ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები თსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

29 დეკემბერი 2022 წ.

28 ნო­ემ­ბერს თსუ-ს მარო მა­ყაშ­ვი­ლის სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­ზეც ავ­ტო­რებ­მა სტუ­დენ­ტებს თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებ­თან და წე­რის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს.

2022 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი - „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“, ოლა­ნი ბი­წა­ძე - „მა­ნი­ტუ“ და ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი - „წუ­თით კოს­მოს­ში“. სა­მი­ვე ავ­ტორ­მა ჟი­უ­რი­სა და მკი­თხველს ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს თავი. მათი წიგ­ნე­ბი სექ­ტემ­ბრის თვე­ში გა­მო­ი­ცა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ავ­ტო­რებ­მა თა­ვი­ან­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს. მათი თქმით, სტუ­დენ­ტე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ისე­თი თე­მე­ბით, თუ რო­გორ უნდა შე­იქ­მნას სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტი, რო­გორ შე­ი­ძი­ნონ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კონ­კურ­სებ­ში და რო­გორ მიხ­ვდნენ, ღირს თუ არა ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად.



ამას­თან, სა­მი­ვე ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ებ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია:

ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, „წუ­თით კოს­მოს­ში“: „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა გვქონ­და, რად­გან პირ­ვე­ლად მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აუ­დი­ტო­რი­ის­გან მიგ­ვე­ღო უკუ­კავ­ში­რი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა თით­ქმის ჩვე­ნი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან, მათი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა. დაგ­ვის­ვეს ბევ­რი კი­თხვა, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ მკი­თხა, რომ „მე ვწერ, მაგ­რამ სულ მინ­დე­ბა, რომ წავ­შა­ლო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს გა­დავ­ლა­ხო ჩემს თავ­თან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდეო“, რა­ზეც ვიმ­სჯე­ლეთ. ეს შეხ­ვედ­რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო იმ მხრივ, რომ დის­კუ­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­და“.

ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი, „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“: „ყო­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია არის რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო, იმი­ტომ რომ ვცდი­ლობ, წინა პრე­ზენ­ტა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­სა­უბ­რო. ვფიქ­რობ, თსუ-ის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­მაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა, იყო ბევ­რი უც­ნო­ბი სახე და მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ჩემი აზ­რით, ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან არ­სე­ბობს ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც მუ­დამ გას­დევს ახალ თა­ო­ბას: ბევ­რის­გან მსმე­ნია, რჩე­ვა ახა­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის შე­სა­ხებ, რომ ნუ წა­ი­კი­თხავ, ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. მგო­ნია, რომ ეს წრე უნდა გა­ვარ­ღვი­ოთ და რე­ა­ლუ­რად უნდა და­ვა­ნა­ხოთ ყვე­ლას, რომ ყვე­ლა მწე­რალს თა­ვი­სი ნიშა აქვს, არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, აქვს სა­კუ­თა­რი წე­რის სტი­ლი და ის­ტო­რი­ე­ბი. ვფიქ­რობ, რომ მკი­თხველ­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია გვეხ­მა­რე­ბა, მათ ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი გა­ვაც­ნოთ და და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვენ ვართ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და გვსურს, ჩვენ სი­ტყვა ვთქვათ ჩვე­ნი გზი­თა და ფორ­მით“.

ოლა­ნი ბი­წა­ძე, „მა­ნი­ტუ“: „ეს პრე­ზენ­ტა­ცია ჩემ­თვის რამ­დე­ნი­მე კუ­თხით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუნ­დაც იმ მხრივ, რომ მეც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ, აქ ვსწავ­ლობ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ სივ­რცე­ში შეხ­ვედ­რა და მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა.

ერ­თია, როცა წიგ­ნი წიგ­ნად არ­სე­ბობს და მი­დის მკი­თხვე­ლამ­დე და მე­ო­რეა, როცა შენ, ავ­ტო­რი შუ­ა­მავ­ლის როლს თა­მა­შობ შენ­სა და მკი­თხველს შო­რის. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნა, შე­ფა­სე­ბა, ეს ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­რის­თვის“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც იწყე­ბენ ტურ­ნეს, სა­დაც მკი­თხველს თა­ვი­ანთ წიგ­ნებს წა­რუდ­გე­ნენ და მათ კი­თხვებს უპა­სუ­ხე­ბენ.