შფოთვა
შფოთვა
შფოთვა
თვალებს ვახელ და სიბნელის მეტს ვერაფერს ვხედავ. ნუთუ ჯერ კიდევ შუაღამეა? ვფიქრობ და ვტრიალდები მარცხნივ, რომ საათს დავხედო, მაგრამ რაღაც საშუალებას არ მაძლევს. თითქოს საწოლზე ვარ მიჯაჭვული. ღმერთო მართლა დაბმული მაქვს ხელები, ფეხებსაც ვერ ვამოძრავებ. შიშმა შემიპყრო, მაგრამ არ მინდოდა, შიში ჩემზე ძლიერი აღმოჩენილიყო.
-იქნებ ეს მხოლოდ სიზმარია, თავს მხოლოდ ამით ვიმშვიდებდი და კვლავ გადავწყვიტე თვალები დამეხუჭა. რატომღაც ვერაფერს ვგრძნობ. თვალებს ისევ ვახელ და ამჯერად ვცდილობ ხელები გავინთავისუფლო, - მაგრამ როგორ? არ მინდა ყვირილი, მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცი ოთახში რომელი არაამქვეყნიური სულიერი შემოვა. თავი საშინელებათა ფილმში მგონია. ფიქრიც არ მინდა იმაზე თუ როგორ გაიღება კარი და ვიღაც სახეზე ღორის ტყავგადაკრული არსება შემობობღდება.
ძალიან ბნელა და საგნების გარჩევა მიჭირს, სავარაუდოდ ფანჯარა არ უნდა იყოს, რადგან სინათლე არ შემოდის არც ერთი კუთხიდან.
დრო ძალიან იწელება. ვგრძნობ როგორ მიბობღავს საათის დიდი ისარი ციფერბლატზე. მთლიანად შიშმა მომიცვა, ვგრძნობ გახშირებულ გულისცემას, როგორ მოძრაობს ძარღვებში სისხლი და როგორ მეჩხირება ბურთი ყელში ყოველი ნერწყვის გადაყლაპვისას.
საკმაო დრო გავიდა, არავინ შემოსულა. არც ის ვიცი დღე არის თუ ღამე, ან სად ვარ, ვის რაში ვჭირდები. ნუთუ ვიღაცამ საწოლიდან მომიტაცა იმ იმედით, რომ ჩემზე ცდებს ჩაატარებდნენ როგორც ვირთხა. უამრავი აზრი მომდიოდა თავში. საბოლოოდ ყველა გზა წამებისკენ მიდიოდა. - რატომ არ შემოდის არავინ? საკუთარ თავში უკვე დარწმუნებულიც არ ვიყავი რომ მომიტაცეს. ახლა ის აზრი ამეკვიატა - კუბოში ხომ არ ვიწექი და რაც არ უნდა მეყვირა ჩემს ხმას მაინც ვერავინ გაიგებდა და - თუ ახლა მიწაში ვარ რა უნდა ვქნა? უჰაერობისგან ცუდად გავხდები, შიშისგან გული გამისკდება და სამუდამოდ მაინც აქ დავრჩები? ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ როგორ გინდა დამშვიდდე როცა არ იცი სად ხარ და ბნელა.
თითქოს ფეხის ხმას ვგრძნობ. გული ამიჩქარდა, სუნთქვა გამიხშირდა და უფრო მეტად ავღელდი. ჩემს წინ კარი გაიღო და მკრთალი სინათლის სხივები შემოვიდა. დავინახე როგორ შემოვიდა პატარა ტანის არსება, რომელიც ჩემს წამებას აპირებდა. თვალები სწრაფად დავხუჭე, მინდა იფიქროს რომ არ გამიღვიძია და თავის დაღწევის გეგმა შევიმუშაო. სინათლეს ანთებს და თვალებს მტკენს, ვცდილობ არ გავახილო. გული ორმაგად აჩქარდა, როცა ხელზე შემეხო, როგორც ჩანს პულსს მისინჯავს. ამ წამს ის მიხაროდა, რომ მკვდარი არ ვიყავი და კუბოში არ ვიწექი. ჩხვლეტა ვიგრძენი, მგონი რაღაც ნემსი გამიკეთა, შემდეგ დაბმული ხელები გამინთავისუფლა, რა ჩაიფიქრა? კარის ხმა ისმის, მგონი გავიდა. ფრთხილად ვცდილობ თვალის გახელას. ოთახში არავინაა. - ეს რა ოთახია? სტომატოლოგიურ კაბინეტს ჰგავს! - სინათლე რადგან დატოვა გამოდის მალე დაბრუნდება, მანამდე კი ოთახი უნდა შევისწავლო. ვნახო რას ინახავს აქ, სიტუაციის შესაბამისად გამოვიყენო.
ჩემს უკან ფანჯარაა, ავდექი კიდევ კარგი ტანსაცმელი არ გაუხდიათ ჩემთვის, შავი ფარდა გადავწიე და თოვლია ძალიან მაღალზე ან მე ვიყავი ძალიან ქვემოთ, სავარაუდოდ მუხლამდე მომწვდება. დიდი ალბათობით ამ ფანჯარაში გაძრომას მოვახერხებ. ფანჯარას ვეჯაჯგურები, იქნებ გაიღოს. - ვსო ეგაა, ფანჯარა იღება. ახლა ისევ ვხურავ რომ არ მიხვდეს რამეს. -ეს რა ხელსაწყოებია? ან რისთვის გამოიყენება? და ეს პატარა კარი? - ჩაკეტილია. ალბათ იქ გვამებს ინახავს. დროა დავუბრუნდე ჩემს ადგილს, ხელებში დაბუჟებას ვგრძნობ ვაკვირდები და ცოტა გასიებულია, სავარაუდოდ ნემსმა იმოქმედა. მაგიდაზე ვწვები და ცოტახანში ისევ ის გალეული კაცი ბრუნდება. ვერ ვხედავ რას აკეთებს, თავს ისევ ვიმკვდარუნებ. თუმცა რაღაცისთვის ემზადება, არეული ხმებია. ვერ ვარჩევ რას აკეთებს, საკმაოდ დიდხანს იყო, იმდენად დიდხანს, რომ ლამის ძილი მომერია. თუმცა ამჯერად გადის და ვხვდები ცოტახანს არ შემოვა, რაც საშუალებას მაძლევს გავიქცე. - ეს რა ყუთია? ქაფიანი წყალი? ახსნას ვერ ვპოულობ, დროს აღარ ვკარგავ ფანჯარას ვაღებ და ვიყურები, როგორც ჩანს პირველ სართულზე ვარ და გადახტომის შემდეგ არაფერს დავიზიანებ. ძალიან ვსწრაფობ, ჩემს ფეხსაცმელებს ვერ ვხედავ ამიტომ დროს აღარ ვკარგავ და ფანჯრიდან გადავდივარ. თითქმის გავედი, ვტრიალდები, ფარდას ვასწორებ და ფანჯარას ვხურავ. - როგორც ჩანს კარგად ორგანიზებული არ აღმოჩნდა ჩემი გამტაცებელი. ფეხები მეყინება - საით წავიდე? დიდხანს არ მიფიქრია და ტყისკენ გავიქეცი. უკან ვიყურებოდი, თუმცა ტყემდე ისე მივაღწიე უკან არავინ გამომყოლია. ფეხები იმდენად გამეყინა ვეღარ ვგრძნობ, სიარულიც მიჭირს. ტყეს დასასრული არ უჩანს. მეშინია დაბნელების, თუმცა იმაზე მეტად არა, როგორც ის რომ მიპოვიან. ბევრი სიარულის შემდეგ არ ვიცი მეჩვენება თუ ნამდვილად ცხელ წყლებს ვხედავ ამხელა თოვლში. ტანსაცმელი გავიხადე და წყალში ფრთხილად ჩავედი. თეთრ ფონზე ლურჯი ტბა და ბუღი იდგა. ჩემი გრძელი თმა იმდენად ამშვენებდა მოშიშვლებულ მხრებს და ცხელ წყლებს სამუდამოდ დაილექება ჩემში ეს შესანიშნავი სანახაობა. სახლში დაბრუნებული კი აუცილებლად შევქმნი შედევრს, რომელიც ჩემს მოკლე, საშიშ ისტორიას მუდამ შემახსენებს. თვალებს ვხუჭავ, რომ გავთავისუფლდე ამ მძიმე ფიქრებისგან. მგონი საკმაო დრო გავატარე ცხელ წყალში, ირემი უშველებელი რქებით პირდაპირ ჩემს წინ დგას და არ ინძრევა. - რა სილამაზეა თეთრ თოვლზე, დიდი, ბებერი ირემი. წყლიდან ამოვედი, თუმცა ის ისევ უძრავად დგას, ხელი ფრთხილად ავწიე, რომ არ შეშინებოდა. ის ისევ ისეთი უშფოთველია, მხოლოდ მისი ფშვინვა არღვევდა სიმყუდროვეს. ფრთხილად მოვეფერე, რეაქცია არ აქვს. ცხელმა წყალმა და წყლის ანარეკლში მომცქირალმა ირემმა სულ სხვა რეალობაში, უსასრულო ბედნიერებაში გადამაგდო. რაღაც ხმამ გამომარკვია, შევშინდი, ავიღე ტანსაცმელი და უკან მოუხედავად გავიქეცი.
ზამთრის სუსხიანი დღეა, უმისამართოდ ტრიალებენ ფანტელები. ბნელდება და მე თავშესაფარს ვეძებ. დაუსრულებელი გზა, სიცივე და შიში. სულ რაღაც ოცი წუთის მანძილზე რაღაც მიტოვებულ შენობასთან გავჩერდი. ეტყობოდა, რომ არავინ იქნებოდა შინით, შენობა ორსართულიანი, გრძელი და უფანჯროა. ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, ალბათ დამალვა რომ მომდომებოდა ვერ დავიმალებოდი იმდენად მოღიავებული იყო კედლები. თუმცა ერთი ღამე ამ ტყეში მაინც უნდა გამეტარებინა, სანამ მგელი შემჭამდა თავისთვის უნდა მეშველა. გადავწყვიტე შევსულიყავი, საფეხურები იმდენად მორყეული იყო კანკალით ავედი. ცივ იატაკზე დავწექი, ფეხებზე ჟაკეტი შემოვიფარე და თავს უფლება მივეცი დამეძინა, რადგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავდი. ჩაძინებისას ის აზრი მიტრიალებდა, რომ გავიღვიძებდი და ის პატარა გველეშაპი თავზე დამადგებოდა და უკან დამაბრუნებდა.
მაღვიძარის ხმა მაღვიძებს, მე სახლში ვარ. ბედნიერებისგან შევკივლე, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი იყო. ავდექი, თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი.
უცნაური დღე იყო, როგორც სიზმარი. მეტროში უამრავი ხალხი და არეული ხმებია, როგორც სჩვევიათ, მაგრამ დღეს გამონიკლისი იყო. ისეთი სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ მატარებლის რელსები ხმაურობდა. უჩუმრად შემოდიოდა და გადიოდა ხალხი. ამ უსაშველო სიჩუმეში კი ბევრ უმნიშვნელო რაღაცაზე ფიქრი გიწევს. ვხედავდი ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მდგართ. სად გაქრა ხალხი? რატომ არ მოძრაობენ? ყველამ კოშმარი ნახა და სახლში დარჩენა გადაწყვიტა? ვუყურებ ამდენ ხალხს და ვერაფრით ამიხსნია - როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ არცერთ მათგანში არ მოიძებნება ერთნაირი თვისება.
***
დასაძინებლად დაწოლა გადავწყვიტე, თითქმის შუაღამე დგებოდა. არც ქუჩიდან შემოსული ავტომობილის ხმები, არც სტადიონზე მოთამაშე ახალგაზრდებისა და თვით ყოველ საათში მიმავალი მატარებლის ხმებიც კი არ ისმოდა. საკმაოდ მშვიდი ღამე იყო და ვფიქრობდი, მშვიდად დავიძინებდი. თვალები დავხუჭე, თითქმის ძილს მივეცი, მაგრამ რაღაცის საშინელმა ხმაურმა გამომაფხიზლა, ოთახში რაღაც მკაფიოდ დაეცა. როცა იცი სახლში მარტო ხარ წარმოუდგენელია ამ დროს ასეთ მომენტში სიგიჟის პირას არ მიხვიდე. თვალები სიბნელეში საკმაოდ გაფართოებულ მაქვს, ხმას ვერ ვიღებ. ისე მეშინია, ვფიქრობ სუნთქვაც შევწყვიტო, რომ ჩემამდე ვერაფერმა მოაღწიოს. უსაშველოდ გაიწელა რამდენიმე წამი ან წუთი, საკუთარი თავის კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, ბოლოს რაც მომაფიქრდა ის იყო, რომ მობილურის torch-ი ჩავრთე. სუნთქვა მეხუთებოდა და ვგრძნობდი სახლში რაღაც დაიარებოდა, რაღაც ამაზრზენი რაც ჩემში შიშებს თავს უყრიდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მივხვდი შიშში ყოფნას და უსასრულო ლოდინს თუ როდის შემობობღდებოდა ჩემს საწოლთან რაღაც სიმამაცე ვამჯობინე ფრთხილად ავდექი, ნელი ნაბიჯებით გავედი ოთახიდან გული რამის მკერდიდან ამომივარდა! სინათლე ავანთე, მისაღებში არაფერია, სხვა ოთახებიც შევამოწმე და არაფრის არანაირი კვალი არ არის, აივნის კარიც დახურულია. ვერ გადავწყვიტე სინათლე ჩავაქრო თუ არა, იქნებ ისეთ ადგილას იმალებოდა, რომ ვერ შევამჩნიე? იქნებ საერთოდ კარი გამეღო და გავქცეულიყავი?
ცოტა შფოთვა მომეშვა, როცა დავრწმუნდი სახლში არავინაა. ფრთხილი ნაბიჯებით შევბრუნდი და თავი ვაიძულე რამდენიმე საათიანი შიშის შემდეგ გამთენიისას, როცა ფანჯრიდან განთიადის სხივები შემოვიდა ჩამძინებოდა.
***
ყოველდღე ხდება რაღაც რაც ჩემში შფოთვას იწვევს. ცხოველები ალბათ ყველას უყვარს, თუმცა მე ალბათ იმ 2%-ში შევდივარ ვისაც მათი ეშინიათ, განსაკუთრებით ძაღლების და კატების. უნივერსიტეტიდან კურსელები სახლში ვბრუნდებოდით არ ვიცი საიდან, მაგრამ ჩემს წინ უშველებელი ძაღლი გაჩნდა, ზუსტად ისეთი საყვარელ ფილმებში რომაა „ოჯახის ძაღლი“ დიდი ფუმფულა ბეწვით. შიშის ზარებმა დაიწყეს რეკვა. გაშეშებამდე უნებურად ავიქნიე ხელი და ჩემი მობილური ჯიბიდან შურდულივით გავისროლე, არ ვიცი ეს რა ინსტიქტი იყო. ტელეფონი რომ ვესროლე. რა თქმა უნდა ამით თავის დაცვა არ მიფიქრია. საკმაოდ პატიოსანი ცუგა ყოფილა ზედმეტად არც კი იკადრა ჩემკენ მოეხედა, კუდი ასწია და ქედმაღლურად შეუდგა სიარულს თითქოს თავი მოიწონა, რომ შემაშინა. ეს არ მეყო და ახლა შენობის კუთხიდან გადმოხტა საშუალო ზომის თეთრი ძაღლი, რომელიც ყეფა-ყეფით მოდიოდა, ამჯერად ხელების ქნევა არ დამიწყია, თუმცა იმხელა ვიყვირე ძაღლს შეეშინდა და გაიქცა.
სახლში ყოველთვის კიბით ავდივარ, რადგან ლიფტში შესვლის მეშინია. ერთხელ გავიჭედე და რის ვაი ვაგლახით ძლივს გავხსენი კარი, რომ გამოვქცეულიყავი, ყვირილსაც აზრი არ ჰქონდა, არავინ იყო. შესაბამისად მთელ რვა სართულს სიხარულით ჩავირბენ და დიდი ქშენით ავირბენ ხოლმე. მესამე სართულზე ჩი-ხუა-ხუა ცხოვრობს, მოგეხსენებათ პატარა და საყვარელი ცხოველია. კარი ღია იყო და ფეხის ხმაზე გამოვარდა, ისე შემაშინა ცეროდენამ გული ამოვარდნას მქონდა. კიდევ კარგი მისი პატრონიც იქ იყო, თუმცა უშედეგოდ ცდილობდა იატაკის საწმენდი ჯოხით მის სახლში შეყვანას. იმდენად პატარა იყო, რომ ადვილად უსხლტებოდა ხელიდან. როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ შეიყვანა და ისე ჩავირბინე სამი სართული და ისე აღმოვჩნდი წამებში გარეთ ვერ მივხვდი. ამის შემდეგ დიდი სიფრთხილით ავდივარ ხოლმე მაგ სართულზე ეს არ მეყო და ზუსტად იმავე სართულზე შავმა კატამ ყავისფერ ზოლებში დაიდო ბინა. გაშტერებული ზის კიბის თავში და ისე მიყურებს თითქოს ერთი ნაბიჯიც და მეცემა. მოვახერხე მისი გამოტყუება ლიფტისკენ, რომ ავსულიყავი. ახლა ყოველდღე იქ ზის, ისევ ისეთი ქოფაკი თვალებით მიცქერს, რომ სადაცაა ნაბიჯი გადავდგა და მიკბენს. დიდი მწვანე თვალები აქვს და ყოველთვის თვალებში ვუცქერ, ვუცქერ და ვთხოვ უსაფრთხოდ გამატაროს, რომ შინ მშვიდობით მივიდე.
***
მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ ვიცი უეცრად ჩემთან საიდან გაჩნდნენ გადავწყვიტეთ ბუნებაში გაგვესეირნა და ამავდროულად ზაფხულის ცხელი დღეებისგან ხეების ფოთოლთა შრიალით გავგრილებულიყავით. ფეხით სეირნობა ავირჩიეთ და პიკნიკისთვისაც მოვემზადეთ. გზად მიმავალს წითელი საეჭვოდ გაჩერებული მანქანა შეგვხვდა, რომელიც როგორც ჩანს პატრონს გაფუჭებოდა და მის შეკეთებას გულდასმით ლამობდა. გვერდი ჩავუარეთ, მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა კაცი, რომელიც თვალს ჩუმად ჩვენსკენ აპარებდა და ვითომდა მანქანის ძრავას ამოწმებდა, საშინლად საზარელი სახე ჰქონდა, ისეთი ერთი შეხედვით რომ თავზარი დამეცა. ვერ ვიტყვი, რომ მასზე საშინელი არაფერი მინახავს, თუმცა წამიერად მისმა მზერამ შიშის ზარი დარეკა ჩემს თავში. ზედა ტუჩი ცხვირთან ისე ჰქონდა ამობურცულად მიმაგრებული გეგონებოდა მისი თეთრი, ბავშვივით კანი რომელიმე ჩვილს მოპარა და მიაკერესო. თვალები წვრილი და მგელივით ანთებული, თმა თეთრი და ზღარბის ეკლებივით ფეხზე დამდგარი. ჩემს მეგობრებს გადავხედე, აღელვება არცერთს არ ეტყობოდა, როგორც ჩანს მხოლოდ მე შევხედე სხვაგვარად და ჩემშც შიშმა უმალვე გაიღვიძა. შესაძლოა ჩემი შიში უბრალოდ ცრუ განგაში არ იყო, როგორც ჩანს მანიაკთან გვქონდა საქმე, რომელიც არ ვიცი რატომ აგვედევნა. ცოტა მანძილი რომ დავფარეთ ჩემი ეჭვები არ ნელდებოდა, მუდამ უკან ვიყურებოდი და ვცდილობდი ამომეცნო რას აკეთებდა „თეთრი ზღარბი“ - ეს სახელიც მომენტალურად მომაფიქრდა. დავინახე როგორ ჩაჯდა პიკაპის გახუნებულ წითელ ჯიპში, რომელიც ჩვენსკენ შემოტრიალდა და ნელი სვლით აგრძელებდა ჩვენსკენ მოძრაობას. მის უცნაურობაზე საუბარი დავიწყე, ერთის მხრივ დამეთანხმნენ მაგრამ შემდეგ თითქოს სისულელედ ჩამითვალეს.
ტყეს მივუახლოვდით. მხოლოდ ჩვენ არ გადაგვიწყვეტია ბუნების წიაღში განტვირთვა, ჩვენგან მომშორებით ოჯახი ისვენებდა. ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. ბავშვები დაახლოებით ხუთი-შვიდი წლის იქნებოდნენ. პატარა გოგოს ყვითელი კუბოკრული კაბა ეცვა, ბიჭს ცისფერი მაისური და ჭაობისფერი შორტი.
დრო ნელა გადიოდა და ჩემი ფიქრები ისევ იმ კაცის ირგვლივ ტრიალებდა, ვფიქრობდი და თან მეშინოდა, ვშფოთავდი. თითქოს იმ ადგილას გაჩერება არ მინდოდა, ვერ ვისვენებდი და ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იმ ადგილს, მეგონა ჩემი ფეხითვე გადავდგი ჩემი სასიკვდილო ნაბიჯი და იმ ტყიდან ცოცხალი ვერასდროს გავაღწევდი. გახუნებული წითელი ფერის მანქანა თანდათან გვიახლოვდებოდა და ჩემი მღელვარებაც იზრდებოდა. საეჭვოდ ადევნებდა ყველა ჩვენს მოძრაობას თვალს და სავარაუდოდ ჩვენს შესწავლას ცდილობდა. შესაძლოა თავს საკმაოდ ბევრი ილუზიისა და ფიქრის საშუალებას ვაძლევდი ამიტომ მეჩვენებოდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი სხვაგვარად. მეგობრებისთვის აღარაფერი მითქვამს, არ მინდოდა ემოციებს ავყოლოდი და სიგიჟის ფაზები გამოეკვლიათ ჩემში, თან შესაძლოა ვცდებოდი და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო. ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა, სიმშვიდისა და განტვირთვისთვის წამოვედი და როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი. გადავწყვიტე გოგოებს მივხმარებოდი, კალათიდან სასუსნავების ამოლაგება დავიწყე, თუმცა გული ვერ დავუდე და შევეშვი, ისევ გოგონების ინაბარას დავტოვე. არც ბიჭებთან მინდოდა მისვლა, რომლებიც მწვადს წვავდნენ. უბრალოდ მარტო ყოფნა და საკუთარ თავში გარკვევა მსურდა. დაფიქრება იმაზე, რომ კაცი „Wrong turn”-დან მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია და მეტი არაფერი. არ ვიცი სად გაქრა ის წითელი მანქანა და არც ის ვიცი საით მიმიყვებოდა ჩემი უგზოუკლოდ დაკარგული ფეხები. სავარაუდოდ ტყის სიღმემდე მივაღწიე და შიგ შუაგულ ტყეში ამოვყავი თავი. ჩემს წინ გზა აღარ მიდიდოდა, დიდი საშინელი ხეებიდან საზარელი ფოთლების შრიალის ხმა ისმოდა, ხის ტოტები ირხეოდა თუმცა ნიავი არსაიდან უბერავდა. ამან ჩემში კვლავ შიშის გრძნობა გამოაღვიძა. წინ წასასვლელი არ მქონდა, ან უკან უნდა დავბრუნებულიყავი ან ჩემგან მარჯვნივ ღია სივრცისთვის შემეფარებინა თავი. თითქოს ჩემს წინ მდგომი ხეებისა და ხის ძირების უშველებელი ბალახებით დაფარული ხეებიდან ჯადოქრობა მოდიოდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი და ვერც ნაბიჯების გადადგმას ვცდილობდი. რაღაც ძალა მაიძლებდა გაშეშებულს ხეებისთვის მეცქირა. არ ვიცი ასე უძრავად რამდენხანს ვიდექი, ვერც იმას ვიტყვი იმ დროს ჩემი ფიქრები სად დაიკარგნენ თუმცა ვიცი რომ რაღაცამ ნამდვილად მაიძულა გაუნძრევლად ვმდგარიყავი ორი მოხუცი, ვეებერთელა ხის წინ და არაფერზე მეფიქრა. ყვავის საშინელმა ჩხავილმა გამომარკვია, ვერ გადამეწყვიტა გზა გამეგრძელებინა თუ უკან დავბრუნებულიყავი. გავყურებდი იმ ნათელ ადგილს, რომელიც მიზიდავდა და თავისკენ მიხმობდა, მერე კიდევ ერთხელ თვალი შევავლე ამ ვეებერთელა ხეებს, ხეების ძირში თვალი გამიშტერდა და გავშრი, ვგრძნობდი თვალები მიდიდდებოდა და სისხლი ძარღვებში მეყინებოდა. არ ვიცი საიდან, ჩემს წინ „თეთრი ზღარბი“ გაჩნდა. კი, ნამდვილად ის კაცი იყო, მისი სახე ისე მახსოვდა. ხელში მარყუჟის მსგავსი რაღაც ეჭირა და თავს ზემოთ ატრიალებდა, თითქოს რაღაცის დასაჭერად ემზადებოდა, სახეზე კი, იმ საშნლად გაფითრებულ სახეზე ღიმილი უთამაშებდა. რამდენიმე წამს ვუყურე, არაფერი უთქვამს და მეც არაფერი ვუთხარი. უკანმოუხედავად სირბილი დავიწყე, ოღონდ ამჟამად უკან დასაბრუნებელი გზა ავირჩიე, სადაც მეგობრები მეგულებოდნენ და ჩემს დახმარებას შეძლებდნენ. დიდი ხნის სირბილის შემდეგ შევჩერდი და უკან გავიხედე, ვიფიქრე იქნებ ეს ჩემი წარმოსახვაა და არც არავინ ყოფილა და არც არავინ გამომკიდებიათქო, მაგრამ ის კაცი ჩემსკენ მორბოდა იმავე მარყუჟით, დავინახე როგორ ისროლა და როგორ დაეცა ჩემს ფეხებთან, გრძელი ეკლიანი, დრეკადი ჯოხი. ყოველივემ უფრო ძლიერ ამაღელვა და სირბილი განვაგრძე, ჩემს ირგვლივ თითქოს სივრცე პატარავდებოდა და ამ დახუთულ სივრცეში სუნთქვა მიჭირდა, რაღაცას დავეჯახე და დაბნელდა.
***
თვალებს ვახელ და ვხედავ მეგობრები დამტრიალებენ თავზე, თითქოს რაღაც საშინელს უყურებენ და ფორიაქობენ. თავი ცოტა მტკიოდა, თუმცა წამოჯდომას და ირგვლივ სიტუაციის შესწავლას ვახერხებდი. შიში თითქოს სადღაც გაქრა, თუმცა რას მელაპარაკებოდნენ არ მესმოდა. ჩემი თვალები და ყურები სხვა რაღაცას ეძებდა და სხვა რაღაცის გაგონებას ცდილობდა. სიწყნარე იყო, მხოლოდ მათი ჩემდამი ლაპარაკი არღვევდა მყუდროებას. როდესაც დავრწმუნდი რომ ამ მომენტისთვის საფრთხე არ მემუქრებოდა მხოლოდ მაშინღა გადავწყვიტე მეგობრების კითხვებისთვის გამეცა პასუხი.
საბოლოოდ, ყველაფერი მოვუყევი და გაშტერებული თვალებით შემომცქეროდნენ, ვერცერთს ვერ გაეგო საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა თუ უბრალოდ შევიშალე. არ ვიცი დაიჯერეს თუ არა, მაგრამ აშკარად დააფიქრა თითოეული მათგანი ჩემმა ნაამბობმა, თუმცა ის ფაქტი, რომ მე ვინმე მომდევდა არ დადასტურდა.
ჯოჯოხეთის პირისპირ
ბოლომდე მჯეროდა, ეს კაცი ჩემი გამოგონილი არ იყო და რაც ხდებოდა ნამდვილად ხდებოდა. თითქოს ყველაფერი დალაგდა, დავსხედით მინდორზე, ვიცინოდით, ვსაუბრობდით, ვმღეროდით. თავს ამ ყველაფრის გაკეთებას ვაიძულებდი, რათა ჩემი ფიქრები ისევ იმ უკუნეთში არ გაქცეულიყო და კვლავ შიშს არ მოეცვა ჩემი სხეული. ბავშვები ტბის პირას დარბოდნენ, დავინახე და თვალმა ცრემლი ვერ შეიკავა. ჩემი თვალები მოწმე გახდა როგორ გადაეჭრა პატარა ბიჭს ყელი მავთულზე და როგორ შეეშხეფა სისხლის წვეთები პატარა ყვითელ კაბას. ყვირილი, ტირილი, სირბილი და გლოვა ერთნაირად დაგვატყდა.
- შეხედეთ! წამოვიყვირე. ის კაცი დაბრუნდა. ვერ ვაიძულებდი თვალებს დაენახა ის რისი დანახვაც არ სურდა. დედის გულგამგმირავი ყვირილი ტყეს აზანზარებდა. მე მიახლოება არ შემეძლო, არ შემეძლო მივსულიყავი და იმ საზარელი კაცის სახე კიდევ უფრო ახლოდან დამენახა. ზუსტად ვიცოდი, ყველაფერში ის იყო დამნაშავე. თვალებს მაგრად ვხუჭავდი, სახე მეჭმუჭნებოდა, წივილი სულის კიდემდე აღწევდა. მოთმინება დავკარგე და თალები გავახილე.
- ღმერთო ჩემო!
- ჯანდაბა. ვიღაცამ დაიყვირა.
„თეთრი ზღარბი“ ხერხით ცდილობდა ბავშვისთვის ყელის ბოლომდე გადაჭრას. მიახლოებას ვერავინ ბედავდა. დედა შეშლილი თვალებით ჩააფრინდა საზარელი კაცის ხელებს, საშინელი სანახაობა იყო. ქალი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა უკვე ამ მონსტრისგან. ბიჭს, ლურჯ პერანგზე სისხლის ლაქები დააჩნდა, ბავშვის თავი მანქანაზე შეაგდო. ქალს ხელი გადაუხერხა და კოჭში ქვა ჩაარტყა. ყვითელკაბიანი გოგონა მამამ ხელში აიტაცა და უკანმოუხედავად სირბილი დაიწყო.
- გაქცევის დროა. ყვირილს არ წყვეტს მონიკა და გარბის. მეც გავრბივარ და ახლა უკვე ყველა გარბის, თუმცა სად მივდივართ არავინ იცის.
- კანიბალი ნაბიჭვარი. ვყვირივარ და მიწაზე ვენარცხები. სირბილი აღარ შემიძლია და სუნთქვა მიჭირს. სანდრო მეწევა და ჩემს წამოდგომას ცდილობს. არ ვიცი სიტყვები სად დაგვეკარგა, ვერავინ ბედავდა რაიმე ეთქვა. თითოეული ჩვენგანი შიშმა შეიპყრო.
არ ვიცი რამდენი ვირბინე და სად ვიყავით. ტყე არა და არ მთავრდებოდა, ქვისგან აშენებულ სახლს მივადექით, ადამიანის არანაირი კვალი არ ეტყობოდა, უფანჯრო და უკარებო, საერთოდ უყველაფროდ გამოიყურებოდა, გაძარცული ბინასავით. ბიჭებმა სახლის გარშემო დაათვალიერეს და საეჭვო ვერაფერი ნახეს.
- არ შეხვიდეთ! ვიყვირე.
- რატომ? გამომესარჩლა ლიზა.
- ვფიქრობ, ამ ადგილის შესახებ იცის, ის მოგვაგნებს.
- დიდი ალბათობით ეგ შესაძლებელია, მაგრამ გზას ვერ გავაგრძელებთ მზე უკვე ჩადის. წყნარად ახსნას ცდილობდა რატი.
შენობა შიგნიდან სულაც არ გავდა უცხოვრებელს. რა აღარ ეყარა. შესაძლოა რამე გამოსადეგარი ნივთიც გვეპოვა რომ მოგვეძებნა. ერთმანეთის მიყოლებით ძველი ნივთების გორები იდგა, ნაგავსაყრელს მოგაგონებდა. მეორე სართული მეტად ჩაბნელებული და დიდი ხაფანგებით სავსე იყო.
- ხომ გითხარით ამ მანიაკმა იცის ეს ადგილი.
- უბრალოდ დაწყნარდი. მამშვიდებდა სანდრო და თავის დამშვიდებასაც ცდილობდა.
- აქ დარჩენა სახიფათოა, განაგრძობდა ლიზა.
- მაგრამ სად წავიდეთ? იქნებ გზაში შეგვხვდეს და მერე რას ვშვრებით? არ ნებდებოდა რატი.
- და ფიქრობ, რომ აქ დარჩენა და იმაზე ფიქრი რომ ყოველ წამს შესაძლოა მოვიდეს გამოსავალია?
- და გზაში რომ გადაგეყაროს შეძლებ გაქცევას?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რატი, გეყოს. საბოლოოდ გადაწყვიტოთ რა ვქნათ, ვრჩებით და ყოველ წამს ყოველი მხრიდან ველოდებით დარტყმას თუ გავრბივართ და ვიმალებით მისი გამოჩენისას? ჩემი სათქმელი ვთქვი და ცივ ბეტონზე დავეშვი დასაჯდომად.
- ბნელდება, გადაწყვიტეთ. ჩურჩულებს ლიზა.
რადგან საუბრით ვერ შევჯერდით კენჭი ვყარეთ ვის რა ერჩივნა, ხმების მეტი რაოდენობით გზა უნდა გაგვეგრძელებინა, ხოდა ასე მეც უფრო მშვიდად შემეძლო გავქცეულიყავი, ვიდრე იქ იმ გამოქვაბულში ვმჯდარიყავი და თვალები გადმოყრაზე მქონოდა. ტყე სად მთავრდებოდა და მის იქით გზა იყო თუ არა არავინ ვიცოდით. თითქმის არ ვლაპარაკობდით, უბრალოდ ნელი ნაბიჯით მივუყვებოდით ჩვენს წინ მიმავალ ბილიკს. სიარულში უცებ დაბნელდა. არც ფანარი გვაქვს და არც რაიმე სხვა ნივთი, უბრალოდ მივყვებით სანდროს და ამ მომენტში ყველა ერთმანეთს ვენდობით. სულ პატარა შრიალის ხმაზეც საშინლად გვეშინია და ვფიქრობთ რომელი მხრიდან შეიძლება გამოხტეს და ხერხით წაგვაცალოს თავი. თუმცა ახლა იმაზე ფიქრს, რომ საიდანმე შესაძლოა წინ გადაგვეღობოს საკუთარ თავს უნდა შემოვუძახო და მხოლოდ გადარჩენის გზას მივმართო, ვიარო წინ და გაფართოებული თვალებით, შიში გავწიო გვერდით და მამაცურად გადავდგა ნაბიჯები.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიარეთ და კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გვევლო, საგრძნობლად დავიღალე.
- იქნებ შევისვენოთ? ყველა გაჩერდა, დაფიქრდნენ და მხოლოდ მათი ქშინვა ისმოდა.
- შრრ...
- გაიგონეთ? საფრთხე ვიგრძენი.
- რა ხდება? - ტირილით გვეკითხება მონიკა.
- ყველანი გაჩუმდით! ბრძანებლური ტონით გვეუბნება სანდრო და იმდენად სიჩუმე ჩამოვარდა არც ჩვენი ოხვრისა და დაღლის ხმა ისმოდა.
შრიალიც სადღაც გაქრა. შესაძლოა რომელიმე ცხოველი იყო. ახლა ყველაფერი, ყოველი სხვანაირი სუნთქვაც კი გვაშინებდა. უშველებელი მთვარის ნახევარსფერო გვინათებდა ტყის გაუკვალავ გზას. იმდენად ახლოს და ამავდროულად იმდენად შორს იყო ჩვენგან. რამდენიმე საათი სიჩუმეში გავატარეთ, მხოლოდ ხმელ ფოთლებს გაჰქონდა ტკაცატკუცი ფეხის დაბიჯებისას. მწყურვალი ადამიანი მგელივით მშიერია, თვალები ყვალგან წყალს ეძებდა და ყურები მუდამ წყლის ხმის გაგონებას ცდილობდა. აი ისიც, წყლის ხმა მომესმა საიდანღაც, ნელი ნაბიჯით გავუყევით მთვარით განათებული ტყის შეუვალ ბილიკს, ნელა ჩავედით კლდის ფერდობზე და წყალი ჩვენს ფეხებთან აუღელვებლად მიედინებოდა. რა წყალი იყო და როგორი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სადაცაა ტუჩები დამისკდებოდა. მოწყურებული თევზივით დავეწაფე და ჩემს წინ მუქი სილუეტი ფაგართოვდა. გვერდით ჩაცუცქულ ლიზას იდაყვი ვკარი, რათა უხმოდ დამორჩილებოდა ჩემს მინიშნებას. ეს არ იყო მდინარე და არც ახლოს იყო ჩანჩქერი, მაგრამ ჩვენს წინ იყო შენობა, სახლი საიდანაც პატარა ფანჯრიდან ყვითელი სინათლე თვალს აპარებდა. ახლაც მეშინოდა, იმაზე უფრო მეტად ვიდრე მაშინ, როცა დამედევნა, თუმცა ახლა მარტო არ ვიყავი. სიბნელეში კარგად ვერ ვხედავდი ვინ სად იდგა, თუმცა ვიცოდი ხუთივე ერთად ვიყავით ამიტომ ჩუმად დავიწყე.
- ემოციებს არ აყვეთ, უბრალოდ სანამ დროა აქაურობას გავერიდოთ.
- რამე შენიშნე ლილი? - იგივე ჩურჩულით მკითხა სანდრომ.
- ჩვენს წინ სინათლეა და... სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე და უბრალოდ გავჩუმდი.
- ამის დედაც! ჩურჩულითვე თქვა სანდრომ.
- ახლა საით? აკანკალებული ხმით გვეკითხება მონიკა და ხმაში ბზარები ეტყობა.
არცერთს არანაირი იდეა არ გვაქვს. ყველაზე უარესი ისაა, რომ სტრესულ სიტუაციაში თავის კონტროლი გიჭირს და ვერც გადარჩენაზე ფიქრობ. მთავარი იყო სიწყნარე შეგვენარჩუნებინა, შიში დაგვევიწყებინა და გადარჩენის გზებზე გვეფიქრა. ფრთხილი ნაბიჯით მივტრიალდით უკან, სასწაული იქნებოდა ამ სიბნელეში გზისთვის მიგვეგნო და ამ განვლილ გზაზე მანიაკი არსად გადაგვყროდა.
საკმაო ხანი ვიარეთ. ფეხები მტკიოდა, მაგრამ იმის შიში რომ ვიღაც ნაბიჭვარი შესაძლოა ჩემს მოსაკლავად მოდიოდა გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა. ისევ იმ შენობის წინ აღმოვჩნდით. მგონი ამ ტყეს ერთი ბილიკი აქვს და ამ ბილიკზე სიარულისას ერთიდაიმავე ადგილას აღმოჩნდები, საბედნიეროდ ის მაინც მამშვიდებდა, რომ აქ სინათლე არ ენთო და არც არავინ იქნებოდა შიგნით.