ვარდი და დედამიწა
ვარდი და დედამიწა
ვარდი და დედამიწა
მწვანე მდელოზე, ლამაზ მინდორში, ერთი სრულად აყვავებული, წითელი ლამაზი ვარდი, სრულიად მარტო იყო. ირგვლივ ხეებიც იყო, იქვე მდინარეც მორაკრაკებდა, ჩიტებიც დასტრიალებდნენ და სტვენით აბრუებდენ ვარდს. ვარდი კი სურნელით აბრუებდა ჩიტებს, და არაფერი აკლდა გარდა იმისა რომ...
-მე ხომ ვარდი ვარ, ასეთი მშვენიერი, ყვავილთა დედოფალი, და ნუთუ უნდა დავჭკნე, დავუშნოვდე, და გავქრე.
-დასევდიანდა და გაბრაზდა ვარდი. და პასუხებს ითხოვდა. -და ამოსძახა მშობლიურმა მიწამ.
-დედამიწა, მე ვარ დედა შენი. ვარდო მე შემიძლია გიპასუხო.
-ხოდა დამნაშავეც შენ ხარ. მარტო რატომ ვარ, ამ მდელოზე სხვა ჩემნაირი არ გყავს? სამოთხეში ვარ. მაგრამ მარტო მოვიწყინე.
-შესჩივლა მიწას ვარდმა.
-მარტო იმიტომ ხარ, რომ სხვა ვარდებიც იყვნენ შენს გვერდით, მაგრამ ყველა დაჭკნა, და მხოლოდ შენ გაიხარე. და მადლიერი უნდა იყო. მიუგო დედამიწამ.
-კი მაგრამ, მეც ხომ დროებითი ვარ, და მეც დავჭკნები ასეთი სილამაზე.
-მართლაც ლამაზი ხარ, საოცარ სურნელსაც აფრქვევ, ყველა ლამაზი ჩიტი დაგტრიალებს, ყველას იზიდავ, დატკბი ყოველი წამით ვარდო. სულიერების მეფე ადამიანია. რაც მთავარია უამრავ ადამიანს აბედნიერებ, სიცოცხლის წუთებს ულამაზებ, ნაზი სურნელით ათრობ, ალამაზებ. და შენი თუნდაც დროებითი სიცოცხლე, ამათ არ ღირს ? მთელი სამყარო თავს გევლება. და ასეთი სილამაზე უკვალოდ არ ქრება. ადამიანთა ყველაზე ბედნიერი წუთების ლამაზ მოგონებებში მუდამ იცოცხლებ. აქ კი შენს ადგილას შენი შვილები ამოიყრიან ნაზ ლამაზ კვირტებს, და გაიხარებენ.
-ვარდს შერცხვა რომ უაზროდ წუწუნებდა, და თავი დახარა. მალევე გაბედნიერდა და თქვა...
-მადლობა დედაო მიწავ, მე მადლიერი ვარ ყველაფრით, რაც ვარ და რაც გამაჩნია, და მზად ვარ გამჩენის, ღვთის ნებას დავემორჩილო.