ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ ხმის მიცემა დაიწყო

29 დეკემბერი 2022 წ.

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023-ის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა და­ი­წყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ახალ ნი­ჭი­ერ ავ­ტო­რებს გა­მო­ავ­ლენს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გენს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მარ­თლაც ხდე­ბი­ან ბესტსე­ლე­რე­ბი, რომ­ლებ­საც მკი­თხვე­ლი ძა­ლი­ან აფა­სებს.

მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის გან­ცხა­დე­ბა და­ფიქ­სირ­და. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, 15 ნო­ემ­ბრი­დან გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე და ხმის მი­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა 5 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ჯა­რო ხმის მი­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­დგე­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რიც გა­ეც­ნო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ მაქ­სი­მუმ 20 რჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 10 მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს კი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.


„პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ხა­რის­ხი­სა და დო­ნის აწე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

„კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ავ­წი­ეთ. თუ აქამ­დე 18 წელი იყო ქვე­და ზღვა­რი, ახლა 21-მდე გავ­ზარ­დეთ და ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. გან­ვლი­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა და გვი­კარ­ნა­ხა ეს და სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი. პირ­ველ წლებ­ში სა­ერ­თოდ არ გვქონ­და ასა­კი მი­თი­თე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რმა სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­მოგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბი. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მოგ­ვეხ­სნა კონ­კურ­სი­დან, რად­გან სრუ­ლი­ად უმ­წი­ფა­რი, ბავ­შვუ­რი ტექ­სტე­ბი იყო, არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო კონ­კურ­სის იდე­ას­თან. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი მი­ნი­მა­ლურ ზღვრად 18 წლის და­წე­სე­ბა იყო. ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც ჩა­მო­ყა­ლიბ­და არას­წო­რი აღ­ქმა, რომ ეს არის კონ­კურ­სი მხო­ლოდ დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რით, კონ­კურ­სი გუ­ლის­ხმობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სივ­რცის შექ­მნას ყვე­ლას­თვის - დამ­წყებ­თათ­ვი­საც და უკვე გარ­კვე­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ავ­ტო­რე­ბის­თვი­საც, რომ­ლებ­საც და­უგ­როვ­დათ სათ­ქმე­ლი ან ნათ­ქვამ-და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ მკი­თხვე­ლის­თვის მათ გა­ზი­ა­რე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ან წე­რის რა­ღაც ეტაპ­ზე გა­ჩერ­დნენ და აზრს ვერ ხე­და­ვენ, რომ და­ას­რუ­ლონ. ეს კონ­კურ­სი მათ­თვი­საც არის, ისე­ვე, რო­გორც სრუ­ლი­ად ახალ­ბე­და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს მაია ალუ­და­უ­რი.

მაია ალუ­და­უ­რი ახალ­გაზ­რდა, 21 წლამ­დე ავ­ტო­რებს ურ­ჩევს სრუ­ლი ენერ­გია თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თონ, ბევ­რი იკი­თხონ, ის­წავ­ლონ, ივარ­ჯი­შონ და, რაც მთა­ვა­რია, იგ­რძნონ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ტა­ნა. ხოლო უკვე რო­დე­საც ნამ­დვი­ლად მზად იქ­ნე­ბი­ან მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე წარ­დგო­მის­თვის, მერე მი­ი­ღონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გვინ­და, ეს კონ­კურ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იოლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შე­ვეც­დე­ბით, ამა­ში ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც და­ვარ­წმუ­ნოთ. 2023 წლის კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე სა­ჯა­როა და ელო­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხვე­ლებს, მხარ­დამ­ჭე­რებს. ჩვენ კი მო­მა­ვალ წელ­საც და ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­ლო­დე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რებ­სა და მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჟი­უ­რი მუ­შა­ობს მათ შეს­წავ­ლა-შერ­ჩე­ვა­ზე და ცდი­ლობს, არ გა­მორ­ჩეს არ­ცერ­თი „ნა­პერ­წკა­ლი“. ასე რომ, ვფიქ­რობ, თან­და­თან უფრო გა­იზ­რდე­ბა კონ­კურ­სი­სად­მი რო­გორც ავ­ტო­რე­ბის, ისე მკი­თხვე­ლის ნდო­ბა და სულ უფრო მეტ გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ვი­ძენთ,“ - და­ა­მა­ტა გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტური 5 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. მე­ო­რე ტურ­ში, შერ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და ხმის მი­ცე­მა თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა. მე-2 ტურ­ში ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა 10 იან­ვარს და დას­რულ­დე­ბა 31 იან­ვარს. 1-ელ თე­ბერ­ვალს კი მაქ­სი­მუმ 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა. მათ­გან ერთი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ორს ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებს „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნებს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია, რო­მელ­მაც მკი­თხველს უკვე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი გა­აც­ნო. მათი რო­მა­ნე­ბი ხში­რად ხვდე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ წიგ­ნებ­ში.