სიკვდილის სული
სიკვდილის სული
შესავალი
საუკუნეთა მიჯნა გაიყო ლავად და წყალად,
ერთი სამეფო მიწად სდგა მარად და
რაღათქმა უნდა მეფე ჰყვა თავად.
გარე ლამაზი, საზღვართ მრავალი,
ჯართა საზარი, კაცთ არ სადარი.
ერი მრავალი, ბერი მახარი.
მიწა სახნავი არ დასამარხი.
წყალი მარადი არ დასამშრალი,
ცა ხომ ლამაზი ყველგან მაღალი.
მთა მთაგრეხილი ველად დაძრული,
ზღვა ზვავეული კლდეთ ნაქაფარი.
ფარა ნაზამთრალი თეთრად მორბენალი
ჯოგი ნაომარი, ხარნი საოცარნი,
ცხენნი სადოღარნი, ღორნი საბოლავნი.
გზანი ფართენი ოთხთა მმართენი,
ვაჭართ მფარველი ქალაქთ მნახველნი.
სოფელ მრავალი კალო მაგარი,
ქალაქ ნახატი მტკიცედ ნაქარგი.
სასახლე ნაზი, ფარჩა ნაგები,
ხაზინაც მარგი ქვეყანას სარგი.
მეფე ამაყი, უხვი, მდაბალი,
ორ ძე ნაზარდი, ქვრივი და ლაღი.
მეფის შვილები ახოვანები, უდარდელები
ნადიმს ნაჩვევნი, ნადირს ნასეტყვნი.
ყმანი ერთგულნი ერთურთს მოძმენი
ცხენზე მსრბოლელნი ისართ მტყორცნელნი.
მონათ მოკეთნი, კეთილ მხმობელნი,
ლაჩართ მომრევნი ცოდვათ მგმობელნი.
ამათ წყალობით ქვეყანას იდგა ჟამი
მშვიდი და სარჩო დიდი.
ბედნიერება ჰქონდა სამეფოს, თუმც კი
ბედ-ნაირება სუფევს ყოველით.
დაღამდა, დაშრა ნაზი სინათლე,
ცას დაეკონა მთვარე პირმნათე,
გარს შემოუსხდნენ ჯარნი ათასნი და
შეუყარნეს კვამლი ანაზდი.
ველად ქარი ქრის, ქალაქს ზარი კრთის
თვალს ცრემლთ ღარი ჭრის,
მთას კი მაცნე ხტის.
"მოკვდაო მეფე" ყვირის შიკრიკი
შავად მორთული, მალად მოსრული.
სიტყვას ცრემლს აბამს, ცრემლს კი სისხლს
არწყავს, გლოვობს ვიშვიშობს აზნაც და გლახაც.
ქალაქს წყალი დის, სოფლად ღვარი სდგის.
დარდობენ, შფოთვენ ქვეყნის მოძმენი,
ლაღობენ, როკვენ მტერნი რომელი,
გადუწყვეტიათ მოსპონ ყოველი.
ჩამოწვა ბინდი ქვეყნის მომცველი
ჩამოდნა წვიმა წვეთი ცხოველი.
შვიდი დღე გლოვა, შფოთვა და ხოხვა.
სასახლე შავი, სავანე ალი, საჭურჭლე ლალი,
ყვავლი ნაზი-ათასის კაზმი.
შიგ მეფე მკვდარი თუმც კი ოქროს კაბით,
მშვიდი ტანით, გრძელი წვერით და მძინარე თვალით.
გარე შვილები მჭმუნვარე სახით
ისინიც ფარჩით მორთულნი კარგით,
გვირგვინით თავზე და ერთი სკიპტრით.
დგანან, ტირიან, მამას უმწეოს,
წარსულს უდედოს, აწმყოს უფეროს.
ბრდრვინავენ, შფოთვენ, ძალზედ ჰყვირიან
ამბობენ მოვსპობთ სიკვდილს უდღეოს,
უჯობს უშნოოს გზაზე გვიფრთხილდეს,
შარას ავიკლებთ ცხენს არ დავიკლებთ.
ოქროს და მიწას-აზნას ვუბოძებთ
ვინც გვაპოვნინებს სიკვდილს უძეოს.
შეჰყარეს ხალხი, ბრძენი ყოველი ქვეყნის რომელის.
თვლა აღარა აქვთ, ბჭობენ მოძმენი
თეთრი გონების დადგა გორები.
ათასი სიტყვა ითქვა იმ დღეში
მარჯვნივ და მარცხნივ მიწვა აზრები.
ბოლოს წამოდგა ერთი ჭარმაგი,
ითხოვა დგომა მეფის შვილებთან.
ბრძენი _ "რჩევა მინდაო მივართვა მთვარეთ,
თუ მიკადრებენ მოხუცს ნაწამებს."
ძენი მეფისა _ შენ ტყუილა სჯი შენ შენს ნაოჭებს
სიბრძნე გატყვია მაგ დაღარულ სახეს.
მოდი მოიწი მამავ გვირჩიე
რა გადავწყვიტოთ რაი მივაგოთ.
ბრძენი _ თუ იმას ეძებთ ვინც მარტო არის,
სამპირ ქვეყნისა, ცხრაპირ ქცევისა.
თქვენ კი ორი ხართ ერთი მამისა,
მაშინ ერთ-ერთი აქ დაელოდოს
მეორემ კი ცაზღვა იაროს.
პირთამზეთ აზრი ირწმუნეს ბასრი, ალმაზი,
ცოტა ხანს ჰგიეს ვინ სად წავაო და
გადაწყვიტეს ასე ამგვარად.
უფროსი ძმაი ქარონ I მეფედ აკურთხეს
შნო დაულოცეს, მუხლს დაუჩოქეს.
სამეფო მისცეს მამის ქონარი და
ხალხი ანდეს უფლის მონანი.
უმცროს ძმას კი ბერობა,
სიტყვა, გზას საგზლად გა-დაულოცეს.
"წადი იარე სული არჩინე.
შემოიარე ცხრა მთა და ცხრა ზღვა
მიაგენ იმას იმ ოხერტიალს."
ასე განრიგდა მეორმოცე დღე
აღაპიც კარგი შთასცხეს მოკვდავთ
ან თუ მომაკვდავთ.
თქვენ თუ არ მიწყენთ მე ამ სევდას
აქ განვერიდები და ბერს გავყვები,
რადგან ჭმუნვა სულს მიჭრის და თან
მისი გზა უფრო მიამს რატომღაც,
ვიდრემ ახალ მეფესთან ბჭობა ულევი.
თავი 2 - სამიკიტნო
ბედს შეურიგდა უმცროსი პრინცი,
კაბა გაცვალა მან ქეჩის კვართზე.
ბერად რომ შედგა ამ ჩვენს უფლისწულს
სახელად ჰენრი უწოდეს მგონი.
ვეღარ იცნობდით ლამაზად ჩაცმულს,
გადაქცეულა სულ მწრის მგვანად.
ან კი რას ერჩით კაცი მართალი
მისდევს ღვთის წესებს, ყოვლს წმინდად იცავს,
აწმყო დააგდო მომავალს შესცქერს.
სიმდიდრე დასთმო ლუკმაპურს ეძებს.
თვისი ხომ დახშო, ახლა სხვას შესცქერს
ხორცი რომ დასდოს, სული ადიდოს.
თუმცა ერთია პირობა ახსოვს თავის
ძმას მისცა, იპოვის უკვდავს და მოკვდავს
მოჰგვრის არ იცის როგორ.
ამ დღეში იყო ჩვენი ძმა ჰენრი როც კი მოშორდა
ჭიშკარს- სასახლის დიდ კარს.
გარე გამოდგა საქადაგებლად, ლოცვის
სათქმელად და მის საძებრად.
სხვა სად იარა არ მოიარა, გადაიარა
მან და მზემანმაც.
შემოაღამდა ქალაქში ერთში და ფუნდუკს
ეწვია ის ღამეს დღეში.
ბევრი ყმა იჯდა იმ სანახშოში,
ბევრიც სხვა იჯდა გზიდან მოსული.
ყველას ეამა ბერის დანახვა,
მალამოდ იცნეს ის და არა სხვა.
ერთმანეთს ეცნენ რიგი შემოდგეს
ყველას ცხონება უნდა ჰენრისგან.
ჩვენი მორჩილიც ლოცავს თითოსულს
და თითო ტოლჩას იღებს საჩუქრად.
ინდულგენციებს არიგებს უხვად,
ზოგს სამსჯავროზე შველას პირდება.
ეს მონასპანი სულ და გულ დამშვიდებულნი
ისევ ღრეობას მიეცნენ მერე, ერთიც
სიტყვა თქვეს: გაუმარჯოსო ჩვენ ძმას და მამას
მამაო ჰენრის, ის ჩვენ აქა გვყავს
მაშ ჩვენ რაღა ვართ, სულ აღარავართ.
ბერმაც მოწრუპა კვლავ ერთი ყლუპი
და მოიღერა მობრეცით ტუჩი.
რაღაც უნდოდა სიბრძნე რამ ეთქვა, მაგრამ
შეახმა მზერა იანუსივით.
მერე გაალღო სიტყვამ ბაგენი და ამოხეთქეს
ეს და რამდენი:
"ჰოი უფალო რა სასწაული, კაცი აქა ზის და
არ კია არა სვავს, გარს ბანოვანნი ხომ ეხვევიან
მაგრამ წარბსაც კი არ ხრის, კუშტად რომ უკრთის.
ლაბადაც რომ აქვს შემოხვეული შავია შავი ღამე ყოველი,
ბნელში იჩრდილავს არ სურს მოლხენით."
წამოდგა ჰენრი კეთილი ბერი,
ცოტა ბარბაცით, ხელის ცეცებით,
მიუახლოვდა ტაბლას მოწყენით.
ეს რომ რა ნახეს ბერს მიეჯარნენ
ერთი მფლობელი ამა ფუნდრუკის და
ერთიც ლოთი მისი მორევის.
სურდათ და კვლავ სწადთ სიტყვა მოსმენით
რომ გაიგონონ მადლი ყოველი.
მამაო ჰენრი _ რას მოღუსულხარ შვილო მშობელის
რა მოგძალვია _ დარდი მშფოთველი?
უცხო _ არც რა მაწუხებს, ფიქრი მამძიმებს.
მამავ მოძღვარო დალოცვასა გთხოვ
ცოდვა მაკნინებს, სულს შემიგუბებს
მე უთქმელობა, სიტყვაძუნწობა.
ათასი და ათიათასი მე ბოროტი შემიქმს
ამ ქვეყანაზე, თვლა აღარ ვიცი,
თავს აღარ ვჩივი მხოლოდ სხვას ვტირი.
თავს დავიტეხე რისხვა მაღალი.
შეცბა, შეფხიზლდა ჩვენი მორჩილი,
არ მოელოდა ასე მარტივად
ბოროტის ხილვას სინანულის წილ.
მამაო ჰენრი _ მიამბე შვილო შენი ამბავი ტანჯვით მორთული
და ზედ დაასხი ცრემლი მაგ გეენიას.
დაღარულ სახეს მუშტით დააცხრა,
თვალნი მოსრისა და მწარედ მოიშრო ცრემლის ადგილი.
ერთი მქუხარედ ამოიხვნეშა და თხრობას შეუდგა
ეს ჩვენი ბიჭი ლაბად მოსხმული.
უცხო _ მაშ ასე ყველამ ყური დამიგდეთ,
წინ კი მე დიდი თასი დამიდეთ,
რომ ცრემლი ვღვარო უხვად მოსული და
სისხლი ჩემი კუშტად მორთული.
ლუციმერიონ მქვია სახელი ეშმაკის დარად
და ცოდვად მადევს მე მის და მარგად.
ქვეყანა ჩემი იმ ზღვას იქით დევს
კაცს რომ ჯერ კიდევ არ შეუცვნია.
დაბადებიდან სიკეთე მერგო მე ორთავ მამისგან.
ზეციურიგან სულნი კეთილნი ჩემდა გარშემო.
მიწიერისგან ხვავი და ნაზი ამა ქვეყნისა.
არა სიმდიდრე არ იყო უცხო სულიერი თუ გონიერი,
ხორციელი თუ ბიწიერი.
მაგრამ თურე ხარბია გული, სული კი მოკლე.
ადამის ძე კვლავ და კვლავ სცოდავს,
პირველ შეცდომას უშვებს, მასზედ ვერ სწავლობს
თუმც კი თავად მას უნობს.
ბალღობიდანვე ძმა მყავდა ერთი არა სისხლის და
არა ხორცის , თუმც კი უტკბესი სულის.
არქანჯელიო ერქვა მას მისდა მსგავსად. სულით კეთილი,
ტანით კი ალვი ველად აჭრილი.
ჭირში და ლხინში უერთმანეთოდ სხვა არ ვიცოდით,
თუმც კი ლხინი მით მეტი გვქონდა ვიდრემდე ვიში.
ათჩვიდმეტისა ვიყავთ ორივე , რომ ქალნი მოგვცეს ვარსკვლავთ სადარი,
ჩვენ კი სხვათა მნათობთ ვართ მაგვანნი.
ორთავს წყვილი ძე გვესვა ერთი ქალის წილ
და მთვრალნი ვიყავთ ცხოვრების მის ნექტარებისგან.
მაგრამ ჩვენ უგუნურთა ან რა ვიცოდით, რომ
ეს მიწაა და აქ სიკეთე დიდხანს ვერ ყვავის.
შუაა სკნელი და ზევით-ქვევით
მას ვალი ადევს ორივე ქვეყნის.
მეც დამიმონა ეშმაკის შვილმა
თვალნი დამივსო, გულს დაღი დამსო.
ერთი დღე იყო მწყობრად მორთული,
გარეთ სიმწვანე, ცაში სილაღე,
წყალში სიწყნარე, მიწას სიმაგრე.
ცოლმა ალერსით მე შემაფხიზლა:
"წადი გათენდა, მამულს მიხედე თვალი მოავლე
ველს მას უკიუდეგანოს, ვენახს ხო თვალვერშეუდგამს,
ტყეც ხომ ჩვენია იმ მთის ბოლომდის
და წყალიც-მდინარეა თუ ტბა მოცინარი.
ნადირს და ნახირს ერთად დახედე ავი არ ეცეთ,
მხეცმა მან ვინმემ კრავი არა წაჰგვაროს,
თოფი წაიღე ვერცხლით ნაჭედი,
ხმალი აისხი ლალით ნაკეთი
და დამიბუნდი უმალ დაღლილი,
რომ დაგასვენო ჩემს მკლავზე წამლად".
ასეთ სიტყვას და ასეთ რიტორს
ცოლი რომ გეტყვის სისხამ დილაზე
უარს ვერ ეტყვი, თუ ზედ ნაზი კოცნაც
თან დააყოლა სხეულის ალერსს.
თავს არ შეგაწყენთ იმაზე თხრობით,
თუ რა და როგორ მოვვლე ჩემი მამული,
სიტყვაზე მენდეთ ჩემს ცოლს ვემონე
და აღვასრულე მე მისი თხოვნა.
თუმცა დაღლილნი მე და მერანი
ჩემი_არაბეთის ზნის, იქვე შევვარდით
ორთავ მხედარი ტყეში ჩრდილს შესაფარად.
იქ წყალი ვნახეთ ვიწრო ჩანჩქერი,
ბუნება სჩქეფდა, ათასში კი კვლავ მწვანე ვარგოდა.
მას დავეწაფეთ ვნება დავიცხრეთ.
მან წყალი მოსვა, მე ალი ახალ ნახარში,
ის ბალახს შეექცა კოხტად დანამულს,
მე კი ძილს მივეც თავი ზანტად ქცეული,
ვიდრემ ხმაურმა- ქალის ნაზმა კისკისმა არ შემაფხიზლა.
წამოვხტი სხარტად, ხმის გზას მივყევი.
ცოტა მატარა მთლად არ დამღალა,
იქვე ჩანჩქერის კიდეს მიმაგდო,
ხეს და ბუჩქს ზედა მიმადნო.
გვიმრა გავწიე, თვალნი ვახილე, ღმერთი ვარისხე.
ულამაზესი რაც რამ ვიხილე . . .
ფირუზფარდაგში გახვეულ ანკარა წყალში
ქალი გოგმანობს, ტანად საროა ფერად კი ვარდი,
სრული აქვს ტანი სრულყოფილება არ დასაწუნი,
ფეხნი შოლტს ჰგვანან, მკერდნი კოკორს
ასკილის ახლად აფეთქილს.
სახე ალმასი თვალნი წარმტაცნი,
თმანი კი წყაროს მისის მაგვანნი.
თვალს ბნელი მედგა, ძალა ვიხმარე
და დავეუფლე წუთიერ წყურვილს.
გონს რომ მოვედი, გვერდს
მტირალი მეგობარი მე მიმშვენებდა.
სახტად კი დავრჩი, თავს ქვა რამ ვიხალე . . .
ჰოი, მამაო ის ანგელოზი . . .
არქანჯელოს მეუღლე გახლდათ,
მისი სულის და გულის იგივ ნაწილი.
ვუყურებდი და გულს ლახვარი უხვად, ღრმად მესობოდა.
მისი ყოველი ცრემლი გრდემლს ჰგავდა ჩემდამი ნასროლს.
მერედა ის წყეული არც ერთს არ აცილებდა. . .
ის დღე იყო და მე უცხო გავხდი,
მეც ადამის მსგავსად, პირველად შევცდი.
ვიცი მამაო უნდა მენანა და ახლა ვნანობ,
ისიც კი ვიცი მეტყვი გვიან აროდეს არააო,
მაგრამ რა ვუყო წარსულს, რით ამოვივსო
მე ეს უფსკრული ცოდვის უკიდეგანო?
დრო გადიოდა. ცხოვრება დუღდა ფერთა იძენდა,
მე კი ავარას წყვდიადი მთქვლეფდა.
შიშმა შემიპყრო, სირცხვილის სუნი ამდის ყოველმხრივ.
ვერა ვეღარ ვძლებ უძილო ღამეთ,
სული დამიშრა, რად არ გამიქრა. . .
სხვანი დაობდნენ ან რამ შეშალა,
ან რამ დასუსხა, შხამმა თუ ალმა შავი ტყისამა?
არქანჯელიოს თვალს ვერ ვხედავდი,
წარბით ვფარავდი, ტკივილს და ბოროტს
ჩემის უკვდავ სულისას.
არ ვიცი რატომ. . . ?
ერთ დღეს, მე მას ვუთხარი სრული სიმართლე
რაც კი შემემთხვა, თუმცა ფერი მე
ამ ამბავს სხვა კი მივეცი. თავი ვიმართლე,
ცილი დავწამე ანგელოზს ღვთისას.
ძმა იგი გულის მეტად დაღონდა,
სული შეეკრა, შუბლი დაერღვა და ცოლი იხმო. . .
ჩემს თვალწინ მოკლა კრავი უმანკო. . .
დიახ არ გესმით მართლაც რომ კარავი. . . უმანკო. . .
მოძღვარი შენ ხარ მამაო ჰენრი და
ისიც იცი აბრაამი რომ ისააკს მსხვერპლად სწირავდა,
ჰოდა მეც ვნახე ეგ ეპოზოდი ათასი ჟამის გადმოღმა.
მაშინ იმ წმინდა კაცს ღმერთმა ფრთიანი რწმენა გამოუგზავნა,
"არ მოჰკლაო" ხელს ხელი შთაუაყრდნო,
აქ კი. . . ვიდექ ეშმაკი და გათოშილი,
თვალს ვერ ვწყვიტავდი, სეხნიას გუნდრუკს ვუკმევდი. . .
მოკლა მამაო, მოკლა . . .
მერე დახედა გვამს სისხლით დაცვარულს
და ცრემლი წასკდა მხურვალე თვით გეენიაზე.
ტანჯული სახე ზედ რა მომაპყრო,
გმინვა აღმოხდა და დაეკონა უსულო სხეულს.
იმ წამსვე თიხა მისივე იქცა მიწად აყალოდ.
მე კი- ლუციმერიონ ვუცქერდი სიკვდილს,
ჩემი ძმის ორთავ ნაწილის და არ ვიძროდი.
ღმერთმა ისინი ერთად აკურთხა,
მე კი ეშმაკამან ცალკე დავწყევლე.
შიშმა მომიცვა, გონი დავკარგე, ძირს გავიშალე.
ეჭვი ვერავინ ვეღარ აიღო,
საიდუმლოი იგი მოკვდა ჩვენთანა.
ვით ჭირისუფალს თემმა გერებად მომცა
მათი შვილები და ქონება სხვისი.
დრო გადიოდა. ფულს დავხარბდი
და ის მამაული მე მივითვისე.
ბავშვებს შორის სხვაობა ვყავი,
ობოლთ სითბო ვუშრიტე და სიყვარული გადავუცივე.
ჩემნი უპირატესად ვაცან, უფრო გავაგულისე.
ბევრი ოქროსგან დაბრმავებულს რჯულიც მიმავიწყდა.
ჯერ შაბათი ვრაცხე უხმარად,
მერმის კი თავი ჩემი დავსახე კერპად,
მძლე ჩემი კაცი და ღმერთი არა მეგონა.
სამართალი აქვს უფალს მაღალი,
დანაზე ბასრი და ტყვიაზე სწრაფი.
დრომ მოიწია ობოლთ ქონება თვისი უკანა მთხოვეს,
მე კი უჟმურმა დრო მოვითხოვე
მიზეზი მოვიდე ათასი გაუგონარი,
თუმცა კი მათი სიკვდილი გადამეწყვიტა აწ საბოლოოდ.
მოსაღამოვდა ნისლი შემოწვა, მთვარე შემოდგა.
დარაბებს ანგრევს სიო წყეული,
ზარნაშო ჩხავის ხეზე რწეული.
როს ვახშამს მოვრჩით მათ წესისამებრ
ექვსთავე შვილთა ლოცვა გვთხოვეს.
ჩვენც დავაკონეთ ბაგენი ჩვენნი მათ ნორჩ სახეებს
და დალოცვა ვთხოვეთ უფალს ყოველის.
იგრძნეს სიმშვიდე და მყუდროება,
უმალ გავიდნენ საწოლ ოთახში,
ჩვენც იქით ვქენით პირი მე და ჩემმა ცოლმა
ანგელოზისამ-სულითაც და ფერთახორცითათაც.
ალერს მივეცით, ტკბილ ნეტარებას.
მერმის დავწექით თავი ძილს ვკიდეთ,
თუმცა მე ერთი ვიყავ მთელს იმ არეში,
იმ ბადრ ღამეში, მღვიძარე ჭოტი ბოროტს შთენილი.
მთვარემაც იცის ზენიტი თურმე,
პირველად ვნახე მსგასი სურათი
და ამ მდუმარე უცხო საქმეში,
კარი შევაღე რათა დამეკლა მე უცხო კრავი.
ჰოი წმინდანნო! ეს რა ვიხილე. . .
ოთახში კაცი, მოხუცი, მკრთალი,
შავი სამოსელით იყო მორთული.
მკლავზე ზედ ეჯდა შავი ყორანი
პირზე სისხლშემხმარ, ნისკარ მოხრილი.
მისი პირიდან სისხლი წვეთავდა,
ნაკადულს გავდა, ალისფერ ჩანჩქერს.
უცებ განიბნა ბინდი ოდენი,
უცხოს ხელთ ეპყრნა ვაჟნი რომელი,
ძენი არიან ჩემი ყოველი.
ანაზდეულად ზედ შემომხედა მზერა დამიზრო.
ყვავმაც დამჩხავლა ოხ იმ წყეულმა,
ხმა მესმის რომლის მე დღე და ნიადაგ.
გონს ვერ მოვედი, მას რომ მოველი
სულ დაიწმინდა აზრი მბორგველი.
იმ წამში გაქრა ელვა მსრბოლელი,
საუკუნეთგან ცოდვათ შობილი.
სარკმელში გაქრა მკვლელი მლოცველი
და დამტოვა სევდა მშფოთველი.
ხმაურმა შეძრა სასახლე ჩემი,
დღენი აანთეს კელაპტრის ხელით.
მიმოიხედეს, მზერა მოავლეს,
როს თვალნი მკიდეს ხანჯალით ხელში,
ელდა მოედოთ, ჭმუნვა მოეცხოთ.
ხმანი ათასნი იმ წამს აიმღვრა,
ცრემლი ღვარღვარი ცეცხლად გადიქცა.
ჩემს ხელზე სისხლი, მიწაზეც სისხლი
ერთად შემუსრა გული ნაღველმა.
ენა დამება, კრიჭა შემეკრა
ყურს კი ისარი სიყვის მწარე დამესვა:
"რატომ მოჰკალო შვილები ჩვენი?"
ჰკიოდა ერთხმად დედა მშობელი, ცოლი მომსმენი.
მუხლზე დავეცი, ხელსაც მე ვეცი,
მინდოდა მეთქვა სიმართლე ჩემი,
მაგრამ დამეხშო ბაგის კარები
და ვეღარ ვნახე ეგ გასაღები.
ბევრს აღარ ვიტყვი თავს არ შეგაწყენთ,
მკვლელად შემრაცხეს მე ორთავ შვილის,
გამომაძევეს სამშობლოდან პატივაყრილი
და გზა მიბოძეს ეკალნაირი.
ათი და ათი წელი გავლიე
სინანულს ვებრძვი, ცრემლს არ ვეპუი.
მშვიდობა მინდა სულის მივიღო,
სახლში მიმიღონ არ შემიზიზღონ.
სიმართლე რომ ვთქვა, ქედი ვიდრკო,
არქანჯელიოს ყრმათ იქით ვეყრმო.
აქ დავამთავრე ჩემი სათქმელი და
სიტყვას ველი რამე ბრძნულს,
სითბოთი ნაქარგს, ღვთისაგან ქადაგს,
შენგან მამაო თუ ძმაო როგორც ისურვებ.
ყოვლით შეძრული ეს ჩვენი ჰენრი,
მუხლზე დაეცა ქვეყანას ეცა,
მიწა გააპო, ქვედა შეაკრთო მისმა ღაღადმა,
სიტყვამ მართალმა, ლოცვამ ალალმა
ზეცას ყოველი წმინდა შეაქო.
სამზერლეთიდან წყალნი დააშრო
მან სხვადაგვარი კალაპოტი სახეს დაატყო.
კალთა გაცვითა მუხლდანახოხი
კაბა დაგლიჯა ხელ-პირ ნახოკი.
მამაო ჰენრი _ ღმერთია მომწმე ხმა არ დავინდე რაც ვიღაღადე,
შენთვის მხოლოდი დავშვრი ოხერი.
ლუციმერიონ მე ერთს მხოლოდ გეტყვი,
ახალგაზრდა ვარ მე ყოველმხრივ, მღვდელი,
არ მინახია მსოფლიო ძველი,
არცრა რა ლოდი, სიპ ქვაზე მეტი.
ხავსი აქამდე მე სამშვენისი მეგონა ის წყლის.
თუმცა სიტყვა ბრძენთაგან არ დამკლებია,
წიგნიც მინახავს და გრაგნილიც ალექსანდრიის
როს ჩალის ფერი მას გადაქკრავდა.
მადლობა უფალს მზერაც არა მაქ ჯერ დაბნედილი
ყველაფერს ვხედავ, თითოსაც ვარჩევ შავით-თეთრამდის.
ყურნიც კარგი მაქ ბუზალას ვარჩევ იადონისგან.
ყოველდღე წმინდანთ მე დიდ სანთელს ვწირავ,
ღმერთს კვლავ ქედს ვუხრი,
მადლობას ვეტყვი გულის კუთხეში,
რომ არ დამაგდო მე არჩეულ გზაზე
და ეკალიც კი გამიკაფა თავისი ხელით,
ვნება დამიშრო, ეჭვი გამიქრო.
კაცი მანახა მან შენი სახით, სინანულის ხარ ეტალონი.
ეგოდენ ვიში მე არ მინახავს, თავის წარსულზე
ნამტირალევით ზღვა რომ აივსო და
მომავლისკენ ნავით შენით ასე გასცურო.
არ მეგულიება ამდაგვარი გზა ნარითა სავსვე:
ზღვა სინანულის ვეშაპთა სავსე,
გარს რომ გებრძვიან და იონასავით,
შენი დანთქმა დრენიადაგ მათ რომ სწადიათ.
თავზე ღრუბელი შავი მოწყენით დაგდის
არ კი გეშვება ელვას გიგზავნის.
წარსული ტალღას ტალღას სცემს,
შენს რწმენას არყევს და ნიჩაბს გართმევს.
ქარს მინდობილი ნათელს რომ ეძებ,
თვალს სწრედ ისა გჭრის ჭექა მხმობელი.
არა ძმობილო შენ ჭეშმარიტად გმირი ხარ,
სხვა არ კი ვიცი შენი მსგავსი.
ღმერთმა შეგინდოს ყოველი ცოდვა
რაც კი გიქმნია, ბოროტი რა შეგიქმნია,
მე ამასა გთხოვ როგორც უმცროსი შვილი
და მოგიწოდებ როგორც მოძღვარი,
ნუ მიატოვებ მაგ შენს გემს, იმედს გისახავს,
ისიც იცოდე რომ მარტო არ ხარ
და როგორც პეტრეს, ძე უფლის მისსა
ხელს გამოგიწვდს წყალში ჩავარდნილს,
ახლა კი წადი სახლს დაუბრუნდი
იქ მიგიღებენ, უძღებო შვილო მამად ქცეულო.
სულ ბოლოს ეს მინდა გკითხო ლუციმერიონ:
საით წავიდა ის ბნელი კაცი ლაბად მოსხმული?
ვგონებ ეგ სიკვდილია ხორცად შეთხზული,
მე კი მას ვეძებ საქმე მაქ ძველი, ჩემ თავს ეგ მელის.
ლუციმერიონ _ შენს ყრმობას ტირი? ქველობა გილხინს.
ყმაწვილო კაცო, მამავ მოძღვარო
ახალგაზრდა ხარ, თუმც გონი გიჭრის.
შენებრ კაცს ხნე არ სჭირდება სიბრძნის საცნობად,
ის თავად მოვა შენთან მალევე.
ენა ბასრი გაქვს, ვერა ლაშქარი ვერ შეგედრება
მაგ ხმლის ქნევაში,
ფარიც ხელში გაქ რწმენით ნაჭედი,
ზედ თვლებად რომ გაქვს ცოდნა ულევი.
მადლი მადლობა რომ გამინათე მე გზა უკუნი,
აკი ვფიქრობდი სად გადავღვარე ცრემლი ამდენი,
როგორ დახატე ეს ყველაფერი,
სარკეში ვხედავ მე ჩემს ანარეკლს,
თუმცაღა სულის? შენ ჩემო ძმაო,
მამაო ჰენრი ვატყობ სარკე გაქ სულს
სულ რომ თან დაგაქვს, თავსაც ივარცხნი
და სხვასაც კაზმავ ზომაც ხომ იცი.
უწინ ვნატრობდი სიმშვიდეს ნაქარგს,
უცხო მეგონა ჩემგან შორს მდგომი.
გვერდში მყოლია, არ კი ვიცოდი, შენ დამანახე.
დიახაც ვნახე სული წყეული,
ჩორთით გარბოდა, მერანით მშვენით,
ნისლში განქარდა აღმოსავლეთით,
აქდან მარჯვენა მხარეს, სხვა არა ვიცი.
მეც კი ვეძებე ოხერტიალი,
მაგრამ დამისხლტა სამჯერ თუ ოთხჯერ.
მას თუ გაჰყვები მამაო ეს კი იხსომე,
ჯოჯოხეთს ნახავ გზაზე მიწად მოვლენილს.
სადაც მივიდა ღვარძლი და ნარი მან იქ დატოვა,
ტკივილ-იარას არა აქვს ფასი,
ცრემლი და სისხლი ერთიაა ფარსი,
გული არა აქვს, სული სრული არაა.
ნიშანი მისი საცნობი ღირსი შორიდან ისმის,
ყვავი-ყორანი ხმა-ხნის ბორანი.
თანატოსია სახელი მისი და კორაკია შემწე ვისი.
ესღა გამოთქვა მუნ მისმა ბაგემ და გაქრა,
კარს განერიდა ფუნდრუკს ჭრილას,
გადაიკარგა ბნელში სულმშვიდი,
ვგონებ სახლისკენ მიდის ლუციმერიონ.
მამაო ჰენრიც გადაიღალა ტახტზე შემოწვა
ფიქრს ის შეექცა, იმ უცხო ყმაზე ნაღვლობს
მის სინანულზე შეყვარებული, პატივმცემელი.
თვალი მინაბა, გადაიფარა საბანი ვერცხლის
მთვარე რომ აფრქვევს უხვად ანკარა.
თავი 3 - ადგილის სახელად ფორესტი
დილა გათენდა არ დასამხარი,
მამალი კივის აწ დასაკლავი.
ბახუსი უტევს, თავს რეტს დაახვევს
ამ ჩვენ ბერს ალს დანაჩვევი.
გზა დიდი მაქვსო შემოიძახა,
სიცივე მანჭავს ტანს ბეწვი ფარავს,
მშვიდი მან ლოცვა პატრონს დაუწყო
და მანაც სამხარამდის ბარე ორიც სუფრა გაუწყო.
კაცია ისიც ბრალია მარტო,
სმა და ჭამაც ხომ თვისი წესი აქვს.
იქვე მოიხმო უცხო სტუმარი.
ავან ჩავანი მან გამოკითხა,
ეგეც წესია მეგზურმა ბევრი რომ იცის.
ის დრო იყო და წასვლას ეპირა
ფუნდრუკის კარი მძიმედ გაიღო.
იქ შემოვიდა ტარნსრული ერთი
სახე მრგვალი, ფერი კი ლალი.
თვალი სულ მკრთალი, პირი მუნ ლაღი.
ზედ ეტყობოდა სადღაც ჩქარობდა,
სუნთქვას ქარივით ის კი ლამობდა.
გული საგულეს ეხეთქებოდა,
ხმა ნგრევის ცხრამთას იქით ესმოდათ.
ერთის შეხედვით ხეპრე, უბირი
დიდგვარს რას ჰგავდა, უბრალო კაცი.
ვაჟკაცი არის, ოჰ რა ხედვა აქვს
მან ერთ მზერაში დარბაზი მოვლო,
სახლი იმხელა ცას რომ სწვდებოდა,
განი კი მიწას არც ეტეოდა.
ბერი იხილა, ფერი იცვალა არ შეიცვალა.
უმალ მოივარდა ფეხზე დავარდა,
ხელს ეამბორა პატივი აგო,
თავი თვისი მან მიწას ჩარგო.
მამაო ჰენრი შეცბა ოდენით
ძე დააყენა მრევლი მოხდენით.
მამაო ჰენრი _ ღმერთმა გაკურთხოს ძეო რომელის,
ვინ ხარ, საიდან, რისთვის მოხვედი?
მსახური _ მსახურ გახლავართ მონა-მომსმენი,
ფოსტერთან ვდგავარ დიდგვართან
ბატონი არის პატიოსანი.
მიწა ბევრი აქვს, სახლიც ძველი არს,
გულუხვია და სიკეთით სავსე.
გუშინ შეიტყო თქვენი აქ ყოფნა
და გამომგზავნა მონა სათხოვნად,
თუ მეწვევაო სულს გამინათებს
სახლს გამიმადლებს, პატივს ის დამდებს.
სტუმარია ღვთისგან ნაბოძი
ბერი არის და რწმენის ის ბოძი.
ორმაგი მადლი თანსდევსო მითხრა
ასე ახლო უფალთან მდგომი
არ მეგულება ქვეყანას ორი.
უარს არ ვიღებთ, ხარჯს არ დავიკლებთ,
კარს –ბილიკს ფარჩას დაგიგებთ.
კარგად იყო თუ ავად ნათქვამი
ჰენრი მოხიბლა მჭევრმა ღაღადმა,
დაემორჩილა ის მონის სიტყვას.
ორი ან კიდევ სამი მილი იარეს
და მიეჯარნენ სასახლეს ფორესტსს.
მოძღვარი მღდელი, პრინცი კი გახლდათ
მაგრამ მსგავსი ლამაზი არრა ენახა.
თავს არ შეგაწყენთ და რიგით გითხრობთ
რამ აიძულა ჰენრის თვალებს თვისი
ბუდეთგან აგრე სწრაფად შორს გადახვეწა.
მამულს აწ რომ გითხარით
ფორესტს ეძახდნენ მფლობელთა გვარად.
კედელი ერტყა, ჭიშკარიც ება.
ღობეს უბრალოს აღარ აგიღწერთ
ერთი უშნო და ზეცად აზრდილი
მარმარილოსი გორები იდგა.
ამ უგზო კედლებს ჭვრიტილა ჰქონდა
ზედ ალაყაფ ბმული, არ გაგიკვირდეთ ისიც ოქროსი.
სიმძიმე ჰქონდა ოთხს კაცს უჭირდა მისი გაღება.
სიმშვენე- თლილი ჩუქურთმა ნამდვილის მგვანი,
ზედ ცხოველები ბაბილონიდან და
ფრინველები აფრიკიდანა.
თუ გაღირსებდნენ როდის და როდის მის გაშიშვლებას
ბილიკი ჩანდა ულევი გზათა, ყავილი კვალთა.
ეზო კი ფართე სამეფოს მსგავსი და
მის წიაღში პირუტყვნი ზვავი, ათასი გვარი.
ცხოველთა მეფე დადის უდტვრინვლად,
მას გვერდს უმშვენებს ჯიქი ლამაზი.
სპილო ნარნარი ხმა კი კამკამი,
ირემი მარდი, ჟირაფი ჟღალი.
ცხენნი სხვაგავარი, ვგონებ ღარიბი.
ტანს თეთრი ტყავი და შავი ხაზი.
გედები ტბაში, ბულბულნი ცაში,
ყარყატნი წყალში, არწივნი სახლში.
ვარდნი ნაირფერ ულევი ზეცას,
სამარყანდიდან, კავკასიიდან, ინდოეთიდან
და ბევრი თუ არა ზოგიც შორი ჩინეთიდანა.
სურნელი მძაფრი გონს რომ უბინდავს,
მათი ბრალია სანელებლებისა თუ ნელსაცხებლების.
შიგ ეზოშივე მიედინება ხუთი მდინარე
სხვაგვარი ფერის.
ერთი წყალია ანკარა ცისა,
მეორე ლალი ღვინოა ღვთისა,
თეთრი მდინარეც არ დაგამადლის
და თვალს ის მოგჭრის რძეა უებრო,
ყვითელია და მზეს ეტოქება ფერთა სინაზეს
თაფლია ბლანტი ფუტკართა მარგი,
ის ბოლოა და უშნოა მარად,
სტიქსი ყოფილა ჰადესის კართან.
ფარჩა დამთავრდა კიბეს შეუდგნენ
სასახლეს ალმასს ძვრას ვერ უზავენ.
მართლაც დიდია ტაძარს მაგონებს არტემიდისას,
წყება კოლონათ, ხვევნა გოგონათ,
თაღი ზედ ადგათ, ცა ქუდად არ აქვთ.
ბრწყინავს ოხერი და ის სინათლეს ჰელიოსს ჰპარავს.
ამ ოცნებებში იყო მეგზური,
რომ გააგონეს მას ბუკი-ნაღარა.
გრაფი ფორესტი მობრძანდებოდა
მოანათებდა მის უშნო სახეს,
ცოლიც მოყჰყავდა, ქვაზე ნახატი ეშმაკსა ჰგავდა.
ერთი ეგაა ტყუპი ქალ-ვაჟი როგორღაც ჰყავდა.
მოხუცმა გრაფმა ის რა იხილა,
ქედი მოხარა, ბოდიშ ითხოვა
ქარები მაქო და მუხლს ვერ ვემთხვევი
თქვენსას ეგოდენ პატიოსანსო.
მოძღვარმა ჰენრიმ თბილად დალოცა
ოჯახი ტკბილი მდიდარი და მშვიდი.
გრაფი ფორესტი _ მამაო ჰენრი, ბერო რჩეულო,
მადლობას გეტყვით ჩვენ სტუმრობისთვის,
ღმერთია მოწმე სითბო სხვაგვარი
გვაჩუქეთ თქვენ აქა ყოფით.
იმედს არა ვსჯი, თუმც კი მისკენ მივილტვით
და მისი ძალით აქ დიდი ხანი გვსურს რომ გაჩერდეთ.
ჩემი მეუღლე თვით მარგალიტი ის ოკეანის,
ბურჯია სახლის, სარკეა სარკმლის გარეთ მხედვარის.
ისე მოგვაწყობს ამ უბადრუკ ვიწრო ოდაში,
სასახლე მშვიდი ის გეგონებათ აწ რომ გინახავთ.
ვხედავ ამ ეზომ ედემის ბაღმა
ცოდვა განახათ და გარიდება მისგან გწადიათ.
ვიცი ძნელია ტკბობა დააგდს კაცმა ამ ქვეყნის,
მაგრა თქვენ სხვა ხართ, ეგეც კი ვიცი
ხორცის ზეობა მამაო ჩემო თქვენ რომ
გაცვალეთ სულისა ტყავზე და
ეგცოდნა მმიბიძგებს იმა აზრისკენ:
სახლში უნდაო შესვლა უთუოდ,
გაცლა ჯოჯოხეთს ლამაზის ტყვით.
მაშ რაღასა ვბჭობთ გარდი-გარემო, ან ვისღა ვუცდით,
მოდით მობრძანდით და შემიფასეთ
რაც შიგნით არის, თორე გარე ლამაზმა
ჩემმა მგონი დაგაფრთხოთ.
მოძღვარი ჰენრი მდუმარედ მდგარი
ვერ ფხზლდებოდა, თავი ზღაპარს ან
სიზმარს ავს რაცას იგი ეგონა.
ის ვერ გაეგო რა კი ათრობდა, თავს რა ურევდა,
ბურახი, ალი, ლუდი ახლად ნადუღი,
თუ ამბავი იგი ახლად ნანახი.
აღირსეს კარშიც შევიდნენ და ზღურბლზე დადგნენ.
გარეთ რომ ელვა ეცა, ახლა მეხი დაატყდა
თავს ვარცხნილს, ბახუსის ნაამბორალზედ.
ოქრო და ვერცხლი რაის მიქვიან,
სულ მუხა და ალვა არის ნაქარგი,
მარმარილოსი და ფერად ქვისა მთა გაგვიკივრდა,
აქ კი სპილოს ძვალთა გადაეფარათ
მოაჯირები ბროლის კიბეთა.
მიწა იატაკზედა ვინ დაგადომა
სპარსულ და ქართულ ფარჩა ეფინა,
აბრემიშუმია აღმოსავლეთის ნამუსის ფარად.
ოთახნი ზღვანი და სარეცელნი ფერად-ფერადი,
სანელებლისა და ვარდთა ამბორი რომ ვთქვით,
საოცარი თურე შიგნით ყოფილა,
ნელსაცხებელი და საკმეველი ერთურთს
ჩრდილავდნენ, ყნოსვას ახშობდნენ,
მზეს სითბო, თაფლს სიტკბოება მათ მოუპარავთ.
აბჯარი ლაშქრის, მილანის ჯავშნის,
თვალს გიბრმავებენ სატევართა მათ სილაღობე.
ნანადირევი ყოვლი კუთხიდან,
ვეფხვი თუ დათვი, მგელი თუ არჩვი
მოფენილია კედელი ბუხრის.
ნახატები და ნაქანდაკევი?
მას ნუღარ მკითხავთ თორე თავად
დავბრმავდი ამდენ სიმშვენით.
გრაფი ფორესტი _მამაო ჰენრი სანამ თქვენ აზრს მეტყოდეთ
მინდა განახო