სიცოცხლისფერი
0 ხმა
მარიამი ფერხული
ფერხული მარიამი. 21 წლის. ვცხოვრობ დუშეთში. დავამთავრე ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი ანგლისტიკის მიმართულებით. ბავშვობიდან მიტაცებდა წერა და
გრძნობების ვეებერთელა ტალღები ყოველთვის ფურცელზე გადამქონდა. ჩემი
ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული . გონებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, თავში
ერთმანეთშია აბურდული ეჭვები და იმედები, შიშები და ოცნებები, რაც ყველაფერს
გამძაფრებულად მანახებს და ალიაქოთს იწვევს თავში. ალბათ ამ ეჭვების გამოა, რომ
აქამდე არაფერი გამომიქვეყნებია. ვფიქრობ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც
საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები.
ნიბერიის რესპუბლიკაში ცხოვრება შიშისა და უსამართლობის ჩრდილქვეშაა მოქცეული, სადაც რეჟიმი დაუნდობლად დევნის თავისუფლებისთვის მებრძოლებს. ევა, რომელმაც ომში მამა დაკარგა და დედა რეჟიმის წინააღმდეგობისთვის გადაასახლეს, არ ნებდება. დედის კვალს მიჰყვება და სიყვარულის გზაჯვარედინზე აღმოჩნდება. მისთვის ეს გზა სულის წყვდიადიდან იმედის სინათლეზე გამოტანის მცდელობაა. რომანის მთავარი იდეა იმედდაკარგული ადამიანებზეა, რომლებიც თავისუფლებისა და სიცოცხლისფერის ძიებას წირავენ საკუთარ თავს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური