ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჰოლანდია

ჰოლანდია

არ დაიზაროთ წაკითხვა.

ჰოლანდია.

დიდად,სიურპრიზების მოყვარული ადამიანი არა ვარ,არ მიყვარს,მირჩევნია ვიცოდე და შევხვდე .

ერთ დილას მესიჯი დამხვდა ტელეფონში გაემზადე -ნოემბერში ჰოლანდიაში მივდივართო,

გავგიჟდი გადავირიე,მადლობის მეტი რა მეთქმოდა ჩემი კარგი მულისადმი და ასე დაველოდოეთ ნოემბერს და წავედით ჰოლანდიაში.

მინდა გითხრათ,რომ დიდად თვითმფრინავი არ მიყვარს,მეტად მიტევს კლაუსტროფია და შიში,რომ ყუთში ვზივარ და ან გადმოვალ ან არა.( ჰო,ვიცი,იმ ხალხს გაგიკვირდებათ ვინც,იცით,რომ დიდ "სტუვარდესობაში,"წარმატებული ნაბიჯები მქონდა ).

აი, დადგა 8 -ნოემბერი ნიდერლანდების დღეც,სულ ის ფილმი მახსენდებოდაა „გარიგება“ -: დღეს საღამოსა არ ჩამოვაა?“ .დილის 9- ზე აეროპორტში ვიყავით.მე,ქეთი და ჩვენი კარგი მეგობარი ლიკა...ყველა კაცის მშურდა,ვინც თვითმფრინავში ასვლას არ აპირებდა,ყველა გამცილებლის ვინც ვინმეს აცილებდა და ხელს უქნევდა,ერთი პირობა ვიფიქრე,ადგილს შევიცვლი და მეც დავუქნევ ამათ ხელს მეთქი,მაგრამ ჩემმა მულმა, კახური სიჯიუტე გამოამჟღავნა და დამიმონა ეს გურული შექანების ქალი, იმერული პეწის მქონე და იქვე ,ქართლული გულუბრყვილობით დავთანხმდი- ადგილზევე აეროპორტში.

იქვე ავუხსენი-აგერ თორმეტი წელია წელია გიცნობ მეთქი,მინდოდა ეს ყველაფერი ჰა,ჰა,ასთორმეტამდე გაგრძელებულიყო თქო,მარა არ მაცდი,თავს მიკრავ რაღაც მფრინავ კოლოფში თქო. მაგას რა ენაღვლებოდა? შაჰა-აბას გაძლებული მხრიდან იყო და იმ დიიდ ყუთს ვერ აიტანდა ოთხი საათი?! აბა რას იზამდა !

არცერთი ფრენა,რაც კი მქონია,,სიამოვნება არ მოუნიჭებია ,წინა დღეებში,აფთიაქს ვესტუმრე,ვალიდოლი,ნოშპა და კორსიზი კარგად დავიგულე,სულ თავაწეული გავემართე ტრაპისკენ,ჰმ,ვალიდოლიც მაქვს და კორსიზიც, ჯეკ ! ვფიქრობდი .

ჩემი სხეული უკვე იწყებდა ბრძოლას,ან ავალ ან, არა,მერე ის ხალხი გამახსენდა სონას,რომ მეძახიან,აი,ეგ მეორე „ ჩემი „ სონა მეძახდა

-კაი,ახლა ნიდრელანდები მაინც სულ სხვაა...

ავედი, კარები,რომ იკეტება,იმის მერე იწყება თავდავიწყება ჩემს თავს ხოლმე.ფანჯარასთან ისე ვზივარ ,რომ თვალს არ ვაშორებ დაბლა არე-მარეს ,წამით არ ვუშვებ,სად ვარ და რანაირად,კორსიზე ხელი მიჭირავს და ვალიდოლს დავშტერებივარ,არცერთს ვსვავ (ასეთი ხასიათი მაქვს )

ეს ჩემი მული,ზის არხეინად ,უკეთია ყურსასმენი და მღერის,შურისგან ლამის გავგიჟდე,

-რამეს მოუსმინე მეუბნება,

-არაფერიც არ მინდა-ვეუბნები, გაღიმებული ვითომ,მაგრამ სინამდვილეში ისე,გაბრაზებული და შეშინებული,რომ.

-ვალიდოლი არ გინდა ვთავაზობ ქეთის,

-არა ,რაში მინდა?-მშვიდად მპასუხობს.

ჰოო,რა გენაღვლება რაა,ვფიქრობ ,მერე იმასაც ვფქირობ,რა გული შეუქმნა ამნაირი ამ შაჰ-აბასმა ამათ ,რომ არაფრის ეშინიათ ჯეკ!

ოხ,კახელებო,კახელებო!

არადა იმერული პეწის ქალი ვარ,ბებიაჩემა მასწავლა კარგად, გითხარით ზემოთ უკვე და მხოლოდ ,მადლიერებას უნდა გამოვხატავდე,მაგრამ არ გამომდის ჯერ სანამ ამ ყუთიდან არ ჩავალ .

ამასობაში

მეტად ვუჭერ ხელს ვალიდოლს.

ეს კიდე უსმენს და უსმენს მუსიკას.

დავაძრე ჩემი ყურსასმენი,ერთადერთი მუსიკა მქონდა ჩაწერილი

„მოვა მაისი“

დაიწყო სიმღერა,განწყობა მომიტანა საოცარი,ზემოდან ვუყურებ ევროპას და ყურში კახიძის სიმღერა მესმის,ვიფიქრე ახლა შემდეგზე გადავა თქო და ისევ იგივე სიმღერა დაიწყო,

თურმე შემშლია და მეტი არა მქონია ჩაწერილი,ასე ვამეორებდი ჩემს კახიძეს მილიონჯერ და უკვე ყველგან მაისი მეგონა.ჰოლანდიას,რომ მივუახლოვდით,საოცრად წვიმდა,მე გაქანებული მაისი მეგონა...

„ყუთის“ დაჯდომის დრო ,რომ მოვიდა მე უკვე კარების გაღებაზე ვფიქრობდი, კართან წკეპლასავით ვიყავი ატუზული.

-გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი,ჩამესმის გამცილებლის ხმა,

-დაკავებული მაქვს გენაცვალე-ვუპასუხე დინჯად .

დაჯდა,როგორც იქნა ეს დიდი თეთრი ,წითელ ზოლებ გადაკრული „ყუთი“ატყდა ამბავი ,ტაში,რომ იციან,შემოკრეს მგზავრებმა-მადლიერების,გავიფიქრე- ასე ეჭვი თუ გეპარებოდათ თქვე დალოცვილებო,მარტო ტაში უშველის ამ კარგ საქმეს მეთქი,მაგრამ ცხვარის დამკლავი იქ არავინ ჩანდა და გავჩუმდი...

მე ჩემს ვალიდოლს ვუკრავდი ტაშს,მერე კორსიზს და ბოლოს ჩემს ყურსასმენს,ერთი და იგივე სიმღერა,რომ მასმენინა ოთხი საათი...

კარებთან პირველი ვიდექი,ჰაერი აღარსად იყო,

-ჰაერი აღარ არის ქეთი,მიკნავებულად ვეუბნები ქეთის,

-აუუ,ჩამოვედით? მპასუხობს მშვიდად,

ისე გაბრაზებული ვარ ამის სიმშვიდიდ-

ამისთვის სულერთი არ არის მეთქი ვფიქრობ-

ჰოლანდიაში იქნება თუ თბილისში თქო.

როგორც იქნა,კიბე მიადგეს „ყუთს“

აი,ოდნავ გაიღო თუ არა კარი,ისე გავძვერი და აღმოვჩნდი „ეინდჰოვენის“ აეროპორტში,

გეგონება ბებიაჩემის სოფელში ჩავედი -ფარცხნალში ჭიშკარში სიხარულით ,რომ შევარდებოდი ხოლმე ყველა,რომ მელოდა ,რომ მივიხედე ,მოვიხედე და მთლად ფარცხნალის მდელო ვერ იყო და არ იყო ცოტა წელში გავსწორდი ისევ და სახეც შევიცვალე,მთავარი იყო ,რომ მიწაზე ვეგდე, მთალდ ჩემი ქვეყნის არა მარა,ვისიც იყო,დაე მიწა იყო რა !ჯანდაბას იყოს ჰოლანდიის მიწა თქო,მერე ,როგორც ხდება ხოლმე,შ ევხედე ამ დიდ ყუთს,მე მანდ ამომსვლელი არა ვარ მეთქი გავიფიქრე და ზურგი ვაქციე,ზურგშიც ხომ ტვინი გვაქვს ადამიანებს და იმან მუჯლუგუნი მკრა,აბა "ჰოლანდია -თბილისი" რეისი-ნომრით-537 ან 567 -ჯერ არ დანიშნულაო,მერე მოდი მეც გავბრაზდები ერთხელ კალაძეზე მეთქი- მერად,რომ არის ამდენი ხანი,ერთი რეისი ვერ უნდა გააკეთოს თქო?მაგალითად-" ეიდჰოვვენი -ისნის მეტრო " ,მერე ცოტა თავი შევაქანე და თავის ტვინმა აჯობა ,ზურგისას და გამახსენდა,რომ კალაძე არაფერ შუაშია...

თბილისის მერია სონა მეთქი-თავს შემოვუძახე.

ჰოდა,ამ დღეებში ამათ მერს მოვიკითხავ თქო,აი ასე...

ჩამოვედით,ენდჰოვენი იყო ულამაზესი,ცოტა სიტყვა კი მიგრძელდება,მაგრამ ღირს,ჩადით ბოლომდე.

ჩემი გერმანულით,გასადარევად გავდიოდი ფონს,წავედით ამსტერდამში-ტაქსით,

იმას არაღ მოვყვები,ტაქსისი მძღოლი,50 ევროდან 20- ევრომდე ,როგორ დავიყვანე,ნუ პატიოსანი გზით რა თქმა უნდა.

მივედით ჩვენს დაჯავშნილ სასტუმროში, მეექვსე სართულზე ვიყავით.დერეფანში კიბეებზე ასვლისას არ იყო არცერთი ფანჯარა,ვაი თქვენ სოფოს,ლიფტში მე არ შევდიოდი,ამ ექვს სართულს ისე ავდიოდი და ჩავდიოდი,რომ ლიკა და ქეთი ლიფტიდან გამოსვლას ვერ ასწრებდნენ,მე დაბლა ვიყავი,ძალიან ლამაზი სასტუმრო იყო,დიდი ხედი ქონდა მდინარე დამბაზე, მაგრამ რაც მე მინდოდა ,აივანი ან ფანჯარა ღია არ იყო სამწუხაროდ .

-ქეთო,ხო გამიჩალიჩე? -ვკითხე მშვიდად.

ეს ისე ბედნიერი იყო ყველაფრით,რომ საბოლოდ დავრწმუნდი,რომ შაჰ-აბასი შვიდჯერ მაგიტომ შევიდა კახეთში,რომ ამათ სახეზე ემოცია არა ქონდათ რა გაბრაზებისა,კაია ისე ის,კაცი,რომ მოკვდა,თორე კახელებს სიმშვიდეში ვინ აჯობებდა და ის იმდენს იზმადა ,რომ კიდე ბერვჯერ შემოისეირნებდა ამათი სახის გადამკიდე...

ბერვი,რომ არ გავარძელო,უკარგესი ხუთი დღე გავატარეთ .წამოსვლისას უცხო ქალი მომიჯდა გვერდში,

ასე იყო ადგილები გადანაწილებული,მთელი გზა მიხსნიდა,რომ ეჭვი ეპარებოდა ღმერთის არსებობაში,არადა მამაოს ყავდა წამოყვანილი ჯგუფი,წმინდა ადგილების მოსალოცად.

-ღმერთო,რატომ დამცინი,ეს ქალი რატომ მომიჯინე მეთქი,ხომ იცი,რომ ამ დროს ყველაზე მეტად მწამს შენი თქო...

ეს ქალი,კიდევ,ხან მამაოს ლანძღავდა ხან თვალებ მოწრუტული მეუბნეოდა-

-კაიი,რა არაფერი არ არსებობსო.

ამის თქმა იყო ხოლმე და ეგრევე ტურბორენტული ზონა იჩითებოდა და ეს „ყუთი“ ჭახჭახს იწყებდა.

-არა ღმერთო,ვბუტბუტებდი,ეს რასაც როშავს,მე არა მჯერა მეთქი,

ეს ისევ აგრძელებდა,მახსოვს ახალგაზრდა ქალი იყო ცხინვალიდან,

თან მიყვებოდა,რომ არცერთი წირვა,ლოცვა გაცდენილი არა ქონდა,

ვეღარ ვხდებოდი ჩემში იყო ეშმაკი თუ ამ ქალში,ჩამოსვლისას უცებ გაქრა,

ეგ ეშმაკის ფეხი ეგა !

ფრენისას ხატიც მაჩუქა,ღვთისმშობლის,ენა არ უვარგოდა ამ საწყალს თორე,ხელებში მეტი ღმერთი ყავდა და ხასიათში...

იტყოდა რამეს ეჭვით,ეს „ყუთიც“ წამში შექანდებოდა,

წამში ირყეოდა ყველაფერი, ვალიდოლი მე აღარა მქონდა და არც კორსიზი,

ერთი ღმერთის ანაბარა ვიყავ,როგორც კახელები ამბობენ და იმასაც ეს ქალი მიბრაზებდა...

გავწამდი-

ყურში ყურსასმენს ვირჭობდი და ისევ „მოვა მაისი „ მესმოდა,იქეთ ვიხედებოდი და ქეთის სიმშვიდე მკლავდა და ლიკა,რომელიც არასოდეს არ მიხსენებია,ეს იმიტომ,რომ თავი რომ ჩაწია ფრენისას აქედან თუ იქედან არც ამოუწევია ოთხი საათი-ჩემზე უარესებიც ყოფილან.

ჰოლანდიური ტიტების გარეშე წამოსვლა ხომ დანაშაული იქნებოდა და ბოლქვები წამოვუღე ჩემს მეგობარს, რომელმაც მართლაც ახარა და მერე ფოტოც ჩამიგდო,ამ ტიტებისა,ჩემს ქეთოს და ლიკას კიდევ საბაჟოზე,ეგ ბოლქვები გადაუყარეს მე გამომატანეს,აბა რა გითხრათ ?რეიზე?!

ბარგი ცოტა მეტი მქონდა და დიდხანს მამოწმებდნენ,ჩემი მული კიდევ გასასვლელთან იდგა და ხმამაღლა მიყვიროდა-

-ჩქარაააა,ჩქარაა,თვითმფრინავი გვიცდისო,

-ცოცხნარა-ხაშურის ავტობუსია,რომ გვიცდის? სულ ნუ გადამრიე მეთქი- გაკვირვებული ვკითხე.

-ჰოო,ჰოო ჩქარა არ გაგვასწროსო,სულ გადავირიე,ამ ეიდჰოვენის აეროპორტში...

ავედი ისევ ამ თეთრ „ყუთში“

გავიკეთე ყურსასმენი და

დაიწყო-„მოვა მაისი“

ისევ...

მოვა მაისი რა თქმა უნდა,ბევრი მაისი,ბევრი ივლისი და ბევრი ივნისი...

დაე ბევრი „ყუთი“ იყოს ჩვენს თავსა ზედა ,არაფერი სჯობს მეგობერბთან ერთად მოგზაურობას, თუნდც ეშმაკი გიჯდეს გვერდში იმ ქალისა არ იყოს...

მე ხომ ვიცი,რომ

ღმერთი მაინც მაღალია !!!