სიკვდილი, რომელიც ვერ კლავს სიცოცხლის სუნს
0 ხმა

ნატალი შარინგერ-პაპიაშვილი
ნატალი შარინგერ-პაპიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1986 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გერმანიის ქალაქ ბერლინში გააგრძელა ბიზნეს ადმინისტრირების განხრით. ევროპაში ჩვიდმეტწლიანმა ემიგრანტობის პერიოდმა ბევრი საინტერესო გამოცდილება შესძინა მის ცხოვრებას.უყვარს მოგზაურობა და ფოტოგრაფია,თავისუფალ დროს ცდილობს მოინახულოს ის ქვეყნები სადაც არ ყოფილა და შექმნას ახალი საინტერესო თავგადასავლები. მიაჩნია, რომ ყველა ოცნება ახდენადია, თუ სწორად და შეუპოვრად მოქმედებ არჩეული მიზნებისთვის. წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, აქვს როგორც მოკლე ჩანახატები ასევე ლექსები, 2017 წელს ქალაქ ბათუმში წიგნად გამოიცა მისი ჩანახატები, აჭარწიგნის მეშვეობით, რომელსაც „ ამბები საქართველოს გარეთ ეწოდა“.
წიგნი გვიყვება ერთ ჩვეულებრივი გოგოს არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც გერმანიაში გადაწყვეტს სასწავლებლად. წასვლას, რადგან მის ასაკიან მშობლებს არ ააქვთ საშუალება სწავლის დაფინანსების, ის ხვდება, რომ დროა ოჯახის სადავეები საკუთარ თავზე აიღოს, დამოუკიდებლად აკეთებს საჭირო ყველა საბუთს და ბერლინში მიემგზავრება.
ევროპული გზა კი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც თავიდან წარმოედგინა, იდუმალებით მოცული სამსახურებრივი შეთავაზება, ნამდვილი მეგობრების ძიებაში გავლილი რთული მომენტები, სტუდენტური ისტორიები, სასიყვარულო თავგადასავლები და მეორე მე, რომელიც ძალიან საინტერესოს ხდის პიროვნულ ჭიდილს საკუთარ თავთან და სამყაროსთან, ამ ცხოვრების ორომტრიალში კი ტრაგიკულად გარდაეცვლება ორივე მშობელი და სრულიად მარტო რჩება, „გვირაბი, რომლის ბოლოშიც სინათლე მოჩანს“ არც ისე მარტივი საპოვნელია, იმ უამრავ გვირაბთა შორის, რომელიც დიდ სიჩქარით ექაჩება პირდაპირ ჯუღმულისკენ , რატომ უნდა გადარჩეს, ვისთვის უნდა იცხოვროს? როცა არაფერი ღირებული აღარ დარჩა -სვავს კითხვას და იმ მეორე განზომილებაზე იწყებს ფიქრს სადაც მშობლებთან ერთად გააგრძელებს არსებობას, ფიქრი იმდენად მიმზიდველია, რომ ცდილობს სისრულეში მოიყვანოს გადაწყვეტილება, ამ დროს დასახმარებლად ჩნდება მისი მეორე მე, ერთი ადამიანის აზრებში ორი განსხვავებული პიროვნების ჭიდილი , ფენიქსივით აღზევება და დაცემიდან ადგომამდე გახლართული მძიმე წუთების კეთილი დასასრული.
დიახ, ჩვენ არ მოვდივართ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის ამ ქვეყნად, ჩვენ მოვდივართ, რომ ვიბრძოლოთ სხვების კეთილდღეობისთვისაც და თუ საღამოს თბილ ლოგინში ნახევრად მთვლემარეს საკუთარმა მეორე მეორე მემ ინტერესით იკითხა : „აბა მე დღეს ვის რა ვარგე?“ და შენ ერთი ადამიანი მაინც გაგახსენდა, ესეიგი შენი ცხოვრების ის დღე დადებითად შედგა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური