ცხოვრების სასჯელი
ცხოვრების სასჯელი
ავტორი:ლანდა ქარდავა.
ცხოვრების სასჯელი
შესავალი
ჩვენი სიყვარული სწორედ ამ დღეს დაიწყო...
ნოე
25 ნოემბერი სამშაბათი.
თავი პირველი
რთულია შეიყვარო, როცა თავადაც არ გესმის სიყვარული, როცა თავად ხარ სიცივეს შეჩვეული. იმ დღეს დავინახე გოგო,მოციმციმე თვალებით და ლამაზი ღიმილით, რომელიც ყველას ღიმილით ეგებებოდა და როცა მომიახლოვდა აი აქ დაიწყო ყველაფერი...
- რას მიირთმევთ?
- მე მეკითხებით?
- დიახ თქვენ.
- წყალი,წყალი თუ შეიძლება.
- ახლავე მოგართმევთ.
- ენჯელი?
- უკაცრავად?-შეცბა
- თქვენ ენჯელი გქვიათ? - ბეიჯზე თითის მიშვერით ვანიშნე.
- არ მაქვს უფლება კლიენტებთან საუბარი წამოვიწყო,თუ ეს სამსახურს არ ეხება მაპატიეთ.- მოგრძალებით გამიღიმა და წავიდა.
არ მინდოდა უარესდ დამებნია და გავეცალე იქაურობას მთავარია მახსოვს,მახსოვს და მორჩა, მაგრამ როგორ განვაგრძობდი მასთან ეს უკვე ვეღარ გამეგო პირველად ვგრძნობ ასეთ რამეს ასეთ უცნაურ რამეს ჩემს ცხოვრებაში. ისეთი ლამაზია,რომ მისი სახე თავში მიტრიალებს თმა ქერად შეეღება, თმის ერთი მხარე კი ნახევრად ცისფრად ჰქონდა. თვლები ღია თაფლის ფერი? კი, კი ასეა ღია თაფლისფერი...ბავშვს ჰგავს ისეთი ფერადი და მხიარული იყო მისი გარეგნობაც კი საკამრისი აღმოჩნდა მისი სულიერი სამყაროს გასაცნობად. ცისარტყელას ჰგავს, რომელიც არასდროს ქრება, მისი ტუჩები, თვალები სახის ნაკვთები არაფერი გაქრება ჩემი გონებიდან არ გაქრება... ვერ ვხვდები რა მემართება მე ვსაუბრობ გოგოზე? მე ვფიქრობ იმ ადამიანზე, რომელიც სულ რაღაც ხუთი წუთით ვნახე. ასე რატომ ჩამრჩი გონებაში რატომ?! და ამ ყველაფერთან ერთად საკუთარ თავთან გავმართე დიალოგი? არ ვიცი ამ ჩემთვის უცნაურ გრძნობს რა დავარქვა სიყვარული? ნუთუ ეს არის სიყვარული? არა, არ ვიცი არაფერი ვიცი... ეს გრძნობა ძალიან უცნაურია ძალიან, უცნაური და ამავდროულად უცხო. მე მისთვის ვერაფერს შევძლებ, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია. იმდენად ეგოისტი ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად მინდა ჩემი ერქვას მხოლოდ ჩემი... მგონი გავგიჟდი ჭკუიდან შემშალა ერთ დღეში მოახერხა ჩემი ასეთად ყოფნა. ამის დედაც ნოე, შენ შეგიყვარდა....
ენჯელი
25 ნოემბერი სამშაბათი.
შუა მაგიდასთან წყალი უნდა მიმეტანა, მაგრამ კლიენტის ნაცვლად ცარიელი მაგიდა შემრჩა... არა, არა მგონი მოჩვენებები დამეწყო მას გამოველაპარაკე მეტიც სახელით მომმართა. ღმერთო სად გაქრა? მაგიდის ვწმენდდი და ქაღალდის ნაგლეჯი დავინახე, რომელშიც ეწერა „ ნ“ ეს რას ნიშნავს? რა უცნაურია იქნებ მართლა მომეჩვენა? გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი და ცოტა დამესვენა ვხედავ ნინა როგორ მიახლოვდება, მაგრამ ისიც ორად მეჩვენებოდა.
- ენჯო, კარგად ხარ?
- კი,კი კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დავიღალე.
- მე შეგვცლი და სახლში წადი.
- მადლობა ავანაზღაურებ გპირდები.
- სახეზე ფერი არ გადევს დარწმუნებული ხარ, რომ მართლა კარგად ხარ?- მკითხა აღელვებულმა.
- კი,კარგად ვარ, რაღაც მინდა გკითხო შუა მაგიდასთან მჯდარი, შავებში ჩაცმული, აპრეხილი შავი თმით ხომ არ გინახავს ვინმე ასეთი?
- აქ იმდენი ადამიანი შემოდის ყველა ერთმანეთში მერევა ხოლმე.
- ელეგანტურად ეცვა, წვერი ერთ ზომაზე ჰქონდა მუქი თაფლისფერი თვალები... - შემაწყვტინა.
- შენ ხომ არ გაგიჟდი რა თვალები რა ელეგანტური რა გჭირს ხომ კარგად ხარ?
- არ ვიცი, იმედია კარგად ვარ, სჯობს წავიდე.
- კარგი, მოიცადე ერთი წუთით ხელში რა გიჭირავს?
- არა,ისეთი არაფერი... - წინსაფარი მოვიხსენი და ნაჩქარევად გამოვედი.
ქუჩაში ვეძებდი, ყველას თვალს ვადევნებდი იქნებ სადმე მენახა,მაგრამ არა, არსად იყო გაქრა მოჩვენებასავით. ზუსტად ვიცი, წყალი შეუკვეთა დაბნეულმა, ბოხი და ხრიწიანი ხმა ჰქონდა ისეთი იყო არავის, რომ არ ჰგავდა საერთოდ არავის...შეწყვიტე, ენჯელ შეწყვიტე ფიქრი და გამოდი შენი ფანტაზიიდან საკმარისია! ფიქრებისგან თავი ადვილად,რომ დამეღწია გზად ფოტოსურათების გადაღება გადავწყვიტე ფოტოაპარატიც სულ თან დამქონდა და ყველაფერს ვუღებდი, რაც ლამაზი და ფერადია მიყვარს ჩემი პროფესია და ყველაფერი ის, რაც მასთან კავშირშია. ფოტოგრაფია ყოველთვის მომწონდა და შესაბამისად ჩემს პროფესიადაც იქცა. ამასობაში სახლის კარს მივადექი და როგორც იქნა მშვიდობით დავბრუნდი. სახლში მშობლებთან ერთად ვცხოვრობ დედისერთა ვარ, მაგრამ ამისდა მიუხედავად არასდროს ვყოფილვარ განებივრებული ეგოისტად არ მზრდიდნენ მშობლები. თვრამეტი წლის როგორც კი გავხდი მეც მსურდა, როგორც ყველა ახალგაზრდას ცალკე საცხოვრებლად გადასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ არ დამრთეს ამის ნება. მინდოდა ფოტოგრაფიის გარდა დამატებითი სამსახური მქონოდა და მიმტანად დავიწყე მუშაობა პატარა,ფერად და მყუდრო კაფეში რა თქმა უნდა მშობლების თანხმობით. დედამ დამიძახა და მეც მისკენ გავემართე.
- ენჯელ, ეს შენს ქურთუკში ვიპოვე ვინ არის „ნ“?
თმები ყალყზე დამიდგა ძალიან დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა.
- ქუჩაში ვიპოვე დედა,უბრალოდ ქაღადის ნაგლეჯია.
- მაშინ ქურთუკში რატომ გედო გზად ნაგვის ურნა არსად შეგვხვდა?
- რა მოხდა დედა დაკითხვაზე ვარ? ისედაც დაღლილი ვარ ძალიან გთხოვ დასვენება მინდა ოთახში შევალ თუ თავისუფალი ვარ რა თქმა უნდა.
- შედი,მაგრამ იცოდე თუ რამეს მიმალავ...
- არაფერს გიმალავ.- ქაღალდის ნაგლეჯი ავიღე და ჩემი ოთახის კარიც შევაღე.
არამგონია დაეჯერებინა ეს უაზრო ტყუილი, მაგრამ დედამ ისევ გამახსენა ვიღაც სრულიად უცხო და ძალიან უცნაური კაცი, რომელიც 34-35 წლისა იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შემოდის კაფეში, მაგრამ არცერთი მოქცეულა ასე უცნაურად... სახეების დამახსოვრება კარგად გამომდის, რაც ჩემი პროფესიის დამსახურებაა. მაღალი ჩანდა, ძალიან სიმპათიური და უცხო გარეგნობის იყო. ყველასგან რომ გამოარჩევდი. არ ვიცი ნეტავ ვინ არის? ეს ვიღაც „ნ“ ასე რომ დამაბნია არამგონია მოჩვენება ყოფილიყო...
ნოე
27 ნოემბერი ხუთშაბათი.
თავი მეორე
იქნებ წავიდე ისევ იმ კაფეში და მისი ნახვა შორიდან მაინც მოვახერხო? ნეტავ ნახა მოკლე წერილი, რომელიც დავუწერე მოკლე კი არა,გრძელიც არავისთვის დამიწერია. ისევ ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც სამშაბათს მეცვა ღმერთო რას ვაკეთებ? გზა ძალიან გაიწელა არ ვიცი მე მეჩვენებოდა ასე თუ მართლა ასეა. მივადექი კაფეს როგორც იქნა. სადაც ჩემი ენჯელი მუშაობდა „ჩემი ენჯელი? არ მინდოდა შესვლა ასეც კარგი იყო ძალიან, კარგი მისი შორიდან ნახვა. ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ახლოს იყო ჩემთან. შორიდან ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი სილამაზის დანახვით და უცებ მან შემომხედა და ვხედავ ჩემკენ როგორ მოემართება დაბნეული,ვეცადე თავი ამერიდებინა და წასასვლელად გავემართე და შემომესმა ლამაზი და ნაზი ხმა.
- არ გაბედო და არ გაიქცე! - როგორი ნაცნობი სიტყვებია გავიფიქე.
- მე მეძახდით?
- დიახ,თქვენ.
- აქ რას აკეთებდით?
- რასაც სხვები აკეთებენ.
- სხვები შიგნით სხედან და მიირთმევენ თქვენგან განსხვავებით, მიმტანებს ჭიქა წყლით არ ტოვებენ და არ ხვდებათ ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით „ნ“.
მივუახლოვდი ნელი ნაბიჯებით, ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის სუნთქვას ვისმენდით. მის შარვლის ჯიბეში ძალიან ნელა ჩავყავი ხელი და ქაღალდის ნაგლეჯი ამოვაცალე.
- რას აკეთებთ?
ხელი მკრა და კედელზე მიმანარცხა, არც უგვრძნია როგორ ამოვაცალე ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი.
- ეცადეთ ყურადღებით იყოთ ჯერ კიდევ დასრწიან მძარცველები ქალაქში... ყურადღება ყოველთვის გმართებს. ეს კი არ დაკარგო, რაიცი იქნებ ვინმე გაგახსენოს უბრალო ქაღალდის ნაგლეჯმაც კი....
- შენობითზე რატომ გადახვედით მე თქვენ ხომ არ მიცნობთ?-მკითხა.
ზურგი ვაქციე და წასასვლელად გავემართე მის მზერას კი მაშინაც ვგრძნობდი როცა ზურგით ვიდექი.
- იდიოტი! - მომაძახა
- მესმის. - მეც სიტყვა არ შევატოვე და ხელიც ავწიე დამშვიდობების ნიშნად.
27 ნოემბერი ხუთშაბათი.
ენჯელი
- იდიოტი, ვირი!
- ენჯო, რას შვრები შესვენება გაქვს?
- არა. - ისე გაკვრით ვუპასუხე გეგონება ნინაზე ვიყავი გაბრაზებული.
- რა გჭირს ვინ გაგაბრაზა ასე?
- არავინ არაფერია.
- ვერ გცნობ ეს ბოლო დღეებია.თვალი ჩამიკრა და წავიდა.
შარვლის ჯიბეში ჩავყავი ხელი და ისევ ის ნაგლეჯი შემრჩა ხელში გადავწყვიტე გადამეგდო, მაგრამ მისმა სიტყვებმა შემიშალა ხელი და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სულ თან დამქონდა და ვერ ვიშორებდი არ მეგონა ოდესმე თუ უბრალო ქაღალდი გამახსენებდა ადამიანს. ისეთ ადამიანს, რომელსაც არც კი ვიცნობ. სამუშაო საათი დასრულდა და მეც გავემართე სახლში წასასვლელად და შემომესმა ხმა...
- ხომ ხედავ არსად წავსულვარ.-შევტრიალდი.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- გაფრთხილებ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.
- მე შენთვის არ მიკითხავს რა გიყვარს, ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ ვინ ხარ?„ნ.“
- თუ ნებას მომცემ სადღაც წაგიყვან.
- მხოლოდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მეტყვი ვინ ხარ.
- წავედით.
სრულიად უცხო ადამიანთან ერთად მივდიოდი მანქანით, გზაც კი არ მეცნობოდა და აი აქ უკვე ძალიან შემეშინდა იქნებ მანიაკია? ვის მიჰყვები ენჯელ ან სად მივდივარ? ღირსი არ ხარ ახლა, რომ მოგკლას? ღმერთო შენ მიშველე...
- მანიაკი არ ვარ ნუ გეშინია.
- შეიძლება გამიჩერო?
- მანიაკი არ ვარ-მეთქი.
- არა,რას ამბობ ეს რა შუაშია.
- იმაში, რომ ზედმეტად ხმამაღლა ფიქრობ.
პირზე ხელი ავიფარე ასეთი რამ პირველად მემართება. მგომია, რომ ჩემთვის ვფიქრობ და თურმე რაღაცებს ვბოდავ მის გასაგონად. სჯობს გავჩუნდე ან მუსიკას მაინც მოვუსმინო.
- შეიძლება მუსიკა ჩავრთო?
- არა.- მიმიგო მკაცრად
- რაიყო, მუდო ხარ?
მისი სიჩუმე კიდევ უფრო მაშინებდა და ვარჩიე ყურსასმენით მომესმინა მუსიკისთვის და ამასობაშიც ჩამეძინა...
ნოე
27 ნოემბერი ხუთშაბათი.
ისე ლამაზად ეძინა ვერ შევძელი გამეღვიძებინა და ხელში ავიყვანე მანქანის კარი კი ფეხის დახმარებით მოვხურე სახლში შევიყვანე და დივანზე წამოვაწვინე, გადავაფარე,რომ არ შესცივდეს. ვუყურებდი, ძალიან დიდხანს და ვუსმენდი როგორ სუნთქავდა მინდოდა ეს ღამე არ დამთავრებულიყო... ვიტყოდი სიზმარში ვარ-მეთქი, მაგრამ სიზმარიც კი არასდროს მქონია ასეთი. ვხედავდი როგორ იღვიძებდა და მზერა ავარიდე და სანამ ის მკითხავდა რამეს მე წამოვიწყე საუბარი.
- ჩემთან ხარ სახლში, არ შეგეშინდეს.
- სახლში წამიყვანე სახლში მინდა.
- შუა ღამეა სად უნდა წაგიყვანო?
- მერე რა, აქ არ დავრჩები!
- გპირდები, როგორც კი გათენდება მე წაგიყვან-შევეცადე დამემშვიდებინა.
- მპირდები?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- მშია.
ისე მიყურებდა თითქოს მხოლოდ ჩემი იმედი ჰქონდა და სხვა არავისი...სამზარეულოში შევედი და ტოსტი მოვუმზადე და მაგიდასთან მივუტანე. მისაღებ ოთახში არ დამხვდა.
- ენჯელ?
- აქ ვარ, აბაზანას ვეძებდი და მივაგენი შენგან განსხვავებით არ გავქცეულვარ.
- არც მე გავქცეულვარ, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.
ისე ჭამდა თითქოს ერთი თვეა უჭმელია და თან ლაპარაკობდა. ნეტავ, არ იღლება ამდენი ლაპარაკით? მოსიარულე ენერგიაა.
- მმმ... ძალიან გემრიელია დიდი მადლობა.
- საერთოდ არ იღლები ამდენი ლაპარაკით?
- არა,მარტო მაშინ ვარ ჩუმად როცა მძინავს.
- არ გინდა ისევ დაიძინო?-თვალი ჩავუკარი.
- აქ შენ მომიყვანე, მოგიწევს ამიტანო.
- ვერ გაგაღვიძე და გადავწყვიტე აქ მომეყვანე.
- გამოსავალი გიპოვია.- თვალები დააბრიალა.
- რა გვარის ხარ ენჯელ?
- შენ ჩემი გვარი გაინტერესებს და მე შენი სახელიც არ ვიცი.
- დრო მოვა, და ყველაფერს გაიგებ.
- მე ენჯელი ვარ, ლოლაძე თვრამეტი წლის. ფოტოგრაფი და კაფეში მიმტანად მომუშვე, მიყვარს ფოტოსურათები რადგან ვთვლი, რომ ყველა ფოტოს აქვს თავისი ისტორია. მიყვარს ადამიანები, არ მაქვს ძალიან ბევრი საიდუმლო პრინციპში საერთოდ არ მაქვს. მიყვარს სიფერადე მოკლედ, რომ ვთქვა მიყვარს ჩემი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ. ისიც გითხარი რაც იცოდი... ჩვეულებრივი ვარ, უბრალოდ ენჯელი და მორჩა.-მხრები აიჩეჩა და გამიღიმა.
- შენ, უბრალოდ ენჯელი არ ხარ-ვთქვი ჩურჩულით.
- რატომ ჩურჩულებ ახალი მოდაა ჩურჩული?
- იქნებ იმიტომ ვჩურჩულებ, რომ არ მინდა გაიგო რაც ვთქვი.
- ძნელი მისახვედი არ იყო... -თვალები დააბრიალა.
- მობილური გირეკავს და იქნებ უპასუხო არ გაჩერებულა.
- და ახლა მეუბნები ამას?
- არ მინოდა შემეწუხებინე.
- ახლა გულის შეტევა დამემართება ორმოცდაათი გამოტოვებული ზარია დედაჩემისგან! შეგიძლია სატენი მათხოვო ელემენტიც ჯდება.
- არ მაქვს მობილური და შესაბამისად არც სატენი.
- ბატონო?-შემომხედა გაკვირვებით.
- რატომ გიკვირს?
- რა უცნაური ხარ, სახლიც ჩამუქებული გაქვს, სულ სიგარეტის სუნი დგას საერთოდ არ ანიავებ?
- ხვდები,რომ ახლა მლანძღავ?
- სიმართლის თქმა ლანძღვა არ არის.
- დაუკავშირდი დედაშენს ინერვიულებს.
- ჩემკენ შემოტრიალდი.
- რა? -შევხედე.
- სვირინგი გაქვს?
კისრის მარჯვენა მხარეს, სვირინგი შენიშნა წარწერა მქონდა, რომელიც ჩემსავით ამოუცნობი იყო.
- კიდევ ბევრი მაქვს.
- მაჩვენებ?
- არა.
- გამიკვირდებოდა „კი“ რომ გეთქვა.
- წიგნები მაქვს, თუ გინდა დაათვალიერე.
ხელი მივუშვირე იმ ოთახისკენ, რომელშიც უნდა შესულიყო.
თავი მესამე
ენჯელი
28 ნოემბერი პარასკევი.
ოთახში შესვლისას პირველი რაც დავინახე, რკინის ორ სართულიანი საწოლი იყო. წიგნის თაროები, ძალიან ბევრი წიგნებით. ამდენი წიგნს მხოლოდ ბიბლიოთეკაში თუ ვნახავდი. ორ სართულიანი საწოლი რად უნდა ის ხომ მარტო ცხოვრობს? ეს სახლიც მეუცნაურება და ამ სახლში მცხოვრებიც. წავალ იქნებ გავიცნო მაინც... ოთახიდან გამოვედი და დავინახე როგორ იდგა ზურგით და იხდიდა მაღალსაყელოებიან ზედას... ზურგზე, თითქმის მთელ სხეულზე ნაიარევი ჰქონდა, ზოგი ახალად მიყენებულ ჭრილობასაც კი ჰგავდა და უცებ ჩემკენ შემოტრიალდა მინდოდა უხერხულობა გამექარწყლებინა, მაგრამ ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს იმასაც კი რა მინდოდა აქ და საერთოდ რას ვაკეთებდი? სიჩუმე დადგა ჩვენ შორის... მინდოდა რამე ეთქვა და რაღაც მაინც გამეგო მასზე...
- არ მინდა ჩემი შეგეშინდეს. - თქვა მან.
- ძალიან ბევრი ნაიარევი გაქვს...- ვერ დავმალე ის განცდა რასაც ვგრძნობდი ამ წუთას.
- მე... -საუბრის წამოწყებას ცდილობდა.
- კარგი, არაფერი მითხრა ისედაც უკვე წასვლას ვაპირებდი. მადლობა ყველაფრისთვის.
არც კი მახსოვს კიბეები როგორ ჩავირბინე, სუნთქვა მიჭირდა... დილის ექვსი საათია ქალაქში სიჩუმეა სრული სიჩუმე... მე კი მივაბიჯებ დაბნეული და შეშინებული გონებაში კი სრული ქაოსი მაქვს... მობილურის ზარის ხმამ გამომაფხიზლა დედა მირეკავდა მეც არ დავაყოვნე და ვუპასუხე.
- დედა?-ვცილობდი მღელვარება არ შემემჩნია.
- სად ხარ?! მთელი ეს დროა გირეკავ და ვერ გიკვშირდები.
- მაპატიე,მართალი ხარ, სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი და ჩამძინებია.ახლა მობილურიც მიჯდება უნდა გავთიშო სახლში შევხვდებით.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა გავუთიშე და შინისკენ გავემართე... ვერ ვივიწყებდი მის ნაიარევით დაფარულ სხეულს... მის თვალებს, მზერას, რომელიც ჩემი დანახვისას ჰქონდა. ვიცი, რომ რაღაც ხდება და რაღაცას მალავს, მაგრამ ვერაფერს ვხვდები საერთოდ ვერაფერს... ახლა უფრო მეტადაც კი დავინტერესდი მისით ან საერთოდ რატომ მაინტერესებს ისეთი ადამიანი, რომლის სახელიც არ ვიცი, რატომ მაქვს მის მიმართ ასეთი უცნაური გრძნობა და რა ჰქვია ამას? შიში, გაურკვევლობა თუ ინტერესი? ვინ ხარ ნეტავ ვიცოდე და შემეძლოს შენში შემოღწევა. შენს ღრმა და ჩემთვის ძალიან უცნაურ სამყაროში.
სახლში,რომ მივედი ლაპარაკი არავისთან მსურდა და ოთახში შესვლა ვარჩიე. გადავწყვიტე დღეს სამსახურში არ წავსულიყავი. ნინა გავაფრთიხილე ჩემ ნაცვლად ემუშავა... მე კი მთელი დღე საწოლში ვწოლილიყავი და მუსკისთვის მომესმინა. თვალებს ვხუჭავდი და თვალწინ მედგა ყველაფერი ის, რაც დღეს დავინახე... მეშინია, მაგრამ თან მინდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ჩემს თავს ვერ ვცნობდი არ ვიცი რა მემართება. ჯიბიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯს ვუყურებდი ისე თითქოს, რამის გაგება შეიძლებოდეს ამ ნაგლეჯიდან. ყველაზე უცნაური ის არის,რომ ერთადერთი რამაა, რომელიც მას მახსენებს და მასზე მაფიქრებს. ჩემკენ როცა შემოტრიალდა მარცხენა ხელი მაჯამდე სვირინგით ჰქონდა დაფარული მარჯვენა ხელზეც შევნიშნე სვირინგი... მობილურს დავხედე და ნინა მირეკავდა ვუპასუხე
- ნინა, სამსახურში არ ხარ?
- არა,დღეს მეც არ წავსულვარ შენ სად გაქრი?
- არ მკითხო.- ღრმად ჩავისუნთქე და თმაზე ხელი გადავისვი.
- ვიღაც კაცი იყო მოსული ჩემთან.
- კაცი?
- ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება ითქვას.
- ნუ წელავ, მითხარი როგორ გამოიყურებოდა?
- მაღალი იყო, აი იმ კაცს ჰგავდა შენ რომ აღწერე იმ დღეს.
- რამე დაგიტოვა?
- კი, წერილს ჰგავს
- თუ ქაღალდის ნაგლეჯს?
- ნაგლეჯს უფრო, მოკლედ მთხოვა არ გამეხსნა და შენთვის გადმომეცა.
- ახლავე მოვალ.
სახლში დავუბარე მშობლებს,რომ დღეს ნინასთან ვრჩებოდი და ვუთხარი არ ინერვიულოთ-მეთქი. ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი, გული სწრაფად მიცემდა ვღელავდი, სუნთქვა მიჭირდა მეგონა ვიხრჩობოდი. როგორც იქნა მივედი ნინასთან.
- მომეცი!-ხელი ნაჩქარევად გავუწოდე.
- იქნებ ჯერ მომსალმებოდი.
- გთხოვ, ახლა ამის დრო არ არის ისედაც გული მაქვს ამოვარდნაზე.
- შემოდი და მითხარი რა ხდება?
- გთხოვ ნინა მომეცი.
- აიღე.-მითხრა ნინამ და წერილი გადმომცა.
მეც დავტაცე ხელი და გავხსენი ქაღალდი, რომელშიც სახლის მისამართი ეწერა და ბოლოს... „ნ.“
- ისევ შენ ხარ.- ჩავილაპარაკე.
- ვინ? - მკითხა ნინამ.
- შეგიძლია წყალი მომიტანო?
- ენჯო, ვინმე დაგსდევს? უკვე მაშინებ.
- ყველაფერს მოგიყვები.
ამოვისუნთქე, და დავიწყე ამბის მოყოლა. ნინა კი გაფაციცების მისმენდა. იმ საღამოს ნინასთან დავრჩი და საუბარში დაგვათენდა.
თავი მეოთხე
ნოე
12 დეკემბერი ორშაბათი.
ორი კვირის განვალობაში მას შორიდან ვადევნებდი თვალს, სადაც ის იყო მეც იქ ვიყავი ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევდა, მე ვერ მამჩნევდა... ხან მეგობრებთან ატარებდა დროს კლუბებში და ბარებში. რაც მე მაღიზიანებდა,მაგრამ ის ხომ თავისუფალია, ახალგაზრდაა, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას. სულ იღიმოდა ბედნიერი იყო და ეს ბედნიერება კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა მას. მე კი ჩემს საქმეებს ვასრულებდი... უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა, კარი გავაღე და იმის მაგივრად,რომ ვინმე ყოფილიყო რაღაც ყუთი დამხვდა,წარწერით „გახსენი“ ყუთი. ხელში ავათამაშე გავხსენი და შიგ კიდევ რაღაც იდო „ ახლა შეგიძლია დამირეკო ხოლმე“ „ნ“. წარწერების მერე ბოლოს მობილური შემრჩა ხელში და ყუთის ბოლოს კიდევ იდო მოკლე წერილი... „საკონტაქტოში შედი რაიცი ვისი ტელეფონის ნომერი დაგვხვდება“ გავხსენი საკონტაქტო და მისი ნომერი უკვე ჩაწერილი დამხვდა. გადავწყვიტე დამერეკა.
- ენჯელ?
- ესე იგი მიიღე საჩუქარი.
- არ იყო საჭირო.
- იყო მინდა, რომ გქონდეს.
- შეიძლება გნახო?-სახეზე ხელი ჩამოვისვი და დაველოდე მის პასუხს.
- დღეს სამსახურში ვარ და სახლში მისულს გათიშულს მეძინება, ამიტომ არამგონია მოვახერხო მოსვლა.
- იმ დღეს ძალიან შეგაშინე?
- ახლა უნდა გავთიშო, კლიენტი მელოდება.
- მადლობა საჩუქრისთვის.
- მშვიდობაში.
გამითიშა საუბარში ვიგრძენი, როგორ აარიდა ჩემს დასმულ კითხვას თავი. რა თქმა უნდა გოგო, გაიქცა სხვას რას ელოდი? მე შენ ვერ დაგთმობ ასე მარტივად, არ შემიძლია ვერ გაგიშვებ ჩემო გოგო... მომიწევს შენ გამო გავხვდე ის ვინც არ ვარ, მაგრამ შენთვის ამას გავაკეთებ ოღონდ არ დაგკარგო. ისევ გაისმა კარზე ზარი. მინდოდა ენჯელი ყოფილიყო, ჩემი ენჯელი, მაგრამ დამმხმარე იყო ქალი, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და სახლს ალაგებს.
- გამარჯობა.
- ხომ არ დავაგვიანე?-მკითხა მორიდებით შუა ხნის ქალმა.
- თქვენ დღეს უნდა მოსულიყავით?
- დიახ, შვილო ჩანიშნული მაქვს „ბლოკნოტში“.
- მაპატიეთ დეიდა, თავიდან ამომივარდა ბოდიშით.
- შემომიშვებ?
- კი,კი მე მაინც უნდა გავსულიყავი თუ დროზე არ დავბრუნდი რიგით გასაღებს დაგიტოვებთ.
- კარგი, შვილო.
- აბა თქვენ იცით დეიდა.
- მოიცადე შვილო.
- რაიყო, დეიდა რამე მავიწყდება?
- არა, უბრალოდ მთელი ეს დროა აქ მოვდივარ და სულ გარბიხარ სადღაც.
- დეიდა, ბევრი საქმე მაქვს ბევრი.
- საქმეებს რა გამოლევს, შვილო უბრალოდ, ვერც კი ვასწრებ შენი სახის დანახვას მეტიც არც სახელი ვიცი.
- ახლა ხომ მხედავთ, თან ჩემი სახელი რაში გაინტერესებთ ისედაც კვირაში ერთხელ მოდიხართ აქ.
- მე ელზა მქვია და კვირაში ერთხელ შენს სახლს ვალაგებ.
- ეს ვიცი, რომ ჩემს სახლს ალაგებთ მადლობა.
- არც ჩემი სახელი გიკითხავს, არც კამერები გიყენია, როგორც სხვები აკეთებენ. ეშინიათ რამე არ მოვიპარო...
- არა,დეიდა აქ არ არის კამერები მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე.
- კარგი,შვილო არ მოგაცდენ ისედაც უნდა გასულიყავი.
- ერთი სათხოვარი მექნება თქვენთან...
- აბა?
- იმ ოთახში არ შეხვიდეთ არ სჭირდება იმ ოთახს დალაგება.-ხელი შუა ოთახისკენ მივუშვრე.
- არც შევსულვარ შვილო როგორ შევიდოდი? სულ ჩაკეტილია. და ახლა მითუმეტეს არ შევალ.
- მადლობა დეიდა.
- არა,შვილო პირიქით შენ მადლობა.
- ფულს აქ დაგიტოვებთ.-ფული მაგიდაზე დავდე.
- შეიძება რაღაც გკითხო?
- არ მიყვარს, კითხვები დეიდა მეტიც საუბარი გამიგრძელდა მაგვიანდება.- შევბრუნდი კარის სახელურს შევეხე მინდოდა გავსულიყავი და საუბრისთვის ამერიდებინა თავი.
- მშობლები არ გყავს?
- შორს არიან, დეიდა შორს...- კარი მოვიხურე და წამოვედი.
არ მინდოდა ისევ მასზე მეფიქრა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი შორიდან კი სულ ვხედავდი მის ყოველ ნაბიჯს ისევ ვაკვირდებოდი, სად დადიოდა, ვისთან ერთად და როგორ იქცეოდა. ამ კლუბებში და ბარებში მისი სიარული ნერვებს მიშლიდა, იქ მისი ადგილი არ არის... მოთმინების ფიალა მევსება ამის დედაც! თავს ძლივს ვიკავებდი, რომ იქ არ შევვარდნილიყავი. ვხედავდი როგორ ეცეკვებოდა ღლაპ ბიჭებს ჩემი გოგო, მაგრამ ის მამშვიდებდა ალკოჰოლის მაგივრად წვენით ავსებული ჭიქა, რომ ეჭირა ხელში და ის ბიჭები, რომლებიც ცდილობდნენ მას შეხებოდნენ გადავწყვიტე მათთვის სხვა დროს მიმეხედა და ბოლოს სიფათი მიმენგრია... ისე,რომ ამას ვერავინ გაიგებდა. შენ კი ჩემო გოგო ჭკუით, თორემ არც კი იცი ვისთან გაქვს საქმე... ლამაზმანო.
თავი მეხუთე
ენჯელი
12 დეკემბერი ორშაბათი.
სამსახურიდან შუა დღეს გავთავისუფლდი, თითქოს მოსვენება მქონდა დაკარგული მინდოდა მასთან წავსულიყავი. მეც ბევრი არ მიფიქრია და მასთან მისასველ გზას დავადექი. სახლის კარი,რომ შევაღე სასიამოვნო სურნელი მეცა და ვიფიქრე სხვაგან ხომ არ მოვხვდი-მეთქი,მაგრამ არა ისევ ის სახლია... სუფთა და რაც მთავარია განიავებული დამხვდა. სახლში ვიღაც ქალის ხმა მომესმა ალბათ დედამისია ვიფიქრე უხერხულად ვიგრძენი თავი და სჯობდა ხმა ამომეღო კარზე დავაკაკუნე ხმას არ მცემდა.
- უკაცრავად?
- მოდი,შვილო ვინ გნებავს?- მითხრა შუა ხნის ქალმა.
- მე,მე ჩემს მეგობართან მოვედი სახლში არ არის?
- არა,დილით გავიდა არ უთქვამს როდის დაბრუნდება.
- თქვენ დედამისი ხართ?
- არა. მე ელზა ვარ, კვირაში ერთხელ მოვდივარ აქ და სახლს ვალაგებ.
- გასაგებია,კარგით მაშინ მე წავალ.
- შვილო უკვე მივდიოდი თუ გინდა დაელოდე.
- კარგით დაველოდები გაგაცილებთ.
- კარგად იყავი შვილო.
- &nbs