ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სუპერნოვა

0 ხმა

მეზღაპრე

ბიოგრაფია

წერა, ამბების მოსმენა და მათი ისტორიებად გარდაქმნა თითქოს ყოველთვის მხიბლავდა. აქედან მოდის სახელი მეზღაპრეც და ყველა ჩემ არსებულ და სამომავლო წიგნებში მეზღაპრე ის მთხრობელი იქნება, რომელიც მკითხველს პერსონაჟების მიერ განცდილ თავგადასავლებს უამობობს.

სუპერნოვა - წარმოსახვაში დაკარგული, პირველი დასრულებული ფენტეზი წიგნია, რომელიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა. ის ტრილოგიის პირველი ნამუშევარია, ხოლო პალიტრა L და „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ის პლატფორმა და საშუალება მგონია, რომელსაც ჩემს მიერ მოყოლილი ისტორია იმსახურებს. 

სინოპსისი

ცას მთვარე მოაკლდა, დედამიწის სიბნელის გაფანტვა ვარსკვლავების საქმედ დარჩა.


13.8 მილიარდი წლის წინ მოხდა აფეთქება. ის დიდი აფეთქების სახელითაა ცნობილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ეს დღე გახდა დასაწყისი დიდებული ომების, რომელიც დღემდე გრძელდება.

თურმე ღალატის გამო დედამიწა თანამგზავრის გარეშე დარჩა, მას კი სხვა პლანეტებისგან დასაცავად დახმარება სჭირდება. საბედნიეროდ იბადება ახალი მთვარე და მას მძიმე, თუმცა სავალდებულო მისიის თავის თავზე აღება უწევს.

აპოლო, რომელიც სამყაროს ახალი თანამგზავრია პლანეტარულ ომებში ერთვება და წარმოსახვის საოცარ შესაძლებლობებს ეუფლება. ზოგისთვის ფანტაზია შესაძლოა რეალობას უდრიდეს, ზოგმა შეიძლება ფანტაზია აქციოს რეალობად. და შენ, ვინც კითხვას აპირებ, რას ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა, რომ მოთხრობილი ისტორია იყოს რეალური, თუ ის მხოლოდ წარმოსახვის ნაწილია?

მიმდინარე ტური არ არის აქტიური