ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოთხრობები

0 ხმა

თამარ თოდუა

ბიოგრაფია

გამარჯობა.

მე ვარ თამუნა თოდუა, 36 წლის.

ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეუღლე და პატარა შვილი.

ბავშვობიდან ვწერ ლექსებს და მოთხრობებს. ხანდახან ვაქვეყნებ კიდეც. წლების წინ, ერთი კონკურსის მერე, „ლიტერატურული პალიტრის“ რჩეული გავხდი. ჩემი ნოველა დაბეჭდეს „კვირის პალიტრასა“ და „ლიტერატურულ პალიტრაში“ – „სიყვარულისფერი ამბავი, ალუბლისფერი ჩაი და აპრილის 13 საღამო“. სხვა გამოცემებშიც არის ჩემი ნაწერები დაბეჭდილი. ინტერნეტ-სივრცეშიც ვაქვეყნებ ხანდახან, მკითხველები ამბობენ, რომ მოსწონთ.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შემდეგ პიარში გადავინაცვლე და ამჟამად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობ.

წერაც მიყვარს და კითხვაც.

ვფიქრობ ხოლმე, რისთვის არის ლიტერატურა, როგორ უნდა შევაფასოთ. ალბათ, ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით.

ნაწარმოები კარგია, თუ შენთვის ემოცია მოაქვს, აგაღელვებს, გაგაცინებს, გაგახარებს, დაგასევდიანებს.

კარგია, თუ ძალას შეგმატებს. სევდიანს დაგამშვიდებს, ჩაფიქრებულს მაგალითს გიჩვენებს.

ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაგეხმარება, სხვანაირად შეგახედებს, ახალ იდეებს შთაგაგონებს.

კარგია, თუ გაგართობს.

კარგია, თუ რაღაცას გასწავლის, ახალ სიტყვებს, ახალ აღმოჩენებს.

კარგია, თუ კრიტიკულად დაგანახებს სხვადასხვა საკითხებს. თვალსაწიერს გაგიფართვებს.

კარგია, თუ უკეთესი ცხოვრების სურვილს გაგიჩენს.

მოკლედ, არც ისე ძნელია ნაწარმოები კარგი იყოს, და თან, ძნელია.

იმედი მაქვს, ჩემი ნაწერები რომელიმე კრიტერიუმით მაინც იქნება კარგი.

 

სინოპსისი

„დადიანების განძი“

 

 

 

„ერითროციტები“ (დაბეჭდილია „ლიტერატურულ პალიტრაში“ წლების წინ)

„სასიკვდილო თამაშები“

 

 

დადიანების განძი

დეტექტიური ჟანრის მოთხრობა თბილისში მცხოვრები ოჯახის ამბავს გვიყვება. სამეგრელოს მთავრების, დადიანების შთამომავალს - ელენა დადიანს ისტორიული მემკვიდრეობა დარჩა, რომელიც სხვამ წაართვა. შთამებჭდავი განძი მან სასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა, თუმცა მის გამოყენებას ის და მისი ოჯახი ვერ ახერხებს - განძს მძარცველები იტაცებენ, თან უჩვეულო ხერხით.

გამოძება იწყება. ვისთან მივა კვალი? რატომ ცდილობს ოჯახი, გამომძიებელს ხელი შეუშალოს და ამბები დაუმალოს?

თვითონ ოჯახიც საკმაოდ ორიგინალური შემადგენლობისაა: ბებია და ოთხი შვილიშვილი. გამოძების პროცესში რამდენიმე მათგანის სიცოცხლე საფრთხეშც აღმოჩნდება.

ვინ ჩაიდინა ეს დანაშაულები? რა იყო მოტივი?

როგორც აღმოჩნდება, დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაგვაფიქრებს ბევრ რამეზე. რატომ ხდება სამყაროში ასეთი ამბები. შეგვეძლო თუ არა, ისინი თავიდან აგვერიდებინა.

მოთხრობაში იკვეთება რომანტიკული ხაზიც. სიყვარულის გზას თვითონ გამომძიებელი მიუყვება.

 

 

ერითროციტები

აფხაზეთიდან დევნილი გოგონა ამბებს გვიყვება. გვიყვება, როგორი მტკივნეული იყო იქიდან წამოსვლა, როგორ დაკარგა მამა, როგორი გაბრაზებულია ადამიანებზე.

პარალელურად, ლექცია მიმდინარეობს. ლექტორი ერთი ერის ისტორიას ყვება. ნეტავ მართლა არსებობს სადმე ანტაგონია? და თუ არსებობს, მართლაც ასეთია? იქაური მოვლენების როგორ განვითარებას ვარაუდობს ლექტორი?

რას აპირებს გოგონა? რატომ არის წინააღმდეგი, რომ აფხაზეთში წავიდეს? როგორ მოიქცევა, აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში?

ერითროციტები სისხლის მდგომარეობის მაჩვენებელი უჯრედებია. მოთხრობა გვიამბობს, როგორი შეიძლება იყოს ახალგაზრდული სულისკვეთება, როგორ მდგომარეობას გვაჩვენებენ ერითროციტები.

 

სასიკვდილო თამაშები

ახალგაზრდა ქალი აბორტს გაიკეთებს. ის ამაზე არ დარდობს, თუმცა ახლობელი მოუწოდებს, რომ მოინანიოს ეს საქციელი.

ქალი ამას თავს არიდებს. საბოლოოდ კი, მოუწევს უკეთ დაფიქრდეს ამ საკითხზე, რომ გულისტკივილს და მოულოდნელი მხრიდან მოსულ დარდს თავი დააღწიოს.

ვინ და როგორ ატკენს გულს ასე ძალიან? და თან, ყოველგვერი სიტყვების გარეშე?

გამოსავალი არსებობს, მთავარია მისი პოვნა მოინდომო.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური