მზის ჩასვლა
0 ხმა

ქეთევან ბარნაბიშვილი
ქეთევან ბარნაბიშვილი
37 წლის
ლაგოდეხი
მოგესალმებით მე ქეთი ბარნაბიშვილი ვარ. განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, პროფესიით მარკეტინგის მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი და ქოფირაითერი. ვმუშაობ ჩემი პროფესიით.
წერის სურვილი პირველად 4 წლის ასაკში გამიჩნდა. მომწონდა სხვები რომ წერდნენ.
ერთ დღეს მამიდაჩემის ხელნაწერის გადაწერა ვცადე. მხოლოდ სწორი და მოღუნულთავიანი ჯოხების დახატვა შევძელი. მამიდას მივუტანე და სიამაყით განვუცხადე, წერა ვისწავლე! დახედა და დამიწუნა, ეს ხომ მხოლოდ ჯოხებიაო მითრა. გავოცდი. როგორ შენ ვერ კითხულობ რა წერია მეთქი?! ვკითხე. ახლაც მახსოვს ის განცდა ჩემს ნაჯღაბნს მე რომ ვკითხულობდი, ის - ვერა. რა თქმა უნდა 4 წლის ასაკში კითხვა არ ვიცოდი. ეს ხელნაწერი კი ერთად ერთი იყო რომლის წაკითხვაც იდეალურად შემეძლო.
მეექვსე კლასში დღიურების წერა დავიწყე. მეცხრე კლასში კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ თავისუფალი თემების წერა კარგად შემეძლო. სკოლის დამთავრების შემდეგ ნელ-ნელა შევეპარე ჯერ ჩანახატებს, მერე მოთხრობებს და ბოლოს რომანებს.
ჩემი მოთხრობებიდან რამდენიმე დაბეჭდილია სხვადასხვა გამოცემებში: „მეხანძრე“, „მკითხავი“ და „არჩევანი“ - ლიტერატურულ გაზეთში. „ნომოფობია“ - ჟურნალ ანეულში, „ტრაქტორის ნაწილები“ და მისი შემდგომი თავები - საკონკურსო ნაშრომთა კრებულში - „ლილე“.
2022 წლის ნოემბერში გამომცემლობა ინტელექტმა ჩემი წიგნი „გაორება“ დაბეჭდა.
ახლა თქვენს წინაშე კიდევ ერთი რომანია, რომელიც 2017 წელს დავწერე. მჯერა მისი კითხვისას დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
მინდა ამ კონკურსში გავიმარჯვო და ეს რომანი წიგნად გამოიცეს.
მზის ჩასვლა" - რომანი მოგიყვებათ საოცარი საზღვაო თავგადასავლის შესახებ.
გაგანდობთ მშვენიერი ქალბატონი ლალის ცხოვრების ფარულ და ღია დეტალებს. გაზიარებთ მის სიხარულსა და სევდას.
გაგაცნობთ ოთარს, რომელიც თქვენში ორ განსხვავებულ აზრს წარმოშობს, გაგაკვირვებთ კიდეც და საბოლოოდ მის გულშემატკივრად გაქცევთ.
გაჩვენებთ როგორები არიან ნამდვილი ადამიანები და როგორ არ შეუძლიათ მათ უღალატონ საკუთარ თავს, პრინციპებს და საყვარელ ადამიანებს.
ნაწარმოების გმირების ცხოვრება მიგახვედრებთ რომ გვიანი არასდროს არაფერია და ცდა ყოველთვის ღირს.
რომანში არის ბევრი მუსიკა, ცეკვა, სიყვარული, მეგობრობა, ალერსი და რაც მთავარია საუკეთესო გადაწყვეტილებები.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური