ხელოვნური ინტელექტი
0 ხმა
გიორგი ხუციშვილი
. დავიბადე 1996 წლის 26 დეკემბრის სუსხიან დილას, ქალაქ თბილისში, ვერაზე. ბავშვობა გავატარე ბებიასთან სოფელში, რამაც წარუშლელი კვალი და შთაბეჭდილებები დატოვა ჩემს პიროვნებაზე. სკოლა დავამთავრე 2015 წელს, ამავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ინტერესის ნაკლებობის გამო შევეშვი დროებით სწავლას რამდენიმე წელი, წელს კი განვაახლე სწავლა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგრონომიის საბაკალავრო პროგრამაზე. მიყვარს წერა, კითხვა, ჭადრაკის თამაში, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, მათემატიკა. მაინტერესებს სამყაროს კვლევა, მისი ასაკის დადგენა, კოსმოსის შეცნობა. ნაშრომები არ მაქვს გამოქვეყნებული არსად, პირველად ვაგზავნი ამ კონკურსში ჩემს ნაშრომს.
ჩემი რომანის ‘ხელოვნური ინტელექტის“ მთავარი სათქმელი არის ვინ ვართ ჩვენ?! - ადამიანები თუ ვიღაცის მატრიცაში არსებული სტრუქტურები?! ილუზორული ქმნილებანი თუ ვიღაცის სარკის მიღმა არეკლილი ჩრდილები?! - შევეცდები ამ ნაწარმოებით მე, ხოლო ნაწარმოების ფურცლებზე კი ჩემმა მთავარმა პერსონაჟმა AI-მ ვიპოვოთ „უპასუხო“ შეკითხვებზე ადეკვატური ან სულაც „ჰიპოთეტური“ პასუხები. სამყარო შეუცნოებლია და როგორც პატარა პრინცი ცდილობდა კეთილისა და ბოროტის არსსში გარკვევას, ასევე შევეცდებით იმავეს მე და ჩემი AI.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური