ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სასოწარკვეთილნი და განწირულნი

0 ხმა

ლაშა თოქმაჯიშვილი

ბიოგრაფია

ჩემი სახელი და გვარი არის ლაშა თოქმაჯიშვილი ვარ 21 წლის ვცხოვრობ თბილისში. ვარ გატაცებული წერით და ერთადერთი რაც მაინტერესებს მხოლოდ ეს არის მიუხედავად იმისა, რომ დავდივარ უნივერსიტეტში. ბოლო სამი წელი თითქმის მხოლოდ ამით ვცხოვრობ. ვწერ მაშინ როცა მინდა სადაც მინდა და როგორც მინდა და რაზეც მინდა იმაზე. ვინაიდან მხოლოდ აქ ვპოულობ იმას რასაც სხვაგან ვერ ვპოულობ რადგან წერა ავსებს ჩემს მთელ შინაგან სამყაროს ხოლო მის გარეშე ყოფნა საშინლად აუტანელია. ვწერ ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ წიგნებს რადგანაც მიყვარს როდესაც წიგნში სირთულე მხვდება როდესაც ადამიანს აქვს საბაბი დაფიქრების. სწორედ ამიტომ ჩემთვის როგორც მკითხველისთვისაც მისაბაძია თეოდორ დოსტოევსკი. როდესაც წერას ვიწყებ ვუდგები მთელი ჩემი არსებით და ხშირ შემთხვევაში ვწერ ოთხი საათი გადაბმულად და არა ყოველთვის. ვწერ ჩქარა რადგან როდესაც ჩქარა ვწერ ყველაფერი უფრო დეტალური და საოცარია სწორედ ამიტომ წერისთვის ვიყენებ კომპიუტერს ან ტელეფონს. მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო სასიამოვნოა კალმით თაბახის ფურცელზე წერა. ხოლო წერის დროს იმდენად მკაფიოა აზრები რომ მისი გადატანა მიჭირს სწრაფად და სწორედ ამიტომ ვიყენებ კომპიუტერს და ტელეფონს. რის შედეგადაც წიგნი ძალიან ჩქარა იწერება.

ჩემი ნაწარმოები სასოწარკვეთილნი და განწირულნი არა რის არც ერთი გამომცემლობის მიერ გამოცემულ

სინოპსისი

წიგნი არის ღრმა ფსიქოლოგიური ნაწარმოები სადაც ერთმანეთს ცვლიან ფიქრები თვითმკვლელობისა და სიცოცხლის შესახებ სადაც ადამიანები მუდამ სჩადიან დანაშაულს. წიგნში შევხდებით სასოწარკვეთილ და განწირულ ადამაინებს რომელთა ცხოვრებაში ტანჯვის მეტი არაფერი მომხდარა. გაბოროტებული გუქლვა ადამიანები რომელთათვისაც დანაშაულის ჩადენა არაფერს ნიშნავს. რომლებიც სჩადიან ათასგვარ საშინელებებს და სადაც თითქმის ყოველი პერსონაჟი თავს იკლავს. წიგნში არის საუბრები ღმერთზე და მის არსზე სიკეთესა და ბოროტებაზე ყველაფერ იმაზე რაზეც ფიქრობს ადამიანი. წიგნი არის დატვირთული ბევრი დიალოგებით და პერსონაჟებით სადაც ისინი ძალიან ჩქარა ცვლიან ერთიმეორეს. რომელთაც ამ ყველაფერთან ერთად სურთ სინანული და ღმერთის რწმენა მაგრამ არ შეუძლიათ სადაც უიმედობა მდგომარებით გამოწვეული უბედურება თავს ატყდება წიგნის პერსონაჟებს რომლისგანაც თავს ვერაფრით აღწევენ.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური