სოფლებს, აკურთხებდნენ სახლებს და ზეიმობდნენ. სიცოცხლე ჩქეფდა და მსახურებსაც იწირავდა ღმერთი. შემოწირულობების გარდა ეკლესიას თავისი მსხვილფეხა საქონელიც ჰყავდა, კიდევ ქათმები და მცირე ბოსტანი. მეათე საუკუნის ტაძარი კი იდგა მთელი დიდებულებითა და მშვენიერებით, წინაპრებისა და დღევანდელების მეოხად. ასე გალია მღვდელმა ნიკომ სიცოცხლე , ბევრჯერ მომაკვდავის სარეცელთან, მის მეგობრებთან მჯდარა და ბევრს უკანასკნელი ზიარებაც სწორედ მისგან ჰქონდა მიღებული. მომაკვდავებს იმედით ავსებდათ მისი ლოცვა და იდეა , რომ იქ, სადღაც ღრუბლებს მაღლა მარადიული სიცოცხლე და სამოთხე ელოდებოდათ. შვილმკვდარი შავოსანი დედები ხშირად მოდიოდნენ სასაფლაოზე და მათთან ერთად საათობით ლაპარაკობდა სასუფეველსა და ანგელოზად წასულ ჩვილებზე, ზეციდან რომ დასცქეროდნენ ოჯახებს და მფარველოდბნენ. ბევრი ტრაგედიისა თუ სიხარულის მომსწრე იყო მღვდელი ნიკოლოზი. მემატიანესავით ახსოვდა, ვინ როდის დასახლდა სოფელში, ვის რა უჭირდა და რა ულხინდა. დღეს კი აღარაფერი დარჩენილიყო აქედან.

ამ ქაოსსა და რევკომების პერიოდში ნაცნობებიც ფერს იცვლიდნენ. ისეთ რამეებს აკეთებდნენ, რომ ვერც კი წარმოიდგენდა. გაზეთებიდან თუ დეპეშებიდან მხოლოდ სიკვდილი და განადგურება ისმოდა. წარმატებით მოსპეს და ამხილეს კლასობრივი მტრები. გადაასახლეს ოჯახები ტროცკისტობისთვის. ამ სიტყვებს მიღმა ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იდგნენ. გადასახლებულთა და დახვრეტილთა სია არა და არ მთავრდებოდა. ლამის ბიბლიური არმაგედონი გადაეფარა ამ შემზარავ ამბებს და ამას დამატებული შიში, რომელიც ყველგან დაძრწოდა - გამოხედვაში, ურთიერთობაში, უწინდელი ერთობაც მტრობად და ღვარძლად გადაიქცა. ბოროტება ბატონობდა და ძლიერდებოდა. მღვდლებს ან კრეჭდნენ ან კლავდნენ. უღმერთოთა კავშირი მიტინგს მიტინგზე ატარებდა, რელიგიის გამხრწნელ სენზე ქადაგებდა. ათეიზმი, არც მეტი არც ნაკლები, მეცნიერაბად გადაიქცა და სრულად აიკრძალა რელიგიური დღესასწაულები, უფრო სწორად კი, ჩანაცვლდა სოციალისტურით. დაუმორჩილებლები, ამბოხებულები ციხეებში ჩაყარეს ან უსახელო სამარეებში ლპებოდნენ. ბრძოლას აზრი ჰქონდა დაკარგული და ეგეც რომ არა, აღარც მებრძოლები ჩანდნენ სადმე.

ამიტომაც განერიდა და განმარტოვდა. ამ არეულობაში ვეღარ ხედავდა თავის ადგილს და სიკვდილს დანებებული იმასღა ნატრობდა, შვილსა და შვილიშვილებს ეცხოვრათ მშვიდად. მისი ძმის შვილებისთვისაც ლოცულობდა. ისინი კი მართლა ჩაყლაპაო დრომ, ფიქრობდა. პარტიულებად და მგზნებარე სტალინისტებად გადაქცეულიყვენ. წამხადარიაო მათი მოდგმა, ამას ჩიოდა. ღვინოს ეტანებოდა. დილაობით ერთ ჭიქა სუფთა ხვანჭკარას აუცილებლად სვამდა. თმა და წვერი გაჭაღარავებული ჰქონდა. ანაფორას მაინც ჯიუტად ატარებდა და არც ლოცვებს იშლიდა. ზოგჯერ მოაკითხავდნენ ხოლმე მოსანათლად ან ჯვრის დასაწერად. ეზოს უკან, ტყეში აღასრულებდა საიდუმლოს თუმცა იცოდა უთვალთვალებდნენ და ისიც იცოდა, არ კლავდნენ იმიტომ, რო ამისთვისაც ძალიან ბებერი იყო და აღარც არავის ენაღლებოდა. დაუძლურებული ღმერთს მადლობას უხდიდა იმ სიკეთვის რაც ენახა და განეცადა. გვიან ღამით გადამალულ ხატებს გადმოალაგებდა და ლოცულობდა სანამ ცოტა ღონე ქონდა. როგორც კი მისი შვილი ერეკლე ჩამოვიდოდა, ყველაფერს მას გადასცემდა. ახლა ის უნდა გაძღოლოდა მეურნეობას და იქნებ ხატები და ეკლესიის ნივთებიც გადაერჩინა. შვილიც მონატრებოდა. თბილისიდან უკვე მიეღო დეპეშა - მოვდივართ და ნურაფერზე ინაღვლებო. ერეკლეთი ძალიან ამაყობდა.

ერეკლე ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბევრი ცუდი რამე გადახდა თავს. პირველი ცოლი გარდაეცვალა და ორი პატარა გოგო მისგან ყავდა დარჩენილი. სამი შვილი კი მეორე ცოლისგან შეეძინა. პროფესიაც კარგად ჰქონდა შერჩეული და მარჯვეც იყო. დურგალი იყო, ხეზე მუშაობდა თბილისში და ალბათ აქაც გამოძებნიდა რამეს. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების გაზაფხული იდგა, ყვავილობისა და ხვნა-თესვის პერიოდი. გათენებისას ხმაურმა გამოაღვიძა, ერეკლე უკვე ჩამოსულიყო. იმხანად ერეკლეს ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი ოჯახი იყო. დაღვინებულსა და დადინჯებულს აღარ იტაცებდა ტიფლისური ბოჰემა და მადათოვის კუნძულზე ღვინოში გათენებული ღამეები. ბუნებით მშვიდი და მგრძნობიარე იყო, თუმცა ემოციებს დიდად ვერ გამოხატავდა. ოცდაათს უკვე გადაბიჯებული ჰქონდა და ცხოვრებაში ბევრი ქარტეხილის ნახვა მოესწრო. ღმერთის სწამდა მაგრამ თავისებურად. ნაკლებად რელიგიური იყო , რიტუალები და ცერემონიები არ მოსწონდა, უფრო სჯეროდა ღმერთის არსებობისა და მისი ძალის, რომელიც უსაზღვრო იყო და ყველა კაცისთვის თანაბრად სამართლიანი. ამასთან, ბედისწერის გარდაუვალობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა და მის ნიშნებსაც არა ერთხელ გადაყროდა. სიცოცხლეც ერთ ხანმოკლე მოგზაურობად წარმოედგინა, სადაც ტრაგედია და კომედია ენაცვლებოდა ერთმანეთს. ცხოვრება კიბეაო, ხშირად უყვარდა ამის თქმა, ხან ზევით ადიხარ, ხანაც ქვევით ჩამოდიხარო. პროგრესსა და ადამიანის შემოქმედებას აღმერთებდა და ცდილობდა, ამის ნაწილი ყოფილიყო. იცოდა, დიდი გარდაქმნების პერიოდში უწევდა ცხოვრება და ასე ეგონა, ყველა გამოწვევისთვის მზად იყო, ტიფლის ქალაქში ბევრი რამ ესწავლა და ენახა- ძმობა, ერთგულება, დროს ტარება, მუშაობისა და ფულის ყადრი, სოფლისა და ქალაქის გამოცდილების ერთგვარი ნაზავი იყო. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. ეს ნიჭი თითქოს თან დაჰყოლოდა. სულ ცდილობდა, მოვლენებს არ ჩამორჩენოდა და ამიტომაც თავის პროფესიაში დაფასებულ და საზრიან კაცად ითვლებოდა. გახსნილი და გულღია იყო. როდესაც პირველი ცოლი გარდაეცვალა, მაშინ უფრო რელიგიური გახდა და რწმენა მისთვის ერთგვარ იმედად გადაიქცა- საყვარელი ადამიანების ბოლომდე არდაკარგვის, სამოთხისაც ამიტომ ირწმუნა და გულში ღრმად დაიმარხა ეს აზრი. ამის შემდეგ შეიცვალა, უფრო კარჩაკეტილი და მარტოსული გახდა. ძველებურად უდარდელად ვეღარ დადიოდა დუქნიდან დუქანში. სასმელიც გართობის კიარა, სევდის გაქარვების საშუალებად იქცა. ნადირობაში სიარულს მოუმატა და ობოლ შვილებსაც ყურადღება მოაკლო. შესაბამისად, სიცოცხლესაც ნაკლებად უფრთხილდებოდა. ერთხელ გათენებისას გავიდა სანადიროდ, გასვლის წინ ადიდა ღმერთი, ერთი ჭიქა ღვინო დალია და გეგონება ეშმაკს ეღვიძაო, ვაზნების შემოწმება დაავიწყდა. გზად მდინარის პირად გაჩერდა და სული მოითქვა, როცა უკან მობრუნდა, ჯერ ბელები დაინახა, მერე კი დედა დათვი, რომელიც პირდაპირ მისკენ მირბოდა. იარაღს წაავლო ხელი და ზუსტად ამ დროს აღმოაჩინა, რომ ვაზნები ცარიელი ჰქონდა. წამით გაიფიქრა, ვერ გადავრჩებიო და ერთადერთი, რაც მოიფიქრა, უსულოდ დაეცა მიწაზე. იცოდა, მცირე შანსი მაინც ექნებოდა ასე გადარჩენის. რადგან დათვი მონადირებულ საჭმელს ჯერ მარხავს და შემდეგ უკან ბრუნდება საჭმელად. სულ მთლად დაკაწრულსა და დასისხლიანებულს გამოეღვიძა, ძლივსძლივობით გამოძვრა ნახევრად მიწაში ჩაფლული და თავზე ხის ტოტებ გადაფარებული და სახლამდე როგორღაც მილასლასდა. მერე იყო და მამას ეკლესიისკენ მიმავალს, ნაძრახ ადგილას ჭინკები შეეფეთნენ და ის რომ არა, ვინ იცის, მოხუცი როგორ დააღწევდა თავს. ამ დაუფიქრებელ და აუწონელ ქცევებს ვერადა ვერ პატიობდა საკუთარ თავს. ამავდროულად, შიგნიდან იხარშებოდა და თავს იდანაშაულებდა დამტყდარ უბედურებებში. ამის ფონზე, მარტოობაც მყუდრო ადგილად იქცა, სადაც შვებასა და სიმშვიდეს პოულობდა. მუშაობა ეხმარებოდა ყურადღების გადატანაში. კარგი ოსტატისგან ჰქონდა ნასწავლი დურგლობა. ბევრი წელი შეალია, მაგრამ თბილისსა და ქუთაისშიც იცნობდნენ, როგორც კარგ ხელოსანს. მუდმივად კითხულობდა გაზეთებსა და ახალ ცნობებს შენობებზე, რომელიც განუწყვეტლივ შენდებოდა.თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობის დროს, ხეზე სულ მან და მისმა შეგირდმა იმუშავეს და ამით განსაკუთრებულად ამაყობდა. სოფელში ჩავიდოდა თუ არა, ცდილობდა, საქმე გამოენახა. მამის თანადგომას მუდმივად გრძნობდა. სახლიც ერთად გაარემონტეს და გაადიდეს. ბერძენ მეგობრებთან ერთად, თავისი ხელით სრულიად ხეში ჩასვა და ჩუქურთმებიც ისე გააკეთა, რომ სამუდამოდ დარჩენოდა მისი კვალი. ობლებსაც მეტად ეფერებოდა და უვლიდა. ორ პატარა, დედის გარეშე დარჩენილ გოგოს, რომლებიც ჩუმად ტიროდნენ და თხოვდნენ, დედასთან წაეყვანა. ბოლოს ისევ მამამ ითავა და ქალი გააცნო, ლამაზი, გრძელი შავი თმითა და თვალებში ჩაბუდებული სევდით. დანახვისთანავე გულში ჩხვლეტა იგრძნო. ამდენი ხნის შემდეგ გაიცინა და მასში ღრმად მოკიდებულმა უიმედობის ყინულმა ნელნელა დნობა დაიწყო. სითბომ და სიყვარულმა ერთიანად დარია ხელი. ვალენტინა - ასე ჯერ სახელი არ მოსწონებია, თანაც ისიც დაქვრივებული. შავ კაბაშიც კი ულამაზესი იყო. პიანისტივით გრძელი თითებითა და რაც მთავარია, იმ შინაგანი არისტოკრატიით, რაც ასე ძლიერ იზიდავდა. ტანჯვა ორივეს საკმარისად ჰქონდა გამოვლილი, ამიტომაც, ერთმანეთი იოლად იცნეს და მიიღეს. შეიყვარეს მთელი არსებით და სიცოცხლეც ორივესთვის უფრო იოლი და სასიამოვნო გახდა. ობლებიც ისე მიიღო ვალენტინამ, როგორც თავისი შვილები. ორივემ გადაწყვიტა, არც მათ საერთო შვილებს და არც ობლებს არაფერი სცოდნოდათ წარსულზე, იქამდე მაინც, სანამ გაიზრდებოდნენ. ახლა ერეკლე ბევრად უფრო გამოცოცხლებული და აქტიური იყო. შვილების შემყურეს ანცი ღიმილი კვლავ დაუბრუნდა და ტიფლისური ცხოვრებაც ბევრად უფრო ფერადი და მიმზიდველი გახდა. საყვარელი საქმე და ოჯახი- მხოლოდ ეს უნდოდა ბედნიერებისთვის და მიიღო კიდეც. ღმერთისა და განგების უზომოდ მადლიერი იყო. ერეკლეს პოლიტიკაც აინტერესებდა და აქტიურად ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყურს. მამისაგან გაგონილი ჰქონდა, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებსა და იმ გრძელ, ნათელ დღეებზე, როცა ხალხი მათივე მოპოვებული თავისუფლებით ტკბებოდა. ტროცკისტებსა და ბოლშევიკებს, ორივეს კარგად იცნობდა და დიდად არცერთისკენ მიუწევდა გული. თანაც პარტია და ეს ორომტრიალი მისგან შორს იყო. ბიძაშვილები ბევრად განსხვავდებოდნენ, მათ სჯეროდათ რევოლუციური იდეალების და აქტიურად ედგნენ გვერდით იოსებ სტალინს და მასთან ერთად ებრძოდნენ მეფის რუსეთის იმპერიას. დასაწყისში ერეკლეც ფიქრობდა, მარქსისტების გამარჯვება ბევრ კარგს მოიტანსო, თუმცა რევოლუციის გამარჯვებიდან მალევე მიხვდა, რომ მწარედ შეცდა. მთელი ეს რომანტიზმი საპნის ბუშტივით გასკდა. არნახული ტერორი დაიწყო და მის სათავეში ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ჩადგა. ჩეკამ ტიფლისში დაიდო ბინა და მისი აგენტებიც ყველგან დაძვრებოდნენ. ჯურღმულებში მოწყობილ ციხეებში ჩაყარეს მთელი ქართული ინტელექტუალური ელიტა და სრულად გადაულოცეს ძალაუფლება ასფალტის მუშებს. ქვეყანა დიდი მონსტრის კლანჭებში ერთიანად მოექცა. დიდი წითელი გველეშაპის ქვეშ, რომელიც ყველაფერს მანამდე არსებულს უარყოფდა და ცდილობდა შეექმნა ახალი ყოფა და ახალი ადამიანი, რომლისთვისაც მიზანი ყოველთვის გაამართლებდა საშუალებას. გაზეთ კომუნისტში ყოველდღე ამხელდნენ კონტრრევოლუციონერებს, ხალხის მტრებს. გულაგებით ივსებოდა საბჭოთა კავშირის მიწები და იქ მოხვედრილები უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ. დასმენა, დახვრეტა, უღმერთოება კი ჩვეულებრივ მოვლენად იყო გადაქცეული. ამას ბრმა თუ ვერ შეამჩნევდა მხოლოდ. ამიტომაც მამასთან და მშობლიურ სოფელში დაბრუნება კარგ გამოსავლად ეჩვენებოდა, თანაც ბერიკაცს ამოუდგებოდა გვერდით, მეურნეობას გაუძღვებოდა და ცოლთან ერთად გაზრდიდა შვილებს, რომლებიც ასე ძლიერ უყვარდა. აკაკის დაბრუნებაც შორიდან გაეგო, მაგრამ მასთან საქმე არ ჰქონდა და არც ექნებოდა. არასდროს ყოფილან ამხანაგები და არც ახლა აპირებდა. თანაც, ისიც იცოდა, რომ აკაკი მის ოჯახს ვერ იტანდა ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ამიტომ კიდევ უფრო ეცდებოდა, სათოფეზეც არ გაკარებოდა ან რაიმე მიზეზი არ მიეცა შურისძიებისთვის, რომელიც მხოლოდ შურსა და მოუშუშებელ ბოღმაზე იყო აგებული. ერთი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, ტიფლის ქალაქიდან გამოყოლილ ბიძაშვილ ლადოს, რომელსაც მთლად კარგად აღარ მისდიოდა საქმე კომუნისტურ პარტიაში, კაცი გამოეგზავნა და თხოვდა, იარაღებს გამოვატან და მანდ სადმე შემინახეო, გამოვივლი რამენაირად და მე თვითონვე წავიღებ, თანაც გინახულებთ, ყველანი ძალიან მომენატრეთო. უარი ვერ უთხრა, თუმცა იცოდა, ნიკოლოზს ეს არ მოეწონებოდა და შეიძლებოდა შარიც ენახათ, მაგრამ ძმასავით უყვარდა ლადო. ასამდე დაზეთილი ვინტოვკა მოუტანეს, და ისე , რომ მამისთვის არ უთქვამს, სახლის სახურავზე შეინახა. მამა ძლიერად მონატრებოდა და ჩასვლის დღეს გადაწყვიტა, ოჯახურად დამსხდარიყვნენ ვახშამზე, იმ დღეს ვალენტინასთან, ნიკოლოზთან და რამდენიმე ამხანაგთან ერთად დილამდე ქეიფში გაატარა დრო. მეორე დილას კი უკვე იცოდა, საიდან უნდა დაეწყო სახლისა და ოჯახის საქმეებზე ზრუნვა.

ამასობაში აკაკის თითქმის დაემთავრებინა გეგმის შედგენა და სამოქმედოდაც მზად იყო. ეზოს უკანა მხარეს იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, როცა დომენტიმ შემოაღო კარი და გახარებულმა ამცნო: ერეკლეს ბიძაშვილს, ლადოს პარტიაში საქმეები აეერია, ძირითად ხაზს განუდგა და ძალიან მარცხნივ გადაუხვია, პირდაპირ ტროცკისტი გამხდარაო და ესეც არ არის ყველაფერი, ერეკლე სახლში ლადოსა და მისი მოღალატეების იარაღს მალავს და ახლა ნამდვილად შეგვიძლია სამაგალითოდ და თანაც სახალხოდ დავსაჯოთო. ამის მოსმენით გახარებული აკაკი ფეხზე წამოხტა და დომენტის გადაეხვია. ამ დილას სხვა ვერაფერი გამახარებდა, თუმცა აჩქარება ნამდვილად არ ღირს. ჩვენ მეთოდური მუშაობა გვჭირდება და ამას გარდა, სხვა მიზეზებიც ბევრი გვაქვს ამ მტრული ელემენტის გასანადგურებლად- თქვა აკაკიმ და ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი ამოიღო და დომენტის გადასცა. მინდა, რომ დღესვე დაუარო მთელ სოფელს და სათითაოდ მომიტანო სია იმ ხალხისა, რომლებმაც მიითვისეს მიწები და კოლმეურნეობის ქონება. აღწერე სამი სოფელი და მთელი მათი ავლადიდება, მერე კი, მე მაგათ ვაჩვენებ, როგორ უნდა სხვის ხარჯზე გამდიდრება და პატიოსანი გლეხის დაჩაგრვა. ხვალვე შემიკრიბე მთელი მოსახლეობა, ზუსტად აქ, ჩემი სახლის წინ და დაე ყველას მიეზღვას ყველაფრისთვის. იცოდე, არავინ გამოგრჩეს, ისინი დაკარგავენ ყველაფერს და შეიძლება თავიც დაკარგონ. დაიმახსოვრე, სანამ მტრებისა და მოღალატეების გარემოცვაში ვართ, ქვეყანა ვერაფრით წავა წინ და არც ჩვენთვის მოხდება რაიმე სასიკეთო. დღეს ჩვენს ხელშია ძალაუფლება და სამართლიანობის დროშაც, ისე გავაკეთებ, რომ ეს სამი სოფელი იქცევა მაგალითად ჯერ მთელი რეგიონისთვის, მერე კი მთელი ქვეყნისთვის. მთავარია, გეგმაზომიერად, აუჩქარებლად და აუღელვებლად ვიმოქმედოთ, ვიაროთ მხოლოდ წინ, სწრაფი ნაბიჯებით და გამარჯვებამდეც ბევრი აღარაფერი დაგვრჩება. დამორჩილებით მოდის ერთგულება და წესრიგი, რომლის გამოც ამოვედი და დავბრუნდი ამ სოფელში. სათითაოდ დაისჯება ყოველი ქალი, კაცი და ბავშვიც კი, ვინც ანტისაბჭოთა საქმიანობაში იქნება შემჩნეული. ჩვენ მაინც ავაშენებთ კომუნიზმს, თუნდაც ამისთვის ზვარაკად ნახევარი მოსახლეობის შეწირვა დაგვჭირდეს. იცოდე, ჩემო დომენტი, შენ ისეთ დიდ საქმეს აკეთებ, თაობებს ემახსოვრება. ათასწლეულები ილაპარაკებენ ჩვენზე, რევოლუციის ერთგულ რიგით ჯარისკაცებზე. სწორედ ჩვენ ვართ საყრდენი და ქვითკირი ამ ახალი წყობის. საქართველო კი აუცილებლად დაუთოვდება ცხელი უთოთი, როგორც ეს ჩვენმა დიდმა და ყოვლისმცოდნე ბელადმა ბრძანა. ახლა კი წადი და სია მზად გქონდეს დღესვე, პირველადგილოსანს კი ჩავწერ, თანაც სიამოვნებით. მღვდლის შვილი ერეკლე, რომელიც სულ მასე მოინახულებს შორეულ ციმბირს. სიამოვნებისგან ხელები მიკანკალებს. დაამთავრა თუ არა აკაკიმ მონოლოგი, დომენტი პირდაპირ შეუდგა საქმეს. ორ კაცთან ერთად სათითაოდ შევიდა ყველა სახლშ და აღწერა მიწის თითოეული გოჯი. წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონელი და საღამოსთვის უკვე წინასწარ გამზადებული და გადარჩეუში სია მზად ჰქონდა. ერეკლეს პირველი ადგილი ეკავა ჰექტრობით მიწითა და საქონლით, რომლის ნაწილი, უკვე კოლმეურნეობის საკუტრება გამხდარიყო. დომენტი ითვლიდა თავის შესაძლო მოგებას და მიწებს, ფიქრობდა, ზუსტად ჩემთვის გაუსვრია ავრორასო. რას წარმოიდგენდა ბავშვობაში შიმშილისგან ბალახს ჭამდა, ახლა კი, ამდენი ქონება ერთიანად მისი ხდებოდა. მადლიერი იყო საბჭოთა წყობის და აკაკის, რომელიც მისი პირადი ბელადიც იყო და ღმერთზე მეტიც. სოფლის კრებისთვის ორგანიზება სასწრაფოდ დაიწყო. დომენტი პირადად ადევნებდა თვალს, რომ ყველაფერი გეგმის მიხევიდთ შესრულებულიყო. წისქვილის თავზე მარქსის, ლენინისა და სტალინის პლაკატები გამოფინეს, წითელი ნამგლითა და უროთი დამშვენებული დროშა ზემოდან ამაყად დასცქეროდათ. მოსახლეობაც, ძირითადად ოჯახის თავები, თანდათან იკრიბებოდნენ და ემზადებოდნენ პირველი მუშურ-გლეხური სახალხო სასამართლოსთვის. კრების თავმჯდომარე და სოფლის თავი აკაკი იყო. მოწმეებში და თანათავმჯდომარეებში კი, ერთ-ერთი, დომენტიც ერია. საზეიმოდ გამოწყობილი საბჭოთა ფორმაში, და გულის ჯიბეში პარტიული ბილეთით, პირდაპირ აკაკის გვერდით დაჯდა, რომელიც იმ წუთას გამოსულიყო და ულვაშებს იპრეხდა. სიტყვით გამოსასვლელი ტექსტი პარტიის ცენტრიდან ჰქონდა მიღებული, ამიტომაც, გამოსვლის წინ საერთოდ არ ღელავდა. ესეც რომ არა, წინა ღამე თეთრად ამ ტექსტის დამახსოვრებასა და წარმოთქმის დახვეწაში გაათენა, სხდომა გახსნილად გამომიცხადებიაო, თქვა დომენტიმ და სიტყვა აკაკის გადასცა. ამხანაგებო, პარტიის წევრებო და თანამებრძოლებო, რიხიანად დაიწყო აკაკიმ და დამსწრე აუდიტორიას თვალი გადაავლო. დღეს, როდესაც გავთავისუფლდით მეფის ბორკილებისგან, და როგორც იქნა პროლერეტარიატმა დაიბრუნა კუთვნილი ღირსება და თავისუფლება, ჩვენი ჩაგრული ხალხი, მიუხედავად უამრავი მსხვერპლისა, ისევ დგას დიდი პრობლემების წინაშე. ირგვლივ გარს გვახვევიან კლასობრივი მტრები, რომელთა ამოძირკვაც პირდაპირ დედა პარტიის უპირველესამოცანას წარმოაგდენს. ჩვენ გავიმარჯვეთ დიდ ბრძოლებში, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. სტალინისა და ლენინის გზით სიარული იოლი როდია და ახლა, მესამე ათწლედის ამ ეტაპზე, გამოცხადებულია სასტიკი ომი ჩვენივე წიაღიდან წამოსული, ერთი შეხედვით ჩვენივე მსგავსი მდიდარი გლეხების წინააღმდეგ. ასევე, თავადაზნაურების გადარჩენილი ნაწილისა და კონტრრევოლუციონერების მიმართ. მღვდლებისა და რა თქმა უნდა, იმ გამხრწნელი სენის მიმართ, რასაც რელიგია ჰქვია, რომელიც ოპიუმივით წამლავდა ჩვენს გონებას. დაიმახსოვრეთ, ღმერთი მკვდარია და ამის დასტური თითოეული დანგრეული ტაძარი, მეჩეთი თუ სინაგოგაა. უძლური იყო მეფეც და მისი ღმერთებიც და ამიტომაც დაეცნენ. დღეს კი, როცა კლასობრივი ომი მძვინვარებს და ჩვენი, მშრომელთა კლასის გადარჩენის საკითხი დგას, დროა, ამ ბრძოლაში ჩვენც ჩავერთოთ. ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ და ვეძებოთ მტრები ჩვენს გარშემო, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც თითქოს მათი პოვნა შეუძლებელია. უნდა ვიპოვოთ კატა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩემი და ამხანაგი დომენტის დახმარებით, სამ სოფელში გამოვლენილია ასამდე ხალხის მტერი. წარმოგიდგენიათ მასშტაბები ამ ბოროტების რამდენად დიდია, ღრიალებდა აკაკი და პირზე დუჟი ადგებოდა. ამ სიის პირველ ნომერში კი , ვისი საქმის განსახილველადაც დღეს შევიკრიბეთ, დგას ჩვენი სოფლის მკვიდრი, მღვდლის შვილი ერეკლე და მისი გადახჩუებული მორწმუნე მამა, რომლებმაც მიიტაცეს მიწები და მთელი სარჩო, რაც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის. ტაშმა ელვისებურად იხუვლა. იქვე კუთხეში მდგომ ერეკლეს ფერი დაკარგვოდა და ხმის ამოღებაც ვერ შეძლო, ისე სწრაფად ამოუდგა გვერდიდან ორი ჯან-ღონით სავსე მამაკაცი და ხელები გადაუგრიხეს. მხოლოდ ისღა მოახერხა, დაჭრილი მხეცივით ეღმუვლა - არ ვარ დამნაშავეო. მაგრამ სწრაფადვე გააჩუმეს. ამ ოჯახის ქონება, დაუნდობლად აგრძელებდა აკაკი, ჰექტარ მიწას შეადგენს, აღარაფერს ვამბობ იჯარით მიღებულ შემოსავალზე და იმ წლებზე, როცა მისი მღვდელი მამა შესაწირს სძალავდა პატიოსან მშრომელებს. წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. სოფლის კრებაზე შეკრებილი გლეხების ნაწილი თანაუგრძნობდა აკაკის, მეორე ნაწილს კი ეშინოდა და გასუსული ელოდა განაჩენს. სასჯელი იქნება უმკაცრესი, თუმცა მე, აკაკი მაისურაძე, საბჭოთა რეიკომისა და კომუნისტორი პარტიის წევრი, სოფელ ფსორის, ცხმორისა და ბაჯიხევის თავკაცი, თქვენი თანდასწრებითა და მონაწილეობით, გამოვუტან განაჩენს ამ კაცს და თითი ერეკლესკენ გაიშვირა. მაყურებლებმაც შეკოჭილ ერეკლეს მიაპყრეს მზერა. დღეიდან მას ჩამოერთმევა მიწები და გამოცხადებული იქნება ხალხის მტრად, ისიც და მისი მთლიანი ოჯახიც. ვუტოვებთ მხოლოდ სახლსა და ეზოს. სრულად ჩამოერთმევა საქონელი და გადაეცემა კოლმეურნეობას. კულაკების ადგილი კომუნიზმის შენების პროცესში არ არის. აკაკის სიტყვა კვლავ მქუხარე ტაშმა შეაწყვეტინა. ასე და კიდევ უფრო სასტიკად დაისჯება ყველა, ვინც უღალატებს და უმტრობს საბჭოთა ხელისუფლებას. ეს რეგიონი, რაჭა, განთქმული თავისი მშვენიერებითა და სილამაზით, იმსახურებს იქცეს საბჭოთა საქართველოს რევოლუციური იდეალების ურყევ სიმბოლოდ. ამ წუთიდან მეთოდურად განადგურდება ყოველი მტერი და ჩვენს რიგებში მხოლოდ პატიოსანი კომუნისტები დარჩებიან, რომლებიც მზად იქნებიან უანგაროდ ემსახურონ პარტიას და პროლეტარიატის დიდ ბელად სტალინს. ტაშის ხმა მესამედ გაისმა და სრულად თავდაჯერებული და აღტკინებული აკაკი, მოჭარბებულ ენერგიას გრძნობდა. ძარღვებში სისხლი უჩქეფდა და ასე ეგონა, მთებს გადადგამდა. ამიტომაც, თქვენც ხმა უნდა აიმაღლოთ და დააკვირდეთ დეტალებს, მეზობლებს, ნათესავებს, შვილებს, მშობლებს და არაფერი არ უნდა გამოგრჩეთ. როდესაც კომუნიზმი აშენდება, ასეთი ნაძირლები და ავაზაკები დიდი ხნის დავიწყებულნი იქნებიან და მათი მოგონებაც კი გამქრალი იქნება. გამოვლენილ დანარჩენ მტრებს უკვე საკადრისი პასუხი დაუყოვნებლივ გაეცემათ ყოველგვარი კრების გარეშე. ამ ათწლედში თავდაუზოგავად უნდა ვამხილოთ ყველა, რათა შემდეგ მშვიდად და ბედნიერად გავაგრძელოთ ცხოვრება ძმურ, უზარმაზარ საბჭოთა კავშირში, ბრბო უკვე ფეხზე იყო წამომდგარი და ლამის იყო აკაკი ხელში აეტაცებინათ. ზოგს შური, ზოგს გამორჩენა და ზოგსაც უბრალოდ შიში ამოძრავებდა, რომ ერეკლეს ადგილას ან სულაც იმ შავ სიაში არ მომხვდარიყო, სადაც მისი ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა. ამიტომაც, ყველა თავისებურად ცდილობდა მლიქვნელობასა და საკუთარი თავის გადარჩენას, ოღონდ მე არა და სხვა ჭირსაც წაუღიაო, ფიქრობდნენ და თან გონებაში ინაწილებდნენ ერეკლეს საქონელს, მეწველ ძროხებს, ხარებს თუ სახნავ-სათიბებს. ახლა დრო იყო შოვნის და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის. დანოსებით ბევრი რამის მოპოვება შეიძლება. დანარჩენი კი უმნიშვნელო იყო. ასკაციანი სიაც მხოლოდ დასაწყისი, რადგან ადამიანის ბუნება ხარბია, უღმერთოდ და უმორალოდ კი აღარანაირი შემაფერხებელი ფაქტორი აღარ რჩება, გარდა სურვილისა მეტის ქონის, თუნდაც ამის მოვლა და პატრონობა არც კი შეგეძლოს. იქამდე არსებული იდეალები, რწმენა, იმედი, სიკეთე გამქრალიყო და ამ ახალი ცხოვრების წითელ გვერდებზე ყველა ცდილობდა თავი გამოეჩინა, სხვა დაეჩაგრა და თვითონ გაძლიერებულიყო. ზიზღმა, შურმა და დასმენამ ჩაანაცვლა ათი მცნება, რომელიც ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ადამიანური სიმხეცითა და სივერაგით იმის მოპოვება, რაც შენ არ გეკუთვნის, მაგრამ ნერწყვებს ყლაპავ, ისე გინდა. აკაკი ტრიბუნას ხელით ეყრდნობოდა და სრულად გრძნობდა შურისძიების სიამოვნებას, რომელიც ჟრუანტელივით უვლიდა მთელს ტანში. უყურებდა ბრბოს და ტკბებოდა გამარჯვებით. სახალხო სასამართლოს პარალელურად შებორკილი ერეკლეს თვალწინ ამოყავდათ მისი მოხუცი მამა და ცოლ-შვილი, რათა ყველაფერი უფრო ნათელი და მკაფიო ყოფილიყო ყველასათვის. დამსწრეები თვალს არ აცილებდნენ ერთ მათნაირ, ჩვეულებრივ ოჯახს და ალბათ ფიქრობდნენ იმ უბედურებაზე, რომელიც კარს მოსდგომოდათ. მღვდელი ნიკო, სულ მთლად გაფითრებული, ჯიუტად არ აცილებდა ჯვარს ხელს და ლოცვებს იმეორებდა. ევედრებოდა ღმერთს დანდობას, და მზად იყო თუნდაც სიკვდილისთვის, ოღონდ მისი მონაგარი, მისი შექმნილი ოჯახი გადარჩენილიყო. ელოდა ღვთის პასუხს, ამდენი ხანი გულმოდგინედ რომ ემსახურა, მაგრამ პასუხი არსაიდან იყო. მზე ჩადიოდა და ერეკლეს ეჩვენებოდა, რომ სისხლისფრად იღებებოდა. თითქოს საშინელი ბურუსი ჩამოწოლილიყო მის თავზე და არ იცოდა რა ეღონა. უძლურება ანადგურებდა და ცდილობდა გამაგრებულიყო, თუნდაც მხოლოდ ვალენტინასთვის და იმ პატარა თვალცრემლიანი შვილებისთვის, რომლებსაც საერთოდ არ ესმოდათ რა ხდებოდა გარშემო ან რატომ მიუცვივდათ უცხო ხალხი სახლში და ვერც იმას ხვდებოდნენ, რატომ ექცეოდნენ მათ მშობლებს ასე ცუდად, მხოლოდ შიში იკითხებოდა მათი თვალებიდან და მოლოდინი რაღაც საშინელის, თანაც ისეთის, აქამდე წარმოდგენა რომ არ ჰქონდათ. აკაკი მედიდურად და ამაყად აცხადებდა, ახლა კი, სანამ მათი მიწები და ქონება თანაბრად გადანაწილდება, დროა, ჩავატაროთ ნამდვილი დემოკრატიული სასამართლო. დომენტი, თქვა აკაკიმ და ხელი მისკენ გაიშვირა, დაგირიგებთ თითოეულ თქვენგანს ერთ ჩვეულებრივ და ერთსაც შავად შეღებილ ქვას, შავ ქვას ვინც ჩააგდებს ყუთში, ესეიგი ემხრობა ერეკლეს გადასახლებას ციმბირში, თეთრი კი პირიქით, მისი საპირწონე იქნება. ხმის მიცემა ანონიმური იქნება, ვინაიდან, ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ. დომენტიმ უმალვე ჩამოარიგა ქვები და თანაც ყველას უღიმოდა იმის ნიშნად, რომ სცოდნოდათ, რაუნდა ყოფილიყო სწორი გადაწყვეტილება. ხმის მიცემა კარგახანს გაგრძელდა. ხალხი ორჭოფობდა და მიუხედავად ყველაფრისა, დაბნეული იყო. აკაკი მოუთმენლად ელოდა პასუხებს და თანაც გულში ფიქრობდა, ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დამაფასებენო, რადგან ნებას ვაძლევ თვითონ გადაწყვიტონო. თუ არ გადაასახლებენ, ეს მისთვის გამარჯვება იქნებოდა, რადგან პირველი დარტყმა უკვე მიყენებული ჰქონდა და საბოლოო მიზნამდეც ბევრი აღარ რჩებოდა. როდესაც საბოლოოდ აივსო ხის სახელდახელოდ დამზადებული ყუთი, ყველას თანდასწრებით გამოიტანეს და გადათვალეს. ერეკლე ბორგავდა და განაჩენს ელოდა. მზად იყო ყველა შესაძლო შედეგისთვის, ოღონდ მისი შვილები და ცოლი გადარჩენილიყვნენ. ოღონდ მათ არ შეხებოდნენ და თავის თავს არ ჩიოდა. როგორც აღმოჩნდა გადარჩა მხოლოდ ერთი ხმით. აკაკის სახეზე უსიამოვნება დაეტყო, თუმცა ჩვეულებრივ განაგრძნო. დომენტიმ სამჯერ ხელახლა გადაითვალა, მაგრამ ხვდებოდა, ვეღარაფერს შეცვლიდა. აკამიმ მორიგი განკარგულება გასცა და ერეკლესა და მის ოჯახს რამდენიმე კაცი გააყოლა. უფრო ზუსტად კი ხალხის მტრის ეზოს ალყა შემოარტყეს რათა რამე არ გამოჰპარვოდათ რაიმე კონტრრევეულიონერული. მღვდელი ნიკო უფალს მადლობას სწირავდა სიცოცხლისთვის.

იმ ღამეს ძლიერად წვიმდა და სავსე მთვარე ცაზე საქანელასავით ქანაობდა. ერეკლე და ვალენტინა გვერდიგვერდ იწვნენ . დაღლილ და შეშინებულ პატარებს მშვიდად ეძინათ. ხმის მაოღებას არცერთი არ ჩქარობდა. ამ დუმილით თითქოს ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო. ვალენტინა ბავშვებს არ აშორებდა თვალს. თანაც სიტყვებს ეძებდა, რომელიც ტყვიასავით მძიმე არ იქნებოდა. როგორც იქნა ძალა მოიკრიბა ერეკლეს მხარეს გადატრიალდა და ჩურჩულით ძლივს ამოთქვა: ის თოფები, ლადოს რომ შეუნახე, რამე უნდა მოუხერხო და კიდევ ხატებს, ნიკომ რომ ინახავს და ხმა გაებზარა. ტირილს ბევრი აღარაფერი აკლდა. კიდევ მორიგ ასეთ ამბავს ვეღარ გადავიტან, თანაც ესენი, ხელით ანიშნა ვალენტინამ ბავშვებზე, ძალიან პატარები არიან. სხვა გზა არ არის, მთელი სოფელი ჩვენს წინააღმდეგ არის უნდათ თუ არ უნდათ. უნდა დავარწმუნოთ, რომ მტრები არ ვართ თუ არადა გაგვანადგურებენ. ესღა თქვა და ცრემლები წასკდა. გთხოვ ერეკლე, მოიფიქრე, მაშინებს ეს ალყა რომ გვაქვს შემორტყმული, ასე მგონია, მალე კიდევ უფრო მეტი უბედურება დაგვატყდება თავს. ერეკლე დუმდა და ჭერს აშტერდებოდა. ჯერ არ ვიცი. რას მოვახერხებ მაგრამ გპირდები, გზას ვიპოვი. ცოტაც გაუძელი და ვალენტინას ხელზე ძლიერად მოუჭირა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ისაა, რომ აუცილებლად გამოვძვრებით აქედან, ღმერთი არ გაგვწირავს. სვენებ-სვენებით აგრძელებდა ერეკლე, სულ ასე ვერ და არ გაგრძელდება. სიბნელეს აუცილებლად გაფანტავს სინათლე. ერეკლე გაჩუმდა. შიგნიდან იწვოდა  და უძლურობის ეს შეგრძნება საბოლოოდ ანადგურებდა. შიში და სიბრაზე ერთამენთში ერეოდა და ამ შერეულ გრძნობებში საკუთარ თავს კარგავდა. გათენებამდე ბორგავდა. ძილი სათოფეზე არ ეკარებოდა. ხვდებოდა, რთული გადაწყვეტილებები ჰქონდა მისაღები და ახლა დანებების დრო არ იყო.გონება კითხვებით ჰქონდა სავსე . მამაც ედარდებოდა, ამ სიბერეში რომ ჩამწარდა უკანსკნელი წლები.

ამასობაში ღამეს თანდათანობით ფანტავდა დილის რიჟრაჟი. აივანზე გავიდა პაპიროსის მოსაწევად. ფოცხვრების მთებს ნისლი ეფინა. მისსავე ეზოსთან დომენტისა და მის თანამოაზრეებს ცეცხლი დაენთოთ და კარვები გაეშალათ. მძიმედ სუნთქავდა და მომავალი აშინებდა. საკუთარი თავი აღარ ედარდებოდა, მხოლოდ ოჯახი, რომლის საყრდენიც თავად იყო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სხვენიდან თოფები გადმოიღო და ისე, რომ არავის დაენახა, დაზეთა და კარგად გადაახვია.ფეხაკრეფით გაიარა მთელი აივანი და უკანა გასასვლელიდან გაიპარა. სახლის უკანა მხარე პირდაპირ მდინარისკენ მიდიოდა და სწორედ აქეთკენ წავიდა, თანაც აკვირდებოდა, უკან ვინმე ხომ არ მომყვებაო. მიტოვებულ ნაძრახ ადგილას მეხისგან დანგრეულ სახლთან მიწა ამოთხარა და დაზეთილი საგულდაგულოდ გადახვეული თოფები ჩამარხა. ოდნავ შვება იგრძნო - ამაზე ხომ მაინც ვეღარ მომედავებიანო. სიცოცხლეში პირველად მუხლებზე დაემხო და ღმერთს ევედრებოდა შველას. გული, რომ მოიოხა სახლისკენ წავიდა. უკვე დილა დამდგარიყო და ნიკოც თავის ოთახში იყო და დილის ლოცვებს კითხულობდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარაო. ვალენტინას სადილი მოემზადებინა და ცდილობდა, თავი მხნედ მოეჩვენებინა. ეზოში უცნობი და ნაცნობი ხალხი საქონელს, მოწეულ მოსავალას ინაწილებდნენ და თანაც ისე აკეთებდნენ , რომ ერეკლეს და მის ოჯახს არც იმჩნევდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ასე გრძელდებოდა, შემდეგ დაღლილებები დაუკითხავად აღებდნენ სახლის კარებს, შედიოდნენ ოთახებში, იღებდნენ საჭმელს და სასმელს, გასვლისას კი ნამცეცებს იბერტყავდნენ - მტრის ოჯახიდან ნამცეციც არ გაგვყვესო. იქცეოდნენ ისე, როგორც მოესურვებოდათ. ნიკო სრულიად საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი. ცდილობდა საერთოდ ნაკლებად გამოჩენილიყო გარეთ და ძირითადად კარჩაკეტილი ლოცულობდა და დარდობდა იმაზე, როგორ ნადგურდებოდა ყველაფერი. ძალიან ეშინოდა, თუმცა ღმერთის რწმენა და იმედი არ ეწურებოდა. ყველაზე მეტად პატარებზე ნერვიულობდა, რომლებიც დღითიდღე უფრო სევდიანი და მარტოსულები ხდებოდნენ. სულ უფროსი შვილიშვილი კი თვალსა და ხელსშუა გადაიქცა ზრდასრულად. აკაკი კმაყოფილი იყო, რადგან მისი მიზნები თანდათან სრულდებოდა და ხალხის მტრებისა და კულაკების სია ფართოვდებოდა.

 ერთი კვირის თავზე სოფლის შემოსასვლელთან ვალენტინამ შვილები სასერნოდ გაიყვანა, ცოტას გახალისდებიანო, იფიქრა. ბავშვებმა თამაში დაიწყეს და აიკლეს იქაურობა, მერე მეზობლის ხმა გაიგონა - ესენი არიან ის ხალხის მტრები, ჯერ კიდევ ღმერთის სწამთ და ახალ წყობას არ ემორჩილებიანო და თავიანთი შვილები სახლში შეიყვანეს, რადგან ხალხის მტრის ბავშებიც კი მტრები იყვნენ. ამის დანახვა ვალენტისათვის უკანასკნელი წვეთი იყო. სახლში დაბრუნებულმა ერეკლე საძინებელ ოთახში შეიყვანა და ისე მკაცრად დაიწყო საუბარი, როგორც არასდროს. შარაზე ქალები იმასაც გვაბრალებენ, რომ ღმერთის გვწამს და ჩვენს შვილებთან უშლიან ბავშვებს თამაშს, იცოდი? ერეკლემ გულის სიღრმეში იცოდა , რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა და ნიკოს მიერ გადარჩენილი ხატები ერთ დღესაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა მდგომარეობას. თანაც ხმები დადიოდა, ერთხელ კი გადარჩა გადასახლებას, მაგრამ ჯერ ამით არაფერი დამთავრებულაო. ამიტომაც რამე უნდა ეღონა, რათა ისიც ეღიარებინათ მოქალაქედ და ადამიანად, თანაც როგორმე ხალხის მტრის და კეთროვანის სახელი უნდა ჩამოერეცხა და აღარ ყოფილიყო გარიყული ყველასგან და ყველაფრისგან. ჩვენი თავი კიდევ ჯანდაბას, აგრძელებდა ვალენტინა, მაგრამ შვილებზე იფიქრე ან მამაშენზე, რომელიც ოთახიდანაც აღარ გამოდის. სანამ კიდევ დრო გვაქვს უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვწამს ღმერთის, რომ ჩვენც მზად ვართ, ვიყოთ ისეთები, როგორებიც სხვები თუ არადა დავიხოცებით. ამის თქმა იყო და ხის კარი გაიხსნა, ნიკო შემოვიდა. ანაფორა გახდილი ჰქონდა, სკამი მოიდგა და რძლის გასაგონად თქვა - ერეკლე, შვილო, მესმოდა თქვენი ხმა. დიდხანს ვფიქრობდი ჩვენს პრობლემებსა და იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ თავს ხდება. ჩემი ცხოვრებაც და სიცოცხლეც უკვე ჩავლილია, თქვენ კი მომავალი ხართ, რომლებსაც წინ გაქვთ ყველაფერი, ამიტომაც ვეთანხმები ვალენტინას - არ ვიცით როდემდე იქნებიან წითელი ეშმაკები, არც ის ვიცით როდის შემოვარდებიან და ამოგვწყვეტენ, ამიტომაც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც საჭიროა. ადექი და მთელი ეს ხატები, რაც ტაძრიდან წამოვიღე, ყველას დასანახად დაწვი. ამით დაამტკიცებთ, რომ ღმერთის არ გწამთ, მე კი ბერიკაცს უკვე აღარაფერს დამიშავებენ, დასაკარგი მხოლოდ თქვენღა დამრჩით,ამ ცოდვას ჩემს თავზე ავიღებ თუნდც ჯოჯოხეთში დავიწვა. მამა, ამას ვერაფრით ვიზამ, მკაცრად თქვა ერეკლემ და ვალენტინაც აყვა. სჯობს გადავმალოთ, როგორც თოფები და შეგვეშვებიან როდესმე, მთავარია ბავშვები, მე სხვას არაფერს ვჩივი, თქვა ერეკლემ. ზუსტად ამიტომაც უნდა დავწვათ - გაიმეორა ნიკომ. ახლა გმირობისა და წმინდანობის დრო არ არის . საქმე სიცოცხლეებს ეხება და სხვა გზა არ არის, უნდა დამიჯერო. სულ ასე არ იქნება, ღმერთის იდეას ესენი ვერ მოსპობენ, ჩვენი კი გაგვანადგურებენ, ამიტომ წადი შვილებთან და ცოლთან ერთად , თან წაიღე ეს ხატები და დაწვი ისე, რომ არც ინაღვლო, ჩათვალე, რომ მე ვაკეთებ და ეს ცოდვა ჩემზეა. ამით მაინც ცოტათი შეგიმსუბუქებთ განსაცდელს. ერეკლემ სცადა გადაეფიქრებინა მამისთვის, მაგრამ ნიკომ ხელით გააჩერა- აღარ მედაო, მიიღე ჩემი ეს სიტყვა, როგორც ბრძანება. ერეკლე და ვალენტინა ნიკოს გადაეხვივნენ. იმავე დღეს გაამზადეს ხატები, ბენზინი და სოფლის ცენტრში ავიდნენ ბავშებთან ერთად. ნიკო სახლში დარჩა და ცდილობდა არ ეფიქრა არაფერზე. სინანულს გრძნობდა და თვალწინ საკუთარი თავი ედგა. ასე ეგონა, მისსავე სულს მარხავდა, მაგრამ მის მონაგარს, მის ოჯახს სიკვდილის უფლებას ვერ მისცემდა, თუნდაც მარადიულად წარწყმედილიყო.

მზე წითლად ელვარებდა, როცა კოლმეურნეობის წინ ერეკლე გამოჩნდა ხატებით ხელში. გლეხები გარშემო ეკრნენ, პირველი რა თქმა უნდა აკაკი იყო. ვალენტინას ზიზღიანი თვალები აკაკის არ გამორჩენია, თუმცა არაფერი შეიმჩნია. შენი ღმერთის საქადაგებლად მოხვედი ერეკლე? თქვა აკაკიმ და გაიღიმა. იმის დასამტკიცებლად მოვედი, რომ მე ძველი წყობის არაფერი მინდა, არც ხალხის და საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო მაქვს რამე, ამის ნიშნად მოვიტანე ის ხატები, რაც მამამ გადაარჩინა. როგორც მემკვიდრეობა ტაძრის და ახლა თქვენ თვალწინ გავანადგურებ, თქვა ერეკლემ და ხის ყუთში ჩალაგებულ ტაძრის მთელ ხატებს და ჯვრებს ცეცხლი ერთიანად მოედო. იწვებოდა წლობით შემოწირული, ხელით შექმნილი სალოცავი ჯვრები. წმინდანთა და ანგელოზთა ამაღლებული სახეებისგან მხოლოდ ფერფლი და შავი კვამლი რჩებოდა. ახლა ხომ ხედავთ, რომ ცა ცარიელია, ღმერთი მკვდარია და ერთადერთი, რისიც უნდა გწამდეთ, ეს საბჭოთა ხელისუფლება და მისი ბელადები არიან. ხმამაღლა სიამოვნებით გაჰკიოდა აკაკი. შენ კი, მღვდლის შვილო, იცოდე, ეს არაფერს ცვლის. ერთი მცირე მიზეზი რომ გიპოვო, ციმბირი სანატრელი გაგიხდება. ესღა თქვა აკაკიმ და ადგილს გაეცალა. ერეკლე, ვალენტინა და მათი შვილები ხალხთან ერთად აკვირდებოდნენ ცეცხლს, სანამ ბოლომდე ყველაფერი არ დანახშირდა, მერე კი ძლიერად გაწვიმდა. მსხვილი წვეთები ეცემოდა მიწას და თეთრი ნისლით იფარებოდა ისედაც ღვთისგან მივიწყებული სოფელი. ღამდებოდა და ამ უკუნეთ სიბნელეში, სადაც არც ციცინათელები ჩანდნენ, მხოლოდ ჭინკები და ალები თუღა დაძრწოდნენ გარეთ.

ხატების დაწვის შემდეგ სოფელში ქარიშხლისწინა სიჩუმე იდგა. თითქოს ცხოვრებაც მდორედ მიედინებოდა და ყოველდღიური მუშურ-გლეხური ყოფაც რუტინად ქცეულიყო. ერეკლე და მისი ოჯახიც, ასე თუ ისე, ახერხებდნენ თანაცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მტრებად რჩებოდნენ, წნეხი ისეთი ძლიერი აღარ იყო. უფროსი შვილეbი გვერდზე სოფელში სკოლაში დადიოდნენ. მღვდელი ნიკოც ცდილობდა გაძლიერებულიყო და რამენაირად ეპატიებინა თავისი თავისთვის ხატების დაწვა. ყველაფერი კალაპოტში ექცეოდა და აღარაფერს უნდა დაერღვია მყუდროება, რომ არა აკაკი და კიდევ ერთი მეტად უსიამოვნო გარემოება რასაც წინასწარ ვერავინ გაითვალისწინებდა. საბჭოთა ხელისუფლებაში დიდი არეულობა დაიწყო როცა კომუნისტური პარტიის ერთპოროვნული ბელადი ლენინი სიფილისისგან გარდაიცვალა და თან ანდერძის დატოვებაც ვერ მოასწრო. ნახევრად შეშლილი ბელადი და მისი მსუბუქი ყოფა-ქცევის ცოლი დიდი ხანია უკვე პოლიტიკური სცენიდან გაექროთ და ახლა ერთმანეთს  პოლიტბიუროს წევრები დაუპირისპირდნენ. ცამეტივე მათგანს ძალაუფლების სურვილი ამოძრავებდა და ლენინის დიდ სახელს ამოფარებულები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენ ერთმანეთს. აბსოლუტურად ყველა სხვა პარტია, გარდა კომუნისტურისა, ან განადგურებულიყო, ან თავად ახდენდნენ თვითლიკვიდაციას და ცდილობდნენ არალეგალურად გაეგრძელებინათ არსებობა. გამოკვეთილად ჩანდა ბელადობის ორი პოტენციური კანდიდატი - ქართული წარმოშობის იოსებ სტალინი, რომელსაც სიკვდილის ბოლომდე ტანჯავდა ქართული აქცენტი (მხოლოდ ესღა იყო მისი ქართველობისგან შემორჩენილი) და უკრაინელი ლევ ტროცკი - თავის თავს ორთოდოქს მარქსისტად რომ მიიჩნევდა და ლენინის გზის ერთადერთ გამგრძელებლად. მართალია, თავდაპირველად დაპირსპირება კულისებს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი და ვერაფერი დაიმალა. ძალთა ბალანსიც და დაპირისპირებაც თვალსაჩინო იყო. ცნობილი იყო აგრეთვე სტალინის ცივსისხლიანობა და ურყევი რწმენა კომუნიზმის იდეის, ოღონდ ისეთის, როგორიც მას წარმოედგინა. ლენინი სტალინისთვის მხოლოდ შირმა იყო მისი სისასტიკისა და იდეების განსახორციელებლად. პოლიტბიუროს წევრებიც ღიად ვერ აფიქსირებდნენ აზრს იქამდე, სანამ სტალინმა საბოლოოდ არ ამოძირკვა ტროცკის სახელის ხსენებაც კი სრულიად საკავშირო მასშტაბით. ტროცკი ქვეყნიდან გააძევეს და მისი მომხრეები ჯერ ენკავედეს ჯურღმულებში ჩაყარეს, შემდეგ კი საერთო სასაფლაოებში. სრული ძალაუფლებით აღჭურვილმა სოსელომ საბოლოოდ გაიმარჯვა და ახალი ენერგიით შეუდგა გადარჩენილი ტროცკისტების ძებნას. რეპრესიების ახალი ტალღა ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბური იყო. მარქსის, ენგელსისა და ლენინის პორტრეტების გვერდით ახლა მხოლოდ სტალინი დარჩა, როგორც ლენინის ერთადერთი მემკვიდრე და მუშათა, გლეხთა მამა. ამ განუზომელი ძალაუფლების ფონზე გაიზარდა დახვრეტილთა, გადასახლებულთა და გულაგში გარდაცვილთა რიცხვი, რაც სტალინისთვის უბრალოდ სტატისტიკა იყო. უღმერთო და ურწმუნო ქვეყანა, მსოფლიოს ერთ მესამედზე რომ იყო გადაჭიმული, სრულად გაეხვა წყვდიადში, საიდანაც ახლებური ცნობიერების მქონე მოქალაქეები იბადებოდნენ. ალბათ სტალინსაც სჯეროდა, რომ კომუნიზმში ცხოვრება ყველას არ ეკუთვნოდა და ამიტომაც გადაწყვიტა ყველანაირი განსხვავებულისა და მისთვის მიუღებლის გეგმაზომიერად განადგურება. ბევრი ძველი რევულუციონერიც შეეწირა ამ ამბებს. პატარა სოსელოს და ახლა უკვე დიდ იოსებს არც საქართველო დავიწყებია და არც ბავშობისდროინდელი წყენები. პირველად მან და სერგო ორჯონიკეძემ უდეპეშეს ლენინს - საქართველოს თავზე წითელი დროშა ფრიალებსო.მერე იყო და 1924 წლის აჯანყება გამოიყენა იოსებმა საკუთარი სამშობლოს დასასჯელად და ლავრენტი ბერიასთან ერთად სისხლის გუბეები დააყენა. სტალინისათვის, რომელიც მართლაც ფოლადივით ხდებოდა, როცა საქმე დასჯას შეეხებოდა, საქართველო ზღვაში წვეთი იყო დიდ კომუნისტურ ინტერნაციონალთან შედარებით. სტალინისვე ბრძანებით გაანადგურეს მისი ცოლის ძმაც, რომელსაც ასევე ტროცკისტობას მიაწერდნენ. ლენინი კი დიდი პატივით სრულად მუმიფიცირებული დააბრძანეს მავზოლეუმში, რათა ყველას ენახა დიდი რევულუციონერი, რომელსაც ბედის ირონიით მიწაც კი არ ეღირსა დღემდე . ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა ილიჩი მისი და მარქს-ენგელსის სახელით ჩადენილი დანაშაულებების მასშტაბებს, თუმცა ისიც ხელს მოაწერდა მსხვერპლთა ნახევრის მკვლელობაზე. სტალინური მართვის პერიოდში დაიწყო სწორედ ახალი სიტყვებისა და წოდებების გამოგონება და ხელოვნებაც თანდათან ჩადგა ერთი პარტიისა და ბელადის სამსახურში. ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა ხოტბას ასხამდა ტრაქტორის მუშისა თუ გლეხის შრომას და ემსახურებოდა ჩეკასა და ჩეკისტებს. უფრო მოგვაინებით კი უკვე სრულად მოთვინიერებული ხელოვანები გადაიქცნენ წითელ ინტელიგენციად, რომლებიც ერთი მხრივ შიშით, ხოლო მეორე მხრივ მატერიალური კეთილდღეობით მოხიბლულები სიამოვნებით ემსახურებოდნენ პარტიას და მის იდეოლოგიას. მთელმა იმდროინდელმა თბილისმა იცოდა მიხეილ ჯავახიშვილისა და ბერიას პირადი მტრობის ამბავი, რომელიც ამ უკანასკნელმა სიამოვნებით მოკლა. ასევე ცისფერყანწელების მოსპობისა და თვით პოეზიის მეფის თვითმკვლელობა, რომელმაც (ერთ-ერთი ვერსიით) არ მოინდომა ბორის პასტერნაკის დასმენა. მიხეილ ჯავახიშვილს კი, რომელიც მოსწონდა სტალინს, არ ეპატია ,,ჯაყოს ხიზნები“, სადაც სტალინმა ჯაყოში თავისი ანარეკლი დაინახა. ამდაგვარ რამეს რა თქმა უნდა ვერ გაბედავდა შემდგომი წითელი ინტელიგენცია, მათი ფუნქცია ბელადისა და პარტიის ქება იყო. სტალინი, ინსომნიით შეპყრობილი, სათითაოდ კითხულობდა ყველა გამოსულ წიგნს და ასწორებდა კიდეც რომანებს. პოეზიისა და ლიტერატურის მუზად, არც მეტი არც ნაკლები, პავლე მოროზოვი იქცა, კაცი,  რომელმაც მშობლები დაასმინა და დაახვრეტინა. სტალინური ყოფა სრულად მოცულიყო მორჩილებითა და ახლადგამოზრდილი ჰომოსოვიეტიკუსებით. მწერალთა სასახლიდან დაწყებული კოლმეურნეობით დამთავრებული ყველგან იპოვიდით ბერიას კუდებს, ენის მიმტანებსა და ბრძანებების უხმოდ შემსრულებლებს. დასმენა ყოველდღიურ მოვლენად იქცა და აქაც პატარა საქართველომ გამოიჩინა თავი. გაგზავნილი დანოსების რაოდენობით რუსეთსაც კი გადააჭარბა. ქართული საქმეები ბერიას ებარა, სტრატეგიულად მოაზროვნე კაცს, რომელმაც მისი წინამორბედი ეჟოვი გაუყენა ლენინის გზას. მასაც, როგორც იოსებს, სწამდა საბჭოეთის და ძალას არ იშურებდა მითიური კომუნიზმის ასაშენებლად. მის მონდომებულ მუშაობას ემსხვერპლნენ ქართველი ერისა თუ ბერის კაცები. ტაძრებიდან კი მხოლოდ ქვები და სევდიანი მოგონებები თუღა რჩებოდა. ამხანაგი სტალინი და ბერია სრულად მეთოდურად და გეგმაზომიერად მუშაობდნენ. კრემლში ტახტზე ორი ქართველი იჯდა და მართავდა უზარმაზარ ქვეყანას, თუმცა მათში ქართველობას ძნელად თუ აღმოაჩენდა ვინმე. მოსკოვიდან ხომ სამყარო ბევრად უფრო დიდი და მასშტაბური ჩანდა. საქართველო კი ერთი შემადგენელი პროვინცია იყო. პარალელურად კი მოდერნიზებული ბოსლებითა და კოლმეურნეობით გაძლიერებული საბჭოეთი მთელ მსოფლიოში ცდილობდა კომუნიზმის დამყარებას. სოციალისტური ქვეყანა, სადაც კაპიტალისტები კაციჭამიებად ითვლებოდნენ, საკუთარ თავში იხარშებოდა და ერთ დიდ მეურნეობად გადაქცეულიყო. ამხანაგ სტალინს არ უყვარდა არანაირი წინააღმდეგობა, ამიტომაც ბერიასთან ერთად შეიმუშავა გულაგების სისტემა, სადაც პატიმრები მონურად შრომობდნენ და შემდეგ იქვე იმარხებოდნენ.

ერეკლეს ბიძაშვილი ლადოც ერთ დროს ამაყად ატარებდა კომუნისტური პარტიის ბილეთს, იმასაც კი იძახდნენ, ქუთაისის ციხეში პატარძლად გადაცმული სტალინთან ერთად გამოიქცაო, თუმცა არც იმ დროს იყო ჭორის და მართლის ერთმანეთისგან გამორჩევა იოლი. ერეკლესთვის გაგზავნილი თოფებიც ზუსტად იმ არეულ პერიოდს დაემთხვა. ლადო მეტად უცნაური და ახირებული კაცი იყო, ტანმაღალი და ფიზიკურად ღონიერი. წიგნების კითხვა პატარაობიდანვე ყვარებია და აკრძალულ ლიტერატურასაც ადრევე გაუგო გემო . მარქსით აღფრთოვანებული ხშირად უზიარებდა თავის აზრებს თანასოფლელებს, თუმცა დიდ ინტერესს ვერავის ამჩნევდა. რევოლუციის პირველივე წლებში რუსეთში წავიდა ისე, რომ წერილიც არ დაუტოვებია და მას შემდეგ თვეში ერთხელ თუ შეეხმიანებოდა ოჯახს. ბუნებით ფიცხი და დაუდგრომელი კაცი ყოფილა. ხშირად უმეორებდა ერეკლეს - დიდი იდეების რწმენა და მისთვის ბრძოლა არის კაცის ხვედრიო. საქართველოში ყოფნისას ორჯერ დააპატიმრა მეფის ოხრანკამ, თუმცა არც ციხიდან მოუწერია ბევრი, მარტო ერთხელ ითხოვა, ჩემი წიგნები შემომიტანეთო. რთული და ჯიუტი ხასიათი ჰქონდა და რასაც გულში ჩაიდებდა, აუცილებლად უნდა შეესრულებინა. მუდმივად ფათერაკებში ეხვეოდა და ამხანაგებიც მისნაირი ხალხი ჰყავდა. ციხეში ყოფნისას გაიცნო ქართველი ბოლშევიკები, აგიტატორები და ანარქისტები. რევოლუციონერთა ქსელი თბილისიდან მოსკოვამდე იყო დაქსაქსული და იქ სადღაც მისი ადგილიც მოიძებნა.  პარტიულ ამხანაგებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში.  ჯერ ავლაბრის მიწისქვეშა სტამბაში მუშაობდა, შემდეგ კი რუსეთში გაიქცა, სადაც ასპარეზი უფრო ფართო იყო . ლადოს სოციალიზმი თავისი ქვეყნის ხსნადაც წარმოედგინა და ამიტომაც გულწრფელად უნდოდა რევოლუციის გამარჯვება, შორეული რუსუთიდან საერთოდ აღარ ჩანდა საქართველო, მითუმეტეს რაჭა და ფსორი. ზოგჯერ როცა სევდა შემოაწვებოდა მაშინ თუ გაიხსენებდა იმ მყუდროებას და უზრუნველობას, როგორიც გლეხური ცხოვრებისას ჰქონდა. აგონდებოდა სათიბები, ბალახის სუნი და თივის ზვინები. დაღლილ-დაქანცული რომ მიწვებოდა ხოლმე და ვარსკვლავებიანი ცის ყურებით ტკბებოდა. მაშინ ერთი მეოცნება ბიჭი იყო . წარმოიდგენდა ათას სხვადასხვანაირ გზას ცხოვრების გასაგრძელებლად. ხან ჯარისკაცი ხდებოდა და მედიდურად ბრუნდებოდა უკან სოფელში, ხანაც მღვდელი და ხალხს მოძღვრავდა. ეს ახალგაზრდული გატაცებები ახლა სასაცილოდაც აღარ ჰყოფნიდა . გახსენებაზე ღიმილი მოეფინებოდა და მშვიდდებოდა. ხშირად ციხის ნესტიან საკანშიც უფიქრია და წარმოუდგენია თავისი ხის სახლი და მოხუცი მშობლები. იდეებისთვის ბრძოლის დროს ფანატიზმსა და შეუპოვრობას იჩენდა, არც სიმამაცე აკლდა, თუმცა სტალინის გაცნობამ, რომელსაც მაშინ საკმაოდ ჰქონდა სახელი განთქმული, სულ მთლად შეუცვალა წარმოდგენა საერთოდ ყველაფერზე. ყვავილისაგან დადაღულ სახეზე მუდმივად სიმკაცრე ემჩნეოდა. მეწაღის შვილისთვის ზედმეტად მოზომილი და გამჭრიახი იყო. გამოსავალს ყოველთვის პოულობდა და არასდროს სტალინის მოფიქრებულ სტრატეგიას არ დაუღალატებია. უამრავი ფათერაკის გამოვლა მოუწიათ ერთად, თუმცა განსაკუთრებით ერთი დაამასოვრდა - მათი შეხვედრის დღე . იმხანად ბოლშევიკები არც თუ ისე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საქართველოში. ამიტომაც ხშირი იყო შემთხვევები, როცა არა ერთი, არამედ მთლიანი აგენტური ქსელი ვარდებოდა. საქართველოში მოქმედი რევოლუციონერები დავალებებს ცენტრიდან ანუ მოსკოვიდან იღებდნენ. ძირითად საქმიანობას აგიტაცია, ხალხის გადმობირება და პარტიისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა წარმოადგენდა. სოციალისტური იდეები მთელ რუსეთსა და ევროპაში იყო მოდებული და იმედოვნებდნენ, რომ კომუნიზმის იდეა მთელ დედამიწაზე გაიმარჯვებდა და ადამიანიც მოახერხებდა მიწიერი სამოთხის შექმნას, სადაც ადგილი აღარ ექნებოდა მჩაგვრელ კლასს და პროლეტარიატიც საბოლოოდ გათავისუფლდებოდა ბორკილებისგან. გარდა ამისა ხშირი იყო შემთხვევები მდიდრების ძარცვის ან სულაც ბანკების, საიდანაც რევოლუცია ფინანსდებოდა და საჭირო იარაღს შოულობდა. ზოგჯერ სასარგებლო იდიოტებიც ბევრი გამოჩნებოდა ხოლმე. ესენი ძირითადად ის ხალხი იყვნენ, ვინც შემდგომში რეპრესიებს შეეწირნენ. მაგალითად ის არისტოკრატები, რომლებიც მეფის დამხობას უჭერდნენ მხარს და საბოლოოდ თავიანთ სიკვდილს მოაწერეს ხელი. ამიტომაც უწოდებდა ლენინი ასეთ ადამიანებს სასარგებლო იდიოტებს და აპირებდა მომავალი ახალი ქვეყანა არც მეტი არც ნაკლები კუხარკებს ემართათ ასფალტის მუშებთან ერთად. ძარცვებისა და ყაჩაღობების დროს ბევრი რევოლუციონერი ჩავარდა და ერთ მოკლე პერიოდში ქუთაისის ციხეში ოცამდე ბოლშევიკი მოხვდა. ამიტომაც ცენტრალური უჯრედიდან ანუ მოსკოვიდან ერთი მეტად სერიოზული და იდუმალი კაცი გამოგზავნეს, მასზე თბილისში მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ რთულ დროს სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და ბევრი ამხანაგი დაეხსნა ციხიდან.. დაბალი და ჩაფსკვნილი კაცი იყო, ჭროღა თვალებითა და გამყინავი გამოხედვით. დანახვისთანავე მიხვდებით, რომ საქმის და მოქმედების კაცი იყო. თავზეხელაღებული და ყველაფერზე წამსვლელი. ლადო იმ დროს იმალებოდა და მოსკოვში გასაქცევად ემზადებოდა, როცა ძველი ნაცნობი მოვიდა და თან მოსკოვიდან მოსული კაციც მოიყოლა. უცნობმა ქუდი მოიხადა და პალტოს ჯიბიდან ხელით დაწერილი წერილი ამოაცურა. წერილს ზედ წითლად ეწერა - ,,განსაკუთრებით საიდუმლო” და ისე, რომ ხმაც არ ამოუღია პირდაპირ ლადოს გადასცა. პარტიის პრიორიტეტი სტალინის დახსნაა, მოუსმინეთ ამ კაცს და ზუსტად შეასრულეთ მისი ინსტრუქციები. ხელს კი სერგო ორჯონიკიძე აწერდა. გეგმაც წინდაწინ იყო შედგენილი, ამიტომაც ბევრი ფიქრის გარეშე მოუწიათ დავალებაზე გადასვლა. უცნობმა ჩემოდანი გახსნა და ანაფორა ამოაძვრინა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და ირონიულად თქვა - მე ვიქნები თქვენი მღვდელი და შენ კი, თითი პირდაპირ ლადოსკენ გაიშვირა, პატარძლის როლის თამაში მოგიწევს. ქალის კაბას ჩაიცმევ, სახეზე ფატას ჩამოიფარებ, ციხის გვერდით რომ ეკლესიია ერთმანეთს იქ შევხდებით. ოხრანკის დაცვა მოსყიდულია. ცერემონიის დროს სროლა ატყდება, მერე კი ორივენი გაიქცევით და პირდაპირ რუსეთში წახვალთ. ცენტრის პრიორიტეტი სტალინის დახსნაა. როგორც ხვდებით გეგმა საგულდაგულოდაა შედგენილი და არანაირი ცვლილება არ განიხილება. ორივე საჭირო ხართ ადგილზე, სადაც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი ქვეყნიერების ბედი წყდება. საქართველო დროებით ივლის თავისი გზით, შემდეგ კი, როცა რევოლუცია გაიმარჯვებს, მოვბრუნდებით და აბსოლუტურად ყველა საკადრისად დაისჯება. რევოლუცია ერთგულად დააჯილდოვებს ყველა მის ჯარისკაცს, ვინც პატიოსნად ემსახურება მას, ხალხი ძალას იკრებს, უკანასკნელი ცნობებით ბევრი აღარ დაგვრჩა მოსკოვის გათავისუფლებამდე. მეფის საშინელი დიქტატურა ეცემა და სულ მალე პირველი ინტერნაციონალი გამარჯვებას იზეიმებს, ვაშა! ლადო და მისი მეგობარიც ერთხმად აყვნენ და სამივე, ბოლომდე დარწმუნებულნი და აღტკინებულნი, შეუდგნენ გეგმის განხორციელებას. პატარძლის კაბაში გადაცმულ ლადოს ვერავინ შეამჩნევდა, რომ კაცი იყო. ქუთაისის ციხის გვერდით პატარძალი იდგა და გვერდს ორი მეჯვარე უმშვენებდა ჯიბეში გაჩრილი ნაგანით. ცერემონია შუადღით,  ორი საათისთვის იყო დაგეგმილი. მშვიდი და მზიანი დღე იყო. სტალინი თავის უცვლელ კიტელში გამოწყობილი ორ ბადრაგს მოყავდა. ხელებზე ბორკილები ედო, თუმცა ეკლესიაში შემოსვლისთანავე მოხსნეს. ბადრაგები  გაფრთხილებული იყვნენ და ფულიც აღებული ჰქონდათ. ერთადერთი მოთხოვნა გაქცევის სცენის გათამაშება იყო. მღვდლის ანაფორაში გადაცმულმა ცენტრის კაცმა ხელები ზევით აღაპყრო, თითქოს მართლაც ლოცვას აპირებდა, რაც მეჯვარეებისთვის სიგნალი იყო. რამდენიმე გასროლა და ორივე ბადრაგი გაკოჭილი იწვა მიწაზე. მღვდელიც, სტალინიც და ლადოც უკვე მოსკოვის გზაზე იყვნენ როცა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის გაზეთები აჭრელდა გაქცეული პატიმრების ამბით. მას მერე სტალინი და ლადო შეამხანაგდნენ. მათი ძმობაც კარგა ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა პოლიტიკური სხვაობები და წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო უკვე სოციალისტური ქვეყნის მმართველობა. კრემლში ფეხმოკიდებული სტალინი აღარ ჰგავდა ძველ თანამებრძოლ იოსებს . ძალაუფლებამ და გამარჯვებამ მასში სისასტიკე კიდევ უფრო გააძლიერა და საბოლოოდ გამოჩნდა მისი რეალური სახე. აქამდე ლადო თითქოს თავს არიდებდა, ყურადღებას არ აქცევდა მის ხშირ, დაუნდობელ ცხოველურ სურვილს ყველაფერ იმის განადგურების, რაც მისგან განსხვავდებოდა. სტალინი დღითიდღე იცვლებოდა და ეს უკვე აღარ იმალებოდა. პირველად მაშინ იკამათეს, როცა საქართველოში ჩასატარებელ რეპრესიებზე მიდგა საქმე. ლადო სასტიკი წინააღმდეგი იყო დაპყრობის და შემდეგ რეპრესიების, სტალინს კი ბავშობის კომპლექსები ტანჯავდა და სურდა, შური ეძია ლოთი მამის, დაცინვისა და ჩაგვრის გამო. არც ის ავიწყდებოდა, როგორ ეძახდნენ ნაბიჭვარს და არც წერა-კითხვის არმცოდნე დედის გახსენება მოსწონდა. კეკე რომ გარდაიცვლა უკვე ბელადი იყო და თბილისში ჩასვლაც არ ისურვა. მხოლოდ ყვავილები გააგზავნა და ძალიან გაუკვირდა, კეკე რომ მთაწმინდაზე დაკრძალეს, ნეტა რით დაიმსახურაო, ფიქრობდა. სტალინი გველივით იცვლიდა კანს და ერთ დღესაც სრულად უარყო ქართველობა და თავი რუსად გამოაცხადა. ეს ბოლო წერტილი აღმოჩნდა ლადოსთვის, როცა მოთმინების ფიალა აევსო და ძალიან მარცხნივ - ტროცკის მხარეს დადგა. თავდაპირველად ჩუმად უჭერდა მხარს, ჯეროდა ტროცკის იდეების, რომელიც ბევრად ჰუმანურად ეჩვენებოდა. შემდეგ უკვე ამისთვის მოქმედებაც დაიწყო და ხალხიც მოაგროვა. იარაღიც იშოვა და რომ არა გამცემი, ალბათ რაიმეს შეცვლასაც მოახერხებდა, რუსეთიდან გაქცევა მოუხდა და ბედის ირონიით მეფის მიერ დევნილი ახლა თავისი თანამოძმის მიერ იდევნებოდა. იარაღები დასამალად ერთადერთ სანდო ადამიანთან, ერეკლესთან გააგზავნა და ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მის ბიძაშვილს ამის გამო დევნას დაუწყებდნენ და მასთან ერთად ტროცკისტობას დააბრალებდნენ. დიდი იოსები ამ დროს იმდენად იყო შურისძიებით დაკავებული, რომ აღარც ახსოვდა მეგობრები, აღარც ის იდეალები და რწმენა, რაც ოდესღაც ჰქონდა. ყველა მოწინააღმდეგე ჩამოშორებული ყავდა გზიდან და ერთპიროვნულად მიუძღვებოდა ხალხს კომუნიზმისკენ. გამალებით ცდილობდა რელიგიის ამოშანთვას და საბჭოთა რესპრუბლიკების მოდერნიზაციას. კრემლის ტახტზე მჯდომი მკაცრად სჯიდა საკუთარ ქვეყანას და იმ ხალხსაც კი, ვისაც ოდესმე იცნობდა.