ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

წიგნი, რომელიც დაგაინტერესებს, დაგაფიქრებს და გაგრძნობინებს

წიგნი, რომელიც დაგაინტერესებს, დაგაფიქრებს და გაგრძნობინებს

წიგნი ეძღვნება იმ მოგონებებს, რომლებმაც მასწავლეს გამკლავება ყველა პრობლემასთან და დღეებს, რომელიც საინტერესოა ჩემი აზრით მკითხველისთვის.....                                                                                                                                                                     

 

7/27/2022 იწერება შეწყვეტილი ძილის პერიოდში 11:43 პმ..

მიზანი: გავაღვიძო ის  გრძნობა თქვენში, რომელსაც ალბათ დიდი ხანია სძინავს....

ავტორი: მინდა დროებით უცნობი იყოს.

იდეის ავტორი: მე და ჩემი რამოდენიმე თანამოაზროვნე.                                                                                                                                               

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                     


           როგორც ყველა არც მე ვიცი საიდან დავიწყო, ბევრის თქმა მინდა თქვენთვის ვინც ახლა კითხულობთ ამას. ეს ყველაფერი რასაც ახლა მე დავწერ არც ხანმოკლე იქნება და არც ხანგრძლივი, სადღაც შუაში იქნება გაჩერებული და თქვენზე იქნება დამოკიდებული ეს ყველაფერი, რამდენ ხანს გასტანს. ვცდილობ ის სირთულეები გადმოვცე მარტივად, რასაც მე ოდესმე შევუწუხებივარ ეს ალბათ ყველას აქვს გადატანილი, რადგან ეს მხოლოდ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არა პრობლემები. პრობლემების შემქნელი დედაბუნებაც არის არა ერთი პრობლემა შეუქმნია მას, მაგრამ ამასაც ადამიანები სხვადასხვა გვარად აღიქვამენ, მაგალითად მინდა გიამბოთ წვიმაზე. წვიმა, მოვლენა, რომელიც ცდილობს მოგპაროს განწყობა, მოიპაროს ერთი ლამაზი დღე შენს ცხოვრებაში, დაგაფიქროს ისეთ რამეზე რაზეც შეიძლება იმ დღეს ყურადღება სულაც სხვა რამეზე გქონოდა გადატანილი. არსებობს მეორე მხარე, წვიმა მოვლენა, რომელიც ცდილობს გაგიხალისოს დღე, გახვიდე მეგობრებთან ერთად წვიმაში, მას თავისი დამახასიათებელი კარგიც და ცუდიც აქვს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი ადამიანები განსხვავდებიან თქო. ზოგს მოწონს წვიმა ზოგს არა, ეს ზოგისთვის პრობლემაა, ზოგიერთისთვის კი ხსნა. ჩემზე გეტყვით, ვფიქრობ ადამიანის განწყობაზე ბუნება სწორედ არის მორგებული, რადგან ამინდი არაპროგნოზირებადი სიგიჟედ ქცეული მოვლენაა რაც არსებობს ჩვენს გარშემო. ვხვდები, როდესაც მოწყენილი ვიღვიძებ, ან როდესაც უცბად დავფიქრდები რამეზე და შემდეგ დიდი ხანი მჭირდება ამ ფიქრებიდან თავის დასაღწევად სწორედ ესე ჭირდება მზესაც ცუდი ამინდის დროს თავის დაღწევა ღრუბლებისგან.                                      ადამიანების კატეგორიებად დაყოფა დიდი ხანია მიზიდავს, მომწონს როდესაც ვხვდები ადამიანი როგორია, ვუყურებ ვაკვირდები ყველა იმ დეტალს, რომელიც მასში განსხვავებულია, სწორედ ამ განსხვავებულობის გამო ჩემში ის გრძნობა ჩნდება, რომელიც ალბათ გაურვკეველია ყველასთვის, რატომ უნდა მოგწონდეს გაიგო თუ ვინ როგორია ან რატო უნდა იყოს ეს შენთვის საინტერესო. ხალხს დღევანდელ რეალობაში ცხოვრება უწევთ, მაგრამ თუ შენც დაფიქრდები იმაზე რაზეც მე ვფიქრობ მიხვდები, რომ შენც შეგიძლია გააკეთო რამე უცნაური ახალი და საინტერესო და ეს ყველაფერი მიუღებელი არ იქნება, რადგან შენ ქმნი ახალ რეალობას, ოდესღაც ასე შეიქმნა ყველაფერი რაც კი დღეს არსებობს, წარმოგიდგენია რა მაგარია როდესაც შენი იდეები, რომლებზეც ყოველდღე ფიქრობ, ყოველდღე განიხილავ და ისე გიტრიალებს გონებაში, როგორც  საყვარელი ან აკვიატებული სიმღერის ტექსტი. სულ იმეორებ, თან გინდა რო მოგეშვას, მაგრამ მაინც ისე აკეთებ ამ ყველაფერს, რაც არ უნდა იფიქრო მაგ ყველაფერზე გონება მაინც თავის აზრზეა და შენ უკვე საშუალებას ის წერტილი არ გაძლევს, რომელიც დიდი ხანია გელოდება როდის წამოაყენებ წინა პლანზე სწორედ ამიტომ ცდილობ ხმა მაღლა იმღერო ეს აკვიატებული ტექსტი, მაგრამ ეს ახლა რო წაიკითხე მაშინ მიხვდი დაფიქრებულხარ ოდესმე ამაზე? ახლა როდესაც ეს გაიგე ხვდები რომ მართლა ასეა, გულის სიღრმიდან და გონებიდან გადმოტანილ სიტყვებს რომლებსაც ბგერების სახით წარმოთქვავ ან წაიღიღინებ ქრება ეს სიტყვები შენი გონებიდან და ვსო ქრება ყველანაირი სახის ტრიალი და ბრუნვა თავში.                                                       ვერ ვჩრდები მინდა წერა ვხსნი ასევე იმასაც, რომ გრძნობა რომელიც ახლა მე მაწერინებს მთლიანად ტანში არის სითბოს სახით და იმატებს სიამოვნების გრძნობა. ადამიანი რაც უფრო ბევრს ფიქრობ უფრო ბევრ რამეს კი არ ხვდები უფრო ბევრ რამეს ატრიალებ შენს გონებაში სწორედ ამას მიყავს ადამიანი ფიქრების სამყაროში. თუ შენ ოდესმე ყოფილხარ იქ შეგიძლია ადამიანის გონების წაკითხვა, რაიყო გგონია ეს ყველაფერი უცნაურია და შენ არ შეგიძლია? პირიქით, უბრალოდ სწორად უნდა განსაზღვრო ყველა ის წინა პირობა რომელიც ამ საკითხს ჭირდება. ადამიანის სევდიან თვალებში შეატყობ, რომ ის მოწყენილია, როდესაც ბედნიერია მარტივად მიხვდები, რადგან ბედნიერებისგან ლამის მისი თვალების ბრწყინვალება ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს გაუტოლდეს. ახლა ხომ ხვდები რო ეს ყველაფერი მარტივია, ჩვენ გვეჩვენება რთულად, მაგრამ როდესაც სხვა მხრიდან შეხედავს ვინმე და გეტყვის მარტივი გეჩვენება, იტყვი ადამიანი ამის შემჩნევა ხო მეც შემეძლო, რადგან ადამიანი ამაყია, ყველა არა რა თქმა უნდა არიან თავმდაბლებიც, რომბლებიც იტყვიან, რომ ეს ასეა კი და დაეთანხმებიან უბრალოდ ამ დებულებას.                                                                                                                                                                                  იცი რაა? ვფიქრობ მე სადღაც ვარ გამოკეტილი, სადღაც ისეთ ადგილას სადაც არავის შეუძლია შემოსვლა და თან მეც შემიძლია, აქედან მარტივად გავაღწიო, მაგრამ თუ გიჩნდება კითხვა, კითხვა კი არა მე ვფიქრობ ახლა აი ამ წამს ამას, რომ კითხულობ უფრო მეტი კითხვა გიჩნდება, რადგან გეტყვი სწორედ იმას რამაც შენს გონებაში გაიელვა მაგრამ არ დაგინახავს და მხოლოდ ახლა შეამჩნევ, ჩნდება კითხვა რას შევამჩნევ, რა კითხვა უნდა გამიჩნდეს? რატომ ხარ გამოკეტილი? მოგწონს ასე ყოფნა ? თუ შეგიძლია გაღწევა რატომ არ გადიხარ მანდედან? რატომ არავის არ შეუძლია იქ ყოფნა სადაც შენ ხარ, ეს კითხვები, რომლებიც ახლა შენ წაიკითხე საინტერესო იმით არის, რომ პასუხის გაგება გინდა, პასუხსაც ვწერ, საერთოდ პასუხი კითხვაზე მნიშვნელოვანია როდესაც კითხვა მნიშვნელოვანი კი არა უბრალოდ შენს გონებაში გაჩენილი ერთ ერთი პასუხ გაუცემელი რამაა. მე მომწონს როდესაც მარტო ვარ, მომწონს ისიც, რომ ჩემს თავს მარტო ველაპარაკები, ამით ვფიქრობ სივრცეში ვარ გაფანტული და იმ ნაწილების შეგროვებას ვცდილობ, რომლებიც მე ოდესმე დავკარგე, როდესაც მარტო ხარ არ გიწევს სხვაზე ზრუნვა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მე მარტო ვცხოვრობ არავის ვეკარები, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც შენ უბრალოდ იმას გიზიარებ რასაც ჩემი თვალი სხვანაირად აღიქვამს. მე სხვა სამყაროს ვგულისხმობ, დიახ სრულიად სხვა და განსხვავებულ ატმოსფეროს სადაც ადამიანს შეუძლია შექმნას ისეთი განზომილებები, რომლებშიც სრულიად მარტო იქნება, ამას დიდი შრომა ჭირდება საკუთარ თავთან, მაგრამ თვითუნებურად ადამიანს ზოგჯერ ეს ყველაფერი გამოსდის და ვერც ხვდება მგონი. დღის განმავლობაში შეიძლება შენ ბევრი რამ გააკეთო მეტად საინტერესო მაგრამ როდესაც მარტო დარჩები ოთახში სადაც სიცარიელეა გარესამყაროდან (ღია ფანჯრიდან შემოსულ ხმაურს ვგულისხმობ, გარესამყაროში) არანაირი ხმა არ გაწუხებს არამედ მხოლოდ ფოთლების ნაზი შრიალი, რომელიც იმ სასიამოვნოდ ცივ ნიავზე ჯერ დაგაფიქრებს და შემდეგ გაგრძნობინებს ამ ყველაფერის შემდეგ იწყება ფიქრი. დღეს კი ჩემი მუზა მკვდარია ამ დრომდე ვცდილობდი რამე ისეთი დამეწერა რაც წამიერად მოვიდა ჩემს გონებაში ამ ყველაფერს კი მაშინ გავაგრძელებ, როდესაც ისევ იმ სამყაროში მოვხვდები, რომელიც თავად შევქმენი.       დაგიბრუნდი  7/30/2022 მაინც ეს ყოველი შემთხვევისთვის იყოს, რომ იცოდე როდის განვაგრძე ჩემ ნაშრომზე მუშაობა ამ დროს ახლა ამას რომ გეუბნები წესით ისედაც ხვდები, რომ ამ წიგნზე ვმუშაობ და რაღაცას ვქმნი რისი შექმნაც დიდი ხანია მინდა და  ასე თუ ისე ვყოყმანობ და ვცილობ რო მიზნად დავისახო, მაგრამ რაღაცის მიზნად დასახვა ადვილი როდია ის თუ მართლა შენი სულიერებიდან არ წამოვიდა მიზანი ისარის როდესაც მართლა მასე მოხდება და არა  ის ჰაერზე რომ იტყვი რომ მე რაღაც მინდა ეს სურვილი და მიზანი ერევა ხალხს ერთმანეთში. დღეს რაღაც უცნაური დღე იყო დღეს კიარა გუშინ შემეშალა მაგრამ არ მინდა, რომ წავშალო მინდა პირდაპირი ვიყო შენს მიმართ, თუ ადამიანი პირდაპირი არარის ვერ გაუგებ მას პირდაპირ დაგჭირდება ბევრი და დიდი გზების შემოვლა რომ გაუგო მას, ეს კი დიდ დროს წაგართმევს და ადამიანს კიდევ დასაკარგი დრო საერთოდ არ აქვს, მეტსაც გეტყვი ადამიანს რა დროც აქვს ეს საერთოდ არ ყოფნის არაფერში, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც მემკივდრეობით ერგოთ ყველაფერი და შეუძლიათ და აქვთ საშუალება, რომ მსოფლიოს შემოუარონ და დაათვალიერონ ყველაფერი თავის თვალით აღიქვან. ჩემთვის პირადათ ყველაზე სასიამოვნო მომენტი ის არის, რომ ადამიანმა გაანალიზო საკუთარი როლი ამ სამყაროში, რისთვის მოხვედი და რა გევლება?? ეს ძალიან საინტერესო და სააზროვნო კითხვაა. ზოგს მსოფლიოს დაპყრობა უნდა ზოგს კი მსოფლიოს ნახვა, დავუშვათ გაქვს იმის უნარი, რომ დაიბყრო მსოფლიო და მერე რა ? რა მოხდება შემდეგ შენი ეს სურვილი რამდენხანს გასტანს ვიღაცას მობეზრდება და ზურგიდან ჩარტყმული დანების რაოდენობა ომში დაჭრილ ხალხზე მეტია. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ იყოს თავისფლება ხალხს შორის, ვისაც რა უნდა ის აკეთოს რა თქმა უნდა სასარგებლო ყველასთვის და არა საზიანო, გამიხარდება თუ გავიგებ მომავალში ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თუ ვინმე იტყვის მე რეალურად დავინახე რა მინდა რო გავაკეთო და დავფიქრდი იმაზე, რომ მე შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და ცხოვრებისგან ის კიარ მივიღო რაც ვიღაცას უნდა, არამედ ის მივიღო რაც მე მინდა. მე პირადათ შანსი არ მაქვს, ახლაც მინდა, მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს მსოფლიო მოვიარო და ყველა ის წერტილი რაც სოციალურ ქსელებში ზეპირად ვიცი უკვე ჩემი თვალებით რეალურად აღვიქვა და გონებაში ის ტკბილად მოსაგონებელი მომენტები დავიმახსოვრო და ჩავბეჭდო, რომელიც ხანში და ასაკში შესულ მეს ახალგაზრდობის ამ წლებს, რომელშიც ახლა ვარ შემაგრძნობინებს. ეს მე იმ დროს ისეთ სიამოვნებას მაგრძნობინებს, რომ ასეთ სიამოვნებას ვერავინ ვერ იყიდის ფულით, საერთოდ ფულს იმიტო აძლევენ ადამიანს, რომ ის იმსახურებს რაღაც მისი სამუშაოდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ადამიანი ფულს იღებს იმ ფულით შეუძლია, მისი მიზანი აქციოს რეალობად და ეს ყველაფეირ იმის საწყისი და ეტაპობრივი ნაწილი იყოს, სწორედ იმ სიამოვნების, რომელზეც მე ვსაუბრობ, აცრემლიანებულ და დაღლილ, ბევრის მხილავ თვალებზე, რომ შეგეტყობა, რომ ერთ დროს შენც კარგად გრძნობდი თავს და შენც გსიამოვნებდა რაღაცის კეთება, ისე გსიამოვნებდა, როგორც ახლა სხვები სხვა რამის კეთებით იღებენ იგივე სიამოვნებას, მაგრამ მსგავსი ქმედება არ არის ის შენი და მისი ქმედებები იმით განსხვავდება, რომ დრო უწყვეტია. სანამ ადამიანი იარსებებს დრო იქამდე იარსებებს, რადგან ადამიანის არსებობის შეწყვეტის შედეგად თუ ოდესმე გიფიქრია რა იქნება, არც არავინ არ იქნება დედამიწაზე და დედამიწა აყვავდება, ნიაღვრები თავის თავისუფლების კალაპოტში დაეშვებიან, ზვავები თავის ნებაზე ჩამოწვებიან, წვიმაც არავის გაუფუჭებს ხასიათს. ყველაფერი ისე შეიცვლება დედამიწაზე ადამიანი ფეხს რო დადგავს ვეღარ იცნობს. ხანდახან იმაზეც ვფიქრობთ, სადაც იმჟამად ვიმყოფებით, მე მაგალითად ვფიქრობ ხოლმე ყველა იმ ადგილას სადაც ოდესმე ვყოფილვარ და ისე კარგად მახსენდება, მე ზოგადად ყველაფერს ვუკავშირებ ისეთ რამეს რასაც შემდეგ და თუნდაც ახლა ძალიან მარტივად ვიხსენებ, ადგილები სადაც დრო გაგიტარებია ან სადაც ოდესღაც რაღაცაზე გიფიქრია და გაგიფიქრია ეს ადგილი მე მამშვიდებს და მაწყნარებს აქ, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ სიმშვიდეს ვერ ვიპოვიდი. ამას თავისებური ძალა აქვს. ცოტა ხნის უკან ერთ საინტერესო გოგონასთან დავამყარე კავშირი, რომელსაც ძალიან მარტივად გავუგე, ბევრი საერთოც გამოვნახეთ და ხო რისი თქმა მინდოდა ვახსენე თუ არა ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ჩაირთო (Metallica - nothing else matter)  ამ გოგონამ მიამბო ასეთი მოკლე ამბავი ადგილზე სადაც ის ბედნიერად გრძნობდა თავს და წყნარად იყო იმადგილას შეეძლო ფიქრებთან განმარტოვება და შეეძლო სწორედ გაენაწილებინა დრო ყველაფერზე. ვუთხარი კარგია რა თქმა უნდა ასეთი ადგილი მე უკვე მქონდა სანამ ბავშვი ვიყავი მაშინვე დამჭირდა, ეს რაღაცნაირად მაგიასაც გავს, რადგან სწორედ შენი გონებით ქმნი ამ ადგილს თორემ ადამიანს თუ ფიქრი შეუძლია მას შეუძლია ისეთ გადაჭედილ მეტროშიც იფიქროს სადაც ყველა ადამიანი რაღაც სხვა თემაზე საუბრობს, ეს უბრალოდ მარტივი ილუზიაა იმის წარმოსადგენათ, რომ შენ რადგან ამ ადგილას მოხვდი გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაექცე ნამდვილ რეალობას და ცოტა ხნით ქმნი ისეთ სივრცეს რომელიც შენ რეალურად გინდა, რომ გქონდეს და შენთვის მასე უკეთესია, ხოლო რაც ამას უღრმავდები ნელ ნელა ხვდები, როგორ მოიქცე სხვადასხვა სიტუაციაში  და სწორედ ეს ხდის ამ ადგილს მაგიურს თითქოს არაფერია, მაგრამ ადამიანი იმ დროს იყენებს თავის შესაძლებლობების მაღალ პროცენტებს ისე, რომ ამას თვითონაც ვერ აანალიზებს, ის განსხვავებულია, მას შეუძლია აზროვნება და ამ აზროვნებით შეუძლია მწვერვალების დაპყრობაც კი, ბევრი ვიფიქრე და ადამაინი რაც უფრო მეტს იფიქრებს საკუთარ თავზე და გულწრფელი იქნება ამის მიმართ ის უფრო დაიხვეწება საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში და ისე მოერგება საზოგადოებას, რომ მისი საწინააღმდეგო არავის არ ექნება. ადამიანს მაინც გიწევს რაღაცაზე გაჩუმება, რომ ისეთ ადამიანს არ ვაწყენინოთ, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ და მასზე გაბრაზებული სახის ნახვას ჯობს რაღაც დავიკლოთ ცხოვრებაში და რაღაც ნაკლები გვქონდეს ამას ამ დიდი სიყვარულისთვის ვაკეთებთ. სიყვარული სწორედ ესარის ადამიანის მიმართ როდესაც პატივის ცემის გრძნობა გაგაჩნია და სითბოს გამოყოფა შეგიძლია და მგონი ახლა კი ის დროა მე უკვე დავიძინო და ეს შენთვის საინტერესო საუბარი შევეცადო, რომ მალევე გავაგრძელო რასაც ვუყურებ ეს ძალიან ხანგრძლივი მომენტი ყოფილა და არც მინდა ისეთი გამოვიდეს, რომ ხალხი სანამ ბოლოში იმ საინტერესო სიტყვებამდე მივა ჩაეძინოთ ან კიდევ ახლა კითხვისას დახურონ წიგნი და შეწყვიტონ კითხვა, მე იმ რეალურ და ჭეშმარიტი მკითხველისთვის დავწერ ვისაც შეუძლია გამიგოს და გაიგოს ყველა ის კომპონენტი რომელიც არის ახსნილი დაარა მხოლოდ გამიგოს ან ვერ გაიგოს გაუჩნდეს კითხვა და იმ კითხვაზე პასუხის მისაღებად ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს იქამდე სანამ პასუხის გასაცემად ჩემამდე არ მოაღწევს არავის არ ეცოდინება ვინ ვარ მაგრა ყოველთვის შეუძლია ადამიანს ამ ყველაფრის გარკვევა, ის ყველაფერს გაარკვევს რაც მას მართლა აინტერესებს და ასევე შეუძლია ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ვერც ვერავინ ვერ მიხვდეს ამას. დავსვი წერტილი და ვაგრძელებ წერას, ალბათ თქვენ ვერ მიხვდებით რამდენი ხანია არაფერი არ ჩამიწერია ჩემს ეგრეთწოდებულ წიგნში რომელსაც ან გამოვუშვებ ან არა, ხანდახან ფიქრი მთრგუნავს და რაც უფრო მეტს ვფიქრობ მეტი პრობლემის გადაჭრაზე მიწევს არჩევანი ისე გავაკეთო რო მთლად არ დავითრგუნო არა მხოლოდ ფიქრებში არამედ გონებაშიც და რეალურად ჩემი პიროვნება არ დარჩეს შემდეგ ამ დღემდე ამოუცნობ ემოციაში. დღეს არის 9/11/2022 წელი თუ ზუსტ კონკრეტიკას მოითხოვთ ის დროა, როდესაც მე მიტევს ეს არანორმალურად ზემოქმედი  მუზა, ახლა 12:21 ეს დროა და ვფიქრობ, რომ სწორედ დროულად მოვიდა და ეს პაუზა მე მჭირდებოდა დიდი დრო გავიდა ნამდვილად და მეგონა აღარც დავწერდი ამის კითხვისას ალბათ ახლა გგონიათ, რომ არაფერიც არ გასულა, მაგრამ თუ დააკვირდებით პაუზის დროს მიხვდებით, რომ ერთი დღე, ან თუნდაც ერთი საათი, წუთი თუ წამი ძალზედ მნიშვნელოვანია ამ დროის განმავლობაში ბევრი, რამ გადამხდა და მინდა მოგიყვეთ იმ 5 დღეზე, რომელიც მე საინტერესოდ მომეჩვენა. ზაფხულის მხურვალე სეზონში ალბათ ყველას გიყვართ დასვენება, კატეგორიები ჩემთან რათქმაუნდა გამოყოფილია ზოგს ურჩევნია ზაფხულში სიგრილეში და მთაში გაატაროს დრო ვიდრე სიცხისგან დამდნარ პლიაჟზე სადაც ხალხის მეორე ნახევარი სიამოვნებას იღებს ამ სიცხისგან. მე ასე განსაკუთრებულად შუაში ვიყავი გაჩხერილი, არც სიგრილე მაკლდა და არც სიცხე, ფაქტიურად ორივე მხარე გავაერთიანე და ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე. გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი ზოგი მხიარული, ბედნიერ სახეზე რო შეატყობ, რომ უდარდელი ცხოვრება აქვს, ზოგიც მოკრძალებული ღიმილით, რომელსაც აკმაყოფილებს მისი ცხოვრება და ზედმეტი არ უნდა, ზოგიც კი სერიოზული სახით, რომელსაც აკმაყოფილებს კიდევაც ცხოვრება ბედნიერიც არის და უფრო მეტი უნდა მაგრამ რაღაც დაბრკოლებები აჩერებს ამ ყველაფრის გადასალახავად. გართობასთან ერთად ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს და მივხვდი უფრო მეტი სიახლე შეემატა ჩემს ცნობიერებას, ასე მგონია, რომ უფრო ავმაღლდი, რადგან ჩვენი სამყარო ასეა მოწყობილი არ იცი რა დროს ვის გადაეყრები და ამ თავგადასავლების მოლოდინში ხვდები, რომ შენ მხოლოდ ერთ რეალობაში ხარ, მაგრამ შეგიძლია ეს ერთი რეალობა მრავალფეროვნად აქციო და ეს ყველაფერი მერე შენს თავსვე წარუდგინო. ბევრი რთული მომენტიც იყო ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა, ვფიქრობდი იმაზეც, რომ როდესაც აქ ვწერ მგონია ჩემს თითოეულ დაწერილ სიტყვას თქვენ კითხულობთ და ასე ვთქვათ მომენატრეთ და მინდოდა მქონოდა თან ჩემი მთლიანი აღჭურვილობა მარტოდ, რომ არ გეგრძნოთ თავი, ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ისიცი ვიცი, რომ კარგად აკვირდებით ჩემს თითოეულ სიტყვას და არ გამოგრჩებოდათ ამაზე პასუხი, ჯობს დაფიქრდე ვიდრე სხვა გვერდზე ეძებო ის რაზეც ახლა გიწევს ფიქრი და ჯობს ჩემთან ერთად გაიხსენო თუ რაზე მაქვს საუბარი. ჩემი ცხოვრება ვფიქრობ საინტერესოა და ნელ ნელა ვცდილობ უფრო საინტერესო გავხადო, როგორიც ჩემს ფიქრებშია მინდა ის რეალობად იყოს, ერთ მოკრძალებულ ქოხში სანაპიროსთან ახლოს, ჩემს ტილოზე გაკრული მხატვრობით დახატულ სურათებთან ერთად, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს საკოლექციო ნივთადაც იქცეს ვინ იცის შეიძლება ეს წიგნიც ასე იქცეს სწორედ უბრალოებაში უნდა ეძებო შენი სულის სიმშვიდე და მიხვდები რამდენად ბედნიერი შეგიძლია იყო ამ პატარა წვრილმანებით. ამ ბოლო დროს პეიზაჟი და მისი ამოხსნა უფრო და უფრო მიზიდავს, აქამდეც მიზიდავდა, მაგრამ ახლა უფრო სიღრმისეულად ვუფიქრდები ხოლმე თითოეულ დეტალს რათა არ გამომეპაროს, გონება ფიქრობს და თითები წერენ თითოეული ნერვს გადეცემა ფიქრის ის საიდუმლო, რომელიც აქ იწერება და მე პირადათ შენ, ხო სწორედ შენ გიზიარებ ამ ყველაფერს. ფიქრებს ხანდახან ვეღარ ვტევ გონებაში და მინდა დაზღვევის მიზნით ხანდახან აქ გადმოვიტანო ელექტრონულ ფურცელზე, რომელსაც  არანაირი სიძველის სურნელი არ აქვს, არანაირად აღგიძრავს იმ შეგრძნებას, რომელსაც ძველი წიგნის გადაშლისას გრძნობ. ეს ალბათ ყველას ვინც ახლა კითხულობთ გამოცდილი გაქვთ, რადგან ყდით დაინტერესებულ ადამიანებს არ გავხართ ჩემს წიგნს ერთი უბრალო ყდა აქვს განსაკუთრებულად შერჩეული სათაურით. მინდოდა სწორედ უბრალო ყოფილიყო, მაგრამ მოლოდინი იმისა თუ როგორი იქნებოდა შიგნიდან ამას უკვე თქვენ მოგანდობთ. დღეს სასიამოვნო ამინდია, იმდენად საინტერესოა ღამის ცხოვრება ხანდახან ისიც მინდა, რომ ღამეები ვათენო და ამ სიამოვნებით დავტკბე, რასაც შემოდგომის ღამეს ასე მოკლედ და კონკრეტულად დავარქმევდი, ეს ისეთი შეგრძნებაა გონებიდან გადმოტანილ, რეალობაზე შეგრძნებულ  ზღაპარს რომ გავს, სურნელით რომ ხვდები შემოდგომის დადგომას მისი ეშხიანი მზერით ყოველ საღამოს ცივი მაგრამ სასიამოვნო ნიავით, ჩემთვის წელიწადის დროები არ განსხვავდება ერთმანეთისგან გარდა გარემო პირობებისა, ყოველ სეზონს თავისი ხიბლი ახლავს თან, მაგრამ შემოდგომაში ეს ყველაფერი გაერთიანებულია, გაზაფხულის სილამაზე, ზაფხულის სითბო და ზამთრის სიცივე უკვე შემოდგომის მიწურულს თითქოს ზამთარი არ აცდის შემოდგომას არსებობას და მისკენ მიიწევს მაგრამ ვერ ხვდება იმას, რომ ამით ის შემოდგომის სიმდიდრეს უფრო დიდს და უძლეველს ხდის. მიყვარს ბუნებაზე საუბარი, რადგან ადამიანის სწორედ მისი განუყოფელი ნაწილია, რატომ მოგწონს ხედით დატკბობა ოდესმე თუ დაგისვამთ საკუთარ თავთან შეკითხვა, როდესაც მოწყენილი ხართ ან არ იცით რა გააკეთოთ, რატომ ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ბუნებას დაუკავშიროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შვებას გგვრით, გაწყნარებთ, თავს ისე გაგგრძნობინებთ თითქოს და მარტო არ ხართ და ბუნება თქვენთან ერთადარის, როდესაც მოწყენილი ხართ მაშინ ცუდი ამინდია და შესაძლოა ნაზადაც დაეცეს წვიმის გამჭვირვალე წვეთები მიწის ზედაპირს, სადაც ყველაფერს სახე ჩამოსტირის და უხარიათ ის, რომ შენ მათზე ზრუნავ. თითქოს და შენი გამოწვეული ემოციებიდან მათ შენ ის რესურსი მიეცი რითაც ისინი არსებობას განაგრძობენ. იმის თქმა მინდა, რომ იმას რასაც არ ვუკვირდებით ან და სისულელე გვგონია შესაძლოა ძალიან საინტერესო, რამ იყოს უბრალოდ დრო უნდა დავუთმოთ ამ ყველაფერს და ვეცადოთ დავფიქრდეთ ყველაფერზე მარტივად და არა რამე სერიოზულისთვის მოვემზადოთ, სწორედ მაშინ გეხსნება გონება როდესაც რაღცას არ ელოდები და ის თავისით მოდის დარწმუნებულივარ იმაშიც, რომ ახლა ის გაიფიქრეთ ასეთი მომენტი მქონია თუ არა და ვფიქრობ ყველას გქონიათ ისეთი მომენტი როდესაც თავს უსუსრად გრძნობდით და უცბად ისე შეიცვალა ყველაფერი თითქოს ვიღაც დაგეხმარა და შენ ვერც გაიგე ვინ იყო. 9/26/2022 11:00 პმ სამასჯერ გადავიფიქრე, როგორ გამეგრძელებინა ამწამს შემოვედი თუ არა ჩემს პატარა სივრცეში ძველ დაწერილს ვკითხულობდი და უცბად  ისე დამემართა როგორც მემართება ხოლმე ზოგადად მგონია გული მიჩერდება და ამდროს რაღაც წვეთავს ამდროს სუნთქვა მიჭირს და სულ ორ წამიანი მომენტია, გამოკვლევაზეც არ მიდნა წასვლა ვიცი რაღაც პრობლემა იქნება და ახლა პრობლემები არ მინდა ზედმეტად დავიმატო. წინა ღამით ვერ დავიძინე მთელი ღამის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ათასი ვარიანტი იყო და მოვიფიქრე რომ ეს გადავანაწილო და ყველა ერთად მოგიყვეთ. დამეზარა გუშინ ჩასვლა, ლეტოპი ამ ეტაპზე ჩემი ფურცლები და მელანი ყოველთვის დაბლა მაქვს და მე ხო არ ვიცი როდის მეწვევა მუზა რომ რამე დაგიწეროთ, ისე უცბად შეიცვალა მრისხანე სითბოდან მკაცრ სიცივისკენ ამინდები ვერც მოვედით აზრზე და ვერც ვიგრძენით ალბათ ეს იმის ბრალია რომ სითბო ზედმეტად მივიღეთ და ის ჯერ კიდევ ჩვენშია, ამასობაში ზამთარი ცდილობს გადაფაროს შემოდგომა როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენს გონებაში ხომ არეულობაა და ამათთანაც თურმე როგორი კამათი და ომი მიმდინარეობს. დღეს მინდა რომ მოგიყვეთ იმ მომენტებზე როდესაც რაღაცის გაკეთებაზე ვყოყმანობთ და მაინც არ ვაკეთებთ მაგრამ შემდეგ ისე ვნანობთ შეიძლება მთელი დღე და კვირები ვიფიქროთ იმაზე თუ რატომ არ გვეყო გამბედაობა. ჩემს ბევრ მაგალითს გეტყვით, შემოდგომის ცივი დღეა, წვიმას აპირებს ამას ცის ფერის ცვლაზე მიხვდება ყველა, ვბრუნდები სახლში, მეტროში როგორც კი შევედი კარგად ვიგრძენი თავი ალბათ ეს უკვე რაღაცის ნიშანი იყო, რომ მე წინ რაღაც მელოდა ჩავედი ქვევით და მივაბიჯებ ბოლოსკენ, რადგან მგონია რო ბოლოში არავინ იქნება და მარტო ვიქნები, გაიწელა და უფრო და უფრო იწელება უსაშველოდ. ყურსასმენებში ჩემს საყვარელ მუსიკებს ვუსმენ და ის წამი იყო ზუსტად რომელზეც მე მარცხნივ გავიხედე და ძალიან საყვარელი მოხუცი წყვილი დავინახე როგორ უყურებდა ქალი თვალებში და მაღალი ჭაღარა კაცი გამოწკეპილი ზევიდან დაჰყურებდა, გამეღიმა, შემდეგ ეს ქალი საყელოს უსწორებდა და უცბად ტვინში სიგნალი მოვიდა რომ ფოტო გადაუღე, დავაპირე, მაგრამ გვიანი იყო იმ მომენტში იმდენ რამეზე დავფიქრდი, რომ ეს ან ცუდათ გამოჩნდებოდა ან სხვა დროს იქნებოდა კიდე ასეთი მომენტი შემოტევები მქონდა ფიქრების და მაინც გავბედე ტელეფონის ამოღება ჯიბიდან და ამ დროს დავინახე რომ უკვე მიდიოდნენ და გვიანი იყო ფოტოს გადაღება, არვიცი რა დამემართა ძალიან ვინანე ალბათ აქ ჯერ იმიტომ მინდა დავწერო ეს, რომ წლების მერე გამახსენდება ეს მომენტი და მეორე იმიტომ, რომ დაუფიქრებლად უნდა გააკეთოთ ზოგჯერ ისეთი რამ რაც ძალიან ესთეტიურად გეჩვენებათ და არ უნდა გამოგრჩეთ ყურადღების ცენტრიდან ეს ყველაფერი, გონებაში ჩაბეჭდილი ბევრი ინფორმაცია არ არის დაცული, რადგან ის ოდესღაც წაიშლება მაგრამ თვალით მისი დანახვა ყველაფერს გაგახსენებთ, ყველაფერს მხოლოდ ან გული შეინახავს და ისიც იმას შეინახავს ვინც მხოლოდ მთელი ცხოვრება იქნება თქვენთან და გეყვარებათ გონებაში არსებული მეხსიერებას კი საფრთხე ემუქრება, და მისგან თავის დასაღწევად ასეთი მარტივი ხერხები არსებობს, იქონიეთ პატარა დღიური სადაც ისეთ რამეს ჩაწერთ რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბის გახსენებაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ ძალიანი რთული და მოწყენილი დღეები გვაქვს, როდესაც არაფრის კეთება არ გვანიჭებს ან ბედნიერებას ან პირიქით უფრო გვირთულებს დღეს, ასერომ იმ ყველაფრის აღეწერაც დაგეხმარებათ თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანაში, იტყვით ახლა იქნებ არ შემიძლია, არა!! ყველაფერი შეგიძლიათ მე აახლა ამ მომენტში წიგნსაც ვწერ ჩემს ჭკუაში, სიმღერებსაც ვუსმენ და ვყვები და ათას რამეზე ვფიქრობ, იმაზეც ვფიქრობ წლების მერე ამ ნაშრომსაც თუ შეეხება მასწავლებლების გარჩევა გაკვეთილებზე და ბავშვები რას იფიქრებენ, ჩემს დროს არავის არ მოწონდა სხვისი ნაწერების სწავლა, განსაკუთრებით მე, ვიცოდი რომ რაღაც ასეთიუს დაწერა ყველას შეუძლია თქო მაშინვე მქონდა მოტივაცია ამბავი შემექმნა, მაგრამ ამბის შექმნას და მოგონებას მე ყოველთვის რეალური ამბავი მომწონდა უცნაური სიტყვებით და დასამახსოვრებელი ტექსტებით ფურცელ-ფურცელ აწყობილი და აკინძული ერთმანეთზე გვერდების ნუმერაციის მიხედვით და უბედურება თუ ჩემს წიგნს ზუსტად ის ფურცელი აკლდა რომელიც მეტად მნიშვნელოვანი იყო სხვებისგან განსხვავებით. ახლა კი ვხვდები, რომ ყველაფერს დრო და ფიქრი სჭირდება თან გინდა რომ კარგი იყოს, თან რაღაც გაბრკოლებს, ეს ყველაფერი კი ერთობლივი ძალებით გიტევს თითებშიც კი იგრძნობა ეს ყველაფერი ახლა როდესაც ვწერ , მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი და თქვენი შეჩერება არ შეუძლია, ეს იმიტომ, რომ მე ახლა იმას გეუბნებით რასაც მე განვიცდი, შემიძლია გადმოვცე რას ვგრძნობ და თქვენ როდესაც გეცოდინებათ უკვე რა შეგრძნებაცაა მარტივად შეძლებთ გამკლავებას, მთავარი ისარის, რომ თვენ გქონდეთ წინ სვლის სურვილი, სიახლეებისკენ მიზიდულობის ეფექტები კი თქვენს პიროვნებას უფრო მკვეთრად წარმოაჩენს საზოგადოებაში, არ გექნებათ სახლში ჩაკ