ერთად
0 ხმა

ნინო ბუღაძე
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი- პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი.ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი- კულტურის კვლევების მაგისტრი.
მიმაჩნია, რომ ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე ვარ, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას სკოლაში.
აქამდე არ გამომიქვეყნებია ნამუშევრები, თუმცა ბავშობიდან ვწერდი როგორც ლექსებს, ასევე მოთხრობებს.ახლა გადავწყვიტე რომანს შევჭიდებოდი და იმედია, ეს გამოცდილება დადებით გავლენას იქონიებს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.
რომანი „ერთად“ საკმაოდ დახუნძლული ამბების, სიუჟეტების, მოქმედებების, ემოციების და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფას მოგვითხრობს.მთავარი მოქმედი პირი არის გოგონა, რომელიც თავისი სუსტი და არაფრით განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, არცთუ ისე დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისაგან რადიკალურად განსხვავდება.ოღონდ ამას იმ ამბების შემდეგ აღმოაჩენს, რომელიც თავს გადახდება.როგორც მას, ასევე ყველას ცხოვრება გარკვეული შეზღუდებით უწევთ, რაც მათ ყოველდღიურ ყოფაზე და ფსიქო-ემოციურ განწყობაზე აისახება.უხილავად, თუმცა ვიღაც აკონტროლებს მათ ცხოვრებას, ემოციებს, მოქმედებებს...ხშირად ხდება თავდასხმები, რომლებსაც ყოველთვის მსხვერპლი მოსდევს.ხდება აფეთქებები, რომლებიც ადამიანებს აიძულებს რობოტებივით მოიქცნენ, შიშსა და გაუგებრობაში გააგრძელონ ცხოვრება და თანაც, ამაზე პრეტენზია არ გამოთქვან.ადამიანური განცდებისა და ემოციების, სიყვარულის და სიხარულის გამოხატვა ძალიან უცხოა იმ გარემოში.თუმცა შეხვდებით ცხოვრებისეულ სისუსტეებს, მარცხს, განსაცდელს, ტვირთს და მოვლენებს, რომლებიც ხდება მათში ან მათ ირგვლივ და რომლებსაც, ყველას ან ნაწილობრივ, მკითხველიც ამოიცნობს.
თუმცა მთავარი გმირი შემთხვევით ხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც შეუყვარდება.ამ სიახლეს მარტივად ვერცერთი ვერ მიიღებს, რადგანაც მათ ყოფაში არ აქვთ ნანახი, არც გაგონილი.თუმცა სიყვარული შეაძლებინებს და შეაცვლევინებს გოგონას თავის ცხოვრებას და გააკეთებინებს არჩევანს, იყოს არცთუ ისე დიდი ქალაქის ტიპიური მორჩილი მაცხოვრებელი თუ გაექცეს ამ რეალობას ისე, როგორც ეს შესაძლებელი იქნება.მკითხველი თავად მიხვდება თუ რა შეიძლება იყოს ამ რეალობიდან გაქცევის ერთადერთი გზა.თუმცა იმის საშუალებაც ექნება ამ ამბის მაყურებელს, რომ ამ გზის თითოეულ მონაკვეთზე შეისვენოს და ამოისუნთქოს მთავარ გმირთან ერთად და დაინახოს თუ რისი გაკეთება შეუძლია შეყვარებულ ადამიანს.
მოქმედება ხდება ორ დროში: ახლანდელი და მომავალი, ან ახლანდელი და წარსული დრო ერთმანეთს ენაცვლება.ამასთან, წიგნის მთავარი გმირი იცვლება თავისი ცხოვრებით, თავისი არსებობით.
სახელები არც ქალაქს, არც ქუჩებს და არც ადამიანებს აქვთ.ალბათ იმიტომაც, რომ ასეთი ისტორიები შეიძლება არაერთგან ხდებოდეს ან მომდარიყო და ამ ისტორიებში შეიძლება არაერთმა ადამიანმა ამოიცნოს საკუთარი თავი, გაიხსენოს და განიცადოს თავიდან პერსონაჟების ემოციები...
რომანის სახელი ერთად, შეიძლება ორი განმარტება ჰქონდეს, როგორც ერთი, მარტო მყოფი ადამიანის შინაარს გულისხმობდეს, ასევე ორი ადამინის ერთობასაც.ამას კი მკითხველს მივანდობ, თუ როგორ დაინახავს და აღიქვამს მთავარი პერსონაჟის პიროვნებას.
ჯერი მკითხველზეა, რომელმაც უნდა წაიკითხოს და შეიგრძნოს მთელი სიმძაფრით ეს ისტორია, რომელიც შეიძლება არც კი დასრულდეს, რადგანაც ჩვენ ყველანი ვართ ამ რომანში...
მიმდინარე ტური არ არის აქტიური