ფალავანი
ფალავანი
ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი გადაწყვეტილება,
რომ წარმატებას მიაღწიოთ,უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე სხვა დანარჩენი.
აბრაამ ლინკონი
ხანდახან მგონია, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ისეთ საკითხებზე რომელსაც სიღრმისკენ მივყავარ და ცუდ ხასიათზე მაყენებს ან სტიმულს მაძლევს ვიცხოვრო იმ პრობლემებით, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია, ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ქვეყანას, მხოლოდ ძღომისთვის მოევლინენ და არ ფიქრობენ ისე გალიონ ცხოვრება, რომ თავის კვალი დატოვონ, რომლის გახსენებისას ვიღაცას სიამოვნებას, სიამაყეს ან კიდევ სტიმულს მისცემს...ამ ცხოვრებაში სიკეთის კეთება ეზარებათ თითქოს სულ ამ ქვეყანას გამოეკერებიან და მარადისობაზე აღარ ფიქრობენ, ყველაზე ბანალური ფრაზა ,,მაინც არავინ დამინახავს“. არადა ადამიანი რომ დაფიქრდეს შენი გაწეული სიკეთე მაინც გშეველის უხილავად მაგრამ მაინც გეხმარება, რომ გგონია, რომ უკვალოდ დაიკარგა, სწორედ მაშინ წაგაშველებს ვიღაცა ხელს, და სწორედ ეგაა შენი გაწეული სიკეთე, შენივე სიკეთეს გაშველებს უფალი, ადამიანისგან გადაუხდელი სიკეთე უფრო გეხმარება ცხოვრებაში ვიდგე გადახდილი, ესეთი ადამიანები ცხოვრების ბოლო საფეხურზე მივლენ დაღლილნი, უკან გამოხედავენ გავლილ კიბეთა ასხმას და რას ხედავენ? გაღიზიანება, ფულის შოვნა მერე უცბათ დახარჯვა, ისევ ფულის შოვნა და ასე მეორდება ალბათ ათი კიბე მაინც, ცოტა ზემოთ საფეხურებს შეხედავენ და უფრო მეტ ზიზღს ხედავენ უნაყოფო ცხოვრებას, გაბოროტებას შურს და ასე გრძელდება მანამ სანამ იმ კიბეს არ მიაღწევენ სადაც დღეს დგანან და რომელი კიბეც დააფიქრებს, გადახედოს განვლილ საფეხურებს, ცხოვრება ისე არ უნდა გალიოს კაცმა რომ თავისი კვალი არ დატოვოს, თორემ როგორც მარკ ტვენი იტყოდა ,, ოცი წლის შემდეგ, მეტად იმედგაცრუებული იქნებით იმით, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმის გამო, რაც გიკეთებიათ. ასე რომ გვერდზე მოისროლეთ საზღვრები, მოშორდით უსაფრთხო ნაპირს, მომართეთ აფრები, გამოიკვლიეთ, აღმოაჩინეთ, იოცნებეთ..
ეხლა მეორე საკითხი რაც მაფიქრებს, მიყვარს ისეთი ახალგაზრდები ასაკის მიუხედავად რომ შეგიძლია უსმინო და ისწავლო, თუმცა მარტო ცოდნა წარმატებას ვერ მიგაღწევინებს -რატომ? ალბათ იკითხავთ პასუხი მარტივია, თუ შინაგანი მე, ხშირად არ გეუბნევა რომ შენ შეგიძლია ყველაფრის მიუხედავთ, შენ უნდა გამოავლინო ის რისი გამკეთებელიც ხარ, აჩვენე პირველ რიგში შენს თავს რა ძლიერი ხარ შემდეგ გარშემო საზოგადოებას, გახდი მაგალითი ყველასთვის დაე თქვან შეუძლებელი მისთვის არაფერიაო, ყველაფერი მიღწევადია მისთვის რაც მას მთელი გულით სურსო. სურვილი შეიძლება ბევრს ჰქონდეს მაგრამ ამისთვის რა აკეთებენ?-არაფერს. წაიქცევიან და აღარ დგებიან ან სხვას ელოდებიან ვინ გამოუწვდის ხელს. ამიტომ მკითხველო, გთხოვ იარე წინ არ დაელოდო სხვის დახმარებას, უნდა სწავლობდე წაგებიდან, მაგრამ არ უნდა ეგუებოდე წაგებას, გაუფრთხილდი შენს ოცნებას და დაეხმარე საკუთარ თავს სურვილების ასრულებაში ისე რომ სხვა არ დაზარალდეს.. რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული ცხოვრებაში, აკეთეთ მთელი გულით, როგორც ამბობენ იმუშავე საკუთარი ოცნებების ასასრულებლად, თორემ ვიღაც აუცილებლად დაგიქირავებს საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად. საკუთარ თავსაც კი ვერ მოუტან სიკეთეს არამცთუ შენს ახლობლებს.
თავი 1
სოფელი ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა, მიყვარდა ძველი ამბების მოსმენა და ისიც, თუ ახლა რა აწუხებთ და ახარებთ სოფლის მაცხოვრებლებს სიამოვნებას მგვრიდა უბრალოდ ჩამოჯდომა, დაკვირვება, სახლების, ორღობეების თვალიერება. განსაკუთრებით აყვავებული ხის ქვეშ ჩამოჯდომა, წამობერილ ნიავზე თოვლის ფიფქებივით ჩამოცვენილი ყვავილის ფოთლების და იქვე ახლად დამუშავებული მიწის, ხნულების და მოფუსფუსე ადამიანების ყურება. იქაურობა ზღაპრულ სამოთხეს მაგონებდა, ხალხი კი კეთილ ელფებს რომლებიც დაფუსფუსებენ და სულ სტუმრის მოლოდინში არიან, მიწას იმიტომ ამუშავებენ რომ თვითონაც ჭამონ და სტუმარსაც უწილადონ, ბებია სწორედ ასე იქცეოდა, თავისი ნაშრომის მესამედს თუ მოიხმარდა თვითონ და დანარჩენს მიმსვლელს და მომსვლელს არ აკლებდა, სოფელში ვინც ყოფილა ყველა მიხვდება მათ სტუმრისადმი დამოკიდებულებას , იქ ოჯახის ყველა წევრი თითქოს გეპრანჭება და ცდილობს თავი სასიამოვნოდ დაგამახსოვროს, ერთმანეთზე ხუმრობასაც კი არ ერიდებიან ოღონდ სტუმარი გაამხიარულონ, წინა ზაფხულსაც ჩვეულებას არ ვუღალატე და ჩემს მუხუცებთან ჩავედი, საოცრად ტკიბილი ბებია და ბაბუა მყავს, მათთან საუბარი მამშვიდებს, ყოველთვის ცდილობენ ის გააკეთონ რაც გამახარებს, როცა მხედავენ, რას ნიშნავს დაღლილობის შეგრძნება არ იციან, სიხარულით თვალები უბრწყინავთ, პატარა ბავშვებივით შემომციცინებენ, თითქოს ყველაფერი მოსწონთ ჩემი და ეამაყებათო, გარეთ მეზობელმა თუ ჩამოიარა,ვითომ ისე სასხვათაშორისოდ საუბარში ჩაამატებენ აგერ ჩვენი გოგო ჩამოვიდა ჩვენი ვარსკვლავი და მზის სხვიო, ეზო-კარი გაგვინათაო, სახლშიც ისეთი სიმყუდროვე სუფევდა ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილ სულს მიმშვიდებდა, სწორედ რომ სახლი ის არის სადაც სიცოცხლე გიხარია, სადაც მთელი გულით გელოდებიან, სადაც შეხვალ თუ არა გავიწყდება გარეთ დარჩენილი ქაოსი და გაუტანლობა, სადაც სუნთქვა საოცრად მსუბუქია, სადაც ისეთს გიღებენ როგორიც ხარ... არ განგიკითხავენ და ზურგს უკან არ საუბრობენ... სადაც იცი ყველა დარდს სიხარულად გადაგიქცევენ და ყველა ეჭვს რწმენად... სახლი ისაა, სადაც ერთ პატარა ნავსაყუდელში, მთელი სამყაროა დატეული მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო საუბარი მათი ხოტბის შესხმით, მთავარზე გადავალ,(ისედაც ყველა ჩვენმა ნაცნობმა იცის ჩემი მათდამი დამოკიდებულება).
ერთ მშვენიერ საღამოს ბაბუამ მთხოვა მეზობელ სოფელში გადამეყვანა მანქანით ერთერთ ოჯახში, რა თქმა უნდა უარი არ მითქვამს და ვერც ვეტყოდი, მაშინვე წავედით, მთელი გზა მიყვებოდა ამ ოჯახზე, როგორი კარგები იყვნენ, როგორ წარმატებული ბიჭი ჰყავთ, რამდენი იწვალა ამ წარმატებისთვის, საიდან დაიწყო და დღეს სადაა, ძალიან დამაინტერესდა ერთი სული მქონდა მივსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა სად გაიზარდა და ვინ გაზარდა, როგორც იქნა დამთავრდა ეს უსაშველო გზა და გამოჩნდა სისადავით და სიკოხტავით გამორჩეული პატარა სახლი პატარა სოკოსავით გამოიყურებოდა საბავშო წიგნებში რომ ხატია წითელ თავიანი სოკო, რომელიც იმდენად ლამაზად მომეჩვენა რომ გარშემო ჯარისკაცებად მდგარ უზარმაზარი სასახლეები უკვე იმდენად შეუმჩნევლები იყვნენ, არც კი მივაქციე ყურადღება რომლებიც მეზობლებს ერთმანეთის შურით და ვალით აეშენებინათ, ყველგან ესეა,ორსართულიან სახლს თუ ააშენებ, მაგარი ხარ და თუ მის მოწყობას შეძლებ ხომ საერთოდ,ხოდა აქაც რომ გადავხედე უბანს მართლა ერთმანეთის ჯიბრზე იყო ამხელა ბუმბერაზივით სახლები წამოჭიმული, ზოგს გამართვაც ვერ მოუხერხებია და ესე ფარღარალა კედლები დარჩენოდათ, მაგრამ რაც მთავარია მეორე სართული ხომ იყო მიდგმული,აი ეს კოხტა და ლამაზი სახლი კი თავისი უბრალოებით ყველაზე თვალის მომჭრელი იყო, სამკაულებად ქოთნის ყვავილები დაეკიდათ აივნის კუთხეებში და თითქოს სახლიც თავს იწონებდა თავისი სილამაზით, ეზოც გამორჩეული მეჩვენა უამრავი ფერით მოკაზმული სადაც სიმწვანე ჭარბობდა, შიგნით სიმწვანეში ჰამაკი მოჩანდა სადაც თეთრწვეროსანი კაცი ჩაწოლილიყო და სიგარეტს ეწეოდა ზემოთ იყურებოდა თითქოს რაღაც წერია და გულდასმით კითხულობსო, ბაბუამ შორიდანვე დაუძახა