ანა ‘ფორა
ანა ‘ფორა
ქრისტინა ღვინაშვილი ა ნ ა ‘ფ ო რ ა ...“შენ ღმერთს შიგნიდან ატარებ,საცოდავო ადამიანო და ამის შესახებ არაფერი იცი ‘’. ეპიქტეტე მონასტრის ეზო ჩაბნელებული იყო.ერთი სარკმლიდან სანთლის შუქი გამოდიოდა.ახლოს რომ მისულიყავით,დედა ანას სწრაფად და აღელვებით წარმოთქმულ სიტყვებს გაიგონებდით.ლოცულობდა...გულმხურვალედ ლოცულობდა,მაგრამ მისი ფიქრები შორს იყო ღმერთისგან.-როგორ გაბედეს? როგორ აგზავნიდნენ ანას ასე უცხო მხარეში? ნუთუ ამდენი ტანჯვა იმიტომ გამოიარა, რომ ყველაზე რთული მისიის დროსაც არ ავიწყდებოდათ ანა. ანა!...გამუდმებით ანა!... წლები შეალია ეკლესიაში მოღვაწეობას,მრავალ დარდს და ვარამს გაუძლო,ბევრი ცდუნება უარყო და საერო ცხოვრებას სულის სისპეტაკე არჩია.ნუთუ იმსახურებდა ამას?-რატომ არა მარია,ელიზაბეტი,გლაფირა?რატომ?-ხმამაღლა ფიქრობდა და ცრემლებით ევსებოდა ლამაზი,ზღვისფერი თვალები.არც იულიანესთან გაგზავნილ წერილზე მიიღო პასუხი,არც რამდენიმე ეპისკოპოსის მოწვევამ გამოიღო შედეგი...საბოლოოდ გადაწყვიტეს,ანას აგზავნიდნენ იტალიაში:ვერდიგრისის ეკლესიაში... ვერდიგრისის ეკლესია,ქალაქიდან ძალიან შორს მდებარეობდა.მეტიც,იქ მისვლა ასე მარტივი როდი იყო?სამანქანო გზის დასრულების შემდეგ,უნდა გაგევლოთ ერთი მდინარე,რომლის ხიდიც დროებამ ჟანგისგან დაადნო,აქა-იქ შეჭამა და ისე დაათხელა,რომ იქ ვინმე სულიერის ერთი ფეხის დადგმა იყო საჭირო და შთანთქავდა ‘’მიწიერი გესლის მდინარე’’.მდინარის გვერდის ავლით, დაუსახლებელი ტერიტორიის გავლის შემდეგ,ცოტა შემაღლებულ ადგილას დაინახავდით მის უდიდებულესობა ‘’ვერდიგრისს’’. რისი ეშინოდა ანას?ვერდიგრისზე გაგონილი ამბებით და იმ მოჩვენებებით,რომლებიც იქ ბინადრობდნენ თუ პოლოკვანედან ჩამოსული ბავშვების ,რომლებიც ასე მოუთმენლად ელოდნენ დედა ანას... რამდენიმე დღე გავიდა.ანა შეეგუა მოცემულ მდგომარეობას ისე- როგორც მუხას მუმლი შეეჩვევა ხოლმე.რამდენი შიში დათრგუნა მისმა ღრმა რწმენამ და სულიერმა სიმტკიცემ.იცოდა, იმაზე დიდ განსაცდელს უფალი არ მოუვლენდა, რისი გადატანაც მას არ შეეძლო.ამიტომ მარხვასა და ლოცვაში გაატარა ეს დღეები ,თავი დაირწმუნა იმაში,რომ ეს იყო მისი სულიერი ზრდასრულობის კიდევ ერთი გამოცდილება...’’არ შეგმთხვევიათ განსაცდელი,გარდა ადამიანურისა;და სარწმუნო ღმერთი,რომელიც არ დაუშვებს,რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ,არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ,რომ შესძლოთ ატანა’’. (ბიბლია.1 კორინთელთა 10:30). *** ანა ინგლისის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ქალსტონში დაიბადა.1927 წლის 28 ნოემბერს,შემოდგომის მიწურულს,სწორედ მაშინ,როცა მიწა ღრმა ძილისთვის ემზადება და იმოსება ჭრელი სამოსით...ანა ბრიკმანების ოჯახიდან იყო,რომელიც იქ მაცხოვრებელთა საშუალო ფენას წარმოადგენდა.ოჯახის უფროსი, ბ-ნი ჰარი,ფელონისა და ოლარის კერვით იყო დაკავებული და სხვადასხვა ეკლესიაში აბარებდა მღვდელ-მონაზვნებს,შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.მას საკმაოდ ჰქონდა სახელი განთქმული კერვით და კარგი შემოსავალიც ჰქონდა.ჰარისთვის რომ შეგეხედათ,საოცრად ჰუმანური და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა,თუმცა,სინამდვილეში „ჯონ უმიწაწყლოსავით“ სასტიკი და შეუბრალებელი იყო.მისი ხასიათი ათი მცენაბასვით გაზეპირებული ჰქონდა ოჯახის თითოეულ წევრს და თუ რომელიმე მათგანი დაარღვევდა „ერთ მცებას“ მაინც,სათანადოთ დაისჯებოდა.- ანას დედა- ჰეინერი- განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, მართალი და უცოდველი.ჰარისაც ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, მაგრამ ცოლისგან განსხვავებით სიბოროტით იყო სავსე.სწორედ ამიტომ ანას მთელი ცხოვრება სტანჯავდა იმაზე ფიქრი, თვალები დედისგან ერგო თუ მამისგან?სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს პოულობდა... ჰეინერს ერთადერთი რაც არ ეკრძალებოდა ფიქრი იყო,ამიტომ ხშირად გარინდებული და ჩაფიქრებული დადიოდა.მაგრამ,ვაი რომ მტკივნეული სიჩუმეც აღიზინებდა ჰარის და სულ იმის ცდაში იყო,როგორ გაემწარებინა საბრალო ცოლი.არადა თავიდან ყველაფერი როგორ ლამაზად დაიწყო.სწორედ ისე,როგორც ზღაპრებშია.დაქორწინდნენ პრინცი და პრინცესა თავიანთი ფერადი ოცნებებით და ზღვა იმედებით,რომელიც დროდადრო დღის სინათლთესავით იკლებდა,იკლებდა და ბოლოს ისე ჩაბნელდა,რომ წყვდიადი ღამესავით იქცა. ბევრი უცნაური ჩვევა ჰქონდა ჰარის,მოთხოვნებიც და კაპრიზებიც.დილით რომ გაიღვიძებდა საუზმე მზად უნდა ყოფილიყო,ჰეინერს საჭმელი რომც არ შეეჭამა,ის მის გვერდით უნდა მჯდარიყო იქამდე, სანამ ბატონი ბრიკმანი სადილს არ დაასრულებდა. -ჰეინერ,წყალი დამისხი!-მკაცრი ტონით ავალებდა ცოლს მორიგი ბრძანების შესრულებას და ომლეტს ისე შეექცეოდა,თავს მაღლა არც კი სწევდა.ჰარი ძალიან მაღალი და მხრებში ოდნავ მოხრილი გახლდათ,როდესაც იჯდა კითხვის ნიშანივით იხრებოდა,ლამის მთელ სახესა და მხრებს მაგიდაზე ადებდა და იქამდე იყო ასეთ მდგომარეობაში სანამ ჭამას არ დაასრულებდა.ანას დაბადების შემდეგ,უფრო მეტად მოიხარა წელში.მეოთხე შვილის დაბადებამ უფრო შეცვალა მისი ისედაც აუტანელი ხასიათი.მეოთხედ ბიჭის მოლოდინი და მეოთხედ იმედის გაცრუება... დრო ნელა მიიზლაზნებოდა ბრიკმანების მოსაწყენ სახლში.რუტინული ცხოვრებით შეწუხებულ ჰეინერს ბევრჯერ უფიქრია სახლიდან გაქცევა,მაგრამ შინაგანი „მე“,ყოველთვის უკან ადგმევინებდა ამ ნაბიჯს.რენდალ მაკმერფივით ამჩნევდა ჰეინერი სახლში გამეფებულ დიქტატურას,მაგრამ განსხვავება დიდი იყო ამ ორს შორის-მას არ შეეძლო ჰარის მარწუხებისგან გათავისუფლება,იმიტომ რომ...იყო ბევრი-იმიტომ რომ! -რატომ?-ხშირად ფიქრობდა ჰეინერი,რატომ დაიმსახურა ასეთი მწარე ცხოვრება.ის ხომ სიყვარულით გათხოვდა?რა სულელია შეყვარებული ქალი.როცა სჯერა რომ სამყარო ასეთ დროს მის გარშემო ტრიალებს.რაც დრო გადის,მით უფრო მეტად ხვდება ნაადრევად გადაგმული ნაბიჯი რა საშიენელებაა, მაგრამ ცდილობს დრო გაწელოს,ცდილობს თავი დააჯეროს რომ კიდევ შეიძლება სიყვარულმა გაიღვიძოს და ამასობაში გადის ერთი,ხუთი,ათი...უამრავი წელი,მისი კანი კი ჭკნება და მომღიმარი სახის უკან კაცმა არ იცის რა იმალება. -რატომ?-გამუდმებით ეს კითხვა უტრიალებდა ჰეინერს თავში,მაგრამ პასუხებს ვერა და ვერ პოულობდა.ასე მარტივი ხომ არ არის ერთი ცხოვრების გატარება ისეთ ადამიანთან,როგორიც ჰარი ბრიკმანია. ,,რატომ-ეს არის კითხვა ,რომელზედაც დღემდე ილეწება მთელი ლოგიკა,ფილოსოფია,ყველა მეცნიერება“... *** ხუთშაბათი დილა თენდებოდა.ჰაერში გაზაფხულის სურნელება ტრიალებდა.დილაბნელზე,ტაძრის ეზოში ჩქარი ნაბიჯით მოძრავ,შავ ჩრდილს დაინახავდით,ეს დედა ანა იყო.სალოცავად მიდიოდა.მისი წასვა ორშაბათს გადაწვიტეს,ამიტომ ლოცვას დიდ დროს უთმობდა.არც საგალობლად მიდიოდა და არც თავის სახელოსნო ოთახში შედიოდა,სადაც თავისუფალ დროს ხატავდა.ახლა მხოლოდ ღმერთს შესთხოვდა,რომ რომ ეს გზა მისთვის ნათელი და ნაყოფიერი ყოფილიყო.ლოცვის დროს,როცა შიში შეუტევდა უმალ ახსენდებოდა მთავარი ეპისკოპოსის,იულიანეს კითხვები მონაზვნად აღკვეცის დროს:-„ნებითა შენითა მოხვალა“?, „დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლა“?...ამ კითხვ ებზე მიცემული პირობა და ღმერთისათვის საკუთარი თავის მიძღვნა ახსენებდა, რამხელა მისია ჰქონდა დაკისრებული და ზოგჯერ შერცხვებოდა ხოლმე,როგორც კი მღრღნელი ჭია შეუჩნდებოდა გულში და მაშინვე ცდილობა უკუეგდო ისეთი აზრები,რომლებიც მხოლოდ ზიანის მომტანი იყო და ეჭქვეშ აყენებდა მის რწმენას.“ძალას არავინ გატანს,ეს გზა შენი ნებით აირჩიე და თუ აირჩიე,მაშინ კეთილი ინებე და კეთილად ემსახურე შენს საქმეს“.თუმცა საკითხავი იყო,ეს გზა ნამდვილად საკუთარი ნებით აირჩია ანამ თუ სხვისი მითითებით აიღო საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა. როგორც იქნა,გავიდა ეს სამი დღეც და დადგა ორშაბათი.წინა დღეებთან შედარებით,ანა მეტად დამშვიდებული და მომზადებული იყო.წასვლამდე რამდენჯერმე ინახულა გლაფირა და ელიზაბეტი,მარია კი სასწავლო მისიით საფრანგეთში გაუშვეს და ვერ მოასწრო მასთან დამშვიდობება.გული ძალიან დასწყდა,რადგან მარია განსაკუთრებულად უყვარდა.ის სულიერ მეგობარზე მეტი იყო,მისთვის დედაც იყო და დაც.მონასტრის კედლებში მოქცეული ერთი ბავშვობა და უამრავი მოგონება,რომელსაც ვერაფერი წაშლიდა გონებიდან.ვინ იცის ანა როდის დაბრუნდებოდა ინგლისში და როდის დაუბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას.მან ხომ არ იცოდა წინ რამდენი გამოცდა ელოდა.ბარგი წინა დღეს ჩაალაგა და საღამოს თავის საყვ არელ მტრედებსაც აჭამა ხორბალი. ორშაბა*თი დილა რომ გათენდა,ლოცვას დაესწრო,შემდეგ კი დარდით სავსემ დატოვა წმ.მარტინის ეკლესია. *** რაც უფრო იზრდებოდა ანა,მით მეტად ხვდებოდა ოჯახში გამეფებულ მონათმფლობელობას.ყოველთვის ოცნებობდა მამის სიყვარული დაემსახურებინა და ბევრს ცდილობდა კიდეც,მაგრამ მამა თითქმის ვერც ამჩნევდა მის არსებობას.ჰარი ყოველი გადმონთხეული ბოღმის შემდეგ,თავის სამუშაო კაბინეტში იკეტებოდა ,საიდანაც საკერავი მანქანის ხმა ისმოდა,რომელსაც დიდი სისწრაფით და ხმაურით ამუშავებდა.ან უკვე ლამაზად მოქარგულ ოლარებსა და ანაფორებს დაახარისხებდა და გაეშურებოდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში.ღვთიური გამომეტყველებით და ღიმილით ჩამოარიგებდა შეკვეთებს,მღდელ-მონაზვნებისგან კურთხევასაც მიიღებდა და კმაყოფილი ბრუნდებოდა სახლში.შინ დაბრუნებული ჰარი,საათობით დუმდა და გარინდებული მიაჩერდებოდა ხოლმე ერთ წერტილს,მაგრამ მალევე გამოერკვეოდა და თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდა.ერთადერთი რაც უფალმა არ დაიშურა მისთვის,ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭი იყო.მას საოცრად კარგად გამოსდიოდა ეს ხელსაქმე და კარგ ანაზღაურებასაც შოულობდა.ოჯახში არაფერი აკლდათ:არც საჭმელი,არც ტანისამოსი.მხოლოდ ერთადერთი რამ-სიყვარული აკლდათ.ოთხივე დამ:ლილიმ,ავამ,ოლივიამ და ანამ,მშვენივრად იცოდნენ ის წესები,თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ,მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისიც ხდებოდა და ავიწყდებოდათ ბევრი რამ,ან რომც არ დავიწყებოდათ რაღაც შარს და მიზეზს მაინც მოძებნიდა ჰარი და დღეს ისე არ ჩაატარებდა,რომ არ ჩაეშხამებინა ყველასთვის.სიკეთისა და ბოროტების მარცვალი ყველა ადამიანშია,მაგრამ მთავარი ის არის რომელს მისცემს გაღვივების უფლებას.აი,ჰარიში კი სიბოროტე მეტისმეტად ხმაურობდა. ერთხელ,ზამთრის მიწურულს,ოჯახი სავახშმოდ ემზადებოდა.ყველაფერი უჩვეულოდ მშვიდად მიდიოდა,მაგრამ ერთმა პატარა დეტალმა ყველაფერი შეცვალა.ჰარის ზედმეტად ცხელი მოეჩვენა,ჰეინერის მიერ მირთმეული კერძი,რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებდა.გააფთრებულმა მოიქნია ხელი და ცხელი საჭმელი ოლივიას ფეხებზე გადაესხა.ოლივიამ ტირილი მორთო,მაგრამ თბილმა სამოსმა,ძლიერ დამწვრობას გადაარჩინა.ჰარიმ მთელი იერიში ჰეინერზე მიიტანა და უთხრა: -ასეთი ცხელი რომ არ ყოფილიყო,მას ფეხები არ დაეწვებოდა!ჰეინერმა სცადა გამწარებული ქალიშვილის დაცვა და ეცადა თავი გაემართლებინა,მაგრამ ჰარიმ არ მისცა ამის საშუალება და დაჰპირდა,რომ ამისათვის მკაცრად აზღვევინებდა.ეს დღეც,როგორც ყოველთვის,ყველას ჩაშხამდა.ყველა ტიროდა გარდა ბ-ნი ბრიკმანის,რომელმაც მთელი ძალით მიიჯახუნა თავისი სამუშაო ოთახის კარი და შეიკეტა თავის ნაჭუჭში. მეორე დღეს,დილით,ადრე გაიღვიძა ჰარიმ და ყველას უბრძანა სასწრაფოდ ამდგარიყვნენ.გავიდა სახლის უკან,სათავსოში და ძველი,ოდნავ დაჟანგებული ჯაჭვი გამოიტანა.ამ ჯაჭვს ადრე ძაღლის დასაბმელად იყენებდნენ,რომელსაც კუპერი ერქვა.ჰარის ამ ოჯახში,მგონი,მხოლოდ თავისი ოთხფეხა მეგობარი უყვარდა,რომლის მიმართაც საერთოდ არ გამოხატავდა აგრესიას.კუპერი ენტერიტით გარდაიცვალა და მისი სიკვდილი ყველამ ძალიან განიცადა.გლოვას არც ჰარი ჩამორჩებოდა.ყველას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა,ამ დღეების დასავიწყებლად. იდგა ბ-ნი ბრიკმანი მისაღებში ჯაჭვით ხელში და ყველა შიშით შესცქეროდა,არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა და რა წამოუვლიდა მის უკვე მორყეულ თავში.-ჰეინერ,დაიჩოქე ჩემს წინ!-მთელი სიმკაცრით წარმოთქვა ჰარიმ.ეს სიტყვები ისე მტკიცე იყო,ვერავინ შეეპასუხებოდა.ყველა გაოგნებული შეჰყურებდა.იცოდნენ კარგი არაფერი მოხდებოდა.ჰეინერს ხელები და ფეხები ერთიანად უცახცახებდა,ბუნდოვნად ხედავდა ირგვლივ ყველაფერს,მხოლოდ ჰარის სიტყვები ჩაესმოდა,რომელსაც ექოსავით იმეორებდა. -ჰეინერ, მეტჯერ აღარ გავიმეორებ!მოდი!-ისე გამოსცრა კბილებში,რომ არ მისულიყო,რამე საშინელებას ჩაიდენდა ისე გააფთრებით უყურებდა ცოლს. ჰეინერმა,ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა,შემდეგ მეორე.სწორედ ისე,პირველად ბავშვი ფეხის ადგმას რომ ცდილობს და გაუბედავ ნაბიჯებს ადგამს.ჰარიმდე მისასვლელი მანძილი,უსაშველო კილომეტრებად მოეჩვენა,თუმცა როგორღაც მიაღწია და დაიჩოქა.ჰარიმ ჯაჭვი ჰეინერს კისერზე შეაბა და უბრძანა გაჰყოლოდა ისე,როგორც ოთხფეხა მეგობარი. მიდიოდნენ სოფლის ქუჩებში ჰარი და ჰეინერი.ბ-ნი ბრიკმანი ყოველი შვიდი-ათი ნაბიჯის შემდეგ წამოიყვირებდა ხოლმე: -იყიდება 30 გირვანქა სტერლინგად!-მეტს ხომ არ შემომთავაზებთ?-ყვიროდა და თან გესლიან ღიმილს აყოლებდა.ხალხი ქირქილებდა,იცინოდა.იყო წამოძახილები აქეთ-იქიდან.ზოგი ჰარის ამხნევებდა და მხარს უბამდა,ზოგს ჰეინერი ებრალებოდა და ლოყებზე ხელებაფარებული თავს აკანტურებდა.ასე ღლიცინ-ღლიცინით მივიდნენ სოფლის ცენტრში,სადაც ბაზარი იყო მოწყობილი.უკან გოგონები მისდენვდნენ,თვალზე ცრემლი შეშრობოდათ და დარცხვენილები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.ეს სანახაობა არ გეგონოთ ,,მადამ ბატერფლაის“ ოპერა,ეს ნამდვილი მასკარადი იყო,რომელიც ჰარიმ მოაწყო.უმეტესობა,ფიქრობდა ,რომ ჰეინერმა საშინელება ჩაიდინა,ქმარს უღალატა და ბ-ნი ბრიკმანი ისე გააღიზიანა,რომ განრისხებულმა ქმარმა მივიწყებული ტრადიცია გაიხსენა.დიახ,ცოლების გაყიდვის ტრადიცია ძალიან პოპულარული იყო წლების განმავლობაში ინგილისში. ჰარის ,,კესტენბრიჯის მერის’’ გმირისგან განსხვავებით,არც ცოლი გაუყიდია და არც სინდისის ქენჯნის გამო მომკვდარა.როცა დარწმუნდა,რომ ჰეინერს სამაგალითო გაკვეთილი ჩაუტარა,წამოიძახა: -მეგობრებო,დაივიყეთ ის, რაც დღეს აქ ნახეთ. გახსოვდეთ,მამაკაცის სიტყვას ცოლი თუ წინ აღუდგება, ნურც ,,ჭირვეულის ლაგამს“ დაივიწყებთ. ჰარიმ,ჰეინერს ყელიდან ჯაჭვი ჩახსნა და თავი დაუქნია.ამით ანიშნა,რომ დღევანდელმა ჯოჯოხეთმა ჩაიარა და შეეძლო სახლში წასულიყვნენ.ჰეინერი თავს მაღლა ვერ სწევდა,ხალხის ყვირილი და სიცილი ჩაესმოდა ყურებში,მაგრამ სურვილიც არ ჰქონდა თავი მაღლა აეწია და დაენახა იქ მყოფი ბრბო,რომელთანაგაც არც ერთმა არ სცადა ჰეინერის დაცვა.ჰარი ისეთი პატივსაცემი კაცი იყო და საზოგადოებაში ისეთი სახელით სარგებლობდა,რომ ეჭვიც არ ეპარებოდათ ჰეინერის დანაშაულში. ჰეინერი შვილების სურნელმა და ჩურჩულმა შეაფხიზლა,რომლებიც გარს შემოეხვივნენ და ემუდარებოდნენ სახლში წასვლას.ალბათ,ადვილად წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა.ფიქრობთ რომ ტიროდა?არა,სულაც არ ტიროდა.წლების განმავლობაში ცრემლებისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა,წალეკა ყველა გრძნობა რაც მას გააჩნდა.ბოლოს კი სულ დაიწრიტა და მშრალ ცრემლად გადაიქცა.ისე შეეჩვია ჰეინერი ამ მდგომარეობას,რომ მასზე არანაირი დამცირება და შეურაცხყოფა აღარ მოქმედებდა.გაქვავებული იტანდა ყველაფერს:,,არ მიყვარს,როცა მე მაწამებენ,-მიყვარს როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს“. ეს იყო სრული სიგიჟე,რაც კი ოდესმე ჰარის ჩაუდენია.ანა ამ დროს რვა წლის იყო და ძალიან ბევრ რამეს ხვდებოდა.მაგალითად იმას , რომ დედას და მამას ერთმანეთი კი არ უყვარდათ ან შვილების გამო კი არ ცხოვრობნენ ერთად,არა! ეს რაღაც ავადმყოფობას უფრო ჰგავდა,რომლისგანაც არც ერთი ცდილობდა განკურნებას. *** ანა გვიან საღამოს უკვე ტალიაში,კერძოდ,ქალაქ რომში ჩაფრინდა.აეროპორტში დედა კლარას მიერ გამოგზავნილი მძღოლი დახვდა.მისალმების შემდეგ,ბარგი მანქანაში მოათავსეს და გაემართნენ ქალაქის ჩრდილოეთით,ვერდიგრისისაკენ,რომელიც სოფელ ჩივიტა დი ბანორეჯიოსგან მოშორებით მდებარეობდა.როგორც დედა ანამ გზაში დაადგინა,მგზავრობა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდებოდა,ანუ მისი გამოთვლით გამთენიისას უკვე დანიშნულების ადგილას იქნებოდნენ. ირიჟრაჟა.მახლობელი მთების კალთებზე ნისლი ჩაწოლილიყო.ანა თითქმის ვერაფერს ხედავდა,გარდა გაურკვეველი აჩრდილებისა,რომლებიც მომავალში რიალებდნენ. მანქანა გაჩერდა და ანაც გამოერკვა ღრმა ფიქრებიდან,სამანქანო გზა დასრულდა და ახლა ფეხით უნდა მისულიყო დანიშნულების ადგილას.მძღოლმა ბარგის დაბინავება საკუთარ თავზე აიღო და ტაძრამდე ფეხით გააგრძელეს სვლა.რამდენიმე წუთი მუხლებამდე ბალახში მიაბიჯებდნენ,შემდეგ მდინარის პირას,საცალფეხო ბილიკზე გავიდნენ და გაუყვნენ გზას.მათ მდუმარებას მხოლოდ წყლის თქაშა-თქუში არღვევდა.ამასობაში ნელ-ნელა ინათა.პატარა აღმართი აიარეს და დედა ანას თვალწინ გადაიშალა უზარმაზარი,უცხო და ემოციებით სავსე სამყარო.შავ შარვალ-კოსტუმში ჩაცმულმა მძღოლმა ანა ტაძრის კარამდე მიაცილა და თავის დაკვრით გამოემშვიდობა. ვერდიგრისის სამონასტრო კომპლექსს,გარედან უშველებელი გალავანი ეკვროდა.ისე იყო დაცული,ჩიტიც ვერ გადაფრინდებოდა.მონასტერს ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარი ჰქონდა.დედა ანამ ფრთხილად დასწია დაჟანგული სახელური,კარს ოდნავ მიაწვა და შეაღო.საოცრად ამწვანებულ ეზოს განთიადის ნათელი დაჰფენოდა.ანამ კარგად შეთვალიერება ვერც მოასწრო,უმალვე დედა მარია გამოეგება ღიმილით.მარია ძალიან გახდარი და მაღალი იყო.მოგრძო ცხვირი და თხელი ტუჩები ,მის ულამაზო ნაკვთებს მეტად გამოკვეთდა.მარიას გარეგნობას რაც გამოარჩევდა ეს ოკეანესავით ღრმა და იდუმალი თვალები იყო.ერთი ზურმუხტისფერი,ხოლო მეორე ქარვისფერი.დიდხანს რომ გეცქირა უთუოდ ჩაიკარგებოდი მის სიღრმეებში.მარჯვენა თვალთან ღრმა ნაჭრილობევი ჰქონდა და ეს დედა ანას არ გამოჰპარვია,მაგრამ დიდხანსაც არ უცდია სახეზე დაჟინებით დაკვირვება.ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ და გაემართნენ კელიისკენ. -დედა ანა,მიხარია რომ აქ ხართ.ნაყოფიერ იყოს თქვენი მობრძანება-უთხრა ღიმილით მარიამ.-ამინ! დაე აღსრულდეს უფლის ნება-მიუგო ანამ და თან ირგვლივ გაშენებულ ულამაზეს ბაღს დაუწყო თვალიერება. მარიამ მიაცილა ანა მის საცხოვრებლად განკუთვნილ ოთახში და დროებით გამოემშვიდობა.-ცოტა დაისვენეთ.მოგვიანებით დაგათვალიერებინებთ ყველაფერს და ყველას გაგაცნობთ.სულმოუთქმელად გელოდებათ დედა კლარა.-მშვიდობა მოგცეს უფალმა.ნაყოფიერ დღეს გისურვებთ-პირჯვარი გადასახა მარიას დედა ანამ და გააცილა. ანა განმარტოვდა ოთახში,სადაც არ იცოდა რამდენ ხანს დარჩებოდა.მის ხასიათს სულიერი მღელვარება ეტყობოდა,რომელიც უფრო მეტად უმძაფრებდა მარტოობის შეგრძნებას.მოულოდნელად,ასე უცხო მხარეში გადაკარგულს,არც კი იცოდა წინ რა ელოდა. ოთახი,სადაც ანას უნდა ეცხოვრა არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ფანჯრიდან ეზოს ულამაზესი ხედი იშლებოდა,მაინც არ გძნობდა ანა თავს მყუდროდ.ოთახი ნესტიანი და ცივი იყო.ალბათ მზე საერთოდ არ უდგებოდა ამ კელიას.თეთრი კედლები უგრძნობლად გაშეშებულიყვნენ.ფანჯარასთან რკინის ჩუქურთმიანი საწოლი იდგა.კუთხეში ხის საწერი მაგიდა და ხისავე სკამი,რომლებზეც ძლივს შესამჩნევი ასოებით ამოტვიფრული იყო გაურკვეველი წარწერები.მაგიდაზე სანთებელასთან,ერთად ნავთის ჩასასხმელი შუშიანი სანათი იდგა და კარებთან ერთიც მცირე ზომის კარადა,სადაც ანას პირადი ნივთების განთავსება შეეძლო. ანა იდგა ოთახში,გაშეშებული.ღრმა ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა.ახალგაზრდა ბიჭი იდგა,მუქი ლურჯი სტიქარი ეცვა,მხრებსა და სამკლაურზე ოქროსფერი ჯვრებით გამოსახული.იქნებოდა ასე ოცი წლის.ნათელი სახე ჰქონდა,გულუბრყვილო და ბავშური გამომეტყველებით.-თქვენი ნივთები მოგიტანეთ-უთხრა და თავი დახარა.-მადლობა,შეგიძლიათ მითხრათ,ამ კომპლექსში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?-ჰკითხა ანამ მოუთმენლად მის წინ მდგარ ბიჭს.-ძალიან ბევრი,ყველა მათგანს არც კი ვიცნობ.აქ ბავშვებიც არიან-უპასუხა მსახურმა.-მადლობა დახმარებისთვის,უფალი იყოს თქვენი მფარველი-ანამ პირჯვარი გადასახა ბიჭს და დაემშვიდობა.სწრაფად შეუდგა ოთახის მოწესრიგებას.ფიქრობდა ყველაფერზე,მაგრამ განსაკუთრებით განიცდიდა ბავშვებთან დაკავშრდებულ საკითხს.მათთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია.თვითონაც ათი წლის იქნებოდა,როცა მონასტერში მიიყვანეს და მას შემდეგ იქ დაიდო ბინა.ისიც არ იცოდა რამდენ ხანს დაჰყოფდა მათთან და არც ის იცოდა რას უქადდა მომავალი. ნაშუადღევს,დედა ანას მარიამ ხის ლანგარზე დაწყობილი რიკოტას სამი ნაჭერი,ფოკაჩა და ზეთისხილი მიართვა.ანამ ცოტა სული მოითქვა თუ არა,მარიასთან ერთად გადაწყვიტა ზიარებოდა იმ უცნობ გარემოს,სადაც ახალი მოვალეობები ელოდა. *** ყოველი დილის გათენებისას,ანა შეშინებული და დარდიანი იღვიძებდა.ლილი,ავა და ოლივია ანასგან განსხვავებით მსუბუქად ეგუებოდნენ მამის მკაცრ ბუნებას.ოთხივე დას შორის ასაკის სხვაობა ოთხი წელი იყო.ცდილობდნენ ერთმანეთისთვის მძირე ბორკილები შეეხსნათ და თავი თავისუფლად ეგრძნობინებინათ.ერთადერთი,რასაც ბ-ნი ბრიკმანი არ უშლიდა ქალიშვილებს, ეს სწავლა-განათლება იყო.მეტიც-ამ საკითხს ძალიან მკაცრად და სერიოზულად უდგებოდა.ჰარიც არ გახლდათ გაუნათლებელი.მან დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი,საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ფინეთში.მსახურობდა სავალდებული სამხედრო სამსახურში,ორი წელი გერმანიასა და ორი წელი ინგლისში.მაგრამ,როგორც ჩანს მხოლოდ განათლებამ დადებითად ვერ იმოქმედა ჰარის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე.,,განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს,ხოლო ცუდს უარესად აქცევს“. ბრიკმანების გვარში მეტად ჭარბობდა:სიმკაცრე,ამპარტავნება და მრისხანება.ჰარის მამა,თომასი,ვერ ხვდებოდა,როგორ მოულოდნელად დაბერდა და მისი მკაცრი ხასიათი გულაჩვილებული ბავშვის ხასიათში გადაიზარდა.სამაგიეროდ ხელში შერჩა ზუსტად თავისნაირი შვილი,რადგან რთული რამაა ადამიანის მემკვიდრეობითი თვისებები.მას სამწუხაროდ ვერანაირი სწავლა-განათლება ვერ შეცვლის.ცოლიც შესაფერისი ოჯახიდან შერთეს.მილტონების გვარი,სწორედ რომ მათი ოჯახის თანასწორი იყო.მალევე არ დაქორწინებულან.ახალგაზრდებმა ჯერ სწავლა განათლებას დაუთმეს დრო და პარალელურად ცდილობდნენ ერთმანეთი უკეთესად გაეცნოთ.თუმცა,როგორც შემდეგ აღმოჩნდა,ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი იყო,რადგან ქორწინებიდან მალევე ჰარიმ მისი ხასიათი გამოამჟღავნა.ჰეინერი დღითი დღე ელოდა ქმრის ხასიათის გამოკეთებას.მაგრამ ტკბილი სიცრუით იწამლავდა თავს.ძალიან უყვარდა ჰეინერს ჰარი.როდის და რატომ შეუყვარდა ასე ძლიერად არ ახსოვს.ახსოვდა მხოლოდ ერთი რამ,რომ სიყვარული ის ძალა იყო,რომელიც მას არჩეული გზიდან არასოდეს გადაახვევინებდა.ამიტომაც მდუმარედ ემორჩილებოდა ბედს.,,ქალსა და კაცს შორის ჩხუბი და ცემა-ტყეპაც ისევე გარდაუვალია,როგორც ალერსი,და სრულებითაც არაა აუცილებელი,ამას ქალისა და კაცის სრული გათიშვა მოჰყვეს;პირიქითაც ხდება ხოლმე,ცემა-ტყეპა უფრო აახლოებს,უფრო აუცილებელს ხდის ერთმანეთისათვის ქალსა და კაცს“. ,,ის,რაც ერთხელ მოხდა,შეიძლება,აღარასოდეს განმეორდეს.მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმორდება“,ასე იყო ჰარის შემთხვევაშიც.მის გაუთავებელ კაპრიზებს, ჩხუბს და აყალმაყალს ბოლო არ უჩანდა.-მითხარი რომ ახლა დასრულდება,მითხარი რომ გაჩუმდება-ტიროდა ანა და ყურებზე ხელს იფარებდა.ავა ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.ჰარი გაუჩერებლა ყვიროდა და გააფთრებული ხარივით დარბოდა.სამზარეულოდან მხოლოდ ჩხუბის ხმა კი არა მსხვრევის ხმაც ამოდიოდა.საძინებელში მხოლოდ ანა და ავა იყვნენ.-გაჩუმდი,გაჩუმდი,გთხოვ,გთხოოვ!-ტიროდა ანა და ყურებზე უფრო ძლიერად იჭერდა ხელებს.ძალიან ცდილობდა ავა დის დამშვიდებას,ხან ცდილობდა ხელები ჩამოეხსნა მისთვის,ხან ეხუტებოდა,მაგრამ ამაოდ.-ანა,გემუდარები დამშვიდდი,ხომ იცი გადაუვლის,მალე დასრულდება-იმეორებდა ავა ერთი და იგივეს.მაგრამ ანას მისი სიტყვები არ ესმოდა.ეს პანიკური შეტევა ანას,ჰარის დამშვიდებასთან ერთად,ნელ-ნელა გადაუვლიდა ხოლმე. ანა ამ დროს ექვსი წლის იქნებოდა.მისი ბავშვობა ცნობისმოყვარეობით,შემეცნების სიყვარულით და ხასიათის ცვლილებით იყო სავსე.მაგრამ,რაღაც აკლდა ანას,იმისათვის რომ ბედნიერი ბავშობა ჰქონოდა.ეს რაღაც კი -სიყვარული და ოჯახური იდილია იყო.გაუთავებელი ჩხუბი და დავიდარაბა,მის სწავლაზე ცუდად ისახებოდა.რამდენჯერმე,ტომას ედისონივით,სკოლაში დაბარებულ მშობლებს ურჩიეს შვილის სახლში წაყვანა.თუმცა,ხომ წარმოგიდგენიათ ჰარის რეაქცია და ის შედეგი რაც ამ ამბავს მოყვებოდა.როგორ გაბედავდა ის ბრიკმანების გვარის შერცხვენას?ანას უნდოდა თუ არ უნდოდა,იძულებული იყო მიეღო განათლება.სკოლიდან დაბრუნებული ანას მეცადინეობა გვაინ ღამემდე გასტანდა ხოლმე,რადგან ძალიან ძნელად ითვისებდა ყველაფერს.ათჯერ რომ წაეკითხა,სამ სიტყვას ძლივს იგებდა.ამიტომ სკოლიდან მოსული მუდმივად წიგნში თავჩარგული იყო და გამუდმებით ბუტბუტებდა,იქამდე სანამ წაკითხულს კარგად არ გაიზეპირებდა. დრო გადიოდა,მაგრამ ანას სასიკეთო არაფერი ხდებოდა.ჰარისთვის ეს კიდევ,დამატებით ერთ პრობლემას წარმოადგენდა.ლილი,ავა და ოლივია საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ და მათ გამო ჰარის ერთხელაც არ მიუღია საყვედური.ამიტომაც მამას ხშრად თვალში არ ედებოდნენ.მაგრამ ანა?ანასთვის სწავლა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.არავინ ეკითხებოდა რა სურდა მას,რამე ხომ არ აწუხებდა?იქნებ უნდოდა ცოტა დაესვენა?არა,საერთოდ არავინ არაფერს არ ეკითხებოდა.ანას არც საღი ძილი ჰქონდა.მთელი ღამე მოუსვენრად წრიალებდა ლოგინში და გათენებამდე გაურბოდა იმ უფსკრულს,რომელიც მის წინ პირს ასჯერ აღებდა.თავის მძინარე დებს გადახედავდა და უკვირდა,ასე მშვიდად როგორ ეძინათ.თავის შიშებს მკლავებში მოიქცევდა,სახედამანჭული მოიკუნტებოდა,ჩაფიქრებულ ჭერს თავის საფიქრალსაც დაუმატებდა და ელოდებოდა განთიადს... *** დიდი სიხარულით შეეგება ანას დედა კლარა .მეტიც,მოლოდინს გადააჭარბა ასეთმა თბილმა დახვედრამ.ოთახი,სადაც დედა კლარა ცხოვრობდა,ზედმეტად გადატვირთული იყო სხვადასხვა ნივთებით.ყოველ შემთხვევაში,ასე მოეჩვენა ანას.ერთ კუთხეში მდიდრული,ჩუქურთმებით დამშვენებული რკინის საწოლი იდგა.ხის საწერ მაგიდას და სკამს,აქაც შენიშნავდით,რომელზეც სხვადასხვა სიმბოლო იყო გამოხატული.ანას ოთახთან შედარებით,დიდი ხის კარადა იდგა და კედელზე სარკე იყო ჩამოკიდებული.გასაკვირი იყო მხოლოდ ერთი დეტალი,რომელიც არ გამოჰპარვია დედა ანას.ოთახს არ ჰქონდა ფანჯარა.საინტერესოა,აქამდე მსაგვსი რამ არსად უნახავს.სადაც კი ოდესმე ყოფილა თითქმის ყველა კელიას ჰქონდა ფანჯარა...სანამ ანა უფრო ღრმად შეიჭრებოდა ეჭვებში,კლარას სიტყვებმა გამოაფხიზლა: -ძალიან მიხარია,რომ ჩვენს ეპისკოპოსებს შორის შეთანხმება შედგა.ვფიქრობ ეს ერთგვარი გამოწვევაც არის და გამოცდაც-გაუღიმა ანას. - მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით,თქვენს მსახურად მიმიღეთ.-არ დააყოვნა ანას პასუხმა.-ალბათ,მცირე ინფორმაცია მაინც გექნება შენს მისიაზე,პოლოკვანედან გვყვავს რამდენიმე ბავშვი,რომლებსაც შენი სულიერი და ფიზიკური საზრდო უნდა გაუნაწილო.-დიახ,სანამ წამოვიდოდი,მამა იულიანემ ყველაფერი ამიხსნა.მზად ვარ გემსახუროთ და მივიღო ისინი ჩემს შვილებად-თავი მორიდებით დაუხარა ანამ. - ალბათ,იცი რომ აქ ბევრი წესი არსებობს,რომლითაც მოგიწევს ხელმძღვანელობა.და თუ უკვე მზად ხარ ყველაფრისთვის,მარია დაწვრილებით მოგახსენებს. ანას ცოტა ხმაურიანი მოეჩვნება დედა კლარას ბოლო სიტყვები.წესები,რომლებიც მონასტერში მოქმედებს თითქმის ყველგან ერთაირია და მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ეხება.საინტერესოა,ბევრ წესში რა იგულისხმა დედა კლარამ... ანამ 0კვლავ მოიშორა რამდენიმე ჭია ,რომლებიც ბავშობის სიზმრებიდან სულ თან სდევდა.სულ ცდილობდა მათ მოშრებას და მოგერიებას,მაგრამ ასე ადვილად როდის ანებებდენ ჭიები თავს.უადგილო ადგილას აფუთფუთდებოდნენ და დაუწყებდნენ კანის ღრღნას,შემდეგ ძვლებში ჩაძვრებოდნენ და სანამ საფეთქელთან ავიდოდნენ მაშინვე მოიგერიებდა ხოლმე მათ. დედა ანამ შესანიშნავად იცოდა იტალიური,და არა მარტო.ის სრულყოფილად ფლობდა ოთხ ენას:ინგლისურს,გერმანულს,იტალიურს და ფრანგულს.არც თუ ისე კარგად იცოდა:არაბული,რუსული და ბერძნული.სად ან როდის შეძლო ამ ყველფრის სწავლა,ამას მოგვიანებით გიამბობთ,მანამდე კი დავუბრუნდეთ ვედიგრისის ეკლესიას. ანას კომუნიკაცია ყოველთვის,ყველასთან ძალიან უმარტივდებოდა,ამიტომ ხშირად აგზავნიდნენ სხვადასხვა მისიებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებზე.მას არც დედა მარიასთან გაუჭირდა საუბარი და მარიას თავაზიანობამაც ძალიან მოხიბლა ის .ანა გაოცებული იყო მონასტრის ეზოს მშვენიერებით.შუაგულში იდგა უზარმაზარი ტაძარი,გარშემო ულამაზესი ხეხილისა და ყვავილების ბაღით გაშენებული,რომელსაც ბოლო არ უჩანდა.მოშორებით სხვადსხვა შენობები მოჩანდა,ეს უკვე საცხორებელი და სასწავლო ოთახები იყო,რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. სამხრეთის ნიავი ანას სახეზე თბილად ელამუნებოდა და ტკბებოდა ეზოს მშვენებით.დროდადრო მარიას გახედავდა ხოლმე,რომელიც თავდახრილი წინ მიუძღვოდა ანას.პირველი დანიშნულების ადგილი ბავშვები,ხოლო საბოლოო დანიშნულება თავად ვერდიგრისი გახლდათ.სადაც საღამოს ლოცვას უნდა დასწრებოდა უკლებლივ ყველა. დიდ შენობას მიადგენენ,რომლის შუაგულში მთელი მკლავის სიგანეზე ჯვარი იყო გამოსახული.ფანჯრებზე ყვითლად მოეხატათ მზე და თეთრი ანგელოზები.ხის დიდი კარები შეაღეს თუ არა,ხმაური შეწყდა და წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა.ანა მოულოდნელობისგან შეკრთა,მაგრამ არ შეიმჩნია.რადგან ამდენი ფერადკანიანი და მითუმეტეს ბავშვი,ერთად არასოდეს ენახა.ყველა ერთმანეთს ჰგავდა.თითქმის ყველას დიდი და მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა.თორმეტივეს თეთრი ფერის მაისურები და ნაცრისფერი შორტები ეცვათ.ეს ტანსაცმელი უფრო მკვეთრად გამოხატავდა მათი მუქი კანის ფერს.იქნებოდნენ სამი ან ოთხი წლისები და ისინიც ინტერესით აკვირდებოდნენდ დედა ანას.მათ უკან სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ასაკის ბავშვი მოჩანდნენ.ოღონდ ისინი გაცილებით დიდები იყვნენ.მარიამ სთხოვა გასცნობოდნენ ერთმანეთს და იქამდე ყოფილიყვნენ ერთად სანამ საღამოს ლოცვის დრო მოვიდოდა.თვითონ კი მორიდებით დატოვა ოთახი. ადგილი,სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ,დარბაზს უფრო ჰგავდა.უშველებელი სივრცე იყო,სვეტებით გამოყვანილი.თითქმის ყველა კუთხეში ჰქონდა პატარა თაღი და მთელ სიგრძეზე დაყოლებული რამდენიმე ოთახი. ანა დიდხანს იდგა ჩუმად,რადგან ვერ ხვდებოდა საუბარი როგორ დაეწყო ან რა ენაზე ესაუბრა,რომ შესძლებოდა მათთან კონტაქტის დამყარება.ერთი სიტყვითაც არავინ აუხსნა არაფერი.ალბათ ეს იყო ერთ-ერთი წესი,რომლითაც იწყებდა ხელმძღვანელობას.ჰმ,საინტერესოა... შემთხვევით გაიგონა ხუჭუჭთმიანი გოგონას გადალაპარაკება მეგობართან,მგონი ეს ფრანგულ ენას ჰგავდა.დედა ანა უფრო ჩაუკვირდა და დარწმუნდა რომ არ ცდებოდა .ამიტომ არ გაუჭირდა,გაიღიმა და დაიწყო:- Salut,Mon nom est Anna- ეს მისალმება ცოტა გაუბედავი იყო,ხმაშიც ბზარი ეტყობოდა,მაგრამ არ დანებდა.თავდაპირველად,ჩუმჩუმად იცინოდნენ ბავშვები,ერთმანეთს უჩურჩულებდნენ და ადგილზე ცქმუტავდნენ,მაგრამ მათ შორის შედგა კომუნიკაცია.ანა მღელვარებისგან აწითლებული და გახარებულიც იყო,ალბათ ეს იყო პირველი გამოცდა,რომელიც წარმატებით ჩააბარა.ძალიან ნევრიულობდა ანა,ცდილობდა არ შეემჩნია და თავს იმხნევებდა.თავიდან გამოჰკითხა ყველას ვინაობა,მაგრამ მიხვდა რომ ასე ადვილად და პირველივე ჯერზე ვერ დაიმახსოვრებდა მათ უცნაურ სახელებს.ალბათ გარკვეული დროის შემდეგ შეძლებდა ამ ყველართან შეგუებას.ამასობაში მოსაღამოვდა.მზეც მიილია.ისე სწრაფად გავიდა დრო,ანამ ვერც შეამჩნია.არც თუ ისე უსიამოვნო გამოდგა ბავშვებთან ურთიერთობა.ანა იმედს იტოვებდა,რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად განვითარდებოდა...კარზე კაკუნი გაისმა.-უთუოდ მარიაა,ლოცვის დრო მოვიდა-გაიფიქრა ანამ.მართლაც,მარიამ უხმო დედა ანას სალოცავად და ერთად გაეშურნენ ტაძრისაკენ. *** ჰარის მიუხედავად მძიმე ხასიათისა-საოცარი სიმთვრალე ჰქონდა.დალევა ხშრად არ უყვარდა,მაგრამ ზოგჯერ გამონახავდა ხოლმე დროს თავის განსატვირთად.ვერც წარმოიდგენთ,როგორი ბედნიერი იყო ამ დღეს ყველა.ჰარი,ბარბაცით შემოაღებდა ხოლმე მისაღები ოთახის კარს.სახეზე უჩვეულო ღიმილი და სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა.ჰეინერს მოუხმობდა თავისთან,დივანზე ჩამოჯდებოდა,გვერდით მოისვამდა საყვარელ ცოლს და მთელ სახეს დაუკოცნიდა.შემდეგ რიგ-რიგობით ასძახებდა გოგონებს და ელოდებოდა,როდის ჩამოირბენდნენ ჟრიამულით კიბეს.სათითაოდ ოთხივეს გულში ტკბილად ჩაიხუტებდა და დივანზე მშვიდად მიიძინებდა ხოლმე.სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი,მაგრამ ერთადერთი სინამდვილე იყო,რაც ჰარიში უყვარდათ.ეს იყო მისი წრფელად გამოხატული გრძნობა.დანარჩენი ყველაფერი შიშს და სიძულვილს იწვევდა მათში,განსაკუთრებით მოჩვენებითი ხასიათი.მაგალითად :ჰარის ბიძაშვილების სტუმრობისას გამოხატული სიყალბე.ან უცხო ხალხთან გადამეტებული ყურადღება. მეორე დილით,თითქოს არაფერი ახსოვდა ბ-ნ ბრიკმანს,ან იქნებ ახსოვდა და არაფერს იმჩნევდა კიდეც.მაგრამ მისას კაცი ვერაფერს გაიგებდა. ანას ძალიან უყვარდა წვიმიანი დღე.თითქოს წვიმის დროს,სამყარო იზიარებდა მის შინაგან წუხილს.ქარი კი სძულდა,რადგან მასში სულის ფორიაქს ამძაფრებდა და იმ შიშებს აღვიძებდა,დროდადრო რომ მიიძინებდნენ ხოლმე.მიუხედავად ყველაფრისა,ანას უცნაური სიყვარული ჰქონდა მამის მიმართ. დიახ,არ მოგესმათ.სადღაც,გულის ერთ პატარა კუნჭულში,ჰარის სიყვარულს ეკავა ადგილი.ეს წმინდა და მამისადმი სიყვარული,იმდენად ფაქიზი იყო ანასთვის,რომ მის გარდა ვერავინ ეხებოდა.ეს იყო უსიტყვო და ამოუხსნელი გრძნობა,რომელსაც უსაშველო შიშიც სდევდა თან.დედა კი ანასთვის შეუცვლელი იყო,მაგრამ იმდენად იყო ჰეინერი სახლის საქმეებით დაკავებული,დრო თითქმის არ რჩებოდა შვილებთან ურთიერთობის.მოკლედ,რომ ვთქვათ ანას ყურადღება და სითბო აკლდა,რომელსაც ყველა ბავშვი უნდა იღებდეს მშობლისგან.მას სიყვარულის დეფიციტი ჰქონდა ,რომელსაც ვერსად და ვერავისთან ინაზღაურებდა,გარდა საკუთარი თავისა და საყვარელი დებისა.თუმცა,ბოლოს,დაძინებისას ,თავის შიშებთან ჩაბღაუჭებული ისევ მარტო რჩებოდა... სკოლაშიც არ ჰყავდა ანას მეგობრები.რადგან სწავლა უჭირდა,თითქოს ყველა შორს იჭერდა მისგან თავს,მაგრამ მას ეს საკითხი დიდად არ ანაღვლებდა .სკოლა მისთვის იყო დაწესებულება,სადაც მოვალეობის მოხდის მიზნით დადიოდა და წამებს ითვლიდა,სანამ სახლში მოუწევდა დაბრუნება.ჰარის,ანას უსწავლელობა,ძალიან აღიზიანებდა ,ამის გამო ჰეინერსაც ხშირად სჯიდა და ქალიშვილსაც.ვინ დაითვლის,რამდენჯერ ყოფილა ბნელ სარდაფში გამოკეტილი და რამდენჯერ დარჩენილა ვახშმის გარეშე.მაგრამ არ შეეძლო სწავლა და არც თავს ატანდა ძალას.პირიქით,ყოველი სასჯელის შემდეგ,უფრო ეკარგებოდა ყველაფრის სურვილი.-გთხოვ წაიკითხე.უბრალოდ მარტივად შეხედე ყველაფერს.წაიკითხე და შეეცადე მომიყვე-ამხნევებდა ოლივია.-არ მინდა,არა! ნუთუ არავის გესმით?არ მინდა!-ტიროდა ანა და ჯიუტად ერთიდაიგივეს გაიძახოდა. ასეთ დროს,შეუძლებელი იყო ანას წყნარად დალაპარაკებოდი.რამდენიმე საათიანი ტირილის,ხვეწნა-მუდარის და წივილ-კივილის შემდეგ ძლივს წაიკითხავდა ხოლმე ლუღლუღით,მაგრამ მის გონებაში,ერთი სიტყვა არ შედიოდა.ანას ერთადერთი რაც უყვარდა და შესანიშნავად გამოსდიოდა,ეს ხატვა იყო.ეს ნიჭი შეუმჩნეველი არავის რჩებოდა,მათ შორის,არც ჰარის .მაგრამ ფიქრობდა,რომ თუ ამ ნიჭის განვითარებაში შვილს ხელს შეუწყობდა,ის სწავლას სამუდამოდ ჩამოშრდებოდა. ჰარის ერთადერთი ნატვრა იყო ვაჟი ჰყოლოდა.ყოველი შვილის გაჩენის შემდეგ,რწუმდებოდა რომ ფარხმალი უნდა დაეყარა.და დანებდა კიდეც.ყველაფრის სურვილი გაუქრა,განსაკუთრებით ანას დაბადების შემდეგ,მკაფიოდ შეიცვალა მისი ისედაც მკაცრი ბუნება.რა სამარცხვინო იყო,ჰარი ბრიკმანს ვაჟი არ ჰყავდა.მეოთხე შვილის შემდეგ კი ცოლს სამუდამოდ აუკრძალა შვილის გაჩენა. სახლში მუდმივ ქაოსს,ქვეყანაში არეულობაც დაემატა.ჰარიმ,თითქოს მთელი ყურადღება ამ საკითხზე გადაიტანა და იმდენად ვეღარც იცლიდა ოჯახური საქმეების მოწესრიგებაში.ყოველ დილით,ფინჯანი ჭიქით,ჩიბუხით და ახალი ამბებით დატვირთული ჟურნალ-გაზეთებით ,ხან სამზარეულოში სცემდა ბოლთას,ხანაც თავის სამუშაო ოთახში შერბოდა.დღითიდღე ირეოდა მსოფლიო.განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია,გერმანიასა და პოლონეთს შორის.ჰარი ხვდებოდა,რომ რაღაც კარგი არ მოხდებოდა.ხშირად გადიოდა სოფელში სახალხო შეკრებებზე და იქიდან მეტად დარდიანი და განერვიულებული ბრუნდებოდა.ძალიან მიივიწყა ხელსაქმეც და ისეთ დიდ დროს აღარ ატარებდა სახელოსნოში.სახლშიც ცოტა სიწყნარემ დაისადგურა.რას წარმოიდგენდა ჰეინერი,ოდესმე ჰარის ყვირილს,რომ აღარ გაიგონებდა.ქმრის ზედმეტად შეცვლილმა ხასიათმა,ჰეინერიც მეტად დაარწმუნა მოახლოებულ საფრთხეზე და ბრიკმანების სახლში ერთიანად უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა.ჰარი რამდენიმე დღეში დაპატარავდა და გაილია,უფრო მეტად მოიხარა მხებში ვიდრე აქამდე იყო.ზღვისფერ დიდრონ თვალებში უცნაური,მისტიკური შიში ჩასდგომოდა. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ პოლონეთზე განახორციელა თავდასხმა.ოფიციალურად ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი ჩვენს კაცობრიობაში.ერთ წუთში აირია ყველას ცხოვრება,მაგრამ დასაწყისში არავინ მოელოდა ისეთ მკაცრ შედეგებს,რომელიც ამ ომმა მოუტანა სამყაროს. ჰარის მოულოდნელი ცვლილება ნათელი მაგალითი იყო იმისა,თუ შიშს რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. ,,საფრთხის შიში ათიათასჯერ უფრო საშიშია,ვიდრე რეალური საფრთხე,როდესაც ის რეალურად იჩენს თავს ჩვენს თვალწინ;და წუხილი ბევრად უფრო დიდი წამებაა,ვიდრე ჩვენი უბედურება,რომელზეც ვღელავთ“. *** მონასტრის კარიბჭე შეაღეს და დედა ანას თვალწინ,თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშალა.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.რას წარმოიდგენდა ანა,რომ ოდესმე ასეთ საოცრად დიდ და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშად ქცეულ ადგილას მოხვდებოდა.ეკლესიის გარეგნულმა შესახედაობამ და დაბზარულმა კედლებმა,სრულიად შეცვალა შიგნით მყოფი ანას შეხედულება.ბევრ ქვეყანაში ყოფილა დედა ანა,უამრავ ეკლესიასა და მონასტერში დასწრებია წირვა-ლოცვას,მაგრამ მსგავსი ღვთაებრივი სილამაზე არსად უნახავს.ერთიანად მოინუსხა ვერდიგრისის მშვენიერებით.ტაძრის სამლოცველო სხვებისაგან განსხვავებით რვაკუთხოვანი ფორმით გამოირჩეოდა.კედლის სვეტებზე პატარა ანგელოზები ჩამომსხდარიყვნენ,რომლებიც თითქოს მნახველებს აკვირდებოდნენ.ტაძრის შუაგულში,ჭერის თავზე ჩამოკიდებული იყო უზარმაზარი მოოქროვილი ჭაღი.ანას კიდევ უნდოდა სხვა დეტალებზე დაკვირვება,მაგრამ ვეღარ შეძლო.ყველა აქეთ-იქით ირეოდა,რადგან ლოცვა იწყებოდა. ანა ხშირად გრძნობდა დედა კლარას დაჟინებულ მზერას.ცდილობდა ლოცვის დროს,თავი ხშირად მაღლა არ აეწია.მაგრამ მისი გამოხედვა მხრებს უწვავდა.სახეზეც დაეტყო მღელვარება.მისი სხეულიდან ერთიანად მოსწყდა თეთრი მტრედი და უკიდეგანო უფსკრულისკენ გადაეშვა.ისეთი სიძლიერით დაეშვა ყრუ სიმაღლიდან ,,თითქო ჭკნებოდეს ცის უფსკრულში მყუდრო ბაღები“.ოქროსფრად მოლივლივე სხივები შავ მარწუხებს გარს ეხვეოდა და ცდილობდა გამოეხსნა,ირგვლივ ციალებდნენ კელაპტრები და თანდათან უფრო მეტად ისხამდნენ ხორცს.ბურანიდან დედა მარიას ჯანჯღარმა შეაფხიზლა.ანა ერთიანად ოფლში იწურებოდა და ყურები დახშული ჰქონდა.გაბმით ჩაესმოდა ტვინის გამაბრუებელი შხუილი.მარიამ წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა: -კარგად ხართ დედა ანა?-გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა მარია და ვერ ხვდებოდა რამ შეაშინა ანა ასე ძლიერად. ანა ჩუმად იყო.ხმას ვერ იღებდა.ერთიანად სირცხვილის და ტკვივილის განცდა ეუფლებოდა. -ეს რა იყო?ღმერთო დიდებულო,ეს რა იყო?-ჩუმად ეკითხებოდა თავის თავს ანა და ცდილობდა რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ეპოვნა.ისევ ისე იდგა,როგორც თავდაპირველად,ლოცვის დაწყებისას.ირგვლივ მიმოიხედა,ლოცვა დასრულებული იყო.ეკლესიაში კანტი-კუნტად დედაოები დაბორიალობდნენ.დედა კლარა კი არსად ჩანდა.-ალბათ გადავიღალე,ბოდიშს გიხდით-თქვა დედა ანამ და დარცხვენილმა მარიას გახედა.კედელთან ახლოს მიიწია,რომ მიყრდნობოდა,რადგან სხეულში ძალა გამოლეოდა და მთვრალივით ტორტმანებდა.მარიამ ხელი შეაშველა და კედლის ძირას,მარმარილოს გამოკვეთილ საფეხურზე ჩამოსხდნედნ. სუნთქვა შეკრული იჯდა ანა ცივ ფილაზე.ასეთი სულიერი სიკვდილი,მხოლოდ ერთხელ განიცადა ცხოვრებაში,ისიც ღრმა ბავშვობაში.თითქმის მივიწყებული ჰქონდა მას ეს ამბავი და ახლა კვლავ შეახსენა თავი.ანა მიხვდა,რომ ასეთი პანიკური შეტევა ძლიერი შიშის დროს ემართებოდა,მაგრამ ახლა რიღასი ეშინოდა?ასეთ საოცარ გარემოში მოხვდა,ასე თბილად შეეგება ყველა მის მოსვლას,ბავშვებთან შეხვედრამაც,ასე თუ ისე ,ნაყოფიერად ჩაიარა.აბა რა იყო ის რაღაც,რომელიც გონებას უწამლავდა? ფიქრობდა და ფიქრებისაც კი სხვენოდა.გაუკვირდა დედა კლარამ ასეთ ვითარებაში,რომ არ ისურვა მასთან შეხვედრა.აქ ისევ დაესივნენ მღრღნელი ჭიები,უმალ ფეხზე წამოდგა და ჩამოიბღეტა ძვლებამდე ჩასული მუხლუხოები. მარიამ შესთავაზა ოთახში გაეცილებინა,მაგრამ ანამ იუარა და ამჯობინა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.ვახშამზეც უარი განაცხადა.მხოლოდ,ერთი ფინჯანი ჯანჯაფილის ჩაი სთხოვა ლიმონით და კელიისკენ გაემართა. ეზოში გასულ ანას კარგად ჩაბნელებული დახვდა არემარე.ღრუბლებში მთვარე მკრთალად ანათებდა,მაგრამ მუქ სხეულებს გარკვევით დაინახავდით.ეკლესიის ეზო სავსე იყო მონაზვნებით.ზედმეტად მისტიურიც კი მოეჩვენა ანას მათი ჩრდილისებრი მოძრაობა და თავისი ოთახისკენ სვლა განაგრძო.ანამ ისევ იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა,მაგრამ ამჯერად ზურგიდან.მყისიერად შებრუნდა და მისგან მოშორებით დაინახა ანაფორაში გახვეული სილუეტი,რომელსაც დედა ანასკენ მიემართა მზერა.ანას ცოტა შიში ჩაუდგა თვალებსა და სხეულში.მოტრიალდა და სვლა განაგძო.ფეხს აუჩქარა,მაგრამ ზურგი ისევ ძლიერად ეწვოდა.ძალა მოიკრიბა და კვლავ შებრუნდა.სილუეტი ისევ უძრავად იდგა და დედა ანას ჯიუტად აკვირდებოდა.დედა ანამ ფეხებთან შეხება იგრძნო.დაიხედა ძირს და დაინახა ჭიანჭველების მთელი არმია,რომლებიც ფეხებზე ცდილობდნენ აცოცებას.სწრაფად დააბარტყუნა ფეხები და ჭიებიც სადღაც მიმოიფანტნენ.მაშინვე უკან გაიხედა,მაგრამ იქ ვეღარვინ დაინახა.უმალ ეკლესიისკენ შებრუნდა,დაიჩოქა,ხელები ზეცისაკენ აღაპრო და ლოცვას შეუდგა.ცას სწვდებოდა მისი მავედრებელი ლოცვა.ცოტა ხნის შემდეგ ერთიანად სიჩუმემ დაისადგურა,დაასრულა თუ არა ლოცვა,იგრძნო რომ ოთახში კი არა მონასტრის ეზოში იყო დაჩოქრილი.მის გარდა იქ არარვინ იყო. -უსათუოდ გვიანია-წაიბუტბუტა თავისთვის.წამოდგა და თავის ოთახისაკენ გაემართა. კელიაში რომ შევიდა ,ლამპა ანთებული დახვდა.გაუხარდა და ეს ამბავი მზრუნველობად ჩათვალა.საწოლზე ჩამოჯდა.მთელი სხეული სტკიოდა,ამიტომაც ძილი არ ეკარებოდა.ფიქრებმა,იმ დროში დააბრუნეს,როცა დედასთან,მამასთან და თავის დებთან ერთად ცხოვრობდა.რაც ასაკი ემატებოდა ანას,მით უფრო ხვდებოდა რა მწარე ბავშვობა გამოიარა. დედა ანა ხელჩაკიდებული იჯდა იმ ჯიუტ ანასთან ერთად,რომელიც თორმეტ წლამდე სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა... გათენდა,მიუხედავად იმისა,რომ მზე ანას ოთახს არ უდგებოდა.სინათლის ერთმა შუქმა ჩ უმად შემოყო ფეხი მის ოთახში.ანამ თვალები გაახილა და სარკმლისკენ დაიწყო ყურება.ჰაერში მოლივლივე მტვრის ნაწილაკები,ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდნენ მის გარშემო.ოთახში გამეფებული სიჩუმე ირგვლივ ბოლთას სცემდა.უნდოდა,კიდევ ცოტა ხნით ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში და არაფერს დაერღვია ის მყუდროება,რომელიც ძლივს აქ ყოფნის დროს შეიგრძნო.მაგრამ ზარების ხმამ,შეახსენა რომ დილის შვიდი საათი იყო და ლიტურგია უნდა აღესრულებინათ.თხელი შავი შალის კაბა გადაიცვა,მაღლიდან ანაფორა და თავზე თავსაბურავი დაიმაგრა,კისერზე ხის ჯვარი ჩამოიკიდა და სწრაფად გაეშულა ვერდიგრისისაკენ. ანა გუშინდელთან შედარებით,მეტად თავდაჯერებული იყო.ეკლესიაში შესვლისთანავე იგრძნო კელაპტრების და საკმეველის საამო სურნელი,რომელმაც საამოდ დაუარა მთელს სხეულში და ცხელი სისხლი ერთიანად დაიძრა ძარღვთა კალაპოტიდან.ანას ლურჯი თვალები აღარ უღელავდა.პირიქით,იმდენად დამშვიდებულიყო,რომ თვალებიდან გადმოსული ღვთაებრივი სიკეთე მთელ არემარეს ნათლად ეფინებოდა. -როგორ გრძნობ თავს?-ჰკითხრა დედა კლარამ,რომელიც მოულოდნელად მის გვერდით აღმოჩნდა.ანას ესიამოვნება კლარას მიერ გამოჩენილი ყურადღება და პასუხი არ დაააყოვნა;-უკეთესად,ნადვილად მჭირდებოდა დასვენება და განმარტოებით ლოცვა-ღიმილით მიუგო და პატივისცემის ნიშნად ხელზე ეამბორა.-არ იღელვო,ყველაფერი კარგად იქნება.გადაღლილობისგან ჩვენც დაგვმართნია ასეთი რამ,ხომ ასეა მარია?-კლარამ დაიმოწმა დედა მარია.- ვიმედოვნებ,მსაგვი რამ აღარასოდეს განმეორდება.-მიუგო დედა ანამ.-უფალი იმაზე დიდია,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.მთავარია მასში ეჭვი არასოდეს შევიტანოთ-ოდნავ თავდახრით,თვალი-თვალში გაუყარა დედა კლარამ ანას.ბოლოს წარმოთქმულმა სიტყვებმა,ანაზე კვლავ მოახდინეს ზეგავლენა და ეჭვის ჭიებმაც დაიწყეს იქვე ახლოს ფორიაქი.სახეზე უცნაურად შეაშრა ღიმილი და მის გაცისკროვნებულ სახეს ნელ-ნელა ისევ სიბნელე მოეფინა.თითქოს მაღალფარდოვანი მჭევრმეტყველებით და შეპარვით,სრულიად უდანაშაულოდ დაამცირა დედა კლარამ მისი რწმენა.ანას მსაგვსი რამ არასოდეს დამართნია,ბავშვობიდან გადმოსული წარმოსახვითი მოჩვენება,იშვიათად ახსენებდა თავს .მაგრამ მალევე ივიწყდება,რადგან შიშისთვის არც დრო და არც ადგილი აღარ რჩებოდა.ანას ვერ გაერკვია,რატომ იწვევდა დედა კლარას საუბარი და დაშტერებით ყურება უსიამოვნო შეგრძნებას. -დედა ანა,ლოცვის შემდეგ გპატიჟებთ,ჩვენს სასადილო ოთახში-გულწრფელი ღიმილით უთხრა მარიამ და სხვადასხვა ფერის თვალები ცნობისმოყვარეობით მიაპყრო. მარიას საუბარი უცებ დააბრუნებდა ხოლმე,დედა ანას იმ რეალობაში,რომელშიც კანკალით დააბიჯებდა.ანას არც კი უნდოდა იმის გაფიქრება,რომ ეჭქვეშ დგებოდა ასეთი საქციელებით მისი რწმენა.იქნებ ეს იყო ყველაზე რთული გამოცდა,რაც კი ცხოვრებაში შეხვედრია?რადგან,როცა ადამიანი რთულ ცხოვრებისეულ პერიოდს გადის,მას სწორედ მაშინ ეძლევა შანსი,სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე გადაინაცვლოს. -სიამოვნებით გეწვევით-უპასუხა დედა ანამ და მარიას თვალთან მდებარე ნაიარევს შეავლო თვალი.ახლა,უფრო მეტ ხანს აკვირდებოდა და მოერიდა ეკითხვა მისთვის,როდის ან რატომ დაემართა ეს...თვალი აარიდა და მისი თვალები ისევ დედა კლარას თვალებს გადაეკვეთა.-ეს ბავშვობის ნაიარევია-მოულოდნელად უთხრა დედა მარიამ. ანა შეცბა და უხერხულად იგრძნო თავი,რადგან იმდენ ხანს აკვირდებოდა,თითქოს აიძულა ისეთი ამბის მოყოლა,რაც მხოლოდ მისი პირადი იყო.-მაპატიე,უბრალოდ,თვალს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა ამხელა იარა-თავის გამართლება სცადა ანამ.-ნუ ღელავთ,ეს ჩემი სურვილით გაგიზიარეთ.-და გაუღიმა მარიამ ანას.ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და ჩაეხუტა.ასეთმა ძლიერმა ჩახუტებამ, ანაში მძაფრი მოგონებები აღძრა.ახლა იგრძნო,როგორ მონატრებოდა დედის და დების სურნელი,მათი ჩახუტებისას ყოველთვის,რომ გრძნობდა.დედა ანას გული სითბოთი და სიყვარულით აევსო.თავს ბედნიერად გრძნობდა,რადგან მარიას სახით ფიქრობდა,კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარი შეიძინა.თითქოს,მარია სულ ისეთ დროს ჩნდებოდა მის გვერდით,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.და თუ ვერ ხედავდა ,გულში რაღაც დანაკლისს განიცდიდა.ანა ბრმად შესცქეროდა ყველაფერს და ვერც კი ხვდებოდა რა უწეო იყო.ზარი კიდევ ერთხელ დაირეკა,რაც იმის მომასწავლებელი იყო,რომ მსახურება იწყებოდა.ანამ,გულდამშვიდებულმა შეავლო დედა კლარას მზერას თვალი და ღვთის ლიტურგიას შეუერთდა...