ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მიტოვებული

მიტოვებული

1 თავი


მაშინ,როცა გაზაფხული დგება ბუნება იღვიძებს,თითქოს ყველაფერი ცოცხლდება,ნათდება.ქუჩებში მშვენიერი ყვავილების სურნელი ტრიალებს.ყვავილების,რომელებიც ხის გადაშლილ ტოტებზე გამოვლენ და ლამაზად გადათეთრდებიან.მათთვის ოდნავ ნიავის დაბერვაც საკმარისი იქნება მოსწყვეტს ტოტიდან და სადღაც შორს გააფრიალებს.ეს არის ის დროს,როცა სიყვარული ჩნდება...

სწორედ, ამ ხეებით დამშვენებულ ქუჩას მიჰყვება გოგონა,რომელიც ყვავილებით გამოწვეული სურნელით ტკბება.იგი ღრმად ჩაისუნთქავს ყვავილების იმ კორიანტელს და სურნელს,რომელიც ავსებს მის სხეულს.იგი ამ სიამოვნების მიუხედავად მაინც,ჩქარი ნაბიჯით მიდის,მიდის და მიიჩქარის უნივერსიტეტში.იგი ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული,ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია...

მისი ოჯახო ოთხი წევრისგან შედგება:მამა,რომელიც პოლიციელია და დედა,რომელიც სკოლაში ქართული ენის მასწავლებელია.ასევე ოჯახის მესამე წევრი არის და,რომელიც გათხოვილია და ორი შვილი ჰყავს.ბოლოს კი გავიცნოთ ოჯახის მეოთხე წევრი ანი,რომელზეც უკვე ზევით ვახსენეთ, ის მხოლოდ სტუდენტია.

დას შეძლებული მთხოვნელი მიუვიდა და როგორც ადრე იყო, ოჯახის უფროსი წევრი იღებდა გადაწყვეტილებას,ახლაც მამამ თანხმობა მისცა,რადგან მოეწონა სასიძო და მისი ოჯახი... მამას უნდოდა,მეორე ქალიშვილიც ასევე შეძლებულ ოჯახში გაეთხოვებინა,რადგან მას არაფერი მოკლებოდა და უზრუნველად ეცხოვრა.ეს უკვე საინტერესოა,რა არჩევანს გააკეთებს, ანი მიიღებს მშობლების რჩევას თუ სიყვარულს აირჩევს...

აი,ისიც შევიდა უნივერსიტეტში,სწრაფი ნაბიჯით აუყვა მეორე სართულამდე კიბეების ნაკადს,რომელიც თითქოს არა და არ მთავრდებოდა.მან, შეხსნა კარი და დაინახა ლექტორი მაგიდასთან მდგომი,თუმცა ლექცია ჯერ არ იყო დაწყებული,რაზეც ანის სახეზე ღიმილი მოეფინა,ის იქ მყოფთ მიესალმა და თავის ადგილთან მივიდა.ჩანთა მაგიდაზე დადო,შემდეგ კი სკამზე დაჯდა.ერთი საათის შემდეგ,როცა ლექცია დასრულდა და ლექტორი ჯგუფიდან გავიდა,ანის გვერდით მეგობრები მიუსხდნენ.

-         ყოჩაღ,მოასწარი მოსვლა.

-         მართლა მოასწარი,თორემ ხომ იცი ლექცია,რომ დაეწყო აღარ შემოგიშვებდა. - უთხრა მეორე მეგობარმა.

-         როგორი მკაცრი კაცია,ნეტავ ოჯახშიც ასეთია?- იკითხა ანიმ.

-         გოგო შენ,რატომ გაიტერესებს მისი ოჯახი?

-         გეყოფა,ანი ნუ გვაცინებ.

-         რა ვთქვი,ახლა მე ისეთი ასე,რომ ხითხითებთ?- გოგონამ შუბლი შეკრა.

-         მეგობარო, თუ ასე გაინტერესებს თვითონ, ჰკითხე და მიიღებ შენს კითხვაზე პასუხს.

-         ვკითხავ,კიდეც.აი პასუხს, რომ გაცნობებთ გაიგებთ მერე... - ღიმილით მოახსენა მეგობრებს.

-         ვისთან აპირებ მაგ კითხვის დასმას?ლექტორს ხომ იცი მაგას ვერ ჰკითხავ.

-         ვითომ რატომ?

-         შენც კარგად იცნობ ჩვენს ლექტორს და ისიც კარგად იცი თვალებში,რომ შეხედავ მისი მკაცრი გამოხედვით დაიბნევი და მას ვერაფერს ჰკითხავ.

-         იქნებ,შორიდან ჩანს ასეთი მკაცრი,სინამდვილეში არ იქნება ასე.

-         კარგით, რა გოგოებო გეყოფათ ლექტორზე საუბარი,საწყალი კაცი მგონი ლოყები როგორ აუწითლდა მასზე, რომ ვჭორაობთ. - გოგონებმა ერთხმად გაიცინეს.

-         გარეთ კარგი ამინდია,ხომ არ გავსულიყავით?- ჰკითხა მეგობრებს ირმამ.

-         რა თქმა უნდა,გავიდეთ სადმე.ზამთრის სუსხიანი დღეების შემდეგ ძლივს გამოთბა.

-         თუ გინდათ, ჩემთან შევიკრიბოთ ფილმს ჩავუსხდეთ,მამა მორიგეა დღეს და თავისუფლება გვექნება.ესეც ხომ სახლიდან გასვლაში ითვლება - შესთავაზა ანიმ მეგობრებს.

-         ანი,მამაშენი არც არასდროს არ გვიშლიდა ხელს,როცა შენთან მოვდიოდით.

-         ირმა მართალია,შენი მშობლები ყოველთვის მარტოს გვტოვებდნენ და მაშინაც თავისუფლება გვქონდა,რა ასე არ არის?

-         კი ნამდვილად.

-         ჩვენ კი გვეთვლება სახლიდან გასვლა,მაგრამ შენ?

-         თქვენთან ერთად დროის გატარება ჩემთვის საკმარისია,მთავარია რომ ერთად ვიქნებით.

-         რა ძვირფასი მეგობარი გვყავხარ. - ამ სიტყვების შემდეგ გოგონები ანის შემოეხვივნენ.

-         აბა, მოდიხართ ჩემთან თუ არა?

-         კი, მოვდივართ საღამოს.

-         ძალიან კარგი. - გოგონებს მოეწონათ ანის აზრი და მასთან მისვლას დათანხმდნენ.

ლექციის დასრულების შემდეგ გოგონები თავიაანთ სახლებში წავიდნენ,რადგან მეორე დღისთვის დავალებები შეესრულებინათ.მართალია ისინი აღარ იყვნენ სკოლის მოსწავლეები მაგრამ მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნდათ ლექტორების მიმართ.გოგონები გეგმის შესრულებას მიჰყვნენ,საღამოს ექვსი საათი ხდებოდა,როცა ანის სადარბაზოსთან შეიკრიბნენ,შემდეგ კიბეებს აუყვნენ და კართანაც მივიდნენ,როცა დააზარუნეს კარი ანის დედამ ქალბატონმა მზიამ გაუღო,რომელსაც შვილის სამეგობრო წრე ძალიან მოსწონდა,რადგან ეს გოგონები მოწესრიგებული და ჭკვიანები იყვნენ.

-         მობრძანდით შვილო!

-         როგორ ბრძანდებით მზია დეიდა? - გოგონებმა ერთხმა მოიკითხეს ქალბატონი და სიცილი აუყოლეს.

-         გამიხარდა, თქვენი მოსვლის შესახებ,რომ შევიტყვე.კარგი ოჯახის შვილები ხართ და ეს მახარებს,მიხარია ანის თქვენს გვერდით,რომ ვხედავ.

-         ჩვენც გვიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა ასეთი თბილი,რომ ბრძანდებით და გვეფერებით ტკბილი სიტყვებით. - უთხრა ერთ-ერთმა გოგონამ და ქალბატონს მხარზე ხელი დაადო.

-         დედა გეყოფა კარში ლაპარაკი,შემოუშვი გოგოები. - სამზარეულოდან გამოსძახა ანიმ.

-         ხო მართალია,კარებში დაგაყენეთ შემოდით შვილო,მოდით.

-         გმადლობთ,მზია დეიდა.

-         მოდი შემოსაცმელი მომეცით მე დავკიდებ თქვენ კი შედით ანი სამზარეულოში გელოდებათ ნამცხვარს გიცხობთ.

-         ვაუ,რა ტკბილი და სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.- თქვა სალომემ.

-         მოდით,მოდით გოგოებო ეხლა გამოვიღე საცხობიდან ჯერ ცხელია.ყავას დავდგავ და მანამ შეგრილდება დასაჭრელად ადვილიც იქნება,მერე კი ჩავუსხდეთ ფილმს.

-         ერთი ამას უყურეთ მთელი საღამო,როგორ დაუგეგმავს.

-         ჩემი გოგოები მოვიდნენ ჩემთან და აბა, თქვენი ისე გაშვება,როგორ შეიძლება..

-         ამინდს მოუხადე მადლობა,რომ გამოვედით სახლიდან,თორემ ხომ იცი, როგორ გვეზარება ცუდ ამინდში სახლიდან გამოსვლა.

-         ყველას ერთი ხასიათი ნუთუ შეიძლება,რომ გვქონდეს?

-         ვინ ყველას გულისხმობ მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვართ სულ ერთად.

-         ხო და მეც ჩვენ ოთხზე ვამბობ.

-         ამიტომაც გვესმის ერთმანეთის.- თქვა ირმამ.

-         მოსაბეზრებელი იყო ზამთარი,კარგია გაზაფხული.

-         ამინდის გარდა სხვა, რითია გაზაფხული კარგი?

-         იღვიძებს ყველაფერი,მათ შორის ჩვენც. - უპასუხა ღიმილით ირმამ.

-         რას ნიშნავს ჩვენც? - კვლავ კითხვა დაუბრუნა ანიმ.

-         ჩვენ, ადამიანები ხშირად ვპოულობთ მეორე ნახევრებს! - კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უთხრა ირმამ მეგობარს.

-         რას ბოდავ გოგო... რა კარგად გამაცინე...

-         გამიგია,რომ ვინც მარტო სულია ამ დროს ხვდება თავის მეორეს.

-         ვინმემ გააჩუმეთ...

-         ანი,შვილო ჩემი დახმარება ხომ არ გჭირება? - შემოსძახა დედამ.

-         არა,დედა არ მინდა.

-         მაშინ,მე ოთხაში შევალ რვეულები მაქვს გასასწორებელი,სკოლიდან წამოვიღე.თქვენ კი გოგონებო თავისუფლად იყავით ნუ მოგერიდებათ ნურაფრის.

-         კარგი,დედა წარმატებები. - მოკლედ უთხრა ანიმ დედას.

-         წარმატებები მე კი არა ბავშვებს. - შეუსწორა დედამ.

-         ხო მართალი ხართ მზია დეიდა წარმატებები ბავშვებს უფრო სჭირდებათ.

-         კარგი მე ოთახში შევალ,თუ დაგჭირდე დამიძახე. - მიმართა შვილს.

-         არა,დედა ხომ გითხარი ყველაფერს გავართმევ თავს დახმარება არ მინდა მეთქი.

-         ჩვენ, ხომ აქ ვართ,თუ რამეა მივეხმარებით,თქვენ არ ინერვიულოთ.

-         კარგი შვილო.

-         ეს ქალი გადამრევს. - თქვა ანიმ.

-         რა გინდა გოგო პატივი უნდა,რომ გვცეს.გაუხარდა ჩვენი მოსვლა.

-         იცით ხშირად გკითხულობთ ხოლმე,დაპატიჟე ჩვენი გოგონებიო.

-         ასე გვეძახის?- ჰკითხა სალომემ.

-         კი.

-         საყვარელი ქალია.

-         ანი, დედას რატომ საყვედურობ?

-         სკოლიდან იცით რამდენი რვეულები მოიტანა?

-         უყვარს თავისი საქმე და ამიტომ.

-         მამა ხშირად ეუბნება,რომ წამოვიდეს სკოლიდან,ხან ისეთი განერვიანებული მოდის მაღალი წნევით,მაგრამ მაინც აგრძელებს იქ მუშაობას.

-         ეხლა ისეთი თაობა მოდის ძალიან ცელქი და გაუგონარი ბავშვები არიან.

-         თაობა რა შუაშია ადრეც იყვნენ ასეთები,ახლაც არიან და ყოველთვის იქნებიან.

-         მართალია.

-         ანი სანამ შენ ყავას ადუღებ და ირმა ნამცხვარს ჭრის,მე ფილმს შევარჩევ. - თქვა სალომემ.

-         კარგი აზრია.

-         აბა ქალბატონებო, რა ჟანრის ფილმი გნებათ?

-         შენ,რომელიც გაგიხარდება ის ჩართე ხომ იცი ბოლომდე გენდობით.

-         ვენდობით შენს გემოვნებას. - უთხრა ანიმ.

ანიმ და ირმამ საქმე დაასრულეს და სალომეს შეუერთდნენ,რომელსაც ფილმი უკვე შეერჩია და მათ ელოდებოდა.როცა ფოლმი განახევრდა ერთ-ერთ დაქალს ანუ მეგობრების მეოთხე წევს,რომლის სახელიც ჯერ არ გვიხსენებია თამუნას მობილურზე დაურეკეს ის ანის საძინებელში შევიდა და იქ საუბრობდა.გოგონებმა ამაზე ყურადღება არ გაამახვილეს იმდენად იყვნენ ფილმში ჩართულნი.ხოლო,როცა ფილმი დასასრულს მიუახლოვდა თამუნა ოთახიდან გამოვიდა.მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს მეგობრის იქ არ ყოფნა.

-         სად იყავი? -ჰკითხა სალომემ.

-         ანის საძინებელში მობილურზე ვსაუბრობდი.

-         ვის ესაუბრებოდი?- კვლავ ჰკითხა სალომემ.

-         რატომ მიაყარე კითხვები?შეყვარებულს ელეპარეკობოდა აბა სხვა ვის.მას ჩვენი ფილმი არ აინტერესებდა.ასე არ არის?

-         რა თქმა უნდა,მაინტერესებდა,მაგრამ ვერ გავუთიშავდი მეუბნებოდა,რომ დაბადების დღისთვის სიურპრიზს მიმზადებდა.

-         არ გითხრა, რას ამზადებს?

-         არა,მაშინ ხომ სიურპრიზი აღარ იქნება.

-         მერე ვერ ათქმევინე?- ჰკითხა სალომემ.

-         ძვირფასო,ყველა შენნაირი მოლაპარაკე არ არის.

-         ამიტომ არის მარტო.

-         ნუ შეაწუხეთ გოგო თქვენი კითხვებით,როცა საჭირო იქნება ჩვენც გავიგებთ.

-         ანიმ, მას ისე დაუჭირა მხარი თითქოს, თვითონ ჰყავდეს ვინმე და იცოდეს, რამე სიყვარულზე.

-         მაინც, რა უნდა ვიცოდე?

-         ურთიერთობების საერთოდ,რამე გაგეგება?როგორც, ვიცი არავინ გყავს და არც არასდროს გყოლია ვინმე ვისაც ხელს ჩაკიდებ.

-         მერე რა მაგით რისი თქმა გინდა,არ მიცხოვრია?ეგ რა შუაშია.

-         ცუდად არ ვამბობ,უბრალოდ შეყვარებული მეც მყავს,სალომესაც მხოლოდ შენ და ირმა დადიხართ კენტად.დროა, თქვენც შეიყვაროთ ვინმე.

-         როგორ თუ ვინმე?ქუჩაში გავიარო და პირველი ვინც შემხვდება ის შევიყვარო?შენ სწორედ ამას ამბობ და გეყოფა.მე მომწონს ჩემი ცხოვრება.მე კმაყოფილი ვარ ამით.

-         შენ პრინცს ელოდები.

-         პრინცს არა მაგარმ გულის სწორს კი.

-         ეგ როგორ?

-         გული მიმიყვანს მასთან ან პირიქით იქნება და მას მოიყვანს ჩემთან...მე ჩემი დღევანდელობით კმაყოფილი ვარ,როგორც ვცხოვრობ. - ანის რაღაც ხომ უნდა ეთქვა დამაჯერებელი მეგობრებისთვის,რომლებიც არ ეშვებოდნენ.

-         კარგი,როგორც გინდა.ეს შენი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება მასში ვინმე ჩაერიოს.

-         რა თქმა უნდა, მეგობარო,ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს.- გაუხარდა ანის მეგობრები,რომ დაარწმუნა და მეტს აღარ ჰკითხავდნენ ამ საკითხზე.

-         გოგოებო, ფილმი დასრულდა.გვიანია, მგონი აჯობებს დავიშალოთ. - თქვა ირმამ.

-         იყავით ცოტა ხანს, კიდევ ვილაპარაკოთ. - უთხრა მეგობრებს ანიმ.

-         ირმა მართალია,დანარჩენი უნივერსიტეტში ვისაუბროთ.

-         არ გეწყინოს კარგი?

-         მინდოდა კიდევ ყოფილიყავით,მაგრამ იყოს ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ. - უთხრა ანიმ მეგობრებს,რომლებიც კარამდე მიაცილა.

                                                  2 თავი

მშვენიერი მზიანი დილაა,ანი ადრე ადგა და წიგნის წასაკითხად სკვერში ჩავიდა.იქ,არავინ იყო.სიმშვიდე სუფევდა და დილის სუფთა ჰაერი ამშვიდებდა მზის სხივებთან ერთად,გოგონას ამშვიდებდა წიგნის კითხვაც.წიგნის,რამდენიმე გვერდი ჰქონდა წაკითხული,როცა მასთან დიდი თეთრი ქათქათა ძაღლი მივიდა.ანი ვერ გაერკვა ეს ძაღლი მის წინ, საიდან გაჩნდა.მას არ შეშინებია მისი სიდიდის მიუხედავად ძაღლს მიუახლოვდა და მოფერება დაუწყო.თითქოს ამ ძაღლმა ორი სული ერთმანეთს შეახვედრა.სირბილით მივიდა ბიჭი,ძაღლის საყელურს თოკი ჩააბა და ძაღლი უკან გამოქაჩა.

-         ფრთხილად! - წამოდგა ანი.

-         ხომ არ შეგაშინა?

-         არა პირიქით,მე მიყვარს ასეთი დიდი ძაღლები,ხალხში შიშის ზარს რომ სცემენ.

-         საოცარია. - გაკვირვებით თქვა ბიჭმა.

-         რა არის საოცარი? - ჰკითხა გოგონამ,რომელიც ბიჭს უყურებდა,უნდოდა მისი თვალის სიღრმეს ჩასწვდომოდა,მაგრამ ამას ვერ ახერხებდა,რადგან ძაღლი ეთამაშებოდა.

-         იცი,პირველი ხარ ვინც ასე ახლოს არის მასთან. - უთხრა ბიჭმა,რომლის სახელიც ჯერ უცნობია ჩვენთვის.

-         ის,თვითონ მოვიდა ჩემთან...

-         შეგამჩნიე წიგნი გიჭირავს ხელში. - ეს არ ჰგავდა კითხვის დასმას,მან უბრალოდ წინადადება თქვა,რაც უნდოდა მეტი გაეგო გოგონაზე,რომელმაც პირველივე შეხედვაზე მოხიბლა ის.

-         მიყვარს კითხვა. - ანი, უბრალოდ დაეთანხმა და ძაღლს მიუბრუნდა. - მოვლილი ძაღლია.

-         როცა, ის ჩემი ერთგულია გულიანად ვუვლი. - სიამაყით უთხრა ბიჭმა.

-         ერთგულებაში,რას უთვლით გოგონებს ასე გაცნობთ ხოლმე?

-         ჭკვიანი ყოფილხარ! - გაეღიმა ბიჭს.

-         ესე,იგი გამოვიცანი...

-         აქ, არასდროს მინახიხარ,თითქმის ყოველდღე დავასეირნებ ძაღლს. - კვლავ საუბარი განაგრძო ბიჭმა.

-         რატომ უნდა აგიხსნათ აქ ხშირად ვარ თუ არა?ეს თქვენ არ გეხებათ.

-         არა, ნამდვილად დამამახსოვრდებოდი.

-         თითქოს, დიდი ხანია მიცნობდეთ შენობით მომმართავთ,ალბათ, ასეთი ტაქტიკა გაქვთ.

-         ასე,რატომ გგონია?

-         საუბრიდან გამომდინარე.იცით, აჯობებს თქვენს ძაღლს საყელური შეუცვალოთ.

-         რატომ?

-         შემდეგში კითხვაში,რომ არ შემიშალოს ხელი.

-         ფიქრობ,რომ კიდევ შემხვდები?

-         არა,თავად არ თქვით,რომ ყოველდღე ვასეირნებო მე კი აქ ვკითხულობ ხოლმე.იგივე,რომ აღარ განმეორდეს ამის თქმა მინდოდა.აქ იმისთვის მოვდიდვარ,რომ სიმშვიდით დავტკბე.ახლა გესმით? - განუმარტა ანიმ.

-         კი გავიგე,მაგრამ განგებ არ გამიკეთებია.

-         ვიტყვი,რომ ვითომ მჯერა.თქვენის ნებართვით კარგად ბრძანდებოდეთ.

-         მიდიხარ?შენი სახელი მაინც მითხარი.

-         არ არის საჭირო იცოდეთ.

-         მე თორნიკე მქვია... - ბოლოს მიაძახა ბიჭმა,მაგრამ არ იყო დარწმუნებული მისი ხმა გოგონამ გაიგო თუ არა.იგი დაჯდა იმ ადგილას სადაც ანი იყო,ძაღლთან ერთად და ის ფიქრებმა გაიტაცეს.

დიახ,მას თორნიკე ჰქვია და ის მე-4 კურსის სტუდენტი უნდა იყოს,რომ არა მის ცხოვრებაში მძიმე დღეები,მან მშობლები დაკარგა.ერთად, იგრძნო დედის და მამის ალერსის შეწყვეტა,მათი სუნთქვის მოსმენა.მას არავინ დარჩა საკუთარი თავის გარდა.არავის იმედი აღარ აქვს და ცხოვრებაზეც ხელი ჩაიქნია.ის თბილისის ერთ-ერთ მშვიდ და წყნარ ქუჩაზე მდებარე კორპუსში ცხოვრობს.პირველი სადარბაზო,პირველი სართული პირველივე ბინა.ბინა,რომელიც მშობლებისგან დარჩა.მხოლოდ ეს არის მისი ბავშვობის მოგონება,რაც გარდაცვლილ მშობლებთან აახლოებს,რადგან კედლებს ჯერ ისევ ასდის მათი სუნი.მართალია ამ შემთხვევიდან,რამდენიმე წელი გავიდა,მაგრამ ბიჭისთვის ეს მაინც ძნელი ასატანია მშობლების დაკარგვა,დაობლება...თორნიკემ,როცა სკოლა დაამთავრა და საუნივერსიტეტო გამოცდებზე გავიდა,მან სრული დაფინანსება მიიღო.ის ისეთივე წარმატებული მოსწავლე იყო სკოლაში,როგორც ანი.მათ შორის ერთი განსხვავებაა გოგონამ აისრულა წადილი და სწავლა გააგრძელა,ბიჭმა კი მიატოვა სწავლა,რომელიც არქიტექტურაზე ოცნებობდა.ჩაირიცხა საყვარელ ფაკულტეტზე,მაგრამ სწორედ მაშინ მოხდა მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი მშობლების დაკარგვით გამოწვეულ იმ დიდ ტკივილს ვერ უმკლავდებოდა და საკუთარ ოცნებებზე უარი თქვა.მხოლოდ ერთი ძაღლი ჰყავს,რომელსაც კარგად უვლის და ეს ანიმაც აღნიშნა.ამ ტკივილის მიუხედავად,იგი არ არის ცუდი ადამიანი ის უბრალოდ ცხოვრებამ დაჩაგრა და ნაადრევ ასაკში დააობლა.მაღალი და მწვანე თვალება ბიჭის ეშხს იშვიათია გოგონაა,რომელიც ვერ გაექცევა.მიუხედავად თავისი ლამაზი გარეგნობისა არ არის აზარტული თამაშების მოყვარული.იგი სიყვარულს ეძებს ნამდვილს და ფიქრობდა,რომ სადღაც იპოვის და ის იპოვა კიდეც.გოგონა,რომელიც უკვე მეორე დღეა კვლავ შეხვდა გონებიდან ვერ იღებს,მასზე ფიქრს ვერ წყვეტს.ის პირველივე დანახვაზე მოიხიბლა მისით და ის გოგონა, ანი გახლავთ.

-         გამარჯობა! - ღიმილით მიესალმა თორნიკე ანის,რომელიც ისევ იმ ადგილას იჯდა სადაც გუშინ.

-         გაგიმარჯოს!

-         აი,ისევ შევხვდით.

-         ხო,საოცარია.

-         შეიძლება,რაღაც გკითხოთ?

-         თქვენი, ეს მანერა მაოცებს,თითქოს გუშინ სხვა იდგა ჩემს წინ დღეს კი სხვა დგას.

-         რატომ,ფიქრობთ ასე?

-         ახლა, თქვენობით მომმართავ,როცა ჯერ კიდევ გუშინ შენობით მესაუბრებოდი.

-         ეგ მართალია.მაინტერესებს,რა დროს დგებით ასე ადრე აქ,რომ ხართ?

-         თქვენზე ადრე,რომ მოვედი ეს გაწუხებთ? - გოგონამ კითხვაზე კითხვით უპასუხა და გაეღიმა.

-         არა ეგ რა შუაშია,უბრალოდ თქვენი ასაკის გოგონები ამ დროს ღრმა ძილში და სიზმრებში არიან.

-         მე სიზმრები არ მიყვარს. - სერიოზული სახით თქვა ანიმ.

-         აქ ამიტომ ხართ?

-         კი,ძილს წიგნის კითხვას ვამჯობინებ.

-         დაჯექი ბომბორა! - უთხრა ძაღლს ბიჭმა.

-         დამჯერი ძაღლია.

-         ჩემი ძაღლია სხვანაირად არც იქნება.

-         მაგას უკვე მივხვდი წინა საუბრიდან. - ანის ეღიმებოდა.

-         შეიძლება გავიგო მიზეზი ასე,რატომ იღიმით? - მისი ღიმილი შეუბჩნევი არ დარჩა ბიჭს.

-         თქვენზე მეცინება...

-         მე სასაცილო ვარ?

-         უფრო სწორად, თქვენი საუბრის მანერაზე.თქვენობით,რომ მომმართავ. - მიუგო გოგონამ.

-         ვეღარ გავიგე შენობით გელაპარაკებოდი ეგრე ნუ მომართავო,ახლა თქვენობით დავიწყე საუბრის გამოსწორება და არც ეს არ მოგწონთ.

-         თავიდანვე ასე,რომ დაგეწყო ბევრად უკეთესი იქნებოდა.

-         კარგი ვეცდები გამოვასწორო.როგორც ჩანს მარტო ხარ.

-         ამით,რატომ ინტერესდები?

-         ლამაზი,მშვენიერი გოგონა ხარ,ბიჭები ბრმები არიან თუ შენ არ იკარებ მათ?

-         სულაც არა, მე მარტო არ ვარ.

-         კი,როგორ არა.

-         საიდან მოიტანე საერთოდ ეგ სისულელე.მე მყავს შეყვარებული.

-         რომ გყავდეს გუშინ და დღეს აქ მარტო არ იჯდებოდი.

-         მერე რა მოხდა განმარტოებით მომინდა ცოტა ხნით ყოფნა.ეს იმას არ ნიშნავს,რომ არავინ მყავს.

-         მაინც არ მჯერა მაგ სიტყვების.

-         არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ.

-         რაც არ არსებობს იმას ისედაც ვერ დაამტკიცებ.

-         მე აქ იმისთვის მოვდივარ,რომ სიმშვიდე მომწონს,მაგრამ უკვე ორი დრეა ამ სიმშვიდეს მირღვევთ თქვენ და თქვენი ძაღლი.

-         უკაცრავად, თუ ხელს გიშლი არ მინდოდა.

-         ახლა ხომ გაიგეთ,შეგიძლიათ ძაღლი იქით წაიყვანოთ?

-         გუშინ არ გეშინოდათ და დღეს რა მოხდა? - გაოცებულმა ჰკითხა ბიჭმა.

-         შიში რა შუაშია,არც ახლა მეშინია.წიგნი მინდა,რომ წავიკითხო და ხელს მიშლის.

-         ძაღლი თავისთვის წევს.

-         ხელს მიშლის მეთქი. - კვლავ სერიოზული სახით უთხრა ანიმ.

-         კარგი, როგორც გენებოს.

თორნიკე,მეორე სკამზე გადაჯდა და იქიდან ადევნებდა ანის თვალს,რომელიც მშვიდი სახით კითხულობდა წიგნს.გოგონას, შინაგანად ნერვები ეშლებოდა,რომ ვერ დაუმტკიცა შეყვარებულის ყოლა.ცოტა ხანს კიდევ იყო,რამდენიმე ფურცელი წაიკითხა.იგი თორნიკეს მზერას გრძნობდა და ეს ხელს უშლიდა შინაარსის გაგებაში.ანიმ მაჯაზე მოთავსებულ საათს დახედა შვიდი ხდებოდა.წიგნი, დაკეცა და წამოდგა სახლში წასასვლელად მოემზადა,როცა მკლავში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა.

-         უკვე მიდიხარ?

-         მეჩქარება...

-         სად მიდიხარ?

-         უნივერსიტეტში...

-         აქ, კიდევ მოხვალ?

-         არ ვიცი...

-         რატომ არ იცი?

-         ხელი გამიშვი...

-         მითხარი,რომ მოხვალ...

-         ხელი გამიშვი მეთქი!

-         კარგი,მაპატიე...

-         მეორედ არ გაბედო მოკარება...

-         მაშინ მითხარი ხომ მოხვალ?

-         ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო.

-         ხომ არ შეგეშინდა?

-         მანიაკი ხარ?

-         არა მე ისეთივე ადამიანი ვარ,როგორც შენ...

-         ადამიანები ერთმანეთს ასე არ ექცევიან...

-         შენ სხვა სამყაროში ცხოვრობ...

-         მე მომწონს ჩემი სამყარო გასაგებია?ახლა კი გამეცალე.

-         მიბრძანდი...

ანი, ჯერ სახლში მივიდა შემდეგ,კი უნივერსიტეტში წავიდა.როგორც ვიცით ანის დაქალის დაბადების დღე ახლოვდებოდა,მას კი უნდოდა ახალი კაბა ჩაეცვა.ამიტომ დაურეკა თავის დას გაყოლოდა მაღაზიაში და რჩევა მიეცა,რომელი მოუხდებოდა მის მშვენიერ ტანს.დამ არ შეაყოვნა ბავშვები დედას დაუტოვა თვითონ კი ჩასხდნენ მანქანაში და დაადგნენ გზას.დუმილი დამ დაარღვია.

-         აბა,რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი?

-         არაფერი ძველებურად.

-         რომელს აქვს დაბადების დღე?

-         ჯერ ირმას იუბილე მოდის შემდეგ სხვა დაქალის მას არ იცნობ.ირმას ხომ იცნობ?რამდენჯერმე ჩვენთან შეხვედრიხართ ერთმანეთს,ისეთ დროს იყო მოსული როცა შენც იქ იყავი.

-         კი მახსოვს,ქერა მოკლე თმით ხომ?

-         კი ეგ არის.

-         აბა რამდენი მოგცეს?

-         დედამ მომცა ორასი ლარი ვფიქრობ,რომ მეყოფა.

-         ეგ შეინახე დღეს ჩემზე იყოს მე გიყიდი.

-         არა არ მინდა,ასე არ გამოვა.

-         ვითომ,რატომ?

-         შენ ქმარი გყავს,ორი შვილი,მათ ბევრი უნდათ.

-         ეს ჩემი დანაზოგია ჩემი პატარა დისთვის,ყოველთვის მაქვს და მექნება ფული,როცა შენ დაგჭირდება.

-         ამიტომ არ მითხოვია წამოსვლა.

-         ვიცი ეგ არც მიფიქრია.აბა მითხარი,როგორი სტილის კაბა მოგწონს?

-         მინდა, რაღაც განსხვავებული ჩავიცვა ისეთი ჯერ ჩემს გარდერობში,რომ არ მოიძებნება.

-         შენ დაბადების დღეზე აპირებ წასვლას თუ მეჯლისზე?

-         ვფიქრობ, ორივე.. - დებს გაეღიმათ.

-         ინტერნეტში ვნახე ძალიან მაგარი სტილის კაბები,სიგრძე მუხლზე ზემოთ,მხრებზე ოდნავ გადმოსული,მკერდი გამოკვეთილი წინ კი რამდენიმე ღილი ჩასდევს ერთმანეთს.უამრავი ფერი იყო მოვიაროთ მაღაზიები აქაც ექნებათ.

-         ფასი რა ჰქონდა?

-         შენ ფასს ნუ უყურებ ჩემო ლამაზო მთავარია,რომ შენ მოგეწონოს და მოგიხდეს სახვა დანარჩენზე კი ნუღარ ფიქრობ.ხომ გითხარი გულით გჩუქნი.

-         კი,მაგრამ...

-         არავითარი მაგრამ...ანი მაბრაზებ იცოდე მანქანას მოვაბრუნებ და შინ წაგიყვან.

-         კარგი,როგორც იტყვის ჩემი უფროსი დაიკო ისე მოვიქცევი.უბრალოდ არ მინდა ზედმეტ ტვირთად დაგაწვე,წეღანაც გითხარი შენ ოჯახი გყავს...

-         ხო მე ოჯახი მყავს,რომლის გამოც მე შენთან ძველებურად ვეღარ ვარ.რაც მეორე შეგვეძინა მას შემდეგ სულ გადარბენაზე ვარ.კარგად იცი ერთი სკოლაში მიმყავს მერე მეორე ბაღში,სანამ სახლის საქმეებს ბოლოში გავალ გასაქცევი ვარ კვლავ სკოლაში და მერე ორ-სამ საათში ისევ ბაღში გამოსაყვანად.თქვენთანაც კი ვეღარ ვახერხებ ისე ხშირად მოსვლას,როგორც ადრე ვიყავი სულ დედასთან და შენთან.

-         ამიტომაც მინდოდა შენთან ერთად საყიდლებზე წასვლა,მეგობრები ერთად წავიდნენ კაბების შესარჩევად მე კი შენთან ერთად მინდოდა დროის გატარება.

-         მართლა?

-         კი.მომენატრე და ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან.

-         შენ ცუღლუტო.

-         არ გაგიხარდა?

-         კი მიხარია.

-         იცი, დაო მშობლები შენით ამაყობენ,ჩემო საყვარელო ბევრ რამეს აკეთებ და ასწრებ,ყოჩაღი მყავხარ.სიძე სულ გასულია ვიცი მუშაობს...

-         ბავშვებს არაფერს ვაკლებთ,ეხლა ცეკვაზე ვაპირებთ მივიყვანას..

-         ვითომ გაჩერდებიან?

-         ორივეს მიყვანას ამიტომაც ვფიქრობთ ერთად,რომ იქნებიან იქნებ გაჩერდნენ.

-         შეიძლება, ბავშვებისას რას გაიგებ,ჩემი საყვარელი დიშვილები.

-         აი,მოვედით კიდეც,ამ მაღაზიიდან დავიწყოთ,მანქანას გავაჩერებ...მოიცადე...აი,ასე...აბა ჩემო დაიკო წავედით.

დები მანქანიდან გადავიდნენ,მაღაზიაში შევიდნენ და კაბების თვალიერებას შეუდგნენ.მოიზომა ანიმ,რამდენიმე კაბა ხა