მტვერი
მტვერი
მტვერი
# შესავალი.
წიგნი მოგვითხრობს ისტორიას ბიჭზე, რომელიც ღრმა კავშირში არის მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროსათან. გვიყვება მის ისტორიას რიგით მეოთხე დაბადებიდან მეოთხე სიკვდილამდე და შემდეგ. წიგნში მოცემულია, როგორც რეალური, ასევე გამოგონილი ისტორიებიც.
# დაბადება
გამარჯობა. ჩემი პირველი დაბადება არმახსოვს, მაგრამ მოდი ბოლოდან დავიწყოთ. თავიდან იყო სიბნელე, გაურკვევლობა და არცოდნა, იმის თუ სად ვიყავი. არცოდნა ესე იგი შიში, ნაჩვევი შიში. მაშინ არ ვიცოდი რატომ ვიყავი ამ შიშს შეჩვეული. ალბათ არც მინდოდა იქ გაჩერება, მაგრამ რაღაც ფაქტი იყო რომ მაკავებდა და მიბათილებდა ამ შიშს. რაღაც უხილავი. თითქოს კანონივით დაწერილი. ვიცოდი უნდა მომეცადა. ყველგან ყოფნისას სწავლობ რაიმეს და ალბათ ამ ცოდნის და ახალი გამოცდილების მიღების მალული სურვილი მაძლებინებდა. სურვილი მომავალი თავისუფლების და წარსული ამოცანების.
ეს ახალი დაბადება იყო. როგორც წესი ამ დროში, ცხრა თვეში. (როგორც ხალხი დასათვლელად იყენებს) ძველი მოგონებებისგან განთავისუფლება ხდება და ჩვენ ახალი ცნობიერით გვაგზავნიან ახალ სახლებში. ძირითადად წარსულიდან არაფერი არ ახსოვთ ხოლმე და არც მერე ახსენდებათ. მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა.
თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. დიდი ხნის ხელფეხშეკრული ლოდინის შემდეგ დაბადების დრო მოვიდა. გაზაფხული იყო. ახალი გათენებული დღე და ახალი სიცოცხლე მოვევლინე ახალ ცხოვრებაში. სხვა ჩვილებისგან განსხვავებით თვალებ გახელილი დავიბადე. ალბათ აქაც მეტყობა, რომ ჩემი საქმე უცნაურად წავიდოდა.
რაღაც მაკვირდება და იძახის:
_ ბიჭია. ჯამრთელი.
მოგვიანებით გავიგე რომ ეს ადამიანი იყო და მეც დაახლოებით მსგავსი არსება გავიზრდებოდი. გაოცებული არ დავრჩენილვარ დაბადებით. უფრო შვება იყო. ხელ-ფეხი ჩემს გემოზე გავშალე და სასიამოვნოდ გავიჭიმე. ჰომ გქონიათ მომენტი, ახალ გაღვიძებულზე რომ იზმორებით, ძვლები თითქოს შორდება ერთმანეთს და ხერხემალი ნაწილებად იშლება, ასეთი შეგრძნება იყო. თითქოს მალები დამიგრძელდა და უკვე გავიზარდე. შემდეგ ის “კაბელი” ჩაჭრეს, რომელიც ჩემს მშობელთან მაკავშირებდა. ერთი სიტყვით ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. ხელიდან ხელში გადავდიოდი ოლიმპიური ცეცხლივით. ყველა მეფერებოდა და მაკვირდებოდა.
როდესაც სახლში მივედით. იქ გავიგე, რომ პირველი ბავშვი არ ვყოფილვარ ოჯახში. ჩემს უფროს ძმას დიდად არ მოვეწონე და დანახვისთანავე ტირილი მორთო. ასე გრძელდებოდა დიდ ხანს. გადიოდა დღეები და ნელნელა ვსწავლობდი გარემოს თვალით. თვალით იმიტომ რომ, ისევ ხელფეხშეკრული ვიყავი ხის საგანზე გადაკოჭილი, რომელსაც აკვანს უძახდნენ და მეტის საშუალება არმეძლეოდა. სხვათაშორის მალე ვითვისებდი ყველაფერს. პატარა ვიყავი, მაგრამ დაბადების წამიდან დიდი ამბიციები მქონდა.
ყველაფერს და ყველას ვეჩვეოდი და ყველაც მეჩვეოდა. ჩემი ძმის გარდა. ჩემი მიყვანის დღიდან არ გაჩერებულა. მამაჩემი კი თურმე ძალიან ნერვიული ხდებოდა როცა საქმე მის პირველ შვილს ეხებოდა, რაც მანამდე შემჩნეული არმქონდა. ჩემი ძმა ისე უყვარდა მისთვის ყველაფერს გააკეთებდა. დაუფიქრებლად ისეთ სისასტიკეს ჩაიდენდა რომ თვითონ უხდებოდა ხოლმე სანანებელი.
დიდხანს უყურა ჩვენს ურთიერთობას და როგორი დაუჯერებელიც არუნდაიყოს ჩემი მოშორება გადაწყვიტა. ჩვენი სახლის გვერდით კლდე იყო. ძველი მაღაროსგან ჩანგრეული და ქვევით ხრიოკი ქვები ეყარა. ჩემს უბრალოდ გაშვილებას ამ კლდიდან გადაგდება ამჯობინა. მაქსიმალისტი იყო ყოველთვის. “ან ყველაფერი ან არაფერი”. ეს ხუმრობით და კლდესთან უკვე მიყვანილი ვყავდი, როცა მოხუცი ქალი გამოჩნდა ჩემს მაშველად. ეს ბებიაჩემი იყო.
_ რას აკეთებ?! ისიც შენი შვილია. ჭკუას მოუხმე და ერთხელ მაინც მოიქეცი ლოგიკურად. გაიზრდებიან და ისწავლიან ერთად ცხოვრებას. სულ გაგიჟებულხარ!
დიდი დრო არ დაჭირვებია მამაჩემის გადარწმუნებას და გადავრჩი კიდეც. მაგრამ მაშინ არ დავფიქრებულვარ, ასე რომ ცხოვრებას დაიწყებ, მერე რა გაგრძელება ექნება? თითქოს განგება თავიდანვე მეთამაშებოდა და არსებობაბარ არსებობის საკითხი ეჭვქვეშ იყო.
ეს მომენტი იყო პირველი, როდესაც ადამიანში რაღაც დადებითი დავინახე და ბებიაჩემიც ხედავდა ჩემში რაღაც განსაკუთრებულს. ამ დღის შემდეგ ჩემს ახალ სიცოცხლეს ცოტა ხნით სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ხდება ხოლმე.
გადიოდა დღეები, თვეები და რამოდენიმე წელმაც მოასწრო გავლა. ვიზრდებოდი და ვსწავლობდი. ვეჩვეოდი. თავიდან სოფელში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. მამაჩემი დედაქალაქში იყო და დროდადრო ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. მე და ჩემ ძმას დედა, დეიდა და ბებია გვზრდიდა. ბებიაჩემი ნაღვლიანი ქალი იყო და სულ შავებს ატარებდა. ახალგაზრდა 14 წლის შვილი ყავდა დაღუპული. ალბათ ამიტომ იცოდა ფასი შვილის და მამაჩემისგან განსხვავებით კლდეზე გადასაგდებად ვერ იმეტებდა. ქმარიც საზღვარგარეთ წავიდა შვილის სიკვდილის შემდეგ და აღარ დაბრუნებულა. თვითონაც მძიმე ბავშვობა ქონდა გამოვლილი. მის სახეზე ღიმილს იშვიათად თუ დავინახავდი და თუ იღიმოდა, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით ანდაც ზრდილობის გამო. არ უნდოდა ყოველთვის დაღვრემილს ეყურებინათ მისთვის და ხშირად შეეხსენებინა ეს ტკივილი თავისი ოჯახისთვის. ცდილობდა, მაგრამ ყოველთვის კარგად ვერ გამოსდიოდა. დეიდაჩემი დედაჩემზე უფროსი იყო, მაგრამ არა დაოჯახებული.
ჰარმონიაში ვიზრდებოდი და ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ძლიერი კავშირი ჩამომიყალიბდა იმ გარემოსთან და ხალხთან. ისეთი კავშირი რომ ვერანაირი მანძილი, საერთოდ სხვა სამყაროში მოხვედრა და ჩემი ამოკლება მათი ცხოვრებიდანაც კი ვერაფერს დააკლებდა.
ჩემი ოჯახის გარდა ჩემი სამეზობლოც საინტერესო იყო. სხვადასხვა პერსონაჟები თავიანთი უცნაური ხასიათით, ერთმანეთთან სულ მიმოსვლაში იყვნენ.
ადამიანი ზოგადად რასაც გაივლის და ცხოვრების გზაზე თუ ვინმეს გაიცნობს, ის აუცილებლად კვალს დატოვებს მის ცხოვრებაში. შეიძლება მცირედი იყოს ეს კვალი, მაგრამ მაინც. თუმცა ეს ხალხი ერთმანეთის გარეშე არ წარმომედგინა. რომელიმე პერსონაჟიც კი რომ ამოგეკლო მათი ცხოვრებიდან, ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. ერთი ცოცხალი ორგანიზმივით იყო ეს გარემო. იდეალურად მომუშავე ორგანიზმივით რომელშიც იკარგები და რეალურად დროებითი მაგრამ მაინც შენი სახლი ხდება.
ასე იყო ჩემთვისაც, იმდენად შევეჩვიე ამ გარემოს, რომ საიდან მოვდიოდი აღარც კი მახსოვდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ალბათ მაგიტომ არის ეს ძლიერი ილუზია, მატერიალური ცხოვრება. ასეთი სავსე ფერებით, შეგრძნებებით და ემოციებით რაღაცისგან ყურადღების გადასატანად. იმ ფერებით რომელიც თვალს მჭრიდა და თავი შემაჩვია. იმ ადგილის სიმწვანე, სიწითლე, სიყვითლე და სიფერადე. სიმუქე და სიმკრთალე. თავი შემაჩვია იმ შეგრძნებებმა, რომელსაც ყველანაირი შეხება იწვევდა მიწასთან, ბალახთან, ხესთან თუ სხვა მატერიასთან. თავი შემაჩვია იმ ემოციებმა რომელსაც ეს შეხებები და ის ხალხი იწვევდა რომელთან ერთადაც ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მავსებდა და თითოეულ მომენტში რაღაცას ეყრებოდა ჩემში საფუძველი. ალბათ ყველაზე ძლიერ აქაურობის ინტერესი მაბრუებდა. მავიწყებდა რეალობას და თვალებში ნაცარს მაყრიდა. იმ ნაცარს, რომელსაც ხალხი თვითონ აგროვებდა ყოველი გარდამტეხი, დიდი ხანძრის დროს. ხანძრის, რომლის შუქსაც შეშმარიტებამდე მივყავდით.
სილაში თამაშისას გზები გამყავდა ხოლმე და ზედ სხვადასხვა მონახაზებს ვხატავდი. მიჩნდებოდა შექმნის სურვილი მატერიაში. შეიძლება მე ვთვლიდი ასე, მაგრამ სხვანაირი ხედვები მქონდა თავიდანვე. შექმნასთან ერთად დაკვირვებაც მიყვარდა ძალიან. ჩემს ბავშვობაში შუქი იშვიათად მოდიოდა ხოლმე, ამიტომ ლამფის შუქით ვანათებდით ოთახს. ლამფა კედელზე ქონდა ბებიაჩემს მიმაგრებული, ჩემი საწოლის ზემოთ. დიდად ვერ კაშკაშებდა მისი შუქი მაგრამ იმდენი შეეძლო, რომ შპალერზე ამოხატულ ორნამენტებს ანათებდა, თან კარგად. გადავტრიალდებოდი ხოლმე კედლისკენ და ამ ორნამენტების ყურებაში მეძინებოდა. თუ გარეთ წვიმა ან ჭექა-ქუხილი იყო მაშინაც ამ ორნამენტებს ვაფარებდი თავს. არ მეშინოდა არც წვიმის, არც ქუხილის, უბრალოდ გარეთ არ მიშვებდნენ და პატარა სახლი არ მყოფნიდა. ამ ორნამენტებში კი ვიკარგებოდი, თითქოს ჩემი პატარა ტვინი შიგნით სამყაროს ხედავდა. ზოგჯერ თითსაც დავაყოლებდი ხოლმე კონტურზე, ვცდილობდი მანამდე არ გამეწყვიტა გზა, ვიდრე ეს კონტური არ დამთავრდებოდა, მაგრამ ფიგურები მეორდებოდა და დასასრულში ვერასდროს მივდიოდი ხოლმე. ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული და ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებოდი. კარგი იყო. იქამდე ვუკვირდებოდი ამ სილამაზეს, სადამდეც შუქი წვდებოდა. ვუკვირდებოდი და ჩემ წარმოსახვით სამყაროში სიარულით და ლამფის სალიარკის სუნით გაბრუებულს მეძინებოდა ხოლმე.
კიდევ იცით რა დროს მეძინებოდა ტკბილად? მოგიყვებით. ბებიაჩემს ქათმები ყავდა. ქათმებს კიდე წიწილები. ზოგჯერ ისე ემთხვეოდა, რომ გამოჩეკვა ზამთარში უწევდათ ხოლმე. სიცივეს ვერ უძლებდნენ პატარები და სახლში შემოგვყავდა ღამღამობით. ყუთში ჩასმულს განელებული შეშის ღუმელის ქვეშ შესვავდა და ისე თბებოდნენ. სითბოსგან გაბრუებულები და ადგილის სიმცირით შეწუხებულები მთელი ღამე წივწივებდნენ. მათი გამოძახილი “წიპ წიპ” იავნანასავით იყო ჩემთვის. აი მათ ჟღურტულში მეძინებოდა კიდევ. ბავშვობას არ ვუჩივი. ტკბილად გავატარე.
გვერდით სოფელში ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. განსაკუთრებული ურთიერთობა ერთერთ ბიძაშვილთან მქონდა. ტაოსთან. ჩემზე ათი წლით უფროსი მაინც იყო მაგრამ ყოველთვის ისე მექცეოდა როგორც თავის თანატოლს. ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით. ბავშვობიდანვე გულჩათხრობილი იყო და მასაც უყვარდა ახლის შექმნა ჩემსავით. ხშირად გადავდიოდით ხოლმე მთელი ოჯახი. დიდი ეზო ქონდათ და ჩვენი ფანტაზიის მიხმარებით მრავალნაირ თამაშს ვთამაშობდით. დიდი ბალახი იყო ეზოში და ბურდებში ბევრი გველი შემხვედრია. ახალი არსების დანახვისას ბავშვებს შიში ეუფლებოდათ, მაგრამ ჩემი ინტერესი იმდენად დიდი იყო ხელის მოკიდებაც კი მიცდია. ასეთ დროს თავზე დამადგებოდა ხოლმე ტაო და მასწავლიდა, რომ თუ ხელს მოვკიდებდი მიკბენდა. განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე. ყველასთან თბილი იყო ზოგადად. მშვიდი და უთქმელი. ხშირად დავყავდი სათევზაოდ. თევზს ვერ ვიჭერდით, მაგრამ ლოდინი პროფესიონალებივით გამოგვდიოდა. თავის პატარა ბიძაშვილს ყველა კარგად ექცევა, მაგრამ ეს ურთიერთობა რაღაც სხვა იყო, განსაკუთრებული. მასაც ისეთივე სამყარო ჰქონდა ცალკე, როგორიც მე და არასდროს დავიწყებია თავისი სიმართლე. უბრალოდ გარემოებას არგებდა და ჩემსავით თავის განსაკუთრებულობას პატარა სკივრში ინახავდა, რომელიც გონებაში გამოეთალა.
სადაც არ უნდა წავსულიყავით ერთი პატარა მეგობარი დაგვყვებოდა სულ თან. ჩიტა. ჩემი ძაღლი. პატარა ჯიშის ძაღლი იყო. ფინია, მაგრამ გული დიდი ქონდა. თეთრი ძაღლი იყო წითელი ლაქებით ალაგ-ალაგ. მოუსვენარი იყო და სახელს რომ დაუძახებდი, უკანა ორ თათზე დგებოდა და ცეკვას იწყებდა. ნეტავ იცოდეთ რამდენჯერ გამომიცლია პირიდან მეზობლის პიტბულისთვის. არადა ჩხუბს ყოველთვის ეს იწყებდა.ჩიტა. ჩემი ძაღლი. პატარა ჯიშის ძაღლი იყო. ფინია, მაგრამ გული დიდი ქონდა. თეთრი ძაღლი იყო წითელი ლაქებით ალაგ-ალაგ. მოუსვენარი იყო და სახელს რომ დაუძახებდი, უკანა ორ თათზე დგებოდა და ცეკვას იწყებდა. ნეტავ იცოდეთ რამდენჯერ გამომიცლია პირიდან მეზობლის პიტბულისთვის. არადა ჩხუბს ყოველთვის ეს იწყებდა და თავისი ზომის გამო მაინც სულ მას ვამართლებდით.
ასე გადიოდა დრო. ზოგჯერ სევდიანად, ზოგჯერ მხიარულად, მაგრამ ჰარმონიულად. მხიარული ბავშვი ვიყავი ერთი შეხედვით. პუტკუნა, ლოყებაწითლებული და გინდოდა თუ არა ჩემს დანახვას ყოველთვის ხალისი მოქონდა. მეც შეჩვეული ვიყავი და ისეთ ფიქრებს, იდეებს და ზოგჯერ სიმართლესაც ახლოს არ ვიკარებდი, რაც ხალხის გამხიარულებაში ხელს შემიშლიდა. მეტყოდნენ ხოლმე დანაღმულ ველზე შევარდნილი მაშველივით ხარო. ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტივი შემქონდა. დროდადრო ოხერი ბავშვის სტატუსი ჩამომიყალიბდა და დიდ ყურადღებას და მზრუნველობას ჩემს მიმართ არავინ იჩენდა. რასაც ჩემს ძმაზე ვერ ვიტყვით. ის ინკუპატორის წიწილივით ყავდათ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ნუ რას ვიზავდი. ასე მომიწია მაშინ გარემოებაზე მორგება და ეს არმაწუხებდა, მეტიც ფარულ მოვალეობად იყო ჩემში გამჯდარი ის, რომ ხალხს წამლად გამოვჩენოდი.
# გადასვლა პატარა-დიდ ქალაქში.
უკვე ექვსი წლის ვიყავი. სკოლაში შესვლა გვიწევდა, როგორც სხვა ჩვენ ტოლ ბავშვებს. ერთი სხვაობა იყო მხოლოდ. ჩვენ ბაღში არ გვივლია. აქ რა მოსატანია, მაგრამ სკოლისკენ როცა მივდიოდით ხოლმე გზად ბაღი უნდა გაგვევლო და იქედან ისეთი კოტლეტის სუნი გამოდიოდა, ვხვდებოდი რომ ბევრი დავკარგე იქ არ სიარულით. ჩემი ძმა ჩემზე წლით დიდი იყო, მაგრამ მშობლებმა ჩვენი ერთად შეყვანა გადაწყვიტეს. ერთად უფრო კარგად იქნებითო. აი მე თუ მკითხავდით ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ჩემი ჭირვეული ძმა დამეცვა ხოლმე. არა. ეს ხმამაღალი ნათქვამია ცოტა. უბრალოდ მისთვის ადაპტაცია გამემარტივებინა, რადგან მე შედარებით მარტივად ვეჩვეოდი ყველაფერს. თუმცა ამაში ეჭვი მაშინ შემეპარა, როდესაც სოფლიდან ქალაქში გადასვლა მომიწია.
აქ ყველაფერი უცხო და სხვანაირი იყო. სიმწვანე ნაცრისფერმა ჩაანაცვლა. მიწა და ბალახი შავმა ასფალტმა. ჩემი სოფლის ქოხი მაღალმა ბეტონის შენობამ, სადაც ხალხი ერთმანეთის გვერდით კი არა ერთმანეთის თავზე ცხოვრობდა. ჩემი მეზობლები, რომლებიც პლანეტის მთლიანი მოსახლეობა მეგონენ, უცხო, ახალმა ხალხმა ჩაანაცვლა. მენატრებოდნენ ისინი. გარეთ თამაში შეცვალა წიგნებმა და ისეთმა რუტინულმა ცხოვრებამ, რომელიც ჩემთვის გაუგებარი იყო. ბებიასთანაც იშვიათად ჩავდიოდით და როცა ჩავდიოდით ძალიან ცოტა ხნით. ყოველ ჩასვლაზე მიგვქონდა ხოლმე შოკოლადები. თვითონ არ ჭამდა და ისევ ჩვენ გვინახავდა.
დრო გადიოდა და ქალაქი რომელიც თავიდან ძალიან დიდი და უსასრულო მეჩვენებოდა, ნელნელა პატარავდებოდა და ნაცნობი ხდებოდა. მეც ვეჩვეოდი. ყოველ დღე ვიცნობდი ახალ ხალხს და ვიძენდი ახალ გამოცდილებებს. გამოცდილებებს რომლის მსგავსიც ბევრჯერ მქონდა გავლილი და დამავიწყეს. ახალი ცხოვრებისთვის თავი გამომირეცხეს, როგორც ყველას და ხელთავიდან დამაწყებიეს გზის გავლა. მაშინ ეს პრობლემას არ მიქმნიდა. არც არავის უქმნის პრობლემას ვიდრე არ გაიგებენ რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ასწავლეს. ასეა თუ ისე ეს მაშინ ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო ადამიანურ გზაზე.
სკოლა დიდად არ მომწონებია პირველი ნახვისას, თუმცა სხვა ბავშვებივით ტირილი არ დამიწყია. რაღაცეები გაუგებარი მაინც რჩებოდა. არ მესმოდა რა იყო საჭირო ოთახი. მე ტუალეტს ვიყავი მიჩვეული. არც ის ვიცოდი ეს როგორ მეთხოვა და მრცხვენოდა ხოლმე. ხუთი საათი თმენის შემდეგ, ყოველდღე რაკეტასავით მივრბოდი სახლში მოსაშარდად. მეორე კლასში ვიყავი როცა საჭირო ოთახის მნიშვნელობა გავიგე და იმ დღის მერე ამოვისუნთქე.
კლასელებთან გამორჩეული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ერთი ბავშვი იყო რომელიც სულ ნერვებს მიშლიდა. ტანად პატარა, გასლიკული ბავშვი იყო, დიდი თავი და დიდი თვალები ქონდა. თვალების გამო გლაზო დაარქვეს ზედმეტსახელად. შერჩა კიდეც ეს სახელი. ყველა ასე მივმართავდით. დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მე კარგი მოსწავლე ვიყავი. ის ცუდი. როცა შანსი ეძლეოდა სულ საქმეს მიფუჭებდა და არც მე ვრჩებოდი ვალში. ჩემი ზომებიდან გამომდინარე ხშირად გამიგდია წიხლქვეშ. მაგრამ დაუღალავი იყო. რამდენიც არ უნდა მეცემა, მაინც არ ჩერდებოდა. რუსის ბარაბანს არ ხვდებოდა იმედენი რაც გლაზოს. მარტო ჩემგან კი არა, მასწავლებლებს ხელის გული თუ მოეფხანებოდათ, გამოსავალი ნაპოვნი ქონდათ. გლაზოზე მერე კიდევ გავაგრძელოთ.
მშობლებმა შემატყვეს რომ ხელოვნების ნიჭი მქონდა, ამიტომ ხატვაზე შემიყვანეს. მარტო მე არა. რა თქმა უნდა ჩემი ძმაც. დედაჩემი დაგვატარებდა ხოლმე გაკვეთილებზე. საინტერესო გარემო იყო. ერთ დიდ, მაღალ ჭერიან ოთახში რამოდენიმე ბავშვი ვიჯექით. ჩვენ-ჩვენი დაფები გვედგა წინ. ზედ ფურცლები გადაკრული და იმას ვხატავდით ხოლმე რასაც დაგვიდებდნენ.
ხატვაზე სიარული მომწონდა და მასწავლებლებსაც მოსწონდათ ჩემი ტექნიკა. ერთერთი მასწავლებელი კარგად მახსოვს. მართლაც მაღალი დონის მხატვარი იყო. გივი. დიდი ხანი ციმბირში ცხოვრობდა და იქაური ისტორიებით მიტენიდა ხოლმე ტვინს. ზოგჯერ თუ გაბრაზდებოდა, მაგიდის თავზე ჩამოკიდებულ, ხის მეტრიან სახაზავს გადმოიღებდა და ხელებზე გადამარტყავდა ხოლმე.
რამოდენიმე თვის მისული ვიყავი, მაგრამ ამ ბავშვებს ვერ ვუგებდი. თითქოს სახატავად კი არ იყვნენ მოსულები. მშობლებს მათი სახლში ატანა დაეზარათ და აქ შემოყარეს. ერთ დღესაც ახალი მოსწავლე მოვიდა. ყელმოღერებული ყმაწვილი ჩემზე ორიწლით დიდი იყო. სახელად გოგი. წაბლისფერი თვალები ქონდა და თმები ისე დავარცხნილი გეგონებოდა ხბომ გადაუსვა თავზე ენაო. ყვინჩილას ვუძახდი ხოლმე თავიდან, ისეთი გამოხედვა ქონდა. ჩემდა გასაკვირად გოგისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისიც ხატვის სასწავლად იყო მოსული და სხვათაშორის კარგადაც გამოსდიოდა. ერთმანეთს ვუგებდით და მალე განუყოფელები გავხდით. ერთად ვხუმრობდით გივის მრავალჯერ მოყოლილ ციმბირულ ისტორიებზე. ორივე ისე კარგად ვხატავდით ხალხს ჩვენი გარჩევა უჭირდათ. მასწავლებლები ჩვენ ორიდან საუკეთესოს ვერ არჩევდნენ. გოგის თუ კითხავდით, თუ რომელი ვჯობნიდით, გეტყოდათ, რომ მე უკეთესად ვხატავდი. ჩემთვის რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ის უკეთესად ხატავდა. ასეთი ასაკის ბავშვებისთვის უჩვეულო დაფასება გაგვაჩნდა ერთმანეთის მიმართ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბუნებამ გამოგზავნა ეს ბიჭი ჩემთან იმისთვის, რომ სულიერი ძმები გავმხდარიყავით.
ჩემი ურთიერთობა ზრდასთან ერთად იცვლებოდა გლაზოსთანაც და მალე ერთი ორგანიზმივით ვმოძრაობდით. სკოლაში თუ რამე ფუჭდებოდა მაშინვე ჩვენ ვახსენდებოდით პირველი. გავიცანი ისეთი ადამიანები, ცოტა მაგრამ მაინც, რომელთა გარეშეც განახევრებული დავდიოდი.
არდადეგებზე სოფელში ჩავდიოდი ხოლმე ბებიასთან. ამ პერიოდში ჩამოდიოდნენ სხვა მოზარდებიც და მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით ხოლმე. დიდი სტადიონი გვქონდა. იქ ვიკრიბებოდით. ფეხბურთს და კალათბურთს ვთამაშობდით. ვთამაშობდით რა, თამაშობდნენ. მე სულ მეზარებოდა.
14 წლის ვიყავი იმ ზაფხულს. ერთი გოგო ჩამოვიდა სოფელში სტუმრად. მანამდე ნანახი არმყავდა. პირველი დანახვის თანავე უცნაური გრძნობა დამეუფლება და ყველასთვის ნაცნობმა პეპლებმა დაიწყეს მუცელში ფრენა. ეს იყო ის რასაც ხალხი პირველ სიყვარულს უწოდებს. მარიანა ერქვა. ძალიან ლამაზი გოგო იყო, მაგრამ პირველი ეფექტი ჩემში მისმა ფეხებმა მოახდინა. ისეთი ტუჩები ქონდა, რომ მსგავსი დარჩენილ ცხოვრებაში არსად მენახა.
თავიდან პასიური ვიყავი ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო და არც ვიცოდი როგორ დამეწყო.
სიტუაციამ თავისით მოიტანა ჩვენი გაცნობა. თავის გამოჩენა მინდოდა. ამიტომ დიდი ნაბიჯი გადავდგი და ფეხბურთის თამაში მოვინდომე. გადარჩევის შედეგად, როგორც მოველოდი კარებში ჩამაყენეს. გოგოებსაც უნდოდათ თამაში და ხელის შეშლა გადაწყვიტეს ჩვენთვის. ჩემ ბედად მარიანა კარებთან დამიდგა პიდაპირ. მაშინ გამომელაპარაკა პირველად. მითხრა, რომ ასეთი მხიარული შორიდან არვჩანდი და სხვანაირი ვეგონე. შეიძლება არც ვიყავი რეალურად მხიარული მაგრამ ასე შევეჩვიე.
დღითიდღე უფრო ვტკბებოდი ამ გოგოსთან ურთიერთობით და მალევე გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში, მაგრამ მისგან ანალოგიური პასუხი არ მიმიღია. ერთ ბიჭს უყვარდა კიდევ ჩემს გარდა, რომელსაც ჩემთან კარგი, ახლო ურთიერთობა ქონდა და მარიანასაც მოწონდა ის. ამიტომ ხელის შეშლა არ გადამიწყვეტია.
ისინი მალევე შეყვარებულები გახდნენ, მაგრამ იმ გოგოსგან მაინც ვგრძნობდი ყურადღებას. არ მოწონდა მის გამო უსიამოვნოდ რომ ვგრძნობდი თავს. ამის გამო თვითონაც უხერხულად იყო ხოლმე, თუმცა რას შევცვლიდით. შეიძლება ეს სიტუაცია არ სიამოვნებდა მაგრამ თავის სიყვარულს რომ ვერ დათმობდა ამის გამო, კარგად ვიცოდი.
ცუდი პერიოდი მქონდა მაშინ. მარტივი არიყო პირველივე სიყვარულის კრახით დამთავრება. ამ პერიოდს თან ბებიაჩემის ავადმყოფობა დაერთო. სიმსივნე დაუდგინეს რომელიც ექვსი თვე სტანჯავდა. ამ ხნის მანძილზე მოსვენება არ მეძლეოდა არც მე. იმ პერიოდში როცა ჩემი ტოლები გარეთ ერთობოდნენ, მე ბებიაჩემისთვის ნაოპერაციევი ადგილის მოვლა მიწევდა, რამაც ალბათ შემდგომში კიდევ უფრო ჩამომიყალიბა მზრუნველობის შეგრძნება. ვიცოდი რომ მოკვდებოდა და რასაც ვაკეთებდი აზრი არ ქონდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. ვაძლევდი გადარჩენის ტყუილ იმედს და ჩემ თავსაც ვიტყუებდი. თითქოს წყლის ნაყვას გავდა ეს ყველაფერი.
რა მოხდებოდა რომ მასზე ზრუნვა შემეწყვიტა? ისეთი არაფერი რაც გარდაუვალი არ იქნებოდა, მაგრამ ყოველი ამის გაფიქრებისას მახსენდებოდა ის მომენტი, როდესაც ჩვენივე ჩატანილ შოკოლადს გვახვედრებდა. იცოდა რომ კიდევ ჩავუტანდით და არც ჩვენთვის მოვიკლებდით, მაგრამ მაინც გვახვედრებდა. უბრალოდ უანგაროდ აკეთებდა ამას. ამის საჭიროებას აჯერებდა თავს.
მარტივი არ ყოფილა ამ ყველაფრის ამ ასაკში გადატანა. ნელნელა ლაღი ცხოვრება მუქი ხდებოდა. პირველად სიკვდილზე და სიცოცხლეზე ფიქრს ამ პერიოდში ჩავუღრმავდი.
შუაღამე იყო, როდესაც დედაჩემმა გამაღვიძა და მითხრა, რომ ის აღარ იყო. ავდექი, დავხედე, ტუჩებზე ქაფი ქონდა და მივხვდი რომ სიკვდილის წინ იტანჯა. ხმაც ვერ გავგვაგონა. მეზობლიდან იმ ღამითვე დასასვენებელი გამოვიტანეთ და ზედ გადავაწვინეთ. ბებია, რომელსაც ადრე ხელში ვათამაშებდი ლოდივით იყო დამძიმებული. ყინულივით ცივი იყო და სახე სულ გაშავებული ქონდა.
ეს ამბავი მარტივი არ ყოფილა, თუმცა არ მქონდა უფლება ჩემი პოზიტიური როლი, თუნდაც ასეთ რთულ მომენტში დამეკარგა. უფლებას არ ვაძლევდი ჩემს თავს რომ სხვაზე ასეთი სახით არ მეზრუნა და თითქოს ხალხიც გებულობდა ამას. ითხოვდნენ კიდეც შინაგანად და ეს მესმოდა.
ყველაზე ცუდი სამძიმრის ეტაპი იყო. მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით და სამძიმრის მიღება არ შეგვეძლო. სახლის შემოსასვლელში ნათესავი და მეზობელი კაცები იდგენენ. ისინი იღებდნენ სტუმრებს. ქალები სადგომის გარშემო იყვნენ შემომჯდრები და ქოთქოთობდნენ. ყოველი ახალი სტუმრის შემოსვლისას უხუცესი ქალბატონი ტირილს და მოთქმას იწყებდა, შემდეგ დანარჩენებიც აყვებოდნენ. როდესაც სტუმარი კუბოს კრუგს დაარტყავდა და გადიოდა ოთახიდან იმ თემებზე საუბარს აგრძელებდნენ, რაზეც შეაწყვეყინეს. ეს ყველაფერი სპექტაკლს გავდა თითქოს. არა, უმადური არ ვარ და არ ვიტყვი, რომ ბებიაჩემზე გული არ შეტკიოდათ. მასზეც საუბრობდნენ ხოლმე. ბევრ რამეს იხსენებდნენ, ისეთს რაც არ გამეგო. უბრალოდ ეს ყველაფერი ამ ხალხს სისხლში ქონდა გამჯდარი. თამაშობდნენ როლს, რომელიც წლებმა გამოუმუშავა მათ.
ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. მეც ვთამაშობდი როლს , რომელიც მერგო. ჩვენ შორის არანაირი განსხვავება არ იყო გარდა ამ როლებისა. არა და შინაგანად ორივე მხარემ ვიცოდით, რომ იმას არ ვაკეთებდით რაც გვინდოდა. როგორც საჭირო იყო ისე ვიქცეოდით. მაშინ ეს საქციელი მათ თავშეკავებულობას, ზრდასრულობას და მოვალეობის მოხდას მივაწერე. ჩემი ქცევები კი ჩემს პატარა ასაკს ეწერებოდა.
ოხხ. ისე კარგი ოხერი ვიყავი. გამოსვენებისას ყველა ოჯახის წევრი ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. კარგა ხანი მეძებეს და ბოლოს სურსათის შესანახ დიდ მაცივარში მიპოვეს. ერთი ყუთი ლიმონათი დაცლილი მქონდა და მეორეზე ვიყავი გადასული. კარები რომ შემოაღეს მსუნაგი მელას მზერით შევხედე და კოწახურნარევი ლორწკი მიმეყინა ტუჩებზე. ბებიაჩემზე უფრო ცივი მე ვიყავი. აი ესეთ პატარა “გმირობებს” ჩავდიოდი ხოლმე სიტუაციის განსამუხტად.
ამ ამბავმაც გაიარა. უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ გაიარა. შთაბეჭდილება მრჩებოდა ხოლმე თითქოს ვიღაცამ დამწყევლა და ჩემს ცხოვრებაში თუ რამე კარგი მოხდებოდა, ამას ზევიდან უყურებდნენ და მაშინვე რამე განსაცდელს მიგზავნიდნენ. უკვე შეჩვეული ვიყავი ამ ტემპს და თან ვიაზრებდი, შეჩვევა ყოველთვის იმასთან არ გვიწევს რაც გვინდა.
მოზარდობის ასაკში ვიყავი. იმ პერიოდში სწავლას ნაკლებად სერიოზულად ვეკიდებოდი. როგორც ჩემები იტყოდნენ, ხელიდან წავედი. ბევრი ისეთი ცუდი ჩვევა შევიძინე რომელიც იმ ასაკისთვის დამახასიათებელია.
გლაზოსთან და გოგისთან ერთად რამოდენიმე პიროვნება შემოემატა ჩემ სამეგობროს. გავიცანი ბიჭი სახელად ჩულო. გრძელი გაბუძგული თმები ქონდა. მოშვებული წვერები. იმხელა წვერები, როგორიც იმ ასაკში იშვიათია. წვერების მოვლა ჩულოს არ უყვარდა, მაგრამ ხელოვნება უყვარდა და განსხვავებული მიდგომები ქონდა ხალხისგან. უფრო ლაღი იყო და თავისუფალი. იშვიათად ფიქრობდა იმაზე, თუ რას ფიქრობდა ხალხი.
მე და ჩულომ სხვა ბიჭებთან ერთად ბევრი ცუდი რამის კეთება დავიწყეთ. სიგარეტის და კანაფის მოწევა და კიდევ მრავალი ცუდი რამის. დავიწყეთ დალევა. ხანდახან ვხუმრობდი ხოლმე: რასაც ცეცხლი ეკიდება ყველაფერს ვეწევი თქო. სადაც ვცხოვრობდით იმ ადგილისთვის შესაფერისი ახალგაზრდობაც გვქონდა.
ჩულოს დედ-მამა დაშორებულები იყვენ. თვითონ ბებიასთან ცხოვრობდა და მაინცდამაინც სასახელო შვილიშვილი არ იყო. სამაგალითოები იმ პერიოდში არცერთი ვყოფილვართ მაგრამ ამას სახლში მისვლაც კი არ უნდოდა. ბევრჯერ დაგვინთია მიტოვებულ სადგურის ნანგრევებში ცეცხლი ღამით. შინ დილით ვბრუნდებოდით ხოლმე ჭვარტლის სუნად აყროლებულები. სითბო სახლებშიც გვქონდა მაგრამ ამდენი ერთი ჭკუის ადამიანი არ გვყავდა.
კიდევ ძალიან ბევრი მოგონება დაგროვდა იმ პატარა ქალაქში რომლის დათმობაც შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს, ჩემს წარსულზე იმიტომ გიყვებით, რომ უკეთესად გაიგოთ რამოხდა შემდეგ.
# საღი აზრი
ამ მოგონებებს და ემოციებს შეევსო ჩემი გონება და რაც რეალური იყო, საიდანაც მოვდიოდი დროებით გადამავიწყა ან სადღაც, ღრმად, ტვინის ყველაზე ბნელ წერტილში დამარხა. ამ ხნის მანძილზე, ამ ყოველდღიურობაში, შიგადაშიგ ეჭვი მეპარებოდა ხოლმე იმ გარემოს რეალობაში, სადაც ვცხოვრობდი. ზოგჯერ კაიფში, ზოგჯერ ნასვამზე და ზოგჯერაც უბრალოდ მაშინ, როდესაც დაღლილი ვიყავი, როდესაც ყველაზე ახლოს ვიყავი ტვინის იმშორეულ და ღრმა წერტილთან, მებადებოდა იდეა. იდეა ჭეშმარიტების ძიების შესახებ და ამ იდეას ხშირად ვიკლავდი ჩემში, რადგან სხვებს იგივე იდეები არ ჰქონდათ და თუ მაშინ სხვისნაირი არ იყავი, უბრალოდ გაძევებული იქნებოდი. გაძევებულად ყოფნა კი არავის უნდოდა. არც მე მინდოდა, ვიდრე არ მივხვდი, რომ სხვანაირად ყოფნაში ცუდი არაფერია და თუ არის, იმიტომ არა, რომ ეს სხვებს არ მოსწონთ. იდეალურად იყოლიებდნენ ადამიანები თავს ამძლიერ ილუზიურ ყოფაში, მაგრამ მებადებოდა კითხვა სივრცის და წარსულის შესახებ. ნუთუ ამის იქით არაფერი არ არსებობდა და ნუთუ უბრალოდ რელიგიურ ან მეცნიერულ დედამიწის შობასთან გვქონდა საქმე. რაღაც უფრო დიდი იდეა უნდა ყოფილიყო სამყაროს ფორმულა და ამის გაგება მინდოდა. თუ რელიგიური და სასწაულებრივი საწყისი იქნებოდა, ვიცოდი რომ ამას ჩვენს ღმერთზე უფრო დიდი რაღაც ედგა უკან. ხოლო თუ მეცნიერული საწყისი ექნებოდა, სხვისი სამეცნიერო დაკ