ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დასაწყისის დასასრული

0 ხმა

ირაკლი არიშვილი

ბიოგრაფია

ასაკი - 20 წელი

საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, დიდი დიღომი.

მე ირაკლი ვარ. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა რომელსაც წერა და გრძნობების ასეთ სტილში გადმოცემა უყვარს. როგორც ყველა დამწყებ მწერალს მეც მათ შორის აქამდე არ მქონდა შეხება ჩემი ნაწარმობის გამოქვეყნებასთან და აქამდე სულ თავს ვიკავებდი. ახლა კი როდესაც თითქმის ყველაფერი გაუფერულდა ჩვენს გარშემო მინდა რომ ჩემი ნაშრომი გავუზიარო ფართო საზოგადოებას. იმედია ამას მოვახერხებ.


სინოპსისი

ამბავი თანამედროვე დროში ხდება. ისტორია სწორედ მაშინ იწყება როცა მთავარი გმირი საკუთარ თავს ვეღარ ხედავს სარკეში.

გაქრობისგან გზააბნეული ახალგაზრდა იწყებს იმის გაგებას და შეცნობას თუ რა ხდება მის თავს. ამ პროცესში ის ბევრ რამეს გაივლის, იქნება ეს იმედგაცრუება, ტანჯვა, ტკივილი, სევდა, დეპრესია და ამას ემატება არაადამიანური შესაძლებლობა, გაუგოს სხვებს. დიახ, არ მოგესმათ, მთავარი პერსონაჟისათვის საკმარისია შეეხოს ნებისმიერ ადამიანს და იგრძნოს ყველაფერი რასაც ის გრძნობს, იქნება ეს სიხარული, სევდა თუ სხვა რამ. ამ შესაძლებლობით გაოცებული ბიჭი გვიყვება იმ რეალობის შესახებ რაც თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენს გარშემო ტრიალებს და ზოგჯერ უბრალოდ ვერ ვხედავთ.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური