ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ვარდისფერი სამყარო

ვარდისფერი სამყარო

 ვარდისფერი სამყარო

 

 ამ ისტორიას ჩვეულებრივი ბანალური დასაწყისი აქვს. ხანში შესული მამაკაცი, რომელმაც ისე განვლო თავისი ცხოვრება, უკან მოხედვაც კი ვერ მოასწრო და უკვე ოთხმოცი წლისაა და წვერის გასაპარსად სარკესთან მისულმა, სრული სიცხადით გააცნობიერა თავისი ასაკი. თითქოს არაფერი, ხშირი შემთხვევაა ასეთი, მაგრამ ამ კაცს ქონდა თავისი “ვარდისფერი” სამყარო. Რომელშიც ბევრს ეპატიჟებოდა, ბევრიც სტუმრობდა, მაგრამ თითქმის ყველამ ვინც მას ესტუმრა ეს სამყარო იუკადრისა. Რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ სამყაროს ამაგრებდა რაღაც, რის მიკვლევასაც უკვე დიდი ხანია ცდილობდა და ყოველი ახალი სტუმრის სტუმრობის შემდეგ თითქმის დაშლილ სამყაროს კიდევ უფრო ალამაზებდა.

 პირველმა რაც თავში გაუელვა ეს იყო მისთვის დაუჯერებელი რამ, აწი რაღა უნდა შეძლოს, არადა ერთი საათის წინაც რაღაც განსაკუთრებულს აპირებდა. ეს “რაღაც” შეიძლება იყო მისი სამყაროს დედაბოძი. ამ აზრის გაელვებამ დააფიქრა, ამ სიტყვის სრული სერიოზულობით

 ფიქრით ყველა ვფიქრობთ, ძირითადად რაც გვაღელვებს იმაზე. და ჩვენმა ბერიკაცმა აღმოაჩინა,რომ ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე რომ ეცხოვრა ბედნიერად და რეალურად ცხოვრება გაატარა არა საქართველოში, არამედ თავის ვარდისფერ სამყაროში

 საქართველოს აღწერას არ დავიწყებ, ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს. Ზოგადად Რაღაც მოგვწონს და რაღაც არ მოგვწონს. ცხოვრება ისე გვიწევს რომ ჩვენი ქვეყნის რაღაც ნაწილს ვიღებთ სიხარულით და რაღაც ნაწილს არასასიამოვნოდ. Ნებისმიერ მოვლენაზე რეაქციები ყველას სხვადასხვა გვაქვს და სწორედ ჩვენი რეაქციებით ვქნით სხვის საქართველოს

  ამ ბერიკაცმა გააცნობიერა, რომ თავისი განვლილი ცხოვრების განმავლობაში ქონდა მხოლოდ ერთი რეაქცია, მე მინდა ეს ქვეყანა ყველსათვის უკეთესი იყოს, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. თვლიდა და ასეც იქცეოდა, ყველას შეძლებიდაგვარად ედგა გვერდით. მხოლოდ ახლა მიხვდა რას ნიშნავდა “ოქროს თევზი”, არსება რომელიც სხვისი სურვილების ასრულებითაა დაკავებელი. თვითირონიით ჩაეცინა, მაგრამ უკვე ოთხმოცი წლისაა. აწი რაღა უნდა გავაკეთოო

 მოგონებითი ხასიათის ფიქრმა გაიტაცა, ოღონდ ამ წამამდე რაც ქონდა იმისგან მკვეთრად განსხვავებულმა. არა ოცნებებით გავსებულმა, არამედ რეალურმა. ამ ფიქრის არსი იყო “აწი რაღა უნდა შევცვალო. სამწუხაროდ რაც იყო, უკვე მომხდარი და უკუშეუქცევადი წარსულია”. გააცნობიერა რომ მისი სამყარო იყო მხოლოდ ილუზია და რეალორად სხვანაირია ცხოვრება, თავი მომაკვდავ დონ კიხოტსაც შეადარა, მაგრამ მისმა ოპტიმიზმმა კვლავ იჩინა თავი და თქვა მე ხომ ჯერ კიდევ მაქვს ძალა და ენერგია.

 მისი ვარდისფერი სამყარო რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გაფერმკთალდა, ისევ განათდა ახალი ფერებით. Მას ხომ ჯეროდა უკეთესი საქართველოსი და ისიც იცოდა რომ წინა კაცი უკანასი ხიდი რომ არის. გადაწყვიტა თავისი ისტორია გამოეტანადა საჯაროდ, არა იმიტომ რომ არ ქონდა არაფერი დასამალი, ან ეამაყებოდა თავისი “ოქროს თევზობის”, პირიქით. Მიიჩნია რომ ეს იყო ერთადერთი, რითითაც თეორიულ დონეზე შეეძლო სამყარო გაელამაზებინა, არა თავისი საამაყო ისტორიებით და სასიამოვნო მუსაიფით, არამედ ვინმეს, ვისაც მისდაგვარად სურს უკეთესი საქართველოში ცხოვრება, როცა გაიგებს მის ამბავს დაფიქრდება და იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებს.

 თავის ფეისბუქ გვერდზე, რომელიც შვილიშვილებმა გაუკეთეს, პირველად დაპოსტა

 

 

‘Სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა”

ჩამოხურა გვერდი. იმიტომ კი არა რომ არ სურდა წერის გაგრძეება, პირიქით. უბრალოდ აინტერესებდა ვინ როგორ რეაქციას გამოხატავდა.,ისეთი ალალი ხომ აღარ არის, როგორც რამოდენიმე საათის წინ.

 განაგრძო ფიქრი, თუ როგორ გადმოეცა თავისი სამყარო ისე, რომ არავინ არ დაეზიანებია. ხანშიშესული კი არის ჩვენი ბერიკაცი, მაგრამ ის ხომ ჯერ მხოლოდ ოთხმოცი წლისაა.

 Შეიძლება ეს პოსტი იყო მთელი მისი ცხოვრების ამოძახილი და მეტი არც კი შეეძლო. Ან შეიძლება ამ პოსტის შემდეგ იწყებოდა ის “რაღაც”, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა და მიისწრაფოდა. ეძებდა ეპოვა საზოგადაობა, რომელიც მიიღებდა და მიისწრაფოდა უკეთესი ცხოვრებისაკენ.

 Ხშირად უთქვამს მიყვარხარ და მართლაც ყვარებია, იმიტომ რომ უყვარდა სამყარო. Მის ვარდისფერი სამყაროში ყველა იყო ძლიერი, ჭკვიანი და კეთილი. გული როგორ არ ტკენია, ცხელ გულზე მზადაც იყო ჩართულიყო სამკვდრო-საციცოხლო ბრძოლაშიც, მაგრამ ისე განვლო ცხოვრება რომ ცივ გონებაზე ცუდი არავისთვის არ ნდომებია.

 ოთხმოცი წელი ზღაპარში როგორ იცხოვრაო, შეიძლება გაგიელვოს თავში ადამიანს, მაგრამ ის ხომ დაიბადა შუა კომუნიზმში, რომლის იდეოლოგიას ახლაც ემხრობა და დღემდე ჯერა სოციალიზმის. წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი, სტაბილური მშვიდი სამსახური (თუმცა ქუჩას ჩამოშორებული, მაგრამ ბევრი “სუფრის მეგობრით”), რომელსაც ესმოდა და დაიჯერა ზღაპარი ახლო უკეთესი მომავლის, თვითონაც გულანთებული აღრმავება ცოდნას ამ ნანატრ ქვეყანაზე და უცებ მძიმე 90 იანები. Რომლისთვისაც მზად არ აღმოჩნდა, ის ხომ მგელი არ არის.

 ამ წლებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე, მშვიდი და სტაბილური ცხოვრებიდან, სადაც მას თითქმის ყველაფერი ქონდა. არ შიოდა, ურთიერთობდა და დარწმუნებული იყო რომ ხვალიდან კიდევ უკეთ იქნებოდა ყველაფერი, აღმოჩნდა ნახევრად გამომცხვარი პურის რიგში, Შემდეგ აღმოაჩინა რომ არც ისე კარგად იცოდა სამყარო როგორც ეგონა, რათქმა უნდა იმ მეგობრების დახმარებით, რომლებმაც ეგრევე ზურგი აქციეს. Მგლურ ცხოვრებაში ვიღას უნდოდა იდეალური სამყაროს მაძიებელი ადამიანი, რომელიც არ კადრულობდა სხვებივით დადინგვას. ცხოვრებაზე ალღოს აღება იშვიათი ნიჭია, რომლითაც ყველა არ არის დაჯილდოებული. ცხოვრება ხომ ამოცანაა რომელსაც ყველა ჩვენებურად ვხსნით და მივდივართ არჩეელი გზით. მთავარია არ გაჯიუტდე ადამიანი და არ თქვა რომ გუშინდელი გზა, რომელიც უდაოდ კარგი იყო არის ურყევად სწორი, შეჩერება და გაანალიზებაც საჭიროა. ჩვენი გმირი კი თავისი ჯიუტი ხასიათის გამო არ აღიარებდა ახალ რეალობას, სადაც უკვე შენ უნდა მიხედო შენს თავს და თავი შეაფარა სამყაროს რაშიც იზრდებოდა, ზღაპარს, სადაც ყველას კარგი უნდა სხვისთვისაც და რაც მთავარია ქვეყნისთვის.

 Პირველი კომენტარი მის პოსტზე იყო 15 წლის შვილიშვილის, “აბა რა არის ბაბუ?”, იმ მომენტისთვის მეტი გამოხმაურება არ ქონია პოსტს.