ანგელოზის საყვირი
0 ხმა

მარიამ ბაწელაშვილი
სახელი, გვარი - მარიამ ბაწელაშვილი
ასაკი - 31 წლის
საცხოვრებელი ადგილი - თბილისი
მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ბაწელაშვილი. ბავშვობიდან მიყვარდა წერა და ხშირად, სკოლის გაზეთებში იბეჭდებოდა, ჩემი ლექსები. პროფესიით ვარ არქიტექტორ-დიზაინერი და დიდი ხნის მანძილზე , ვმუშაოდი არქიტექტორად, თუმცა შემდეგ ინტერიერის დიზაინერობა ვარჩიე, რადგან ჩემთვის, შინაგანი სივრცე, უფრო საინტერესოა, ვიდრე ფასადები. ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია და სულიერება. წერა და ხატვა ჩემთვის საშუალებაა, რომ გარეთ გამოვიტანო ის სამყარო , რაშიც მე ვცხოვრობ. ვარ ემპათიური და ვფიქრობ ესაა ის, რაც საშუალებას მაძლევს, რომ ყველა ადამიანის მესმოდეს და მსურდეს, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, სამყაროს გალამაზებაში.
წიგნი უკავშირდება სულიერ გამოღვიძებას. ეს წიგნი, სწორედ მაშინ დაეხმარება მკითხველს, როცა უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს, ვინ არის , რას აკეთებს და რა როლს თამაშობს ცხოვრებაში. წიგნში განხილულია, როგორც სასულიერო და ფსიქოლოგიური, ისე სასყივარულო საკითხებიც. პერსონაჟი არის ქალი, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ის ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში ვარდება, იკარგება და შემდეგ თავიდან პოულობს თავს. მართალია , ზოგჯერ რთულია, იმ ბილიკით სიარული, რომლითაც არავინ დადის , მაგრამ სწორედ ამაშია ცხოვრების აზრიც. წიგნის დასაწყისში, უამრავი კითხვაა, დასასრულში კი ყველა პასუხი, ერთ კითხვაში იყრის თავს : - განა საოცრება არ არის, რომ ხარ? ეს წიგნი არის, ერთი ქალის მოგზაურობაზე, საკუთარ თავში.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური