ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჩაიცვი ჩემი სხეული

0 ხმა

სალომე გოგოლაძე

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წ 30 მარტს ქ. თბილისში.  1989 წ დაამთავრა ქ. თბილისის 107-საშ სკოლა. 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ფილოლოგიის ფაკულტეტი).

 მისი ნაწარმოებები პერიოდულად  იბეჭდებოდა ქართულ  ლიტერატურულ  ჟურნალ-გაზეთებში:   ჟურნალები - 2022 წ-,,ხორნაბუჯი”, 2021 წ. - ,, აფინაჟი”,   2020 წ-,, მწვანეყვავილა”,  2019- ,,ლიტერატურული საქართველო”,  2022 წ- ,,ანეული”,  ,, ჭოროხი”,  2022 წ. 1-ლ ნომ. 2021 წელს იტალიურ პრესაში ,,Quotidiano di bari “გამოქვეყნდა მისი მოთხრობა ,, un destino portato dal vento”

 გამოქვეყნებები- 2010 წელს გამომცემლობა ,, ეროვნული მწერლობა” გამოსცა  პროზა-პოეზია ,,თამაში მარგალიტებით”,   2019 წ -გამომცემლობა ,, ივერიონმა” - ,,თავისუფლება სამოთხის ჩიტებს” -(პოეზია ) , და  ,,მგლის ცოლის ჩანაწერები,, (პროზაული მოთხრობები).  

 

 დაჯილდოვდა-  ,, ემიგრანტის წერილი -2017”  I- პრიზი- (მეკეში),   2018 - 2020 წლის ,, ერთი მოთხრობის” კონკურსის გამარჯვებული  II ადგილი,   ,,ქუჯი- 2021”   გამარჯვებული II-ადგილი,  ,,ხვარამზე”- 2022 გამარჯვებული. II-ადგილი,  საბავშვო ლიტ. კონკურ ,,ბუკნაჭოს,, გამარჯვებული -II. ადგილი.  2019 წელს მისი ავტორობით ქ. ბარიში  დაიდგა პიესა ,, ჩვენი მიწა”.

 2013 წლიდან  იმყოფება ემიგრაციაში, იტალიაში და ნაყოფიერად ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. მის ნაწარმოებებში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ ემიგრანტთა  თემატიკას. 

სინოპსისი

,,ჩაიცვი ჩემი სხეული”, ამ ნაწარმოების თემა მეტად აქტუალურია და დღემდე ინარჩუნებს საზოგადოების ინტერესს. ფსიქოლოგები, ექიმები, მეცნიერები- ჯერ კიდევ სწავლობენ ადამიანის სხეულს, მის უცნაურ გამოვლინებებს, მაგრამ  ბევრ კითხვაზე  პასუხი გაუცემელი რჩება, ამიტომ გადავწყვიტე მკითხველამდე მომეტანა ცხოვრებისეულ ფაქტებზე დაყრდნობით აგებული საინტერესო ამბავი.  ამ ნაწარმოების მთავარი გმირი რეალური პიროვნებაა და  ამბავი,  რომელსაც მოგითხრობთ სრული ჭეშმარიტება გახლავთ.  მე, როგორც მწერალმა, მივეცი თავს უფლება მხატვრული სახე მიმეცა ნაწარმოებისთვის და უფრო ახლოს  გამეცნო მკითხველისათვის  ამ  კატეგორიის ადამიანთა  ცხოვრება. ჩემი გმირი არ ითხოვს საზოგადოების მხრიდან სიბრალურსა და შემწყნარებლობას. თუმცა,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მკითხველის მხრიდან  სწორ აღქმასა და გაგებას, რადგანაც  ეს არის შიშველი სიმართლე პიროვნებისა, რომელიც  იშვიათ გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ.  


მიმდინარე ტური არ არის აქტიური