კულინარიულ შეჯიბრში, რომელიც 3 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ სხვადასხვა წლებში გამარჯვებული ავტორები: ოლანი ბიწაძე, ანუკი შატაკიშვილი, ირაკლი არიშვილი და თათული ღვინიანიძე მონაწილეობდნენ. „შეფ-ლიტერატორი“ გამომცემლობა “პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელშიც მწერლები განსხვავებული კერძების მომზადებას ცდილობენ.
მონაწილმე ავტორებმა დამსწრე საზოგადოების თვალწინ საავტორო ბურგერები მოამზადეს და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მათ კულინარიული შემოქმედება კი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა: სოფიო ძიგრაშვილმა, ბესო ხვედელიძემ და ნათია დემეტრაძემ შეაფასეს.
„ჩემთვის, როგორც მზარეულისთვის, „შეფლიტერატორი“ მეტად საინტერესო პროექტი გახლავთ. სამზარეულო და მწერლობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ორივეს სჭირდება გემოვნების რეცეპტორი, რომელსაც ხელით ქმნი, აწყობ სიტყვა-სიტყვით და ქმნი პროდუქტს, რომელიც სხვისთვის უნდა იყოს საინტერესოდ გემრიელი ლუკმა. მას არაერთჯერადი ხასიათი უნდა ჰქონდეს და მასთან დაბრუნებას უნდა განდომებდეს. სწორედ ამიტომ ძალიან მომწონს „შეფლიტერატორის“. მონაწილეებმა მთელი გულით შეასრულეს მეტად რთული დავალება - ბურგერის 10 წუთში მომზადება. ყველა ბურგერს ჰქონდა მისი უპირატესობა. თუმცა ჩემთვის სრულყოფილი იყო ოლინის მიერ იმერულად მომზადებული ხაჭაბურგი,“ - აღნიშნა ნათია დემეტრაძემ.
17:30 / 05-12-2022

-0:03
ნათიას მსგავსად, ჟიურის სხვა წევრების განსაკუთრებული მოწონებაც ოლანი ბიწაძის ბურგერმა დაიმსახურა. ის გახლავთ ავტორი, რომლის რომანიც „მანიტუ“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული და ჟიურის რჩეულია. წიგნის მთავარი თემა ისაა, თუ რამხელა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებსა თუ შთაბეჭდილებებს ადამიანის ცხოვრებაზე.
„3 დეკემბერს ვესტუმრეთ ქუთაისს, სადაც გაიმართა შეხვედრა მკითხველებთან. თუმცა შეხვედრა ძალიან გამორჩეული იყო, რადგან სტუმრებს საკუთარ წიგნებთან ერთად ჩვენს კულინარულ შემოქმედებასაც ვაცნობდით. „პალიტრა L-ის” კონკურსი "შეფ-ლიტერატორი", ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. მანამდე ჩემი მომზადებული საჭმელი ჟიურის არასდროს შეუფასებია. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ჩემმა ბურგერმა, რომელსაც ხაჭაბურგი დავარქვი, დიდი მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა კიდეც. მართალია, ბურგერის მომზადების პროცესი არაფრით ჰგავდა ტექსტზე მუშაობის პროცესს, მაგრამ მე ბოლომდე ვეცადე ამ შემთხვევაშიც შემოქმედებითად მივდგომოდი საქმეს და რაიმე ახალი მომემზადებინა,” - თქვა ოლანი ბიწაძემ.
კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე გახლდათ თათული ღვინიანიძე, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ პირველი წლის გამარჯვებულია. მისი რომანის "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. წიგნი 2000-იანი ტირაჟით გამოიცა, თვენახევარში კი ტირაჟი სრულად ამოიწურა და გამომცემლობამ ის მეორე ტირაჟით გამოსცა. მას შემდეგ თათულის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ ბესტსელერის პოზიციას არ თმობს.
„კულინარიასა და ლიტერატურას რომ ბევრი საერთო აქვთ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ორივე შემოქმედებითი საქმეა და იმპროვიზაციას მოითხოვს, თუკი "დამგემოვნებელზე" წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა. გემოებს, რომელსაც კერძის დაგემოვნებისას შეიგრძნობ, შეუძლია წარსულშიც გამოგზაუროს და გრძნობების მრავალფეროვანი პალიტრაც აგიშალოს. მსგავს განცდებს გიღვიძებს კარგი წიგნიც და მასაც შეუძლია შენთვის დროის მანქანად გადაიქცეს. სხვათა შორის, ჩემს მეორე რომანში "ერთი კვირა ერთ ოთახში" პროტაგონისტი, ლუკასი, კულინარიის დახმარებით საკუთარი თავის პოვნასაც ცდილობს. ასე რომ ბუნებრივადაც კი მომეჩვენა, როცა "შეფლიტერატორში" მიმიწვიეს. აქვე დავძენ, „პალიტრა L“ იდეების გენერატორია, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩვენს, როგორც ავტორების, ისე მკითხველების სასიამოვნოდ გაოცებას კრეატიული პროეტებით. რაც შეეხება ჩემს ჰამბურგერს, ის არ იყო კლასიკური; ყველის ორი ისეთი სახეობა შევიტანე ინგრედიენტებად, რომელიც არასდროს დამიგემოვნებია ჰამბურგერში. ლიტერატურაშიც მიყვარს ექსპერიმენტები. მინდა, ოლანის გამარჯვება მივულოცო. უდავოდ, საინტერესო პერსონაა. არც გამკვირვებია, რომ კულინარიულ ასპარეზზეც იყოჩაღა,“ - აღნიშნა თათული ღვინიანიძემ.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ანუკი შატაკიშვილი და ირაკლი არიშვილი. ანუკი 19 წლის ავტორია, რომლის დებიუტიც „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში შედგა. მისი რომანი „წუთით კოსმოსში“ მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ლალუნასა და ჰალეის შესახებ, რომელთაც ერთი ოცნება - მთვარეზე გაფრენა აერთიანებთ.
ირაკლი არიშვილი სტუდენტია, რომელსაც ძალიან უყვარს წერა და საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ამ გზით გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა წერის დაწყება, დღეს ის კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხის რჩეული გახდა. მისი რომანი „დასაწყისის დასასრული“ კი ფართო საზოგადოებამ მალევე შეიყვარა.
„შეფლიტერატორი“ “პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული პროექტია, რომელიც მკითხველებმაც და ავტორებმაც ძალიან შეიყვარეს.