მუხის ხმელი ფოთოლი
მუხის ხმელი ფოთოლი
სახლი. პონტო-ჩო.
ვერც საწვიმარმა გვიშველა და ვერც ქოლგამ. ვიდრე სახლამდე მივიდოდით წვიმაც მომძლავრდა, ციდან პატარა წვეთების ნაცვლად მთელი ღვარი ჩამოდიოდა. ერთიანად დაჟიებული ენჯი და გაყინული ჩემი თავი ცოტა არ იყოს მეცოდებოდა. ვიტრინების განათებულ მინებში არეკლილი ჩვენი სილუეტები ნამდვილად არ გამოიყურებოდა სახარბიელოდ. ჩვენს სახლამდე რომ მივსულიყავით ეს კიდევ ცალკე თავგადასავლად ჩაითვლება, ჯერ ერთი, რომ ტო-ჯის ტაძრიდან საკმაოდ შორს მქონდა ბინა დადებული, ჯერ კიდევ არ იყო დაღამებული ტაძრის ტერიტორია რომ დავტოვეთ, სახლში მისულებს კი გზას უკვე ლამპიონები გვინათებდნენ. მეორეც ის, რომ ბევრი უნდა გაგვევლო ფეხით, ჩვენი ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ეკუთვნოდათ, ვერც მანქანა და ვერც ველოსიპედი ვერ გაივლიდა ზე-ვიწრო ქუჩას რომელიც ჩვენს სახლთან მიდიოდა.
მივედი სახლამდე, მოვიქექე ზურგჩანთა და როგორც იქნა ვიპოვე გასაღები, ეს ჩვევად მაქვს, თორემ კარის დაკეტვა სულაც არ არის საჭირო, ფასეული არაფერი ინახება ჩემს ბინაში, მხოლოდ ორი წიგნი და ერთი ლეპტოპი რომელსაც მაშინ ვრთავ როდესაც წერას ვაპირებ, ეს პროცესი კი ყოველთვის რატომღაც შუაღამეს ემთხვევა. თუ ჩემი ნაწერები გახდებიან ღირსნი და მათ სხვაბიც წაიკითხავენ, ჩემი ცხოვრების ეს მომენტი, მისტიურ მნიშვნელობასაც შეიძენს მჯერა. გაზეთებში დაიბეჭდება სტატიები, შემდეგი სათაურით: -რატომ წერს შუაღამისას ნაოკი? რის თქმას ცდილობს ის, ხომ არ აქვს კავშირი ბნელ ძალებთან?
ამაზე იშვიათად ვფიქრობ, მაგრამ საკმარისია თუნდაც ერთი წამით გამიელვოს აზრმა ჩემს სახელთან დაკავშირებულ, უსაფუძვლოდ ატეხილ ალიაქოთზე, რომ მაშინვე გამოვდივარ მდგომარეობიდან. -ნუთუ ეს მე ვარ? ხშირად ვუსვამ ამ კითხვას საკუთარ თავს. რასაკვირველია მე ვარ, ნაოკი, ერთადერთი და განუმეორებელი, თითქმის იდეალური მწერალი.
მოკლედ სახლში მივედით, გზად ათას ადამიანს გავკარი მხარი, როგორც ვთქვი ძალიან ვიწრო ქუჩებია ჩვენთან. აქეთ-იქიდან ჩამწკრივებული ბარები, რესტორნები, იაფასიანი სასადილოები, ბორდელები და ჩაის სახლები, ყველაფერი ეს განსაკუთრებულ ხიბლს და ელფერს მატებს პონტო-ჩოს. ამას ემატება წითელი, თეთრი და ოქროსფერი ჭაღები, მოხატული მინის ბოთლები, ფილმების აფიშები, ზოგადად ჩემი უბანი მეტად გამორჩეული ადგილია მთელს კიოტოში, ალბათ ენჯი არ დამეთანხმება როდესაც ამას წაიკითხავს, მაგრამ საკუთარი კერის სიყვარული დანაშაული ხომ არ არის რომ დავმალო, ჩემი სახლი მარტო იმის გამო ხომ არ მიყვარს რომ იქ მძინავს? არა. ჩემს უბანში შენარჩუნებულია ის ატმოსფერო რაც ასე ხიბლავს როგორც აქაურ მაცხოვრებელს ისე ჩამოსულ სტუმარს. გეიშები, მეძავები, უბნის ლოთებიც კი იმდენად შერწყმულნი არიან პონტო-ჩოს ხასიათს, რომ ძნელია წარმოიდგინო ეს უბანი მათ გარეშე.
ისტორიკოსი არ ვარ და ვერც თავს დავდებ ჩემს სიტყვებზე, საერთოდაც ეს ბევრის აზრია, მათიც კი ვინც აქ არ ცხოვრობს. ყველასათვის საყვარელი, ჯადოსნური და მომხიბვლელი კაბუკის თეატრი სწორედ პონტო-ჩოდან წამოვიდა და შემდეგ გავრცელდა მთელს ქვეყანაში. ეს სიამაყის გრძნობას აღვიძებს ჩემში, ისტორია რომელსაც ვეკუთვნი და შესაძლოა მისი ნაწილიც კი გავხდე, ჩემს პატივისცემას იმსახურებს.
მოკლედ იმას ვამბობდი, რომ სახლში მოვედით, ენჯი ძალიან სველი იყო, თანაც სულ ახალი დაბრუნებული, თვალებზე ჩამოსული მაკიაჟი საშინლად არ უხდებოდა მას, მერე გამახსენდა, მისი ერთი ხელი ტანსაცმელი რომ იყო დარჩენილი ჩემთან, ამის გაგონებაზე უნდა გენახათ მისი სახე, ყურებს არ უჯერებდა. მაშინვე გამოთქვა სურვილი შხაპის მიღების და აბაზანაში შევიდა. ვიცოდი რაღაც ვერ იყო რიგზე, ამიტომაც კართან ახლოს დავდექი, დაველოდე როდის დამიძახებდა, მე კი აქედან ინსტრუქციას ვუკარნახებდი, ჯერ წყლის გამაცხელებელი უნდა ჩაერთო, შემდეგ ონკანი გაეხსნა და თუ წყალი წამოვიდოდა, რაც ძალიან საეჭვო იყო, კიდევ ათი წუთი უნდა მოეცადა ვიდრე გაცხელდებოდა. მაგრამ არა, ის ხმაამოუღებლად იღებდა შხაპს და ხმადაბლა, თითქმის შეუმჩნევლად, ძლივს გასაგონად ღიღინებდა სიმღერას ძველი ანიმედან. რადგანაც ყველაფერი უმტკივნეულოდ დამთავრდა და წყალიც უდარდელად მოედინებოდა ონკანში, გადავწყვიტე ცოტა ხნით დამესვენა. მუხლი ისე საშინლად მტკიოდა, რომ ხასიათსაც მიფუჭებდა, წამოვლითი მწვავე ტკივილი დროდადრო მახსენებდა თავს.
სავარძელში ჩავჯექი, რომელიც სულ ერთი იყო ჩემს ოთახში, ავიღე წიგნაკი და წერა დავიწყე. შევანჩნიე უჩვეულოდ ლამაზი, წითელი ფერის ნიღაბი კედელზე, თვალების ადგილას მწვანე ქვები ჰქონდა ჩასმული და ისე ელავდა თითქოს დემონის თვალები ყოფილიყოს უკუმეთ სიბნელეში, ის კი არ მახსოვს როდის ვიყიდე. სინათლის ერთი მკრთალი ზოლი გარედან შემოდიოდა, ჭერზე იკლაკნებოდა და სააბაზანოს კარის თავზე ასრულებდა მოღვაწეობას, დაკლაკნილი სინათლის შუქი მინის დამსახურება იყო, რომელიც ერთადერთ ფანჯარას ამშვენებდა.
ნუთუ დამავიწყდა მეთქვი გავიფიქრე, ჩემი მეგობარი ტე-იონგი გარინდული იჯდა გალიაში და თავი ფრთის ქვეშ ამოედო. -მტრედს სძინავს? ასეთი რამ ადრე არ შემიმჩნევია, მეგონა რომ სულ ფხიზლად იყო, მაშინაც კი როცა თავად მე მეძინა უგონოდ სულმიხდილს. ხმას დავუწიე და წერა განვაგრძე, მართალია არც მანმდე ვსაუბრობდი მაგრამ არ მინდოდა ჩემი ფიქრებით მისი მყუდროება დამერღვია. ავიღე კალამი და დავიწყე წერა.
ყველაფერს ენჯისათვის ვწერ, არვიცი როდის წაიკითხავს ის ამას, მაგრამ მინდა იცოდეს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს საცხოვრებელ ადგილს ჩემს ცხოვრებაში, და საერთოდ ვფიქრობ, რომ არა პონტო-ჩო ალბათ ასე კარგადაც არ გამომივიდოდა წერა. საოცარი დამთხვევაა, მაინც რატომ დავიწყე წერა აქ, რატომ არ ვწერდი ნიუ-იორკში, ან ტოკიოში, იოკოჰამაში, მანამდე ხომ ბევრგან ვცხოვრობდი ვიდრე აქ გადმოვბარგდებოდი. დიახაც რომ განსაკუთრებული ადგილია პონტო-ჩო, თავისი საიდუმლოებებით რომელიც ყოველ ღამე სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.
მთავარი ქუჩიდან, უფრო სწორედ იქიდან საიდანაც ფეხით სიარული მიწვეს ხოლმე სახლამდე, დიდი გზა არის გასავლელი ჩემს ბინამდე, მხოლოდ ერთი პრობლემაა, რამოდენიმეჯერ თავადაც გავბმულვარ მახეში და შემთხვევით სხვა შესახვევში შევსულვარ, მერე ვითომც არაფერი, დამახასიათებელი სტვენით გამოვბრუნებულვარ და გზაგასაყარზე დაკვირვებით მივშტერებივარ აბრას სახლის კუთხეში რომ არის მიჭედებული. ლაბირინთების მსგავსი ქუჩები, მრცხვენია კიდეც ამ სიტყვის თქმა, ეს ქუჩა სულაც არ არის. სახლები რომ არ იყოს და ბარ-რესტორნები ბილიკადაც ჩაითვლებოდა ისეთი ვიწროა აქაურობა.
ვიდრე ჩემს საცხოვრებლამდე მოხვალ არვიცი, დაკვირვებიხარ თუ არა, თავზე აუცილებლად წამოგედება ტირიფის ტოტები, თუ გაზაფხულია ან ზაფხული მაშინ ეს სასიამოვნოც კია, თითქოს ნაზი არსება გეფერება, მაგრამ ზამთარში, როდესაც მისი წვრილი ტოტები გაშიშვლდება, შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. აბა როგორია, მოდიხარ შენთვის მშვიდად, ჩაფქრებული, დაჰყურებ გრნიტის ფილებით მოპირკეთებულ საფეხმავლო ქუჩას და უცებ, ჰოი საოცრებავ, რაღაც გეხება თმაზე.
წეღან ვახსენე რომ ჩემი სახლი, უფრო სწორედ ჩემი საცხოვრებელი ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების, ალბათ შევიშალე. სულაც არ არის ასე, მე უბრალოდ მივეჩვიე პონტო-ჩოს, იმდენად რამდენადაც ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. სინამდვილეში ერთადერთი სწორედ შენ ხარ ჩემო ენჯი, მხოლოდ შენ, ვინც მაძლევს ძალას, სიცოცხლის.
რა პოეტური ვხდები ხოლმე როცა მარტო ვარ, მაგრამ შენ ხომ აქ ხარ, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, ნეტავ თუ ფიქრობ ახლა ჩემზე, ნუთუ ეჭვიანიც გავხდი, რას დავაბრალო ეს, სიყვარულს თუ იმას რომ ამდენ ხანს ვერ გნახე. მეშინია, რომ გამოხვალ და მკითხავ რატომ მოვიქეცი ასე, არ მაქვს პასუხი, ვერაფერს ვიტყვი. გაბრაზდები, ეჭვგარეშეა აუცილებლად გაბრაზდები მაგრამ არ გამოხატავ, ნეტავ შემეძლოს ყველაფერი გითხრა, მე რომ სულ ცოტა გამბედაობა მქონდეს, მე რომ სულ ცოტა გამბედაობა მქონდეს...
̶ პირსახოცი არ არის ნაოკი! შეგიძლია მომაწოდო?
̶ რა? ჰო, რათქმაუნდა ახლავე, დამელოდე, კარგი?
ნებისმიერ შემთხვევაში მადობელი ვარ განგების, რომ მყავს გვერდით მისნაირი ადამიანი. ერთი რამ კი ვერ გამიგია, რატომ ვიტანჯავ თავს, რატომ მივცემივარ თვით გვემის ამ საშინელ პროცესს რომელიც შინაგანად აბნელებს ჩემს სულსაც და ჩემს სხეულსაც. ფილოსოფიური განცხადებები მხოლოდ ერთი მსმენელის თანდასწრებით ძალიან მოსაბეზრებელია, თანაც ის ერთადერთი მსმენელი სწორედ მე ვარ. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, მეტიც, მე არც ჩემი წარსულით ვარ კმაყოფილი და არც აწმყოთი, მაიმედებს მხოლოდ მომავალი სადაც ენჯი თავისთავად მოიაზრება.
რამოდენიმე წუთის წინ როდესაც სააბაზანოში პირსახოცის გარეშე დარჩენილს თეთრი პირსახოცი მივაწოდე, დავინახე მისი შიშველი სხეული, შემრცხვა და თვალი მოვარიდე, არ მინდა ვიფიქრო რომ მის მიმართ ჩემი გრძნობები გაცივდა, დრომ და მანძილმა ნუთუ ასე იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, და მაინც, რატომ არ წავედი ტოკიოში, რატომ არ ვინახულე უფრო მეტჯერ ვიდრე ეს გავაკეთე. ის ახლა იმდენად უცხოა, იმდენად შორეული როგორც არასდროს, მსგავსი გრძნობა მაშინაც არ გამჩენია როდესაც დავშორდით ერთმანეთს, იქნებ იმიტომ, რომ მაშინ ვიაზრებდი ყველაფერს, შეგუებულიც ვიყავი რომ ის წავიდოდა, მაგრამ ახლა ხომ აქ არის, ჩემს გვერდით.
ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავით ერთად ჩემო ენჯი. შენი ტანის სურნელი, შენი თვალების სითბო, შენი ტატუ მარჯვენა მხარზე, და მაინც მიჩნდება კითხვა, რატომ არ მიფრინავს ის ჩიტი გულისაკენ? თავისუფლება ნუთუ იმდენად მიუღწეველი ოცნებაა შენთვის რომ მზად ხარ გაფრინდე კიდეც. დროის მარწუხებმა ჩვენი ურთიერთობა ნუთუ ერთ წელში დაასრულა, არ მინდა ეს დავიჯერო.
მდინარე კამოს ნაპირას მოსეირნეს, ბევრჯერ ამრევია გზა, ვფიქრობდი ჩვენზე და იმაზეც თუ რა იქნებოდა შენ რომ დაბრუნდებოდი. მხოლოდ ახლა ვხვდები თუ რამდენად სულსწრაფია ჩემი სული. დასახული გეგმების თუნდაც ნახევარი, რომ შევძლო და განვახორციელო, ეს იქნება ყველაზე დიდი თავგადასავალი ცხოვრებაში, იმდენად დიდი, რომ კიდევ ერთი ცხოვრება არ მეყოფა მოსაყოლად. ახლა თავხსმა წვიმაშიც კი დიდი სურვილი მაქვს მასთან ერთად ვიარო პონტო-ჩოს ქუჩებში, დავსველდე, დავიღალო. საერთოდაც თუ დავაკვირდები საკუთარ თავს, აღმოვაჩენ, რომ ამგვარი სიგიჟეები მომნატრებია კიდეც, მაგრამ გვერდით დიდხანს არ მყავდა გადარეული მეწყვილე რომელიც ჩემს გეგმებს მოიწონებდა, წავიდოდით ერთად მდინარის პირას და ჯენჭებით ჯიბეგამოტენილები შევეჯიბრებოდით ერთმანეთს ვინ უფრო მეტჯერ მოარტყავდა კამოს, უბედურია ყოველი სულიერი ვისაც არ სურს საყვარელი ადამიანი სიგიჟის პირას მიიყვანოს და განაცდევინოს სრული თავისუფლება შეშლილობისა. და ახლა როდესაც მის წინ მჯდომი, ვუყურებ მის სახეს და ვგრძნობ როგორ იმატებს ჩემში ენდორფინის დონე, მასთან შეხებაც კი არ მჭირდება იმისათვის რომ თავი ბედნიერად ვგრძნო. საკმარისია მხოლოდ საუბარი, ფიქრი და ოცნება მასზე.
̶ დროა მორჩე წერას ნაოკი-სან, შემამჩნიე გთხოვ, მე აქ ვარ, წიგნაკში შეგიძლია სხვა დროს დაწერო, როცა მოგენატრები ან როცა აღარ ვიქნები.
̶ შენ სულ იქნები ენჯი, დამადასტურებელი დოკუმენტი ხელში მიჭირავს, შენზე არა მხოლოდ შენ მოგიყვები, არამედ მინდა ყველამ გაიგოს რომ ცხოვრობ, რომ ცოცხლობ და რომ მიყვარხარ. ვერ გეტყვი მენატრებოდი მეთქვი, ეს არ იქნება საკმარისი, მე მაკლდა შენი სიახლოვე და მინდა გიამბო ყველაფერი რაც გადამხდა მანამ, სანამ წასული იყავი ჩემგან.
̶ შენ არასოდეს ყოფილხარ გულწრფელი, იქნებ იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ არასოდეს გისაუბრია ჩემთან შენს პრობლემებზე.
̶ მე არ ვიცოდი რა მეთქვა, და ახლაც როცა შენს გვერდით ვარ მიჭირს აზრებისათვის თავმოყრა, არა იმიტომ რომ მრცხვენია, არა. არ მინდა შენი ბრწყინვალე გონება დავაბინძურო ნეგატიური აზრებით.
̶ გაბედე ნაოკი, ყველაფერი გაბედე, ილაპარაკე, მოიქეცი ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი ოღონდ არასდროს შეწყვიტო პროცესი რომელსაც ფიქრი ჰქვია.
̶ ჩემი შთაგონების ერთადერთი წყარო ხარ, როგორც კიოტოს ქუჩებში გაყვანილი კამკამა წყლის არხები, სწორედ ისე მოგაქვს ჩემს სულში აზრი, იდეა, შთაგონება და გამბედაობა.
̶ გაკლდი?
̶ ყოველ წამს განვიცდიდი უშენობით გამოწვეულ სევდას.
̶ და მაინც იქნებ წამოგცდეს რატომ გიჭირს საუბარი ჩემთან?
̶ შენ არ გავხარ სხვებს, სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ შენზე სხვები, უყვარხარ თუ არა ადამიანებს, საერთოდ არაფერი მაინტერესებს, მინდა ჩემთნ იყო, დაე ჩამითვალე ეს სისუსტედ, მაგრამ გევედრები ნუ გამოიყენებ ამას ჩემს წინააღმდეგ, ჩემი გული ვეღარ გაუძლებს იმედგაცრუების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც ცუნამივით დამატყდება თავს და სიკვდილს მომანატრებს.
̶ შენ მაინ ფიქრობ, რომ...
̶ მე კვლავაც ვფიქრობ შესაძლო ღალატზე, ოღონდ ეს არ იქნება გამოწვეული შენი ქცევით, ყველაფრის მიზეზი ჩვენი ფიქრებია, საბოლოოდ ყოველთვის ფიქრებს მივყავართ შედეგებამდე, არასდროს იფიქრო ჩემზე ისე როგორც რიგით ადამიანზე. მე შენ ანგელოზი მგონიხარ აკიამა-სან, და ერთ დროს ღმერთადაც კი წარმომედგინა შენი სახე და არსებობა, მაშინ ისე იშვიათად გხედავდი, გეხებოდი, საერთოდაც ვერ ვიფიქრებდი რომ არსებობდი, სწორედ ამიტომ გახდი ღმერთი, უხილავი, შენი არსებობის მისტიურობით შეპყრობილი ჩემი ფიქრები მაიძულებდა ეს დამეჯერებინა.
̶ ჩვენ არ ვართ ანგელოზები, ჩვენ ადამიანებიც კი არ ვართ ნაოკი.
̶ მე ამის ისე ღრმად მწამს, როგორც თავად შენი არსებობის ახლა, ჩვენ, მით უფრო შენ, იმდენად განსხვავდები სტანდარტული ადამიანისაგან, იმდენად მიუწვდომელი ხარ სხვებისთვის...
̶ ჩემი აზრით ეს სულაც არ არის ქათინაური.
̶ მე არც მიფიქრია შენთვის კომპლიმენტი მეთქვა, ჩემი ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ, მით უფრო მაშინ როცა ჩემთან ხარ.
̶ წამოდი ჩემთან ერთად.
̶ შენ მხოლოდ რამოდენიმე საათია რაც დაბრუნდი, ნუთუ იმდენად აუტანელია აქაურობა შენთვის, რომ დროც არ გჭირდება დასაფიქრებლად, წახვიდე თუ არა კიოტოდან.
̶ ეს არაფერ შუაშია ნაოკი-სან, საქმე ჩემს სამსახურს, ჩემს განათლებას და საერთოდ მთელს ქვეყანას ეხება.
̶ საინტერესოა, მთავაზობ რაიმე ეპოქალურში მივიღო მონაწილეობა თანაც შენთან ერთად?
̶ ეს შეთავაზება კი არა, თხოვნაა, ნუ გამიშვებ მარტო.
̶ კი მაგრამ. კარგი, სად მივდივართ და როდის.
̶ ზეგ დილით, მაპატიე გთხოვ...
̶ შეიშალე ხომ, აშკარად შეიშალე ენჯი!
̶ აოკიგაჰარა უნდა ვნახოთ, სულ ორი დღით.
̶ შენ ღამის გათევას იმ ტყეში აპირებ? ხომ ვამბობდი შეიშალე მეთქვი.
̶ წამოხვალ ჩემთან?
̶ რათქმაუნდა, მაგრამ, გრძელი თოკი და ფანარი მე მომაქვს.
̶ შეშლილო, მომენატრე.
̶ ესეიგი დაბრუნდი, კეთილი იყოს შენი მობრძანება კიოტოში.
როდესაც გამიმხილე შენი გეგმების მცირე ნაწილი, ის ემოცია რომელიც მაშინ განვიცადე და ის გრძნობები რომელიც იმ წამს დამეუფლა, ამის გამოხატვა სიტყვებით, ჩვეულებრივ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვისაც კი. აოკიგაჰარა, ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, თმის ძირებიც კი გამიოფლიანდა, პირი გამიშრა, ხელები გამეყინა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი გამბედაობის არარსებობაში. მხდალი არ ვარ, სხვა ნებისმიერ ადგილას დიდი სიამოვნებით და ამასთანავე დიდი სიხარულით წამოვიდოდი შენთან ერთად, თუნდაც ეს სამყაროს დასასრული ყოფილიყოს, მაგრამ ეს ადგილი, ეშმაკიც კი არ დაწრწის იქ.
შენი სუყვარული მაიძულებს უარი ვთქვა ჩემს სურვილებზე, პრინციპებზე, დავივიწყო ყველაფერი, სული ამოვაცალო ჩემს სხეულს და წამოვიდე შენთან ერთად იმ დაწყევლილ ადგილას, სადაც ნელი სიოს მეტი არაფერი მოძრაობს. სისულეებზე ფიქრით თავი მაშინვე ამტკივდა, თითქოს გამებერა, მხედველობაც კი დავკარგე რამოდენიმე წამით. რასაკვირველია წამოვალ, წამოვალ ყველგან, დაე ცხონდეს ჩემი სული სიკვდილის შემდეგ თუ შენს სახეს დაინახავს ჩემი თვალები სიცოცხლის უკანასკენლ წუთს.
მოგონებები შეინახავენ.
განვლილი ღამე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ არც შეგხებივარ, მაინც მგონია რომ გაგიცანი, დიახ, მე გაგიცანი სულ სხვა ენჯი, იმდენად უცხო ჩემთვის, რომ წარმოუდგენლადაც მეჩვვენება მასთან, აქამდე გატარებული ყოველი წამი. იმის გარდა რომ ენჯი მთელი ღამით ჩემთან დარჩა, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, წუთით მოვიწყენდით კიდეც სრულიად უმიზეზოთ და მერე ორივენი ვჩუმდებოდით, ველოდით როდის დაარღვევდა ერთ-ერთი ჩვენგანი სიბნელის მდუმარებას და კვლავ ავქაქანდებოდით ხოლმე. კარგი იყო აპრილის წვიმიანი ღამე, სანატრელი სამომავლოდ.
დილით გაღვიძება დავასწარი ენჯის, ის ჯერ კიდევ საწოლში იწვა და მშვიდად სუნთქავდა. ფეხზე წამოვდექი, ფრთხილად მივუახლოვდი ფანჯარას და გამოვაღე, ეტყობოდა საკურას რომ გასცვენოდა ყვავილი ახლომახლო, ჰაერის სურნელება აღარ იყო ისეთი საამო როგორც გუშინ. ტე-იონგი ფანჯარაში გავდგი და გალიის კარი გავაღე, თავად აბაზანაში შევედი, ცხელი წყალი სასიამოვნოდ დამდიოდა ტანზე ნაკადულებად, თვალებდახუჭულს შავ ფონზე მოფარფატე ჭიაყელები მელანდებოდა, მერე შიშმა ამიტანა და გამოვიღვიძე არარსებული სიზმრიდან. ეს ხმა, მისი ხმა, აოკიგაჰარა, შორეული ტყიდან მოჰქონდა ჩემთან უხილავ ძალას. მიზიდავდა თუ არა ვერ ვიტყვი, მაგრამ ზებუნებრივ ზემოქმედებას რომ ახდენდა ჩემზე ფაქტია. ეს ყველაფერი განწყობას დავაბრალე და ტანზე აქფებული ღრუბელი მოვისვი.
წინ მთელი დღე და რაც მთავარია, მთელი ღამე გვქონდა, გონებაში რამოდენიმე გეგმა დავსახე, ავარჩიე ფილმები, ცოტაოდენი სასმელი და მარტივად მოსამზადებელი საკვები შევიძინე, უკვე ნაშუადღევს კი სახლში დავბრუნდი. ენჯის ჯერ კიდევ ეძინა, ღრმად სუნთქავდა, ქუთუთოები უთრთოდა, ალბათ ცუდ სიზმარს ხედავდა, ვაცადე და არ გავაღვიძე, მარტოდ დარჩენილს ქვეცნობიერთან ბრძოლის საშუალება მივეცი.
სამზარეულოში მუყაოს პაკეტები შევიტანე, მაგიდაზე დავაწყვე და ამოლაგება დავიწყე. შუა პროცესში მაცივარი საშინლად დაბინძურებული მეჩვენა, უფრო სწორედ დაბინძურებული იყო, გულმა რომ ვეღარ მომითმინა გადავწყვიტე საღამომდე დარჩენილი დრო სახლის დალაგებისათვის დამეთმო და სამზარეულოდან დავიწყე. ერთჯერადად გამოსაყენებელი ჭურჭელი ნაგვის ურნაში მოვისროლე, კიდევ ცარიელი პაკეტები რომლებიც ტყუილად იკავებდნენ ადგილს სათავსოში. ეს არ იყო უბრალოდ სახლის დალაგება, ჩემთვის მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ დავმშვიდდი, ნეგატიური ფიქრები მომცილდა, დავწყნარდი, საერთოდაც იმ წამს არაფერზე ვფიქრობდი.
ონკანის ხმაურმა ენჯი გააღვიძა, ნახევრად შიშველი სამზარეულოში გამოვიდა და ისე დამიწყო ყურება, თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი რომელიც სახლს ალაგებდა. ჭიქა წყალი მთხოვა, რათქმაუნდა მეც დაუყოვნებლივ შევუსრულე ნატვრა და ცივი წყლით სავსე მუყაოს ჭიქა გავუწოდე, სახლში ყველაფერი ერთჯერადი გახლდათ, ასე თავიდან ვიცილებდი დროის ხარჯვის უაზრო პროცესს რომელიც ჭურჭლის რეცხვას ახლავს ხოლმე თან, ფული ბევრი არ გამდიოდა ნივთების შეძენაში, მარტო ვცხოვრობდი და ეს ჩემს წისქვილზე ასხავდა წყალს, თანაც დღეს დილით ჩარიცხული ჩემი ხელფასის ნაწილი რომელიც წესით რამოდენიმე კვირაში უნდა გამხდარიყო ჩემი ანგარიშის ერთადერთი შემოწირულობა, მისი წყალობით შევძელი და მთელი თვის მარაგი შევიძინე გაორმაგებული რაოდენობით, იმაზე მეტი ვიდრე მაშინ, სანამ მარტო ვიყავი.
ნაგვის ბუნკერი სამჯერ გაივსო ნაგვით, უმეტესობა სწორედ თეფშები და ჭიქები გახლდათ, ზოგიერთი ნივთი საწოლის ქვემოთ იყო დამალული, ცოცხის ხმარება ისეთივე ოსტატურად მეხერხებოდა როგორც კალმის, ამიტომაც, მთელს სახლში არ დარჩენილა ადგილი სადაც ვერ შევძლებდი და ვერ მივაგნებდი დიდი დროის განმავლობაში დაბუდებულ სიმყრალეს. ენჯი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ვიცოდით რა სიბინძურეც სუფევდა საცხოვრებელში და ეს რათქმაუნდა ჩემი დამსახურება უფრო იყო ვიდრე მისი, ამიტომაც ხმას არ ვიღებდი, მორჩილად ვუსმებვდი ცოცხს და ვებრძოდი ობობების მიერ გაბმულ აბლაბუდებს ოთახის კუთხეებში.
̶ ეს უკვე მეტისმეტა ნაოკი-სან! ახლავე მოიტანე ცოცხი.
̶ ოღონდ ეს არა, ახლა რა მოხდა?
̶ შეხედე, აქ თაგვია, არვიცი რა უნდა ვუყო.
̶ მოკალი, აი იარაღი.
̶ არა, მიდი დაიჭირე.
̶ რა? მე კატა არ ვარ ენჯი-სან.
̶ არც მე ვარ მკვლელი, აქედან გაიყვანე, არვიცი, ტე-იონგს სთხოვე, ისინი ხომ...
̶ ისინი რა...
̶ დაივიწყე, თაგვი გააცილე სახლიდან და დაბრუნდი, მე აბაზანაში შევალ.
ჩემი ბრალეულობა საბოლოოდ დამტკიცდა მას შემდეგ რაც გავჩუმდი და ბრძანება უთქმელად შევასრულე. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა დავარწმუნე ჩემი სტუმარი, რომ უნდა წასულიყო, არ ვიცი სად დაიდებდა ბინას, ან იქნებ შორს წასვლა არც დასჭირვებოდა, ქემოთ არაჩვეულებრივი სარდაფი გვაქვს სადაც ღამღამობით იკრიბებიან მსმელები კიოტოსი, ერთი ამბავი აქვთ ხოლმე გამართული. ჩავიდოდა და დაესწრებოდა ძვირფასი თაგუნია შეკრებებს, თანაც, ენჯი მას სახლში არაფრის დიდებით არ გააჩერებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ერთერთმა მღღრნელმა ახალთახალი კიმონო თავის გემოზე გადააკეთა, მახსოვს ენჯის განრისხებული სახის გამომეტყველება.
დავიღალე და ჩამოვჯექი, წიგნაკი საწოლზე გადაშლილი დამხვდა, რათქმაუნდა არ დავიჯერე რომ კითხულობდი აკიამა-სან, ასე რომ ყოფილიყო იმ წამსვე შევწყვეტდი წერას და სახლისაკენ მიმავალ გზას სიტყვის უთქმელად დავადგებოდი. ჩემი სახლი ჰიროსიმაშია, დანგრეული ტაძრის გვერდით, ერთდროს მიწასთან გასწორებული.
გადავწყვიტე დამეწერა, ყველაფერი, არაფერი არ უნდა გამომრჩენოდა, შენი წარბის შერხევაც კი, ეს იქნებოდა მოგონებები შენზე, ამით ჩემს თავს დიდ საჩუქარს გავუკეთებდი. კალმისტარი ხელში რომ ავიღე შენც იმ დროს გამოხვედი აბაზანიდან, ტანი ცივი წყლით გქონდა დანამული და მკერდზე წვიმის წვეთების მსგავსად დაკიდული პატარა წვეთები თავს ვერ იკავებდნენ ისე ეცემოდნენ იატაკზე. შენი შემრცხვა მაშინ, ამიტომაც მოგარიდე მზერა და თითქოს მართლა მაინტერესებდეს ქუჩაში ვინ მიდიმოდის ისე დავიწყე ყურება ფანჯრიდან. შემრცხვა და ამით მე გამოვტოვე შესაძლებლობების ნახევარი.
უხერხულად აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, მხოლოდ ონკანიდან მონადენი წყლის წვეთების ხმა ისმოდა, რაც კიდევ უფრო აუტანელს და გაუსაძლისს ხდიდა სახლში ყოფნას. ენჯი საწოლზე ჩამოჯდა, ჩემი თეთრი, ოდნავ დაკუჭული პერანგი მოიცვა და ფეხის ფრჩხილებზე ოქროსფერი ლაქის წასმა დაიწყო, მაშინვე გაქრა ლავანდის სურნელი მისი ტანიდან.
რატომღაც მგონია, უფრო სწორედ დაკვირვებული ვარ, ცხოვრების მანძილზე არაერთი წიგნი წამიკითხავს და თუ მეც გადავწყვეტ, რომ ეს ნაწერი საჯარო გავხადო, ვფიქრობ არ დავმალავ ამგვარ ფაქტებს, სადაც ადამიანები ტუალეტში დადიან, ისვავენ ტუჩსაცხს, ახალბედებს კი მეტად უშნო, ზოგჯერ შემზარავი მაკიაჟიც კი გამოსდით. საბედნიეროდ, ჩემთვის საბედნიეროდ რათქმაუნდა, შენ არ გჩვევია უამრავი ქიმიის წასმა სახეზე იმისათვის რომ დაფარო ისედაც მშვენიერი შენი ნაკვთები, გაცილებით მშვენიერი მეჩვენები მაშინ როდესაც ბუნებრივად გამოიყურები, ყოველგვარი საღებავების გარეშე. შენს ვარდიფერ ტუჩებს არ სჭირდება ტუჩსაცხი, არც სახეს სჭირდება მკვდარი სხეულის კანისფერი, ბუნებრივალ ლამაზი და არაამქვეყნიურად მშვენიერი შენი თავი მირჩევნია ქვეყნის სილამაზეს.
სიჩუმის გაფანტვა ჩემი ფიქრებით ვცადე, და როგორც ვთქვი, მე მორცხვი ვარ, სხვა შემთხვევაში ყველაფერს გეტყოდი. მაგრამ წერა ვამჯობინე, იქნებ ამის წაკითხვის დროს უფრო დიდი ბედნიერება განიცადო, ეს ხომ მოულოდნელი იქნება შენთვის, ყველაფერი კარგი კი მოულოდნელად ხდება, ყოველგვარი წინამოსამზადებელი პროცესების გარეშე, სწორედ შემთხვევითობები აქცევენ ჩვენს ცხოვრებას განუმეორებელს, და შენც ჩემო ენ, მინდა იცოდე რომ არასოდეს, არასოდეს განმეორდები ჩემს გონებაში, არავინ ეცდება შენი ადგილის დაკავებას, მხოლოდ ერთს გთხოვ, აიტანე ჩემი უმიზეზო სევდა და წუწუნი.
ყველაფერი კარგად ვერ იქნება მეთქვი გავიფიქრე, ენჯი უკვე ასრულებდა თავის სამუშაოს და ახლა სულის შებერვით ცდილობდა ლაქის გაშრბას, მისი ლოყები წნევის მატებასთან ერთად გაწითლდა, თავად საოცრად მშვიდი ჩანდა, ყოველგვარი ემოციების გარეშე, არვიცი როგორ ახერხებდა, და მართლაც, მე ვფიქრობ რომ ის მოწოდებით ფსიქოლოგია, სხვა შემთხვევაში როდესაც ნებისმიერი ჩვეულებრივი, სტანდარტული ადამიანი გაბრაზდებოდა, ის ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მე მჯეროდა რომ ის ასეთი იყო, სწორედ ამიტომ მხიბლავდა მისი უბრალოება და თავშეკავება ასე ძალიან.
საუბრის დაწყება გამიაძნელდა, თუმცა უკვე ვეღარ ვიტანდი ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, შევეცადე სასმელის დახმარებით მაინც გამეადვილებინა ჩემი ორატორული თვისებები, ოდნავ გახსნილი ვყოფილიყავი, თავს ვაიძულე საუბარი დაეწყო. მაცივრიდან ორი ქილა ლუდი ავიღე და კვლავ ჩემს ადგილს დავუბრუნდი, არ მინდოდა დამელია, სხვაგვარად კი წარმოუდგენელი იყო ჩემი ალაპარაკება, თანაც მარტონი ვიყავით, ტე-იონგი კარგა ხნის წინ გაფრინდა სახლიდან, ღმერთმა იცის სად არის ახლა.
̶ მშვიდი ხარ.
̶ არა ნაოკი-სან, მე ჩვეულებრივი ვარ.
̶ შენ ზედმეტად მშვიდი ხარ, ნუთუ სულ არ გაღელვებს ის ფაქტი, რომ ხვალ ჩვენივე ფეხით ვაპირებთ წასვლას საიქიოში.
̶ ყველაფერი არც ისე ცუდაადაა და არც ისე საშიშია როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
̶ ხუმრობ? არა, მითხარი რომ იხუმრე, გასულ წელს ასზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი იმ დაწყევლილ ადგილას, ამბობენ რომ ყველა არ მისულა ამ განზრახვით იქ, რაღაც უჩინარმა, ზებუნებრივმა ძალამ აიძულათ ეს გაეკეთებინათ.
̶ ნუ შეშინდები, ეცადე არ იფიქრო ამაზე.
̶ არ ვფიქრობ რომ ცუდ საქმეს ვაკეთებ როდესაც ვფიქრობ, არვიცი რატომ აირჩიე ეს ადგილი, განა დარჩა რაიმე ისეთი რაც ჯერ არ გამოკვლეულა, არ დაწერილა და არ თქმულა?
̶ იქ რაღაც არის, არვიცი რა მაგრამ ამას აუცილებლად გავარკვევ, ჩემს გვერდით იყავი, კარგი?
არვიცი,ალბათ თანხმობის ნიშანი იყო ჩემი მხრიდან გამოხატული მეტად ბუნებრივი ქცევა, მაგრამ შეუფერებელი იმ წუთისათვის. ცივი ლუდი გემრიელად ჩავყლაპე და დავფიქრდი, სხვა თემა მჭირდებოდა, უფრო სასიამოვნო რომ გამეხადა საუბარი, თანაც ვინ იცის, იქნებ ვეღარ შევძლო დაბრუნება სა